IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.)
marine
პოსტი Jan 28 2008, 03:03 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,097
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმერეთის სამეფო

1462-1810 წწ.

(მიხეილ რეხვიაშვილი)



XVI საუკუნე

ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლა და იმერეთის სამეფოს წარმოქმნა


მე -15 საუკუნის II ნახევარში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო საბოლოოდ დაიშალა და დაიყო რამდენიმე სამეფო-სამთავროდ. აკად. ივ. ჯავახიშვილის დასკვნით „საქართველოს დაყოფა სამეფოებად და სამთავროებად ხანგრძლივი პროცესისა და ბრძოლის შემდეგ მომხდარა. ამასთანავე ერთბაშად კი არა, არამედ თანდათანობით. პირველად სამცხე-საათაბაგო ჩამოშორდა, შემდეგ სამეგრელო-აფხაზეთი და გურია, მერე კახეთის სამეფოც დაარსდა, მალე ქართლი და იმერეთიც ცალკე სამეფოებად გაიყვნენ, მაგრამ ეს მდგომარეობა საბოლოო არ ყოფილა: ბრძოლა საქართველოს მთლიანობის აღსადგენად შემდეგშიაც არ შეწყვეტილა. ამიტომ საქართველოს პოლიტიკური სურათი ცვალებადი იყო და ახლად შექმნილი ერთეულების სივრცე-საზღვრებიც მრავალჯერ შეცვლილა.“

ცნობები საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შესახებ მოგვეპოვება მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი საისტორიო თხზულებებში. ეს თხზულებებია: ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შედგენილი ე. წ. „სწავლულ კაცთა კომისიის“ კოლექტიური ნაშრომი, რომელიც ქართლის ცხოვრების უკანასკნელ გამოცემაში შეტანილია სათაურით: „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი,“ უცნობი ავტორების მიერ შედგენილი „ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი“, „ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი“ და ვახუშტი ბაგრატიონის ფუნდამენტური შრომა „აღწერა სამოფოჲსა საქართველოჲსა.“

ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში კახეთში ყოფილა დაცული გადმოცემა, რომ ალექსანდრე პირველმა (1412-1442 წწ.) საქართველო თავის შვილებს დაუნაწილა: ერთს მისცა კახეთი, მეორეს - ქართლი და მესამეს - იმერეთი. თითქოს ამის ნიადაგზე წარმოქმნილიყოს სხვადასხვა სამეფოები. ამ აზრს ავითარებდა კახეთის მეფე ალესანდრე II რუს ელჩებთან საუბარში 1589 წელს.

სწავლულ კაცთა კომისია აღიარებს, რომ ალექსანდრესა და კონსტანტინეს მეფობის დროს „არღარა იცვლებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ხევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკვიდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკვიდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნენ: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.

ხოლო ამა ალექსანდრესა და კონსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი.“

სწავლულ კაცთა კომისიის წარმოდგენით ამ დროს ცენტრი უკუდურესად დასუსტებულია. მას აღარ შეუძლია ერისთავთა და მთავართა შეცვლა. კომისიის წევრები დაშლის ფაქტს თავისებურად განმარტავენ, მათთვის უცნობია იმერეთისა და კახეთის მეფის წარმომავლობა.

„ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა, რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქვეყანანი იგი.“ ე. ი. სწავლულ კაცთა კომისია ვერ არკვევს იმერეთისა და კახეთის მეფეების ჩამომავლობას, მაგრამ მათ შრომას იქვე ახლავს შენიშვნა უცნობი ავტორისა, რომ „ეგნატაშვილს მტერობა უმგარი სიცრუე იმას, რომ იმერთა და კახთა... ჭეშმარიტად მეფენი არიან და ბაგრატოანნი.“

სწავლულ კაცთა კომისია იქვე წერს: „ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: „ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თვისნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიანო.“ როგორც ვხედავთ, ეს გადმოცემაც ზეპირსიტყვიერებიდან მომდინარეობს და სწავლულ კაცთა კომისიას ხელთ საამისო არც ერთი დოკუმენტი არ ჰქონია.

საქართველოს დაყოფა-დანაწილების საკითხით ვახუშტი ბაგრატიონიც იყო დაინტერესებული. მან სწავლულ კაცთა კომისიისაგან სრულიად განსხვავებული დებულებანი წამოაყენა.

ვახუშტი ბაგრატიონმა უარყო კახეთში გავრეცელებული გადმოცემა მეფე ალექსანდრეს მიერ საქართველოს დაყოფის შესახებ. მისი აზრით, ალექსანდრე მეფეს არ შეეძლო საქართველოს დანაწილება თუნდაც იმიტომ, რომ „არ იყო ჩვეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა, გარნა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლთა, ვითარცა საჩინო არს.“ ვახუშტი დასძენს, რომ თუ კი მაინც და მაინც რომელიმე პროვინციას ჩააბარებდა მეფე თავის შვილებს ან ნათესავებს, ესენი მეფენი კი არ იყვნენ, არამედ ერისთავებიო.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.)   Jan 28 2008, 03:03 PM
marine   ვახუშტი ბაგრატიონ...   Jan 28 2008, 05:30 PM
marine   1462 წლიდან მთავრები ...   Jan 29 2008, 02:47 PM
marine   სანამ ჩიხორის ბრძო...   Jan 30 2008, 03:36 PM
marine   ნ. ბერძენიშვილი აღ...   Jan 31 2008, 04:41 PM
marine   მე-15 საუკუნის 50-იანი...   Feb 1 2008, 01:54 PM
marine   ბაგრატ მე-6-ს სამეფო...   Feb 1 2008, 06:06 PM
შაკუნა   1801 1810 წლებს მე დავწე...   Feb 1 2008, 06:12 PM
marine   1801 1810 წლებს მე დავწე...   Feb 1 2008, 06:13 PM
marine   საბედიანოს მთავარ...   Feb 4 2008, 06:11 PM
marine   1477 წელს უზუნ-ჰასანი...   Feb 11 2008, 06:15 PM
marine   შექმნილი მდგომარე...   Feb 12 2008, 05:15 PM
marine   იმერეთის სამეფოს ს...   Feb 18 2008, 02:12 PM
marine   1475 წელს ყირიმის დაპ...   Feb 19 2008, 03:00 PM
marine   ვახუშტი ბატონიშვი...   Feb 20 2008, 02:31 PM
marine   დაძაბული საშინაო მ...   Feb 25 2008, 02:48 PM
tamuna m   იქნებ ეს ინფორმაცი...   Feb 25 2008, 06:01 PM
marine   იქნებ ეს ინფორმაც...   Feb 25 2008, 06:07 PM
tamuna m   იმერეთია მეფე-მთავ...   Feb 25 2008, 06:17 PM
marine   ჰანიბალ მალიპიერო ...   Feb 26 2008, 04:35 PM
marine   როდესაც იმერთა მეფ...   Feb 28 2008, 05:10 PM
marine   როგორც ცნობილია, XVI ...   Mar 4 2008, 04:40 PM
marine   თავის მხრივ იმერეთ...   Mar 5 2008, 11:10 AM
marine   დასავლეთ საქართვე...   Mar 5 2008, 02:56 PM
marine   თურქთა შემოსევისა...   Mar 7 2008, 05:16 PM
m16   მე სოლომონ II მიყვარ...   Mar 9 2008, 09:23 PM
marine   სამცხის ათაბაგებს ...   Mar 12 2008, 11:42 AM
marine   გურიელმა დაპირები...   Mar 13 2008, 03:50 PM
marine   გამოდის, რომ იმერე...   Mar 18 2008, 03:45 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 01:34 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი