IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> 9 აპრილი
იმერელი
პოსტი Apr 5 2007, 02:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



1989 წელის 9 აპრილი!

რას ნიშნავს ეს დღე თვითოეული ჩვენთაგანისათვის? გადის წლები, მაგრამ ის ტკივილი არ ნელდება. 9 აპრილს ნიჩბებით დაჩეხილი სხეული დღესაც სტკივა საქართველოს.

ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ დღეს საქართველოს თავისუფლებას ზვარაკად შეეწირა? როგორ საქართველოზე ოცნებობდნენ ისინი? როგორი საქართველო სურდათ რომ ეხილათ? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც არ შეუშინდა სიკვდილს და სიცოცხლით მთვრალი წინ დაუდგა მას? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც საკუთარი სხეულით გზა გადაუღობა ბოროტს და ჩვენ, შვილებს, მშობლებს, დებს და ძმებს გვაჩუქა თავისუფალი საქართველო?

დღეს, 18 წლის მერე, ჩვენ იგივე ასაკისანი ვართ, როგორებიც ისინი იყვნენ იმ დღეს. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ და ჩვენ მათ ვერც ვამჩნევდით. ჩვენ მათი თანამედროვეები ვართ, მაგრამ ისინი დღეს ზეციური საქართველოში ჩვენთვის ლოცულობენ.

გავიხსენოთ ეს ადამიანები. შევიყვაროთ ერთმანეთი და ავაშენოთ ისეთი საქართველო, როგორზედაც ეს ადამიანები ოცნებობდნენ.

სამარადისო ხსოვნა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაცემულ გმირებს!

აზა ადამია - 22 წლის
ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის
ნატო გიორგაძე - 23 წლის
თამუნა დოლიძე - 28 წლის
თინა ენუქიძე - 70 წლის
ნინო თოიძე - 25 წლის
ზაირა კიკვიძე - 61 წლის
მანანა ლოლაძე - 33 წლის
თამარ მამულაშვილი - 50 წლის
მამუკა ნოზაძე - 22 წლის
ნანა სამარგულიანი - 41 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის
თამრიკო ჭოველიძე - 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის
მანანა მელქაძე - 23 წლის
გია ქარსელაძე - 25 წლის

და ათობით გაზით მოწამლული მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალნენ.

სამწუხაროდ მე ვერ მოვიძიე ამ ადამიანების ფოტოები ინტერნეტში. იქნებ თქვენ შეძლოთ და დადოთ?
ამ ბმულძე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო ფრაგმენტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ. http://mamuli.net/simartle/bpg/publication...=2&vjob=vsub,32


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Apr 5 2007, 03:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღე საქართველოს ისტორიაში რომელმაც ბევრი რამ გადაწყვიტა და შეცვალა,ასე ვიტყოდი რომ 70 წლის მანძილზე მძინარე ერი გამოაფხიზლა.ამ ადამიანებმა თავი მართლაც შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას და არ უნდა დავივიწყოთ ეს არასოდეს.ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 5 2007, 03:15 PM
პოსტი #3


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



IPB-ს სურათი

აი ეს გალში გახსნილი ძეგლია 9 აპრილისთვის. ომის მერე კი ააფეთქეს. რამდენიმე წლის წინ.
ვეფხვი იყო შუაში და ეხლა მარტო ფეხებია დარჩენილი.

mad.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salomea07
პოსტი Apr 5 2007, 03:43 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 18-December 06
წევრი № 709



ვტირი, ამ ვიდეოს რომ ვუყურებ sad.gif როგორ მინდა მეც მანდ ვყოფილიყავი sad.gif


--------------------
ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია
და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან.
იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 5 2007, 06:51 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დღე დგება უტყვი და უჩვევი, მეწამულ ბილიკზე ვდგებით, ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები....

ამ წლებში პატარა ვიყავი, მაგრამ სკოლიდან დავყავდით მიტინგებზე, იცით ისეთი ურთიერთსიყვარული იყო, ისეთი პატივისცემა, რაღაც არამიწიერი, ამ პერიოდში არც ქურდობა მომხდარა არც მკვლელობა, რაღაც არამიწიერი იყო ერთმანეთის მიმართ სითბო და სიყვარული. ისეთი დდი იყო ყურადღება ქუჩებში ერმანეთის მიმართ, გასაოცარი. არ არსებობს ასეთი რამე განმეორდეს.




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 5 2007, 09:37 PM
პოსტი #6


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



unsure.gif ეეეჰ sad.gif




ციტატა(იმერელი @ Apr 5 2007, 01:57 PM) *

1989 წელის 9 აპრილი!
ნატო გიორგაძე - 23 წლის



ძალიან კარგი ადამიანი იყო sad.gif გურული , ჩოხატაურის რაიონი სოფელი ახალშენიდან დედაჩემის მეზობელი და კლასელი იყო მე 5 წლის ვიყავი ის როცა დაიღუპა და იმ ზაფხულს მქონია ურთიერთობა მაგრამ რა მახსოვს smile.gif მაგრამ დედაჩემი რომ მიყვებოდა ძალიან კარგი და თბილი ადამიანი იყოო

აცხოვნე სული მისი უფალო ...


აზა ადამია - 22 წლის
ეკა ბეჟანიშვილი - 16 წლის
ნატო გიორგაძე - 23 წლის
თამუნა დოლიძე - 28 წლის
თინა ენუქიძე - 70 წლის
ნინო თოიძე - 25 წლის
ზაირა კიკვიძე - 61 წლის
მანანა ლოლაძე - 33 წლის
თამარ მამულაშვილი - 50 წლის
მამუკა ნოზაძე - 22 წლის
ნანა სამარგულიანი - 41 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის
თამრიკო ჭოველიძე - 16 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის
მზია ჯინჭარაძე - 43 წლის
მანანა მელქაძე - 23 წლის
გია ქარსელაძე - 25 წლის


სამარადისო ხსოვნა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაცემულ გმირებს! ! !



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფიო
პოსტი Apr 5 2007, 09:49 PM
პოსტი #7


ს ო ფ ი ო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 16-March 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,383



მეც 5 წლის ვიყავი ბუნდოვნად მახსოვს ეგ ტრაგედია sad.gif ღმერთმა გაანათლოს მათი სულები


--------------------
უფალი გფარავდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 5 2007, 10:06 PM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









ისიც არ დაგვავიწყდეს რომ აქციებზე მყოფი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკომანობდა, ის კადრი თუ გაქვთ ნანახი, ტანკს რომ ჯოხს ურტყამს კაცი, ეგ კაცი ჩემი ახლო ნათესავი იყო, მერე მოკლეს, აწამეს. ის ყვებოდა თურმე, მთელი მოედანი შპრიცებით იყო მოფენილიო.
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 5 2007, 10:11 PM
პოსტი #9


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(ქავთარაძე @ Apr 5 2007, 09:06 PM) *

ისიც არ დაგვავიწყდეს რომ აქციებზე მყოფი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკომანობდა, ის კადრი თუ გაქვთ ნანახი, ტანკს რომ ჯოხს ურტყამს კაცი, ეგ კაცი ჩემი ახლო ნათესავი იყო, მერე მოკლეს, აწამეს. ის ყვებოდა თურმე, მთელი მოედანი შპრიცებით იყო მოფენილიო.
ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

ეჰ არც ეხლა არ გვაკლია ნარკომანები sad.gif მაგრამ ხომ მივიდნენ იქ არ ვიცი რას აკეთებდნენ მაგრამ ეხლა ცხვირს ვერ ყოფენ უბნებიდან


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 5 2007, 10:23 PM
პოსტი #10


დაურეგისტრირებელი









9 აპრილი ქართველების სირცხვილია. ეს გამოიწვია ერთმა მუჭამ პოლიტიკოსობის მსურველმა ხალხმ,ა და მათ გვერძე მ მდგარმა KGBს გავლენის აგენტურარმ. არანაირად არ იყო ეგ ამბავი საჭირო. ნუ გაქვთ ილუზია რომ 9 აპრილმა დაშალა საბჭოთა კავშირი.
სამწუხარო რეალობაა სულ ქალები დაიღუპნენ. კაცები გარბოდნენ. 1 ჯარისკაცზე 20 კაცი მოდიოდა. რატომ ერთი ჯარისკაცი ვერ მოკლეს?


სირცხვილი ჩვენი წარსულიდან.
მანდედან დაიწყო ქართველი ერის დაჩმორება
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Apr 5 2007, 10:26 PM
პოსტი #11


დაურეგისტრირებელი









S W A T
დგება მომენტი როცა უნდა გამოჰკრა!!! და ღმერთთან გაუშვა მისი სული!!!9 აპრილს გამოჩნდა ის რომ ვიღაცას მაინც ყოფნიდა ვაჟკაცობა.

ეს არაა სირცხვილი ლევან? smile.gif
მართლმადიდებლურ ფორუმზე ხარ smile.gif
პ.ს
სად დაიკარგე/ biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Apr 5 2007, 10:43 PM
პოსტი #12


დაურეგისტრირებელი









ეგ ჩემი სიტყვები არაა. ციტატააა.


არა ვაჟკაცობა ეყოთ მაგრამ ცუდად გამოიყენეს ეს ახალმა პოლიტიკოსებმა

არ იყო საჭირო
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 5 2007, 10:46 PM
პოსტი #13


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(S W A T @ Apr 5 2007, 09:23 PM) *

სამწუხარო რეალობაა სულ ქალები დაიღუპნენ.



ისე მართლა სამწუხაროაა ალბათ მიატოვეს ქალები და თან როგორც ვიცი ეს ადამიანები თითO თითოდ მივიდოდნენ გოგოებზე მაქვს საუბარი ან მეგობართან ერთად ბევრი ვიცი ცოლ ქმარი წასულა მაგრამ ისინიც ალბათ ერთად გამოექცეოდნენ ნიჩბებს sad.gif sad.gif უბრალოდ ამათ არავინ მიხედა sad.gif რავიცი


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 5 2007, 11:52 PM
პოსტი #14


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



იქ სადაც დასაღვრელი იყო დაიღვარა კიდეც სისხლი. და როცა საჭიროა ამაზე უკან არ უნდა დაიხიო. ჩვენც ისეთი ხალხი ვართ ჩვეულებრივად რამის გაკეთება არ ვიცით და არც ასეთის ფასი ვიცით. ახლა, როცა ამ დამოუკიდებლობისთვის სისხლი გვაქ დაღვრილი, მისი დამკარგველი არ იქნება ჩვენში. 1918-ში ჟორდანიასთვისაც მოულოდბელად გამოვახცადეთ დამოუკიდებლობა. 1991-ში დაღვრილი სისხლის ფასად. ამჯერად ვერავინ დაგავათმობინებს. და მისთვის უფრო მეტად ვიბრძოლებთ.
კი, 9 აპრილს პირდაპირ არ მოუტანია დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ამ გზაზე გადამწყვეტი და ყველაზე უფრო ემოციური პერიოდი იყო.
დიდება მათ.
ეხლა მომიტინგეებსაც სპეცრაზმელობას ნუ მოვთხოვთ.
და კიდე: ქართველმა ქალებმა თქვეს მანდ თავიანთი სიტყვა. ესეც ბევრს ნიშნავს. ბარათაშვილი გაიხსნეთ, მათ რომ იხსენებთ.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Apr 5 2007, 11:59 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(mampali @ Apr 6 2007, 12:52 AM) *

იქ სადაც დასაღვრელი იყო დაიღვარა კიდეც სისხლი. და როცა საჭიროა ამაზე უკან არ უნდა დაიხიო. ჩვენც ისეთი ხალხი ვართ ჩვეულებრივად რამის გაკეთება არ ვიცით და არც ასეთის ფასი ვიცით. ახლა, როცა ამ დამოუკიდებლობისთვის სისხლი გვაქ დაღვრილი, მისი დამკარგველი არ იქნება ჩვენში. 1918-ში ჟორდანიასთვისაც მოულოდბელად გამოვახცადეთ დამოუკიდებლობა. 1991-ში დაღვრილი სისხლის ფასად. ამჯერად ვერავინ დაგავათმობინებს. და მისთვის უფრო მეტად ვიბრძოლებთ.
კი, 9 აპრილს პირდაპირ არ მოუტანია დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ამ გზაზე გადამწყვეტი და ყველაზე უფრო ემოციური პერიოდი იყო.
დიდება მათ.
ეხლა მომიტინგეებსაც სპეცრაზმელობას ნუ მოვთხოვთ.
და კიდე: ქართველმა ქალებმა თქვეს მანდ თავიანთი სიტყვა. ესეც ბევრს ნიშნავს. ბარათაშვილი გაიხსნეთ, მათ რომ იხსენებთ.

კაცი ხარ კაცური გენაცვალე 2kiss.gif მაგ დროს მე არაფერი მახსოვს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Apr 6 2007, 12:23 AM
პოსტი #16


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავეთ, სხვა მხრივ შესანიშნავი თემაა და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

მოიხსენოს უფალმა ეს ადამიანებიsad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Apr 9 2007, 01:14 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



სულ სხვანაირად გათენდა ეს დღე 18 წლის წინ...

IPB-ს სურათი

გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!



--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 9 2007, 01:29 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქავთარაძე
[quote]ისიც არ დაგვავიწყდეს რომ აქციებზე მყოფი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკომანობდა, ის კადრი თუ გაქვთ ნანახი, ტანკს რომ ჯოხს ურტყამს კაცი, ეგ კაცი ჩემი ახლო ნათესავი იყო, მერე მოკლეს, აწამეს. ის ყვებოდა თურმე, მთელი მოედანი შპრიცებით იყო მოფენილიო.



გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი მასეთი არაფერი მახოსვს, არც მაშინ თქმულა. მე უფრო ის მახსოვს, მოშიმშილეები, რომ კიბეზე ისხდნენ საბნებში გახვეულები, ფერწასულები და გული, რომ მისდიოდათ სასწაროთი გადაჰყავდათ. მაშინ მინისტი ი. მენაღარიშვილი იყო, ისიც არანაკლებ ფერწასული გამოდიოდა ტელევიზიით საკმაოდ შეშინებული და ასწავლიდა როგორ უნდა იკვებონ მოშიმშილეებბმა, ცხადია მას შემდეგ რაც შიმშილობა დასულდებოდა.

გიორგი, იმ კიბეზე პატარა გოგოები და ბიჭები ისხდნენ, მინდა გითხრა, რომ იმდროს საოცარი იყო ამ ბავშვების ასეთი სახით პროტესტის გამოხატვა და ასეთი თავგანწირვა. დარწმუნებული ვარ დღეს ამას არავინ გააკეთებს, რადგან ასეთი თავგანწირვა აღარ არის ჩვენს ახალგაზრდებში. არაერთხელ გამიგია, ნეტავ რას დაობთ ამ პოლიტიკაზე, მაგის მეტი თემა არა გაქვთო, იმიტომ, რომ ინტერესი აღარ არის რა ელის ქვეყანას, მაშინ ასე არ იყო. დავით გარეჯი, რომ შენარჩუნებულია ზუსტად იმ დროის ახალგაზრდების დამსახურებაა, მათი საპროტესტო აქცეიების და შიმშილობის. მინდა გთხრა, რომ იმ დროს არათუ ნარკომანობა, ქურდობაც კი არ ხდებოდა, რაც შეეხება ნარკომანობას, პროცენტულად თუ შევადარებთ, იმის მეათედიც კი არ იყო საბჭოთა კავშირში ნარკომანი, რაც დღეს არის საქართველოში. შენ, რომ კაცმა გისმინოს, მთელი საბჭოთა კავშირის ნარკომანები თავისუფლების მოედანზე ყოფილან თავმოყრილები და რაც მტავრია ერთმანეთის დასანახად იკეთებდნენ ნარკოტიკს, თუმცა სხვას ეს არ შეუნიშნავს.

S W A T
ციტატა
9 აპრილი ქართველების სირცხვილია. ეს გამოიწვია ერთმა მუჭამ პოლიტიკოსობის მსურველმა ხალხმ,ა და მათ გვერძე მ მდგარმა KGBს გავლენის აგენტურარმ. არანაირად არ იყო ეგ ამბავი საჭირო. ნუ გაქვთ ილუზია რომ 9 აპრილმა დაშალა საბჭოთა კავშირი.
სამწუხარო რეალობაა სულ ქალები დაიღუპნენ. კაცები გარბოდნენ. 1 ჯარისკაცზე 20 კაცი მოდიოდა. რატომ ერთი ჯარისკაცი ვერ მოკლეს?




ლევან, შენ რამდენი წლის ხარ და რა იცი 9 ზაპრილზე? ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? მე მგონი ცოტაც არ უნდა დამეწერა, იმიტომ, რომ ზედმეტი მოგდის!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Apr 9 2007, 02:01 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



მხევალი ნინო
გეთანხმები ნინო. იმ დღეებში საოცარი განწყობა სუფევდა. რათქმაუნდა ცუდი და კარგი ყველგანაა და არც ის დღეები იყო გამონაკლისი. ბევრმა ადამიანმა თავი ღირსეულად დაიჭირა, ბევრმაც სირცხვილი ჭამა. ჩვენ მათ არ განვიკითხავთ. ხომ ასეა?

ქავთარაძე
მე ვიტყოდი, რომ იმ დღეებში ყველა ნარკომანი იყო, ოღონდ მათი ნარკოტიკი სამშობლოს სიყვარული და ქართველობა იყო. იმ პერიოდში სკოლის მოსწავლე ვიყავი და ერთი წუთითაც არ მიგვძვნია შიში, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ტანკებზე ამხედრებილი მკვლელვბით იყო სავსე. მე დღეს, 18 წლის მერე უფრო მგვრის შიშს იმის გახსენება, რომ მე-9-ე კლასელი ტანკების წინ ვიდექი და თვალებში ვუყურებდი წითელარმიელებს. მე იმ წუთებში ვგრძნობდი, რომ მათ ეშინოდათ ჩვენი.

S W A T
არავის მოკვლა არ იყო საჭირო. იმ დღეს ქართველობა გამარჯვებული იყო.

9 აპრილს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა. ასე მწამდა მე. მჯეროდა, რომ იმ უდანაშაულო ადამიანების დაღვრილი სისხლი ქართველებს ერთად შეგვკრავდა სამუდამოდ. მაგრამ, რაც ვერ მოახერხა ბოროტმა სისხლისღვრით 9 აპრილს, იმას ახერხებს დღეს ჩვენი გონების აბნევით. 18 წელი გავიდა და დავით გარეჯს ისევ გვედავებიან. ჩვენი სირცხვილია ეს, უფრო მეტი თუ არა. უწმინდესის საშობაო ეპისტოლე კი ისევ გაფრთხილებაა, ისევ ის სიტყვები მესმის "მე ეხლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია...".

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 9 აპრილის ეპოქაში ვცხოვრობთ!
http://mamuli.net/simartle/bpg/popup_diskf...i_mimoxilva.wmv


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 9 2007, 03:58 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



9 აპრილი – თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი