მფარველი წმინდანი, თქვენი სახელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მფარველი წმინდანი, თქვენი სახელი |
მარიამი |
Aug 22 2006, 03:45 PM
პოსტი
#41
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
იქნებ ათეიზმი განმიმარტოთ სამწუხაროდ ყველა ათეისტობას იბრალებს და რომ გამოარკვევ თურმე არ არიან მატერიალიზმი გესმით? მნათე, Palefty-ის ანგარიში გაუქმებულია, ასე რომ ტყუილად უსვამ კითხვებს მაინც ვერ გიპასუხებს... შეგიძლია პმ-ით ესაუბრო... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Aug 22 2006, 03:55 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე, Palefty-ის ანგარიში გაუქმებულია, ასე რომ ტყუილად უსვამ კითხვებს მაინც ვერ გიპასუხებს... შეგიძლია პმ-ით ესაუბრო... არა მადლობთ ისე სიამოვნებით შევიდოდი პოლემიკაში მომენატრა კამათი მაგათთან, და საბოლოოდ ამ არგუმენტის მოსმენა :რომელი საუკუნეა?" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Aug 22 2006, 04:09 PM
პოსტი
#43
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
რომელი საუკუნეა-ზე რას პასუხობ ხოლმე?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Aug 22 2006, 04:24 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რომელი საუკუნეა-ზე რას პასუხობ ხოლმე? XXI-ეა და ეგ შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებს თქო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ალექსანდრე |
Aug 22 2006, 04:29 PM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
mnate
ციტატა XXI-ეა და ეგ შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებს თქო ეჰ, ნეტაი შენა -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
eka-ekaterine |
Aug 26 2006, 09:34 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-August 06 წევრი № 111 |
მე დამარქვეს წმ.ეკატერინეს სახელი წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313) დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა. ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე გამოფენილმა ბრბომ აავსო ქალაქი. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ - დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ გადაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს - უღმრთო იმპერატორ მაქსიმინს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა, გადმოებირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ-სიბრძნე განდიდდებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის - იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა სანაცვლოდ რისხვით სავსე პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა. დედოფალი გააოცა ღვთაებრივი მადლით სახეგაბრწყინებული წმიდანის სულის სიმტკიცემ. წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც იწრმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუ ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა. უფლის რჩეულმა ისევ ახოვნად აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის - ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ლოცვა აღავლინა მისადმი და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527- 565; ხს. 14 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2001 წ. წმიდა ეკატერინეს ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ეკატერინე, ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდოცა შენ თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. სათნოებითა, ვითარცა მზისა შარავანდედითა, განანათლენ ურწმუნონი ბრძენნი, და ვითარცა ყოვლად ბრწყინვალემან მთოვარემან, ბნელსა შინა მავალთაგან ურწმუნოებისა ბნელი განსდევნე, და დედოფალი მორწმუნე-ჰყავ, და ზოგად ამხილე მძლავრსა, ღმრთივ-წოდებული სძალო, ნეტარო ეკატერინე, და სიხარულით შეხვედით ზეცისა სასძლოსა ყოვლად შვენიერსა სიძისა შენისა მიმართ ქრისტესა, და მის მიერ სამეფოთა გვირგვინითა გვირგვინოსან იქმენ, და ანგელოსთა თანა მდგომარე ხარ, ევედრე მას ჩუენ ყოველთა-თვის, რომელნი აღვასრულებთ ყოვლად პატიოსანსა სახსენებელსა შენსა. კონდაკი: მწყობრი პატიოსანი ღმრთისა მიერ მარტვილთ მოყვარენო აწ დაადგინენით, მაქებელთა ყოვლად ბრძნისა ეკატერინესა, რამეთუ ამან სტადიონსა შინა ქრისტე ქადაგა, და გველი დასთრგუნა, რიტორთა მეცნიერებისა განმნერწყველმან. -------------------- |
judi |
Sep 6 2006, 03:54 PM
პოსტი
#47
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
ჩემი მფარველი ანგელოზია წმიდა გიორგი (გიორგობას ვარ დაბადებული) და ფოტინე -სამარიტელი დედაკაცი
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მარიამი |
Sep 6 2006, 03:55 PM
პოსტი
#48
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE ფოტინე -სამარიტელი დედაკაცი ფოტინე რატომ? ნათია გქვია? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
judi |
Sep 6 2006, 03:57 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
მარიამი
კი, ნათია მქვია,თუმცა ძალიან მიყვარს ფოტინეს როდესაც მეძახიან -------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მარიამი |
Sep 6 2006, 04:10 PM
პოსტი
#50
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი კი, ნათია მქვია,თუმცა ძალიან მიყვარს ფოტინეს როდესაც მეძახიან წმინდა ფოტინე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წმინდანია. სახარებისეული წმინდანებიდან გამორჩეულად მიყვარს ფოტინე და ზაქე მეზვერე (მოციქულებზე არაფერს ვამბობ) -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
judi |
Sep 7 2006, 08:48 AM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 72 რეგისტრ.: 6-September 06 წევრი № 156 |
მარიამი გაიხარე და წმიდა ფოტინეს მადლი გფარავდეს...
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
მარიამი |
Sep 7 2006, 10:51 AM
პოსტი
#52
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
natalia |
Sep 7 2006, 09:32 PM
პოსტი
#53
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 7-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 167 |
ჩემი მფარველი წმინდანია ჭმინდა ადრიანე და ნატალია სხვათაშორის ხვალ არის ხსენება და ყველა ნატალიას ვულოცავ
-------------------- ნატალია
|
OrthoGio |
Sep 7 2006, 09:50 PM
პოსტი
#54
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 31-July 06 მდებარ.: Kutaisi წევრი № 28 |
ჩემი მფარველები არიან: წმ.გიორგი, წმ. აბო,
-------------------- „ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით“. |
სალომე |
Sep 7 2006, 09:52 PM
პოსტი
#55
|
სალომე ჯგუფი: მემატიანე პოსტები: 2,068 რეგისტრ.: 3-August 06 წევრი № 38 |
|
gorgasali |
Sep 24 2006, 04:46 AM
პოსტი
#56
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 16-September 06 წევრი № 201 |
ჩემი მფარველი წმინდანი წმიდა გიორგია.
|
შოთა |
Sep 24 2006, 11:40 AM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,637 რეგისტრ.: 28-July 06 მდებარ.: tel-aviv წევრი № 22 |
judi
მე მყავს ერთი ნაცნობი არაბი ქრისტიანი იმასც ფოტინე ქვია.. -------------------- http://www.youtube.com/user/shotka84tube
|
თამარი |
Sep 25 2006, 07:29 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ფოტინე ჩემი მფარველი წმიდანიცაა, რადგან 2 აპრილს ვარ დაბადებული, მისი ხსენების დღეს. სახელი კი, რამდენდაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თამარი მქვია და რა თქმა უნდა, წმიდა თამარ მეფე არის ჩემი მფარველი წმიდანი.
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
ზურაბი |
Sep 26 2006, 04:42 PM
პოსტი
#59
|
აბდალა ჯგუფი: Members პოსტები: 662 რეგისტრ.: 25-September 06 მდებარ.: tbilisi!!!xiliani!!! წევრი № 218 |
ჩემს მფარველ წმინდანათ მივიჩნევ ღირს მამა დავით გარეჯელს!რადგან მე მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში დავდივარ.
-------------------- ,,ავსიტყვაობა და ზიზღი განთავისუფლებული მონის თვისებაა"
|
ლილიანა |
Sep 26 2006, 04:59 PM
პოსტი
#60
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ჩემს მფარველ წმინდანათ მივიჩნევ ღირს მამა დავით გარეჯელს!რადგან მე მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში დავდივარ. უი მეც მამა დავითის მრევლი ვარ -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი