IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ერქომაიშვილები
Nanio
პოსტი May 7 2007, 09:45 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ერქომაიშვილები ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახია, თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი 10 ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები, გურული სიმღერის კარგი შემსრულებლები იყვნენ. განსაკუთრებით გამოსაყოფია გიგო და მისი 3 ვაჟი არტემი, ანანია და ვლადიმერი.

არტემი დაიბადა 1887 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში. ის თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი იყო. ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს სოფელ მაკვანეთში, ბათუმსა და მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი). 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და პეტერბურგში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე. 1950 წლიდან მახარაძის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელია იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ინახება მის მიერ შესრულებული საგალობლის ჩანაწერი. არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს.

ანანია დაიბადა 1894 წლის 3 იანვარს სოფელ მაკვანეთში. ის თავისივე ძმის, არტემის მოწაფე იყო. ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ყველა ხმას. გარდაიცვალა 1977წლის 31 იანვარს.

ვლადიმერი დაიბადა 1897 წლის 23 თებერვალს სოფელ მაკვანეთში. მან მოღვაწეობა დაიწყო არტემის გუნდში. შემდეგ იყო ოზურგეთის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ მახარაძის რაიონის სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი. მისივე ჩამოყალიბებულია ანსამბლი ელესა.

ანზორი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში, მისი მამა დავით ერქომაიშვილი, იყო ბრწყინვალე ბანი, სამწუხაროდ ის ნაადრევად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან ხელმძღვანელობს ვოკალურ ანსამბ რუსთავს. მას რუსთავთან ერთად აქვს 600ზე მეტი ხალხური სიმღერა მოძიებული. ის არის ავტორი მრავალი წიგნისა. ანზორ ერქომაიშვილი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის გალობის სკოლის გახსნაში.


აქვე დავძენ რომ გურულ შემსრულებლებში ყველაზე მეტად ერქომაიშვილების სიმღერები და საშემსრულებლო მანერა მიყვარს.
ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 7 2007, 10:46 PM
პოსტი #2


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



misdevs mela loms
იხარე ამ ინფორმაციისთვის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 7 2007, 10:57 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ვაუ, მართლა აპლოდისმენტები ამ ადამიანებს... მათ ღვაწლს დაფასება არ აქვს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 7 2007, 11:32 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



კალოს ხელხვავი - არტემ ერქომაიშვილის გუნდი.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 7 2007, 11:53 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



შავი შაშვი - პირველი ხმა ანანია ერქომაიშვილი, მეორე ხმა ვლადიმერ ერქომაიშვილი და ბანი არტემ ერქომაიშვილი.


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი May 8 2007, 02:13 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ვაა ძალიან მაგარია გაიხარე საინტერესოა ძალიან smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი May 8 2007, 03:18 AM
პოსტი #7


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



misdevs mela loms
ციტატა
ჩვენ მშვიდობა - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით.


გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა.

ვლადიმერი და ანანია 1907 წელს ღლაპები იყვნენ და მაგ გუნდში არ მღეროდნენ.

აი ეს გუნდი.

IPB-ს სურათი



--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 8 2007, 01:56 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ვეშაპო
ციტატა
გიგო ერქომაიშვილია ბანში, არტემის მამა.

მომიკვდეს თავი. ნაღდად არ ვიცოდი wink.gif მადლობა შესწორებისთვის wink.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Cecxladze I
პოსტი Jun 11 2007, 09:34 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,822



ეს მართლაც მშვენიერი თემაა და გთხოვთ გაეცანით ერქომაიშვილებს. და იქნებ იაქტიუროთ კიდეც. ერქომაიშვილები მართლაც ბრწყინვალე მომღერალ მგალობლები იყვნენ. ულამაზესი ხმები ჰკონდათ განსაკუთრებით ძმებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 17 2007, 06:12 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ერქომაიშვილებმა მართლაც მთელი ეპოქა შექმნეს გურულ სიმღერაში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიგოს გუნდი. შემდეგ არტემ ლადიკო და ანანია ერქომაიშვილი. მე პირადად ყველაზე ძაან(ნუ ეს პირობითად) ანანია მომწონს. საოცარი მომღერალი! ნებისმიერი ხმის საოცრად შესრულება შეეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩაწერილი სიმღერები სადაც სამივე ხმას თავად მღერის. მე ეხლა დავდებ ანანიას რამოდენიმე სიმღერას, და კარგი იქნება თუ შეფასებებს გააკეთებთ.

http://www.link.ge/file/147091/Track-15.mp3.html ------ ხსამბეგურა. ანანიას გუნდი. ტრიო: ბანი ანანია ერქომაიშვილი, პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, გამკივანი ზინაიდა ბერსენაძე.

http://www.link.ge/file/147095/Shavi-shashvi.mp3.html ---- შავი შაშვი. სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი.

http://www.link.ge/file/147103/01-Grdzeli-gigini.mp3.html--- გრძელი ღიღინი. ასევე სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Jun 17 2007, 08:38 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



დარწმუნებული ხარ, რომ სამივე ხმა ანანიაა? ohmy.gif მე ძმების ნამღერი მგონია


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 17 2007, 09:00 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



არა არა სამივე ანანიააა, არტემის ბანი სულ სხვანაირია

ან სჰეიძლება ჩანაწერის დადება შემეშალა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bato
პოსტი Sep 13 2007, 03:41 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,700



IPB-ს სურათი


გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები preveds.gif


--------------------
ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Sep 14 2007, 01:14 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



bato
ციტატა
გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები

მანდ ვლადიმერ ერქომაიშვილიც არის.
არტემს და გიგოს შორის დგას უკან


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
B_A_S_I_A_N_I
პოსტი Sep 14 2007, 02:45 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 14-September 07
წევრი № 2,739



პატარა ქარცივაძე მე დიდი ხანია ერქომაიშვილებზე მინდოდა თემის გაკეთება მაგამ არ მაცალეsmile.gif
ეს მართლაც შესანიშნავი გუნდი დახლდათ იმ დროს.
მასში ყველა მომღერალი პროფესიოონალი იყო თავისსაქმეში,
უნდა აღინიშნოს რომ მათ არა მარტო გურული არამედ მეგრული და აჭარული სიმღერებიც შემოგვინახეს, რომლების მარტო გიგოს გუნდთან გვხვდება.
მე იმედი მაქვს რომ ამ ანსამბლს დიდი მოწონება ექნება, პატარა ქარცივადზე უნიკალურჩანაწერებს მოგვაწვდისsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Sep 14 2007, 08:50 PM
პოსტი #16


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



B_A_S_I_A_N_I


ეჭვი მაქვს რომ სერგუნიააა smile.gif


პ.ს. მსგავსი ტიპის შეკითხვებისთვის ისარგებლეთ პმ-ით smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bato
პოსტი Sep 16 2007, 01:38 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 38
რეგისტრ.: 8-September 07
წევრი № 2,700



IPB-ს სურათი

1910-იანი წლები,არტემ ერქომაიშვილი.


--------------------
ბევრ ვეცად მაგრამ,ჩემ ხვალ ყოფას,ჩემ ტკბილ თუშეთ, ვერად-ვერ გავჰყარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
B_A_S_I_A_N_I
პოსტი Sep 22 2007, 04:30 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 14-September 07
წევრი № 2,739



27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Sep 22 2007, 06:25 PM
პოსტი #19


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(B_A_S_I_A_N_I @ Sep 22 2007, 03:30 PM) *

27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით


გერწმუნებით laugh.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Sep 26 2007, 01:24 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



B_A_S_I_A_N_I
ციტატა
27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით

სექტემბერს? ohmy.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი