IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 21 22 23 24 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართველი ქალი ჯარში, თუნდაც უცხოელი
subterranean
პოსტი Feb 27 2009, 05:42 PM
პოსტი #441


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 27 2009, 06:00 PM
პოსტი #442


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



subterranean
რა ახალგაზრდაა თან, მაგას შემოვევლე cray.gif რა ლამაზი და რა სიხარული sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 27 2009, 06:11 PM
პოსტი #443


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



sad.gif

mad.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 27 2009, 10:19 PM
პოსტი #444


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



isaaki.
სასაცილოს ხედავ აქ რამეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Feb 28 2009, 02:41 AM
პოსტი #445


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა
ქართველი ქალი ჯარში

თუნდაც უცხოელი იყოს, მაგრამ რატომ... რა უნდა ქალს ჯარში?...

საერთოდ დღევანდელ ქალს რამ გაუჩინა მოთხოვნილება და მისწრაფება მოიძულოს და მოიშოროს ყველაფერი ის, რაც მის ქალურობას განაპირობებს?...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 03:16 AM
პოსტი #446


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



lch
ციტატა
რა უნდა ქალს ჯარში?...

არ უნდა იმიტომ, რომ რთულია. სხვა მისი ფიზიკური მონაცემების მიხედვით მისი გადასაწყვეტია უნდა თუ არა.
ციტატა
საერთოდ დღევანდელ ქალს რამ გაუჩინა მოთხოვნილება და მისწრაფება მოიძულოს და მოიშოროს ყველაფერი ის, რაც მის ქალურობას განაპირობებს?...

ხერხეულიძეების დედას მოძულებული ქონდა? ან ის დედა და ქალი არ იყო? რა შუაშია ქალურობა და ჯარი ერთმანეთთან. ჯარში სქესი არ არსებობს, ქალიც მეომარია და კაციც, და იქ ხარ ნომერი, რომელიც საქმეს აკეთებ.

პ.ს. ისე ჯარში ყოფილხარ? ან ომში? სურატები თუ ნახე ბოლოს დადებული ამ თემაში? იმ დაცემულ გოგონაზე რას იტყვი? გალანძღავ რომ ქალი არ არის? ვისთვის დაეცა ეს ანგელოზივით ქალი? იმისთვის რომ მავანმა ქალობა უგინოს? ცოტა თავი შეიკავეთ მსგავსი შეფასებებისგან, თქვენს გამო დაიღუპა ის გოგო , გასართობად კი არ იყო იქ წასული!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 03:27 AM
პოსტი #447


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



პ.ს. სურათს ვიმეორებ და გავიმეორებ მუდამ, სანამ საჭიროება იქნება !

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 28 2009, 03:29 AM
პოსტი #448


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



staywhite
ციტატა
პ.ს. ისე ჯარში ყოფილხარ? ან ომში? სურატები თუ ნახე ბოლოს დადებული ამ თემაში? იმ დაცემულ გოგონაზე რას იტყვი? გალანძღავ რომ ქალი არ არის? ვისთვის დაეცა ეს ანგელოზივით ქალი? იმისთვის რომ მავანმა ქალობა უგინოს? ცოტა თავი შეიკავეთ მსგავსი შეფასებებისგან, თქვენს გამო დაიღუპა ის გოგო , გასართობად კი არ იყო იქ წასული!!!


kiss1.gif kiss1.gif
ეჰ, ნან ესეა, სიკეთის დაფასების მაგივრად იტყვიან, რა უნდოდა, რა მიარბენინებდა, სახლში მჯდარიყო და ცოცხალი იქნებოდაო.
აბა როგორ არ გეტკინება გული ასეთ რამეზე, ზოგს კაცს ქალი მარტო სამზარეულოს კომბაინი და სარეცხის მანქანა ჰგონია სამწუხაროდ. sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 03:33 AM
პოსტი #449


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნაინა 2kiss.gif
ციტატა
ეჰ, ნან ესეა, სიკეთის დაფასების მაგივრად იტყვიან, რა უნდოდა, რა მიარბენინებდა, სახლში მჯდარიყო და ცოცხალი იქნებოდაო.

მათსავით ხო? smile.gif

ეს სურათი მე გუშინ პირველად ვნახე sad.gif მარტო ამის გამო ავხდიდი თავის ქალას მტერს სწორედ მანამ, სანამ შევძლებდი და სანამ მეც არ დავეცემოდი cray.gif ჩემს შვილებზე უფროსი კი არ იქნება, ანგელოზი sad.gif ღმერთმა იქ მიხედოს და დაუფასოს cray.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Feb 28 2009, 04:17 AM
პოსტი #450


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



staywhite
ციტატა
მათსავით ხო?

ეს სურათი მე გუშინ პირველად ვნახე მარტო ამის გამო ავხდიდი თავის ქალას მტერს სწორედ მანამ, სანამ შევძლებდი და სანამ მეც არ დავეცემოდი ჩემს შვილებზე უფროსი კი არ იქნება, ანგელოზი ღმერთმა იქ მიხედოს და დაუფასოს

სერიოზულად მტკივდება გული სურათებს რომ ვუყურებ cray.gif
ასეთი ახალგაზრდები, ასეთი ლამაზები და გმირები sad.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Feb 28 2009, 02:16 PM
პოსტი #451


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



staywhite
რას გეტყვი იცი:
1. მე ზოგადად ვთქვი ჩემი აზრი და კონკრეტულ შემთხვევას არ შევხებივარ; ძალიან უტრირებულია შენი არ გუმენტები და დემაგოგიასთან ახლოს;
2. დღევანდელ სიტუაციას ხერხეულიძეების მოღვაწეობის პერიოდს და თქვენს თავს ხერხეულიძეების დედას თუ ადრით, ნამეტნავად ხიბლში ყოფილხართ; თანაც ხერხეულიძეების დედა პირველი არ გაქცეულა ომში, ჯერ ცხრა ვაჟკაცი გაუზარდა სამშობლოს;
3. და თუ ოდესმე საქართველოს ისტორიაში ქალი ებმეოდა ომებში და ბრძოლებში, ეს იყო გამოწვეული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით;
4. დღეს ასეთი აუცილებლობა არ დგას, მაშ რა აიძულებს ქალს პატარა შვილები სახლში მიყაროს ვიღაცასთან და ჯარში გაიქცეს?
5. ღმერთმა აცხოვნოს ყოველი დაღუპული მებრძოლის სული, რომელთაც სამშობლოს სიყვარულით გაიღეს ეს მსხვერპლი; მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს იყო სააკაშვილის ავანტურა მხოლოდ, ისინი სააკაშვილმა გაწირა და აქცია საზარბაზნე ხორცად! და გარდაცვლილის ფოტოთი აპელირება ვერაფერი საქციელია...

მართალია წინა ხაზზე არ მიბრძოლია, მაგრამ მე (და სხვებსაც), ჩვენს მოძღვართან ერთად არ მიგვიტოვებია დაცლილი სოფელი, ვპატრონობდით დარჩენილ მოხუცებს (ვინც ვერ შეძლო გაღწევა), ვიფარებდით და ვმალავდით უკუქცეულ, ოფიცრების და სარდლობის მიერ მიტოვებულ ჯარისკაცებს, ვზრუნავდით დაჭრილებზე და დაღუპულებზე, გადავიტანეთ მარადიორების თარეში და ა.შ.; თბილისიდან ჩავედი სხვათაშორის, შემეძლო კი აქ დავრჩენილიყავი და ზოგიერთივით ტაშ-ფანდურში მიმეღო მონაწილეობა....


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 05:15 PM
პოსტი #452


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(lch @ Feb 28 2009, 11:16 AM) *

staywhite
რას გეტყვი იცი:

ეს რა მიმართვაა? ასე ესაუბრები შენ გარეშეთმყოფთ და მითუფრო ქალებს? blink.gif
ციტატა

1. მე ზოგადად ვთქვი ჩემი აზრი და კონკრეტულ შემთხვევას არ შევხებივარ; ძალიან უტრირებულია შენი არ გუმენტები და დემაგოგიასთან ახლოს;

თავად ხარ დემაგოგი როგორც ჩანს და ბოღმით ლაპარაკობ, როცა თან საჭირო არ არის. აზრი შეგიძლია გაგაჩნდეს, მაგრამ სხვა არ უნდა ლანძღო, ვინც გინდა ის იყოს და რა პროფესიაც არ უნდა ქონდეს. ვინც ჯარშია, ეს არავისთვის არ არის ადვილი, არც კაცისთვის და არც ქალისთვის.
ციტატა

2. დღევანდელ სიტუაციას ხერხეულიძეების მოღვაწეობის პერიოდს და თქვენს თავს ხერხეულიძეების დედას თუ ადრით, ნამეტნავად ხიბლში ყოფილხართ; თანაც ხერხეულიძეების დედა პირველი არ გაქცეულა ომში, ჯერ ცხრა ვაჟკაცი გაუზარდა სამშობლოს;

და მიცნობ მე? სად შევედარე მე ხერხეულიძეების დედას? ან სხვისი ღვაწლი რა იცი შენ ? ან რა იცი რამდენი ვაჟკაცი დავზარდე? blink.gif ან აზრზე ხარ საერთოდ ჩემს შესახებ, ან რა პროფესიები მაქვს? rolleyes.gif ხოდა თუ გგონია რომ ფიქრობ, ბარემ ლოგიკურად იფიქრე!
ციტატა

3. და თუ ოდესმე საქართველოს ისტორიაში ქალი ებმეოდა ომებში და ბრძოლებში, ეს იყო გამოწვეული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით;

მე ახლაც ვხედავ თქვენნაირების გამო ამ აუცილებლობას...
ციტატა

4. დღეს ასეთი აუცილებლობა არ დგას, მაშ რა აიძულებს ქალს პატარა შვილები სახლში მიყაროს ვიღაცასთან და ჯარში გაიქცეს?

და რა იცი რომ ვინმემ მიაყარა?დაამტკიცე, რომ რომელიმე ქალმა პატარა ბავშვი მიატოვა და ჯარში წავიდა... ნული წარმოდგენა გაქვს ჯარის წესდებაზე.

ციტატა

5. ღმერთმა აცხოვნოს ყოველი დაღუპული მებრძოლის სული, რომელთაც სამშობლოს სიყვარულით გაიღეს ეს მსხვერპლი; მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს იყო სააკაშვილის ავანტურა მხოლოდ, ისინი სააკაშვილმა გაწირა და აქცია საზარბაზნე ხორცად! და გარდაცვლილის ფოტოთი აპელირება ვერაფერი საქციელია...

ეს უთხარი იქ მებრძოლებს და არა კომპიუტერის წინ კლავიშების რახარუხით. ან დაღუპულების ახლობლებს და შენ თუ ვერ ხვდები, რომ რისთვის დაეცნენ ისინი, იმათმა იციან. პატივი მიაგე დაღუპულებს! ნუ უკლავთ მოტივაციას მეომრებს! ხვალაც უნდა იბრძოლონ ...
ციტატა

მართალია წინა ხაზზე არ მიბრძოლია, მაგრამ მე (და სხვებსაც), ჩვენს მოძღვართან ერთად არ მიგვიტოვებია დაცლილი სოფელი, ვპატრონობდით დარჩენილ მოხუცებს (ვინც ვერ შეძლო გაღწევა), ვიფარებდით და ვმალავდით უკუქცეულ, ოფიცრების და სარდლობის მიერ მიტოვებულ ჯარისკაცებს, ვზრუნავდით დაჭრილებზე და დაღუპულებზე, გადავიტანეთ მარადიორების თარეში და ა.შ.; თბილისიდან ჩავედი სხვათაშორის, შემეძლო კი აქ დავრჩენილიყავი და ზოგიერთივით ტაშ-ფანდურში მიმეღო მონაწილეობა....

ტაშ-ფანდური არც მე მომწონს, მაგრამ განსხვავებაა "წინა ხაზსა" და ზურგს შორის. ამას რომ გაარჩევ, დანარჩენი ფრუსტაცია მერე წერე. მანამდე გეტყვი, რომ უპატივცემულოდ ეპყრობი მამულისთვის დაცემულებს.

გარდა ამისა, ასე რომ შემოდი ამ თემაში, ბარემ წინა პოსტებიც წაგეკითხვა და სხვის "დემაგოგიაზე" მერე გელაპარაკა, ჯერ ერთი ქალს ესაუბრები და ეგ სტილი თუ გაქვს ქალებთან ან სულაც უფროსებთან მიმართებაში, მაშინ ისედაც გასაგებია ყველაფერი.

მე და შენს შორის უარესვაჟკაცს კი მოსტეხოდეს მარჯვენა! ასევე უარეს მეოჯახეს და მშობელს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 05:29 PM
პოსტი #453


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეს ქალბატონი არის ლეიტენანტი ლელა მჭედლიშვილი, აგვისტოს ომის დროს ჩამოგდებულ მტრულ მფრინავ ობიექტთაგან 4 მან ჩამოაგდო:

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Feb 28 2009, 07:25 PM
პოსტი #454


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



staywhite
პირდაპირ გადმოდიხარ შეურაწყოფაზე და ლანძღვაზე და მე მთხოვ აქეთ ზრდილობას? თუმცა მე არასდროს არც შენთვის და არც არავისთვის შეურაწყოფა არ მიმიყენებია...
ციტატა
თქვენნაირების გამო

რას დაიჩემე, რა იცი ვინ და რანაირი ვარ?...
არავის ვეპყრობი უპატივცემულოდ, მით უმეტეს დაღუპულებს... ისინი კი დაიღუპნენ სამშობლოსთვის, მართლა შემართებით წავიდა იქ ხალხი, მაგრამ ზევით, თქვენი პრეზიდენტი სულ სხვას ფიქრობდა (თუ აქვს ფიქრის უნარი) და შედეგიც სახეზეა.

რად გინდა ჩემი მტკიცება, თავად არ იცი რო ეს ავანტურა (რასაც "აგვისტოს ომი" დაარქვა პრეზიდენტმა) ბოროტად იქნა წამოწყებული, მიზნებიც სახეზეა... გადაყრილი არსენალი გინახავს, მთელი ფრონის ხეობა სავსე იყო გადაყრილი იარაღითა და ფორმით...

რა მეხის ტეხაც არ უნდა დამაყარო მაინც გავიმეორებ - დღევანდელ ქალს ძალიან უნდა კაცს გაუტოლდეს ყველაფერში, მაგრამ ვერ მიმხვდარა რომ ამით ქალურობას კარგავს... ქალის საქმე არ არის ჯარი...




ციტატა
მე და შენს შორის უარესვაჟკაცს კი მოსტეხოდეს მარჯვენა! ასევე უარეს მეოჯახეს და მშობელს!

ამ სიტყვებით უკვე ნათელია რა "ვაჟკაციც" ბრძანდები...





ღმერთმა დაგლოცოს! იხარე ორთავ სოფელსა შინა!!!


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 10:09 PM
პოსტი #455


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(lch @ Feb 28 2009, 04:25 PM) *

staywhite

ამ სიტყვებით უკვე ნათელია რა "ვაჟკაციც" ბრძანდები...


სხვა ანტიგამოსვლებს აღარ შევეხები, ესეც საკმარისია გამოჩნდეს შენი ვაჟკაცობა smile.gif იმედია აღარ ჩაიციკლები და პირადულ შეურაცხყოფაზე აღარ გადახვალ. ჩვენთვის ის ხალხი გმირები არიან და შენთვის უზნეოები არიან, ეგ უკვე შენს დონეზე მეტყველებს და არა თვით ფაქტზე.

lch
ციტატა
დღევანდელ ქალს ძალიან უნდა კაცს გაუტოლდეს ყველაფერში, მაგრამ ვერ მიმხვდარა რომ ამით ქალურობას კარგავს

შენნაირად მოაზროვნე კაცზე გატოლებას არცერთი ქალი არ იოცნებებს smile.gif ქალურობას რაც შეეხება, შეიხედე გალერეაში a075.gif ან ის დაცემული გოგონა, ეს ლელა მჭედლიშვილი რით არის უშნო ძალიან მაინტერესებს? mad.gif ანგელოზივით გოგონები არიან !

პ.ს. პირადი ლანძღვა და შეურაცხყოფა შენ დაიწყე, ასე რომ ნუღარ "ისაწყლებ" ახლა თავს და ნუ ხდებით ბოლოში ბატკნები smile.gif პატივისცემა მართებს ყველას , არ მოგწონს: დაწერე შენი აზრი, მაგრამ ქალებს არ გავან, ბავშვებს ყრიან, დედობა ასე ისე, ამის უფლება ვინ მოგცა? ! mad.gif ეს კი იმის ბრალია, რომ ზოგადად ქალს არ სცემ პატივს!

პ.ს. მოდერატორს ვთხოვ შემოიხედოს ხოლმე ამ თემაში და ნებისმიერი ანტიქალური გამოსვლა არ დატოვოს შენიშვნის გარეშე !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Feb 28 2009, 11:15 PM
პოსტი #456


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



lch
თქვენი საქმე საქებია, ოღონდ ვინც თავი გასწირა იმის გამო რომ ქვეყანა დაეცვა და არ დაიწყო ძიება ვისი ავანტიურა იყო, მაშინ როცა ხალხს ხოცავდნენ, იმათ ხსოვნას ნუ მივაყენებთ ჩრდილს.
ნანა აქ არავისი სურათEბით არაფერს არ ამარიაჟებს და მითუმეტეს სააკაშვილის ფენომენს.

არ არის ყველაფერი თეთრი და შავი,
სხვა ფერებიც არსებობს..

და გთხოვთ, ფრთხილად მოეკიდეთ საკითხს.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 28 2009, 11:35 PM
პოსტი #457


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



lch
ციტატა
გადაყრილი არსენალი გინახავს, მთელი ფრონის ხეობა სავსე იყო გადაყრილი იარაღითა და ფორმით...

და ეს რა შუაშია ქალის ჯარის თემასთან? ქალებმა დაყარეს არსენალი? ამაზე არსებობს თემა ამავე განყოფილებაში "სამხედრო" და იქ შეგიძლია ისაუბრო. ნახვას რაც შეეხება, შეგიძლია შეხვიდე ფორუმ.გე-ს არსენალის განყოფილებაში და იქ ნახო ჩემი თემები და პოსტები
(CZ88). ასე რომ , ზეპირად აწი ნუღარ მომმართავ.

kato_Bato
ციტატა
ნანა აქ არავისი სურათEბით არაფერს არ ამარიაჟებს და მითუმეტეს სააკაშვილის ფენომენს.

იცოცხლე, კატო smile.gif არ იცნობენ ნანას და ზერელე დასკვნების ადგილი და მისამართი ნამდვილად არ ვარ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Mar 1 2009, 12:40 AM
პოსტი #458


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



lch

სხვათა შორის ეგ იარაღი ხეობაში, მამაცმა რეზერვისტებმა გადაყარეს, დედიკოებს რომ ურეკავდნენ გვიშველეთო!

მეორეც, არ მეგულება ქალი, რომელიც ოცნებობს იყოს ჯარისკაცი, ან აკეთოს რაიმე მძიმე საქმე... ნამდვილად დიდი ბედნიერებაა როცა შეგიძლია იყო სახლში და ქმარ-შვილზე იზრუნო, ქსოვა, ქარგვა, კერვა ეს ყველა ქალს უყვარს და ამშვიდებს. მაგრამ მამაკაცები თავად გვაიძულებთ ვიყოთ ძლიერები...

ნამდვილად ძალიან ბევრი რამეს დრეს საქართველოში ქალზე დამოკიდებული და ეს მხოლოდ მათი ბრალი არაა...

ერთ ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, ომის თემას არ შეეხება, მაგრამ იმედია ნანა არ მიწყენს: ერთ-ერთ ქართულ სოფელში, გასულ ზაფხულს წყლის პრობლემა იყო და ხალხს წყლის მოტანა სადღაც ნახევარი კილომეტრიდან უწევდათ. და ამას იცი ვინ აკეთებდნენ? ქალები! ერთ-ერთმა მითხრა, დღეს 200 ლიტრამდე მაქვს მოზიდული, აბა რა მექნა, ბავშვები დაუბანლები ხომ არ მეყო;ლებაო!!!!! მათი ქმრები კი ამ დროს ბირჟაზე იდგნენ და "საქვეყნო საქმეს" არჩევდნენ... გეფიცებით ძლივს შევიკავე თავე, რომ ნაძირლები არ მეძახა მათთვის...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Mar 1 2009, 01:30 AM
პოსტი #459


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ნინო, რა უნდა გიწყინო :მპუა: უბრალოდ, მე შენიშვნა მივეცი , რომ თემას არ ეხება წაღებული არსენალი და ისიც ის, რომ ეს ქალების ბრალი სულ არ არის :)

რაც შენ მოყევი მაქედან დასკვნა: ბევრ კაცს რომ უცადო ბავშვიც მწყურვალი დაგრჩება :) ასე რომ, მავანის აზრით, კაცებს ბაძავენ ქალებიო, საინტერესოა როგორ უნდა მიბაძო მასეთ კაცს :rolleyes:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Mar 1 2009, 02:23 AM
პოსტი #460


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



kato_Bato
ციტატა
თქვენი საქმე საქებია, ოღონდ ვინც თავი გასწირა იმის გამო რომ ქვეყანა დაეცვა და არ დაიწყო ძიება ვისი ავანტიურა იყო, მაშინ როცა ხალხს ხოცავდნენ, იმათ ხსოვნას ნუ მივაყენებთ ჩრდილს.

არაფერი საქები და განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, არც არის ეს სალაპარაკო...
არავის ხსოვნას არ ვაყენებ ჩრდილს, რიგით ჯარისკაცს და ჩვენ ყველას გვეგონა რომ კეთდებოდა დიდი ქართული საქმე, და ის ხალხი სამშობლოს სიყვარულით იბრძოდა და ამ სიყვარულს სწირავდა თავს!!!!
მაგრამ დღეს ყველანი ვხედავთ რაც მოხდა და რისთვისაც მოხდა; ამაში კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯარისკაცის დადანაშაულება, მით უმეტეს დაღუპულის!!! დამნაშავეა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება!!!!
თუ მშვიდად წაიკითხავენ ჩემს დაწერილს მიხვდებიან, რომ არავის ვაყენებ ჩრდილს გარდა საკაშვილის პირსისხლიანი ხელისუფლებისა, ჩრდილი კიარა შავმა ღრუბელმა უნდა შთანთქან ეგენი!!!!

-----

თქვენ კი ქ-ნო ნანა ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ღმერთს ებარებოდეთ!!!


"მოიხსენე უფალო დავით და ყოველივე სიმშვიდე მისი..."


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 21 22 23 24 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი