IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> ტაო-კლარჯეთი, ულამაზესი მხარე
ulvashi
პოსტი Jan 26 2007, 03:27 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Feb 20 2007, 02:59 PM
პოსტი #42


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



გამარჯობათ, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ. ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი 1 თვეში მზად იქნება, ჩემს მოძღვარს მამა პეტრეს (ყრუაშვილს, ბათუმის წ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს) აღდგომის შემდეგ, მრევლი მივყავართ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში. უნდა მოვილოცოთ სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები(ნაწილი მოვილოცეთ) და ღირშესანიშნავი ადგილები. იმედი მაქვს რომ მალე აფხაზეთსაც "უპრობლემოდ" მოვილოცავთ და ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში და საინგილოში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაგვჭირდება.


" მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანა!!!!!!!!"


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 21 2007, 01:27 AM
პოსტი #43


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
გამარჯობათ, მე ფორუმის ახალი წევრი ვარ. ჩემი საზღვარგარეთის პასპორტი 1 თვეში მზად იქნება, ჩემს მოძღვარს მამა პეტრეს (ყრუაშვილს, ბათუმის წ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარს) აღდგომის შემდეგ, მრევლი მივყავართ ლაზეთში და ტაო-კლარჯეთში. უნდა მოვილოცოთ სრულიად საქართველოს ეკლესია-მონასტრები(ნაწილი მოვილოცეთ) და ღირშესანიშნავი ადგილები. იმედი მაქვს რომ მალე აფხაზეთსაც "უპრობლემოდ" მოვილოცავთ და ლაზეთში, ტაო-კლარჯეთში და საინგილოში ჩასასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაგვჭირდება.


აუ შენი კეთილი შურით მშურს. smile.gif smile.gif smile.gif
ძაან მაგარიაsmile.gif
რომ მოილოცავ მოგვიყევი მერე ამბები.smile.gif
აბა წარმატებებიიი...


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Feb 21 2007, 07:07 PM
პოსტი #44


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



აუცილებლად, იმედია მანამდე სურათების დადებას ვისწავლი....


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 23 2007, 05:28 AM
პოსტი #45


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
აუცილებლად, იმედია მანამდე სურათების დადებას ვისწავლი....

გაიხარეეე smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 23 2007, 12:13 PM
პოსტი #46


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ulvashi
ციტატა
ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა



IPB-ს სურათი


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Karo
პოსტი Feb 23 2007, 12:14 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 563
რეგისტრ.: 9-February 07
მდებარ.: ქართველების დედაქალაქია ქუთEისი!!!
წევრი № 1,043



ციტატა
ძალიან მარტივად
დროის საქმეა უბრალოდ
საინგილო უკვე ფაქტობრივად საქართველოა

???????


--------------------
მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალი ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Gio 1992
პოსტი Mar 12 2007, 09:27 PM
პოსტი #48


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 13-February 07
წევრი № 1,070



მაგრად მიხარია რომ ესეთი ხალხი არსებობს. იბედნიერეთ და იხარეთ მრავალჟამიერ!!! ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Jun 8 2007, 06:54 PM
პოსტი #49


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136



გამარჯობა. მე თქვენი ფორუმის ახალი წევრი ვარ - ეს ჩემი პირველი პოსტია. ბედნიერი იყოს ჩემი ფეხი (ხელი, თითი, კლავიატურა - რა ვიცი, რაც უფრო მიესადაგება)
შარშან ვიყავი ტაო-კლარჯეთში და დღემდე იმ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ... ზღაპარი - მოკლედ მხოლოდ ასე თუ დაახასიათებ იქაურობას. როცა გრიგოლ ხანძთელის, აშოტ კურაპალატის, მთაწმიდელების, საბა იშხნელის და სხვა ასეთ ბუმბერაზთა ნაკვალევზე დადიხარ, ფიქრით საუკუნეთა მიღმა, იმ დიდებულ ეპოქაში ინაცვლებ, როცა წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო ვიყავით; როცა იმ ზღაპრულ ბუნებაში ამ ზღაპრულ ძეგლებს ვაგებდით... ეს ფიქრი გამაღლებს, გაძლიერებს, გამშვიდებს და წამით დღევანდელობასაც გავიწყებს. მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ წამით, რადგან იქვე ამ ტაძრების დღევანდელი საცოდაობა წარმოგიდგება; გახსენდება, როგორ გართმევს ვიღაც თურქი მოლა შენი წინაპრების აშენებულ იშხანში, ხახულში თუ პარხალში შესასვლელად ფულს; რომ შენ იქ სტუმარი ხარ და ლამის ქურდულად უნდა მიხვიდე, და ეს ყველაფერი გულს გიკლავს... ტაოდან ორგვარი გრძნობით დავბრუნდი - სულიერად კმაყოფილი ამ ბავშვობისდროინდელი სიწმინდეების მონახულებით და მორალურად დათრუნული იმის შეგრძნებით, "რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა"; რისთვის უწვალიათ ჩვენს წინაპრებს ამდენი, რომ იმის თავიც არ შეგვრჩენია, ისეთს თუ ვერ ვაშენებთ, იმათ შექმნილს მაინც მოვუაროთ, რომ ვიღაცებმა შიგ ბოსლები, ტუალეტები, შეშისა თუ ათასგვარი ხარახურის საწყობები, მედრესე-მეჩეთები და მათი თანამდევი ფეხსაბანები არ მოაწყონ, არ გაანაგურონ...
იქ იმდენად დიდ ემოციას იღებ, ნანახის გადახარშვა-გააზრება ისე უცებ ჭირს. ამის დრო მერე დგება, როცა იქაურობას გამოცილდები, აქ ჩამოხვალ და იქ ნანახს გონების თვალს გადაავლებ... მე პირადად სრული ორი დღე იმის განცდა მქონდა, რომ ეს სიზმარში ვნახე...
შთაბეჭდილება, ემოცია კი მართლა დიდია... დღემდე არ მავიწყდება ბანა - საცოდავი, მოწყენილი, უპატრონოდ მიგდებული, რომელიც თავისი ნაღვლიანი თვალებით თითქოს ხსნას გვთხოვდა; თითქოს გვეხვეწებოდა,მიხსენით ამათ ხელიდანო... იშხანში მისული მომხიბლა ტაძრის შედარებით კარგად შემონახულმა გარე ფასადმა, თუთებით დაჩრდილულმა ვრცელმა ეზომ. გადასახადმა ცოტა კი მომიშხამა გუნება - ისევ უმწეობის შეგრძნება, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან სედარებით, რაც შიგნით შესულს დამემართა. იქაც ხარბად ვათვალიერებდი აქა-იქ შემორჩენილი ფრესკების, ორნამენტების კვალს და ვტკბებოდი იმ სილამაზით, მაგრამ გავედი ცენტრში, ავხედე სანახევროდ გადმონგრეულ გუმბათს და... ცრემლები ძლივს შევიკავე... საოცარი, მართლაც სამარისებური მდუმარებით შეგვხვდა ხანძთა, რომლის გუმბათი იმდენად საცოდავ დღეშია, ქვები ცვივა და მის ქვეშ გავლა საშიშია... სადიაკვნეში ბოსელია გამართული, მეორე მხარეს - დაჭრილი შეშა მიეწყოთ... ოთხტაგან ერთი სვეტი ჩამონგრეულა, მაგრამ ვიღაც მადლაინთ, სავარაუდოდ - ისევ აქედან ჩასულ მომლოცველთ ისევ შეუყენებიათ. ცხადია, ყოველგვარი ბეტონის გარესე, ცარიელი ხელებით როგორც შეიძლებოდა. დღე დღეზე კიდევ ერთი სვეტი ჩამოინგრევა, რაც სანახევროდ ჩამოქცეულმა კედლებმა და გუმბათმა, ვინძლო, ვერც გადაიტანონ... დიდხანს ვიიბორიალე იქვე მოჩუხჩუხე წყაროსთან, სადაც ძველი ნაგებობები ისევაა შემორჩენილი, და ვცადე წარმომედგინა, საღამოს სიწყნარეში როგორ იკრიბებოდა იმ მყუდრო სავანეში ბერთა კრებული თეთრწვერა გოლიათის - გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით... მზად ვიყავი, შუაზე გამეგლიჯა იმ ოჯახის ჩვილბავშვიანი ქალი, რომლის გულისთვისაც თურქეთის მთავრობამ ოპიზის ტაძარი ააფეთქა და სანახავად ერთადერთი ობლად შემორჩენილი კედელი დაგვიტოვა... არტანუჯის ციხეზე, როცა გიდმა ერთ კუთხეში ნანგრევებზე მიგვითითა და გვითხრა, ეგ პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაშთებიაო, მყისვე მივაშურე აშოტ კურაპალატის საფლავის თუნდაც ნაშთების სანახავად. ამაოდ - დღეს იქ რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. იმავე საღამოს, არტანუჯიდან მომავლმა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიამაყე. გზად ჯოჯოხეთის კანიონში შევჩერდით და ჯგუფის წევრებმა ჯერ ჰიმნი, მერე ხალხური სიმღერები და საგალობლები დააგუგუნეს... ის ფანტასტიური ადგილია, ეს ქართული შტრიხები კი იმდენად მოუხდა, ლამის ცაში დავფრინავდით სიამაყისგან...
სალაპარაკო მართლაც ბევრია, მაგრამ ისედაც ბევრი ვისაუბრე... უბრალოდ, შთაბეჭდილებები დღემდე გაუნელებელია.
იქ 5-დღიანში ვიყავით და ვნახეთ ხახული, ოთხთა, კავკასიძეების ციხე (კალანდიას ფილმიდან თუ გახსოვთ, ალპინისტების დახმარებით რომ აფოფხდნენ), პარხალი, იშხანი, ოშკი, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, დოლისყანა, ოპიზა, ხანძთა, შატბერდი... თავიდან 170 ლარი ავკრიფეთ, მაგრამ ადგილზე დაახლოებით 50 ლარი დავამატეთ. თან, ჩვენ ცოტა ხარჯები იმან გაგვიზარდა, რომ აქედან ავტობუსით წავედით, ასეთი დიდი მანქანა კი მაგ ეკლესიების უმეტესობასთან ვერ მიდის. ამიტომ იქ მარშუტკებს ვქირაობდით, რაც დამატებითი ხარჯი იყო. ვფიქრობ, თავიდანვე 250 ლარი რომ აგვეკრიბა, თავზე გადაგვივიდოდა...
თქვენი არ ვიცი, მე კი ძაან მინდა ბურსა-ინეგოლისკენ წასვლა, სოფელ ჰაირიეში, ახმედ მელაშვილის საფლავზე ასვლა და ამ დიდი მამულიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგება. იმედია, გაისად ამ სურვილსაც ავისრულებ.


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 8 2007, 07:02 PM
პოსტი #50


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



თავაძე
გაიხარე, ისე აღწერე ეს ყოველივე, რომ შენი განცდა მეც გადმომედო smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Jun 8 2007, 07:33 PM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136



ალექსანდრე
ოოო, განცდა იქ უნდა ნახო... ასე გადმოცემით მაინც ვერ შეიგრძნობ იმ სიდიადეს, ვერც სურათებით...


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 8 2007, 08:46 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(თავაძე @ Jun 8 2007, 03:33 PM) *

ალექსანდრე
ოოო, განცდა იქ უნდა ნახო... ასე გადმოცემით მაინც ვერ შეიგრძნობ იმ სიდიადეს, ვერც სურათებით...

ბებერი ტაო


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Jun 8 2007, 09:04 PM
პოსტი #53


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136



ალექსანდრე - ჩემს სამსახურში მსგავსი ფაილები დაბლოკილია და არც მაგას მიხსნის, მაგრამ ტაოს ბუნებას შეხედო და ანას ეგ სიტყვები არ გაგახსენდეს, შეუძლებელია. მართლა საოცარი ბუნებაა... თან, ტაო თუ ძირითადად ცადაზიდული, პირქუში და გოროზი, ხშირად ნესებივით წაწვეტებული სალი კლდეების საუფლოა, სადაც აქა-იქ თუ ხარობს ნაძვი, შატბერდში ასვლისას იქაურობა ყველამ რაჭას მივამსგავსეთ, მურგულის კი (ეს ქალაქი ბორჩხასთანაა) შემოგარენი კი წყლის წვეთივით ჰგავდა აჭარა-გურიის მთიანეთს. სოფლებიც კი ტიპური გურული იყო - ისეთივე შორი-შორს განლაგებული, ზუსტად ტრადიციული ქართული სტილის აივნიანი სახლებით და ეზოებში ნალიებით. იქაურ ქართველებთან შეხვედრა ამ მოგზაურობის პენალი აღმოჩნდა... ჩვენ ის თურქული ქალაქი გვეგონა, მაგრამ საბოლოოდ დაუვიწყარი შეხვედრა გამოგვივიდა.


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lile
პოსტი Jun 9 2007, 01:12 AM
პოსტი #54


Lile
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 5-June 07
წევრი № 2,108



ხალხნო, ვისაც გსურთ ტაო-კლარჯეთის მონახულება, დაგვიკავშირდით საექსკურსიო და ტურისტულ მომსახურება "გზაჯვარედინს" და ერთად მოვიაროთ მარტო ტაო-კლარჯეთი კი არა, მთელი საქართველო. ჩვენ მიერ შედგენილ ტურებსაც შემოგთავაზებთ და თუ თქვენ რაიმე სურვილი გაგაჩნიათ, თქვენი სურვილის მიხედვითაც შევადგენთ მარშრუტს.
მოდით, ვიმეგობროთ და შემოვიაროთ საქართველო smile.gif biggrin.gif
gzajvaredini@hotmail.com
(+995 32) 453310 ქეთევან წამებულის #25.


--------------------









-------------------------
"რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მომაგო მე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 9 2007, 01:24 AM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



Lile
რა დაჯდება ეგ სიამოვნება? და რა პირობებია


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Jun 10 2007, 05:54 PM
პოსტი #56


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136



ბათუმიდან რომელიღაც ტურისტული ფირმა აწყობს 1, 2 და 3-დღიან ტურებს ტაოში. 3-იანი 195 ლარი ჯდებაო. ყველაფერი შედის შიგ - მგზავრობა, გიდი, სასტუმრო, კვება... ჩამონათვალში ყველა ცნობილი ძეგლია - ბანა, იშხანი, ოშკი, ხახული, პარხალი, შატბერდი, ტბეთი, ხანძთა, არტანუჯი...
P.S. მე პირადად მაგ ფირმასთან შეხება არ მქონია და ტავს ვერაფერზე დავდებ. მე, უბრალოდ, ინფორმაცია მოგაწოდეთ. თუ დაინტერესდებით, კოორდინატებისაც დავდებ, რომელიც სხვა საიტზე ვნახე.


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lile
პოსტი Jun 11 2007, 02:46 PM
პოსტი #57


Lile
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 5-June 07
წევრი № 2,108



იცით, ფასი ბევრ პირობაზეა დამოკიდებული. ახლა ფორმუმზე რომ არ ვისაუბროთ ამ მატერიალურ საკითხზე, მოდით, მომწერეთ ან გვესტუმრეთ და შევთანხმდეთ პირობებზე - წამომსვლელთა რაოდენობა, დღეთა რაოდენობა და ა.შ. smile.gif


--------------------









-------------------------
"რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მომაგო მე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
pawawuna
პოსტი Jun 11 2007, 06:01 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,101



xo unda icodnen shedzleben tu ara wamosvlas? mgoni jobia daiweros fasi da visac shesadzlebloba eqneba is mova da wamova kidec. samwuxarod me mag dros tbilisshi ar viqnebi torem didi siamovnebit shemogiertdebodit.

lile jobia ro dawero pirobebi da fasi ase ufro mosaxerxebeli iqneba. tan es dzalian materialuric ar aris smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jun 12 2007, 11:13 AM
პოსტი #59


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



გორიდან ხშირად დადიან ტაო-კლარჯეთში და 135$ ჯდება. ამ თანხაში შედის ყველაფერი. 1 კვირით მიდიან ხოლმე და თან ჯგუფს ყოველშვის მიჰყვება მოძღვარი.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თავაძე
პოსტი Jun 14 2007, 02:43 PM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 8-June 07
წევრი № 2,136




ტაო-კლარჯეთში წამსვლელებმა დედაენები წაიღეთ საჩუქრად. დამიჯერეთ, გამოგადგებათ. ოღონდ იქ მთლად ღიად ნუ დაიწყებთ დარიგებას და არაფერი არაა საშიში. იქნებ ვინმემ ხელიც აგიკრათ - თურქული იდეოლოგია თავისას შვრება და 1-2 ეგეთიც გამოჩნდება, მაგრამ ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველიც ბევრი გამოგიჩნდებათ.
და კიდევ - ღვინოც კარგი საჩუქარია და არა მხოლოდ ქართველებისთვის.


--------------------
ბატონი არ ჰყავდათ ერთგულებს მეფეთა,
ნეტავი, მედროშედ ვინ უდგათ თავში,
სამასნი არიან და სამას ლეგენდას
თავი ანგელოზი მიუძღვის ცაში.
გელა დაიაური
****************************************
მზემ აიწია თითის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა.
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან.
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა...
ანა კალანდაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი