IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ბარბარობა და ლობიანი
ქევანა
პოსტი Dec 20 2008, 02:11 PM
პოსტი #21


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ლობიანის ეს ისტორია არ ვიცოდი wub.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Dec 20 2008, 03:13 PM
პოსტი #22


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



inaina

ციტატა
და თან ეს ტრადიცია მგონი მამა გაბრიელის დაბადებამდეც და იმაზე ადრეც არსებობდა,არა?


უი,ხო,მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ piqri.gif

ისე,ნეტა როდიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს fiqri.gif


staywhite
ციტატა
ანუ დღესასწაულზე რაღაცას აცხობენ და მარხვის გამო ლობიანი.


ნიკოლოზობას რო არაფერი ვიცით? fiqri.gif რაღა მაინც და მაინც მარტო ლობიანი.. სხვა სამარხვო საჭმლების გაკეთებაც ხო შეგვიძლია,მაგრამ არ გვაქვს ტრადიციად piqri.gif


ციტატა
Родина вида Phaseolus vulgaris — Южная Америка. В Европу фасоль была завезена в середине XVI века.


აქედან გამომდინარე,გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ხანძთელი უნდა გამოვრიცხოთ.


აი რას წავაწყდი ერთ ფორუმზე,რასაც პირველ პოსტში tamara ახსენებდა:

ძველ ქართულ პანთეონში არსებობდა ასეთი მზის ღვთაება - ბარბალე/ბარბარე - რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში სწამდათ და ეთაყვანებოდნენ.

ის იყო მზის ნაყოფიერების, დედური ძალის, ბუნების, სიცოცხლისა და ბედის მფარველი ღვთაება. ხალხში ცოცხლობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, როგორი გუნებითაც შეხვდებოდა კაცი ბარბალეს დღეობას, მთელ წელს გაატარებდა ისე, ამიტომ "ბედობის" ჰიპოსტასიც შეერწყა მზის ამ ღვთაებას.

სვანებში ამ ღვთაებას ერქვა - ბარბლაში, ზანები - ბარბოლი.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები).

ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები..
არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა...


საოცარია, რომ წმინდა ბარბარეს დღე დაემთხვა წარმართულ მზის ღმერთ -ბარბალეს კულტს და სახელს. წმ. ბარბარე ხომ რეალურად არსებული ადამიანი იყო!
რა არის კიდევ იცი საინტერესო? წარმართული ბარბალეს დღე როდის იყო ხომ არაა ცნობილი? დეკემბერში?
ლობიანი რა შუაშია - ლობიო ხომ ევროპაში სულ რამდენიმე საუკუნეა რაც გაჩნდა - მგონი იგი ამერიკიდან ჩამოიტანეს როგორც კულტურა...


ბარბარობა წარმართულ საქართველოში ზუსტად დეკემბრის თვეში, ანუ წინასაახალწლოდ იმართებოდა... პრინციპში ეს იყო საახალწლო რიტუალი, რომელიც რამდენიმე დღით უსწრებდა ხოლმე მას...

რაც შეეხება ლობიანს, ვფიქრობ ეს ქრისტიანობის შემდეგ შემოვიდა, რადგან მოგეხსენებათ ამ დროს მარხვაა და ყველისა და ხორცეულისგან დამზადებული კერძები არ გამდგებოდა ქრისტიანული დოგმის მოხედვით, თორემ უწინ (სვანეთში მაგალითად) უფრო ხაჭაპური ცხვებოდა, პრინმციპში ასე იყო მთელ საქართველოშიც: მრგვალი ფორმის ცომეულის კერძები ცხვებოდა.
ვინაიდან ბარბარე იყო მზის ქალი ღვთაება და მისი ნიშანი იყო წრე, ის კვერი, ან ხაჭაპური, რომელიცმის სახელზე გამოცხვებოდა, აუცილებელი იყო ყოფილიყო ასევე მრგვალი ფორმის...


ხოდა,რა ვიცი აბა piqri.gif

არ მეგონა ასე თუ დამაინტერესებდითbiggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Dec 20 2008, 04:55 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა
ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები,

ეგ მგონი ბარბარეს კი არა და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ ცხვებოდა a075.gif
ასევე ამ წმინდანის წვერებს განასახიერებს ჩიჩილაკი
ციტატა
საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები
ეგენი კი საკურთხზე ცხვება და გააჩნია ფორმის მიხედვით სხვადასხვა დატვირთვა.
ჩემი აზრი უცვლელია,ყველაფერი რაც რამდენადმე ჩამოგავს წარმართულს,სულაც არა არის წარმართული და შესაძლოა უბრალოდ არ ვიცით,თორემ საერთოდ არ იყოს წარმართული ტრადიციებიდან,ან კიდევ,წარმართული გადმოაქრისტიანეს თავისებურად და ასეც დამკვიდრდა
smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Dec 20 2008, 05:32 PM
პოსტი #24


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



მე მგონი უფრო მარხვის ამბავი უნდა იყოს ეგ... g.gif
(ბარბარობას და ლობიანებს ვგულისხმობ.)


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 20 2008, 06:32 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (გვირგვინი, მწვანე რტოებისგან შეკრული წრე, რკინის რვალები).

ბარბარეს სახელზე ცხვებოდა ბასილაკვერები, ბედისკვერები, საბარბალო ტაბლები (ლობიანები) და სხვა ფორმისა და სიმბოლური შინაარსის კვერები..
არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც სიტყვა "ბორბალი" ბარბალეს კულტიდან მოდის და მისი სახელის სახეცვლილი სიტყვაა


100% -
მეც ასე ვიფიქრე -
წარმართულიდან მოდის ეს.

და საინტერესო კი ისაა, რომ დეკემბრის ბუნიობაზე -
22 დეკემბერს
იყო ბარბალის დღესასწაული.

ძალიან ბევრი წარმართული ტრადიცია შემორჩა საქართველოში -
და გადაინაცვლა შემდგომ ქრისტიანულ საქართველოში.

ერთმა ისტორიკოსმა თქვა -
ქართველები წარმართულ ხანაშიც კი ქრისტიანები იყვნენო..

არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს...

ასეა კიდევ ლაზები და წმ ლაზარე.
ანუ ქართველები ხომ იყვნენ ლაზები
და წმ ლაზარეს აღდგინება ხომ ქართულ ენის საიდუმლოსთანაა დაკავშირებული..

თუ არ ვცდები წარმართული გიორგიც არსებობდა წარმართულ საქართველოში..

ციტატა
ეგ მგონი ბარბარეს კი არა და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ ცხვებოდა

ლობიო არ იცოდნენ როცა წმ ბასილი ცხოვრობდა მაშინ..
სავარაუდოდ მრგვალი ფორმის კვერი უნდა ყოფილიყო-
და ვინაიდან დეკემბერში მარხვა იყო -
ყველის ან ხორცის ნაცვლად უკვე ქრისტიანულ საქართველოში მოგვიანებით დებდნენ ლობიოს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 06:42 PM
პოსტი #26


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
არადა რა უცნაურად დაემთხვა მზის ბარბალის დღესასწაული წმ ბარბარეს დღესასწაულს...

მართალია, ამ ჩვეულებას ფესვები უფრო წარმართული აქვს. თან ბარბარობას რატომღაც ბედობასაც ეძახიან ზოგან, რაც წმ. ბარბარესთან დაკავშირებული ნამდვილად არ არის.

თვითონ ლობიანის გამოცხობის ტრადიციაც დღესდღეობით უფრო ხალხური ტრადიციაა, ვიდრე ქრისტიანული. ვფიქრობ, ლობიანი ქრისტიანობას არანაირად არ უკავშირდება.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 20 2008, 06:43 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თვითონ ლობიანის გამოცხობის ტრადიციაც დღესდღეობით უფრო ხალხური ტრადიციაა, ვიდრე ქრისტიანული. ვფიქრობ, ლობიანი ქრისტიანობას არანაირად არ უკავშირდება.


ჰმ, ლობიო ჩვენი არსობისაო, ჰბრძანებს არმაზი. biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 06:49 PM
პოსტი #28


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



მნათე
ხელს ნუ მიშლი არაირონიული და არაცინიკური პოსტების წერაში gio.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Dec 20 2008, 07:06 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



tamara
ციტატა

ლობიო არ იცოდნენ როცა წმ ბასილი ცხოვრობდა მაშინ..
სავარაუდოდ მრგვალი ფორმის კვერი უნდა ყოფილიყო-
და ვინაიდან დეკემბერში მარხვა იყო -
ყველის ან ხორცის ნაცვლად უკვე ქრისტიანულ საქართველოში მოგვიანებით დებდნენ ლობიოს.

ესე იგი ბასილა მაშინ ყველით კეთდებოდა? biggrin.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 07:12 PM
პოსტი #30


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კაიროსის პოსტის ნაწყვეტი გადმოვაკოპირე წარმართულ ბარბალესთან დაკავშირებით
smile.gif

ბარბალე
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე/ბაბალე და სვანური - ბაბარი/ბარბალი/ბარბოლი)
აქ ნახავთ სვანურ "ბარბალობის დალოცვებს"
http://svaneti.ru/forum/11-29-1
ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან bibbirru - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.
ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Dec 20 2008, 07:21 PM
პოსტი #31


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ თევზიც ამბავშია ამ დღეს. rolleyes.gif
ანუ-მ ა რ ხ ვ ა

პ. ს. ისე, მგონი მეკვლეობაზეც არის საუბარი და აი ეს... რა ვიცი... unsure.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 07:25 PM
პოსტი #32


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
მაპატიეთ, რომ ვერევი, მაგრამ თევზიც ამბავშია ამ დღეს.


თევზი?
ბარბარობის დღესასწაული თევზით არ ახსნილებს


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Dec 20 2008, 07:41 PM
პოსტი #33


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



თევზით ხსნილია ამ დროს (25 დეკემბრამდე)
უბრალოდ, როგორც ლობიანი ასევე თევზი ტრადიციაა smile.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 20 2008, 07:43 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ხელს ნუ მიშლი არაირონიული და არაცინიკური პოსტების წერაში


ეგეთები აქ ცოდვაა biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 07:48 PM
პოსტი #35


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
თევზით ხსნილია ამ დროს (25 დეკემბრამდე)უბრალოდ, როგორც ლობიანი ასევე თევზი ტრადიციაა

თევზით ხსნილია 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. ეს ბარბარობასთან არ არის დაკავშირებული, და არც ამ დღესასწაულის გამო არ არის ხსნილი. წელს მაგალითად ბარბარობა ოთხშაბათს დაემთხვა და ამიტომ თევზი არ იჭმეოდა.

თევზის და ლობიანის შედარება არასწორია. თევზით ხსნილი დღეები ტიპიკონით არის განსაზღვრული და შესაბამისად არის აღნიშნული საღვთისმსახურო წიგნებში, ხოდა აი ლობიანისა რა მოგახსენოთ smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Dec 20 2008, 07:49 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



არაფერი გასაგიჟებელი არაა იმაში, რომ რამე წარმართული ატრიბუტი მოხვდა ქრისტიანულ სამყაროში.
ასეთი რამ ხშირი მოვლენაა.
ბარბარობისას "ბედობაც" სავარაუდოდ წარმართულ ამბებს უკავშირდება.
მზის კულტი დაკავშირებული იყო ნაყოფიერების სიმბოლიკასთან
მზე იძლეავ სიცოცხლეს -
სიცოცხლე კი ნაყოფიერებასთანაა კავშირში.

ანუ მზე წარმართულ სამყაროში დედა ღვთაების განსახიერება იყო.
ანუ ადვილი წარმოსადგენია,
რომ ბედობა, გათხოვება და ა.შ
სწორედ ამას უკავშირდებოდეს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 07:58 PM
პოსტი #37


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
არაფერი გასაგიჟებელი არაა იმაში, რომ რამე წარმართული ატრიბუტი მოხვდა ქრისტიანულ სამყაროში.


არა, გასაგიჟებელი ნამდვილად არაა smile.gif
უბრალოდ წმ. ბარბარეთან რამენაირად ლობიანის დაკავშირება ზედმეტად ხელოვნური გამოდის.
იყოს ხალხური ტრადიცია, ვჭამოთ ლობიანები, მაგრამ არა იმიტომ რომ ბარბარესაც "უყვარდა"...


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Dec 20 2008, 08:01 PM
პოსტი #38


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ხო და მეც მაგას ვიძახი, რომ არავითარ კავშირში არ არის.
უბრალოდ მარხვაში ლობიანი და თევზი მისრწებაა ( biggrin.gif ).
ბარბარობას ტრაპეზით აღნიშნავდნენ და ეს კერძები პოპულარულია.
(ჩემი აზრით)


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Dec 20 2008, 08:14 PM
პოსტი #39


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



tamuna m


smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 20 2008, 08:47 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უბრალოდ მარხვაში ლობიანი და თევზი მისრწებაა ( ).


უკაცრავად და, რატომ არის მისწრება? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი