თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Jul 25 2006, 08:06 PM

ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი


ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე


სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი


სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.
წმ. პიმენი დიდი

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 11 2006, 09:36 PM

ულამაზესი სიტყვებია, მადლობა უფალს რომ არსებობდნენ ასეთი ადამიანები smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 16 2006, 09:17 PM

მე ძაან მიყვარს სოლომონ ბრძენის ეს სიტყვები ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა rolleyes.gif rolleyes.gif

ძაან არ მიყვარს ეს სიტყვები ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის mad.gif mad.gif :angry:

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 17 2006, 04:02 PM

წმინდა ეპისკოპოსი ტიხონ ვორონეჟელი

რად გამიუცხოვდი, ადამიანო?


მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;

მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;

მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;

მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;

მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;

მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;

მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;

მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;

და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.



- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?

- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?

- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?

- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!

- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!

- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!

- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!

- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!

- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!

- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!

- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!

- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!

- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!

- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!

- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!

- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!

- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;

- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;

- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;

- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;

- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?

- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?

- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?

- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?

- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?

- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;

- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.

- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?

- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?

- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?

- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?

- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.

- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.

- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?

- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?

- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?

- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?

- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?

- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.

- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.

- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.

- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.

- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.

- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.

- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?

- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?

- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?

- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.

- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.

პოსტის ავტორი: Irine თარიღი: Aug 23 2006, 04:23 PM

"იმის გამო, რონ ადამიანია, თითოეულმა უნდა გააკეთოს არჩევანი ღმერთსა და თვითნებობას შორის. სინამდვილეში არჩევანი უკვე გაკეთებულია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ავირჩიეთ. ამით ჩვენში ვხედავთ, თუ რომელი სამეფოა ჩვენთვის ახლობელი- ღვთის თუ თვითნებობის"
.....როცა ქრისტიანი გავხდი, საკუთარი განსჯა ნებაყიფლობით ვაცლი ჯვარს. მის შემდეგ ნებისმიერი ჯვარი, რომელიც მიტარებია, ჩემთვის მხოლოდ სიხარულის წყარო იყო. მე არაფერი დამიკარგავს, პირიქით, ყველაფერი შევიძინე."
მამა სერაფიმე როუზი

პოსტის ავტორი: eka-ekaterine თარიღი: Aug 24 2006, 07:59 PM

სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: ninucia თარიღი: Aug 29 2006, 11:30 PM

"თავმდაბალ კაცს არ ახსოვს სხვათა მიერ მისთვის მიყენებული წყენა და იგი არ განიკითხავს შემცოდეს. ამგვარად, იგი სამი საშუალებით მიიღებს ცოდვათა მოტევებას: როგორც სხვათა არაგანმკითხველი- იგი არ განიკითხება. როგორც თავმდაბალი-განმართლდება, და როგორც მიმტევებელი, ცოდვათა მიტევებას მიიღებს."

წმინდა ათანასე ალექსანრული

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 1 2006, 07:32 PM

mnate

თამამად შემიძლია გითხრა, რომ მაგან აშაკარად შემცვალა smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Sep 1 2006, 08:27 PM

ციტატა
mnate

თამამად შემიძლია გითხრა, რომ მაგან აშაკარად შემცვალა


მიხარია smile.gif ეს სიტყვები თავის დროზე მეც დამეხმარა smile.gif

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 13 2006, 01:24 PM

თუკი ყოველგვარი სხვა ვნების გარეშე - მხოლოდ ამპარტავნების გამო ეშმაკი ზეციდან ძირს ჩამოვარდა, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?

თუკი რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არა და - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოემადლა.

რომელი სათნოებაც გაონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი.

გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმიდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს- ამპარტავნებას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.

წმ.იოანე სინელი კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 15 2006, 08:27 PM

სიმდაბლეს თვით სიტყვა ღმერთი გვასწავლის - ყოველთა კაცთა მაცხოვნებელი, ჩვენი ხსნისათვის განკაცებული და დამდაბლებული. რაოდენ დიდებული სათნოებაა სიმდაბლე, რომ იგი, ვის დიდებულებასაც საზღვარი არა აქვს, უკიდურეს დამდაბლებამდე - ჯვარზე სიკვდილამდე მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებისათვის სიმდაბლე ესწავლებინა! როგორც ეშმაკის ამპარტავნება იყო ჩვენი ცოდვის დასაბამი; ასევე აუცილებელია, რომ ჩვენი გამოსყიდვის იარაღი იყოს თავად უფლის სიმდაბლე.

ილია კრიტელი


პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 12 2006, 01:47 PM

როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი მღელვაარების დროს ვლინდება ხოლმელ ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.

წმიდა ანტონი დიდი


ამპარტავნების მიზეზით თავის ზეციურ ხარისხს მოკლებული და დაცემული ეშმაკი განუწყვეტლივ ამძაფრებს ძალისხმევას იმ ადამიანთა დასაღუპად, რომელთაც მთელის არსებით მოსურვებიათ უფალს მიეახლონ, და ამას იმისავე საშუალებით აკეთებს, რითაც თვითონ დაეცა. – ანუ ამპარტავნებითა და ამაო დიდების მოყვარებით. ამითვე გვებრძვიან დემონები, რომლებიც ჩვენს სულებში ამპარტავნების გაღვივებით და სხვა მზაკვარებათა გზით ცდილობენ ღმერთს მოგვაშორონ. გარდა ამისა, სხვა ხერხსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ: იციან რა, რომ ძმისა და მოყვასის მოყვარულ ადამიანს, უპირველეს ყოვლილსა, ღმერთი უყვარს, ბოროტი სულები ერთმანეთისადმი სიძულვილსშთაგვიდებენ გულში და ხშირად იქამდეც კი მიდიან თავის ამ მზაკვარებაში და იმდენს აღწევენ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დასანახადაც კი სძაგს თავისი მოყვასი და სულიერი ძმა, ანდა ორიოდ სიტყვის თქმაც არ სურს მის შესაწევნად. მრავალს, ნამდვილად ღირსეულ და დიდ მამას უღვაწია სათნოებისათვის და მრავალნი ღირსეულნივე დამაშვრალან კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ბოლოს, თავიანთი უგულისხმობით თავი დაუღუპიათ. და სულაც არ იქნება საკვირველი, რომელიმე ჩვენგანსაც რომ დაემართოს იგივე, როცა, ვთქვათ, შრომათაგან დავცხრებით და ვიფიქრებთ, რა ბევრი ქველის საქმე მოგვიმოქმედია სათნოებით აღვსილთო. და აი, თუკი ასეთი საქმე გვეწევა, ვუწყოდეთ, რომ ეშმაკის ამ სნეულებაში ვართ შთავარდნილი – ცუდად განვიდიდებთ თავს და ამპარტავნებას დამონებულნი ვგონებთ, უფალს მივახლებივართ და მის ნათელში ვჰგიებთო. სინამდვილეში კი, თურმე წყვდიადითა ვართ მოცული და განა სხვამ რამ აიძულა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან სერობის დასასრულს აღმდგარიყო, “დაედვა სამოსელი თვისი, ...მოერტყა არდაგი, ...წყალი შთაესხა საბანელსა და ეწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა” (იოანე 13,4). თუ არ იმ განზრახვამ, რომ სიმდაბლის მაგალითი მოეცა ჩვენთვის?! დიახ, სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე, და გვითხრა, რომ ვისაც სურს ღვთაებრივ სიმაღლეთ ეწიოს და პირველთა შორის იყოს შერაცხილი ღმრთის მიერ, სხვაგვარად ვერ მიაღწევს საწადელს, თუ არ მხოლოდ სიმდაბლით. აკი თავდაპირველადაც ამპარტავნების გამოისობით გარდამოცვივდნენ ზეცით ანგელოზნი – ნათლის სულებიდან ბნელ, ბოროტ სულებად ქცეული ზეციური არსებანი! ამრიგად, თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.

წმიდა ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Oct 13 2006, 08:27 PM

ციტატა
სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე


Solomonia - უღრმესი მადლობა, smile.gif
თქვენს მიერ განთავსებული მასალები დამატებით კომენტარებს არ საჭიროებენ და დიდ საქმეს, მართლმადიდებლობის და ჩვენი ზნეობის უმთავრესი ფუნდამენტის განმტკიცებას ემსახურებიან!

უფალმა გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 17 2006, 08:46 PM

ციტატა(Georg @ Oct 13 2006, 09:27 PM) *

Solomonia - უღრმესი მადლობა, smile.gif
თქვენს მიერ განთავსებული მასალები დამატებით კომენტარებს არ საჭიროებენ და დიდ საქმეს, მართლმადიდებლობის და ჩვენი ზნეობის უმთავრესი ფუნდამენტის განმტკიცებას ემსახურებიან!

უფალმა გაგაძლიეროთ!



მადლობელი ვარ. სხვებიც თუ განათავსებენ მასალებს, ვფიქრობ, უფრო საინტერესო იქნება.



უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი დამდაბლებით თავისი ღვთაებრიობისა, ადამიანური ბუნებით დაჰფარა თავისი ღმრთეება. ასე რომ, ყველანი მას როგორც ადამიანს, ისე აღიქვამდნენ, სინამდვილეში კი იგი არამხოლოდ ადამიანი იყო, არამედ განკაცებული ღმერთი, როგორადაც წმიდა სახარებაში სწერია: “ და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის”-ო (იოანე, 1, 14). მაგრამ ამ განკაცებით უფალი არ მოჰკლებია თავის ღმრთეებას და უამღმრთეებოდ არასდროს არ დარჩენილა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისა და ვნების ჟამს, რაც აუცილებელი იყო ჩვენი, ცოდვილი და მოკვდავი ადამიანების ხსნისათვის.

თუკი თქვენ ყოველივეში მოთმინე იქნებით, მორჩილნი და დამჯერნი თქვენი სულიერი მამებისა, მაშინ უფალი მშვენიერ საზღაურს მოგაგებთ. სიმდაბლე და მორჩილება ის ღვაწლია, რომელიც უპირველეს ყოვლისა იქნება მოხსენიებული უფლის წინაშე, ვინც თავის სულიერ მამას ემორჩილება, იგი ამით უფალს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს, ხოლო უფლის ყველა მორჩილი ამქვეყნად თავის სულიერ მოძღვარსაც დაემორჩილება.

წმიდა ანტონი დიდი

უფალი ჩვენი იესო ქრისტე, უდიდესი თანალმობით აღძრული ჩვენი სულებისადმი, ასე გვეუბნება თავის წმიდა სახარებაში:”ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილსა გეტყოდიან თქვენ კაცნი, რამეთუ ეგრეთვე უყოფდეს ცრუ-წინასწარმეტყველთა მამანი მათნი”-ო (ლუკა 6, 26), და კიდევ: ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქვენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმრთისა არა ეძეიბთ”-ო (იოანე 5, 44). მაშ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ისე ვიღვაწოთ, რომ არ დავემონოთ ცუდად განდიდებას თავისას და მოვიკვეთოთ უბოროტესი განშტოებანი ამპარტავნებისა, რათა მათს გამო არ დავიღუპოთ. განიშორეთ, ძმანო, თავისგან სული ამპარტავნებისა, რადგანაც მისი მიზეზით მრავალნი დაღუპულან! ამპარტავნება, ცუდმედიდობა ხშირად სხვადასხვა ღვაწლისთვისაც კი აღძრავს ადამიანს – მარხვისთვის, ლოცვისთვის, მღვიძარებისთვის, მოწყალებისა და სხვა კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ყოველივე ეს ადამიანთა დასანახად კეთდება ხოლმე, რათა კაცთაგან განიდიდოს ამპარტავანი სული, და ამით საბოლოოდ სირცხვილიულ და გაციცხულ იქნას ღმერთის მიერ. ნუ ვეცდებით საკუთარ თავში რაიმე დიადი წარმოვაჩინოთ, რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული სხვათაგან, რათა გამოვირჩეთ და მოძმეთ აღვემატოთ! რადგან თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება დავიღუპოთ ამპარტავნების მრავალრიცხოვან განშტოებაში გახლართულნი – დიდების მოყვარების დემონთა რიცხვი ხომ მეტისმეტად დიდია! მაშ, უფრო დიდის გულმოდგინებით ვისწრაფოთ წმიდანთა დიდების და მათებრი სულიერი სიგლახაკის მოსაპოვებლად, რაც სათნო-ეყოფა ღმერთს, რათა ჩვენზეც იყოს ნათქვამი ის საამური სიტყვები მაცხოვარისა: “ ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი”-ო. (მათ.5,3).

წმიდა ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 18 2006, 10:22 PM

სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი – ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: “ იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი” (ფს. 24,18).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

“ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათ. 11,29).სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს.

წმ.მაქსიმე აღმსარებელი

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Nov 14 2006, 12:42 PM

ერის დანგრევა და გათახსირება იწყება იქიდამ როცა ერი ივიწყებს საკუთარ ისტორიას


წმ. ილია მარტალი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 14 2006, 09:53 PM

ამონარიდი მამა თეოდორეს ერთ-ერთი ინტერვიუდან:

"სიმდაბლე - უპირატესი სათნოებაა სათნოებათა შორის. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ უფალს - უკვდავებით, შემოქმედების უნარით და ა.შ. მაგრამ არ ვგავართ მთავარით - სიმდაბლით. მისი მოპოვება ყველაზე რთულია ადამიანისათვის. ღვთისმშობელი კი სწორედ აქ აღწევს გამარჯვებას. სიმდაბლით აჯობა დედა ღვთისამ ყველას. და მისი სიდიადე, სიმდაბლიდან გამომდინარე, იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ გახდა ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაბიმებზე უზესთაესი, აღმატებული თვით ზეციურ ანგელოზებზეც კი. სიმდაბლეა ის უდიდესი გმირობა, რომელიც მან ჩაიდინა."

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 20 2006, 03:23 PM

"ადამიანი თუკი გამოიძიებს, მიხვდება რომ ამაო და მდაბალია კაცობრივი სიბრძნე" წმ.ბასილი დიდი

" კაცთა შორის ფილოსოფოსობა დიდად ითვლება, მაგრამ მისი სიმაღლე ამაო, არაჭეშმარიტი და არარაობაა, თუკი ადამიანის მიერ არის შეთხზული და საღმრთო სიბრძნეს არ ერთვის." წმ.ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 22 2006, 05:21 PM

სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
"უხილავი ბრძოლა"

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 25 2006, 05:38 PM

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 27 2006, 08:24 PM

გსურს დიდი შეიქნა? - მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი.

დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩნეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.

წმიდა ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2006, 12:22 PM

"მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა."

ილია II

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 1 2006, 06:26 PM

თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებას ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა ჩვენს საქმესა და ღვაწლს - უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ ღვთის დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნო-საყოფად მოვიმოქმედებთ.

წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 12 2006, 03:28 PM

ვისაც ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, ის ზემოდან კი არ მიუმარჯვებს ბერკეტს, არამედ ქვემოდან შეეჭიდება წელში მოხრილი, - აი, ეს უნდა გვქონდეს სახედ და მაგალითად თავმდაბლობისათვის.

ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე, უმალ ქვე დაენარცხება.

ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

გსურს დიდი შეიქმნა? მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი.

ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით განცხადდებოდეს.

წმიდა ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: kaxa-beri თარიღი: Dec 12 2006, 03:29 PM

მადლობა ამ საიტის შემქმნელებს და იდეის ავტორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირედითაც ეხმარება ამ იდეის განხორციელებას wink.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 12 2006, 09:36 PM

არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია - მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპიროსპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია - თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათს კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.

წმიდა გრიგოლ სინაელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 6 2007, 04:45 PM

გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადა იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.

თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.

წმიდა მაკარი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2007, 01:38 PM

"მდუმარების მოყვარული ღმერთს უახლოვდება და იდუმალად მასთან მოსაუბრე იკურთხება მისგან."

წმ. იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 25 2007, 01:10 AM

ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2007, 04:02 PM

"ღმერთს უყვარს ადამიანი და და უხარია მასთან ლაპარაკი, მაგრამ ამისათვის დიდი სიმდაბლეა საჭირო."

მამა გიორგი (ბასილაძე)

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: May 6 2007, 04:44 PM

ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
წმიდა ტიხონ ზადონელი


თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.
წმიდა ბასილი დიდი

ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? მათ უპასუხეს: ჩვენ არ ვჭამთ და ვსვამთ. ღამისთევით? პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არ გვძინავს. უდაბნოში განდგომით? პასუხი: ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ. მაშ, რითი უნდა განიდევნოთ? ეშმაკებმა უპასუხეს: ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს.
ამბა მოსე



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 05:34 PM

ერთხელ ვიღაც ბერს სთხოვეს მიეცა გარკვეული განმარტება თავმდაბლობაზე. მან უპასუხა: "ესაა აპატიო ძმას შეცოდება, მანამ, სანამ ის გთხოვს პატიებას." ძმამ ჰკითხა ბერს: "რა არის თავმდაბლობა?" მან უპასუხა: "გაუკეთო კეთილი იმას, ვინც შენ ბოროტებას გიკეთებს." ძმა შეეპასუხა: "მაგრამ თუ ვინმე არ არის ამის შემძლებელი, მაშინ რა უნდა ქნას?" ბერმა უპასუხა: "გაექცეს მასზედ მოსულ წყენას და გაჩუმდეს."

თქმული მეუდაბნოე მამების მიერ

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 12 2007, 01:24 PM

ამპარტავნება წყალქვეშა ქვაა, რომელზეც ხშირად იმტვრეოდნენ ისინი, რომლებიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა და სხვადასხვა განსაცდელთა ქარიშხლებს.
წმიდა იოანე ოქროპირი

უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის.
წმიდა ისააკ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2007, 12:17 PM

"და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან."

რიცხვნი 12, 3

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 21 2007, 12:11 PM

უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს.
წმიდა დიმიტრი როსტოველი

რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო!

თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა.

ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: zaza zarqua თარიღი: Jul 19 2007, 09:51 AM

თავვმდაბალმა თვისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას: "სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოთ შობს თავის დედას ქედმაღლობას"


[b]ღირსი ბარსანოფი დიდი

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Jul 19 2007, 11:56 AM

... როგორც ტრფიალმა, ისე მისდიე სიმდაბლეს. შეიყვარე იგი, რათა განგადიდოს შენ. ამ გზით ჭეშმარიტად ღვთისმიერ დიდებაში მოხვდები. მცირედ მაინც ემსგავსე მის სიმდაბლეს, რომელმაც თქვა: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულით და ჰპოვოტ განსუენებაჲ სულთა თქვენთაჲ“ (მათე 11, 29), „რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

წმინდა დიდი ბასილი

პოსტის ავტორი: seminaristi თარიღი: Jul 19 2007, 02:59 PM

ციტატა(zaza zarqua @ Jul 19 2007, 10:51 AM) *

თავვმდაბალმა თვისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას: "სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოთ შობს თავის დედას ქედმაღლობას"
[b]ღირსი ბარსანოფი დიდი


დიახ,ასეა!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 12:52 PM

"იყავი თუნდაც ცოდვილი, მაგრამ მდაბალი - და მშვიდად იქნები. მდაბალთ კი უფალი მოხედავს".

/ღირსი ანატოლი ოპტელი/


"თვითონ სახე კაცისა, რომელიც ღვთისთვის შრომობს, გამოხატავს მის სულიერ წარმატებას".

"სიცოცხლეში რა გრძნობასაც დანერგავს კაცი თავის სულში, იმითვე გადავა საუკუნო ცხოვრებაში".

/ღირსი ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 01:45 PM

"სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ მრავალი კეთილი საქმე, მეორე მხარეს კი მდუმარება, მას მდუმარება გადასწონის".

/წმ. ისააკ ასური/

"მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩუმად ყოფნა დანაშაულიც კია"


"სიმდიდრეს არ შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. სიხარული მხოლოდ უფალშია. თუ ადამიანი ღვთისგან შორს არის,მაშინ ის ჭეშმარიტი ბედნიერებისგანაც შორსაა."

/წმ. ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:04 PM

"ყოველ სულს, რომელსაც ახალი ცხოვრება, ქრისტესი ცხოვრება სურს, სოფელი სდევნის, შიგნითაც საშინელი ბრძოლა აქვს მტრებთან.

ეს განსაცდელი გარდუვალია, მაცხოვარი ამბობს:

"უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნიდნენ", - მაგრამ გვანუგეშებს: "უკეთუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, თქვენიცა დაიმარხნენ (იოანე 15,20)"

/წმ. ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:15 PM

(წმ. ნექტარიოს ტიხონოვი) გარეგნულ მუშაკობაზე ამბობდა:

გარეგანი თქვენ გეკუთვნით, შინაგანი კი ღვთის მადლს.

ამიტომაც იმუშაკეთ, იმუშაკეთ გარეგნულად, როცა მასში ყველაფერი გამოსწორდება, მაშინ შინაგანიც აღშენდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:28 PM

"მამა ნექტარიოსი (ტიხონოვი) ფიქრისას ყურადღებას ასწავლიდა:

"შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება. იფიქრო - ნიშნავს, რომ ფიქრებში უმიზნოდ შესცუროთ.

თავი ანებეთ ფიქრსა და იწყეთ აზროვნება. ნაპოლეონი ფიქრობდა, კუტუზოვი კი აზროვნებდა.

აზროვნება ფიქრზე აღმარებულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2015, 08:05 PM

"წმინდა ანტონი დიდი სიმდაბლის მოხვეჭის ასეთ გზას გვასწავლის:

"სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: "მაპატიე" და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რამე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს, გაითქვა სახელი შენი კეთილი საქმის გამო.

ნუ მიაგებ ბოროტებას ბოროტებით, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით. თუკი განსაცდელი გაქვს ან ვინმე შეურაცხგყოფს, იცოდე, ამით თავად უფალი გამდაბლებს, რადგან ხედავს, რომ თავის დასამდაბლებლად არ იღვწი... იყავი ბრძენი და მდუმარებით დაადუმე ავის მთქმელი ბაგენი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2015, 09:56 PM

"თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2015, 02:14 PM

"ამპარტავნების საფუძველი - ურჩობაა. ამიტომაც ეს სენი მორჩილებით უნდა განიკურნოს"

/წმ. სვინკლიტიკია ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2015, 02:39 PM

“უფალმაც ხომ იგივე იწვნია: - სამარიტელადაც იხსენიებდნენ და ეშმაკეულადაც, მან კი ესოდენი შეურაცხყოფა და გვემა დაითმინა, ასე რომ, მისი დიდ სიმდაბლეს უნდა ვბაძავდეთ“

/წმ. სვინკლიტიკია ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2015, 09:15 PM

"ყოველგვარი სათნოება ჩვენთვის მომხიბვლელი და ამაღლებული ხდება მხოლოდ ძალისხმევისა და თავგანწირვის შემთხვევაში"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 09:52 PM

"შეგიძლია დამდაბლდე - ესე იგი შეგიძლია მიჰბაძო იესო ქრისტეს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 04:24 PM

"არ გადაამეტოთ თავი არავის!"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:10 PM

"თავმდაბლობა ეს გახლავთ ქრისტეს შეგრძნება გულში. ვინც იცის რა არის თავმდაბლობა, ის ვერ აღწერს ამ სიტყვას, მაგრამ ვინც არ იცის, იმდენს ლაპარაკობს მასზე, თავად თავმდაბალსაც შეაშინებს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2015, 07:10 PM

"რამდენადაც ქედმაღალს ქება უარესად აამპარტავნებს, იმდენად ხარობს მდაბალი, როდესაც შეურაცხყოფენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 09:24 PM

"საკუთარ თავში ვეძებოთ ის, რითაც ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე "უკანასკნელ" ადამიანზე ვართ უარესნი, რაც გარდაუვლად გვაზიარებს ღვთაებრივ სიმშვიდეს და ამქვყნავდე გაგვხდის სამოთხის სიტკობების გემოს მხილველებს"

/ხათუნა საგინაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 05:51 PM

"მამა პაისის [ათონელი] სიტყვა "სიმდაბლეც" განსაკუთრებით უყვარდა და საუბრისას ხშირად იყენებდა. მაგალითად: "სინათლე ცოტათი დაამდაბლე; "მდაბალი სკამი", "ეს ხე ცოტათი უნდა დავამდაბლოთ (ანუ გავსხლათ)" და სხვა.

არც იმის აღიარება უჭირდა, როცა ცდებოდა. თავის საზომი იცოდა. თავს არ იტყუებდა იმით, თითქოს ყველა შეკითხვის პასუხი სცოდნოდა. თუ ხალხი მას სპეციალურ, საეკლესიო, კანონიკურ ანდა სამეცნიერო კითხებს უსვამდა, მათ კომპეტენტურ ადამიანებთან გზავნიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 08:53 PM

"ზეცაში ერისკაცული აღმართით კი არ ადიან, არამედ სულიერი თავდაღმართით, ანუ თავმდაბლობით ეშვებიან"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:18 PM

"პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება სიმდაბლესა და სიყვარულს, შემდგომ - მღვიძარებასა და მარხვას"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:13 PM

"მშვიდობა არის მადლის ნაყოფი. ის თავმდაბალთა და წმინდათა გულებში განისვენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:33 PM

"ღმერთი უსამართლოდ არავის ექცევა. ირგვლივ მიმოფანტავს თავის სიყვარულს. ოღონდ ჩვენში იყოს თავმდაბლობა, ღვთის მადლს ხომ სწორედ ის მიიზიდავს. ვფიქრობ: რამდენად სულელია კაცი, როცა მას ღვთის მადლი აქვს და მას ფუჭ, ამაო საგნებზე ხარჯავს, მას შეუძლია ადამიანებს ასე ძლიერად და უმაღლესი ხარისხით დაეხმაროს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:10 PM

"ოდეს დაბლობზე დგახარ, მწვერვალისაკენ ნუ გაგირბის მზერა, ხოლო მწვერვალზე ასული ქვემოთ ნუ გადმოიხედავ, რომ ფეხი არ დაგისხლტეს და მთაც გვერდზე არ დაგრჩეს და ბარიც".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2015, 09:30 PM

"მოძალადე ამპარტვნობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 10:51 PM

„მწყემსობას ერჩივნა დამწყსილიყო“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 10:38 PM

✞ მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში ✞

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 03:07 PM

"ყოველ დილით ღმერთი სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, ხოლო როცა თავმდაბალ ადამიანს ხედავს, მას ორივე ხელით დალოცავს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 10:14 PM

„მიუხედავად იმისა, რომ მისი სააქაო ცხოვრება ნამდვილი მოწამეობა იყო, ამით სულაც არ მოჰქონდა თავი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2015, 08:35 PM

"თუ თავს იქებ, აღარ შეგაქებს ღმერთი. თუ თავს დაიდანაშაულებ და უღირსად მიიჩნევ, მაშინ შეგაქებს და განგადიდებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 10:52 PM

"როცა კაცი თავის თავს არ აბრალებს, ღმერთსაც დააბრალებს"

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 12:21 PM

"თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 12:43 PM

“ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 02:09 PM

„ყველამ, ვინც ღმერთს ევედრება: უფალო, მომეცი სიმდაბლეო, უნდა იცოდეს, რომ ღმერთს შემაწუხებლის მოვლინებას სთხოვს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 01:53 PM

"საჭმელზეც უნდა ვთქვათ, რომ ღირსნი არ ვართ"

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 02:08 PM

“ვისაც ლანძღვა სძულს, მას თავმდაბლობა სძულს. ვინც თავის მაგინებლებს გაურბის, იგი სიმშვიდეს გაურბის“

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 03:36 PM

"რაც მეტ მანკიერებას აღმოაჩენ, გახსოვდეს, რომ ეს კარგია და დაგამდაბლებს საკუთარი უღირსების განცდა, რომელიც ყოველ წუთსა და წამს შენთან იქნება"

/წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:39 AM

"ერთ ბერძენ მმართველს ჩვევად ჰქონდა, ყოველ დილით ორ მხარეს იჩოქებდა. როცა ჰკითხეს, ვის ეთაყვანებიო, უპასუხა: - ღმერთს და ხალხს - რაცა მაქვს, ან ღვთისგანაა, ან კაცთაგანო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:28 AM

"ყველაზე უქვემოესი იყავი, რათა ყველა გთელავდეს, მაშინ იქნები წესრიგში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 12:06 PM

"სიმდაბლეშია ადამიანის დიდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:09 PM

"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2016, 01:05 PM

"საკუთარ თავზე თუ დამცრობილად იფიქრებ, მე შეგახსენებ, რომ - ქრისტესი ხართ, ქრისტეს სუნთქვა ხართ, ქრისტეს წმინდა ნაწილი ხართ, და ამიტომ ზეციური და მიწიერი მარადხსომილი (მყოფი) ქმნილება ხართ. შენ ქმნილი ღვთაება ხარ, რომელიც ქრისტეს ვნებებით უხრწნელი დიდებისკენ მიეშურება".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 12:54 PM

"თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი".

/წმ. ისააკ ასური/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 01:13 PM

„თავის დამდაბლება ის ადგილია, რომელზეც სიმშვიდე აშენდება“.

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 02:09 PM

„ღვთისგან განდიდებულმა ადამიანებმა თავმდაბლობა მისგანვე უნდა ისწავლონ“.

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 02:19 PM

"შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა".

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2016, 02:45 PM

„მუდამ სიკეთის ქმნა და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრი - თავმდაბლობის ნიშანია“.

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:28 PM

"ყველა ადამიანის წინაშე თავი დაიმდაბლე და ამა ქვეყნის ბატონის წინაშე ამაღლდები"

/წმ. ისააკ ასური/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 02:08 PM

„ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო“.

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 11:31 PM

"თავმდაბლობა ნათელი სვეტია ჩვენს თავზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 10:36 PM

"ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ გაიძარცვება".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2016, 11:45 AM

"მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის და თავს იწონებს ამპარტავნობა".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 11:06 AM

"ბერმა თქვა - შვილო, ვერ აგიწერ იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი გული განიცდიდა, როცა ადამიანები უსამართლოდ მექცეოდნენ. ვგრძნობდი, რომ ქრისტეს ყვედრების სამოსელით ვიმოსებოდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:48 PM

"მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია სიმართლითა და სიწმინდით ცხოვრება".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 05:25 PM

"მოჩვენებითი სიმდაბლის მანიით სნეული ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2016, 12:18 PM

სიმდაბლე კი არ აკნინებს ადამიანს, პირიქით, აღამაღლებს კაცთა შორის და სასიყვარულო თვისებით ხიბლავს მისდამი ადამიანებს.

ღირსი ალექსი ბერი (შუშანია)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 02:50 PM

"... იქ ერისკაცმა მომლოცველმა რომ შეიტყო, ეს უბრალო და თავმდაბალი ბერი - ყველასთვის ცნობილი ღირსი მამა ეფრემი იყო, უთხრა, - ბევრი კარგი რამ გამიგია თქვენზეო. მამა ეფრემმა აუღელვებლად, მდაბლად უპასუხა:

- თუ გაიგებ, სადღაც ბევრი ბალი ასხიაო, თან პატარა კალათა წაიღე, რადგან ადამიანები ხშირად აზვიადებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:46 PM

"უკიდურესი თავმდაბლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:17 PM

"ზეციური სასუფევლის მხედარს თუ სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, ისე უნდა დაიმდაბლოს თავი, რომ ქუჩაში გადაგდებული ჩვარი აიღოს და მხრებზე მოისხას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:33 PM

„მოციქული პავლე კორინთელებს, უნდა გახდეთ მტვერივით, რომელსაც მოგვიან და ფეხისალაგში ჩაყრიან, ვისაც სურს თავმდაბლობა მოიპოვოს, საკუთარ თავზე, როგორც ნაგავზე, ისე უნდა იფიქროს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 01:36 PM

„ათონზე იყო ერთი ისე თავმდაბალი მონაზონი, რომ ეშმაკებიც კი ვერ ეკარებოდნენ - ის მათ სიმდაბლითა სწვავდა“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 10:52 PM

"სიმდაბლისმოყვარეობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 11:11 PM

„მას, ვისაც სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, დაე, დამდაბლდეს და თავის თავზე იფიქროს, რომ ის უბრალო ნემსზეც კი უმნიშვნელოა. თუმცა ნემსით შეიძლება სამოსი გაკერო, ხოლო სიმდაბლისმოყვარეობით კი გულწრფელად იფიქრო, რომ უვარგისი ხარ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:05 PM

"რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით მეტი მადლი ეძლევა უფლისაგან. თავმდაბალი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ და არა მხოლოდ უფროსებისა და მშობლებისადმი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:41 PM

"ძმათა შეკრებაზე მამა არსენი თავმდაბლობით სიტყვას არ იტყოდა, მისი კელია კი მცირე აუდიტორია იყო, სადაც ძმები სათნოებებს სწავლობდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2016, 09:38 PM

"სიმდაბლის, გულწრფელობის ხეზე ავიდე".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 01:16 PM

"მეთოდე გახლდათ უშუალო, პირდაპირი, საკუთარი თავის განმკითხველი და სრულ თვითდამცირებამდე დამდაბლებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 01:33 PM

„უფლის ბატკნები, რომლებიც შინაგანად მდაბალნი და მშვიდნი იყვნენ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 10:32 PM

"თავმდაბალმა ადამიანმა იცის სიმართლე საკუთარ თავზე, ამპარტავანი კი მხოლოდ კომპლიმენტებს ისმენს. ნუ უსმენთ თქვენს მაქებლებს - მათ არაფერი იციან თქვენ შესახებ; მათ მხოლოდ ამქვეყნიური ამაო "ნაგვის" დანახვა შეუძლიათ, რომელსაც თქვენ მათ უჩვენებთ".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2016, 12:05 PM

"წმინდა ირინე [კაპადოკიელი] რამდენადაც ზეობდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2016, 10:34 AM

"სიმდაბლეს მხოლოდ განსაცდელები და გამოცდილება კი არ წარმოშობს, არამედ სულიერი განსჯა და საკუთარი უძლურების შემეცნებაც".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 03:24 PM

"თავმდაბალი მამები კი საერთოდ არ საუბრობდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:11 AM

"თუკი სიმდაბლე გსურს, ნუ იქნები ერთთან მშვიდი და მეორესთან კადნიერი, არამედ ყველასთან მშვიდი იყავი, მეგობარი იქნება თუ მტერი, დიდი თუ მცირე".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:13 PM

"რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით ადრე განთავისუფლდება მტრისგან".

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2016, 10:49 AM

"წმინდა იოანე კრონშტადტელს ხილვა ჰქონდა: წმინდა ანატოლი ოპტელთან ერთად ორი ანგელოზი მსახურებდა ლიტურგიაზე. ეს რომ მამა ანატოლიმ შეიტყო, ცუდადაც კი გახდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს, მისი გონებიდან გაგონილი აღეხოცა, რადგან თავმაღლობისა ეშინოდა, ეშინოდა გაფიქრებისა - "აი, ხედავ, მე ვინ ვყოფილვარ!" მაშინ ხომ ყველაფერი დაიკარგებოდა, - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2016, 09:40 PM

"მხოლოდ წმიდა სიმდაბლეა საფუძველთა საფუძველი ყველა სხვა სათნოებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2016, 09:24 PM

"მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უძლურების შეგრძნებაა საჭირო იმისათვის, რომ ღვთის წყალობა მოვიზიდოთ ჩვენზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 07:47 PM

"როცა თავს დაიმდაბლებ, ყველა წმინდად მოგეჩვენება. როცა კმაყოფილი ხარ შენი თავით, ყველა უკუღმართი და ცუდია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:05 PM

"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 08:25 PM

"კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას. როგორც ამაყებს უყვართ სხვათაგან პატივისცემა, ასევე უხარიათ თავმდაბლებს, როცა ამცირებენ. ისინი მშვიდნი რჩებიან, როცა სხვები არად აგდებენ, რადგან ხედავენ, რომ მათ მიერ საკუთარ თავზე ჩამოყალიბებულ აზრს სხვებიც ამტკიცებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2016, 10:56 PM

"ქრისტიანული სრულყოფილება კი, ისააკ ასურის თქმით, სრულ სიმდაბლეშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:15 PM

"ადამიანის სულიერი ზრდის საზომს - მისი სიმდაბლე წარმოადგენს. რაც უფრო მაღლაა ადამიანი სულით, მით უფრო თავმდაბალია. და საპირისპიროდ, რაც მეტად მდაბალია, მით უფრო ამპარტავანია".

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:14 PM

"რაც უფრო გაზრდი და მოიკრებ შენში თავმდაბლობას, ქრისტე მით მეტად განგეცხადება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 09:34 PM

"დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც - იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 01:13 PM

"თავმდაბლობას არ უნდა ვიჩენდეთ მხოლოდ ეკლესია-მონასტრებში, მოძღვრებთან და პატივსაცემ ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან არ შეიძლება თავმდაბლობა იწყებოდეს და შემდეგ სრულდებოდეს სადღაც, ნამდვილ თავმდაბლობას დასასრული არ აქვს, იგი ჩვენთან ერთად იბადება და იქნება მუდამ. იგი სულს საუკუნო ცხოვრებაშიც მიჰყვება. დაუსრულებელია და დროს არ ექვემდებარება, არც ნივთია, რომ ვიქონიოთ თან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 01:27 PM

"ადამიანი ვერ ისწავლის თავმდაბლობას, იგი უნდა განავითაროს თავის თავში მან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:12 AM

"მაგრამ ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისთვის ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:33 PM

"გონებით უფალთან აწეული, მუდამ თავჩაღუნული დადიოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 09:45 PM

"დავუბრუნდეთ წმინდა ათანასიას ცხოვრებას. როგორც უკვე ვთქვით, მას უდიდესი სიმშვიდე და თავმდაბლობა ჰქონდა; მოუკლებლად ლოცულობდა, როცა ცისკენ იყურებოდა, ბრწყინვალე ნათლის ღრუბელს ხედავდა, რომლის შუაშიც იდგა ვინმე კაცი, რომელიც გამოუთქმელი სილამაზისგან ბრწყინავდა. ეს ხილვა ბევრჯერ ნახა, და გაოცებული თავისთვის კითხულობდა: "ვინ დააჯილდოვა ეს კაცი ასეთი სილამაზით? რა სათნოების გამო შეიქმნა ღირსი ასეთი სათნოებისო?" ამ განსჯისას, მას თითქოს ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: "კაცი, რომელმაც შენ გაგაოცა, ამგვარი სახით სიმშვიდესთან შეზავებულმა თავმდაბლობამ განამშვენა; იცოდე, რომ ამგვარი სათნოებებით შენც ამას მიაღწევ". წმინდანმა ამ ხილვის შემდეგ უფრო მეტი მოშურნეობით განამშვენა საკუთარი სული თავმდაბლობით და სიმშვიდით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:36 PM

"დიდი თვითდამცრობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2017, 11:08 AM

"სული არ დამდაბლდება, თუ პური არ მოაკლდა".

/ღირსი პიმენ დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 11:27 AM

"თავმდაბლობა ჯანმრთელობაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 10:15 PM

"თავმდაბალი ადამიანი სრულყოფილია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2017, 01:14 PM

"თავმდაბლობა, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისგან, მეორე მხრივ კი უნარჩუნებს ღირსებასა და მეობას, რათა მან არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად"

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:52 PM

"ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, რომ სიმდაბლით ლოცვა - ეს არის ის სინას მთა, სადაც ადამიანს იესო ქრისტე გამოუჩნდება. რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერს სიმდაბლე უნდა ახლდეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 12:32 PM

"სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი - სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: "ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ" - ღმერთს თავად და მის საუნჯეებს, რაჟამს სიყვარულისა და თავშეზღუდვის მიერ განიწმინდენ თავიანთ თავს, და, ამასთან, იხილავენ იმდენად მეტად, რამდენადაც განავრცობენ სიწმინდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:07 PM

"[ღირსი პაისი ათონელმა] რომ არ დავიწყებოდა, ვინ იყო, კელიის კედელზე წააწერა: "უფალმან აღადგინის ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი" (ფ. 112,7).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 07:50 PM

"თავმდაბლობის შედეგიანობის საჩვენებლად ასეთ რამეს მოჰყვა [ღირსი პაისი ათონელი]: "ერთხელ კატის კნუტი ავად გამიხდა. საცოდავს აზიდებდა და იტანჯებოდა. ვხედავდი მის ტანჯვას და გული მტკიოდა. ჯვარი გადავსახე, მაგრამ არ უშველა. "ოჰ, შე ფუქსავატო, კნუტის დახმარებაც კი არ შეგიძლია", - ვუთხარი საკუთარ თავს და როგორც კი დავმდაბლდი, კნუტი მაშინვე გამოკეთდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 08:00 PM

"თავისი გამოცდილებიდან მამა პაისი ასწავლიდა: "სულიერ ცხოვრებაში მოქმედებს სულიერი კანონები. თუ გულწრფელად შევინანებთ ცოდვებს, მერე მის გამო სნეულებით არ გადავიხდით. ავადმყოფობას თუ უსამართლობას ღმერთი ჩვენზე იმ ცოდვების გამო უშვებს, რომელთაც ვერ ვგრძნობთო". ერთ ბერს კი უთხრა: "ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც გარშემო ხდება: გესმის, რაც გითხარი? ვინც გაუკეთესებას ცდილობს, გავლენას ახდენს გარშემო მყოფზე და მთელ სამყაროზე. მე რომ წმინდანი ვყოფილიყავი, ჩემი ლოცვით შევეწეოდი ადამიანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:05 PM

"წმინდა მაკარი ოპტელი მდაბალი გულით იღებდა ყოველივეს, როცა ეუბნებოდნენ, მავანი შენზე ცუდს ლაპარაკობსო და ამბობდა: "მადლობა ღმერთს! ერთი მხოლოდ ის ფიქრობს ჩემზე მართალს. ეს ღმერთმა ამცნო მას ჩემს შესახებ. თქვენ კი მოხიბლულხართ და ვიღაცა გგონივართ. განა არ გახსოვთ ნათქვამი: "ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილს გეტყოდიან თქვენ კაცნი..." (ლუკა 6,20) და ვაი იმას, ვისი სახელიც საქმეზე მეტია! ესენი სულიერი ჯაგრისებია, რომლითაც ჩვენი სულიერი არაწმინდება სუფთავდება".
მამა მაკარი თავის ნათესავებს სწერდა: "უნდა შევიწყალოთ დედა მ-ი. ისიც ღვაწლშია: თავისი ვნებებისთვის ვერ უძლევია, გულცივადაა და თავს დამცირებულად თვლის. ამაზე კი ვაქებ, ვმადლობ და პატივს მივაგებ, რომ ადრე ბრმას და მოხიბლულს თვალი აეხილა და დამინახა ისეთი, როგორიც ვარ - ცოდვილი. ქება-დიდება, რომელსაც შემასხამდა, ლანძღვად აქცია, ამით მცირედით მაინც შემიმსუბუქა ტვირთი, რომელსაც ვიტვირთავ ხოლმე, როცა ამაო დიდებას ვიღებ და საქმეზე მეტად სახელი მაქვს გავარდნილი".
მამა მაკარი დედათა მონასტრებსაც ყურადღებას აქცევდა, მათ შორის ბელევის სავანესაც. მიდიოდა იქ რამდენიმე დღით, ყველა დედას მოინახულებდა. იყვნენ მონაზვნები, რომლებსაც ის არ უყვარდათ, პირველ რიგში სწორედ მათ ნახავდა. როცა ეტყოდნენ: - მამაო, მოძულეებთან რატომ მიდიხართო, პასუხობდა: - ამიტომაც პირველ რიგში ისინი უნდა ვნახოო. მართლაც, მოინახულებდა და მშვიდობას ჩამოაგდებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 01:07 PM

"სიმდაბლე ვერ ითავისებს მოყვასის განკითხვას და წყენას. თუ ჩვენ განვიკითხავთ სხვებს, ანდა გვწყინს, როცა რაიმეთი შეურაცხგვყოფენ, მაშინ არანაირი სიმდაბლე არ გაგვაჩნია. წმინდა მოღვაწენი ყოველთვის გულწრფელად მადლობდნენ მათ, ვინც აწყენინებდა და შეურაცხყოფდა, რადგან წყენის დათმენით სიმდაბლეს სწავლობდნენ... მხოლოდ სიმდაბლის წყალობით იქცევა ადამიანი "ერთ სულ" ღვთისა, რომელმაც ფურთხების, ყვრიმალცემისა და ჯვარცმისთვისაც კი დაიმდაბლა თავი".

/იღუმენი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 11:28 AM

"თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომ ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი, რაც ხელს უწყობს ჩვენი "მეს" დათრგუნვას არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით".

/იღუმენი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:39 AM

"ისწავლეთ თავმდაბლობა და მორჩილება და სულის ყველა ცუდი თვისება გაქრება. ვისაც შეცნობილი აქვს საკუთარი არარაობა და უსუსურობა სიკეთის ქმნისა, იგი არ მრისხანებს მისი ღირსებების დაუფასებლობისას და არც შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ვინც არაფერს ეძებს, არაფერი სურს, არაფერს მოელის - არავისი შურს და არც წუხს არაფერზე. აი ამიტომ არიან მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულნი. ისინი მეუფებენ წუთისოფელზე, ვინაიდან არ სჭირდებათ იგი.

მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველთვის და ყველაფრით კმაყოფილნი არიან. რაც არ უნდა შეემთხვეთ, ღვთისგან მოწევნულად იღებენ. ერთნაირად სწირავენ მადლობას არსთა გამრიგეს როგორც კარგისთვის, ისე ცუდისთვის, რამეთუ მიიჩნევენ, რომ წყალობის კი არა, ცოდვათათვის მხოლოდ სასჯელის ღირსნი არიან. მათი ნება ღვთის ნებაშია. მორჩილნი ამიტომაც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. "შემხედეთ მე, - ამბობს უფალი, - მომყევით მე, გაიგეთ ცხოვრება ისე, როგორც მე მესმის, იყავით მორჩილნი და თავმდაბალნი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 11:12 AM

"სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა - სკორეზე მჯდომარისა და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: "დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ" (იობ. 42,6)."

/წმინდა იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:03 PM

"როცა გაქებენ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ღირსი არა ხარ ქებისა.
ჩვენ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში უნდა დავიმდაბლოთ თავი.
შევიყვარებთ სიმდაბლეს და ღვთისგან დიდებას მივიღებთ. დავკარგავთ სიმდაბლეს და დავკარგავთ ღვთის წყალობასა და დიდებას.
როგორც სინათლის გარეშე ბნელია ყველაფერი, ასევე ადამიანში სიმდაბლის გარეშე წყვდიადის გარდა არაფერი რჩება."

/წმინდა სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:36 PM

"იყავი მომთმენი, ვითარცა უხორცო, მდაბალი და მამაცი - როგორი მშვიდი და მდაბალიც იყო ჩვენი უფალი, იყავი ასეთი მთელი ცხოვრება და ამგვარივე აღუდექი წინ მტრებს."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 12:19 PM

"დაბლობში მინდვრები თითქმის ყველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი გამოფიტული და უბარაქოა. ასევე, თავაწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო თავდახრილში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისთვის საჭიროთი."

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:18 AM

"საკუთარი თავის ბრალეულყოფა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:40 AM

"ხის სიძლიერე მიწაში გართხმული ფესვების სიღრმითა და სიმყარით განისაზღვრება, ადამიანის რწმენა, სიმტკიცე და ძლიერება კი სიმდაბლის სიღრმეში აისახება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 08:58 PM

"ერთ-ერთი ცნობილი ბერი, მამა ფილოთეოს ზევრაკოსი იხსენებს, რომ როდესაც მონასტერში პირველად ჩავიდა, მინდორში მომუშავე ბერი შემოხვდა. მას ჩალის ქუდი ეხურა, კაბის კალთები ქამარზე აეკაპიწებინა და პაპანაქება სიცხეში მიწას ამუშავებდა. "მამაო, მე მეუფე მჭირდება", - მიმართა ბერმა. "მონასტერში მიდი და იქ ნახავ", - უპასუხა სიმდაბლით ბერმა. მონასტერში მისულმა დაინახა, თუ როგორ დაბრუნდა მინდვრიდან ბერი [წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი], დაიბანა, დაივარცხნა, სკუფია დაიხურა და მასთან გამოვიდა. მიესალმა და წარუდგა: "მეუფე ნექტარიოსი გახლავართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:50 PM

"თუ თავი შენი არარაობად მიგაჩნია და შეურაცხადად, ჰპოვებ სულის სიმშვიდეს".
/წმ. პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 11:31 PM

"რა არის სიმდაბლე? ჩემი აზრით, როცა ადამიანი თავის თავს ყველაზე ცოდვილად თვლის, არავის ამდაბლებს და არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარ თავს უკვირდება და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც შექებას, არც პატივს, მიაჩნია რა თავი ამათთვის უღირსად; ვაჟკაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას და თავის გულში ფიქრობს, რომ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას; ყველას გულიანად ესაუბრება; მზად არის თითოეულს სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და არ ლაპარაკობს მათზე საჭიროების გარეშე. შვილნო ჩემნო, მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის მე უფლისაგან, რამეთუ იგი არა მარტო გიხსნით ცოდვისაგან, არამედ იმის სიყვარულს გასწავლით, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმულ სიკვდილამდე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:48 PM

"ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს".

/ამბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2017, 10:24 PM

"დიდი სათნოებაა საკუთარი თავის ყვედრება. წმინდა მოსე შავი დიაკვნად აკურთხეს და ოლარი გადასდეს მხარზე, ეპისკოპოსმა უთხრა, - სრულიად განსპეტაკდი, მამაოო. მოსემ უთხრა: "მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად ისევ შავი ვარო". მღვდელმთავარმა მისი გამოცდა გადაწყვიტა. როცა მოსე სხვა მამებთან წირვაზე დადგა, მღვდელმთავრის ბრძანებით, მამებმა იგი ეკლესიიდან გააგდეს, - ინდოელო, აქ რას მოსულხარო. მოსემ საკუთარ თავს ყვედრება დაუწყო: - კარგად მოგექცნენ, ნაცრისფერკანიანო, არარაობა ხარ და კაცივით კაცებს შეუერთდიო. ჩუმად გადევნებულმა ძმებმა მისი ნათქვამი ეპისკოპოსს მიუტანეს. მან იგი საკურთხეველში დააბრუნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:44 PM

"გვახსოვდეს, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებთ, იღუპება, თუ თავმდაბლობა არ დავუყენეთ მცველად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:40 PM

"თვით ყველაფრით გამორჩეული ქცევაც კი კაცისა, მოკლებულია სრულყოფილებას. ქრისტიანი ქრისტეს რჯულის უზადოდ აღმსრულებელიც რომ იყოს, მან არც მაშინ უნდა იფიქროს, რა დიდებული საქმე გავაკეთე, რა დიდი შრომა გავწიეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 10:52 AM

"შეხედე, - განაგრძობს წმინდა ამბროსი, - მზეც მორჩილებაშია, მთვარეც ემორჩილება უზენაეს კანონებს, ანგელოზები დაუცხრომლად ემსახურებიან უფალ ღმერთს. შენ ვინღა ხარ, ადამიანო, დიდებასა და აღიარებას რომ ელოდები?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 10:56 AM

"ღირსი იოსებ მღვიმელი (ათონელი) წერდა: "მართალი თუნდაც ათასჯერ დაეცეს, არ კარგავს კადნიერებას, კვლავ წამოდგება, მოიკრებს ძალას და უფალი მას გამარჯვებად ჩაუთვლის. მაგრამ გამარჯვებას არ აჩვენებს, რომ არ გაამაყდეს, დაცემას კი თვალთა წინაშე წარმოუდგენს, რათა ხედავდეს, იტანჯებოდეს და დამდაბლდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 08:51 AM

"უფალმა თავად იცის ჩვენი მიდრეკილებები, ჩვენი დაცემული ბუნების ყველა თვისება, ამიტომ მიზანმიმართულად დაგვიდო ისეთი მცნებები, რომელთა შესრულება შესაძლებელია.
მაცხოვარი ბრძანებს, რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღვთისთვის. სათნოებების მოპოვებაში არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავის იმედი. ნებისმიერი მოღვაწე, რომელიც საკუთარი თავის იმედად ცდილობდა სათნოებების მოხვეჭას, თუნდაც გარეგნულად, ვარდებოდა ცდუნებებში, ხიბლში, თვითგანდიდებაში. ადამიანმა თავისი სასოება უნდა დააფუძნოს ღმერთზე და ღვთის მადლით შეეცადოს სათნოებების მოპოვებას, თორემ ვერ გაექცევა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ ამპარტავნების ცოდვას. ეშმაკი ყოველთვის შთააგონებს ადამიანს, რომ თავისივე შრომით შეძლო რაიმეს გაკეთება. თავმდაბალი, ღვთის მოიმედე რასაც აღწევს ცხოვრებაში, არ მიაწერს საკუთარ თავს, არამედ უფლის უსაზღვრო მოწყალებას. ასეთები არც მარჯვნივ მიდრკებიან და არც მარცხნივ, არამედ პირდაპირ მიდიან სამეუფო გზაზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:37 PM

"გულით სიმდაბლე ყოველგვარ პატივმოყვარეობას განაგდებს და ვერ უძლებს მას".

/დეკ. გიორგი დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 09:55 PM

"როცა დიდხანს სთხოვთ ღმერთს რაღაცას, ის კი არ გაძლევთ, იცოდეთ, რომ მიზეზი ამისა თქვენი ამპარტავნებაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ღმერთს ჩვენი სიმდაბლით. მოდი, ასე ვთქვათ: "ღმერთო ჩემო, ერთი უმაქნისი კაცი ვარ. გევედრები, შემინდე და შემეწიე!"

/ბერი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 06:00 PM

"თავმდაბლობასა და უბრალოებას არაფერი სჯობს, არაფერი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 01:30 PM

"ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისგან ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა. სურდა, უფლისათვის შრომაში დაღლილიყო, ვიდრე სხვა კაცთა კეთილგანწყობით ექედმაღლა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 10:31 AM

"შევიძინოთ სიმდაბლე და მაშინ ჩვენ წინაშე ყველაფერი გაცხადდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:55 PM

"წმინდა ირინე [ქრისობალანტელი] რამდენადაც იწევდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:57 AM

"დიდმა ეპიფანემ კი სიმდაბლით თავისი მოძღვრის საზომს მიაღწია, მრავალ სასწაულს აღასრულებდა, სნეულს კურნავდა, მკვდარს აღადგენდა, სულთა უკეთურთა კაცთაგან განასხამდა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არ გაუამპარტავნებია. ერთხელ ხანძთაში მოსულ ნეძველ მონაზვნებს მამა გრიგოლმა ჰკითხა: - სიმდაბლე თუ არის თქვენს მონასტერშიო. შენი ლოცვით არისო, - უპასუხეს. ამ დროს წირვის ზარები დარეკეს. მამა გრიგოლმა ბრძანა, მწირველი ეპიფანე იყოსო. დაიწყო წირვა და როცა "წმიდაო ღმერთოს" გალობა დაიწყეს, საკურთხეველში შევიდა მამა გრიგოლი, კვერთხი ეპიფანეს თავში ჩაარტყა: - დადუმდი და შესამოსელი გაიხადეო. ყველა გაოცებული მიაჩერდა. ეპიფანემ შესამოსელი გაიხადა და თავდადრეკილი დადგა მოძღვრის წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ უბრძანა, შეიმოსე და წირვა გააგრძელეო. მანაც სიხარულით გააგრძელა წირვა. "ნახეთ, ძმანო, სრული სიმდაბლე ეპიფანესი; მას არაფერი დაუშავებია, მისი ღმრთისმოშიშების, სიწმინდისა და სიმდაბლისათვის სულიწმინდის მადლი ყოველთვის დადგრომილია მასზე. ეს თქვენთვის ვქმენი, რადგან თქვით, ჩვენს საძმოში სრული სიმდაბლეაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2017, 12:13 PM

"თავმდაბლობა, პირველ რიგში, დიდი სიყვარულის, სიბრძნის მაჩვენებელია".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:41 AM

"ცხოვრება მაშინაა მშვიდი და უშფოთველი, როცა გააცნობიერებ, რომ არავინ ხარ..."

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:53 PM

"როდესაც ვინმე ბერის [ღირსი სვიმეონ მესვეტე უფროსი] ლოცვებით განიკურნებოდა, ნეტარი მამა ეტყოდა:

- უფალს მადლი შესწირე შენი გამოჯანმრთელებისთვის და არ გაბედო იმის თქმა, რომ სვიმეონმა განგკურნა, თორემ უარეს დღეში ჩავარდები!"

"ნათელი და სიმდაბლით აღსავსე მზერა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:52 PM

"პახუმი სხვებისგან გამორჩევას არც თვითონ ცდილობდა, თავს დიდად ცოდვილად მიიჩნევდა და წინამძღოლობას ისე უყურებდა, როგორც სხვათა სამსახურის მოვალეობას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:24 PM

...თავმდაბალი ხშირად თავად აღიმაღლებს თავს საკუთარ სინდისში..."

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:51 PM

"იყავით ყურადღებით ყოველი საქმის კეთებისას და ნუ დაუშვებთ გულში ფარისევლურ ფიქრს საკუთარ ღირსებებზე."

"განსაჯეთ თავმდაბლობით და არა თავდაჯერებულობით".

/ღირის მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 10:57 PM

"მოიგონეთ, როგორ "დარჩა მარტო იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე" (დაბ. 32,24). არა ხალხმრავალ ბრბოში, არა მდუღარ საქმიანობის წყალვარდნილში გვეცხადება ჩვენ უფალი - არა, იგი გარდამოვალს ჩვენ თანა და გვპოულობს სიმარტოვესა და სიმყუდროვეში. შესაძლოა, თქვენ მარტოსული, მარტომყოფელი ხართ, ეგებ, ავადმყოფი? ეგებ, თქვენც მოყვასისგან გაუცხოვებულად, ყველასაგან მიტოვებულად გრძნობთ თავს? ან იქნებ თქვენ ის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი დაკარგეთ, რომელიც თქვენი დასაყრდენი, თქვენი ნუგეში იყო ცხოვრებაში?

მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ! ქრისტე მოგინახულებთ სულითა თვისითა, იხილავთ მას თვალითა სარწმუნოებისა თქვენისათა, და აღგავსებთ იგი ძალითა თვისითა! მაგრამ ეს ნიჭი რომ მიიღოთ, საჭიროა განიმსჭვალოთ თავმდაბლობით, საჭიროა მოიქცეთ და გახდეთ, ვითარცა ყრმები, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიღოთ სულიწმინდის ნიჭები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 10:50 PM

"გასაოცარ თავმდაბლობას ვხედავთ უფალში, როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდა თავის მტრებთან! ქვეყნიერების დასაბამიდან არასდროს არავისში გამჟღავნებულა ასეთი თავმდაბლობა! სიფიცხით წარმოთქმულ სიტყვას, მუქარას, უხეშ განკითხვას იგი ლოცვით, სიყვარულით უპასუხებდა. სიყვარული ანაცვალა თავის მკლელთა ადამიანურ გაბოროტებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 09:21 PM

"შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნაკლი ვიპოვოთ საკუთარ თავში".

/მამა მათე ვაშაყმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:03 AM

"ადამიანმა თვითონ არ უნდა დაადოს თავის ნიჭს ფასი."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 08:11 PM

"დიდი სიმაღლეა, გამუდმებით გახსოვდეს ღმერთი, მაგრამ იგი მყის ხიფათად იქცევა, თუ მისკენ სავალი კიბე სიმდაბლის ურყევ კლდეს არ დაეყრდნო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:39 AM

"ერთხელ ქსენოფონტეს მონასტრის ბერს, მამა ალოპის დიდი განსაცდელი შეემთხვა. მამა ალოპი განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა. უყვარდა განმარტოება და იესოს ლოცვის წართქმა. მაგრამ უეცრად უცნაური ამბები დაიწყო: მამა ალოპის ლოცვის დაწყებისთანავე კანკალი აუვარდებოდა. უცნაური და აუხსნელი ის იყო, რომ როცა მისი სხეული იწყებდა კანკალს, იგივე ემართებოდათ მის გვერდით მყოფთაც. ლოცვისას კლიროსზე მდგარ მამებსა და ტაძარში მყოფ მონაზვნებსაც აუტყდებოდათ ხოლმე კანკალი. აუტანელი იყო მისი მდგომარეობა. მამები ეხვეწებოდნენ, ლოცვა შეწყვიტეო. მაგრამ მას მოუკლებელი ლოცვის ნიჭი მოეპოვებინა და გული თავისით განაგრძობდა ლოცვის წარმოთქმას.

მამებს ღირსი დანიელი გაახსენდათ და მამა ალოპი იკონომოსთან ერთად მამა დანიელს ეწვია. მამა დანიელმა ჰკითხა: - კარგად გაიხსენე, პირველად როდის იგრძენი კანკალიო. "ღამით ვენახთან ეკვდერში ვლოცულობდი. უეცრად კარის ურდული ამოძრავდა. მივხვდი, ეშმაკის ხრიკები იყო და ლოცვა განვაგრძე. მერე კაკუნი გაძლიერდა, იმდენად, რომ მთელი ეკვდერი და ჩემი სხეული უცნაური სახით ირხეოდა". მართლაც რომ უჩვეულო შემთხვევა იყო. წუთის შემდეგ, სულიერი განჭვრეტის მერე, ჰკითხა, - რა იგრძენი პირველად რომ გაიგე კარებზე კაკუნიო. "ვთქვი, დაე აკაკუნონ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან. განა იგივე არ შეემთხვა ანტონი დიდს? მეც მის მსგავსად ვიღვწი. თუნდაც ეს სხეული სიცოცხლის ბოლომდე მითრთოდეს, ლოცვას მაინც არ შევწყვეტო". მამა დანიელმა უთხრა: - წადი და სინანულით წარმოთქვი აღსარება. იგრძენი, რომ ცოდვილი ხარ და ღვთის შეწევნა გჭირდება. სხეული კი თუ კვლავ აგითრთოლდება, მაშინ მხოლოდ მაცხოვარს შეეძლება შენი შველაო.

ამის შემდეგ მამა ალოპიმ თავმდაბლად დაიწყო ლოცვა და შვება იპოვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2017, 02:13 PM

"თავმდაბლობა სულიწმინდის ნიჭია, რაც ბევრ გვაკლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:20 AM

"მიტევება და თავმდაბლობა უმთავრესია ადამიანის სწორად ცხოვრებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2017, 11:22 AM

"მუდამ ჩრდილში დგომის სურვილით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 12:23 PM

"რაც უფრო მეტად პასუხისმგებლიანია ადამიანი, მით მეტად თავმდაბალია".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 11:01 AM

"მორჩილების გარეშე თავმდაბლობის შეძენა თითქმის შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:50 PM

"თამდაბლობა ყველაზე დიდი ნიჭია, ყველაზე დიდი სიმდიდრეა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 08:09 PM

"სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არ არის სიკეთე არც ერთ სათნოებაში და არც მცნებების აღსრულებაში".

/პროფესორი ალექსი ოსიპოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2017, 01:45 PM

"სიმდაბლე არის ოქროს გასაღები ყველაფრისა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2017, 01:52 PM

"თავმდაბლობა ყველაზე დიდი სილამაზეა, ყველაზე დიდი ჯილდოა. თავმდაბალს შეუძლია გამოასწოროს კაცის მკვლელიც კი. თავმდაბლობა ღვთიური სიყვარულია".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:33 PM

"სიმდაბლე სულიერი ღვაწლის შედეგია და ეს მიიღწევა ეგოიზმის დაკნინებით".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:07 PM

"რამდენადაც ქედმაღალს ქება უარესად აამპარტავნებს, იმდენად ხარობს მდაბალი, როდესაც შეურაცხყოფენ"

"ღირსი სერგის [რადონეჟელი] ანგელოზებრიობა, უდიდესი სიმდაბლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:13 PM

"ყველაზე უქვემოესი იყავი, რათა ყველა გთელავდეს, მაშინ იქნები წესრიგიში. თუ არადა..."

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2017, 07:41 PM

"მხოლოდ სიმდაბლე ანიჭებს ადამიანს სანატრელ თავისუფლებას, ნეტარებასა და სულიერ სიმშვიდეს."

/ბერი ვსევოლოდი (ფილიპიევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:41 AM

"სხვაზე უკეთესი ხარ? დადუმდი, რათა ასეთად დარჩე: რაწამსაც ლაპარაკს დაიწყებ, ყველაფერს დაკარგავ. თუ შენ თავზე ასე იფიქრებ, უკვე აღარ ხარ ასეთი, ხოლო ასე თუ არ იფიქრებ, მეტს შეიძენ".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:22 PM

"ერთხელ პატარა ალისა, ინგლისის დედოფლის ქალიშვილი, ქუჩაში მარტო გამოვიდა. ვიღაცამ ჰკითხა: "ვინ ხარ შენ პატარავ?" მან კი თავაზიანად უპასუხა: "მე არავინ და არაფერი ვარ, მაგრამ ჩემი დედა ინგლისის დედოფალია". რა მშვენიერია ეს! ჩვენც ასევე შეგვიძლია ვთქვათ საკუთარ თავზე: "ჩვენ არავინ და არაფერი ვართ, მაგრამ ჩვენი მამა ღმერთია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 02:03 PM

"იმისთვის, რომ უფალი შენთან იყოს, დიდი სიმდაბლე გჭირდება".


/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:22 PM

"შენი მოთმინება და თავმდაბლობა მორჩილებას და თავგანწირვაში ჩემი მასწავლებელი იყოს, რათა ყოველთვის შევძლო უფლის ნების აღსრულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 10:00 AM

"დიახ, ჩემო შვილო, ყველაზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ სულით მდაბალი იესო შენი სულის განუყოფელ ნაწილად იქცევა".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 08:00 PM

"სიმდაბლე არის საფუძველი ყოველგვარი სათნოებისა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:02 PM

"თავმდაბალი ადამიანი ნაკლებს ფიქრობს საკუთარ ღირსებასა და განდიდებაზე, არ გაიძულებს პატივი სცე მას, მაგრამ თავად სცემს პატივს მოყვასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 12:49 PM

"თავმდაბლობის სასმისიდან უნდა შევსვათ, თუმცა მწარე, მაგრამ სამკურნალო სასმელი".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:40 AM

"შეგიძლია დამდაბლდე - ესე იგი შეგიძლია მიჰბაძო იესო ქრისტეს", - ამბობს წმინდა ბასილი დიდი.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 09:42 AM

"მხოლოდ თავმდაბლობა და თვინიერება არის გადარჩენის გზა"


/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 10:11 AM

"ფრიადი სიმდაბლე უნდა მოიგო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:39 PM

"სიმდაბლეშია ადამიანის დიდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:51 PM

"ყოველი საქმე ქრისტიანმა, მორწმუნე ადამიანმა თავმდაბლობით უნდა დაიწყოს, რადგან ის ღმერთის წინაშე შეიწირება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:45 PM

"უთავმდაბლესი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:26 AM

"სიმდაბლე - ღმერთთან მშვიდობიანი თანამყოფობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 12:44 PM

"ადამიანი სწორედ თავმდაბლობით აღწევს სულიერ სიმაღლეს, ამ სათნოებაზე აშენებს მტკიცე სულიერ ცხოვრებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2018, 07:49 PM

"ყოველთვის გქონდეს იმედი და სასო არასდროს წარიკვეთო, როგორი გამოუსწორებელიც უნდა გეგონოს თავი, რადგან საკუთარი ჭრილობების ხილვისას ცოტათი მაინც ვიმდაბლებთ თავს. რამდენამდე უფრო რთულია, როდესაც გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2018, 10:13 PM

"თითოეული ჩვენგანი ყველას თავის თავზე მაღლა უნდა აყენებდეს: არასოდეს არ უნდა თქვას, რომ იგი სხვას რითიმე სჯობია. თუ ასე მაინც მოვიქცევით, მაშინ იმედია, ყოვლად სახიერი ღმერთი არ დაგვტოვებს უმოწყალოდ, მოგვფენს მხიარულების ნათელს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 02:44 PM

"ერთხელ სტუმარმა ქალბატონმა დაინახა, რომ პატრიარქს [პავლეს] დაკემსილი ჩექმები ეცვა და გაიფიქრა: - სირცხვილი ჩვენ, სერბებს, პატრიარქი რომ ასეთი ჩექმებით დადის. ნუთუ ახალს არავინ აჩუქებსო? ამ დროს პატრიარქი მიუბრუნდა და მხიარულად უთხრა: "ხედავ, რა მშვენიერი ჩექმებია. მე ის საპატრიარქოს წინ, ნაგვის ურნასთან ვნახე, ვიღაცას გადაუყრია. არადა სუფთა ტყავია. ცოტათი გავკერე და გამაგრდა".

ერთხელ ერთმა ქალმა დაჟინებით მოითხოვა პატრიარქთან შეხვედრა. შეუშვეს. ქალმა აღელვებულმა უთხრა: - ღვთისმშობელი გამომეცხადა და მიბრძანა, თქვენთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფული მომეტანაო და კონვერტი გაუწოდა. პატრიარქს ფულისთვის ხელი არ უხლია, ალერსიანად ჰკითხა: - რომელ საათზე დაწექით დასაძინებლადო. გაოცებულმა ქალმა მიუგო, - დაახლოებით თერთმეტ საათზეო. "მე გვიან დავწექი დასაძინებლად, დაახლოებით დილის 4 საათზე, - უთხრა პატრიარქმა, - მეც მესიზმრა ღვთისმშობელი და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ეს ფული მისცეთ მათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარებაო".

"პრიზრენის ეპისკოპოსობისას [სერბეთის პატრიარქი პავლე] დიდხანს უარობდა ეპარქიის საჭიროებისთვის მანქანა ეყიდა: - ვიდრე კოსოვოში ყველა ოჯახს მანქანა არ ექნება, არც მე მექნებაო. ბოლოს ყველაზე იაფი მანქანის ყიდვაზე დაითანხმეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:34 PM

"იმაზე უდიდესი სიმდაბლე - ღმერთმა რომ ხორცი შეისხა და განკაცნა, - არ შეიძლება იყოს გამოვლენილი სამყაროში".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:51 PM

"ღმერთი მთელ სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, თავმდაბალ კაცს კი - ორივეთიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2018, 07:15 PM

"როცა მამა ხარლამპეს მოწაფეთა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ ახალ სკიტში კელიები აღარ ჰქონდათ, გადაწყვიტეს, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ამისთვის კი რომელიმე მონასტერი, რუსების მიტოვებული შენობა ან სკიტი უნდა მოეძებნათ, სადაც ბევრი კელია იქნებოდა.

მამა ხარლამპე რამდენიმე მოწაფესთან ერთად შესაფერის ადგილს ეძებდა; ნახეს სამი ორსართულიანი დანგრეული შენობა, ეკლესიასა და სატრაპეზოსთან ერთად. გადაწყვიტეს კიდევ ეძებნათ. წავიდნენ ღვთისმშობლის სახელობის დანგრეული რუსული სკიტის სანახავად (ბოლოს და ბოლოს, ისინი ბურეზარში დასახლდნენ). სკიტის ბილიკზე შიშველ მიცვალებულს წაადგნენ. ტანსაცმელი გვერდით ედო. გაოცდნენ. წესისამებრ დაკრძალეს.

ეტყობა, ამ მოღვაწემ იცოდა თავისი სიკვდილის ჟამი, წავიდა მიყრუებულ ადგილას და ტანსაცმელი გაიხადა, რათა მხეცებს ადვილად შეეჭამათ და სული თვისი მდაბლად ჩააბარა ღმერთს.

მაგრამ ყოვლადსახიერმა ღმერთმა დაინახა მისი თავმდაბლობა და ისე მოაწყო, რომ მის გვერდით ძმებს ჩაევლოთ და დაეკრძალათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2018, 02:44 PM

"1980 წელს ერთ მორჩილთან ერთად დოქიარის მონასტერში მოვიდა მსწრაფლშემსმენელად წოდებულ ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისის აღსავლენად. ისინი მონასტრის სასტუმროში დაბინავდნენ. იქ ერისკაცმა მომლოცველმა, როცა შეიტყო, ეს უბრალო და თავმდაბალი ბერი ყველასთვის ცნობილი ღირსი მამა ეფრემი იყო, უთხრა, - ბევრი კარგი რამ გამიგონია თქვენზეო. მამა ეფრემმა აუღელვებლად, მდაბლად უპასუხა: - თუ გაიგებ, სადღაც ბევრი ბალი ასხიაო, თან პატარა კალათა წაიღე, რადგან ადამიანები ხშირად აზვიადებენო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2018, 08:33 PM

"როდესაც ადამიანში თავმდაბლობაა დამარხული, მასთან უფალი მყოფობს"

"ყველაფრის დასაწყისი თავმდაბლობაა"

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:24 PM

"იმისთვის რომ მადლი შეინარჩუნო, მუდამ თავი უნდა დაიმდაბლო. უფალი მოწყალედ ამდაბლებს ყველას, ვინც მას ემსახურება".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2018, 01:40 PM

"მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება და მდუმარება გვეხმარება, მაგრამ მთავარი ძალა სიმდაბლეშია. მარიამ ეგვიპტელმა თავი მარხვით ერთ წელიწადში გამოიშრო, რადგან საკვები არ ჰქონდა, მაგრამ გულისთქმებს 17 წელი ებრძოდა".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2018, 01:59 PM

"რაც უფრო მეტად დაიმდაბლებ თავს, მით მეტ ნიჭს მიიღებ ღმრთისგან".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2019, 02:44 PM

"ზედმეტია გაგახსენოთ, რომ შეუმუსრავი იარაღი მტრის წინააღმდეგ არის სიმდაბლე. სიმდაბლე ძნელად მიიღწევა. შეიძლება, შენი თავი მდაბლად მიიჩნიო, მაგრამ, იმავდროულად, სიმდაბლის აჩრდილიც კი არ გაგაჩნდეს. მხოლოდ ფიქრით თავს ვერ დაიმდაბლებ. უკეთესი, უფრო სწორად, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა სიმდაბლისკენ არის მორჩილება და საკუთარი ნების მოკვეთა".

/ეპისკოპოსი თეოფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:51 AM

"თუ არ დამდაბლდები, ისე ვერ გახდები ქრისტიანი"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2019, 07:17 PM

"დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში საკუთარ თავს არარაობად წარმოიდგენ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2019, 07:51 PM

"სიმდაბლეს ქრისტეს ჭვრეტით სწავლობ"

"სიმდაბლეს მაშინაც სწავლობ, როცა ყოველ შენს სიტყვასა და საქციელს, მთელს შენს ცხოვრებას ქრისტეს საზომით ზომავ; რადგანაც ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სიდაბლე".

/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:19 PM

"მეშვიდე სათნოებაა - სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარეობა. გულითადი სიმდაბლე უშრომლად აცხოვნებს მოხუც ადამიანს, ავადმყოფს, გლახაკს, უპოვარსა და უსწავლელს. სიმდაბლის გამო მას ყველა ცოდვა მიეტევება."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2019, 11:08 AM

"მიწასავით თავმდაბალი იყავით, რომელიც თუ კი რამე სიბინძურეა, ყველაფერს იღებს თავმდაბლობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2019, 02:23 PM

"მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: "მაპატიე" და მოვა სიმდაბლე"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2019, 08:31 PM

"თუკი არ ვიქნებით შემკობილნი თავმდაბლობით, გულუბრალოებითა და კეთილმოქმედებებით, მაშინ ლოცვის-ყოფა არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2019, 11:06 AM

"ჩვენ ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ მან თავმდაბლობა მოგვცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2019, 11:44 AM

"ჩვენს დროში რატომ ვერ ვხდებით წმინდანები? იმიტომ, რომ არ გვაქვს თავმდაბლობა"

"ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, მაშინ თავმდაბლობა მისთვის მუდმივი მდგომარეობა იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2019, 11:56 AM

"როცა კაცს სჯერა, რომ ის ყველაზე უარესია, მაშინ მის მიერ წარმოთქმული ერთი "უფალო, შემიწყალე", უფრო მეტია, ვიდრე სხვების მიერ თავმდაბლობის გარეშე ათასჯერ ნათქვამი "უფალო, შეგვიწყალე"

"იცხოვრე შეუმჩნევლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2019, 07:17 PM

"ზეაღმწევი თავმდაბლობის გამორჩეულ ღვაწლს ადამიანი პატივისა და მადლის ღვთაებრივ სიმაღლეზე აჰყავს"

"სიმდაბლისმოყვარებაში წარმატებულს საკუთარ თავზე წარმოდგენა უმცირდება, ხოლო, ვისაც სიმდაბლე არა აქვს, საკუთარ თავზე წარმოდგენა ეზრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:14 PM

"თავმდაბალ ადამიანს აქვს სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა, იგი არავის განიკითხავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2019, 01:09 PM

"დაეცი ქედმაღლობით? - ადექი სიმდაბლით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:10 PM

"ღმერთი დილით სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, ხოლო თავმდაბალ ადამიანს ორი ხელით. თავმდაბალი ადამიანი მთელს მსოფლიოზე აღმატებულიაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 05:21 PM

"უფალო იესო ქრისტე, მომმადლე თავმდაბლობა"

"სიმდაბლე ისეთი სათნოებაა, რომ თვით უფალს უყვარს იგი: "ვის შევხედავ? - ამბობს ღმერთი, - მხოლოდ მშვიდსა და მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:23 PM

"კაცი სულით თავმდაბალი
ღმერთს შვილივით ეყვარები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:29 PM

"რაც უფრო წმინდანია, მით უფრო თავმდაბალია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 08:09 PM

"კითხვა: როგორ ეთანხმება ერთმანეთს ქრისტიანული სიმდაბლე და ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება?

პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვის უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა კი აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რაც უფრო კარგი პროფესიონალი და ნიჭიერია, მით მეტად ხედავს თავის ნაკლოვანებებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 10:08 PM

"შეიყვარე თავმდაბლობა, იგი ცოდვებისაგან დაგიფარავს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:33 PM

"ღირსი არსენი დიდი ღირსმა იოანე კოლოვმა გამოსცადა, როდესაც მასთან პირველად მივიდა ტრაპეზზე. საკვები ყველამ იხმია, არსენი კი მაგიდასთან არც მიიწვიეს. დიდხანს იდგა ასე, შემდეგ კი ღირსმა იოანემ მას გამომშრალი პური გადაუგდო და უთხრა:
– თუ გინდა, ჭამე.
ღირსი არსენი ოთხით მიუახლოვდა პურს, პირით აიღო, კუთხეში დაჯდა და მიწაზე გაწოლილმა ოთხფეხა ცხოველივით დაიწყო ჭამა, თან ფიქრობდა: „ძაღლზე უარესი ვარ“, მაშინ იოანემ არსენზე თქვა:
– ის უდიდესი მოსაგრე იქნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2019, 08:54 PM

"მისი სიწმინდით და თავმდაბლობით მე მართლაც ვიყავი დამარცხებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 04:13 PM

"სხვისი თავმდაბლობა ყოველთვის სიტყვებზე ძლიერი არგუმენტია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:15 PM

"თუკი ჩვენ რამეს ვითხოვთ ლოცვაში, მოწყალე ღმერთი გვაძლევს ამას, თუკი ჩვენში არის სიმდაბლე და საკუთარი ცოდვილობის განცდა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:09 PM

"ის, ვინც სიმდაბლეში განისწავლება, ღვთის მადლს მიიზიდავს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:47 PM

"ვიყოთ ყველაფერში მდაბალნი: აზრებში, საუბარში, ქცევაში. ნურასდროს წარვდგებით ღვთის წინაშე სიტყვებით: "მე სათნოებები მაქვს". ღმერთს არ სჭირდება ჩვენი სათნოებები. ყოველთვის ისე წარსდექი ღვთის წინაშე, როგორც ცოდვილი, მაგრამ უიმედობით კი არა, "არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა მისისა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:11 PM

"ნამდვილი სიმდაბლე არ საუბრობს, არ მდაბალსიტყვაობს, ანუ, არ ამბობს: "მე ცოდვილი, უღირსი, ყველაზე მდაბალი ვარ...". მდაბალს ეშინია მდაბალსიტყვაობით ამპარტავნებაში არ ჩავარდეს, რადგან იქ, სადაც ამპარტავნებაა, ღვთის მადლი არ ეკარება. პირიქით, ღვთის მადლი იქაა, სადაც ნამდვილი, საღვთო სიმდაბლეა, სადაც ღმერთზე სრული მინდობაა, ღმერთზე დამოკიდებულებაა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:33 PM

"თუ არ გვაქვს სიმდაბლე, არ ძალგვიძს შევიყვაროთ ქრისტე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 10:11 PM

"როდესაც სიმდაბლე გაქვს, ხდები ღვთის ტყვე, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ჭურჭელი საღვთო მადლისა, და მაშინ შეგიძლია პავლე მოციქულთან ერთად თქვა: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე". ძალიან ადვილია ამის განხორციელება, ანუ იმის გაკეთება, რაც ღმერთს ნებავს. არა მხოლოდ ადვილია, არამედ უადვილესი. მთავარია, რომ გავიხსნათ. როდესაც ვიხსნებით ღვთაების მისაღებად, მაშინ ღვთის ღირსნი ვხდებით, რათა ჩვენში ქრისტე შემოვიდეს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 08:18 PM

"როცა ღმერთი სიმდაბლის ნიჭს მოგვმადლებს, მაშინ ყველაფერს დავინახავთ, ყველაფერს ვიგრძნობთ, მაშინ აშკარად განვიცდით ღმერთს. როცა სიმდაბლე არ გვაქვს, ვერაფერს ვხედავთ; და პირიქით, როცა წმინდა სიმდაბლის ღირსნი გავხდებით, ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვიხარია. ვცხოვრობთ ღვთით, შინაგანად განვიცდით სამოთხეს, რომელიცაა თავად ქრისტე".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:49 PM

"მორჩილების არქონის მიზეზი არის ეგოიზმი და თავისმოყვარეობა. დიდი რამაა სიმდაბლე! ეგოიზმმა, ამპარტავნებამ ურჩობა შვა და სამოთხიდან გამოგვაძევა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 09:48 PM

"წმინდა სიმდაბლე არის სრული მინდობა ღმერთზე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:11 PM

"თავმდაბალს სწამს, რომ ყველაფერი ქრისტეზეა დამოკიდებული, ქრისტე ანიჭებს მას მადლს, და ასე მიდის წინ. ვისაც წმინდა სიმდაბლე აქვს, ამ ცხოვრებაშივე მიწიერ შეუქმნელ ეკლესიაში ცხოვრობს. მას ყოველთვის ქრისტეს სიხარული აქვს, უსიამოვნებებშიც კი".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:41 PM

"სიმდაბლე ღვთისგან არის და უსაჭიროესი თვისებაა ადამიანის სულისთვის. ეს რაღაც ორგანულია. და, როცა ის არა გვაქვს, ეს იგივეა, ჩვენს ორგანიზმს გული რომ აკლდეს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 10:35 PM

"რამდენადაც ადამიანი წარემატება და უახლოდება ქრისტეს, იმდენად მეტად გრძნობს თავის არასრულყოფილებას. ხოლო ფარისეველი, რომელიც ამბობს: "მე! მე კარგი ვარ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ..." და ა.შ., ცდომილებაშია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:56 PM

"ქება ადამიანს უნაყოფოს ხდის და განდევნის ღვთის მადლს. ღვთის მადლს მხოლოდ წმინდა სიმდაბლე იზიდავს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:42 PM

"გული ორგანიზმს აძლევს სიცოცხლეს, ხოლო სიმდაბლე - სულს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)