თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ ქართული ეკლესია ემიგრანტებისთვის

პოსტის ავტორი: leli თარიღი: Mar 8 2007, 03:57 PM

ჩემო ქართველებო!
ყველამ ვიცით რა ძნელია საქართველოს საზღვერებს გარეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვება.
ემიგრანტებს სჭირდებათ სითბო , სულიერი სიმშვიდე ,მაგრამ სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში ეკლესიიდან მადლის
მიღება შეუძლებელია მართმადიდებლური ტაძრის არარსებობის გამო.
დავეხმაროთ ერთმანეთს !
ქ.ანტვერპენიდში წმ.ნინოს სახელობის ეკლესია გაკეთდა, მაგარამ რიგი პრობლემები წარმოიშვა.
ეს ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:http://www.geo-diaspora.nl/info_monasteri.html

ქართველების მიმართვა:

საყურადგებო ყველასთვის - როგორც უკვე გაუწყეთ ბანკიდან მოგვეცა სესხის აღების უფლება შერჩეული ნაკვეთისა და ნაგებობის შესასყიდათ სამი ქვეყნის (გერმანია, ჰოლანდია, ბელგია) კუთხეში. გეგმის გათვალისწინებით ერთ თვეში იგი უკვე საქართველოს საპათრიარქოს საკუთრება გახდება. ეს ყველა ქართველისთვის მეტად სასიხარულო მოვლენაა და განსაკუთრებით კი ჩვეთვის რადგან ჩვენ საშუალება გვეძლევა ღვთის შეწევნით ამ საქმეში მონაწილეობის მიღების და მცირეოდენი წვლილის შეტანის. რათქმა უნდა ეს საქმე ასევე დიდ საფინანსო პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს თვიური სავალდებულო გადასახადების გამო. დიდი თხოვნაა ნუ დავი ვიწყებთ დასავლეთ ევროპაში პირველი ქართული მონასტრისთვის შენაწირის გაკეთებას.
ანგარიშის ნომერია:
Stg. Georgie /Diaspora
Rabobank: 1134.96. 648
IBAN: NL86 RABO113496648
SWIT /BIC : RABONL2U



იქნებ ჩვენ ფორუმელებმა მოვახერხოთ თანხის შეგროვება...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)