IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მფარველობა
guest
პოსტი Jan 10 2008, 02:37 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დამლოცეთ, მამაო.

ეს პოსტი დავწერე ადრე "ზნეობის " თემაში, მერე ღვთისმეტყველების ირგვლივ შეკითხვებში და უყურადღებოდ დარჩა, ალბათ ფორუმელებიც ფიქრობენ , რომ უმჯობესია მოძღვარმა უპასუხოს ამ კითხვას. ძალიან მაინტერესებს და როცა მოიცლით მიპასუხეთ გთხოვთ.

(აქ კათოლიკური ეკლესიის მაგალითი მიწერია, რამდენადაც ერთმა ტელეგადაცემამ გამიჩინა ეს შეკითხვა, მაგრამ ბოლოში მიწერია ჩვენი ეკლესიის შესახებაც, კითხვა არ შემიცვლია, უცვლელად გადმოვიტანე და მომიტევეთ, იმედია გასაგებად დავწერე).


ციტატა
მოკლედ,გერმანიის ტელევიზია ამ ბოლო დროს ხშირად აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და მიუხედავად გერმანელების მიმართ "დამჩმორებლური" პოლიტიკისა, ნელნელა იწყება მედლის ორივე მხრიდან შეხედვის მცდელობა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტელეარხ foenix-ზე აჩვენეს ყოფილი სს-ელების ძებნით და დაკავებით დაკავებული ორგანიზაცეიბი. ამ გადაცემაში კი აქტიურობდა ვინმე ამერიკელი როზენბაუმი (გვარი გვეუბნება ვინცაა წარმოშობით),საქმე ეხებოდა ორ ძველ სს-ელს, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და იორდანიაში უნდა აფარებდნენ თავს.მოთხრობილი იყო აგრეთვე,თუ როგორ შეძლეს მაშინ ნიურნბერგის პროცესისგან თავის დაღწევა და გაყალბებული საბუთებით ევროპის დატოვება. ეს როზენბაუმი კი დაუღალავად ლანძღავდა ერთერთ ლოკალურ კათოლიკურ ეკლესიას,სადაც ეს ნაცისტები გაქცევამდე თავს აფარებდნენ და აგრეთვე ვიღაც აბატის დახმარებით მოახერხეს ევროპის დატოვება.

ჩემი კითხვაა: რატომ ილანძღებოდა ეკლესია, თუ მან ვინმე, თუნდაც უდიდესი ცოდვილი შეიფარა? ნუთუ ვალდებულია მოძღვარი რომ ასეთი ხალხი მართლმსაჯულებას გადასცეს? გარდა ამისა,კათოლიკებშიცაა აღსარების საიდუმლო და მარტო აქედან გამომდინარე, რა უნდა გაეცა მღვდელს იქ მისული და აღსარება ჩაბარებული, ,იქნებ მონანიე კიდეც, კაცის ამბავი და მოეკვლევნებინა? გთხოვთ ამიხსნათ ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ხომ ნამდვილად სწორად იქცევა ეკლესია ანუ სასულირო პირი, რომ "მფარველობს" იქ მისულს, ვინც მფარველობას ითხოვს? ავიღოთ ისევ ახალი ინციდენტები,ვთქვათ რადოვან კარაჯიჩი მონასტერში მივიდა და იქაა, თავს აფარებს, უნდა გასცეს ის მოძღვარმა? სულერთია რომელი ქვეყნის მართლმადიდებლურ მონასტერში იქნება, რომ ეროვნულობას და პატრიოტულ აზრებს ავცდეთ.


პასუხისთვის წინასწარ მადლობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Jan 15 2008, 12:54 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეკლესია მოწოდებულია იზრუნოს თითოეული ადამიანის სულის კურნებაზე და არა გასამართლებაზე. აქედან გამომდინარე არ შეუძლია მღვდელს გასცეს აღსარების საიდუმლო. ერთად–ერთი შემთხვევა, როცა მოძღვარმა უნდა განაცხადოს მისთვის საიდუმლოდ ნათქვამი – მაშინ, როცა იგებს, რომ ადამიანი წარმოადგენს საფრთხეს სხვისთვის და შეგონებათა მიუხედავად არ იშლის განზრახვას. ასეთ საუბარს არ ეწოდება აღსარება, რადგან სინანული აუცილებლად გულისხმობს მონანულის მიერ ცოდვათა დატევების, გამოსწორების,მოძღვრისადმი მორჩილების მცდელობას. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მოძღვარი ვალდებულია დაიცვას აღსარების კონფიდენციალობა.

აღნიშნულ შემთხვევაში საქმე ეხება წარსულის ცოდვას და, როცა ადამიანს არ აქვს განზრახული გაარძელოს ცოდვისმიერი ცხოვრება, მოდის მოძღვართან, აღიარებს და ცდილობს მოინანიოს, არ შეიძლება გასცე ასეთი ადამიანი. "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი", – ბრძანებს უფალი. იდეალში სამართალდამცავი სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს საშიში ადამიანის იზოლიერას, მის ზნეობრივ აღდგენას, გამოსწორებას და საზოგადოებისათვის დაბრუნებას. სამწუხაროთ დღე არ არის ასე, არამედ ეს სისტემა უფრო შურისმაძიებელ სისტემად იქცა. თუ არის შემთხევები, როცა ადამიანი გამოდის ციხიდან გამოსწორებული, ეს გამონაკლისია და არა სისტემის დამსახურება. ასეა ყველგან. ზნეობის აღდგენა მხოლოდ ჭეშმარიტებასთან სიახლოვეშია შესაძლებელი და ვერანაირი ფსიქოლოგიური ხერხებითა თუ დასჯის მეთოდებით ვერ მიიღწევა. რათქმაუნდა, ერთი დამნაშავის დასჯას აქვას აღმზრდელობითი დანიშნულება სხვა პოტენციურ დამნაშავესთან მიმართებაში, მაგრამ ულმობელობა უფრო აზიანებს საზოგადოებას, ვიდრე თვით დანაშაულის პრეცედენტი. თუ ადამიანი ნანობს წარსულს, მას უნდა მიეცეს სინანულით გამოსწორების საშუალება.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 02:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი