იტალიური ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იტალიური ენა დამწყებთათვის, დისტანციური სწავლა |
bubu |
Mar 10 2009, 02:32 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 48 რეგისტრ.: 28-November 08 წევრი № 6,016 |
ციტატა ჩავაბარე bubu მადლობა პ.ს. irraggiungibile - ეს სიტყვა რას ნიშნავს? რა რთული გამოსათქმელია, ვახ გასული ვიყავი ახლა ვნახე ნიშნავს მიუწვდომელს |
iako |
Mar 11 2009, 01:24 AM
პოსტი
#42
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მეც შემოგიერთდით, იმედია გვიანი არ არის . ერთ-ერთი მეც ვიკავი 27- თაგანი, რამდენადაც მახსოვს
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
KAIROS |
Mar 11 2009, 05:01 AM
პოსტი
#43
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეც ვიკავი 27- თაგანი ნამდვილად და შენც შესანიშნავად ჩააბარე, ჯერჯერობით მხოლოდ 2-ის პასუხი მივიღე ( ორივე 10 იანი შეფასება ), ალბათ სხვებს ან არ ცალიათ, ან უბრალოდ ჯერ ადვილი დავალებებია ცოტა ხანში გავაგრძელებთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Mar 11 2009, 12:34 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ჯერჯერობით მხოლოდ 2-ის პასუხი მივიღე, ალბათ სხვებს ან არ ცალიათ, კაიროსი! მოვიკალი თავი სანამ არ დაგაწერინე იტალიურის lezione -ები, მარა არც კი წამიკითხავს, აი ასეთი კვტარი თავმოუბმელი და ზარმაცი ვარ არა და მართლა მინდა იტალიურის სწავლა და ფრანგულის შემომილაწუნე მამაო ოხროხინე |
KAIROS |
Mar 11 2009, 01:05 PM
პოსტი
#45
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შემომილაწუნე მამაო ოხროხინე ოხროხინესი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ნაცნობი კი მართლა მოგხედავს თუ იზარმაცებ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Mar 11 2009, 01:16 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
|
georgianeli |
Mar 12 2009, 11:18 AM
პოსტი
#47
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
სწავლის ძირი აჯიკაა, კენწეროში-ბლის მურაბა
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
likka |
Mar 12 2009, 03:32 PM
პოსტი
#48
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ქევანა
პირადად შენთვის გუშინ მოვიძიე და ვიპოვე ჩემი ძველი რვეული, ერთ დროს იტალიურზე რომ დავდიოდი და აქ მგონი უფრო მარტივად მიწერია წესები და იმედია კაიროსი არ მიწყენს თუ გაგიზიარებ მგონი ასე უფრო ადვილია ასოთშეთანხმებების დამახსოვრება g - i და e-ს წინ იკითხება როგორც ჯ c - i და e-ს წინ იკითხება როგორც ჩ ca - ce - ci - co - cu კა - კე - კი - კო - კუ ga - ge - gi - go - gu გა - გე - გი - გო - გუ g რომ გ-დ წაიკითხოს და c კ-დ აუცილებელია მათსა და მომდევნო ხმოვანს შორის h (acca) -ს ჩამატება ca - che - chi - co - cu კა - კე - კი - კო - კუ ga - ghe - ghi - go - gu გა - გე - გი - გო - გუ g რომ - a, u და o ხმოვნებთან ჯ-დ წაიკითხოს აუცილებელია i-ს ჩამატება. იგივე წესია c-ზეც თ გვინდა კ-დ წაიკითხოს cia - ce - ci - cio - ciu ჩა - ჩე - ჩი - ჩო - ჩუ gia - ge - gi - gio - -giu ჯა - ჯე - ჯი - ჯო - ჯუ მაგალითად: la cena (ლა ჩენა) la camincia (ლა კამიჩა) il cinema (ის ჩინემა) il giorno (ილ ჯორნო) il gelato (ილ ჯელატო) Giuzeppe (ჯუზეპე) Canale (კანალე) mangiare (მანჯარე) conto (კონტო) il bacio (ის ბაჩო) პ.ს. თან მეც გავიმეორე -------------------- ეჰ...
|
iisperiTOVLI |
Mar 12 2009, 04:34 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ყველაფრის გაგება არ არის საჭირო.. _ როგორ იქნება იტალიურად? : )
-------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
ქევანა |
Mar 12 2009, 05:20 PM
პოსტი
#50
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
likka
(X მილიონჯერ ) ასე მართლაც ადვილი დასამახსოვრებელია ციტატა il gelato (ილ ჯელატო) ეს სიმღერიდან მახსოვს, ნაყინს ნიშნავს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Mar 12 2009, 08:43 PM
პოსტი
#51
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გამეორება სწავლის დედაა და რა ჯობია ლიკუშ მაგას
ციტატა ყველაფრის გაგება არ არის საჭირო.. Non è necessario capire tutto... გამონათქვამიც კი არის "Ci vuole tutta una vita per capire che non è necessario capire tutto" (ხანდახან) მთელი ცხოვრებაა აუცილებელი იმისათვის, რომ გავიგოთ, რომ ყველაფრის გაგება არაა აუცილებელი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 12 2009, 09:08 PM
პოსტი
#52
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ ახლა გადავიდეთ მთავარზე
დავიწყებთ საუბარს წესიერი ზმნები მარტივ დროებში იტალიურ ენაში ზმნები არიან წესიერები და არა წესიერები შესაბამისად გვაქვს რთული და მარტივი დროები მარტივია დრო რომელიც მიიღება ფორმულით: ზმნის ფუძე + დაბოლოება (ზმნის ფუძე არის თავად ზმნის ფორმას ჩამოშორებული დაბოლოება ARE, ERE, IRE დაბოლოება შესაბამისად ცვალებადია, დროის, სქესის და რიცხვის მიხედვით... რადგანაც იტალიურ ზმნებს აქვთ მხოლოდ სამი დაბოლოება ARE, ERE, IRE, შესაბამისად არსებობს სამი უღლების ტიპი I უღლებაში შედის ზმნები დამთავრებული ARE მაგ: lavorare ( მუშაობა) II უღლება - ERE Ripetere ( გამეორება) III უღლება - IRE Dormire ( ძილი) მარტივი დროებიდან მთავარია აწმყო დრო ( კილო თხრობითი) Presente ვაუღლოთ აწმყო დროის წესიერი ზმნა"lavorare " (გაითვალისწინეთ წერით და უფრორე მეტყველებით ფორმაში პირის ნაცვალსახელები, როგორც წესი არ გამოიყენება, თუკი გრამატიკული აუცილებლობა ( დრო, კილო, აქცენტი...) არ არსებობს...) I უღლება - ARE აწმყო დრო, თხრობითი კილო მხოლობითი რიცხვი 1. მე ვმუშაობ - Io Lavoro 2. შენ მუშაობ - tu lavori 3. ის მუშაობს - Lui/Lei* lavora (* Esso/Essa (ეს იგივეა რაც ზემოთა Lui/Lei ანუ ОН\ОНА, მაგრამ იშვიათად გამოიყენება) მრავლობით რიცხვი: 1. ჩვენ ვმუშაობთ - Noi lavoriamo 2. თქვენ მუშაობთ - Voi lavorate 3. ისინი მუშაობენ - Loro* lavorano (* Essi/Esse - აქაც იგივეა რაც მხოლობითი რიცხვის მესამე პირში) დავალებად კი შეეცადეთ კონსპექტში ჩაუხედავად აუღლოთ: studiare………………………..სწავლა, მეცადინეობა parlare…………………………ლაპარაკი comprare………………………ყიდვა ascoltare………………………მოსმენა trovare…………………………პოვნა აბა წარმატებულ სწავლას გისურვებთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Mar 12 2009, 10:12 PM
პოსტი
#53
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა Non è necessario capire tutto... ნონ ე ნეჩესსარიო კაპირე ტუტტო - ასე ხომ? pagliacci - ეს როგორ წავიკითხოთ? (არა კი ვიცი მაგალითიდან, რომ Aglio[альё], რბილი 'ლ'-თია, ანუ აქაც წესით რბილი "ლ" უნდა იყოს, მაგრამ რუსები ამ სიტყვას თარგმნიან როგორც Паяцы (итал. Pagliacci) ხოდა სადაა აქ რბილი 'ლ'? ) ოო, უკვე გართულდა დავალება PM-ით? მაშინ ჯერ კარგად გადავიკითხავ და მერე მოგწერთ მასწ, ანუ ხვალ Lui/Lei და esso/essa ვერ გავიგე, ერთი და იგივე პირის ნაცვალსახელია? რათ უნდათ ორი სხვადასხვა სიტყვა? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Mar 12 2009, 11:20 PM
პოსტი
#54
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა Lui/Lei და esso/essa ვერ გავიგე, ერთი და იგივე პირის ნაცვალსახელია? რათ უნდათ ორი სხვადასხვა სიტყვა? კი ერთიდაიგივეს სხვადასხვა ფორმაა, სასაუბროდ უფრო პირველი გამოიყენება, საწერად უფრო მეორე... ჩახლართულია რა რუსებს ნუ უყურებ შენ ის სიტყვა არის "პალიაჩი" (რბილი "ლი") დავალებ ისევ PM -ით -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Mar 13 2009, 02:37 PM
პოსტი
#55
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ა, დავწერე მაგრამ ავურიე აშკარად ორიანი მეკუთვნის, რომ გადავხედე არასწორად მახსოვდა
პ.ს. კიდე მინდა ასეთი სავარჯიშოები -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS |
Mar 13 2009, 06:17 PM
პოსტი
#56
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჰო, ქევან, საკმაოდ ადვილი არევა, ამიტომ თავიდან ვიმეორებ რამოდენიმე პუნქტს ბოლო გაკვეთილთან დაკავშირებით
1) ზმნის ფუძე მიიღება PARL-ARE ანუ ზმნის ფუძე არის PARL ვაკლებთ ARE -ს და ამას ვამატებთ შესაბამის დაბოლოებებს 2) ესაა ის დაბოლოებები რაც ემატება ფუძეს ამ შემთხვევაში მხ.რ. 1-O 2-I 3-A მრ. რ. 1-IAMO 2-ATE 3-ANO აბა იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 16 2009, 05:53 AM
პოსტი
#57
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ ამ ახალ კვირაშიც გავაგრძელებ ახალი გაკვეთილების დადებას, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ორი ადამიანი წერს დავალებებს, შესაბამისად ვერ ხვდები რასაც ვწერ ყველასათვის (ანუ იმ 27 ისათვის ვინც მოითხოვა იტალიური) გასაგებია თუ არა, ამიტომ უბრალოდ კვირაში ორჯერ განვაახლებ გაკვეთილებს; ისე თემის ნახვების რიცხვი საკმაოდ მაღალია ( 500-ს აცდა), საინტერესოა რამდენი სწავლობს აქედან?
კაიროსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ligia |
Mar 16 2009, 10:25 AM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მოკლედ ამ ახალ კვირაშიც გავაგრძელებ ახალი გაკვეთილების დადებას, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ორი ადამიანი წერს დავალებებს, შესაბამისად ვერ ხვდები რასაც ვწერ ყველასათვის (ანუ იმ 27 ისათვის ვინც მოითხოვა იტალიური) გასაგებია თუ არა, ამიტომ უბრალოდ კვირაში ორჯერ განვაახლებ გაკვეთილებს; ისე თემის ნახვების რიცხვი საკმაოდ მაღალია ( 500-ს აცდა), საინტერესოა რამდენი სწავლობს აქედან? კაიროსი კაიროს, შენი და სხვების დაწერილები გადმოვიტანე ცალკე და ვორდში ამოვბეჭდე, უბრალოდ ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ და შვედურსაც ძლივს ვასწრებ, ჩავუჯდები აუცილებლად და ხშირადაც შეგაწუხებ მადლობა |
iako |
Mar 16 2009, 10:12 PM
პოსტი
#59
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ერთი კითხვა მაქვს KAIROS,
თუ სწორად დავწერე შემოწმება მინდოდა. ზმნა studiare-ს უღლების დროს მეორე პირში ხომ იქნება Tu studi ფუძეა studi და ხომ აღარ დაერთვის I დაბოლოება? -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
KAIROS |
Mar 20 2009, 04:03 AM
პოსტი
#60
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა Tu studi ფუძეა studi და ხომ აღარ დაერთვის I დაბოლოება? არა ორი I-ის, როგორც სხვა ორ ერთნაირ ხმოვანეს AA,OO, EE, II, UU -ს ვერ იტანს იტალიური ენა, თუკი აუცილებელი გრამატიკული მოთხოვნა არ არსებობს, ამ შემთხვევაში უბრალოდ იკვეცება, ამ დღეებში კიდევ ახალ გაკვეთილს დავდებ კითხვით კითხულობენ და ... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი