IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
> ქართველი თავად-აზნაურობა და მათი წარმომავლობა
TuTashxia
პოსტი Dec 9 2007, 06:15 PM
პოსტი #61

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 564
რეგისტრ.: 9-July 07
წევრი № 2,420

Lenus
მადლობა!

ძალიან მომწონს ეს გვარიი.მართლა მაგარი ჟღერადობა აქვს.თან ძაან მინდა ვიყო... ჩემს სახელსაც მაგრად მოუხდებოდა happy.gif

--------------------
დიდგორი the best
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Dec 9 2007, 06:22 PM
პოსტი #62

Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21

TuTashxia
lol.... პირდაპირ ჟღერადობა აქვს გაგიჯDები... შენ ხარ ზღმარტლის არ იყოს რააა laugh.gif

აბა კახაბრზებზე თუ იცით რამე? თუ არ იცით მე მოგიყვებიტ tongue.gif

--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Dec 11 2007, 01:24 AM
პოსტი #63

Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017

მცირე ცნობა კახაბერისძეებზეsmile.gif
კახაბერისძე (კახაბერიძე) 255 [ტბეთის სულთა მატიანე]

· მიქელ აფხაზ-იმერეთის მეფე 1325-1326 წწ. ამტკიცებს მიქელაძის (მიქელაძე) ძველ სასისხლოს 80 ათას ძველ კირმანეულს თეთრს, სანახშიროდ 6 ათასს. ამ თანხის სათვალავში გოგიტაშვილმა (გოგიტაშვილი) მიქელაძეს მისცა “რვა ტანი აბჯარი მისითა მოწყობილობითა, მისცა შვიდი გლეხი მას, ცხენი და აბჯარი უთვალავი”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჭარელიძე, გოგოტაშვილი (გოგიტაშვილი), კახაბერიძე, მხეციძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 33-34]

· სასისხლო სიგელი ყიფიანთა (ყიფიანი), მიცემული ბაგრატ მეფის მიერ XV საუკუნეში. ყიფიანთა სასისხლო “საყდრიშვილობით” გაჩენილია “ოთხმოცი ათასი გოგაური [გიორგაული- ს. კ.] თეთრი, ოცი ცხენი, სამი ქორი მისით ბაზიერითა და მეძებრითა”. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: წერეთელი, ლორთქიფანიძე, ყაენაძე, კახაბერიძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 398-399]

--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Apr 14 2008, 06:52 AM
პოსტი #64

giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509

ციტატა(marine @ Sep 14 2007, 03:52 PM) *

ამილახვრები

(ფოტოები გადაღებულია 1850-1914 წწ-ში)

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეს ბოლო სურათი გაფერადებულია

smile.gif ბოლო სურათში გივი ამილახვარი ხომ არ არის?

ციტატა(yipiani gio @ Sep 13 2007, 03:36 PM) *

ამილახვარნი

ამათნი უკვე გვარნი იყვნენ მოსრულნი იტალიიდგან ძველად მხედარნი, რომელთანი ოდეს მოვიდა მხედართა მძღვანი პომპეოს საქართველოსა შინა მხედრობითა თავისითა და დაიპყრო საქართველო წელსა დასაბამიდგან 3939. ესე მხედარნი დაშთნენ ერმანიასა შინა ტრდაც მეფისა თანა და მერე მოვიდნენ საქართველოსა შინა დროსა სუმბატ მეფისასა და დაეშვნენ რომელნიმე ამათ ხალხთაგანი ქართლსა შინა და რამდენიმე ახალციხეს მესხეთსა შინა და ესენი მიიღო სუმბატ მეფემან აზნაურობისა ხარისხითა და უბოძა გვარად ზედგინისძეობა და მამული მისი ბეითლმანი; ხოლო რომელთამ ამათ გვართა წარჩინებულებისა გამო მიიღეს თავადობა დროსა გიორგი მეფისასა წელსა ქრისტეს აქე 1150 (გარკვევით არ არის) და იწოდებოდნენ ზედგენიძეთ და შემდგომ ოდეს არამ ზედგენიძემ განარისხა მეფის ალექსანდრეს ძე, გიორგი მეფე ბაგრატოანი, ორგულთა კაცთა სიკუდილისაგან და თვით ზედგენიძე მოკლულ იქნა ნაცვლად მეფისა, ამისა ჯილდოდ უბოძა შვილთა მისთა გვარად ამილახრობაი და უფროსსა ძესა მისსა მისსცა სპასეტობა, ქართლისა მოურაობა გორისა და ციხე გორისჯვარი და სხვა ადგილნი, რომელნიც იწოდებიან აწ საამილახვრო ადგილებად. ხოლო სასაფლაოდ უბოძა სამთავის ეკლესიისა შინა ადგილი წელსა ქრისტეს აქეთ 1465-სა და მუნდაგან იწოდებიან თავად ამილახვარად შთამომავლობანი მათნი, რომელნიც განიყოფებიან სხვა და სხვა სახელად: 1) რევაზის შვილებად; 2) ქაიხოსროს შვილებად; 3) ბეჟანის შვილებად; 4) ერასტის შვილებად და მის ძმისწულებად; 5) გივის შვილებად. ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზის შვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვა სხვათა ქონდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი. ხოლო სხვანი რომელნიც იყვნენ გვარნი ამათ ზედგინისძენი, რომელნიმე დაშთნენ აზნაურად ზედგინიძეებად და რომელნიც დაშთნენ მესხეთს, იგინი თუმცა ამილახვრად არ იხსენიებიან გვარით, გარნა არიან თავადნი იმერეთს მესხად წოდებულნი და აზნაურებად ეს სახელივე ახალციხესა შინა არიან ამილახვრის გვარისანი და ხიდირბეგისა შვილებნიცაა თავადნი ამილახვართანნი და რომელთაც მოვიხსენებ თავის ადგილს ვითარებასა მათსა.

smile.gif ამ გვარის გამორჩეული და დიდი ქართველი იყო,გივი ამილახვარი,რომელიც ყოველთვის თავის პირად ინტერესებს ანაცვალებდა სამშობლოს ინტერესს.აქვე, ვფიქრობ ურიგო არ უნდა იყოს, მისი ცხოვრება მოღვაწეობა,რომ გავიხსენოთ:

გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი

1726 წელს ოსმალებმა სიონის მეჩეთად გადაკეთება განიზრახეს. გივი ამილახვარმა მუსლიმანებს ამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. 1727 წელს ისაყ-ფაშა ჯაყელმა ქრისტიანი გივი ამილახვარი ზემო ქართლის სანჯაყ-ბეგად დანიშნა. ამ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას "ლეკიანობა" წარმოადგენდა. დაღესტნელები პერმანენტულად არბევდნენ ქართულ სოფლებს. ამილახვარმა ისაყ-ფაშა ჯაყელთან და ოსმალებთან ერთად დალაშქრა დაღესტანი და გარკვეულწილად, შვება მისცა ქართლ-კახეთის გლეხობას.
ამავე წელს თურქები კახეთის აჯანყების ჩახშობას ცდილობდნენ. გივი ამილახვარი მეამბოხე ქართველებს ფარულად ეხმარებოდა.

1734 წელს ოსმალებს ირანელ ავშართა ტომის ბელადი თამაზ-ყული ხანი დაუპირისპირდა. ამით ისარგებლა ამილახვარმა და მოულოდნელი იერიშით გორი თურქეთაგან გაათავისუფლა. თავისი ჯარით აქტიური მონაწილეობა მიიღო თბილისიდან ოსმალთა განდევნაშიც. 1736 წლის 6 ოქტომბერს თბილისში თამაზ-ყული ხანი შემოვიდა. ამ დროს გივი ამილახვარი თავის ქალიშვილს აქორწინებდა ქართლის ტახტის მემკვიდრე თეიმურაზ ბაგრატიონზე (შემდგომში ანტონ I კათოლიკოსი). ყიზილბაშებმა საქმროს პატარძალი ტაძრიდან წარსტაცეს. ამილახვარი დააპატიმრეს. თამაზ-ყული-ხანი უძლიერეს ქართველ ფეოდალს არ ენდობოდა. 1736 წელს გივი ამილახვარი ტყვეობიდან გაიქცა და შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. ქართველები ქსნის ხეობაში გამაგრდნენ და პირისპირ შეტაკებებითა და პარტიზანული ბრძოლებით მრავალგზის დაამარცხეს ირანელები. ღალატის წყალობით გივი ამილახვარი ვერაგულად შეიპყრეს.

ამასობაში თამაზ-ყული-ხანმა თავი ირანის შაჰინ-შაჰად გამოაცხადა და ნადირ-შაჰი დაირქვა. 1737 წელს ნადირ-შაჰმა ავღანეთში ილაშქრა. ტყვედყოფილი გივი ამილახვარიც ზაიყვანეს ავღანეთში. სამხედრო ნიჭისა თუ პირადი მამაცობის წყალობით, გივი ამილახვარმა იმდენი მოახერხა, რომ ირანელთა ჯარის ერთ-ერთი სარდალი გახდა; ავღანეთი სხვა ქართველებთან ერთად სწორედ გივი ამილახვარმა დაიპყრო.

1741 წელს შაჰმა ამილახვარი ქართლის ვექილად (გამგებლად) დანიშნა და დაუმორჩილა საამილარო და ქსნის საერისთავო. ამავე წელს, გივი ამილახვარმა ნადირ-შაჰთან ერთად დაღისტანში ილაშქრა და კიდევ ერთხელ დასაჯა საქართველოს დამაწიოკებელი ლეკები.

1742 წელს ნადირ-შაჰმა ნაცვლად შეწერილი 1800ტ. პურისა, ჯერ 9000ტ ამოიღო და შემდეგ 6000ტ მოითხოვა. ქართლის მოსახლეობა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. პარალელურად ქართლში ირანელები ყიზილბაშური მძიმე მმართველობის დამკვიდრებას ცდილობდნენ. ამასთან, მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა როგორც ირანელთა ხარკი, მალუჯათი, ასევე ყიზილბაშური ჯარის შენახვა. გივი ამილახვარი უდიდესი პატივით სარგებლობდა და ირანელთა მხარდაჭერის წყალობით აღმოსავლეთ საქართველოში უპირველეს პოლიტიკურ ფიგურად ითვლებოდა. მან მაინც გაჭირვებაში ჩავარდნილი ხალხის მხარე დაიჭირა და სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას.

გივი ამილახვარი აჯანყებულებთან ერთად ქსნის ხეობაში გამაგრდა; მოიმხრო არაგველები და საამილახვროს მოსახლეობა. მან რამდენჯერმე დაამარცხა ირანელები.
მეფობა შესთავაზა თეიმურაზ ბაგრატიონს, რომელმაც ირანელთა მორჩილება ამჯობინა და აჯანყებულ ქართლს მხარი არ დაუჭირა. ამ დროს, ნადირ-შაჰი დაღესტანში ლაშქრობას გეგმავდა. ტრანსპორტი სჭირდებოდა და სურდა, რომ ზურგიც დაცული ჰქონოდა. ამიტომაც გივის შერიგება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამილახვარმა ბორჯომის ხეობაც დაიკავა და უსუფ-ფაშა ჯაყელთან კავშირი შექმნა. მისგან ფული და იარაღი მიიღო და ახალი ძალისხმევით განაგრძო ბრძოლა ნადირ-შაჰის წინაამდეგ. მეფედ მოიწვია იმჟამად რუსეთს მყოფი ვახტანგ VI-ის ვაჟი, ბაქარი. უაღრესად შევიწროებულმა ნადირ-შაჰმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ზავი გივი ამილახვარს, რომელიც ქართლის საბოლოო გათავისუფლებამდე არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. მაშინ ირანის შაჰმა მაჩაბლები და ქვემო ქართლის თავადები მოისყიდა.

მაჩაბლებმა, ორბელიანებმა თუ ბარათაშვილებმა აჯანყებულებს უღალატეს. გივი ამილახვარმა გამცემნი სასტიკად დაარბია.
ნადირ-შაჰს თეიმურაზ კახთ-ბატონიც მიემხრო და მათ ერთად დაიკავეს არაგვის ხეობა. 1744 წელს ირანელებმა ქსნის ხევიც გადაიბირეს. გივი ამილახვარის ბიძაშვილმა, რევაზ ამილახვარმა ქართლელებს უღალატა და მტერს წირქვალი გადასცა. ამილახვარმა უსუფ-ფაშა ჯაყელი და ლეკები მოიშველია. თეიმურაზ II ირანელთა ჯარით სამაჩაბლოში შევიდა. მისმა ვაჟმა, ერეკლემ თუშ-კახელების რაზმის დახმარებით, აჩაბეთის ციზე მოულოდნელი დარტყმით აიღო. ამილახვარმა ალყა დაარტყა თეიმურაზისა და კახურ-ყიზილბაშურ ბანაკს. ერეკლემ ალყა გაარღვია და ზურგიდან შეუტია ამილახვარს. მან უკან დაიხია, თუმცა, მალე თეიმურაზი და ირანელები გორთან დაამარცხა. პარალელურად გივის მოკავშირე უსუფ-ფაშა ჯაყელი და მესხები არაგვის ხევის დაუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ერეკლემ სძლია. ახალციხელებმა ქართლი დატოვეს. გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამაგრდა.

ირანელებმა ვერ შეძლეს ქართლის დამორჩილება. შაჰი დათმობაზე წავიდა და ამილახვრის თავის სანაცვლოდ, თეიმურაზ II -სა და ერეკლე II -ს ქრისტიანობის შენარჩუნების პირობით ქართლ-კახეთის სამეფო გვირგვინები შესთავაზა. თეიმურაზი 9000 ირანელისა და ავღანელის თანხლებით სურამის ციხეს შემოეწყო. მის ხელქვეითად იმყოფებოდა კავკასიელ მუსლიმანთა ჯარები და ქართული ჯარიც. სურამში გამაგრებული ამილახვარი, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, დანებებას არ აპირებდა. მას ნადირ-შაჰის პირობებიც აუწყეს.

ამილახვარმა ცოლი დაიბარა მოსალაპარაკებლად. ხმალი მოიხსნა და მხოლოდ დედოფალს დანებდა დაუმორჩილებელი გმირი. ამილახვარი ცოლითურთ თბილისში ჩამოიყვანეს. 1745 წელს 1 ოქტომბერს თეიმურაზ II -სვეტიცხოველში ქრისტიანობის შენარჩუნებით ქართლის მეფედ ეკურთხა და მირონი იცხო. დაახლოებით საუკუნე-ნახევრის მანძილზე არც ერთ ბაგრატიონს არ ღირსებია სვეტიცხოველში მირონცხება.

გივი ამილახვარმა თავგანწირვის ფასად, ირანის მბრძანებელი ნადირ-შაჰი აიძულა, რომ ქართლში ქრისტიანული სამეფოს აღდგენა ეცნო. ირანიდან რამდენიმე ხანში ნადირ-შაჰის წერილი მოვიდა. იგი ამილახვარზე ბრძანებდა: "ან აქ გამოგზავნეთ და თუ მანდ გეყოლებათ, თავალები დათხარეთ". იგი დაბრმავებას ამჯობინებს, მაგრამ მაინც ირანში გაგზავნა გადაუწყვიტეს.

ნადირ-შაჰმა თავდაპირველად გივი ამილახვარს პენსია დაუნიშნა. ხოლო რამდენიმე ხანში მას შაჰ-ყული-ხანის ტიტული უბოძა და ირანის გვარდიის მთავარსარდლად დანიშნა. დაახლოებით 5-6 წელიწადში გივი ამილაცვარმა 10-ჯერ მაინც დაამარცხა ნადირ-შაჰი. ირანის მბრძანებელი რაღაც ახალი მიზნისთვის ინახავდა ქართველ სარდალს.

1747 წელს თეიმურაზ II და ერეკლე II ირანს განუდგნენ. ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარს ქართლ-კახეთის დასასჯელად განკუთვნილი 30000-იანი არმიის სარდლობა ჩააბარა. მაგრამ ის საქართველოზე არ წამოსულა. ნადირ-შაჰი კი მოკლეს... ამილახვარმა ირანში მცხოვრები ქართველები შემოიკრიბა. თან წამოიღო დიდძალი განძი. ბრძოლით გაარღვია სპარსული სახანოები და ნადავლითა და ქართული მხედრობით 1749 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

საგანძურის დიდი ნაწილი თეიმურაზსა და ერეკლეს მიართვა. თეიმურაზ II-მ გივი ამილახვარი თბილისი მოურავად დაადგინა.

ამილახვარმა სიცოცხლის ბოლომდე მრავალი ტაძარი და ეკლესია აღადგინა ქართლსა და იმერეთში. ასევე მუსლიმანთა ხელში მყოფ მესხეთში. ფულითა და ჯარით მუდმივად ეხმარებოდა თეიმურაზსა და ერეკლე II-ს.

გივი ამილახვრისთვის ირანის გვარდიის მთავარსარდლობაზე და ქართლის გამგებლობაზე მნიშვნელოვანი ქართველი ერის თავისუფლება იყო.
მან 1745 წელს მკვდრეთით აღადგინა საქართველოს სამეფო.
წმ. გიორგის სახელზე ქაშვეთის ეკლესია ააშენა.
იქ დაიწყო მსახურება და იქვე გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების მანძილზე მრავალი წყენა ახსოვდა როგორც ქართლის, ისე კახეთის ბაგრატიონებისგან, მისი დევიზი იყო: "მეფისა მტრებსა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი".

--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georgia_me1121
პოსტი Jul 17 2008, 08:48 PM
პოსტი #65

კავკასიის მთების შვილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 155
რეგისტრ.: 25-May 08
მდებარ.: საქართველო!!!
წევრი № 4,915

ციტატა(yipiani gio @ Oct 11 2007, 08:42 PM) *

(მაყაშვილები)

ესენი არიან მეორისა ხარისხისა თავადნი მისივე ჩოლაღას გვარისანი და ამათაცა აქვთ მამული ნაწილი ირუბაქის ძისავე და არიან ესენი მოსახლედ 1) ლუარსაბის შვილები, 2) იოსების შვილები, 3) გოშპარის შვილები, 4) ზურაბის შვილები, 5) სვიმონის შვილები.

მე ერთი დასკვნა გამოვიტანე რო ჩოლოყაშვილების ნათესავები ყოფილან

მოიცა აქაც ზურაბისშვილები და ანდრონიკაშვილებშიც? კერძოდ რომელია?
და ზურაბაშვილებში საერთოდ ის ლეგენდაა გვარზე რომ მეთქვსმეტე საუკუნემდე ყოფილან ბარათაშვილები, და მეთქვსმეტე საუკუნეში თავად ზურაბ ბარათაშვილს შეუქმნია საბარათიანო-საზურაბიანო და იქიდან გაჩნდნენ ზურაბაშვილები. გეოგენზე საერთოდ ისიც წერია ზურაბშვილები ადრე სომხები იყვნენო, რაღაც ურთიერთ გამომრიცხავია.

პ.ს. ხომ არ იცით, ზურაბაშვილი და ზურაშვილი მონათესავე გვარებია?

--------------------
ჰაიიიიტ თქვე მამაძაღლებო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბაჭია
პოსტი Jan 25 2012, 09:36 PM
პოსტი #66

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 25-January 12
წევრი № 11,994

ძალიან საინტერესო ფორუმია! თუ იცით რამე გოგატიშვილის და კახეთელიძის გვარების წარმოშობის შესახებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Feb 11 2012, 11:01 PM
პოსტი #67

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651

ბაჭია

ი. ახუაშვილის წიგნი "ქართული გვარ-სახელები" იხილეთ, შეიძლება რაიმეში გამოგადგეთ. ასევე, ნახეთ "პირთა ანოტირებული ლექსიკონი" იქ იქნება აუცილებლად ინფორმაცია აღნიშნული გვარების შესახებ რათქმაუნდა, თუ ისინი დაფიქსირებულია XVII საუკუნემდე, რომელიმე ქართულ სიგელში.

--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 12 2012, 12:22 AM
პოსტი #68

მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203

ეს თემა არ ვიცოდი...

--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯუღელი
პოსტი Feb 6 2018, 02:11 PM
პოსტი #69

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-February 18
წევრი № 14,712

გვარი ჯუღელი მომდინარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკად ჯუღისის ხეობიდან;
სწორედ ჯუღისის ხეობიდან ჩამოსახლდა იმერეთში, კერძოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში,
ჯუღელის გვარის ფუძემდებელი წინაპარი "ჯუღისელი" და იწოდა, როგორც ჯუღელი.

ციტატა(yipiani gio @ Sep 17 2007, 03:35 PM) *

ახვლედიანი არც თავადებში და არც აზნაურებში არ არის მოხსენიებული ,ასე რომ......sad.gif

არღუთაშვილნი

ესენი იყვნენ ძველად ჯუღელი სომეხნი და არღუთა ვინმე სომეხმან მსახურა არღუნ-ყაენსა, რომელმაც აჩვენა სხვა-და-სხვა შამოსავალნი და დასდო დიდი ხარჯი ქრისტიანეთა ზედა და ჯილდოთ ამისა არღუნმან უწოდა არღუნინობა და მიიღო აზნაურობისა ხარისხითა, წელსა ქრისტეს აქეთ 1287-სა და იწოდებოდნენ არღუთად. უკანასკნელ დროსა ყაზან ყაენისასა არღუთაანნი აიყარნენ სპარსთა ბევრისა ხარჯისა მიცემითა და გარდმოსახლდენ ასურეთის მხარეს, ქურთების სომხების ადგილთა შინა და იყვნენ მუნ შემდგომად დროსა მეფისა გიორგისასა, წელსა ქრისტეს აქეთ 1397. რა მოვიდა მეორედ ლანგთემურ და შემუსრა ყოველგან ადგილნი საქართველოსანი და ეგრეთვე შემუსრა ლორეს ხეობაზედ მონასტერნი ახტალა და სანაინი სასაფლაო სომეხთ მეფისა; შემდგომად ამისა მოვიდა ქურთებიდგან (ვართაპეტი), რომელ არს მღვდელ-მონაზონი, სომხურად პარკიკუჭად წოდებული, რომელიც იყო პირველ ტერტერა ანუ სომეხთა მღვდელი და ჰყვა შვილები და მოვიდნენ ესენი სომხითს და დაეშენნენ ქციისა პირსა ზედა დროსა კონსტანტინე მეფისასა წელსა 1410-სა და მერე პარკიკუჭამ ვართაპეტმან ჰსთხოვა მეფესა განახლება სანაინისა ეკლესიისა და მისცა ნებაი მეფემან და გაახლა იგი ეკლესია და დაემკვიდრა მუნ და ეკლესიასა ზედა დააწერინა სახელი თვისი და განახლება მისგანვე, რომელიც იყო ვიდრე აქამომდე. ხოლო ვართაპეტისა შვილსაცა ეწოდა არღუთა და მეფემან მიიღო აზნაურად არღუთაშვილებად; ხოლო უკანასკნელ დროსა ნადირშაისასა ამათი ნათესავი იყო ვინმე მაიარბაშად წოდებული და სახლთხუცესი ნადირისა და სწყალობდა დიდად ნადირშა და ამან მსახურა და შეეწია ნადირშასთან მეფესა თეიმურაზს და მეფესა ირაკლის და სთხოა თვისთა სახლისა კაცთა არღუთაანთათვის მამული და უბოძა მეფემან სანაინს შინა ადგილნი და ქციისა პირსა ზედა სოფელი ავლავარი და მინბაშობა მისხანის მადანსა შინა მცხოვრებთა და ზედა მდგომლობა მადნისა და მუნიდგან ათის თავი, რაიცა მადნიდგან სპილენძი შემოვიდოდა. ხოლო უკანასკნელ დროსა იმპერატორის პავლესასა მიიღეს მხარ-გრძელისა გვარობა სომეხთა არქიერისა ოსეფასაგან შეწევნით, რომელიცა იყო ბეჟან არღუთაშვილისა ძმა და დროსა იმპერატორის ეკატირინესასა და მეფისა ერეკლესასა, ტრაკტატსა შინა დადებულსა მისვე არქიერისა შუამდგომლობითა ბეჟანისა და მოსეს სახლმან იწოდა თავადობა არღუთაშვილად და არა მხარგრძელად. გარნა არქიერნი და მისი ძმანი იწოდებოდენ მარკოზაშვილებად, ვითარცა არს სომეხთა ისტორიასა შინა მოხსენებულიცა. სხვანი ჯუმაშვილებად და კვალად სახლის კაცნი ამათნი თაყაშვილად, სისუა შვილად, ზუზუინად და მათაშვილებად და სხვა. და ესე ყოველნი აზნაურად.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯუღელი
პოსტი Feb 6 2018, 02:34 PM
პოსტი #70

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 6-February 18
წევრი № 14,712

გვარი ჯუღელი მომდინარეობს მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკად ჯუღისის ხეობიდან;
ჯუღისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ჯუღისის ხეობიდან ჩამოსახლდა იმერეთში,
კერძოდ ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, ჯუღელის გვარის ფუძემდებელი წინაპარი
"ჯუღისელი" და იწოდა, როგორც ჯუღელი

ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი