თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ კვლავ "ფილიოკვეს" შესახებ

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 5 2009, 07:55 PM

მაინტერესებს რა შეხედულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 5 2009, 08:06 PM

რამდენადაც forum.ge-ზე დისკუსიით დავასკვენი, რომის ეკლესია სულიწმიდის ძისაგან გამომავლობაში არ გულისხმობს (შეიძლება ადრე გულისხმობდა) იმას, რომ სამების მესამე პირის საუკუნო საწყისი (არხე ეონი) არის ძეც.

ლათინური მაკავშირებელი que განსხვავდება et-ისგან და გულისხმობს რაღაც ძირითადის პარალელურ არსებობას.

ანუ, მრწამსში უწერიათ არა ასე:
Et in Spiritum Sanctum, Dominum, Vivificantem, qui ex Patri et Filio procedit...

არამედ ასე:
Et in Spiritum Sanctum, Dominum, Vivificantem, qui ex Patri Filioque procedit...

აქ ერთგვარად იგულისხმება ის, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს, თუმცა ძისგანაც ამავე დროს. ეს დაახლოებით ჰგავს მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდის გამომავლობაზე მამისაგან ძისა მიერ, ერთგვარად სახეცვლილი ფორმით.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ამ ჩამატებით დაირღვა II მსოფლიო კრების კანონი, რომელმაც აკრძალა მრწამსში ჩამატება. თუმცაღა, ეს კონკრეტული ჩანაწერი შესაძლოა მწვალებლობას არ გულისხმობდეს სრული სისავსით და იყოს უფრო ტერმინოლოგიურ უზუსტობას პლიუს კანონიკური დარღვევა.

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 5 2009, 08:27 PM

ВТОРОЙ ЛИОНСКИЙ СОБОР
КОНСТИТУЦИЯ О СВЯТОЙ ТРОИЦЕ
И КАТОЛИЧЕСКОЙ ВЕРЕ


(17 июля 1274 г.)

Помимо прочих целей II Лионский Собор поставил себе задачу воссоединения Греческой и Латинской Церквей, которые особенно разделяло разное понимание важных догматических вопросов относительно Троицы. На 4-й сессии Исповедание веры Михаила Палеолога было первой попыткой в этом направлении. Конституция Fideli ac devota, опубликованная, по-видимому, в ходе 6-й сессии, дает точное определение исхождения Святого Духа.

Мы исповедуем с верностью и благочестием, что Святой Дух вечно исходит от Отца и Сына не как от двух начал, но как от одного начала, не как от двух дуновений (spiratio), но как от одного-единственного дуновения. Именно это святая Римская Церковь, мать и наставница всех верных, всегда исповедовала, проповедовала и учила; это содержится в истинном и непреложном учении правоверных Отцов и Учителей, и греческих и латинских. Но поскольку некоторые, пренебрегая этой неоспоримой истиной, которую мы уже заявили, впали в различные заблуждения, то Мы, желая преградить путь такого рода заблуждениям, осуждаем и опровергаем, с одобрения Святого Собора, тех, кто отважится отрицать, что Дух Святой вечно исходит (procedit) от Отца и Сына, или кто дерзнет утверждать, что Святой Дух исходит от Отца и Сына как от двух начал, а не как от одного.

Из книги "Христианское вероучение":
догматические тексты Учительства Церкви
(III — ХХ вв.)


ასევე, იოანე პავლე, ამის შესახებ:

http://www.apologia.ru/spir-01.htm


ციტატა
что Святой Дух вечно исходит от Отца и Сына не как от двух начал, но как от одного начала


ეს აღმოსავლურ თეოლოგიაში გამოხატულია შემდეგნაირად:

მამისაგან, ძისა მიერ, ამრიგად არავითარი ერესი არ არსებობს, მრწმსის აუცილებელი განმარტება კი, ლოგიკური იყო, დღეს საგანგებო დეკრეტით აღმოსავლური წესის კათოლიკეებსა და ზოგადად, კათოლიკეებს უფლება აქვთ გამოიყენონ, ან არ გამოიყენონ მრწამსში ფილიოკვესი smile.gif



ციტატა
აქ ერთგვარად იგულისხმება ის, რომ სულიწმიდა მამისაგან გამოვალს, თუმცა ძისგანაც ამავე დროს. ეს დაახლოებით ჰგავს მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდის გამომავლობაზე მამისაგან ძისა მიერ, ერთგვარად სახეცვლილი ფორმით.


ძისაგან კი არ იღებს დასაბამს, მოგვევლინება smile.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 6 2009, 04:23 AM

1. ტერმინოლოგიურ გარკვევას საჭიროებს
2. ერესად ფილიოქვე ნამდვილად იყო შერაცხული და თავად რომშიც
3. მრწამსის შეცვლაც ანტიკანონიკური ქმედებაა...

ჯოიტე!

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 6 2009, 07:41 PM

ციტატა
2. ერესად ფილიოქვე ნამდვილად იყო შერაცხული და თავად რომშიც


კერძოდ როდის, სად, ვის მიერ. ერესად შერაცხვა ვისმეს პირადი აზრი ხომ არ არის?

ციტატა
3. მრწამსის შეცვლაც ანტიკანონიკური ქმედებაა...


შეცვლა არ არის, განმარტებაა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 6 2009, 08:07 PM

ავგუსტინე

ციტატა
შეცვლა არ არის, განმარტებაა.

განმარტებაააა? მოიცა სერიოზულად ასე ფიქრობ?



ციტატა
კერძოდ როდის, სად, ვის მიერ. ერესად შერაცხვა ვისმეს პირადი აზრი ხომ არ არის?


პომაზანსკის დოგმატური ღვთისმეტყველებიდან


სულიწმიდის გამომავლობის შესახებ

ძველი მართლმადიდებლური სწავლება მამის, ძისა და სულიწმიდის პირად თვისებებზე დაამახინჯა ლათინური ეკლესიის სწავლებამ. მისი მტკიცებით სულიწმიდა მარადიულად და ყოვლადსაუკუნოდ გამოვალს მამისაგან და ძისაგან (Filioque). მოსაზრება, რომ სულიწმიდა მამისაგან და ძისაგან გამოვალს, თავდაპირველად ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. იგი ამის შესახებ მსჯელობს თავის ზოგიერთ საღვთისმეტყველო თხზულებაში, სხვებში კი აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას მამისაგან. დასავლეთში ამგვარად აღმოცენებულმა სწავლებამ VII ს. დასაწყისისათვის დაიწყო გავრცელება და IX საუკუნეში იქვე დამკვიდრდა, როგორც სავალდებულო. პაპმა ლეონ III მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ სწავლებას ემხრობოდა, აკრძალა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტის შეცვლა და ბრძანა მისი, როგორც ძველი მართლმადიდებლური საკითხავის, ლითონის ორ დაფაზე დაწერა - ერთზე ბერძნულ, მეორეზე კი ლათინურ ენებზე. პაპმა ისინი წმიდა პეტრეს ბაზილიკაში გამოფინა წარწერით: „მე, ლეონმა, დავდგი ისინი მართლმადიდებელი სარწმუნოების სიყვარულით და მის დასაცავად“ პაპმა ეს მას შემდეგ მოიმოქმედა, რაც აახენის კრებამ (შედგა IX საუკუნეში იმპერატორ კარლოს დიდის მეთაურობით) Filioque-ს საერთოეკლესიურ სწავლებად აღიარება ითხოვა.

მიუხედავად ამისა, ახალშექმნილი დოგმატის გავრცელება დასავლეთში მაინც გრძელდებოდა და როცა IX საუკუნის შუა წლებში ბულგარელებს ლათინი მისიონერები ეწვივნენ, მათ სარწმუნოების სიმბოლოში უკვე ჩაეწერათ Filioque.

პაპიზმსა და მართლმადიდებელ აღმოსავლეთს შორის ურთიერთობათა გამწვავებასან ერთად ლათინთა დოგმატი დასავლეთში სულ უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, ბოლოს კი იგი აღიარეს, როგორც საერთო-სავალდებულო. პროტესტანტიზმმა ეს სწავლება რომის ეკლესიიდან მემკვიდრეობით მიიღო.

ლათინური დოგმატი Filioque მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისაგან არსებითი და მნიშვნელოვანი გადახრაა. იგი განსაკუთრებით ზედმიწევნით გაირჩა და მხილებულ იქნა პატრიარქების: ფოტისა და მიქაელ კერულარიოსის, აგრეთვე ფლორენციის კრების მონაწილე ეპისკოპოს მარკოზ ეფესელის მიერ. რომაული კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაში გადმოსულ ადამ ზერნიკავს (XVIII ს.) თხზულებაში „სულიწმიდის გამომავლობის შესახებ“ მოჰყავს ეკლესიის წმიდა მამათა ნაწერებიდან აღებული დაახლოებით ათასამდე მაგალითი, რომლებიც სულიწმიდის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების სასარგებლოდ მეტყველებს. ხელმძღვანელობს რა „მისიონერული მიზნებით“, რომის ეკლესია სადღეისოდ ხაზს აღარ უსვამს სულიწმიდაზე მართლმადიდებლურსა და კათოლიკურ სწავლებათა შორის განსხვავებას (უფრო ზუსტად - იმას, რაც მასში არსებითია). ზემოხსენებული მიზნითვე შეუნარჩუნა მან უნიატებსა და „აღმოსავლურ მოწესეობას“ მრწამსის ძველი მართლმადიდებლური ტექსტი (სიტყვის „და ძისაგან“ გარეშე). ეს ფანდი ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს რომი თავისსავე დოგმატზე უარს აცხადებდეს. იგი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მიანიშნებს რომის თვალთახედვაზე, რომლის თანახმადაც მართლმადიდებელი აღმოსავლეთის დოგმატური განვითარება გაქვავდა და ამ „ჩამორჩენილობას“ სიბრალულით უნდა მოპყრობა; რომ დასავლეთში განვითარებული სახით ჩამოყალიბებული დოგმატი (explicite - დოგმატთა განვითარების თეორიის მიხედვით) მართლმადიდებლურ დოგმატში დაფარულია და ჯერაც გამოუვლენელი (implicite). ოღონდ, შიდა გამოყენებისათვის განკუთვნილ ლათინურ დოგმატიკონში გვხვდება სრულიად ნათელი განმარტება, რომ მართლმადიდებლური დოგმატი სულიწმიდის გამომავლობაზე არის ერესი. ღვთისმეტყველების დოქტორ ა.სანდას მიერ შედგენილ, ოფიციალურად დამტკიცებულ ლათინურ დოგმატიკონში ვკითხულობთ: „მოწინააღმდეგენი (რომის ამ სწავლებისა) არიან ბერძენი სქიზმატიკოსები, რომლებიც ასწავლიან, რომ სულიწმიდა გამოდის მხოლოდ მამისაგან. ჯერ კიდევ 808 წელს აღუდგნენ წინ ბერძენი ბერები ლათინთა მიერ სიმბოლოში „Filioque“-ს შეტანას. ვისგან წამოვიდა ეს ერესი, უცნობია“9.

ლათინთა დოგმატი ეწინააღმდეგება წმიდა წერილს, წმიდა საერთო-საეკლესიო გადმოცემას და თვით ადგილობრივი რომის ეკლესიის უძველეს გადმოცემებსაც კი.

რომაელ ღვთისმეტყველებს დოგმატის დასაცავად მოჰყავთ წმიდა წერილიდან ის ადგილები, სადაც სულიწმიდას ეწოდება „ქრისტესი“, სადაც მას ძე ღვთისა წარმართავს და ამით ასკვნიან სულიწმიდის გამომავლობას ძისაგან. ყველაზე ხშირად რომაელი ღვთისმეტყველები იშველიებენ მაცხოვრის სიტყვებს სულიწმიდა - ნუგეშინისმცემლის შესახებ: „ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (ინ. 16,15), პავლე მოციქულის გამონათქვამებს: „გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულთა შინა ჩუენთა“ (გალ. 4,6) და „უკეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არ არს მისი“ (რომ. 8,9) და ციტატას იოანეს სახარებიდან: „შეჰბერა მათ და ჰრქუა, მიიღეთ სული წმიდაჲ“ (ინ. 20,22).

რომაელი ღვთისმეტყველები, აგრეთვე, პოულობენ ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებში ადგილებს, სადაც არცთუ იშვიათად ლაპარაკია სულიწმიდის გამოგზავნაზე „ძისა მიერ“, ზოგჯერ „ძისაგან მის გამომავლობაზეც“ კი.

მაგრამ ყოველგვარი მსჯელობა უძლურია შეცვალოს მაცხოვრის სავსებით გარკვეული სიტყვების აზრი: „ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს...“ (ინ. 15,26). ეკლესიის წმიდა მამები სიტყვებს - „ძისა მიერ“ ვერ მიანიჭებდნენ წმიდა წერილის შინაარსისაგან განსხვავებულ აზრობრივ დატვირთვას.

ამ შემთხვევაში რომაელი კათოლიკე ღვთისმეტყველები ორ დოგმატს ურევენ ერთმანეთში. ესენია: ჰიპოსტასების პიროვნული მყოფობის დოგმატი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული, მაგრამ გამორჩეული ერთარსობის დოგმატი. სულიწმიდა ერთარსია მამისა და ძისა და მაშასადამე იგი სულია მამისა და ძისა. ეს არის უდავო ქრისტიანული ჭეშმარიტება - ღმერთი ხომ ერთარსი და განუყოფელი სამებაა.

ამ აზრს ცხადად გამოხატავს ნეტარი ტეოდორიტე: „სულიწმიდაზე ამბობენ, რომ მას თავისი მყოფობა ძისაგან ან მისი მეშვეობით არ მიუღია. იგი მამისაგან გამოვალს და თანაარსია ძისა“10.

მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებებში ხშირად ვისმენთ უფალ იესო ქრისტესადმი აღვლენილ სიტყვებს: „განგვანათლენ, წარგვმართე და დაგვიცვენ ჩვენ სულითა შენითა წმიდითა“... თავისთავად მართლმადიდებლურია გამოთქმაც „სული მამისა და ძისა“. მაგრამ ეს გამოთქმები ერთარსობის დოგმატს განეკუთვნებიან და აუცილებელია იგი განვასხვაოთ შობისა და გამომავლობის დოგმატისგან, სადაც, წმიდა მამათა თქმით, მითითებულია ძისა და სულის მყოფობის მიზეზი. აღმოსავლეთის ყველა მამა აღიარებს, რომ ძისა და სულის ერთადერთი მიზეზი არის მამა (μόνος αϊτιος). ამიტომ, როდესაც ეკლესის ზოგი მასწავლებელი იყენებს გამოთქმას „ძისა მიერ“, ზუსტად ამით იცავს მამისაგან გამომავლობის დოგმატსა და დოგმატური ფორმულის - „მამისაგან გამოვალს“ შეუვალობას. წმიდა მამები ძის შესახებ ამბობენ „მიერ“, რათა სახელდება „ძე“ გაემიჯნოს „-გან“-ს, რომელიც მარტო მამას ეკუთვნის.

ამასთან, ზოგ წმიდა მამასთან მოყვანილლი გამოთქმა „ძისა მიერ“ უმეტესწილად სრულიად ცხადად განეკუთვნება სულიწმიდის სამყაროში გამოცხადებას ანუ ყოვლადწმიდა სამების განგებულებითს ქმედებებს და არა თავად ღმერთში ცხოვრებას. დასავლურ ღვთისმეტყველებაში სულიწმიდის დოგმატის დამახინჯების შემჩნევისთანავე იწყო აღმოსავლეთის ეკლესიამ მისი გაკიცხვა ამგვარი სიახლის შემოტანისათვის. სურდა რა დასავლელ ღვთისმეტყველთა დაცვა, წმ. მაქსიმე აღმსარებელი (VII ს.) მათ გასამართლებლად ამბობდა: თითქოს სიტყვა „ძისაგან“ გამოყენებით ისინი ცდილობდნენ, ეჩვენებინათ არა სულიწმიდის მყოფობა ძისაგან, არამედ ის, რომ სულიწმიდას „ძისაგან იღებენ ქმნილებები, იგი ძის მიერ ცხადდება და წარიგზავნება“. თვითონ ღირსი მაქსიმე აღმსარებელი მკაცრად იცავდა აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლებას მამისაგან სულიწმიდის გამომავლობაზე და ამ დოგმატს ცალკე ტრაქტატიც მიუძღვნა.

ძე ღვთისას მიერ სულიწმიდის განგებულებითს გარდამოვლენაზე ლაპარაკია შემდეგ ფრაზაში: „რომელი მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ“ (ინ. 15,26). ჩვენ ასეც ვლოცულობთ: „უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოციქულთა შენთა გარდამოვლინე და განანათლენ იგინი, მას, სახიერო, ნუ მიმიღებ ჩემგან, არამედ განმიახლე მვედრებელსა შენსა“.

„გამომავლობისა“ და „გარდამოვლენის“ შესახებ წმიდა წერილის ტექსტების აღრევით რომაელმა ღვთისმეტყველებმა განგებულებითი ურთიერთობების ცნება ყოვლადწმიდა სამების პირთა ურთიერთმყოფობის შუაგულ სიღრმეებში გადაიტანეს.

ახალი დოგმატის შემოტანით რომის ეკლესიამ, გარდა დოგმატური მხარისა, დაარღვია III და IV-VII მსოფლიო კრების დადგენილებანი, რომლებიც კრძალავს ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოში ნებისმიერი ცვლილების შეტანას მას შემდგომ, რაც II მსოფლიო კრებამ იგი საბოლოოდ ჩამოაყალიბა. მაშასადამე, დასავლეთის ეკლესიამ უხეშად დაარღვია კანონიკური სამართალი.

რომაელი ღვთისმეტყველები ცდილობენ შთაგვაგონონ: თითქოს სულიწმიდაზე რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებლური სწავლებანი მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ პირველი ქადაგებს გამომავლობას „და ძისაგან“, მეორე კი „ძისა მიერ“. ამგვარი მტკიცებანი შეფარულ გაუგებრობას მაინც შეიცავს (თუმცა ხანდახან ჩვენი საეკლესიო მწერლებიც აძლევენ თავს ნებას, კათოლიკეთა მიბაძვით გაიმეორონ ეს აზრი): გამოთქმა „ძისა მიერ“ საერთოდ არ შედის მართლმადიდებლურ დოგმატებში და ზოგი წმიდა მამა ყოვლადწმიდა სამების შესახებ სწავლებაში მას მხოლოდ ახსნის საშუალებად თუ იყენებს. მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომაულ-კათოლიკურ სწავლებათა შინაარსი არსობრივად განსხვავებულია.

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 6 2009, 08:24 PM

afxazi

Мы исповедуем с верностью и благочестием, что Святой Дух вечно исходит от Отца и Сына не как от двух начал, но как от одного начала (იგივეა რაც ძისა მიერ), не как от двух дуновений (spiratio), но как от одного-единственного дуновения. Именно это святая Римская Церковь, мать и наставница всех верных, всегда исповедовала, проповедовала и учила; это содержится в истинном и непреложном учении правоверных Отцов и Учителей, и греческих и латинских. Но поскольку некоторые, пренебрегая этой неоспоримой истиной, которую мы уже заявили, впали в различные заблуждения, то Мы, желая преградить путь такого рода заблуждениям, осуждаем и опровергаем, с одобрения Святого Собора, тех, кто отважится отрицать, что Дух Святой вечно исходит (procedit) от Отца и Сына, или кто дерзнет утверждать, что Святой Дух исходит от Отца и Сына как от двух начал, а не как от одного.

ВТОРОЙ ЛИОНСКИЙ СОБОР
КОНСТИТУЦИЯ О СВЯТОЙ ТРОИЦЕ
И КАТОЛИЧЕСКОЙ ВЕРЕ

(17 июля 1274 г.)

БУЛЛА ПАПЫ ЕВГЕНИЯ IV
"LAETENTUR COELI"

Мы исповедуем с верностью и благочестием, что Святой Дух вечно исходит от Отца и Сына не как от двух начал, но как от одного начала, не как от двух дуновений (spiratio), но как от одного-единственного дуновения. Именно это святая Римская Церковь, мать и наставница всех верных, всегда исповедовала, проповедовала и учила; это содержится в истинном и непреложном учении правоверных Отцов и Учителей, и греческих и латинских. Но поскольку некоторые, пренебрегая этой неоспоримой истиной, которую мы уже заявили, впали в различные заблуждения, то Мы, желая преградить путь такого рода заблуждениям, осуждаем и опровергаем, с одобрения Святого Собора, тех, кто отважится отрицать, что Дух Святой вечно исходит (procedit) от Отца и Сына, или кто дерзнет утверждать, что Святой Дух исходит от Отца и Сына как от двух начал, а не как от одного.

პომაზანსკის არ ვენდობი, აბსოლუტურად. ის არ არის არავითარი ავტორიტეტი, მასზე არ უსაუბრია კრებას. ზოგადად, მე მიჭირს ვუწოდო უპირობოდ მართლმადიდებლური იმას, რაც არ არის კრებაზე გაფორმებული (არ არსებობს უცდომელობის არავითარი გარანტი)

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 6 2009, 08:38 PM

ავგუსტინე

ციტატა
ზოგადად, მე მიჭირს ვუწოდო უპირობოდ მართლმადიდებლური იმას, რაც არ არის კრებაზე გაფორმებული (არ არსებობს უცდომელობის არავითარი გარანტი)

რა არ არის ლევან გაფორმებული? მე მგონი კრებამ განსაზღვრა სამების პირთა ჰიპოსტასური თვისებები და დაადგინა რომ სულიწმინდა მამისაგან გამოვალს.

თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში გაკრულ მრწამსს სპეციალურად დავაკვირდი და აშკარად წერია, რომ მამისაგან და ძისაგან გამოვალს, რაც უეჭვოა რომ სულიწმინდის გამოვალობას მამისგანაც და ძისგანაც უშვებს, მაშინ ეწერებოდა მამისაგან ძის მიერ. მაგრამ წერია ძისაგან გამოვალს.

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 6 2009, 09:00 PM

afxazi

ტერმინოლოგიური აღრევაა დავით smile.gif smile.gif smile.gif ერთ საწყისს არ აღიარებენ, მანდ გიდევს უშუალოდ დადგენილებანი, ცოტა ზევით კი იოანე-პავლე მეორის ბულა. პომაზანსკის პათოსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: May 6 2009, 09:12 PM

აფხაზი,

რელიგიები ღმერთზე სხვადასხვა რამეს ასწავლიან. მთავარი ხომ ისაა, ბიბლია რას ასწავლის?
კაი ამასაც გავანებოთ თავი. შენ ამბობ რომ კათოლიკები ცდებიან და მართლმადიდებლები (ტერმინოლოდიურად ან თუნდაც საერთოდაც) განმარტავენ სამების დოგმებს უკეთესად?

თუ მამაც, ძეც და წმინდა სულიც, ანუ სამივე ერთ ღმერთს წარმოადგენენ, და სამივე პიროვნება (პირი) თანაბარნი არიან ერთმანეთთან, არც ერთი უპირატესობს და არც მეორე და არც მესამე, (სხვა შემთხვევაში არ ყოფილან თანასწორნი და აღარ გამოდის სამება) რატომ არის მხოლოდ მამა ერთადერთი მიზეზი სულიწმინდის გამომავლობისა???

თუ მამა და ძე ერთი არსია, და თანასწორი და თანატოლი, მაშინ ძეც ზუსტად ანალოგიურ თვისებებს უნდა ფლობდეს. მე ასე მესმის. არ გეკამათებით.. უბრალოდ ლოგიკაა ელემენტარული და საჭიროდ ჩავთვალე ამის თქმა. სამებას თუ მივიღებდი, ალბათ ისე მივიღებდი როგორც კათოლიკები განმარტავენ... მაპატიეთ თუ შემოგეჭერით.

მოყვასი.

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 6 2009, 09:23 PM

ძალიან გთხოვთ, ნუ ჩაერევით იმ თემაში, რომელიც არ გეხებათ. ორი სამოციქულო საყდარი, თავად მიხედავს თავიანთ საქმეს!




პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 6 2009, 09:24 PM

მოყვასი
ნუ ჩაერევი ძალიან გთხოვ. ეს შენი აგსარკვევი საკითხია რაა.

პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: May 6 2009, 09:25 PM

ციტატა
ნუ ჩაერევი ძალიან გთხოვ. ეს შენი აგსარკვევი საკითხია რაა.


2kiss.gif

როგორ მიხარია, როდესაც თუნდაც ასე განვიცდით ერთიანობას kiss1.gif

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: May 6 2009, 09:34 PM

ციტატა(მოყვასი @ May 6 2009, 10:12 PM) *

აფხაზი,

რელიგიები ღმერთზე სხვადასხვა რამეს ასწავლიან. მთავარი ხომ ისაა, ბიბლია რას ასწავლის?
კაი ამასაც გავანებოთ თავი. შენ ამბობ რომ კათოლიკები ცდებიან და მართლმადიდებლები (ტერმინოლოდიურად ან თუნდაც საერთოდაც) განმარტავენ სამების დოგმებს უკეთესად?

თუ მამაც, ძეც და წმინდა სულიც, ანუ სამივე ერთ ღმერთს წარმოადგენენ, და სამივე პიროვნება (პირი) თანაბარნი არიან ერთმანეთთან, არც ერთი უპირატესობს და არც მეორე და არც მესამე, (სხვა შემთხვევაში არ ყოფილან თანასწორნი და აღარ გამოდის სამება) რატომ არის მხოლოდ მამა ერთადერთი მიზეზი სულიწმინდის გამომავლობისა???

თუ მამა და ძე ერთი არსია, და თანასწორი და თანატოლი, მაშინ ძეც ზუსტად ანალოგიურ თვისებებს უნდა ფლობდეს. მე ასე მესმის. არ გეკამათებით.. უბრალოდ ლოგიკაა ელემენტარული და საჭიროდ ჩავთვალე ამის თქმა. სამებას თუ მივიღებდი, ალბათ ისე მივიღებდი როგორც კათოლიკები განმარტავენ... მაპატიეთ თუ შემოგეჭერით.

მოყვასი.



afxazi
ავგუსტინე

პატიება მოვითხოვე წინა პოსტში თუ ისე გამომივიდა რომ ორ ადამიანს შორის საუბარში შემოვიჭერითქო.

უბრალოდ პასუხი მინდოდა მომესმინა ჩემს შეკითხვაზე სხვა არაფერი. რა დამოკიდებულებაა ეგ, შენი გასარჩევი არაა?!! ანუ გადი აქედანო რაა.. მემგონი, არავის აქვს უფლება, მიისაკუთროს ღმერთი ან ღმერთზე საუბრის უფლება.

საუბარში შემოჭრაზე, დავწერე მაპატიეთ მეთქი და ასეთი უხეშობა რა საჭირო იყო..

ისაუბრეთ, ხელის შეშლა არც მიფიქრია;

აფხაზი, ჩემს შეკითხვაზე თუ გასცემ პასუხს მადლობელი ვიქნები.

პ.ს.
ისე კი, ჩემი პოსტი რატომ წაშალე ზემოთ მაინც ვერ მივხვდი. unsure.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:11 PM

"1014 წელს პაპმა ბენდიქტე VIII-მ ფილიოქუე დასავლურ მრწამსს დაუმატა და ამით ეკლესიების გაყოფა დააჩქარა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)