ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას |
Marabella |
Dec 15 2008, 11:50 PM
პოსტი
#41
|
ႫႠႩႠ ჯგუფი: Members პოსტები: 146 რეგისტრ.: 17-June 07 მდებარ.: Aachen წევრი № 2,215 |
tamara
გაიხარე!!! ჩამოვიწერე და ამ დღეებში აუცილებლად წავიკითხავ! -------------------- არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
-- თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს -- ...უცდომელი მხოლოდ ღმერთია! -- “და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ” -- ...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/ |
tamara |
Feb 19 2009, 08:45 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
On the Phaistos Disk as a Sample of Colchian Goldscript and Its Related Scripts.rar
http://bin.ge/file/10588/On-the-Phaistos-D...cripts.rar.html აქ არის კვაშილავას მოხსენება ლონდონში ინგლისურ ენაზე - და ქართული ვერსიაც ესაა - kolxuri okrodamcerlobis nimushis festosis diskos.rar http://bin.ge/file/10585/kolxuri-okrodamce...diskos.rar.html |
sable |
Feb 19 2009, 10:40 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ისე კვაშილავამ როგორც თავად წერს გაშიფრა მთელი ეს საბერძნეთში არმოჩენილი წარწერები მაგრამ რატომ დაუკავშირა ყველაფერი ეს კოლხეთს - ქვეყანას სადაც არანაირი დამწერლობის ნიშნები არ ჩანს, გარდა იმისა რომ სტრაბონს მოეპოვება ცნობა იმის შესახებ რომ კოლხები თურმე ძვ.წ. IV ს. კირბებს იყენებდნენ ნავიგეციისთვისო! ამასთან, რატომ უნდა ვიგულისხმოთ ამ ცნობაში, ის რომ აქ მაინცდამაინც საუბარია ეწ. კოლხურ დამწერლობაზე?! იმ კირბებზე სავარაუდოდ იყო უბრალოდ გზები ნაჩვენები(სტრაბონის მიხედვიტ ეს ასეა) და არა დაწერილი ტექსტი, ხოლო თუ რა ტიპის ნიშნები იყო მათზე მოთავსებული ეს კაცმა არ იცის, ყოველშემთხვევაში არა ის რასაც კვაშილავა ,,პროტოქართულ'' დამწერლობას ეძახის.
ამასთან თუ საუბარია კოლხურ დამწერლობაზე, მაშინ უნდა ითქვას ისიც თუ სად გამოიყენებოდა ეს დამწერლობა, როგორც სახელმწიფო ენა! - ლოგიკური პასუხია კოლხეთი, ხომ?! მაგრამ, უკაცრავად კოლხეთში კარგად არის ცნობილი, რომ ოფიციალურ დამწერლობად ბერძნული გამოიყენებოდა, ამაზე მეტყველებს ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი არაერთი წარწერები მაგ. სამეფო ოჯახის წევრის მელაბეს და სხვათა წარწერები, რომლებიც ბერძნულ ენაზე შესრულებული და არა ,,კოლხურზე''. იქ კარგად ჩანს, რომ კოლხეთის მმართველი ელიტა ოფიციალურ საკანცელერიო ენად ბერძნულს იყენებდა და არა ე.წ. ,,კოლხურს'' დამწერლობას, ამდენად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის დამწერლობა რომელსაც მან ,,პროტოქართული დამწერლობა'' უწოდა და მეგრული ენის საფუძველზე გაშიფრა, ავტოქტონი ქვეყნის გარეშე რჩება. მე შეგახსენებთ რომ წარწერები რომელიც კოლხეთში აღმოჩენილია მიეკუთვნება ახალი კოლხეთის სამეფოს (ძვწ. VI-ძვწ. IV სს.). ამას გარდა არსებობდა ძველი კოლხეთის სამეფო (დაახ. XIII-VIII 20-იან წწ.) რომელის შესახებ ძალინ მწირე ინფორმაციაა, მაგრამ ერთი ცნობილია, რომ ამ ძველი კოლხეთის სამეფო სამართალმემკვიდრე იყო ახალი კოლხეთის სამეფო რომელიც ძველი განადგურებიდან (VIII ს. 20 იანი წლები, კიმერიელთა შემოსების შედეგად) დაახ. 100-150 წლის შემდეგ (დაახ. ძვ.წ.VI ს.; ზოგის ვარაუდით ძვ.წ. VII ს. 2 ნახ. კი) აღდგა, დასავლეთ საქართველოს მთიანეთში (ძირითადად არგვეთი) მოსახლე კოლხური ტომების ძალისხმევის შედეგად რომელებიც ყველაზე ნაკლებად დაზარალდნენ კიმერიელებისა და შემდგომ სკვითების შემოსევის შედეგად. ამდენად, თუ ვიგულისხმებთ რომ ძველი კოლხეტის სამეფოს ჰქონდა დამწერლობა მაშინ ეს დამწერლობა უნდა გადაერო და დაეხვეწა ახალი კოლხეთის სამეფოს მესვეურებს, რაც არ მომხდარა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ახალი კოლხეთის სამეფოს ხანაში არ იყო არაფერი ცნობილი ეწ. ,,პროტოქართული დამწერლობის'' შესახებ იმდენად რამდენადაც ასეთი დამწერლობა არც არსებობდა ამას დავამატოტ ისიც რომ კოლხურ თეთრებზე წარწერები ბერძნულ ენაზეა შესრულებული რაც კიდევ ერთხელ მიუტიტებს იმაზე ტუ რა იყო იქ ოფიციალური დამწერლობა. კოლხეთის არისტოკრატიასა და მოსახლეობას უბრალოდ არ სჭირდებოდა საკუთარი ენა რადგან არისტოკრატია ისედაც საუბრობდა ბერძნულად ხოლო მოსახლეობას დამწერლობის ცოდნა არაფერში არ სჭოირდებოდა არც მაშინ და არც მას მერე. ასე რომ კვაშილავას მოსაზრებას მოკლედ რომ ვთქვათ პოლიტიკური ისტორიის საკითხების გათვალისწინებით სიზუსტე აკლია, ეხლა მე საკითხის წმინდა ფილოლოგიურ კუთხეზე ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა, რომ ეს ლინგვისტების საქმე და იმედია ამოიღებენ ხმას და რამეს დაწერენ. ამასთან,უცხოეთში რას ამბობენ მე არ ვიცი,მაგრამ საქართველოში სადაც გაცილებით უკეთ იციან საკუთარი ქვეყნის ისტორია (ვიდრე სადმე სხვაგან) სრული პასუხიმგებლობით შემიძლია ვთქვა რომ მაგ მოსაზრებას სერიოზულ სამეცნიერო წრეებში არ იზიარებენ და ეს არ ხდება იმიტომ რომ ვირაცას ვიგაცის შურს ან რამე მაგის მსგავსი, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეგ თეორია დღეისთვის არ მტკიცდება და ეგ არის და თუ მკვლევარს პრეტენზია აქვს მეცნიერებაზე ის ყველა გრძნობაზე მაღლა უნდა დადგეს და უბრალოდ სიმართლე უნდა დაწეროს, თუმცა ისიც ფაქტია რომ ყველა ჩვენთაგანს ჩვენი სიმართლე გვაქვს და მეცნიერული დისკუსია იმას ნიშნავს რომ თუ რაღაცას არ ეთანხმები ამისთვის უნდა მოხდეს მისი კრიტიკა ან რეცენზირება, რაც ჩვენ ქვეყანაში ხშირად არ ხდება ბევრი მიზეზის გამო (ძმაკაცობა, ვიღაცამ ვიღაცას არ უნდა რომ აწყენინოს და აშ). ეს არის მეტი მოკლედ არ გამომივიდა -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
tamara |
Feb 19 2009, 10:55 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
sable
საუბარია 1600 წელზე ჩვ წ - აღმდე. და არა ახალი კოლხეთის სამეფოზე - სადაც კოლხეთი უკვე ბერძნების კოლონია იყო. იმ შორეულ პერიოდში - ხმელთაშუაზღვის აუზში + ანატოლია გავრცელებული იყო წინაინდოევროპული ენა- რომელზეც არსებობს მოსაზრება- რომ იყო პროტოქართული. პელაზგებიც ამ ენაზე საუბრობდნენ. ასე რომ ეს თეორია არაა შორს ჭეშმარიტებისგან. |
sable |
Feb 20 2009, 01:07 AM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
sable საუბარია 1600 წელზე ჩვ წ - აღმდე. და არა ახალი კოლხეთის სამეფოზე - სადაც კოლხეთი უკვე ბერძნების კოლონია იყო. იმ შორეულ პერიოდში - ხმელთაშუაზღვის აუზში + ანატოლია გავრცელებული იყო წინაინდოევროპული ენა- ანატოლიაში მაგ დროს ხეთების სამეფო იყო და იქ ძლიერი კოლხური სახელმწიფოს კვალი არ ჩანს, იყვნენ ქაშქები მაგრამ არა კოლხები და ისინიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. მითუმეტეს არ შეინიშნება კოლხეთში დიდი ცივილიზაციის კვალი მაგ დროს. რომელზეც არსებობს მოსაზრება- რომ იყო პროტოქართული. პელაზგებიც ამ ენაზე საუბრობდნენ. ასე რომ ეს თეორია არაა შორს ჭეშმარიტებისგან. ეგ მაგარი საეჭვოათუცა რაგაც ნათესავური კავშირები შესაძლოა იყოპელაზგებთან ამის უარყოფა ძნელია, მაგრამ კოლხეთი რა შუაშია?! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
tamara |
Feb 20 2009, 01:20 AM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა ეგ მაგარი საეჭვოათუცა რაგაც ნათესავური კავშირები შესაძლოა იყოპელაზგებთან ამის უარყოფა ძნელია, მაგრამ კოლხეთი რა შუაშია?! იმ შუაშია, რომ მოგვიანებით ეს კოლხების ენა იყო. ანუ პროტოქართული კოლხურში "გაგრძელდა" - უკვე დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველაზე ადრეულ ქართულ სახელმწიფოში სწორედ ნათესაურ კავშირებზეა საუბარი. თუ ბასკებში შემორჩა ის უძველესი ენა- პელაზგები ტერიტორიულად უფრო ახლოს არ იყვნენ? ხეთების სამეფო ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა - და თან ხეთების გვერდით არსებობდნენ ქართველური ტომებიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე - ანუ თურქების მოსვლამდე. |
sable |
Feb 20 2009, 04:04 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
იმ შუაშია, რომ მოგვიანებით ეს კოლხების ენა იყო. ანუ პროტოქართული კოლხურში "გაგრძელდა" - უკვე დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველაზე ადრეულ ქართულ სახელმწიფოში ეი პელაზგები კოლხეთში მოვიდნენ?! საიდან მტკიცდება ეს სწორედ ნათესაურ კავშირებზეა საუბარი. თუ ბასკებში შემორჩა ის უძველესი ენა- პელაზგები ტერიტორიულად უფრო ახლოს არ იყვნენ? ხეთების სამეფო ცოტა მოგვიანებით ჩამოყალიბდა - და თან ხეთების გვერდით არსებობდნენ ქართველური ტომებიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე - ანუ თურქების მოსვლამდე. კი ბასკებსა და ქართველებს შორის არის რაღაც ენობრივი კავშირი მაგრამ ეგ ხომ იმას არ ნიშნავს რომ ისინი ქართველები არიან. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
bekas |
Feb 20 2009, 05:54 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
|
guest |
Feb 20 2009, 06:46 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მიყვარს ეს თემები მალადეც ბიჭებო და გოგონებო
|
tamara |
Feb 20 2009, 08:58 PM
პოსტი
#50
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა ეი პელაზგები კოლხეთში მოვიდნენ?! საიდან მტკიცდება ეს ვინ გითხრა რომ მოვიდნენ? საუბარია მონათესავე ტომებზე და მონათესავე ენებზე. ციტატა კი ბასკებსა და ქართველებს შორის არის რაღაც ენობრივი კავშირი მაგრამ ეგ ხომ იმას არ ნიშნავს რომ ისინი ქართველები არიან. და ვინ ამბობს ომ ქართველები არიან. რაღაც უცნაურ დასკვნებს აკეთებთ.. ციტატა მარტო პელაზგები რო? აბა ჰეროდოტეს კითხე? საუბარია წინაინდოევროპულ ხალხზე და ენაზე, რომელიც იყო გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის არეში. |
bekas |
Feb 20 2009, 09:54 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ციტატა საუბარია წინაინდოევროპულ ხალხზე და ენაზე, რომელიც იყო გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის არეში. ჰეროდოტეს აზრით ძველი კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსულები. ამის დასტურიაო მუქი ხუჭუჭა თმა, დაზაგრული კანი და წინადაცვეთის წესიო. მააშ. |
tamara |
Feb 20 2009, 10:18 PM
პოსტი
#52
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა ჰეროდოტეს აზრით ძველი კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსულები. ამის დასტურიაო მუქი ხუჭუჭა თმა, დაზაგრული კანი და წინადაცვეთის წესიო. მააშ. კაი ერთი! მითხრა ამან ახალი ამბავი! საუბარი სესოსტრისზე. - ფარაონზე რომელმაც დალაშქრაო კოლხეთი - აი ეს ფარაონი - ფარაონი სენუსერტ III. ის მეფობდა 1800 წლებში ჩვ წ-აღმდე Сенусерт III — могущественный фараон Среднего царства Древнего Египта из Двенадцатой династии, правивший между 1878 и 1839 до н. э. Хотя большая часть воинственной энергии Сенусерта была направлена против Нубии, имеются также записи о его кампаниях в Сирии - но, скорее, это были походы для замирения возмущений и прекращения грабежей, чем для установления египетских границ. Так временем Сенусерта датируется надпись начальника телохранителей царя Хусебека, рассказывающая о большом переднеазиатском походе египтян. Во время этого похода египетская армия, под личным командованием Сенусерта, разгромила азиатские племена ментиу-сатет, вторглась в страну Речену (область, включавшая в себя Сев, Палестину и Южную Сирию), и захватила город Секмем (отождествляемый с Сехемом, совр. Нублус). Память о Сенусерте – этом могущественном и наиболее воинственном фараоне XII династии – жила в течение столетий, что нашло отражение в трудах греческих и римских писателей, в которых его образ воплотился в имени Сесостриса – легендарного покорителя полумира.http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B5%D0%BD%D1%83%D1%81%D0%B5%D1%80%D1%82_III მან მოაწყო რამდენიმე წარმატებული სამხედრო ექსპედიციები მეზობელ ქვეყნებში ოქროს მოსაპოვებლად. სწორედ ამ ფარაონს უწოდებდნენ ხალხურ ლეგენდებში სესოსტრისს ვინ იყო სესოსტრისი? აქ უნდა გავიხსენოთ ჰეროდოტე, რომელიც გვიყვება ფარაონ სესოსტრისზე, რომელმაც დაიპყროო კოლხეთი და ჰეროდოტე ამბობს სწორედ, რომ კოლხები ეგვიპტელები იყვნენო... ცოტა ძველი დასაჯერებელია, რომ სესოსტრისმა შავ ძღვას მიაღწია, მაშინ როცა ცნობილია, რომ ეგვიპტელები მაინცა და მაინც არ ეტანებოდნენ შორულ საღძვაო მოგზაურობებს და ძირითადად მდინარის ნავებს აგებდნენ... საინტერესო კიდევ ისაა, რომ ამ ფარაონმა ააგო ახალი დედა ქალაქი იტ-ტაუი და გრანდიოზული კომპლექსი ფაიუმში, რომელსაც ბერძნები იცნობდნენ როგორც ლაბირინთს. (სტრაბონი ამ ნაგებობას ლაბირინთს უწოდებდა) ვინაიდან მასში იყო მრავლად გზაასაბნევი გასასვლელ-გამოსასვლელები... საინტერესო პარალელებია.. აი ეს ადგილი ჰეროდოტედან... ჰეროდოტეს ისტრია, 104. გვ. 156. 1ტ ,,მაგრამ ცხადია კოლხები ეგვიპტელები არიან, შევეკითხე ორივეს - კოლხებს უკეთ ახსოვთ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. . ეგვიპტელები ამბობნ, რომ მათი აზრით სესოსტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები და ხუჭუჭთმიანები არიან, მაგრმ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადცვეთას. ხოლო ფინიკიელება და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან , როგორც თვითონ ამბობენ ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები რომლებიც მდინარე თერმდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრნები, რომლებიც მათი მეზობლები არიან ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები რომლებიც წინადცვეთას ახდენენ და ჩანს რომ ესენიც ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელტა და ეთიოპელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა თუ რომელმა ისწავლა ამ ორს შორის მეორისაგან, რაღაც ძალიან ძველი სჩანს ორივე..,, http://ancientrome.ru/antlitr/herodot/evterpa.htm 102... и перейду к их преемнику, имя которого было Сесострис. Сесострис, как говорили жрецы, первым отправился на военных кораблях из Аравийского залива и покорил народы на Красном море110. Он плыл все дальше, пока не достиг моря, непроходимого для судов из-за мелководья. Когда он возвратился в Египет, то, по словам жрецов, с большим войском двинулся по суше, покоряя все народы на своем пути. Если это был храбрый народ, мужественно сражавшийся за свою свободу, тогда царь ставил на их земле памятные столпы с надписями111, гласившими об имени царя, его родине и о том, что он, Сесострис, силой оружия покорил эти народы. Если же удавалось взять какие-нибудь города без труда и сопротивления, то он ставил те же столпы с надписями, как и у храбрых народов, и, кроме того, еще прибавлял изображение женских половых органов, желая показать этим, что они трусы. 103. Так Сесострис прошел по материку, пока не переправился из Азии в Европу и не покорил скифов и фракийцев112. До этих-то народов – не дальше – дошло, по-моему, египетское войско, так как в этих странах еще есть такие столпы, а дальше – уже нет. Отсюда Сесострис повернул назад к югу, и когда подошел к реке Фасису, то оставил там часть своего войска. Я не могу точно сказать, сам ли царь Сесострис поселил в этой стране часть своих воинов, или же некоторые из них, удрученные долгим блужданием, самовольно поселились на реке Фасисе. 104. Ведь колхи, по-видимому, египтяне: я это понял сам еще прежде, чем услышал от других. Заинтересовавшись этим, я стал расспрашивать [об этом родстве] как в Колхиде, так и в Египте. Колхи сохранили более ясные воспоминания о египтянах, чем египтяне о колхах. Впрочем, египтяне говорили мне, что, по их мнению, колхи ведут свое происхождение от воинов Сесострисова войска. Сам я пришел к такому же выводу, потому что они темнокожие, с курчавыми волосами. Впрочем, это еще ничего не доказывает. Ведь есть и другие народы такого же вида. Гораздо более зато основательны следующие доводы. Только три народа на земле искони подвергают себя обрезанию: колхи, египтяне и эфиопы. Финикияне же и сирийцы, что в Палестине, сами признают, что заимствовали этот обычай у египтян. А сирийцы, живущие на реках Фермодонте113 и Парфении, и их соседи-макроны говорят, что лишь недавно переняли обрезание у египтян. Это ведь единственные народы, совершающие обрезание, и все они, очевидно, подражают этому обычаю египтян. Что до самих египтян и эфиопов, то я не могу сказать, кто из них и у кого заимствовал этот обычай. Ведь он, очевидно, очень древний. А то что [финикияне и сирийцы] переняли этот обычай вследствие торговых сношений с Египтом, этому есть вот какое важное доказательство. Все финикияне, которые общаются с Элладой, уже больше не подражают египтянам и не обрезают своих детей. 105. Назову еще одну черту сходства колхов с египтянами. Только они одни да египтяне изготовляют полотно одинаковым способом. Так же и весь образ жизни, и язык у них похожи. У эллинов, правда, колхидское полотно называется сардонским, а привозимое из Египта – египетским |
bekas |
Feb 21 2009, 12:20 AM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ციტატა კაი ერთი! მითხრა ამან ახალი ამბავი! |
sable |
Feb 21 2009, 05:14 PM
პოსტი
#54
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ვინ გითხრა რომ მოვიდნენ? საუბარია მონათესავე ტომებზე და მონათესავე ენებზე. კი ბატონო იყვნენ შესაძლოა პელაზგები ქართველების მონათესავეები (თუმცა ამისთვის ჯერ რ. გორდეზიანის ქართულ–მედიტერანული... ტომები უნდა გადავიკითხო ) მაგრამ ფესტოს დისკო თუ პელაზგთა შექმნილია რა შუაშია აქ კოლხეთი?! ამასთან დისკოზე გამოსახული სიმბოლოები უფრო ბერძნული სამყაროსთვის დამახასიათებელი შტრიხებითაა შემკული, ამაში კაცი რომ დარწმუნდეს სულ არ არის საჭირო რომ დარგის სპეციალისტი იყო მაგ. კაცის თავზე გამოსახული ფაფახი რაც ბერძნული მუზარადისტვის დამახასიათებელი ატრიბუტით არის შემკობილი, მართალია ის ვარცხნილობის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ ქართულ რეალობასთან არ შეიძლება საქმე გვქონდეს. და ვინ ამბობს ომ ქართველები არიან. რაღაც უცნაურ დასკვნებს აკეთებთ.. საუბარია წინაინდოევროპულ ხალხზე და ენაზე, რომელიც იყო გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის არეში. გასაგებია რომ არსებობდა წინაინდევროპული ენა და ამ ენაზე მოსაუბრე ხალხი, სანამ ეს ინდოევროპელები მოვიდოდნენ (თუმცა არის მოსაზრება რომ ქართველებს უფრო რომ ინდოევროპელებთან ააქვთ მეტი საერთო ვიდრე რდილო კავკასიელებთან ან თუნდაც სამხრეთში მცხოვრებ წინაინდოევროპელებთან), მაგრამ რატომ უწოდებს მაშინ ავტორი ანუ გ. კვაშილავა მის მიერ გაშიფრულ დამწერლობას კოლხურს ["ფესტოსის დისკო - კოლხური (პროქართული) ოქროდამწერლობის გაშიფვრის შესახებ"], თუ კოლხებს არასდროს არ უცხოვრიათ იქ სადაც ის წინაინდოევროპული ხალხი ცხოვრობდა და ჰქმნიდა ფესტოს დისკოს და თუ ეს ხალხი არასდროს არ მოსულა კოლხეთში რომ აქ შემოეტანა ის ენა რაზეც ფესტოს დისკო იყო დაწერილი?! იმედია გასაგებად დავწერე ჩემი პოზიცია – ანუ მოკლედ ვიმეორებ: თუ ფესტოს დისკო ანატოლიასა და ბალკანეთში მცხოვრები ხალხის მიერ არის დაწერილი, რომელებიც შესაძლოა(?) ენეთესავებოდნენ ქართველებს მაგრამ არასდროს არ მოსულან კოლხეთში , რატომ არის, რომ კვაშილავა მათ დამწერლობას მოიხსენიებს კოლხურად ?! მაგრამ აქ რეალობა ის არის რომ კვაშილავა იმას კი არ ამტკიცებს რომ ჩვენმა მონათესავე ხალხმა (თუმდაც პელაზგბმა) დაწერეს ის რაც დისკოზე წერიაო, არამედ ის ამტკიცებს რომ დისკოზე შესრულებული წარწერები არის სწორედ კოლხების დაწერილი, მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან მაგალითს მისი მოხსენებიდან: დისკოს წარწერა პროტო–ქართველურ – კოლხურ ენაზეა შექმნილი და კოლხური ოქროსდამწერლობით დაწერილი. http://bin.ge/file/10585/kolxuri-okrodamce...diskos.rar.html -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
m16 |
Feb 21 2009, 05:39 PM
პოსტი
#55
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
ანუ რაო რა ხდებაო?
მოკლედ მიტხრს ვინმემ რა ძმურშI -------------------- :)
|
bekas |
Feb 21 2009, 05:52 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ციტატა კაცის თავზე გამოსახული ფაფახი რაც ბერძნული მუზარადისტვის დამახასიათებელი ატრიბუტით არის შემკობილი გააჩნია ვინ რა თვალზე შეხედავს. მე თუ მკითხავ იროკეზების ვარცხნილობა უფროა, ვიდრე ბერძნული მუზარადი, იმიტომ რომ ეგ თმები პირდაპირ თავზეა დახატული და მუზარადის კვალიც არა ჩანს საერთოდ. ციტატა რატომ უწოდებს მაშინ ავტორი ანუ გ. კვაშილავა მის მიერ გაშიფრულ დამწერლობას კოლხურს ["ფესტოსის დისკო - კოლხური (პროქართული) ოქროდამწერლობის გაშიფვრის შესახებ"], თუ კოლხებს არასდროს არ უცხოვრიათ იქ სადაც ის წინაინდოევროპული ხალხი ცხოვრობდა და ჰქმნიდა ფესტოს დისკოს და თუ ეს ხალხი არასდროს არ მოსულა კოლხეთში რომ აქ შემოეტანა ის ენა რაზეც ფესტოს დისკო იყო დაწერილი?! თუ მონათესავე ხალხები იყვნენ მაშინ რად უნდა ენას შემოტანა? შემოტანილია და ეგაა. თანაც კვაშილავამ პელაზგური არ იცის, რა ენაზეც გაშიფრა იმ ენის სახელი დაარქვა. რომ გაეშიფრა ბანტუს ენაზე მაშინ ბანტუს იტყოდა. რაც შეეხება შენს პოზიციას, გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ იმ კაცმა ეგრე დაწერა ანუ იმის ჰიპოთეზა ეგეთია. შენ შეგიძლია შენი ჰიპოთეზა წამოაყენო. არავინ გიშლის. ეს ყველაფერი ხომ ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა და მეტი არაფერი. მაგრამ ცუდი სხვა რამეა. კვაშილავამ უკვე გააკეთა დასკვნა და ამ დასკვნის დამტკიცებას ცდილობს ყველა ხერხით. არადა წესით ჯერ ფაქტები უნდა შეკრიბო, მერე გააანალიზო და დასკვნა მერე გააკეთო. აი მაგაში კი შევედავებოდი კვაშილავას. |
sable |
Feb 21 2009, 06:08 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
გააჩნია ვინ რა თვალზე შეხედავს. მე თუ მკითხავ იროკეზების ვარცხნილობა უფროა, ვიდრე ბერძნული მუზარადი, იმიტომ რომ ეგ თმები პირდაპირ თავზეა დახატული და მუზარადის კვალიც არა ჩანს საერთოდ. ნუ ეგ ხუმრობით იყოს და თუ სერიოზულად ვიტყვით ის მუზარადები, რომელსაც მართლაც მსგავსი ფორმა ჰქონდა დორიელთა ხანაში, არ არს გამორიცხული რომ გარკვეულწილად ძველი ვარცხნილობიდანაც იყოს აღებული. იროკეზებს არც ვიცი რა გითხრა, მასე შორსაც ნუ გავიქცევით თუ მონათესავე ხალხები იყვნენ მაშინ რად უნდა ენას შემოტანა? შემოტანილია და ეგაა. თანაც კვაშილავამ პელაზგური არ იცის, რა ენაზეც გაშიფრა იმ ენის სახელი დაარქვა. რომ გაეშიფრა ბანტუს ენაზე მაშინ ბანტუს იტყოდა. რაც შეეხება შენს პოზიციას, გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ იმ კაცმა ეგრე დაწერა ანუ იმის ჰიპოთეზა ეგეთია. შენ შეგიძლია შენი ჰიპოთეზა წამოაყენო. არავინ გიშლის. ეს ყველაფერი ხომ ჯერჯერობით მხოლოდ ჰიპოთეზაა და მეტი არაფერი. მაგრამ ცუდი სხვა რამეა. კვაშილავამ უკვე გააკეთა დასკვნა და ამ დასკვნის დამტკიცებას ცდილობს ყველა ხერხით. არადა წესით ჯერ ფაქტები უნდა შეკრიბო, მერე გააანალიზო და დასკვნა მერე გააკეთო. აი მაგაში კი შევედავებოდი კვაშილავას. მონათესავეობა იმას კი არ ნიშნავს რომ ენა საერთო იყო, ან ის რომ დამწერლობა ერთი იქნებოდა, როცა მონათესაობაზეა საუბარი იგულისხმება ენებს შორის ფონეტიკური მსგავსებები. სულ არ არის სავალდებულო რომ მონათესავე ხალხი ერთი სამეტყველო ენით სარგებლობდეს. მონათესავე ენებია ქართული და მეგრული მაგრამ ამასთან ერთ ენას არ წარმოადგენენ. სამაგიეროდ ძირი ერთი აქვთ და ბევრი საერთო სიტყვა. მე ჩემი ჰიპოტეზის წამოყენებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ვიძახი რომ ეგ ჰიპოტეზა არ არის რეალური და ჩემთვის მისაღები, იმ მიზეზებიდან გამომდინარე რაც ზემოთ დავწერე. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
m16 |
Feb 21 2009, 06:29 PM
პოსტი
#58
|
.......... ჯგუფი: Members პოსტები: 5,739 რეგისტრ.: 2-July 07 მდებარ.: Rustavii წევრი № 2,365 |
იმ სურათში ქართველი როჟა გაიჩითა?
-------------------- :)
|
tamara |
Feb 21 2009, 07:41 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ორიდან ერთი ვარიანტია
1) ფესტოდ დისკო შემოტანილია ფესტოში და სწორედ კოლხეთიდან. 2) ან კოლხები საუბრობდნენ იმავე ენაზე, რომელზეც ეს დისკოა დაწერილი - და არაა აუცილებელი რომ პელაზგები მოსულიყვნენ კოლხეთში ან კოლხები წასულიყვნენ ფესტოში. კოლხური ენა ხაზგასმულია იმის გამო, რომ ბალკანეთის მოსახლეობას კულტურული კავშირები სწორედ კოლხებთან ჰქონდათ იმ პერიოდში. ციტატა იმ სურათში ქართველი როჟა გაიჩითა? იმ სურათის წინ დგანან და დისკოს მაკეტი უჭირავთ - გია კვაშილავას (დააყენეს წინ) და ბრიტანეთის სამეფო აკადემიის პრეზიდენტს. |
bekas |
Feb 21 2009, 08:15 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
ციტატა ნუ ეგ ხუმრობით იყოს და თუ სერიოზულად ვიტყვით ის მუზარადები, რომელსაც მართლაც მსგავსი ფორმა ჰქონდა დორიელთა ხანაში, არ არს გამორიცხული რომ გარკვეულწილად ძველი ვარცხნილობიდანაც იყოს აღებული. დორიულ მუზარადებთან მიმართებაში ვარცხნილობა არაფერ შუაშია. თმის ჯაგარს წმინდა დამცავი მნიშვნელობა ჰქონდა ციტატა მონათესავეობა იმას კი არ ნიშნავს რომ ენა საერთო იყო, ან ის რომ დამწერლობა ერთი იქნებოდა, როცა მონათესაობაზეა საუბარი იგულისხმება ენებს შორის ფონეტიკური მსგავსებები. სულ არ არის სავალდებულო რომ მონათესავე ხალხი ერთი სამეტყველო ენით სარგებლობდეს. მონათესავე ენებია ქართული და მეგრული მაგრამ ამასთან ერთ ენას არ წარმოადგენენ. სამაგიეროდ ძირი ერთი აქვთ და ბევრი საერთო სიტყვა. ნათესაობასაც გააჩნია. და ის თუ რა არის ენა და რა დიალექტი უფრო პოლიტიკის სფეროში წყდება ვიდრე ლინგვისტიკის ციტატა მე ჩემი ჰიპოტეზის წამოყენებას ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ვიძახი რომ ეგ ჰიპოტეზა არ არის რეალური და ჩემთვის მისაღები, იმ მიზეზებიდან გამომდინარე რაც ზემოთ დავწერე. გასაგებია. სხდომის მდივანს ვთხოვოთ დააფიქსიროს გამომსვლელის აზრი. ციტატა ორიდან ერთი ვარიანტია 1) ფესტოდ დისკო შემოტანილია ფესტოში და სწორედ კოლხეთიდან. 2) ან კოლხები საუბრობდნენ იმავე ენაზე, რომელზეც ეს დისკოა დაწერილი - მე მგონი ორივეც შეიძლება. კოლხებს რა არ შეეძლოთ გაეგზავნათ დისკი მონათესავე და თითქმის იმავე ენაზე მოლაპარაკე ხალხისათვის. უფრო არ გაიგებდნენ? აბა სხვას რაში დასჭირდებოდა უცხო და გაუგებარ ენაზე დაწერილი დისკი? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი