IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კონტრაცეფცია, თქვენი აზრი მაინტერესებს
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 01:17 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



იმდენად უხერხული თემაა ჩემთვის, რომ აქ დაწერაც მეთაკილება, მოძღვრისთვის კითხაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი, მეუღლესთან კონდომით მემრუშეობაზე რა აზრის ხართ? დასაშვებია? და თავხედობა ხომ არ იქნება, მეუღლეს რომ ეს ვაკადრო?

ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის

P.S. იმედია არ გამკიცხავთ


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Oct 7 2015, 12:51 PM
პოსტი #2


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



+თომა+
ეგ რას ნიშნავს?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 7 2015, 02:38 PM
პოსტი #3


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ასეთი თემები უკვე არსებობს.
ახლა იმას ვიტყვი საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რაზეა საუბარი.
ციტატა
მეუღლესთან კონდომით მემრუშეობაზე
რას ნიშნავს მეუღლესთან მემრუშეობა? ჯერ ის უნდა გაიგო მრუშობა რა არის მერე ის უნდა გაიგო მეუღლებრივი თანაცხოვრება რა არის მერე გაგიჩნდეს კითხვა და დასვა ეს კIთხვა.

ციტატა
მოძღვრისთვის კითხაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია

აქ ვინც არ უნდა გირჩიოს და რაც არ უნდა გირჩიოს არაფერს ნიშნავს საკუთარი მოძღვარი რასაც გეტყვის ისაა სწორი. რატომ? იმიტომ რომ ის გიცნობს და იცის შენი სულიერი მდგომრეობა.
ციტატა
თავხედობა ხომ არ იქნება, მეუღლეს რომ ეს ვაკადრო

რა უნდა აკადრო? რეზინის გაკეთება? biggrin.gif
ციტატა
P.S. იმედია არ გამკიცხავთ

უბრალოდ რჩევებს გაძლევ და არ გკცხავ.

კინაღამ დამავიწყდა რატომ გინდა პრეზერვატივის გამოყენება?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 09:14 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



ციტატა(G_saxva @ Oct 7 2015, 02:38 PM) *


ახლა იმას ვიტყვი საერთოდ წარმოდგენა არ გაქვს რაზეა საუბარი. რას ნიშნავს მეუღლესთან მემრუშეობა? ჯერ ის უნდა გაიგო მრუშობა რა არის მერე ის უნდა გაიგო მეუღლებრივი თანაცხოვრება რა არის მერე გაგიჩნდეს კითხვა და დასვა ეს კIთხვა.

კინაღამ დამავიწყდა რატომ გინდა პრეზერვატივის გამოყენება?


ცოტა ქედმაღლური მეჩვენება შენი ეს ამონარიდი. იმედია ვცდები. იქნებ ამიხსნა რას მოიაზრებ იმაში, რომ წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი?
მემგონი უნდა იცოდე, რომ ღვინით ტკბობას მემთვრალეობას უწოდებენ, მისნაირად, სექსუალური აქტით ტკბობას მემრუშეობა ჰქვია.
მეუღლებრივი თანაცხოვრებაც ნამდვილად არ მესწავლება, 19 წელია დაოჯახებული ვარ.
შენს პოსტში ცოტა ცინიზმი და მენტორული დამოკიდებულება ვიგრძენი და ცოტა არ იყოს საწყენია. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ მინდა კონდომის გამოყენება, პასუხი შემდეგია:
უკვე 4 პატარა მყავს, ანდრია, შიო, ნინო და პელაგია. ფინანსურად არ მილხინს და ვთვლი, რომ როდესაც იმის პასუხისმგებლობას იღებ, რომ შვილი გყავდეს, მისი რჩენაც უნდა შეგეძლოს.
რათქმაუნდა უმჯობესია თუ საერთოდ არ დაამყარებ სექსუალურ კავშირს, ილოცებ და სულიერად გაძლიერდები, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ არის მომენტები როდესაც თავს ვეღარ იკავებ და ან სექსი უნდა გქონდეს, ან იჩუკენო. ვერც ერთი ჩუკენი სასუფეველში ვერ შევა. რელიგიას რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც დამამცირებელია ჩუკენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2015, 09:19 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



+თომა+


როცა ოჯახი მრავალშვილიანია და მატერიალურად შეჭირვებული, ვფიქრობ, უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და კურთხევა აიღოთ. ეს სასირცხვილო არაა, მე ვიცი ოთშვილიანი ოჯახი, რომელიც ასე მოიქცა. ეს ის პრობელმაა, რომელიც მოძღვართან უნდა გადაწყდეს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 7 2015, 09:49 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



marine
უღრმესი მადლობა რჩევისთვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2015, 10:45 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(+თომა+ @ Oct 7 2015, 10:49 PM) *

marine
უღრმესი მადლობა რჩევისთვის

არაფერს smile.gif ღმერთმა ზღვა ბარაქა და უწყვეტი სიხარული მოგანიჭოთ smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubiri_888
პოსტი Oct 8 2015, 02:07 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-October 15
წევრი № 14,216



ციტატა(+თომა+ @ Oct 7 2015, 01:17 AM) *

იმდენად უხერხული თემაა ჩემთვის, რომ აქ დაწერაც მეთაკილება, მოძღვრისთვის კითხაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მოკლედ, მაინტერესებს თქვენი აზრი, მეუღლესთან კონდომით მემრუშეობაზე რა აზრის ხართ? დასაშვებია? და თავხედობა ხომ არ იქნება, მეუღლეს რომ ეს ვაკადრო?

ყველას აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის

P.S. იმედია არ გამკიცხავთ



მეგობარო, გილოცავ დღევანდელ დღეს პირველ რიგში. ვინც არ უნდა იყო, რაღა თქმა უნდა!. რაც შეეხება, თემას, რომელსაც აქ შემთხვევით შევეჩეხე, და მე ვფიქრობ არც თუ ისე უადგილოდ, გამოვეხმაურები თქვენის ნებართვით და ჩემს პატარა ისტორიასაც გიამბობთ. ჩემო თომა ურწმუნო, არ მიწყენ იმედია.
დღეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, დრო ისე გადის, ბავშვმა შენზე მეტი იცის და აქით დაგიწყებს ჭკუის სწავლებას, ეზოში რომ ადრე ბავშვი ბურთით თამაშობდა, ან წრეში ბურთით, გინდაც კლასობანათი, მეგობარო, ხოლო სიყვარული ყოვლად სასირცხო და სწორედაც რომ ავბედით რამედ მიაჩნდა, (იგულისხმება ხორციელი ავბედითობის მომასწავებლად) ახლა ამის მაგივრად ინფორმაციის პირველ შთანმთქველად მოგვევლინა, რაც არ უნდა გავლახოთ და თვალებზე ხელები ვაფაროთ, მაინც სახტად გტოვებს მისი კითხვებით.

ჩემმა მეორე გოგონამ, ნანუკამ, იმ დღეს სრულიად გულწრფელად მკითხა, მამი მამი, საიდან მოვევლინე ქვეყანასო. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ და სად იყო და სად არა, ნანუკა ეშმაკისებრი ღიმილით მიმზერდა და ფეხზე მეხუტებოდა. იმ ღამეს რთულად დავიძინე.

მამა ლეონტი ახალ სამთავისშია მოძღვრად. (სოფელ რიყის მთაზე) ცნობილია, რომ როცა არავინაა გარშემო, მამა ლეონტი ფეხებზე დამხობილი ლოცულობს მათთვის, ვისაც კითხვები აწუხებს და პასუხებს სხვაგან ეძებს, რადგან მამამ ყველა კითხვაზე იცის პასუხი, თუმცა "მკითხვარები ადგილს ვერ პოულობდნენ, ვითარცა შიშნი მათისაი გმობდა მიწასაო" მე ის კაცი ვარ, ვისაც მამა ლეონტის ტირილი უნახსვს. დიახაც მეგობარო, ჩემო ურწმუნო თომა, ანდაც რას გერჩი, მაგრამ გამიგებ მეგობარო იმედია, დიახაც, მე მინახავს მამა ლეონტი როგორ ემხო მუხლებზე და შეშლილი სალოსივით მოთქვამდა: არა! არა! მე აღარ შემიძლია! ამის ძალა არ შემწევს!. მივედი მამასთან. უცებ წამოიწია. შეცბუნდა. ტაძარში ორნი ვიყავით. არ დამავიწყდება მისი მზერა. შემდეგ პანტელეიმონს შეხედა. წამით ყველაფერი გაჩერდა. შეიძლება ათი წამითაც, და მამა ლეონტის აღმოხდა: "მიყევი მას, რისი ძალაც შეგწევს, ხოლო რასაც ვერ უძლებ მიუშვი, ღმერთი, რჯული და დრო, რომელშიც შენ ცხოვრობ, პასუხს აგებს ამაზედ, ვითარცა უფალი შენი, გაცხოვრებს დროსა ამაში".

ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა ატირებული გამოვედი ტაძრიდან. დიახ, უკვე მე ვტიროდი, და გითხრა რატომ ჩემო ურწმუნო? მამა ლეონტიმ მიმახვედრა იმას, რასაც ვერ მიმახვედრა ვერავინ.
მიმიხვდი ჩემო მეგობარო რასაც ვგულისხმობ. იცხოვრე შენი დროით. ღმერთმა გაგაძლიეროს, დღევანდელი დღის მადლი დაგეფინოს კალთაზედ, და დაე გაგიჩნდეს კითხვები, გაგიჩნდეს, გაგიჩნდეს და ღმერთმა შეგახვედროს მამა ლეონტის. ვითარცა მონა მხევალი მისი; (სამთავისის ტაძარი, სოფელი რიყე)
შენი მონა–მორჩილი გურამ ვაშაყმაძე. (ჩემი მეუღლის ფეისბუქით ვარ)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubiri_888
პოსტი Oct 8 2015, 02:30 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-October 15
წევრი № 14,216



ციტატა(marine @ Oct 7 2015, 09:19 PM) *

+თომა+
როცა ოჯახი მრავალშვილიანია და მატერიალურად შეჭირვებული, ვფიქრობ, უნდა მიხვიდეთ მოძღვართან და კურთხევა აიღოთ. ეს სასირცხვილო არაა, მე ვიცი ოთშვილიანი ოჯახი, რომელიც ასე მოიქცა. ეს ის პრობელმაა, რომელიც მოძღვართან უნდა გადაწყდეს.


სისულელეა. შეგიძლია ისედაც გქონდეს, მაგრამ ჩასახვა არ მოახდინო შიგნით, არის ასეთი პრაქტიკაც, თუმცა მაინც მოძღვარს დაეკითხეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 8 2015, 02:38 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



ubiri_888
სუმთლად დამბურძგლა მეგობარო smile.gif მაღალი უფალი იყოს შენი და შენი ოჯახის შემწე.

მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე. ტაძარში მხოლოდ ორნი ვიყავითო და მაშ ვინ პანტელეიმონს შეხედა მამა ლეონტიმ? ალბათ დიდმოწამე მკურნალი პანტელეიმონის ხატს?

კიდევ ერთხელ უფალი გფარავდეს girl_angel.gif

ციტატა(ubiri_888 @ Oct 8 2015, 02:30 AM) *

სისულელეა. შეგიძლია ისედაც გქონდეს, მაგრამ ჩასახვა არ მოახდინო შიგნით, არის ასეთი პრაქტიკაც, თუმცა მაინც მოძღვარს დაეკითხეთ

აქტის დროს მამაკაცი შეუმჩნეველი რაოდენობით გამოჰყოფს სპერმატოზოიდებს, ასე რომ ეგ არ არის პასუხი პრობლემაზე. მეტად სარისკო და თან ჩემი აზრით ჩუკენის ტოლფასია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubiri_888
პოსტი Oct 8 2015, 02:53 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-October 15
წევრი № 14,216



ციტატა(+თომა+ @ Oct 7 2015, 09:14 PM) *

ცოტა ქედმაღლური მეჩვენება შენი ეს ამონარიდი. იმედია ვცდები. იქნებ ამიხსნა რას მოიაზრებ იმაში, რომ წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი?
მემგონი უნდა იცოდე, რომ ღვინით ტკბობას მემთვრალეობას უწოდებენ, მისნაირად, სექსუალური აქტით ტკბობას მემრუშეობა ჰქვია.
მეუღლებრივი თანაცხოვრებაც ნამდვილად არ მესწავლება, 19 წელია დაოჯახებული ვარ.
შენს პოსტში ცოტა ცინიზმი და მენტორული დამოკიდებულება ვიგრძენი და ცოტა არ იყოს საწყენია. ხოლო კითხვაზე, თუ რატომ მინდა კონდომის გამოყენება, პასუხი შემდეგია:
უკვე 4 პატარა მყავს, ანდრია, შიო, ნინო და პელაგია. ფინანსურად არ მილხინს და ვთვლი, რომ როდესაც იმის პასუხისმგებლობას იღებ, რომ შვილი გყავდეს, მისი რჩენაც უნდა შეგეძლოს.
რათქმაუნდა უმჯობესია თუ საერთოდ არ დაამყარებ სექსუალურ კავშირს, ილოცებ და სულიერად გაძლიერდები, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ არის მომენტები როდესაც თავს ვეღარ იკავებ და ან სექსი უნდა გქონდეს, ან იჩუკენო. ვერც ერთი ჩუკენი სასუფეველში ვერ შევა. რელიგიას რომ თავი დავანებოთ, მორალურადაც დამამცირებელია ჩუკენი.



ლაშა, სისულელეა რასაც ამბობ, რა შუაშია ეს ყველაფერი, როცა მეგობარმა დასვა კითხვა, პასუხს კი შენგან, ჩემგან და ყველა დანარჩენისგანაც მოითხოვს. ლაშა, შენ არ გქონდა ასეთი ახირებული იდეები როგორიც ახლა გაქვს, ბოლო დროს საერთოდ არ მომწონხარ და გითხრა რატომ? სხვას განიკითხავ მაშინ, როცა არც გახსოვს ბოლოს როდის ჩააბარე აღსარება. მეტყვი აღდგომაზედო ლაშა, მაგრამ აღდგომაზე ყველა მიდის ეკლესიაში, ათეისტიც, მორწმუნეცა და ებრაელიც. ასე რომ, გინდ ჩაგიბარებია გინდ არა. არ გეთვლება აღდგომაზედ ლაშა. მე კი გპატიობ დანარჩენს, დღევანდელს გილოცავ. გ.ვ
პოსტკრიპტუმ: მალე შევხვდებით, იმედი მაქვს.

ციტატა(+თომა+ @ Oct 8 2015, 02:38 AM) *

ubiri_888
სუმთლად დამბურძგლა მეგობარო smile.gif მაღალი უფალი იყოს შენი და შენი ოჯახის შემწე.

მხოლოდ ერთი რამ ვერ გავიგე. ტაძარში მხოლოდ ორნი ვიყავითო და მაშ ვინ პანტელეიმონს შეხედა მამა ლეონტიმ? ალბათ დიდმოწამე მკურნალი პანტელეიმონის ხატს?

კიდევ ერთხელ უფალი გფარავდეს girl_angel.gif
აქტის დროს მამაკაცი შეუმჩნეველი რაოდენობით გამოჰყოფს სპერმატოზოიდებს, ასე რომ ეგ არ არის პასუხი პრობლემაზე. მეტად სარისკო და თან ჩემი აზრით ჩუკენის ტოლფასია



ტყუილად არც მიწოდებია ურწმუნო შენთვის. არც დაგიჯერებია მთავარი და სიმწრის სიცილი მაქვს ახლა.
მე და მამა ლეონტი მარტო ვხვდებით ერთმანეთს ტაძარში, მაშინ პირველი შეხვედრა მოეწყო, როცა ლოცვისა შევუსწარი, მას შემდეგ, ერთად ვლოცულობთ და კვირაში ორჯერ აღსარებას ვეუბნები. ესეც შენი დეტალები, ჩმემო ურწმუნო მეგობარო. ადამიანი ხარ!
პანტელეიმონს რაც შეეხება, ფრესკაა, რომელიც მამამ მოხატა ტაძარში, ის სულ ჩვენთანაა.
რაც შეეხება ბოლო აბზაცს, ამაზეც მაქვს პასუხი, რა თქმა უნდა ეს ასეა, ზოგჯერ გამოყოფს და არც იცის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შობს. "ყრმაი მისი შვა ქრისტემან ძემან ვითარცა ყოფაი მისი იქმან მის შეუმჩნევლად (მათე11.კრ.2). ალბათ გეცნობა ეს ციტატა და ყოველივე ნათელია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+თომა+
პოსტი Oct 8 2015, 03:10 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 6-October 15
წევრი № 14,213



ციტატა(ubiri_888 @ Oct 8 2015, 02:53 AM) *

ტყუილად არც მიწოდებია ურწმუნო შენთვის. არც დაგიჯერებია მთავარი და სიმწრის სიცილი მაქვს ახლა.


საერთოდ ვერ გავიგე ეს წინადადება, ვგონებ ბოროტი გებრძვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 8 2015, 09:52 AM
პოსტი #13


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



+თომა+
თავიდანვა ავღნიშნე რომ მე უბრალოდ რჩევას გაძლევდი სხვა არაფერი ვინაიდან და რადგანაც თავად ითხოვე. ახლა კი იმაზე გიპასუხებ რაც იკითხე.
ციტატა
რას მოიაზრებ იმაში, რომ წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი?

ამაში ჩემო კარგო იმას ვგულისხმობ რომ არ იცი რას რა უწოდო და რა არი ცოდვა და რა არა. როდესაც ამბობ ამ სიტყვებს
ციტატა
მემგონი უნდა იცოდე, რომ ღვინით ტკბობას მემთვრალეობას უწოდებენ, მისნაირად, სექსუალური აქტით ტკბობას მემრუშეობა ჰქვია.

ჯერ იმას ვიტყვი რომ ღვინით ტკბობას მემთვრალეობა არ ეწოდება ეს პირველი შეცდომა, მემთვრალეობა თანამედროვე ენაზე ლოთობაა.
ახლა კი იმას რაც ყველაზე მთავარი სესუალური აქტით ტკბობა მემრუშეობააო. არ ვიცი სად მოკარი მსგავს რამეს ყური მაგრამ ძალიან შემცდარხარ ამ საკითხში. მოდი ვნახოთ თუ რა არის მრუშება "მრუშობა - ცოლიანი კაცის ან გათხოვილი ქალის არა მეუღლესთან სქესობრივი კავშირი" - See more at: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/leksiko...h.wqocdgE6.dpuf ანუ შენი ჩემი და ამ ქვეყნად მოვლენილი ადამიანები რომლებიც იმყოფებიან ჯვარდაწერილ კავშირში და აქვთ სექსუალური ურთიერთობა საკუთარ მეუღლესთან არ მრუშობენ. თანამედროვე ენაზე მრუშობა ღალატია. გავარკვიეთ რომ მრუშობა არ ყოფილა ის რასაც შენ აკეთებ და ამიტომ გითხარი რომ ცდებოდი.
ახლა იმას გეტყვი თუ რატომ არ გაქვს არსებულ თემასთან სწორი დამოკიდებულება. ვინაიდან შენ თვლიდი რომ ეს მრუშობა იყო და ჩვენ ვიცით ერთ ერთ მომაკვდინებელ ცოდვათაგანია მრუშობა. დავუშვათ რომ მართალი ხარ და ყველა ამ მომაკვდინებელი ცოდვით ცხოვრობს წლებია, როგორ ფირქობ რომელიმეს ცხონების სულ მცირე შანსი მაინც გვექნებოდა? ან როგორ ფიქრობ ოჯახი რომელიც ჯვარდაწერილია და ქრისტეს მიერ ნაკურთხი მრუშობას (ცოდვას) აკურთხებდა? ამიტომ სჯობს ამ კუთხით ცოტა მეტი ლიტერატურა წავიკითხოთ.
ასევე მინდა გავომეხმარო ერთ ერთ პოსტს რომელიც აქ დაიწერა კონკრეტულად ამას.
ციტატა
შეგიძლია ისედაც გქონდეს, მაგრამ ჩასახვა არ მოახდინო შიგნით, არის ასეთი პრაქტიკაც,

ამასთან დაკავსირებით ჩემ აზრს დავწერ თუ რამდენად დიდი სისულელეა მსგავსი რამ, თან რამოდენიმე ფაქტიც გავიხსენოთ. ჩუკენობას მეორე ნაირად ონანიზმი ჰქვია, თუ კითხვა გაგვიჩნდება რატომ, ამაზე მოკლე პასუხია ბიბლიაში არის პიროვნება ონანი რომელმაც ძმას თესლი არ აღუდგინა ამით განრისხა უფალი და მისი სასჯელიც დაიმსახურა მოდი ვნახოთ ბიბლიაში ეს ადგილი.
უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.
8 და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა.
9 იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.
10 არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.
ანუ ონანი მოკვდა იმიტომ რომ თესლს ღვრიდა. ამიტომაა ჩუკენობა ცოდვა და ამიტომ ეწოდება მას ონანიზმი. ახლა მთავარ თემაზე გადავალ თუ რატომ არის ჩემთვის ეს ყოვლეივე სისულელე, ზოგი ამბობს კალენდრის მიხედვით დაიცავით თავიო ზოგი პრეზერვატივს იყენებს ზოგი შიგნით არა გარეთ ანთხევს თესლს და ა.შ ასეთ კითხვას დავსვამ რა აზრი აქვს ყოველივე ამას როგორ გააკეთებ? მთავარი მისი აზრია, ნებისმიერი ამ მოქმედებით შენ არ გინდა შვილი გინდა კონდოომი გიაკეთე გინდა კალენდრის მიხედვით გქონდეს კავშირი.

პ.ს ჩემი რჩევაა საკუთარ მოძღვართან გაარკვიო ეს საკითხი.

პ.პ.ს მე მხოლოდ საკუთარი აზრი დავაფიქსირე და რამოდენიმე რჩევა მოგეცი, იმედია ისევ არ გეგონება ცინიზმი და სარკაზმი მამოძრავებს.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 8 2015, 11:57 AM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,866
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ubiri_888 @ Oct 8 2015, 03:30 AM) *

სისულელეა.

ჩვენ წინაპრებს ნათქვამი აქვთ, შვილს რომ გააჩენ უნდა დაარჩინო კიდეცო... როცა ადამიანს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა ელემენტარულად რომ გამოკვებოს შვილები, მაშინ უფალთან უნდა გადაჭრას ეს პრობლემა... დღეს ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა საქართველოში და ამავე დროს მძიმე დემოგრაფიულიც... მე ისევ ვთვლი, რომ ეს თემა მოძღვართან უფრო მეტად გასარჩევია...

ციტატა(G_saxva @ Oct 8 2015, 10:52 AM) *


პ.ს ჩემი რჩევაა საკუთარ მოძღვართან გაარკვიო ეს საკითხი.



ვეთანმხები გიორგის yes4.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubiri_888
პოსტი Oct 8 2015, 08:16 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-October 15
წევრი № 14,216



რამდენი დღეა და, რამდენი ღამეა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 04:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი