თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ დედა

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 2 2008, 09:29 PM

დედაშვილური სიყვარულის არსი... wub.gif

საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

მედეა კახძე








აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა
ცხრა თვეს მუცლით დატარებდი,
"ვაით"გშობე,"უით"გზარდე,
და რად გიკვირს ყოველ ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გაცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს,-
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვის ხოლმე სიყვარულში!..
არ იცის,რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და,რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა -შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგირთ უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა_შენიც ჩიტად
გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!..

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 2 2008, 09:31 PM

"დედის ცრემლზე ია ამოდისო" ლეონიძე გამახსენდა user.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 2 2008, 09:33 PM

დ ე დ ა ს
შენს სათნო ღიმილს ვეთაყვენები
ჩემო ლამაზო და ეშხით სავსე,
იმდენი წელი გაცოცხლოს ღმერთმა
რამდენიც არის ვარსკვლავი ცაზე.
გთხოვ ნაღვლიანი არასდროს იყო,
შენს თვალზე ცრემლი არ დამანახო.
ბედნიერება და ჯამრთელობა
უბოძე მარად მოწყალე ღმერთო.
შენი სიკეთით, თბილი ბუნებით
ზოგჯერ მართლაც ვარ გაოგნებული
იმდენად კარგი არსება ხარ, რომ
მგონი ყველაა გაოცებული.
შენი დამთმობი ბუნებით კარგო
დაიმსახურებ ყველაზე დიადს,
შენ ხარ ნამდვილი ადამიანი
მე ვფიქრობ ასე და ეს ასეც არს.

ქეთი ქიმბარიშვილი (ანუ მე) smile.gif
biggrin.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 2 2008, 09:34 PM

დედა განსაკუთრებული რამაა და განსაკუთრებით - საქართველოში.
ქართველებივით არავინ არ სცემს პატივს დედას...

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 2 2008, 09:40 PM

დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ
უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული
საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, _ დედა მაგას იქს,
შვილმა კი დედისათვის რომ ეგაქნას, დედა იწყენს
ილია ჭავჭავაძე










ციტატა
დედა განსაკუთრებული რამაა და განსაკუთრებით - საქართველოში.
ქართველებივით არავინ არ სცემს პატივს დედას...

კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა sad.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Mar 2 2008, 09:43 PM

ციტატა(q-e-T-i @ Mar 2 2008, 10:40 PM) *

კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა sad.gif

გარკვეულწილად კი, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ დედას სადმე, რომელიმე ქვეყანაში ვინმე ისეთ პატივს სცემდეს, როგორც საქართველოში.

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 2 2008, 10:16 PM

მახსოვს, ტკივილებს მირჩენდი კოცნით,
მახსოვს, ვარსკვლავებს მიკრეფდი ციდან,
და მიმღეროდი იავნანასა
მუხლმოდრეკილი ჩემს აკვნის წინა.
მაფრთიანებდი რწმენით და ლოცვით,
საგზლად მატანდი სულს, ალალს, წმინდას,
გულში არ მქონდა მცირედი ხედვა...
რა გვიან მივხვდი შენს ამაგს დედა...


ციტატა
კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა


გარკვეულწილად კი, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ დედას სადმე, რომელიმე ქვეყანაში ვინმე ისეთ პატივს სცემდეს, როგორც საქართველოში.



ეს ქართველი დედების დამსახურებაა :*


"ვაჟკაცად შვილის გამზრდელი
დედა მიცვნია ღმერთადა"
ვაჟა

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 2 2008, 10:39 PM

დედა სანამ გვერდით გყავს მართლა ბედნიერია ადამიანი,თან ყველასთვის ცნობილია რომ მშობლების უპატივცემულობა ძალიან დიდი ცოდვაა,მაგრამ ვაი რომ ყოვალთვის ვერ ვახერხებთ ამ მცნების აღსრულებას,ეხ............. sad.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 3 2008, 05:37 PM

დღევანდელ დღეს ვულოცავ ფორუმელ დედებს... ღმერთმა გაგაძლიეროთ

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 10 2008, 06:49 PM

მიხეილ ქვლივიძე

დედა

დაღარულ ხელებს მზისკენ იწვდიდა,
ტანზე მაცმევდა სხივისგან ნაქსოვს.
არა - ლეჩაქით და არც - მიწიდან;
მე სულ სხვაგვარი მშობელი მახსოვს.

ის მოკრძალებას ჰგავდა თავიდან,
ალბათ, ამიტომ - ადრე წავიდა...

დავხუჭავ თვალებს და თითქოს ვხედავ,
რამდენი ჰქონდა გზა გასავლელი.
მან მე სიკვდილიც მასწავლა, დედამ, -
არ დამრჩენოდა რამ უსწავლელი.

მანვე გამიღო მთის ალაყაფი,
სადაც ბურუსი ბილიკებს ფარავს,
მითხრა: ამ დიად შარას გაჰყევი,
კაცის გულისკენ მიმავალ შარას!

მითხრა: ბოლომდე იარე ასე,
მათხოვარივით კონკები გეცვას,
რამდენი კაციც შემოგხვდეს გზაზე,
იმდენჯერ შვებით ახედე ზეცას...

მერე წავიდა და საყვედური
მწუხარებისთვის თუ მითხრა, ნეტავ?..
ის იყო რაღაც მართლა დედური,
მარადქალური ქართველი დედა.


პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 25 2008, 10:49 PM

მიხა ხელაშვილი

დედას

რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო,
სხვა კი არავის რა უშავ,
შენ მებრალები ბეჩაო.
არ ვიცი რას რა მოველი,
რამ რარა ამაყბედაო.











დედის სიკვდილზედ

სინათლის სხივი გამიქრა,
ბნელით მაიცო მიწაო,
სისხლით და ცოდვით აივსო
მხარეო არაგვისაო;
გეწია ფშავის არეო,
დროება წინა ჟმისაო,
როდესაც დედის კალთაზე
ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო.
შორს მიდიოდა ტყვიაი
სალეკო ბილიკისაო,
იხოცებოდა მრავალი,
კრებოდა შუქი მზისაო.
ხან კი გადავდის კაცის ძე
დასამარხავად მკვდრისაო.
მაგრამ არ იყო ანდერძი
მოკვლაი დიაცისაო.
ეხლა აღარვის სცხვენია,
აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო,
ჩემ სამუქრაოდ მოდიან
ყმები ლაშარის ჯვრისაო,
არვისთვის რა მიწყენია,
ნეტა რა ჯავრი სჭირდაო?
ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია
ვცხოვრობდი სინდისითაო.
ქურდობით არ ვაწუხებდი,
არც არავისა ცრცვითაო.
დედა მამიკლეს მოხუცი,
სამოც-ოთხმოცი წლისაო,
ავადმყოფ მოკლეს, დედაო,
შაჰბრალდი აღარვისაო,
ფშავლები გბანენ სისხლითა
ცრემლით დაბანილ პირსაო.
რო დაგკრეს, დაიკვნესებდი,
დაინატრებდი შვილსაო!
მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი,
როცა შენ გაგიჭირდაო...
რად მინდა ქუდი თავზედა
ან თოფს რაადა ვზიდაო?!
ან გავლა ვაჟკაცურადა,
იმედი მაუზრისაო?!
მამკლავსა თავის დედისას
რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო;
მტერი არ შამხვდა მტრისფერი,
მყოფილვარ შავი დღისაო.
შინაურების დათოფვა
არ ეკადრების გმირსაო!



პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Mar 25 2008, 10:54 PM

დედაააა მიყვარხაააააააარ smile.gif რატომღაც გამახსენდა ის ხალხი ვისაც დედა არ ყავთ ......... cray.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 25 2008, 10:55 PM

სიმონ ჩიქოვანი
ქართველი დედა

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Mar 25 2008, 10:55 PM

ცოტა არაგრამატიკულად დამიწერია მაგრამ იმედია მაპატიებთ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Mar 25 2008, 10:59 PM

ეს კი ჩემი საყვარელი ლექსი------


მუხრან მაჭავარიანი

დედა

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.


პოსტის ავტორი: khatia_ თარიღი: Mar 26 2008, 01:04 AM

დედიიიიიიიიიიიიი,ძალიან მიყვარხაააააააააააააარ!და ძალიან მენატრებიიიიიი!

პოსტის ავტორი: ANELI თარიღი: Mar 26 2008, 11:29 AM

დედა ძალიან მიყვარხარ. გემუდარები არასოდეს არ მიმატოვო, ძალიან გამიჭირდება უშენოდ. შენი ტკივილი მეც მტკივა. მინდა შენს გამო შეუძლებელი შევძლო. გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ შენ მყავდე კარგად. მაპატიე თუ რამე ვერ შევძელი, ან ისე ვერ გავაკეთე, როგორც შენ გინდოდა, როგორც შენ გსურდა. მაპატიე დედა თუ ისეთი არ ვარ, როგორც შენს ოცნებებში ხედავ შენ შვილს. მაპატიე ის ცრემლები რაც ჩემს გამო გქონია. მაპატიე... ძალიან მინდა ჩემით ამაყობდე, ძალიან მინდა შენი სითბო მუდმივად თან მდევდეს. ძალიან, ძალიან მიყვარხარ.a025.gif
და კიდევ ერთი რამე მინდა ცხოვრებაში ძალიან მინდა მეც ოდესმე ვიგრძნო ჩემი საკუთარი შვილის სიყვარული და მეც დედა მერქვას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 11:34 AM

დედას


/ია სულაბერიძე/


შენ - არ დაბერდი,

მე - გავიზარდე,

და დღეს დებივით დავდივართ ერთად,

მადლობელი ვარ, რომ დამიცადე,

რომ შენი თავი მარგუნე დედად!

ვერაფრით ვხვდები, რა უნდა გითხრა,

რომ მივამსგავსო ნათქვამი სათქმელს

და რა იქნება ის მხსნელი სიტყვა,

რითაც დაგარქვევ შესაფერ სახელს:


"ჩემო ლამაზო?" - ეს ხომ ფაქტია,

"ჩემო ძვირფასო?" - არახალია...

....
....

ჩემო ბუზღუნა დედა-ფუტკარო,

ჩემო თოლიგე და მახარია!


შენ სხვების დედებს ბევრად სჯობიხარ,

ჩემი რომა ხარ - მხოლოდ ამითი,

რა კარგი არის, სადედაშვილოდ

რომ ავირჩიეთ ჩვენ ერთმანეთი.


შენ - არ დაბერდი,

მე - გავიზარდე,

და დღეს დებივით დავდივართ ერთად,

გმადლობ, ძვირფასო, რომ დამიცადე,

რომ შენი თავი მაჩუქე დედად!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 26 2008, 01:25 PM

ასეთი თემა არის...

პოსტის ავტორი: khatia_ თარიღი: Mar 27 2008, 12:33 AM

დედა,ძალიან ძალიან მიყვარხარ!ღმერთს შევთხოვ,სულ კარგად მყავდე!

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Apr 4 2008, 06:20 PM

„შეხედეთ ფუტკრებს, - ამბობს დეკანოზი ნაუმოვიჩი, - ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკის ძირზე ეცემა. ზედ ევლებიან და ყოველი ღონით ცდილობენ აიყვანონ ზემოთ. ერთმანეთს გადაებმებიან, ერთგვარ კიბეს ააწყობენ, რომ დედა ამ კიბით ზემოთ ავიდეს, სადაც მას ყველაზე ბეჯითი მსახურები ელიან. თუ ის ისეა დაუძლურებული, რომ ზემოთ ვეღარ ადის, მასთან რამდენიმე ფუტკარი რჩება თაფლით. ასე კვებავენ დედას, ათბობენ. წარმოიდგინეთ, მაშინაც კი არ მიატოვებენ, როცა მოკვდება. ზედ დაჰფარფატებენ და უნიავებენ, რომ როგორმე გააცოცხლონ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა, საცოდავი ბზუილით გაეცლებიან იქაურობას“.

ყოველივე ამის მაყურებელი უნებურად ფიქრობ: „მოდი გონიერო არსებავ, შეხედე ფუტკარს, ისწავლე მისგან შრომისმოყვარეობა, მომჭირნეობა, შვილებზე ზრუნვა, დედის მოფრთხილება“. ჩვენ ხომ ველურები არა ვართ, არც წარმართები და უღვთო ხალხი. ჩვენ ხომ დედაეკლესია მიწყივ გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების პატივისცემას. მაგრამ, სამწუხაროდ, მომსმენი არ არის ხოლმე.


პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Jul 2 2008, 06:46 AM

დედაააა....ძალიან მიყვაააააარს....და ალბათ არც არსებობს ადამიანი რო არ უყვარდეს დედა...

და ეხლა დედიკო მიდის საქართველოდან..მართალია ცოტა ხნით..მაგრამ არ მიყვარს მისი ესეთი გასვლები...საშინლად მენატრება და ყოველთვის მაკლია...
....



პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Jul 2 2008, 09:00 AM

ციტატა(zedela @ Jul 2 2008, 06:46 AM) *

დედაააა....ძალიან მიყვაააააარს....და ალბათ არც არსებობს ადამიანი რო არ უყვარდეს დედა...

და ეხლა დედიკო მიდის საქართველოდან..მართალია ცოტა ხნით..მაგრამ არ მიყვარს მისი ესეთი გასვლები...საშინლად მენატრება და ყოველთვის მაკლია...
....

მეც ძალიან ძალიან მიყვარს დედიკო... ცუდია როცა სადმე მიდის და მითუმეტეს საქართველოდან, მესმის შენი... მე ეხლა სოფელში მივდივარ და მე რა მეშველება დედაჩემის გარეშე არ ვიცი sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 2 2008, 09:47 AM

ციტატა(veriko7 @ Jul 2 2008, 09:00 AM) *

მეც ძალიან ძალიან მიყვარს დედიკო... ცუდია როცა სადმე მიდის და მითუმეტეს საქართველოდან, მესმის შენი... მე ეხლა სოფელში მივდივარ და მე რა მეშველება დედაჩემის გარეშე არ ვიცი sad.gif sad.gif sad.gif


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Schalwas Deda თარიღი: Jul 24 2008, 10:19 PM


ფშაველი დედის გოდება

ღამეო შენამც გენაცვლები,
შენაც ჩენ ნაღველ გაგიგავის,
ძალიან ბევრი გიტირებავ
ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვარვის.
გათენებაო, შენც გენაცვალე,
შენც ჩემი დარდი გაგიგავის
მთის ყვავილებზე, ბალახებზე.
ცვარ-ნამის ცრენლი დაგიღვარვის.
ჩემს შვილს რად უნდა სამოსელი?
ჩოხა გახადეთ, გადაუგდეთ,
მიწის სამოსელ შაუკერეთ,
სარჩულად მოთქმა დაუდევით.
ცრემლები ღილად დაუკერეთ,
სამარეს პირი გაუკერეთ
ჩემი ცრემლების ძაფებითა,
ხავერდოვანი ბალახითა.
სამარევ, პირი დაიბანე
მწუხარე დედის ცრემლებითა,
მიწაო, შვილი შამინახე,
შენ შემოგჩივი ვედრებითა!

პოსტის ავტორი: chagi თარიღი: Aug 20 2008, 01:53 PM

ნოდარ ჯალაღონია

შეგინებული დედები

სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს გავიგონებთ
_“ბოზის შვილი ვიყო“ – „ჩემი დედა მოვ...“

* * *
რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

2. თუ ეს ცხოვბრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,
ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებთ,
როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!

პოსტის ავტორი: chagi თარიღი: Aug 20 2008, 07:31 PM

ბ ი ჭ ე ბ ო წ ა ი კ ი თ ხ ე თ


ნოდარ ჯალაღონია
შეგინებული დედები

სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს გავიგონებთ
_“ბოზის შვილი ვიყო“ – „ჩემი დედა მოვ...“

* * *
რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

2. თუ ეს ცხოვბრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,
ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებთ,
როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 20 2008, 07:34 PM

chagi


მაგარია !

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Aug 25 2008, 02:37 PM

QUOTE
ნოდარ ჯალაღონია

შეგინებული დედები

სამწუხაროდ, ასეთ სიტყვებს გავიგონებთ
_“ბოზის შვილი ვიყო“ – „ჩემი დედა მოვ...“

* * *
რა გულით, ანდა რა ენით ამბობთ სიბილწეს, საოცარს,
ბიჭებო! როგორ იმეტებთ დედას - ხატსა და სალოცავს,
მარილს რად აყრით სამშობლოს, ისედაც გახსნილ ჭრილობას,
კარგი დედ-მამის შვილებო, რად გინდათ ბოზის შვილობა.
ფუძის ანგელოზს რად აფრთხობთ და ეშმაკს რატომ აბუდებთ,
ცოცხლად რატომ კლავთ თქვენს დედებს და სულში რატომ აფურთხებთ.
ეს არის დიდი სირცხვილი სიგლახეცა და სილაჩრეც,
როდესაც კაცი ამგვარ ფიქრს ენას და სიტყვას მიაჩვევს.
დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!

2. თუ ეს ცხოვბრება უაზრო, ფიქრს და გონებას აგირევთ,
საკუთარ დედას რას ერჩით, ისინი ლანძღეთ, აგინეთ,
ვინც მართლა ბოზის შვილია, სამშობლო ფეხზე ჰკიდია,
დგანან მსოფლიო ბირჟაზე და საქართველოს ყიდიან.
ვინც ოცნებები წაგართვათ, დაგტოვათ ქუჩის ამარა,
ვინც თქვენი ხვალინდელი დღე მოკლა და დაასამარა.
ვინც ცხოვრობს გრიალ-გრიალით ქვეყანა კი დააქცია,
ვინც ბევრის დედა და შვილი მართლაც ბოზებად აქცია.
აგინეთ ქვეყნის გამყიდველს, მოღალატეს და გარეწარს,
ვინც 9 მარტსა და 9 აპრილს სიკვდილის კალო გალეწა.
ვინც ჩვენი გოგო-ბიჭები ნიჩბით აჩეხა, აწამა,
ვინც დღესაც მახვილის ნაცვლად ხელში გაჩეჩებს საწამლავს.
ვინც დღესაც გაცლით ხელიდან სამაჩბლოს და აფხაზეთს,
ამაზე უნდა იფიქროთ, უნდა იყვიროთ ამაზე.
თორემ რა სახელს მოიხვეჭთ, საკუთარ დედის გინებთ,
როდესაც დედა სამშობლოს სული უჭირავს კბილებით!

უძლიერესია! გამაჟრჟოლა... გაიხარე!!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2013, 11:52 AM

"მხოლოდ საქართველოში:

-დედა ეუბნება შვილს, როდესაც მას რამე უჭირს: "ვაიმე, შვილო, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი".

-დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა, მას უჭირს რამე თუ არა.

-დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს, თუ მისი შვილი შინ არ არის.

-მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში ისე სევდიანად, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს.

-მხოლოდ ქართველი დედა შვილზე დარდით შეიძლება გაჭაღარავდეს და გადაჰყვეს მასზე დარდს.

-შვილმა შეიძლება დედა ანერვიულოს და მეორე წუთს დედა მას თვალებს უკოცნიდეს.

-დედები მზად არან საკუთარი სიცოცხლე დათმონ შვილების სანაცვლოდ.

-ყველაზე თბილად იხუტებს დედა შვილს.

-დედას შეუძლია შვილის გულისთვის ყველანაირი შეურაცხყოფა აიტანოს.

-მხოლოდ ქართველი დედა ეუბნება შვილს: "დედა გენაცვალოს."

-მხოლოდ ქართველ დედას ჰგონია თავისი შვილი ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი.

-მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია მორწყას ცრემლებით შვილის საფლავი.

-მხოლოდ ქართველი დედა ამბობს, რომ ჯობია მისმა შვილმა იტიროს დედა, ვიდრე დედამ იტიროს შვილი.

-მხოლოდ ქართველი დედის ცრემლია ყველაზე წმინდა ცრემლი, რომელიც კი ამ ცოდვილ დედამიწაზე ეცემა.

-მხოლოდ საქართველოში დედა არის ყველა სიწმინდის, სიკეთის, ყველაფერი კარგის და ლამაზის დამტევი სიტყვა.

-მხოლოდ ქართველ დედებს შეუძლიათ შვილების მთელი გულით და არსებით სიყვარული.

მოეფერეთ დედებს, მათ ძლიერ უყვარხართ."

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 24 2013, 11:58 AM

marine

ციტატა
მხოლოდ საქართველოში:

ყველგან ასეა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2013, 01:18 PM

ციტატა(ikanosi @ May 24 2013, 12:58 PM) *

marine

ყველგან ასეა


დედაჩემი ზუსტად ასეთია და ყველგან ნამდვილად არ არის ასეsmile.gif ეს სიტყვები რომ წავიკითხე ცრემლები წამომცვივდა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2013, 01:33 PM

"დედა საუნჯეა შეუცვლელი, ერთადერთია, ვისაც ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ; ისეთს მიგიღებს, როგორსაც ცხოვრება გაგხდის, ეყვარები და არაფერს მოგთხოვს სანაცვლოდ, გულს ატკენ და ცრემლნარევი მაინც გაგიღიმებს... არასწორად მოიქცევი და ფეხზე წამოდგომაში ისევ დაგეხმარება, შეცდომას დაუშვებ და აუცილებლად გაპატიებს... ხშირად გვტკენია, განგვიცდია, გვიტირია, მივსულვართ, დედის ნაწვალებ ხელებს და გულს ჩავხუტებივართ და დავმშვიდებულვართ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2013, 04:11 PM

"ლეგენდაც კი არსებობს დედის უშრეტ სიყვარულზე: „ერთ ბიჭს შეუყვარდა გოგონა, დაავიწყდა დედა... გოგონამ დედის გული მოსთხოვა... დედამ ეს რომ გაიგო, უთხრა: „შენ ბედნიერი მყავდე და ჩემი გული წაუღეო...“ გახარებულს დედის გული შეყვარებულთან მიჰქონდა, როცა სისწრაფისაგან ფეხი ქვას წამოკრა და დედის გული გაუვარდა, იქიდან კი ხმა მოისმა: „ხომ არ დაშავდი, შვილო?“ - იმაზე დიდი სიყვარული, როგორც დედას შვილი უყვარს, არ არსებობს.
გაუფრთხილდით დედებს... სანამ დროა, მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო.

დედა სიცოცხლის წყაროა. სანამ ის გყავს, მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია; ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი. როცა ცუდად ხარ, დედას უხმობ საშველად, როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას, სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე, რომ კარების გაღებისთანავე დედას შენი წარმატება მიახარო, რადგან იცი, რომ მასზე მეტად ეს არავის გაუხარდება. როცა გულის გადაშლა მოგინდება, დედასთან მიდიხარ არა იმიტო, რომ შენ მეგობარი არ გყავს, არამედ იმიტომ, რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს...

დედა ტირის და ტკივა ჩვენს გამო. რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი? როცა ხედავ მის სევდიან თვალებს, რომლებიც ერთ დროს ანათედნენ, უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჟრუანტელი, პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკივილის, დარდისა და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებისა და საშინელი ტკივილის, რადგანაც შენ დედა აატირე, მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა, სათუთი და სპეტაკია.

შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა, ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს, მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ...“

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 27 2013, 04:47 PM

ციტატა
დედაჩემი ზუსტად ასეთია და ყველგან ნამდვილად არ არის ასე ეს სიტყვები რომ წავიკითხე ცრემლები წამომცვივდა...

ასეა, დედობა ნაციონალური არ არის. ნებისმიერი ეროვნების დედა განიცდის მისი შვილისადმი სიყვარულს, მაგრამ გამოხატვა კულტურის შესაბამისად შესაძლოა განსხვავებული იყოს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2013, 01:14 PM

ციტატა(ikanosi @ May 27 2013, 05:47 PM) *

ასეა, დედობა ნაციონალური არ არის. ნებისმიერი ეროვნების დედა განიცდის მისი შვილისადმი სიყვარულს, მაგრამ გამოხატვა კულტურის შესაბამისად შესაძლოა განსხვავებული იყოს.

mpua.gif wub.gif



დედას არასოდეს დაუმალოთ გასაჭირი. ის ძალიან ინერვიულებს, მაგრამ გამოსავლის ძებნაში დაგეხმარებათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2013, 03:03 PM

"თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2013, 05:10 PM

ერთხელ ხუმრობით დედაჩემი
მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე.

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2013, 02:48 PM


“დედამ დასთესა ეს სილამაზე,
დაბადებიდან რასაც ეტრფიან!
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე
მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!
დედა ძველია როგორც სამყარო,
... და როგორც დილა არის ახალი
არ გაჩენილა ქვეყნად სახელი,
დედის სახელზე უფრო მაღალი!
ახალს ლანდივით შორდება ძველი
ცხოვრებაში გზა ვის არ შეშლია,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი,
სიყვარული და დედა ერთია!
გზა რომ არ გქონდეს დედის საფლავზე
მაინც არ უნდა გადაიარო!
და როცა მშობელ დედას აფასებ
შენს თავს აფასებ ადამიანო!”


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2013, 03:18 PM

"ქალი სუსტია,მაგრამ დედაა ძლიერი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2013, 03:45 PM

დედის წერილი:
შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო. თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე. თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა. როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან. თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო. თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი. თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას. ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა... დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Jul 20 2013, 11:40 PM

ციტატა
"გაუფრთხილდით დედებს... სანამ დროა, მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო.

დედა სიცოცხლის წყაროა. სანამ ის გყავს, მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია; ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი, მრჩეველი, სიხარულის გამზიარებელი. როცა ცუდად ხარ, დედას უხმობ საშველად, როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას, სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე, რომ კარების გაღებისთანავე დედას შენი წარმატება მიახარო, რადგან იცი, რომ მასზე მეტად ეს არავის გაუხარდება. როცა გულის გადაშლა მოგინდება, დედასთან მიდიხარ არა იმიტო, რომ შენ მეგობარი არ გყავს, არამედ იმიტომ, რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს...

დედა ტირის და ტკივა ჩვენს გამო. რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი? როცა ხედავ მის სევდიან თვალებს, რომლებიც ერთ დროს ანათედნენ, უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჟრუანტელი, პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი, ცრემლი სინანულის, გულისტკივილის, დარდისა და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებისა და საშინელი ტკივილის, რადგანაც შენ დედა აატირე, მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა, სათუთი და სპეტაკია.

შვილი დედისთვის ყველაზე ძვირფასი განძია, რომელიც მას ღმერთმა აჩუქა, ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს, მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ...“

კაი თემაა, ყველაზე სრულყოფილი სიყვარული დედაშვილობა, და ალბათ ყველაზე ნანატრი გრძნობა რომელსაც გაფრთხილება სჭირდება..
იმის თქმა მინდა ვისაც არ აქვს ეს წყალლობა ძალიან არ არის ადვილი, მუდმივი ყრუ ტკივილით არის დანაკლისი, ყველა წამზე ასახული უსაყრდენო განცდის ტვირთი..

დედა კი ცოცხალია, მარა ჩვენი მდგომარეობა "ცოტა" განსხვავდება დედას გაზრდილი არ ვარ, კიარადა საავადმყოფოში მუშაობდა და ისეთი წამლები დალია მოსაშლელად , ბუნებრივი კანონზომიერებით არ უნდა გავჩენილიყავი, 'ნურას უკაცრავად'.. biggrin.gif რაღაც მისია მქონდა ეტყობა, დ.. დღეს მარჯანშვილზე coffee სახლი თუ რაღაც მანდ ვიყავი ძალიან საინტერესო მენუა , რაღაც ტერამიცუ "გულისწასვლასმაილი".. ძალიან მომეწონა .. ეყობა ეგ იყო ჩემი მისია :mission completed: )) მაგაზე კარგი რა გავაკეთე მეტს ვერაფეს ვიხსენებ ))


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2013, 03:06 PM

დედას

შენი თვალები,ცრემლებით სველი,
ო,მათ გარეშე რარიგ ძნელია…
დედი ამ ქვეყნად როგორც შენ მელი,
... ვიცი,არასდროს არსად მელიან..
შენი ხელები,მზესავით თბილი,
ნეტავ ამ ქვეყნად ყველას ენახა…
დე ! მიხარია,რომ მე ვარ შვილი,
ისეთი დედის,როგორც შენახარ..


ზვიად ცინდელიანი ‪

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2013, 02:43 PM

დედა...

_ დედა, წყალი მინდა...
ისევ გაგიხსენე,
თუმცა შევიცვალე...
ბევრჯერ საწოლები,
ხელით ახლაც ვსინჯავ
და იმ ჭიქას ვეძებ,
ღამის სიბნელეში
წყალს რომ მაწოდებდი...
მაშინ არც ვფიქრობდი,
ძილსაც თუ გიფრთხობდი,
არც შენ ბრაზდებოდი
ჩემი უმწეობით...
უკვე, აღარ ვიცი,
როგორ გადავიტან,
მე რომ წყურვილი მკლავს
ახლა უშენობის...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2013, 01:28 PM

დე...

დე!
მომენატრე,.
არა ისე , როგორც სხვა შვილებს
მოენატრებათ საკუთარი დედის თვალები...
მოგონებები მოტივტივებს ფიქრში მაშინვე
ხმა მესმის ყურში გახურული, ცივი კარების.
ერთხელ მოგიხმე,
როს უგონომ თამაშში გართულს
წარბი სრულიად დავახიე ღობეზე მავთულს.
მაშინ გულიდან ამოგძახე : ,,მიშველე დედა”
იმ დღის შემდეგ კი გულზე მაწევს მტანჯველი სევდა...
და დამრჩა შრამი...
ყოველ დილით სარკის წინ მდგარი
ვახსენებ დედას, არ გაბედო, შენ არ ხარ მკვდარი,,,
და კიდევ ერთხელ რომ მოგიხმო დედა ნუგეშად
ნუთუ ამისთვის უნდა დავდგე სისხლის გუბესთან?
დე,
მენატრები...
შენს საფლავთან მოვედი გუშინ...
მარტო ვიყავი, ხომ მაპატიებ?
მიწას შენს გულზე რომ ვერ ვიტან,
სხვაგან დავყარე...
მერე, ამდენი წლების მერე..პირველად ვნახე
ჩემი საწყალი,
გათოშილი დედიკოს სახე...
ფრთხილად შეგეხე,
ამ შეხებას როგორ ვნატრობდი...
მთელი ცხოვრება უდედობას გულით ვდარდობდი...
დე, მაპატიე!
თუ ვაჟკაცმა ცრემლით ვიტირე.
მე ის ბავშვი ვარ,
აკვანშივე რომ დაგიტირე!
დე,
მე მაკლიხარ...
შენი ხელის მწყურია სითბო
სულ ჩაფერფლილხარ,
ჩაგიხუტებ მე გულში ვითომ?
დე არ გატკინოის ის მკლავები
რომელსაც მხვევდი...
და რა იცოდის
თუ გვერგუნა
ეს მძიმე ხვედრი...
დე, მაპატიე, რომ მომინდა მენახე ახლა,
სულ დამასველა სევდისაგან ამინდმა თალხმა...
დე მენატრები სიგიჟემდე, მითხარი რა ვქნა?


/ნონა ლაცაბიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2013, 11:41 AM

"ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი...

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით, ის ღრმა ფიქრია . . "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2013, 01:38 PM

დედის გული

დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,...
თვითონ ანგელოზად მოსული...
დედის გული ლამაზ ღიღილოს გავს,
ხან მზე რომ ათბობს და ხან აწვიმს...
ქუჩაში ბევრი ქალი მიღიმოდა,
მაგრამ დედასავით არავინ...
თვალებით უფრო ხშირად მზე დაჰქონდა,
თუმცა წვიმაც ჩანდა ცრემლივით,
ისეთი საყვარელი მზერა ქონდა,
იმ მზერით მთელ სამყაროს შეცვლიდი...
დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,
თვითონ ანგელოზად მოსული...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2013, 11:39 AM

დედა

დედისთვის ლექსი
ძალზე ცოტაა,
თვითონ დედაა...
მზისფერი ლექსი,
ის ზოგჯერ ატმის
ნაზი რტოცაა,
ზოგჯერ კი, ვაზის
ძლიერი ფესვი...
დედისთვის ცრემლი
წვიმის მოსვლაა,
ღიმილი მზეა
ამ ნაწვიმარზე
და ყველა სევდა
მაშინ შორსაა,
როცა კი დედას
ხატად იწამებ...
დედა ფიქრია
და არმოცლაა,
არა ტაშის და
არა ჯილდოსთვის,
დედისთვის ჯილდო
შვილის კოცნაა
და ეს ლოცვაა
მარადისობის...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2013, 12:48 PM

"ვისაც დედა არ უყვარს, არ უყვარს სამშობლო, ვისაც არ უყვარს სამშობლო, ვერ შეიყვარებს უფალს!"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2013, 03:21 PM

დღეს მელიქიშვილზე 16-17 წლის ბიჭი მაჩერებს, სიგარეტის კოლოფს მიწვდის. არ გინდათ ,,დავიდოვი". გაშტერებული მივჩერებივარ. იჭერს ჩემს გაოცებულ მზერას და მიხსნის: დედასთან მივდივარ შესახვედრად და არ მინდა, ჯიბეში სიგარეტის კოლოფი მედოს!:)

/გიორგი ლობჟანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2013, 12:09 PM

დედამ მითხრა, ჩემი თავისთვის ერთი დღეც არ მიცხოვრიაო... wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2013, 01:34 PM

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თი...თებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, -სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, - რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი მეთქი ყველაფერი. -არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე: -წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით: - წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები -შუქი მაინც არ იძვრის. - დე-დაა! დე-დაა! არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს. ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე. ის კი იყო და ის, ცოცხალი აღრ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად. რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი-სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?! დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს....

/რევაზ ინანიშვილი/


... ვიტირე sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2013, 11:11 AM

მადლობა ღმერთო,რომ გავჩნდი ქალად
და თანახმა ვარ–მიწოდეთ სუსტი.
ბედნიერი ვარ,რომ მქვია ქალი
და დედად ქცევის სასწაულს ვუცდი.
...
ავტ:ელენე თომაევი



"შენი ნაბიჯი ძალზედ ფრთხილია,
ხარ ანგელოზი ზეცით მოსული.
ნაყოფიც შენი, ისე ტკბილია,
ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული.

ცხრა ნეტარებად და მზის ცხრა სხივად,
ცხრა თვე იესოს ხელები გარწევს,
და ალბათ მოსვლა გიღირდა იმად,
რომ პირმშოს ხელში ღიმილით ასწევ.

შენ ანგელოზი დაგყვება კვალში,
ლამაზ სხეულზე გასკდება კვირტი,
მოევლინება ქვეყანას ბავშვი,
ამ საოცარი გრძნობისკენ ილტვი.

გულში გიფეთქავს მეორე გული,
ამ სასწაულით, თავად მოსული
და სხეულს შენსას სხვაგვარად უვლი,
ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორ–სული."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2013, 02:24 PM

"დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი....
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი.."



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2013, 01:59 PM

რამდენი დღეა არფერი დამიწერია შენთვის ძვირფასო,
დაღლის ბრალია,
სხვა არაფერი,
სხვა არფერი,ვფიცავარ დედა...
წვიმებმაც იკლეს.......
ვიცი,ჰო,ვიცი რომ ჩემს სიცრუეს უმალვე ხვდები,
ჩემი ხმის ტემბრით შეგიძლია მიხვდე რა მინდა,
მიჭირს თუ მილხინს,
შველა თუ თმენა.
თმენა დედიკო...
თურმე რა ძნელი ყოფილა თმენა...
მასწავლე დედი,
მასწავლე,როგორ გავუძლო ტკივილს,
როგორ ვიწამლო ეკალი დედა,
როგორ ვიარო ღამეში მარტომ,
როგორ გადავჭრა ქუჩები ნელა...
შენდობაც მიჭირს
და დავიწყებაც,
ჩემი ბრალია,
ვერ შევძელ დედა...
არ შემიძლია,
რომ არ მიყვარდეს,
ამაშიც ვგავართ მე და შენ დედა...........

დიკა სალაყაია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2013, 04:58 PM

:დედა!...დღეს რაღაცა უნდა გთხოვო♥
უნდა გამიხდე ამის თავდები....
რომ არასოდეს არ დაბერდები..
რომ არასოდეს არ დამთავრდები!...
დღეს მომენატრე როგრც არასდროს♥...
ვეღარ ვმშვიდდები ვეღარ ვწყნარდები ...
სულგაყინული როგორც ყოველთვის,
უნდა გამათბო ნუ დამზარდები .
დედა უშენოდ გავვერანდები
დედა უშენოდ გავნიავდები,
ვიწყები ფიქრით ვიწყები ლოცვით..
მერე ცრემლით და ნატვრით ვმთავრდები....
მანამდე ვიდრე მომედარდები
შენ ხომ იცოცხლებ,შენ ხომ იქნები?
უნდა გამიხდე ამის თავდები!..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 12:17 PM

"მითრეს, რომ მე შენ გგავარ...
ეს იყო საუკეთესო კომპლიმენტი ჩემს ცხოვრებაში, დედა "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2014, 02:50 PM

აი ეს არის ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა !...
მინდა რომ იგრძნო როცა მუცელზე, შემახებ ნაზად თითის ბალიშებს,
ჩვენი პატარის ფორიაქს-ძგერას, მუცელს რომ ურტყავს როგორც კლავიშებს...
მინდა შეიგრძნო რარიგ დიდია, ბედნიერების ეს ჩანასახი,
ჩვილი დედის ჭიბს-ჭიპით კიდია, როგორც კუნწულას ტყუპი ბარხატი....
მინდა რომ ჩვენი პატარის სუნმა, დაისადგუროს ოთახში, სახლში...
მერე ამაყად მივაბიჯებდეთ ბავშვებით ხელში, ქუჩაში, ხალხში!.
მინდა რომ სითბო წავართვათ მზესაც, სხივის კონებით მოვწნათ საწოლი...
გაჩუქო დიდი ბედნიერება, რომელსაც მხოლოდ გრძნობით აწონი.
დილით გავფინო ჩვილის პერანგი, რომელსაც დედის რძის სუნი ასდის,
მალე შეიგრძნო ის სიხარული, მხარზე რომ ჩვენი პატარა გაზის.
მინდა რომ იყო ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების მზრუნველი მამა,
ჩვენც მოვითხუპნოთ ჩვილის ფაფებით, როცა მოუწევთ პატარებს ჭამა.

მინდა რომ იგრძნო როცა მუცელზე, შემახებ ნაზად თითის ბალიშებს...
ჩვენი პატარის ფორიაქს-ძგერას, მუცელს რომ ურტყავს როგორც კლავიშებს.

/თეო წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2014, 07:00 PM

"დედა ამქვეყნიური ანგელოზია"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2014, 06:53 PM

დედა - შვილთასხმით კურთხეული

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2014, 06:59 PM

"ჩემი სულის კლიტეები, ჩემი სულის მერცხლები" - დედაჩემის ტკბილი სიტყვები შვილიშვილების მიმართ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2014, 09:00 PM

დღეს დილით დედას, ჩემი დაუფიქრებლობით, ვაწყენინე და სახლიდან მეც მოწყენილი გავედი... წირვის მერე რომ დავბრუნდი ისევ ნაწყენი იყო, სახეზე შევატყვე, მაგრამ... ჩემი საყვარელი სადილი, გუშინ რომ ვინატრე, მაინც მოუმზადებია smile.gif უზომოდ გამიხარდა და... დედამაც გაიღიმა smile.gif

ასე მხოლოდ დედებს შეუძლიათ მოიქცნენ wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2014, 10:13 PM

"დედის სახლი სამოთხის ადგილია, სადაც საათი მუდამ ჩვენი ბავშვობის დროს უჩვენებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 01:54 PM

"ვფიქრობდი, შენთვის მოსაწონი აღმესრულებინა, მეუფეო ჩემო, ქრისტე, რამეთუ შენი წყალობით ეძლევათ მოკვდავთ შვილები; ისინი ხდებიან მოხუცთ დამხმარენი, რომლებიც მათზე, როგორც კვერთხზე, აყრდნობენ აცახცახებულ სხეულს".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/


"დედაზე ზრუნვა ინახავდა მის უმწიკვლო ცხოვრებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 08:16 PM

,,დედა - გულია უზარმაზარი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2014, 07:42 PM

"დედებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი ქალიშვილები სახლშიაც კი მოკრძალებით იცვამდნენ, ხოლო ტაძარში, და მით უფრო მონასტერში, განსაკუთრებით მოკრძალებული სამოსით დადიოდნენ, რომ არავინ დააბრკოლონ და უფალი არ განარისხონ".

/სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო/


"დედა ღვთისამ არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბადრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2014, 02:09 PM

"შვილმა გული ნახა და შვილისშვილმა გულის კარიო"

ამ წუთას პირველად გავიგე დედასგან ეს ანდაზა smile.gif

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 10 2014, 06:06 PM

marine

ციტატა
"შვილმა გული ნახა და შვილისშვილმა გულის კარიო"

ამ წუთას პირველად გავიგე დედასგან ეს ანდაზა smile.gif


საინტერესო ანდაზაა. ანუ ბებომ გაუღო კარი შვილიშვილს, ვიდრე დედამ? თუ შვილიშვილმა თვითონ გააღო ბებოს კარი, დედა უჯავრდებოდა და ვერ უბედავდა) ალბათ პირველი ბებომ გადადგა ნაბიჯი არა? მაინც ბრძენია დედაზე. თორემ ბავშვი მგონი დედას უფრო ეკრობა ხოლმე. მაგრამ ვერ ნახა თავის ჭკუის, და ვინც ნახა იმის გული შეაღო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 10:00 PM

"-დედამ რა გაჩუქა დაბადების დღეზე?
-სიცოცხლე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:33 PM

"შვილისათვის მშობელი არის ღმერთი დედამიწაზე, ხოლო მშობლისთვის შვილი ღვთიური არსებაა".


"მშობლის სიყვარული არის სუფთა".

"სიძულვილის ღირსია ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს და მაინც შეუძლია მოწყინებაში იყოს! - გვასწავლიან წმინდა ღმერთშემოსილი მამები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:49 PM

"დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2015, 04:29 PM

https://www.facebook.com/video.php?v=595934077182199&set=vb.100434700065475&type=2&theater

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2015, 05:34 PM

"ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც, მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა!"

/ოტია იოსელიანი/ ‪

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2015, 06:46 PM

დედა

როგორ მინდა ახლა გვერდით მიჯდე,
ჩემი გული შენს გულისრითმს ერთოს,
სულს მითბობდეს შენი თეთრი თმები,
და,შენს სულში ჩემი სუთქვას ენთოს.
როგორ მინდა შენს კალთაში დედა,
თავი ისევ მიამიტად მედოს,
იავნანას მიმიღეროდე ისე,
თითქოს შენს სულს მოგონება ეხმოს.
შენს თვალებში მოციმციმე სხივი,
ბედნიერი დედის სახეს ეგოს,
როგორ მინდა ამოგივსო სული,
და ცხოვრების სუსხიან გზას მენდო.
როცა გვერდით მეგულები დედა,
სიამაყე ერთიორად მეფობს,
არასოდეს არ დამტოვო მარტო,
უშენობა არასოდეს მერგოს.
თან მწარე ხარ,და,თან ისე ტკბილი,
ბედს უკუღმართს არასოდეს ენდო,
ჩემი სულის სიამაყის ენავ,
ჩემი გულის ფრთაგაშლილო მტრედო.

ალისა ელიაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2015, 10:55 PM

"მხრებზე მოვისხი ძველი სევდა დედის ნაქონი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 03:03 PM

ეს ლექსი დედის ლოცვაა მუცლადმყოფი ჩვილისთვის smile.gif



იზრდები ჩემში და ჩემით ცოცხლობ,
შენი ხელები,თვალთა ფერები და გეფერები,
სულ გეფერები...
რომ გაიზარდო მიწიდან ცამდე,
წვიმიდან ზღვამდე,რომ ილაჟვარდო.
გაცრეცილ მაჯას გარედან გახებ
და ფეთქავს გული,
ჩემი თუ შენი?...ჯერაც რამ გაგვყო,
ჩემო ნანატრო.
და შენც მეხები,ალბათ ფეხებით...
მოდი კეთილად და როცა მოხვალ
ამ მზისქვეშეთში,თვალთა ფერებით,მე მიგრძნობ მხოლოდ,
შენი კანის სუნს პირველს შევიგრძნობ.
მამაო ჩვენოს,ლოცვით მოვლენილს მოგეფერები,
თვალთა ფერებით,
ჩემი ხელებით...
სანამ ინებებ და დამიძახებ,
სეტყვა რომც იყოს,ქარი რომც იყოს-
- იმშვიდე ჩემში,ღრუბლებზე,მზეში,
არ შეგეშინდეს,ნაპირს ვიქნები..
აკვანს დაგირწევ,სითბოში,მზეში...
შეგირჩევ სიზმრებს,სახელს და ფიქრებს,
სულ საამაყოს,ჩემო ნანატრო...
ნანი ნანატრო...
შენი გულისთვის,შენი სულისთვის
ღამე რომც იყოს,ქარი რომც იყოს,
ხელის ცეცებით,სველი ფეხებით
ცის იქეთ წავალ და ვნახავ უფალს...
ეკალ-ბარდებზე,ცეცხლზე,ასფალტზე
შენთვის ვივლი და შენთვის ვილოცებ...
ცრემლთა დამალვით,ხმათა ცახცახით
მამაო ჩვენოს ვიტყვი ათასჯერ-
რომ არ დაეცე და არ ატირდე,
რომ არ შეგცივდეს და არ გაცივდე,
რომ არ მოგშივდეს და არ დაკნინდე,
რომ არ მოტყუვდე და არ გაწბილდე...
ჩემო ნანატრო,
დედის ალმასო,
სანამ ინებებ და დამიძახებ,
იმშვიდე ჩემში,სითბოში,მზეში
და როცა მოხვალ,მოდი კეთილად,
რომ მერე ზღვებზე გაილაჟვარდო.

/დიკა სალაყაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2015, 10:17 PM

დედა

წყაროს წკრიალი რომ მესმის,
გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,
ეს დედაჩემის ხმა არის
და დედაჩემის სიცილი!
მაღლობზე ტყე რომ შრიალებს
მთას მიქარგული არშიად,
დედას, საყვარელ დედილოს
თითქოს თმა ქარში გაშლია!
მთების მხურვალე კალთებიც
დედის კალთაა ნამდვილად,
მთაზე რომ თეთრი ნისლია,
დედამ უბოძა მანდილად!
ასეა ჩემი სამშობლო
მიწის ყოველი მტკაველი,
დედის მკერდივით თბილია,
ტკბილია ჩემი მთა-ველი!

ალეკო შენგელია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 07:14 PM

დედა

- გული ოცნებით მინდა ვიჯერო.
დედა, მე შენზე ფიქრმა დამღალა.
შინ რომ არ მოვალ, არ დაიჯერო,
არ დაიჯერო რომ აღარა ვარ.
ჩვენ დავბრუნდებით ზღაპრად თქმულებად,
ანდა ვისიმე დაწერილ წიგნში.
ან დავბრუნდებით გაზაფხულებად,
ან გავცოცხლდებით ბავშვის ღიმილში.
ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ მამული
ისევ იბრწყინებს ზურმუხტ ფერებით.
და დამარხულებს ქართულ მიწაში
მოგვიგონებენ მადლიერებით.
დ ე დ ა ომია, ომი მედგარი
მიწურში შენზე ფიქრმა დამღალა.
შინ რომ არ მოვალ არ დაიჯერო,
არ დაიჯერო რომ აღარა ვარ....

იზა ორჯონიკიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2015, 01:39 PM

დედის გული

დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,...
თვითონ ანგელოზად მოსული...
დედის გული ლამაზ ღიღილოს გავს,
ხან მზე რომ ათბობს და ხან აწვიმს...
ქუჩაში ბევრი ქალი მიღიმოდა,
მაგრამ დედასავით არავინ...
თვალებით უფრო ხშირად მზე დაჰქონდა,
თუმცა წვიმაც ჩანდა ცრემლივით,
ისეთი საყვარელი მზერა ქონდა,
იმ მზერით მთელ სამყაროს შეცვლიდი...
დედა რომ კაბას ატარებდა,
მეგონა მზით იყო მორთული...
შვილებს ანგელოზებს ადარებდა,
თვითონ ანგელოზად მოსული...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:27 PM

"შვილისთვის დედა ყველაზე კარგი ფსიქოლოგია. ხშირად მოეფერეთ შვილებს და აგრძნობინეთ მათ, რომ ისინი გიყვართ უპირობოდ და არა კარგი სწავლისთვის"

/ფსიქოლოგი მაია კოპალიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 07:36 PM

"ჭიპლარი წყდება, მაგრამ რჩება უხილავი, სულიერი ჭიპლარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2015, 10:41 PM

"არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა - უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები - უფრო მისავალი შემოქმედთან, ვიდრე - დედისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2015, 11:04 PM

მომენატრები, დედა!

გადაუვლიათ სულში მაისებს,
ჩქამი არ ისმის ხეთა.
გამომაფხიზლებს შენი ხმა ისევ,
მომენატრები, დედა!

გულს დათუთქავენ ცეცხლის ენები,
ხსნას რომ მივაგნო ბედად -
გარდასულ დღეებს ავედევნები,
მომენატრები, დედა!

მაგრამ ის წლები აღარ მელიან,
გზას რომ ვუთმობდი სევდას.
ვეღარ დავმალავ თვალებს ცრემლიანს...
მომენატრები, დედა!

ამაოდ ვუხმობ ჩავლილ აპრილებს,
ზამთარი მოდის, ვხედავ.
ვიდრე სიკვდილი გამინაპირებს,
უნდა იცოცხლო, დედა!

\დათო ახლოური\

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2015, 08:45 PM

"მდიდარი მაშინ ხარ, როცა იცი რომ დედა ჯანმრთელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:26 PM

"შეგვეწევა თუ არა მშობელთა ლოცვა?

პატივი ეცი მშობელთა შენთა, რადგან მათი ლოცვა დაგიფარავს შენ"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2015, 01:27 PM

"როცა გვესმის სიტყვა დედა უკვე დანარჩენს აზრი ეკარგება, ეს ხომ მაგიური სიტყვაა, დედა გულია ძალიან დიდი, მისი ცრელი კი ჩვენი_შვილების გულის ტირილია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2015, 09:56 PM

"ღვთისმშობელი უნდა დავასხოთ მისაბაძ დედად, იგი არასდროს შფოთავდა, არ ჩხუბობდა, არ იყო პრეტენზიული. დედის ლოცვა ნაყოფამდე აღწევს, ასევე მწუხარებაც"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2015, 02:37 PM

„დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“.

ვაჟა ფშაველა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2015, 10:33 PM

დედი
ისე უცნაურად გამითენდი,
თითქოს არც გასულა საუკუნე....
დედი, რა საოცრად დამიბერდი,
ახლა სიყვარულს ვგრძნობ განუკურნელს...
შენი ჭაღარების დათვლა მომენატრა,
ალბათ სულ გათეთრდა თმები მგლოვიარე.
დედი,მაპატიე, წუხელ მომელანდა
მე რომ დაგტოვე და ვერ მოგიარე.
ჩემო დარდდაღლილო, იქნებ გამითენდე,
იქნებ ერთხელ მაინც სიზმრად გამიღიმო.
სევდა შემომიჩნდა უკვე მერამდენედ
ღამე გადავთვალე ... ღამე მთლად უძილო.....
გულს არ გამიქრები, ჩემო სანატრელო,
ნუ დამიბერდები, დედი, მგლოვიარევ.
შენ და მამაჩემმა, თქვენ და საქართველომ,
იქნებ მაპატიოთ, რომ ვერ მოგიარეთ.

ანი კიკილაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2015, 11:01 PM

დედა

შენშია, რაც კი ამქვეყნად მიყვარს,
მშვიდი და წმინდა, როგორც ცის ნამი,
შენ უნდა მყავდე, დე, დიდხანს, დიდხანს,
რომ მეც გამივრცო აქ ყოფნის ჟამი.
მიყვარხარ, მეტი რა უნდა გითხრა!
თუმცა ვერც ასე ვერ ვამბობ სათქმელს.
დედაა ერთი, ის ერთი სიტყვა,
ყველაფერს თავის სახელს რომ არქმევს.

ვიკა მჟავანაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:52 AM

დედა

მე შენი სუნთქვის რითმებზე ვმღერი,
არ მღლის სიმღერა და შენზე ფიქრი.
არ ველოდები ამ გაზაფხულებს,
ახალგაზრდობას თითზე რომ გითვლის.

შენი ლოცვების მაგიურ ძალას
ფრთებგამოსხმული დავყავარ გზებზე,
არ ველოდები სუსხიან ზამთარს,
მის თეთრ ჭაღარას არ გითვლი თმებზე.

დარდიან სიტყვებს მიქარგავ სულში,
იმედებს მაქსოვ – სევდის დამკარგავს,
რა განსაცდელშიც არ უნდა ვიყო,
დედაშვილობა არსად არ მკარგავს.


/მაკა გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 11:37 PM

თუშურ დიალექტზე დაწერილი ლექსი...

დედო, ჩემ დედო...

ვუძღვნი დედის ციური ბასხაჯაურის ხსოვნას

დე, რა'გვერ მწადის შენთან სტუმრობაჲ,
გიამბობ-დ ჩუმად ჩემ დარსა-დ, ვარამს,
მეტ'ა გეხვეწებ, სუც ნუ შესწუხდებ,
სააქოთა თუ მოგწერ სალამს,
ნუაღ იფიქრებ ჩემ ჲქ გაწირვას,
ერთხენაღ კიდენ გამიღიდ კარებ,
სუაწ გელოდებ, სუაწ მეფიქრებ,
შარაში ხედვით დამეშრიტ თვალებ,
რა მეტ'ა მწადის, ერთხნაც რო გნახავ,
შენ მონატურ'ას დამელიჲს ძვლებ,
სუცაწ არ ღფიქრობ, შვილიწ იქ მყავავ,
რომ დღედა' მუხლში წამერთმის ძალებ.
ერთხენაღ მოხვიდ, არასი გაგცემ,
ან უფალს სთხოვიდ ჩემდ თვალთ დავლებჲ
შე რო გნახავ, მემრკი სუც აღარას ვიქმ,
არცარ'ას მემრ მინდ მეტ'ა წვალებჲ.
დედო, ჩემ დედო, წერილსაღ მოგწერ,
არ მ'იღრუბლოს ავდარად დარებ,
მეტ'აეც ვდარდობ, მეტ'აეც, ვსწუხდებ,
მაგრ ცხვაკ არ მწადის ცრემლის ტარებჲ.

/გიორგი რამაზაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 09:47 PM

დედის საფლავზე

ვინღა მომეფეროს დედასავით?
ფიქრი აფთარივით მომახტება,
გულზე დამეტაკა ელდასავით
შენი საოცარი მონატრება.
ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით,
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,
წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
გული საგულედან ამოვარდა.
გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
ქვაო, დედის გულზე დადებულო.
ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,
ჩემი დედამიწის მთელი სფერო,
იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,
იქნებ დედასავით მომეფერო.
იქნებ შეიწოვე დედის სისხლი,
იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა
გათბობს, ვიცი მხოლოდ ამით მიხსნი
ქვაო, ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.
ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,
შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,
ქვაო, დედასავით მომეფერე,
დედის მაგივრობა გამიწიე!

დოდო აბაშიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 11:34 AM

მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან

მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან.
ვამბობ კარგად ვარ ...სულ არა მიჭირს.
მე ვერ ვიმეტებ დედას დარდისთვის,
ტკივილებს ვფუთავ მზისფერი ჭინჭით.
მე ხმაში ვიქსოვ მხიარულ ნოტებს,
როდესაც დედას ვუამბობ რამეს...
ტანზე ვიმოსავ აპრილის სუნთქვას
ღიმილს ვაფარებ ნაღვლიან თვალებს.
მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან,
მიმზერს და ვიცი გულში აქვს იჭვი.
დედა მაინც გრძნობს, გუმანით ხვდება,
სიზმრებში მოდის--შვილო რა გიჭირს?
ვიგონებ ათას კისკისა ამბებს...
ვფიქრობ გამომდის.... კარგად ვახერხებ,
ის კი ჩურჩულებს - მოგიკვდეს დედა...
და მეფერება დაღლილ სახეზე.
მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან
ბედნიერი ვარ .... სუულ არა მიჭირს
ის არ ტყუვდება...უტყუარია
ღვთის ნაბოძები დედობის ნიჭით.

თამარ რობაქიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 02:41 PM

დედა

აყვავდა შენი დარგული ვარდი,
დღესაც სანატრელ შენს სახეს ვუმზერ,
დაჭრილი მნახე და შენი დარდი
ამოვიკითხე დაღარულ შუბლზე.
შენ ჩემი თავი გედო უბეში
და ნაღვლიანად ნანას მღეროდი,
გულს ჩაგესახა მაშინ ნუგეში,
როცა ღვთისმშობელს ევედრებოდი.
არ გიგონებდე, მე ძალმიძს განა?
შენ ბოროტისგან ნიადაგ მიცავ.
შენი გალობა და ტკბილი ნანა
მაახლოვებდა სამშობლოს მიწას.
როცა გამოვრჩი და გავიარე,
შენს თვალში დილის რიჟრაჟი ჩადგა.
შენ საიდუმლო გამიზიარე,
შენი თვალების ნათელი მადგა.

ალექსანდრე ქუთათელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 09:18 PM

***
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.
იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და ცრემლები აწვიმდება დარდად...
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა....

ზურაბ ჯაფარიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 10:27 PM

დედას

დედა... შემოდგომამ წუხელ
წიფლის ხეს მოჰგლიჯა ტოტი...
იცი მე დიდი ვარ, მაგრამ
მაინც გთხოვ ბავშვივით"მოდი"...
მოდი, გადამისვი ხელი
რაღაცა მიამბე ტკბილი.
იცი მენატრება დედა
შენი გაღიმება თბილი...
დედა... მეც ცხოვრებას მივსდევ
და ხშირად ვერ ვიცლი შენთვის,
მაგრამ სულ ჩემთან ხარ მაინც
მაგრამ სულ ლოცულობ ჩემთვის...
დედა... შემოდგომამ უკვე
წაშალა სიმწვანე ფერთა
ცხადში თუ სიზმარში მაინც
ყოველთვის შენა ხარ ჩემთან...
დედა... მაპატიე კარგო,
რომ მე დაგაჩვიე ლოდინს...
და ტკივილს რომელიც უკვე
შენთან უკითხავად მოდის...
დედა მაპატიე, ,რომ ვარ,
ასეთი გულცივი ურჩი,
არავის არა აქვს დედა
თვალები შენსავით ლურჯი...
დედა... გამიქარვე დარდი
მე შენი სუნთქვაც კი მათბობს,
დედა გამიმთელე სული
და აღარ დამტოვო მარტო...
მალე გაზახული მოვა
დაგვაყრის კვირტების გრიგალს,
ამ ქვეყნად თვალები შენი
ყველაზე ძალიან მიყვარს....

მარინა გოგოლაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2015, 10:53 PM

დედას

დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად,
ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,
ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,
შენ კი ერთხელაც არ მეყოლები!
ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილად
აღარ შევხვდებით აწი აკვანთან!
ნუშები წელსაც აფრად გაშლილან,
ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა,
მაგრამ შავი დღე სულშიც შემოთოვს,
ცისქვეშ უდედოდ როცა დავრჩები,
იმ გაზაფხულებს, იმ შემოდგომებს
დაემდურება ჩემი ფანჯრები...
ჯერ ისიც მირჩენს სულის ჭრილობებს,
ჩამავალ მზეს რომ დარდით გასცქერი,
ნუგეშს მცემს შენი მოწყენილობაც,
მხოლოდ ისაა თავზარდამცემი,
რომ კიდევ ასჯერ გავჩნდე ამქვეყნად,
ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,
თურმე ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,
შენ კი ერთხელაც არ მეყოლები.

ბათუ დანელია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2015, 10:31 PM

* * *
ჩვენს დედებს ხომ უყვართ სიჩუმე...
ჩვენი ბილიკი ხომ სხვა მხარეს მიიკლაკნება, და მუდამ სცდება მშობლების სავალს..
მე სულ მაფიქრებს დედაჩემო შენი თვალები,
თითქოს დაღლილი და ამაყიც,
თან გიღიმოდეს,
თან გტუქსავდეს,
თან გარიგებდეს..
მე გავემგზავრე დედაჩემო ჩემი ბავშვობით...
და მაპატიე,
ვეღარასდროს ვერ დაგიბრუნებ.
მე გავემგზავრე დედაჩემო,
გამოვეთხოვე ჩვენს ეზო-კარს,
ჩვენს სახლს,
მეზობლებს,
გამოვეთხოვე რიყის ქვებს და
რიყის გვირილებს.
არაგვს, რომელიც მიმღეროდა დაბადებიდან,
გამოვეთხოვე ბებოს საფლავს,
პაპის სამჭედლოს,
ნისლებს და ჭალებს,
მდინარეებს,
ველებს,
საძოვრებს.
მე გავემგზავრე, დედაჩემო,
ჩემი ბავშვობით და მაპატიე,
ვეღარასდროს ვერ დაგიბრუნებ.

გიორგი არაბული

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2015, 06:50 PM

დედას

ჩვენ როცა ვდუმვართ,
ჩვენ როცა ვფიქრობთ,
ლაპარაკობენ ჩვენი სულები,
სიზიფეს ლოდიც მემსუბუქება,
რადგან ამ ქვეყნად შენ მეგულები.
თუმც შეავედრე ღმერთს ჩემი თავი,
ბედი-ავბედი მაინც თან მდევდა,
გთხოვ, მაპატიო, გთხოვ, მაპატიო,
რომ ბედნიერი არა ვარ, დედა...
ვერ დამიფარა შენმა ლოცვებმა,
გადათიბულან შენი კორდები,
დარდობ და მაინც გეიმედება,
რომ ჩემში ისევ განმეორდები.

მაყვალა გონაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2015, 09:00 PM

დედის საფლავთან

დავმარხე დედა და მომეჩვენა,
რომ მასთან ერთად გულიც დავმარხე,
დღე იყო ჩუმი, მაგრამ უჩვევი,
ვეღარ ვხედავდი ნაცნობ სანახებს.
თითქოს დაბნელდა, თითქოს დაეშვა
რაღაც საოცრად მრუმე საფარი,
მე მოვდიოდი სასაფლაოდან
ყველაზე უფრო მიუსაფარი.
და არ მესმოდა ხალხის ნუგეშიც,
ვიყავ მცხუნვარე და უნუგეშო,
დავმარხე დედა და თითქოს სულიც
თან ჩავატანე იმ თბილ უბეში.
ფეხზე ვიდექი, ვიყავ ცოცხალი,
თუკი სიცოცხლე ერქვა ამ ყოფას
და მაშინ მივხვდი, თუ რა ყოფილა,
თუ რა ყოფილა სულის გაყოფა.
მას მერე ასე უნდოდ დავდივარ -
თითქოს უსულოდ, მიუსაფარი
და არ მცილდება, და არ მცილდება
ვეება სევდა - დედის საფლავი.
ახლაც აქა ვარ, მიწას დავყურებ,
მარტო ვარ და არც არავინ მინდა
და ვით არასდროს მიყვარს ეს მიწა -
ყველა მიწაზე თბილი და წმინდა...
დე, მომიტეონ ყველა ხატებმა,
მე მას შევწირავ ამ გულს ნატყვიარს,
მაგრამ საფლავი დედაჩემისა
ჩემთვის ყველაზე წმინდა ხატია.

მურად მთვარელიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 01:24 PM

- ვიღაცამ მითხრა, უკვდავების წყარო არისო.
- მერე სად მიგაქვს?
- ერთი თვეა ვასხამ დედიკოს საფლავზე და...
- შენ არ დალიე?
- არა, ჯერ არა.
- რატომ?
- იქნებ დედიკო არ გააცოცხლოს,მე რომ დავლიო, აღარ მოვკვდები და ჩემს დედიკოს ვერასოდეს ვეღარ შევხვდები.

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 04:31 PM

"იტყვიან, ამ ქვეყანაზე უდიდესი და უძლიერესი არის სიყვარული დედისა შვილის მიმართ, რადგან ძვირად უღირს დედას შობა და აღზრდა მისი.

წმინდა გაბრიელ ქიქოძე ბრძანებს:

"ჩვენი სულიერი შობა და განათლება მაცხოვარსა უღირდა გამოუთქმელ და აღუწერელ ტანჯვად; ამისთვის არცა ერთი დედა ქვეყანასა ზედა ისე არ სწუხს მხედველი სიცუდისა და სიბოროტისა თვისისა შვილისა, როგორც წუხს მაცხოვარი მხედველი ჩვენისა უღირსებისა"

/მამა პავლე ქინქლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 06:22 PM

დედი

ყოველ განთიადს,
შენი სითბო და ალერსით ვხვდები,
ჩემს გულში, რომ
ჩამწკრივებულან მარგალიტებად.
ჩემი ცხოვრება, შენ რომ მყავხარ,
სავსე ჭიქაა, ჭიქა რომელიც,
შევსებულია დედის სიტკბოთი.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ დ ე დ ი,
თუმც ამ სიტყვებს, რად უნდა წერა,
როცა ჩემს სუნთქვას,
გარს არტყია შენი იმედი.
მინდა შენს გზაზე დაიმკვიდროს,
სულ გაზაფხულმა,
ჩემი სიცოცხლის
საოცარო რწმენის მალამოვ!
პირველი ლექსი
იმ სიყვარულმა დამაწერინა,
გულში რომ ყვავის ალუბლებივით:
ძვირფასო დ ე დ ი.

ხათუნა კვესელავა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 01:40 PM

ჩანს შალმოხურული დედა ფანჯარაში

ეზოს აღარა ჰყავს ახლა სხვა დარაჯი,
დაფნა აფრიალებს ფარდებს ფარჩებივით,
ჩანს შალმოხურული დედა ფანჯარაში,
ასე გულსაკლავად მარტო დარჩენილი.
ჩვენი ჩუქურთმიან სახლის აივანი,
ჩვენი ფეროვანი ზეცის წამსგავსებით...
სულო, იმის სულთან რომ ვერ დაივანე,
სულო, ამოივსო თასი ასავსები.
ვიღაც გეუბნება, თასი დაგეცალა,
სადღაც სხვანაირი ჭიქის წკრიალია,
შენ კი ამისათვის მაშინ არ გეცალა,
ახლა გინდა, მაგრამ იცი, გვიანია.
თუმც, ლოდინს მაინც ქარი მუხლს უმართავს,
მიდის, შენ იმ ქარებს ვეღარ დაეწევი.
...თოვა აღარაა ცაში ჩუქურთმათა,
აბრჭყვიალებული ფერად ნაპერწკლებით.
ეზოს აღარა ჰყავს ახლა სხვა დარაჯი,
დაფნა აფრიალებს ფარდებს ფარჩებივით,
ჩანს შალმოხურული დედა ფანჯარაში,
ასე გულსაკლავად მარტო დარჩენილი.

ვასილ გვეტაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 02:15 PM

დედას

დე, გარეთ ცივა, ქარმა ისევ ფრთები შეისხა,
აქ ამინდებმა ამინდიც და სულიც არიეს,
ახლა გავუშვებ, რომ იფრინონ, დე ბავშვობისას
ასანთის ყუთში შეგროვებულ ჭიამარიებს.
დე, აქ რა მინდა, დარდი მიმსხვრევს ფანჯრებს ქარივით,
დე, ვლოცულობ და ლოცვებიც კი ვეღარ მშველიან,
მე რომ მჯეროდა ბავშვობაში, იმ ზღაპარივით,
მგონი უფალიც სიტყვებს შორის შემომელია...
ვიდრე ქვიშაზე ნაწერივით ქარი წამშლიდეს,
ვგრძნობ წვიმაც უფრო საშიშია, უფრო ცივია,
მივშტერებივარ, როგორც სურათს - ნატვრას მაშინდელს,
რომელიც ახლა ფერწაშლილი ნეგატივია.
დღეებს ამკრთალებს კალენდარზე ეს დრო ერთიან,
ვამბობ და რაღაც შეიძლება მაინც ვერ ვთქვა დე,
ქუჩის ბოლოში ეჭვგარეშე ვიცი ღმერთია,
მაგრამ ეს ქუჩა ვერასოდეს მივა ღმერთამდე.
დე, აქ რა მინდა, აქ მეც ლანდებს დავემსგავსები,
აქ ღალატია, სიკეთისთვის აქ არ იბრძვიან,
მე კი მიყვარდეს შემიძლია მთელი არსებით,
და ამის მეტი არაფერი არ შემიძლია.
გარეთ ქარია და შენ ჩემ თავს უფალს ავედრებ,
მაგრამ აქ ურჩმა ამინდებმა სულიც არიეს,
ფრთები დაემტვრათ, დე, საფრენი ფრთები დაემტვრათ,
ასანთის ყუთში შეგროვებულ ჭიამარიებს!..

ქეთევან ნათელაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 08:33 PM

დედა

სხვენზე დევს მამის თოხი და წალდი,
მოხუცი დედა საკერავს კერავს,
მუხის ღადარზე შიშხინებს მწვადი,
მამა არ უზის მშობლიურ კერას.
ფიქრობს დედა... და ფიქრებს ჰგავს კვამლი,
ეზოში ფოთლებს ქარები ჰგვიან.
არ უყივლიათ მეორედ მამლებს,
მამა კი, უფრო მოსულა გვიან.
გზას ფეხაკრეფით მიჰყვება ღამე,
წელს მდევარივით მიჰყვება წელი
და ზოგჯერ დედას სიკვდილი მამის...
ავიწყდება და... დილამდე ელის...

ვაჟა ეგრისელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 10:11 PM

’’და დედის შემდეგ ყველაზე ახლობელი პიროვნებაა ადამიანისთვის’’.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 10:41 PM

თუ დედა გეძახის – გაიგონებ, დედის ძახილი ძალიან, ძალიან შორიდანაც ისმის, სულ რომ არაფერი გესმოდეს, დედის ძახილს მაინც გაიგონებ, სულერთია რას გეძახის.

/ ოტია იოსელიანი/‪

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 09:40 PM

დედის რობაი

ჯერაც ბევრი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის ამბავი,
პოეტი ვარ თუ მოგონების ამომხაპავი...
ზამთრისპირია, თავზე მადგას მოხუცი დედა, -
შემომიკეცა მე ჭაღარას თბილი საბანი...

ელგუჯა მარღია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2015, 04:27 PM

ცისფერ ჯვართან

როდესაც დედას გულსა და თვალში
შუადღის შუქი ჩაუდგა მრუმედ,
სახლში სიცილით დავრბოდი ბავშვი,
დედა მძინარე მეგონა, თურმე.
მერმე... იქ, სადაც ხშირი ჯვრებია,
დრო-დრო მივყავდი ბედკრულ ბებიას.
და სადაც ესვა ცისფერი ჯვარი,
დაეცემოდა მიწას მუხლებით,
ყვავილებს რწყავდა ცრემლების ღვარი.
წვიმდა და წვიმდა თვალთა ღრუბელი,
მე კი ვეკიდე თალხისფერ კალთას,
გულში ბავშვური ფიქრები იწვა,
მიკვირდა: მუდამ ამ ცისფერ ჯვართან
რად დასტიროდა ბებია მიწას...
და სხვა ქალებიც, როგორც ბებია,
რად დასტიროდნენ მიწას ჯვრებიანს?!
არა ვიცოდი მაშინ დარდების,
არც რა გვარბევდა ცხოვრების გზაზე,
თუნდაც ის... მიწას მოსილს ვარდებით
რად დასტიროდა ბებია ასე?!
ერთხელ ვკითხე და მისი თვალები
მეტი ღრუბლით და ცრემლით აივსო,
და ჩუმად მითხრა, გულათრთოლებით:
- ეს მიწა შენი დედა არისო.
ცა იყო მზით და ღრუბლით გამთბარი,
ცრემლმა და მიწამ გამათბო ბავშვი.
მიმოვიხედე... მთელი მთა-ბარი
სულ სხვანაირი მეჩვენა მაშინ...
შენს სახელს ვფიცავ, მზეო ნათელო,
მზეო, ჩემ სულში ჩამდგარო სვეტად,
სწორედ იმ დღიდან მე საქართველო
მიყვარს, ვით ჩემი მშობელი დედა.

აკაკი გეწაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2015, 09:20 PM

მე ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა:
სახლ-კარი, ეზო,
სიყვარული, კარგი სახელი.
მყავს სამეგობრო,
საიმედო საყრდენი ბურჯი...
მაგრამ გვერდით ყველაზე ძვირფასი -
მშობელი დედა აღარ მყავს,
ჰოდა, ვარ ასე ნაადრევად დაბერებული.

/ოთარ რურუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2015, 05:47 PM

დედის მონატრება

შენ მასწავლე სიყვარული,
გულთ სიკეთე გედგა მზედა,
მრავალ ღამეს მითენებდი,
მენატრები, ჩემო დედა.
აკვნის თავთან ჯვარს მიდებდი,
სულში სითბო დამებედა,
როცა პირველ ნაბიჯს ვდგამდი,
შენი ხელი მედგა მწედა.
ჩემთან დარდებს არ უშვებდი,
ლოცულობდი ზედიზედა,
შენ მასწავლე სიყვარული,
სამშობლოსი სხვებზე მეტად.
მენატრება შენი სითბო,
ჩემი ტკბილი ’’ვაი დედა’’
იავნანას მიმღეროდი,
მაძინებდი ხელებზედა.
მაგ ხელების ნაზი სითბო,
დღესაც მათბობს, წლებსა ზედა,
ალბათ ბევრჯერ გულსაც გტკენდი,
მაპატიე, ჩემო დედა.
ლამაზო და მშვენიერო,
აღმატებულ, დროთა ზედა,
მიყვარხარ და მენატრები,
ჩემო თმაჭაღარა დედა.

თავმას ჩოხელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2015, 04:53 PM

ობლის სიმღერა

დედაჩემი ჩიტი იყო,
ვარდის ბუჩქზე ჰქონდა ბუდე,
იქ გამზარდა, დამაფარა
მზის სხივების აბლაბუდა.
ქარიც იყო, წვიმაც იყო,
მგარმ ხშირად მზე მობრუნდა,
არც არასდროს დაიშალა,
არც არასდროს გადაბრუნდა.
სიყვარულით მოქსოვილი,
ვარდის რტოზე ჩიტის ბუდე;
ვარდით მკვება, მასულდგმულა,
არც რა ფიქრი ჰქონდა მრუდე.
ჩუმად, უხმოდ მიგალობა,
რაც საფუძვლად სულს დავუდე -
დიდი ღმერთის სიყვარული
და სიცოცხლის ერთი წუთი...
ჩემო დედა, მუდამ მახსოვს
შენი სუნთქვა, შენი ბუდე,
ვივლი, ვიდრე ვპოვებ ძალას,
ღირსეულად დაგიბრუნდე.

თამარ ჯავახიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 11:20 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 02:22 PM

* * *
გამთენიისას,
მე რომ მძინარე შვილებს
ვეალერსები,
უსაშველოდ მაკლიხარ -
იქნებ დაბრუნდე დედა ...

სალომე ჩახუნაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 08:37 PM

დედის ხსოვნას

მგონია, ისევ დამხვდები სახლში,
დამხვდები, როგორც მხვდებოდი წინათ
და მეჩვენება, ვარ ცელქი ბავშვი,
თვალებზე ისევ ცრემლი მიბრწყინავს.
თითქოსდა ისევ თამაშით დაღლილს,
მეძახი სახლში და მეფერები...
ხან ვარსკვლავები დაგვცქერის მაღლით,
ხან შემოდგომის ნაირფერები.
ხან კი, სიმართლეს თვალს ვერ ვუსწორებ,
ვივიწყებ სიზმრებს, ვშლი მოლანდებებს
და შევციცინებ თანასწორების
წელში მოხრილ და დათოვლილ დედებს.
მგონია, ისევ შემეგებები -
გულში იმედი ჩამდუმებია,
მაგრამ გვტოვებენ შვილებს დედები
და უკან აღარ გვიბრუნდებიან.

ჯემალ ჭელიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 11:16 PM

დედას

ისევ ჩაიარა დღემ,
ისევ მონატრებით გეძებ,
მოდი, დამესიზმრე დე,
ნუღარ დამაფიქრებ ბედზე...

სულში ხსოვნის წიგნი დევს,
ქარი აწრიალებს გვერდებს...
ნეტა რა დრო დამრჩა დე,
შენთან დაბრუნების დღემდე...

დათო ახლოური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 01:45 PM


დედა

ბილიკები, ბილიკები დაკიდული,
ძეძვიანი, ღელეები, ტყე და -
საღამო ჟამს თბილ ბუხართან მიყუჟული
მოწყენილი, სევდიანი დედა.
ვერ გავექეც იმ შორეულ მოგონებებს,
ვცადე, მაგრამ ვერ გავექეც ვერსად,
ცხადი იყო თუ სიზმარი - ჩამესმოდა,
ზვრალის მოლზე ღამეული კვნესა.
მელანდება ის ზამთარი, ის ზღაპარი,
ხუთკუნჭულას შეჭიდება დევთან,
მენატრება, შოთი პურის სასესხებლად
მეზობლისას რომ მგზავნიდა დედა!..

იზა ჯაჭვაძე


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 02:25 PM

აჭარელო დიდო დედავ

აჭარელო დიდო დედავ,
ნისლში მანდილს ვხედავ,
შენ იხსენი ბულბულთ სტვენა _
ტკბილი დედაენა,
სანუკვარი მოიპარე
და აკვანში მალე,
მე შენს ქართულ კაბა-ქათიბს
დედავ, ვეთაყვანე.
იავ-ნანა ჩაგეფინა
ჩვილთა არტახებში,
დარდმა თეთრი ჩაგისირმა
აბრეშუმის თმებში.
შენს დარწეულ აკვნებიდან
მოდის ჩემი ლექსი,
მთების იქით,
ნისლის იქით,
შენი ნანა მესმის.

ნანა გვარიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 02:49 PM

***
ენას ჩიტის ფრთა უსვია,
თუმცა დგომა გიჭირს,
პურის ყუას კანს უსინჯავ,
პაწაწინა კიჭით...
ყველა დილის მზიანებამ,
აგარიდოს ცუდი...
პურის მადლთან ზიარებას,
დედის სუნი უდის...
გამკობს სხივი დედობრივი,
ცხრა ზღვას, ცხრა მთას იქით...
და ცა გათბობს, შეცნობილი
გაშვერილი თითით...
ყველა დილის მზიანებამ,
აგარიდოს ცუდი...
პურის მადლთან ზიარებას,
დედის სუნი უდის...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 04:17 PM

დღეს არის ცხრა ძმა ხერხეულიძის, მათი დედის და დის ხსენება ცხრა ათას მარაბდელთან ერთად. გილოცავთ, ყველას შეგეწიოთ მათი მადლი. ჩვენ გურჯაანის რ-ნის სოფელ კალაურში გასულ წელს, ამ დღეს დავაწესეთ და ვიზეიმეთ ქართველი დედის დღე, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ცხრა ძმა ხერხეულიძის დედაა ქართველი დედის სახე, თანაც აგვისტო მარიამობის თვეა და დედა ღვთისა კი მთელი საქართველოს დედაა. სწორედ ამ დღეს უნდა დღესასწაულობდეს ქართველი ერი დედის დღეს და არა 3 მარტს. დღეს უკვე მეორედ მივულოცეთ ჩვენს დედებს. ასე, რომ კალაურელნი უკვე მეორედ გილოცავთ დედიკოებო! დაგლოცოთ უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, საქართველო თქვენი გადასარჩენია. ღმერთმა მოგცეთ ამის ძალა! გფარავდეთ დედა ღვთისა, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, მათი და, წმ. ნინო, წმ. თამარ, წმ. ქეთევანი და ყველა წმინდანნი! ვინც გვეთანხმებით შემოგვიერთდით მოიწონეთ და გააზიარეთ. ვისურვებდით, რომ მომავალ წელს მთელმა საქართველომ ამ დღეს აღნიშნოს დედის დღე. თუ ვინმე შეძლებს ამის ორგანიზებას დავლოცავთ და მხარში დავუდგებით. უფალმა დაგლოცოთ!

/მამა ილია ჯანიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2015, 09:57 PM

"გულზე რომ სითბოდ გადაგიაროს, არ დაებინდოს სავალი ხედვას,
შვილმა რომ სწორი გზებით იაროს, რამდენი ლოცვა სჭირდება დედას.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 08:36 PM

დედა

არ დამიბერდე, არ დამტოვო
იყავი ჩემთან...
მეშორისები, მენატრები,
მიყვარხარ დედა...
თუ ამაყი ვარ, შუბლგახსნილი
დავდივარ ქვეყნად...
ვიღიმი ლაღად, ბედნიერად,
შენ მყავხარ დედა...
გითვლი ნაოჭებს თვალის ირგვლივ
გაჩენილს კენტად...
შენც "მარტო" დარჩი უღლეგატეხილს...
არ გტოვებს სევდა...
არ დაიკვნესო... არ იფიქრო...
რომ დარჩი კენტად...
მეც მტკივა შენი მარტოობა...
მჭირდები დედა...
არ დამიბერდე... არ დამტოვო...
იყავი ჩემთან...

/თამარ ქამადაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2015, 05:33 PM

ჩემი შვილია

მე გავაჩინე, ჩემი შვილია...
თუ გნებავთ, მკერდი მომკვეთეთ ახლა.
ყოველი წუთი - ეს იგივეა,
რაც მიჯრით გულში ტყვიების დახლა.
ჩემი პირმშოა... ნაწილი - ჩემი.
ჩემი გული და ჩემი სხეული...
ასეთიც მიყვარს, ასეთიც მტკივა -
ქურდიც, მეძავიც, ლოთიც, სნეულიც!...
მე ვათენებდი მასთან ღამეებს,
პირველ ნაბიჯებს მასავით ვდგამდი...
მას რომ დაცემულს სისხლი სდიოდა,
ის სისხლი გულში მე ახლაც დამდის.
ჩემი შვილია... ჰო, ჩემი, ჩემი.
ახლა თუ გნებავთ, მომკვეთეთ მკერდი.
რომ ვჭირდებოდი, მე დავეხმარე,
მე დავუდექი ბეჩავი, გვერდით!...
ნარკომანია, კახპა, თუ გეი...
შვილია ჩემი, შვილია ჩემი...
თქვენ ვერ მიხვდებით, რა დარდი მძიძგნის,
თქვენ ვერ გაიგებთ რა ხდება ჩემში...
სხვანაირია, არავის არ გავს,
და ეს სხვაობა ჭკუიდან შემშლის!...
მე ვიღიმები... ზოგჯერ ვღიღინებ...
მან რომ არ იგრძნოს სულის ქვითინი...
მე ახლაც მესმის ცრემლიან ცხადში,
მისი ბავშვური ხმა და ტიტინი....
მე გავაჩინე, ჩემი შვილია!...
მე ვაგებ პასუხს მისთვის და მასზე!..
და მაინც ყველამ, და მაინც ყველამ
ილაპარაკოს საკუთარ თავზე.

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2015, 08:00 PM

http://radikal.ru/big/07374e22a5db487cb2c57819eaa649f9

ქართველი დედა შვილს ზღვაში აპურებს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2015, 01:55 PM

დედა
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის არ ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ არ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელსაც საკუთარი დედა არ უყვარდეს.
დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ''შეგინებული დედები'' ამბობს:
''დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!''
2012 წლის 24 მაისს – ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში დედაჩემი, ღმერთის შემწეობით და მეგობრების დახმარებით გადავიტანე ეს უმძიმესი ტრავმა, ძალიან ძნელია მშობელი დედის დაკარგვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გჭირდება.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ''დედა ენა'', ''დედა ბოძი'', ''დედა ისტორია'', ''დედა – მიწა'' და ასე შემდეგ.
სანამ ცოცხლები ხართ, სანამ პირში სული გიდგათ, დააფასეთ სიცოცხლე, რადგან სიცოცხლეც დედის ძუძუსავით ტკბილია.
დედა სიცოცხლის ელექსირია!
პატივისცემით – ოთარ რურუა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2015, 12:59 PM

დედა
არ დავიღლები შენზე ოცნებით,
ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე.
ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები,
ამდენი ცდის და წვალების მერე.

ჟამით ღვინო ჩნდეს, ჟამად ხემსები,
ლექსმა დათოვა დედი აული.
წავალ და სიკვდილს დავემწყემსები,
დავემწყემსები ვით სასწაული.

მივალ გათოშილ ზამთრის სიცივით,
დედი გზადაგზა უნდა მიშველო.
ხმა აღმივლინე პარაკლისივით,
ჯერ პატარა ვარ და უმნიშვნელო.

ეს რიჟრაჟები შენით ანთია,
იმედით დგანან ბნელი ტინები.
დედი მე გული დამიშანთია
და მხოლოდ შენს სულს ვეპოტინები.

არ დავიღლები შენზე ოცნებით,
ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე.
ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები,
ამდენი ცდის და წვალების მერე.

მიხეილ ჭიჭინაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 11:41 AM

ჩვენ ყველასა გვყავს
ჩვენ-ჩვენი ღმერთი,
ღამით რომ საბანს
გვისწორებს ფრთხილად,
და ამ ღმერთს
ჰქვია დედა…

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 05:14 PM

"რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს."

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 08:38 PM

დეე

მზე იყო, ცა იყო და შენი
ცრემლები, ცრემლები, ცრემლები
აქამდე მე შენში ჩარჩენილს
მეძებდნენ სულ ფარისევლები...
უძირო წვიმა და ზღვა იყო,
არ მესმის ცხოვრება ამათი,
ჯვარცმის დროს ცა ორად გაიყო,
ღმერთთანაც მომბეზრდა კამათი...
რისთვის ვარ მოსული დედილო,
თითებთან შემომრჩა ხმა მიწის,
უფალო, სადა ხარ, კეთილო,
ათასჯერ დამემტვრა ლავიწი...
მერჩივნა მუცელში თამაში,
ცხრა თვე ხომ
ნამდვილად ვცხოვრობდი,
რა კარგად ვიყავი და მაშინ,
არასდროს არსობდა ბოროტი...
დე იყო, დი იყო, კო იყო,
ცხრა თვიდან მეც მტკივა მაჯები,
თუ ღმერთმა წყალობა მოიღო,
შენს სისხლში უძრავად ჩავრჩები...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2015, 03:15 PM

დედა,შემცივდა
დედა,
დედა,გავწბილდი
დე,
ფიქრის გადაღმა მტკივა
მთებში ჩასული მზე...
დედა ითოვოს მინდა,
ხელი შემახე დე,
გადამითენე ღამე,
გადამარჩინე დე.
დედა,ავტირდი
დედა,
დედა,ვიხრჩობი
დე,
ცხოვრება მაწვიმს თავზე
გამოადარე დე.
დედა,დამჭირდი დედა,
დედა,გავხუნდი
დე,
პალიტრის ყველა ფერით
თმებზე შემავლე მზე...
დედა,ვსულდგმულობ
დედა,
შენ მაძლებინებ
დე,
ტკივილის უხმო თმენა
შენგან ვისწავლე დე.
დედა,იცოცხლე
დედა,
სულ მეიმედე დე,
შენ,რომ არ მყავდე ქვეყნად
სეტყვა წამლეკავს დე.
ღამე გამთოშავს ყინვა,
სულს ვერ მოვითქვამ დე...
დედა,შემცივდა
დედა,
დედა,გავწბილდი
დე,
ფიქრის გადაღმა მტკივა
მთებში ჩასული მზე...

დიკა სალაყაია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 11:08 PM

დედაჩემს ვკითხე,
დე, შენზე ლექსი რომ არ მაქვს,
ხომ არ გწყინს მეთქი…
მას არაფერი უთქვამს,
უბრალოდ მიმანიშნა, რომ
მასაც ისე უსიტყვოდ ვუყვარვარ,
როგორც მე მიყვარს იგი…

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 01:16 PM

დედები

ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში,
ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი,
მხრებჩამოყრილი და უნუგეშო
ზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.

ვისი დედაა ეს ქალბატონი?
ეს მომტვრეული ციხის ქონგური?
მისი იმედი, მისი პატრონი
აფხაზეთშია იქნებ მოკლული.

ყველაფერს ხედავს მაცხოვრის თვალი
და ბედიც მიტომ აღარ კადრულობს,
ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი,
თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.

ო, ღმერთო, რატომ მომტეხე მხარი,
რად დამატეხე რისხვა ზეცათა:
საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი,
აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!

თვალები თითქოს გადამებინდა,
ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელი
და ხელგაშვერილ ამ ზმანებიდან
მიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...

ქალი _ თეთრი თმის შარავანდედით,
ქალი _ უმწარეს ბედით დევნილი _
ვაითუ, მართლა უფლის დედაა,
გამოსაცდელად ცით მოვლენილი.

შიშით და ელდით მიფეთქავს გული,
ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ.
როგორ გავბედო და ხურდა ფული
როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს...

შოთა ნიშნიანიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:23 PM

არ იწერება ლექსი უბრალოდ
თუ წერ დედაზე
ან თუ წერ ღმერთზე...

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2015, 01:35 PM


***
ჩემს სხეულს ორჯერ დაეფარა
პერანგი მადლის,
ორგზის ნერწყვივით მზე გადამცდა
და გავხდი სხვა მე,
ტაატით მავალს მეშინოდა
დაბლა დავარდნის,
რომ ანგელოზებს არ სტკენოდათ
სხეულში რამე.
და გავხდი სავსე,
მთვარესავით ვგორავდი ცა_ცა,
მიწაზე ტერფებს თუ ვახებდი
აღარც კი მახსოვს,
ხან, ასე ფრენით დადიოდი,
ხან აცა_ბაცა,
მუცელზე თავშალს ვიმშვენებდი
ბებიას ნაქსოვს.
ზოგჯერ ვქალობდი,
სასაცილოს ვიღებდი სახეს,
შესაფერებლად
მივეჩვიე თვალების ნაბვას,
ამ დროს კი ბაღში,
მამა ახლად ამყნიდა სხვა ხეს,
დედაჩემი კი, დიდ_მუცელას
მარგებდა კაბას.
მზარავდა სუნი ყველაფრისა,
ყვავილთა, ხეთა,
აპრილის ნაცვლად
ჩემში მხოლოდ ხმამ იბოგინა,
ვიდრე სხეულმა
ორი კვირტი ამომიხეთა
და ღრუბლის მაღლა,
მზის საწოლში მომალოგინა.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 08:19 PM

დ ე დ ა

ყველაფერს ლამაზს, ყველაფერს მაღალს,
ყველაფერს კეთილს, ყველაფერს დიადს,
შენი მადლი და სურნელი ახლავს,
შენი ძვირფასი სახელი ჰქვია.
ბუჩქის ძირს კრძალვით დაკრეფენ იას,
ლურჯი ყვავილით რომ გაგახარონ,
შენი ღიმილი სხივტკბილი მზეა,
რომელიც ასე ათბობს სამყაროს.

მიტროპოლიტი თადეოზი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 12:37 PM

”დედა სხვაა და ცოლი სხვა,დედა შეიძება კუზიანი იყოს და გიყვარდეს,სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს,რადგან იმის გაჩენილი ხარ,ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე,გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება.ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი,თუ გიჟი დედის გამო,რადგან იმავე ღმერთმა,რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა,სხვებს-თავისთავად,შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.”
”ცოლი კი სხვაა,ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ,რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი,მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი.ეს უკვე ბედის საქმეა,ბედის კი არა-უბედობის.”
”ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა,-დედისა კი ვერა.დედის დათმობაც არ შეიძლება,რადგან არ მოიპოვება,არც აირჩევა,არც გაიყოფა,შენიც იმდენია,რამდენიც შენი ძმისა,ორნი კი არა,შეიძლება ათნი იყოთ,დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.”

/ოთარ ჭილაძე - “ყოველმან ჩემმან მპოველმან”/

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 01:49 PM

თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა...

ოთარ ჭილაძე
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2015, 11:02 PM

* * *
დედის თვალები უღრუბლო ცაა,
ხოლო ცრემლები -
ვარსკვლავები ცას მოწყვეტილი.

/დავით კიკნაძე
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 07:41 PM

"შენ ჩემზე ფიქრით გათეთრებულო ჩემო ძვირფასო მშობელო დედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 06:18 PM

ყოველთვის,
როცა მერცხლები წავლენ...........
ყოველთვის,
როცა ფიფქები მოვლენ.........
გულო! რამხელა მოწყენას ავლენ!
გულო! რამხელა სინანულს ავლენ!
დედას მაგონებს მე ყველა ფიფქი,
სიცივეც,
ქარიც,
გრიგალიც,
თოვლიც.........
.........გარეთ ქარბუქი არხევდა ჭადრებს,
მინებზე ზამთარს ხატავდა რთვილი,
დედა წვებოდა ყველაზე ადრე,
რომ მე ლოგინი მქონოდა თბილი.
ყველაზე ადრე დგებოდა დილით,
ცოცხით ოთახის სიჩუმეს გვიდა,
ბავშვს ხომ უნდაო, საუზმე თბილი,
სადილი გვინდა.......რაღაცა გვინდა.......
და მოკვდა იგი, გამრჯე და შემძლე,
მას დარდად გაჰყვა ფიქრები ჩემზე.
არა, აღარ ზის ის საჩეჩელთან
ათოვს დედის გულს, თოვლივით სუფთას.
ის ადრე მოკვდა, ვინ იცის ჩემთვის
ცივი სამარის გათბობაც სურდა........
და მუდამ, როცა მერცხლები წავლენ,
ყოველთვის, როცა ფიფქები მოვლენ,
გულო! რამხელა მოწყენას ავლენ,
გულო! რამხელა სინანულს ავლენ,
მე ეს სიცივე მაგონებს დედას,
დედის ჭაღარას მაგონებს თოვლი....

/ტარიელ ჭანტურია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 10:09 PM

,,ერთხელ, ხუმრობით,
დედაჩემი მხარზე შევისვი,
იგი ისეთი მსუბუქი იყო,
რომ უცბად ცრემლი მომერია
და ვეღარ ვზიდე“

/იაპონური ლექსი
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 07:41 PM

თოვლი...
და თოვლზე უფრო წმინდა -
დედაშვილური სიყვარული!

/თემო შენგელაია/
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 04:48 PM

წერილი დედას

დედი, უფალთან ისე წახვედი,
არ გაგყოლია არავის წყენა,
ქვეყნად დატოვე კარგი სახელი,
ჩემი სახით კი დატოვე რწმენა.

მჯერა, სიცოცხლე კიდევ გწყურია,
მე კი ვარ ჩამქრალ კელაპტარივით,
თუმც გული სევდით დანისლულია,
ისევ ვლოცულობ დაღლილ ქალივით.

არ ვიცი საქმე როგორ წამივა,
მელის თუ არა რწმენით მერმისი,
ღმერთი თავისთან ვიდრე წამიყვანს,
შვილს ენატრება გამზრდელი მისი.

ჩემს გულისნადებს კვლავაც გაგანდობ,
თუ გადავლახე ბარიერები,
არ დავიღლები დედი, არასდროს
შენი ალბომის თვალიერებით.

შენ ხომ ქრისტესთან ისე წახვედი,
რომ გულში წყენაც არ ჩაგრჩენია,
ერს დაუტოვე კარგი სახელი,
შენი საფლავი მხოლოდ ჩვენია.

ოთარ რურუა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2016, 10:03 PM

http://radikal.ru/big/a9553d93ce4849d3825b713e64b5a4e9

"პატარამ, უპატრონო ბავშვთა სახლიდან, ასფალტზე დედა დახატა და ზედ დაწვა, თითქოს ჩაეხუტა, რომ მისი სითბო შეეგრძნო. მეტიც, ის დედას გაუფრთხილდა, არ აკადრა მას, ფეხსაცმელი გაიხადა და ისე "ჩაეხუტა" მას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 02:20 PM

დედა არასდროსაა მარტო თავის ფიქრებში. დედა ყოველთვის ყველაფერზე ფიქრობს ორჯერ: ერთხელ თავისთვის და მეორედ შვილისათვის.

სოფი ლორენი
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2016, 10:41 PM

მე, ზამთარი და... დედა...

თოვლის ფანტელები ისე მიღიმიან,
თითქოსდა, ბავშვი ვარ ახლაც,
მგონია, დედა რომ კვლავაც მელოდება
თოვლიან საბავშვო ბაღთან...
ფეხდაფეხ მომყვება ფიფქებთან თამაში,
ფიქრსაც რომ ძაფივით ართავს,
მგონია, დედას კვლავ ვუზივარ კალთაში,
ისე ვეფერები ზამთარს...
მოყინულ ქუჩაზე ბევრჯერაც დავეცი,
თოვლს რომ შევხაროდით ერთად...
როგორ მენატრება ის თბილი ალერსი,-
ვაი, შენ მოგიკვდეს, დედა...
თოვლის ფანტელები ისე მიღიმიან,
თითქოსდა, ბავშვი ვარ ახლაც,
მგონია, დედა რომ კვლავაც მელოდება
თოვლიან საბავშვო ბაღთან...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2016, 10:55 PM

შვილის თვალები

სულ ლოდინია ჩემი ცხოვრება,
ძიება, ლოცვა, დარდი, მუდარა,
ხან მორჩილი ვარ ბედის და ხანაც,
ფემინისტურად ''ავი'' ხუმარა...
არ არს იოლი, დედის ბილიკით
ატარო ტვირთი, ღვთისგან თანმდევი,
ოღონდ მათბობდეს მისი ღიმილი
და მე არასდროს არ დავმთავრდები...
თუმცა მაფრთხობენ ხოლმე ზეციდან,
გონის სილაღით როს ვთამამდები
და ჩემს სისუსტეს თუ კი შველიან,
შველიან მხოლოდ შვილის თვალები...
უფლის აცრილი თბილი მოგვები,
დედის ხილვების სხივთა ნაპირით,
ფოთოლცვენაა, მაგრამ ფოთლები
აკინძული მაქვს მისი აპრილით...

მეგი მოლოდინი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2016, 02:34 PM

დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი…
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე…
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი…
გაზაფხული მოვიდა მგონი..

თეკლა ბატონიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2016, 07:43 PM

"მე წავიქეცი,შენ მუხლი გეტკინა.
მე გამრიყეს,შენ გაუჩინარდი.
მე მცემეს,შენ ტიროდი.
მე თავსხმაში მოვყევი,შენ დასველდი.
მე მზე დავხატე,შენ მათბობდი.
მე ვიხეტიალე,შენ ქუჩა იყავი.
მე თავშესაფარი მომინდა,შენ ბინა გახდი.
მე გოლგოთა გამოვიარე,შენ ჯვარს ევნე.
მე სანაპიროს გავყურებდი,შენ ფიქრობდი.
მე შემცივდა,შენ ჩამაცვი.
მე ავად გავხდი,შენ გარდაიცვალე.
მე შვილი ვარ,შენ დეეე…"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2016, 11:07 PM

დედას… (სხვაგვარად ვერ დავწერდი)

შენ დამესიზმრე დედი,
და ღამე, როგორც დღე…
რა მოწყალეა ბედი,
როცა ჩემთან ხარ - დე..

ეს ღამე უფრო სა-
ოცრებაა და დღის,
ეს სევდისფერი ცა,
როგორ უზომოდ მღლის..

არც ისე შორს ხარ თუმც,
არ მინახავხარ… თვე..
ეს ჭერი როგორ დუმს,
სარკმელი როგორ თვლემს…

დღეს დამესიზმრე დე
და მიხარია რომ,
დაგვაკავშირა დღემ
და შეგვაერთა დრომ…

შენ დამესიზმრე დედი,
და ღამე, როგორც დღე…
რა მოწყალეა ბედი,
როცა ჩემთან ხარ - დე..

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2016, 01:12 PM

შენს დაღლილ მხრებზე ამოდის ია,
წუთისოფელი გალიე გვემით...
მეც გამოგყვები ადრე თუ გვიან,
შენ შეგრჩა, მკვდარი ბავშვობა ჩემი...

აქ წვიმებია თბილი და ხშირი,
რასაც თვალების ნისლები ცვლიან.
და ეხიზნები უმწეო ტირილს,
ნუგეშსაც იგრძნობ იმქვეყნად გვიან...

დაგყურებს ზეცა სიწრფელით სავსე,
და ჯვარედინად დაგიწყობ ხელებს.
და ჩამოვჯდები საფლავის ქვაზე,
ჩვენს შეხვედრაზე ვიფიქრებ მერე...

შენს დაღლილ მხრებთან იღვიძებს ია,
და უშენობა მომყვება გვერდით...
ირგვლილ ჩამქრალი სანთლები ყრია
და შენ მინათებ ბილიკებს, დედი...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:47 PM

დედას

სოფლის ბურუსია,სოფლის ამინდია,
ბუხრის კოცონივით ტკაცუნობს ძვლები,
აწმყოდან წარსულამდე ხიდი გამიდია,
ახლა მონატრებით ვთბები.
ძველი ზარდახშიდან მიხმობს მოგონება,
მეალერსება და მკოცნის,
სარკიდან მომზირალი წლების ნაოჭები
დარდად შემეფეთა მოცლილს.
თითქოს შეიშალა გული უბერებლად,
ყელზე მებერება ძარღვი,
თვალი მოგონებებს ცრემლებს უღერებდა,
ჩემზე ძლიერსა და დაღლილს.
ფერფლისფრად ჩამოჭკნა ბავშვობის დღეები,
მწყურვალს მესიზმრები, დედა,
მერე მეც შენსავით როცა დავბერდები,
შენს თავს მომანატრებს სევდა.

მანანა ქურდაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2016, 12:50 PM

ქარი კი არა, მოლოდინი მიჩნდება წარღვნის,
და სადაცაა, ამაწყვიტავს მკერდიდან სიმებს...
ეჰ, დედაჩემო, რატომ გქონდა ამხელა დარდი,
ან რატომ იყო ეს ცხოვრება ასეთი მძიმე...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2016, 11:09 PM

დ ე დ ა ს

დაგეძებ, დედა... ამ გარემოში
აღარ არსებობ, აღარ დადიხარ...
ალბათ, გრძნობს შენი ნათელი სული,
როგორ ვდარდობ და როგორ მაკლიხარ.
ღიმილი როგორ გაცვდა და გაქრა,
სულში აიგო სევდის კარავი;
მივალ ჩვენს სახლში, მაგრამ შენს ნაცვლად
მომეგებება მე აღარავინ.
შენ აღარ მყავხარ და სულს მიკაწრავს
მე უშენობის მტანჯველი ელდა,
ახლა ჩემს თვალში ეს კარ–მიდამო
რა უცნაურად დაცარიელდა...
შენ აღარ მყავხარ... მაინც სულ გეძებ,
გული გარემოს ათვალიერებს,
მთვარეულივით ამ დიდ სახლ–კარში
დავდივართ მე და სიცარიელე.

/რ. თევდორაშვილი /

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 10:57 PM

"[შვილები] დედისაგან არ განირჩევისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 11:12 PM

"თუ უკვდავების წყაროს ვიპოვი, პირველად დედას მივუტან პეშვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:10 PM

"ქრისტე აღდგა, დედა!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 04:26 PM

დედას

ეს ათი მაისი უშენოდ თენდება,
მათოვს უშენობის, ნატვრის ალიონი...
იისფერ იშხნელთა ჰანგები მეფრქვევა,
არ მღერის...მიტირის ძველი პატიფონი...
სიჩუმის რომანსებს რარიგ მიმაჩვიე,
სანთელმა მიშვილა, მირწია სინათლე,
ცრემლების საზრდო კი რა ტკბილად მაკმიე,
მე ის უდედობის მაშველად ვიწამლე...
მოვალ, იასამნებს დაგიფენ ფერებით,
გახარებ პაწია სიცოცხლის ფეთქვასაც,
ნიკეს აღუების ღუღუნს მოგიყვები,
თუ როგორ აღვიძებს ის თავად მზეკაბანს...
მანამ კი, აქა ვარ, შენს ოთახს ვეწვიე,
წირვებმა, საკმევლის, შენს სულთან დამწინდა,
ჰო, ასე ვიქნები ცის სუნთქვის მეწილე,
დღე სანამ ღამეს ცვლის აისის საწყისად...
ეს ათი მაისი უშენოდ თენდება...
დე... ობლად ყვავილობს ზღვისპირთან მიმოზაც,
შენ ვარდის კოკორი საფლავზე გეხვევა,
ის დაბადების დღეს ,,ალერსით'' გილოცავს...

მეგი მოლოდინი 10. 5.2016.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 08:29 PM

"დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:

- მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?
ღმერთმა დაამშვიდა:

ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
- კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას? მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
- ანგელოზი თვად გასწავლის თავის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
- შენთან როდის დავბრუნდები?
- შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
- რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ - დ ე დ ა ს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2016, 11:26 PM

"დედამ ჩემს გამო დაითმინა ჯოჯოხეთები და მერე წავიდა...
ახლა იქ ცდილობს ცრემლებით მოქსოვილი თბილი საბანი დამახვედროს..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2016, 07:59 PM

"ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი, ნუთუ შეიძლება მზის აღწერა?"

ერიკ ემანუელ შმიტი "ნოეს შვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 01:36 PM

"-საბანი არასოდეს შემისწორო..
-რატომ?
-მეღვიძება.ძილში კი ყოველთვის დედას ვხედავ...

პ.ს. ბავშვთა სახლში მზე სიზმრებიდან ამოდის"

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 11:59 AM

ფეხმძიმობა

"მოკლეთ გულის ფანცქვალით იკეთებ ტესტს და ჰოი საოცრებავ 2 წითელი ხაზი. 2 კვირა დაბნეული დადიხარ ჯერ თვითონაც არ გჯერა, მერე იწყება ტოქსიკოზი და მალევე უნიტაზი შენი საუკეთესო მეგობარი ხდება smile.gif ხვდები ნაცნობებს, გილოცავენ და თან აყოლებენ: უი როგორ გამხდარხარ! - მადლობა ტოქსიკოზს. თუ გაგიმართლა 3 თვის შემდეგ გაქრება ტოქსიკოზი, ჰო მერე იწყებ მაცივართან დღე ღამის თენებას, სულ გშია სულ რაღაც გინდა თან არ იცი რა, თუ რამე გითხრეს თავს იმართლებ: ბავშვს უნდა! კიდევ ყველაფერზე რომ 2 წლის ბავშვივით გეტირება და გული გიჩუყდება, აი მაგალითად ხეს ფოთოლი მოსწყდა, საწყალი ხე და საწყალი ფოთოლი sad.gif
რა მოსაბეზრებელია ერთიდაიგივე კითხვები: როდის ელოდები? გოგოა თუ ბიჭი? რას არქმევ? შუბლზე უნდა დაიწერო რომ აღარ გკითხონ, თან მუცელზე რომ ხელებს გიფათურებს ყველა და შენც უხერხულად უღიმი...
მთელი დღის დაღლილი ღამე რომ დაწვები და მუცლიდან ბავშვი რომ გირტყავს, როგორი ბედნიერი ხარ ამ დროს, მერე თანდათან ბრაზდები რომ აღარ ჩერდება და არ გაძინებს, თუ მოხდა სასწაული და ჩაგეძინა ღამე ათჯერ მაინც უნდა გაგეღვიძოს, ან გადაბრუნება გინდა ან მოგშივდა ან კიდევ ბავშვს შენი შარდის ბუშტი ბატუტი ჰგონია და ზედ საყვარლად ხტუნაობს. ჰო კიდევ ბოლო თვეში რომ სივდები განა სუქდები, სივდები! აღარაფერში რომ არ ეტევი, ფეხზე 5 ზომით დიდი ფეხსაცმელი რომ გაცვია, ღმერთო რა საშინელი შესახედია ეს დასიებული ფეხები O.o წელის ტკივილზე აღარაფერს ვამბობ, ვაი ვუის ძახილით რომ დადიხარ მთელი დღე.
თანდათან გახვედი ბოლოში ისეთი მძიმე ხარ დილით ამწეკრანი თუ აგაყენებს საწოლიდან sad.gif
ვეღარ დადიხარ უკვე დაგორავ, დღეებს, საათებს და წუთებს ითვლი... აი ამ ყველაფრის მიუხედავად ისეთი მაგარი გრძნობაა ორსულობა, მთელი 9 თვე სითბოთი და სიხარულით ხარ სავსე, აუცილებლად ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა!!! ყველას ბედნიერ ორსულობას და დედობას გისურვებთ" wub.gif .

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 11:13 PM

"სიძულვილის ღირსია ქალი, რომელსაც შვილები ჰყავს და მაინც შეუძლია მოწყინებაში იყოს.
ბედნიერია ის, ვინც თავისი დედის წოდებით ამაყობს და საკუთარ შვილებს ისე უცქერის, როგორც თავის საუკეთესო სამკაულს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 01:50 PM

"ღვთისმშობელში დედობა იკურთხა, როგორც ასეთი. დედობა, რომელიც ადამიანს, ქალს, დედაკაცს ღმრთაებრივი განგებულების თანამონაწილეს ხდის, როცა დედა ხორცს აძლევს ღმრთისაგან მოვლენილ სულს და ამითაც გარკვეულად ღვთისმშობლის ხატი ხდება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 02:05 PM


„პირველი საოცრება,დედაჩემო,
გულია შენი.
მეორე საოცრება-სითბოა შენი.
მესამე საოცრება-
შენი ღიმილია,
მეოთხე საოცრება-ცრემლია შენი.
მეხუთე საოცრება-რწმენაა.
მეექვსე საოცრება-ლოცვააა...
მეშვიდე საოცრება-
სულია შენი! „

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 12:49 PM

რა არ მტკივა დედა,
შენი წასვლის მერე...
ვერც მომავალს ვხედავ,
და ვერც გაშლილ ხელებს...
მინდა ვიგრძნო შვება,
და უბრალოდ მწამდეს.
მოლოდინი დგება,
შეხვედრების ცამდე...
რამდენი მყავს ფიქრი,
და არავინ გვერდით.
აბრეშუმის სტიქრით
ჩამილეწეს მკერდი...
ვერ გავდივარ გარეთ,
მახსენდები როცა...
მიიმალა მთვარე,
სიბნელეში მლოცავ...
როგორ მიჭირს ახლა,
შენ ისედაც ხვდები...
და თუ შვებას ვნახავ,
მასაც მოგიყვები...
ვერ ვეტევი კანში,
ვერც შეხვედრას ვბედავ...
შენ მიშველე მაშინ,
გეხვეწები დედა...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 11:42 PM

დ ე დ ა ს

წვიმის წვეთებს რომ ჩამოჰყევი ამ დილის ცრემლით,
მაინც მზის სხივით მაწერინებ, ძვირფასო, სათქმელს,
ნიავივით რომ გზას მიკვალავ, ხომ ვიცი, დედი,
და ძველებურად აკვნისფერი რიჟრაჟით მარწევ...
ზღვის მშვიდ ტალღებში მეგულები, ნათელო, დღესაც...
იღიმები და ვით ჩემს მოძღვნილ გვირილის ფურცლებს,
წყლის თეთრ მაქმანებს, იფერებ და ჩაუმქრალ სევდას,
მიტოვებული ნაპირისას, ფერმკთალი, უცქერ...
ვით შევეგუე ,,შეგუებას'', მე, უშენობის...
და სარეცელზე, ცარიელის, ცივ მდუმარებას,
დედამიწაც კი დაიშანთა ძეთუღმერთობით,
ლამის ცოდვები აღიარონ თვით ცრუ ვარდებმაც...
და მომიტევე ყველაფერი, გთხოვ, მაპატიე....
თუ ვერ შევძელი შენი ზამთრის კვლავ გათენება,
რომ გაზაფხული ვერ ვიხსენი ავი მარტისგან,
წუთისოფლის ხე, რომ დანაცრდა, წამგაელვებად...
ზღვის მშვიდ ტალღებში მეგულები, ნათელო, დღესაც
და შორს ღიმილით სეფექალობ ლურჯ დედოფალთან...
ხელს რომ ვერ გიწვდი და ვერ გშველი, დედილო, ნეტავ,
თუ მაპატიებ ... ,,შეგუებას'' ... უშენობასთან ?..

მეგი მოლოდინი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:32 PM

"სადაც დედაა, იქ მუდამ სითბოა".

/ზურაბ ღვინიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:03 AM

"შვილის გულისთვის დედა ალბათ ყველაფერზე წავა. ყველაფერს გააკეთებს. სირცხვილსაც აიტანს და მიწასთან გასწორებასაც".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 11:21 AM

"ბავშვები არ შრომობენ და ამიტომ არ იციან, როგორ იღლება დედა, რომელიც მათ ემსახურება".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 08:56 PM

"პატრიარქ დავითს (დევდარიანი) უთქვამს: - დედა თავისი შვილისთვის - ზღუდეა დაურღვეველი და მცველია დაუძინებელი".


ჩემი დედიკო ზუსტად ასეთია wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 02:50 PM

" - უნდა მარხულობდეს თუ არა ორსული?

- მარხვა ორსულ დედას არ სჭირდება. ბავშვს სრულყოფილად უნდა მიეწოდებოდეს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინების კომპლექსი. დედამ ნაყოფი არ უნდა ამარხულოს. საზოგადოდ, მარხვის მიზანია, ჯანმრთელმა ადამიანმა სხეული მოაუძლუროს, რათა ვნებებისგან დაიცვას თავი. ორსულობა, მართალია, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ განსაკუთრებულია. ფეხმძიმე ქალი უძლურებაშია, უჭირს სუნთქვა, ბევრი რამ აწუხებს. ნაყოფი დედის ორგანიზმიდან ნივთიერებებს ხარბად ითვისებს, რაც ქალის ორგანიზმში მათ ნაკლებობას იწვევს. ჰოდა, რაღა მარხვაზეა ლაპარაკი?

ხორციელის სანაცვლოდ ორსულმა სულიერად უნდა იმარხულოს, გააორმაგოს სულიერი ღვაწლი, მეტი ილოცოს, ეცადოს, სათნოებებში წარემატოს. ამაში მას მეუღლე და ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაეხმარონ".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 07:25 PM

" - ორსულთა დეპრესიაც ფიზიოლოგიური პროცესია?

- არა, ეს უკვე ბოროტის მანქანებაა.

- მაგრამ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხომ ჰორმონული ძვრები ხდება, რაც მის ფსიქიკას ლაბილურს ხდის?

- გეთანხმებით, თუმცა დეპრესიაში ადამიანი შესაძლოა ავადმყოფობამაც ჩააგდოს. მაგრამ როცა ავადმყოფი კი არ ღიზიანდება, არამედ ამბობს: მეტის ღირსი ვარ და შემინდე, უფალოო, - დეპრესია ვერ მოერევა. ეს ორსულებსაც შეეხება. ქალი შვილს ელოდება და დეპრესიის დრო არ უნდა ჰქონდეს. დეპრესიულ აზრებს თავმდაბლობითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა გავუმკლავდეს. ლოცვებთან ერთად სანუგეშოდ ასევე შეუძლია, ნებისმიერ დროს მიიღოს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. ხოლო როცა მოლოგინების დრო მოვა, უნდა ეზიაროს. არის სპეციალური ლოცვები მშობიარე ქალისთვის, რათა მშვიდობით მოილოგინოს".

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 11:34 AM

ლოცვებში დედის სახელს ხმამაღლა მოხსენიება არ უხდება... გულში ჩუმად უნდა იმეორო, დაუსრულებლად...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 02:31 PM

"ხშირად შვილებს დედის ცრემლები ქალური მგრძნობიარობის და განუსჯელობის ზედმეტ და ამაო გამოვლინებად მიაჩნიათ. უაღრესად დიდი ცოდვაა ამ ცრემლების არაფრად ჩაგდება (მით უმეტეს, დაცინვა) და უპატივცემულობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის დამახასიათებელი, ვის გულშიც მანკიერებას საფუძვლიანად გაუდგამს ფესვი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 09:46 PM

"მშობლის გული ისე ახლოს არის ბუნებით შვილის გულთან, რომ ყოველი მკვეთრი მოძრაობა ერთში, იწვევს მსგავს ქმედებას მეორეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 03:11 PM

"უნდა ეცადო ასიამოვნო მშობელი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 09:20 PM

"უნდა გიყვარდეს მშობელი, მაგრამ მას მაცხოვარი უნდა ამჯობინო".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2016, 05:59 PM

"ყველა დედა ღვთაებრივი შემოქმედების პროცესის თანამონაწილეა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 10:29 PM

"დედის სწავლა-დარიგება ღრმად იბეჭდება ბავშვების გულში და სიკვდილამდე რჩება მასში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 12:20 PM

"მისი სათნოება, სულიერი თანადგომა ერთგვარ დედობრივ სინაზემდე მიდიოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 12:52 PM

ღამის კოშმარი

ბნელი ღამეა,
ძველი კოშმარი
უსახო რამე
სხეულით მგუდავს
მიშველეთ ვინმემ!
ვყვირი გულყრამდე,
მაგრამ ვის ესმის
ამ ხმის სიშიშვლე?!
“დეეეე, მიშველე”!
ვყვირივარ ძილში,
თუმც დახმარება,
არსაით მოსჩანს,
“დე” ვერ მიშველის,
სულ დამავიწყდა,
ეს ტრაგედია ხომ უკვე მოხდა.

სიზმარში სიზმარს ვაღწიე თავი,
თუმცა სიცივე მომედო ტანში,
უპატრონობას მოუკვდა დედა,
ეს კოშმარებიც აქედან თავში!

/ლევან ჩხიკვაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 02:34 PM

მინდა თმაზე გადამისვა ხელი,
ისე, როგორც ბავშვობაში, დედა,
რაღაც უცბად დავიღალე, გესმის?
რაღაც უცებ მომეძალა სევდა...

ეჰ, ძვირფასო, მომემატა წლები,
დრო გავიდა...შემომაკლდა სითბო...
სიცივისგან დამისუსტდა ძვლები
და სიბერეც მეპარება თითქოს...

მინდა, ხელზე რომ მომკიდო ხელი,
გადასწიო ფრთხილად გულის ფარდა-
ხედავ?გულსაც როგორ სცვივა ცრემლი,
როგორ სტანჯავს მარტოობის განცდა?..

მისხალ-მისხალ იძარცვება გრძნობა,
სიყვარული სანთლად ბჟუტავს ქარში...
ნუთუ ასე ძვირად გვიღირს ბრძოლა,
რომ ეს გრძნობა არ ჩავიქროთ ძარღვში?

ხომ ვამბობთ, რომ არ ბერდება გული,
მაშ რად ცვდება გულს ნაშობი გრძნობა?
რად გვიქრება მზერა დაქარგული,
რად ძნელდება იმ თვალებით თრობა?

ალბათ მიდის...დროსთან ერთად მიდის...
და სიცივეს რჩება ბრძოლის ველი,
ეჰ, ზამთარი სადღაც აქვე გვიცდის-
მინდა, თმაზე გადამისვა ხელი...

ხათუნა შავგულიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 11:04 PM

"ღმერთი დედას ჰგავს. თუ დედას ასე უყვარს თავისი შვილი, რამდენად უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც ეს თვასაჩინოდ გვიჩვენა ჯვარცმით?"

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 04:07 PM

"დაღლილი დედა შეიძლება ძლიერმა ხმაურმა არ გააღვიძოს, მაგრამ ბავშვის პატარა გაფაჩუნებამაც კი უცბად გამოაფხიზლოს. შვილთან დაკავშირებული შინაგანი მზაობა იწვევს ყურადღების გამახვილებას ამ მიმართულებით".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 01:28 PM

"დედმამიშვილის სატკივარი სულიერი მიწისძვრაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება უდიდესი მწუხარების გამოძახილი".

/მამა დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:24 PM

"დედისადმი განსაკუთრებული სიყვარული და ღრმა ერთგულება წმინდა გიორგის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. სიკვდილის წინ მან ისურვა, რომ მისი სხეული დედის სამშობლობში გადაესვენებინათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2016, 09:53 PM

"იორზე გოგლაანთ ვენახი ჰქონდათ. რთველის დროს, როცა ვენახში ჩავიდოდით, გოგლა [ლეონიძე] ყოველ ხეს მოეხვეოდა და ჰკოცნიდა. ერთხელ ვკითხეთ, თუ რატომ აკეთებდა ამას, გვიპასუხა: ეს ხეები დედაჩემის დარგულია, ასე მგონია, დედაჩემი ვნახეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:20 AM

" - დიდ მოკრძალებას და სიყვარულს დედისადმი საფუძვლად რა უდევს?

- სისხლი და ხორცი და ის, რომ გამობრწყინებულნი ვართ დედის წიაღიდან".

/კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 01:09 PM

"ობოლს, მით უფრო, როცა მას დედა არ ჰყავს, თუნდაც ზღარბივით იყოს, მაინც უნდა მოვეფეროთ თანაგრძნობით და მხურვალე სიყვარულით, რათა იგი ჯერ გათბეს, გამხნევდეს და შემდეგ მისი გული გაიხსნას".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:43 PM

"ქრონოგრაფთა ცნობით, ანთუსას და, იოანე ოქროპირის დეიდა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონესა ყოფილა. სწორედ ამგვარმა ღირსეულმა ოჯახმა გაზარდა იგი...

სამწუხაროდ, ამ ზნემაღალ ოჯახს ბედნიერებით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა - ოჯახის თავი, სეკუნდუსი უეცრად გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა სრულიად ახალგაზრდა, 20 წლის ქვრივს დააწვა მხრებზე.

მართალია, ოჯახს მატერიალურად არ გასჭირვებია, რადგანაც დიდი ქონების პატრონი იყო, მაგრამ მეუღლის გარდაცვალებამ ანთუსას ცხოვრება ძირეულად შეცვალა, მაგრამ დარდს დიდსულოვნება დაუპირისპირა, განსაცდელი ღირსეულად გადაიტანა, საკუთარ თავზე უარი ეთქვა და სიცოცხლე უფალსა და შვილებს მიუძღვნა...

მისმა დედობრივმა თავდადებამ კი თვით წარმართნიც ისე განაოცა, რომ ერთმა მათგანმა, სახელოვანმა რიტორმა ლიგანმა აღტაცებით წამოიძახა: - "ო, რა ქალები ჰყოლიათ ქრისტიანებს!"

ეს შემართება არც მეორე უდიდესმა უბედურებამ - მცირეწლოვანი ქალიშვილის გარდაცვალებამ გაუფერმკრთალა... მისმა დიდმა გულმა ერთადერთი ვაჟი თავისი სიყვარულისა და იმედის საგნად გადააქცია და არაფერი დაიშურა მისთვის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:47 AM

"სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, არასოდეს უარვყოფ ღმერთს, სამშობლოს და დედასო".

/პროტოდიაკონი ამბროსი (ახობაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:01 PM

"ფროიდმა შეურაცხყო ყველაზე წმინდა - ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შეეცადა, ეს გრძნობა ჯოჯოხეთური შხამით მოეწამლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2016, 05:18 PM

"მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,
მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით
- მთხოვე და... შევძლებ რაც უნდა იყოს!..
შენს გამო დედი,მხოლოდ შენს გამო,
ვცდილობ ყველაზე კარგი რომ ვიყო,
გაგიმზიანო ყოველი წამი
- და შენთან ერთად პეპლებსაც ვსდიო...
ვიმღერო როცა არ მემღერება,
ვიცინო რადგან არ გიყვარს ცრემლი...
მინდა აგიხდეს და წინ დაგიხვდეს,
ყველა ის ნატვრა რასაც კი ელი!..
შენს გამო მინდა სიცოცხლის გზებზე
ერთი ათასად სიკეთე ვთესო,
რომ არ გეტკინოს,რომ არ შეშფოთდე,
რომ არ შეგცივდეს სულზე უთბესო.
მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,
მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით
- მთხოვე და შევძლებ რაც უნდა იყოს!."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 09:26 PM

დედას

მახსოვს ჩემთვის როგორ ქსოვდი წინდას
შიგა და შიგ აქსოვებდი რვიანს;
მე იმ წინდის სითბო დღესაც მათბობს
და ვინახავ როგორც რელიქვიას.
მახსოვს როგორ დამიწენი თმები,
გამიკეთე თავზე თეთრი ბაფთა.
იმ ბაფთასაც ვეფერები დღემდე
მიკიდია ჩემს საწოლაის თავთან.
ახლა უკვე გავიზარდე დიდი
ცოტა-ცოტას ჩემს თავისთვის ვზრუნავ,
სადმე როცა დავაპირებ წასვლას
მესარკის წინ დროზე დიდხანს ვბრუნავ.
იმიტომ რომ მინდა შემისწორო
ჩემი ხელით დავარცხნილი თმები,
მე ავხედავ იქ შენეულ პორტრეტს,
რომ არ მოხვალ მაშინვე მივხვდები.
კარს გავაღებ გამაცილებ ალბათ,
პორტრეტიდან დედავ შენი მზერა.
დავფიქრდები გული ჩამეწვება
რომ არა ხარ დღემდე არა მჯერა.

ნათელა.შაინიძე


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 12:14 PM

"დედა რომ მძინარე შვილს დახედავს-ეს არის სარწმუნოება..."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2017, 08:49 PM

"ერთხელ მეუფეს [ზოსიმე] ვკითხე, ქართველებს ყველაზე ღვთიური სიტყვა რომელი გვაქვს მეთქი? მეუფე ღრმად ჩაფიქრდა და მითხრა: "დედა"... და მის ღვთიურობას ღვთისმშობელი განაპირობებსო..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2017, 06:40 PM

თოვლი მოვიდა და არე-მარემ,
ამოიკერა თეთრი საბანი,
გაყინულ რტოზე კვნესის ბეღურა
"დედა სად არი... დედა სად არი".
თოვს, თოვს და უფლის მადლი იფრქვევა,
დედამიწაზე ზეციდან თითქოს
და გაყინული დედის საფლავი
შორიდან ისევ მიგზავნის სითბოს...

/მზია წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2017, 01:40 PM

სულ ორად ორი სიტყვისათვის
დავთმობდი ახლა
და დავტოვებდი ყველაფერს უცებ.
ვიყიდდი ბილეთს, -
უკანასკნელი მატარებლით
ჩავიდოდი სოფელში მშვიდად...
გადავირბენდი მწვანე კოინდარს,
სულმოუთქმელად შევაღებდი
ძველებურ ჯარგვალს,

რომ კიდევ ერთხელ გამეგონა:
„მოხვედი, შვილო?“

მორის ფოცხიშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 08:43 PM

"ერთმა ქალმა შემომჩივლა: - მამაო, დედაჩემი რვა წელია დავრდომილია. ძალიან დავიღალე მისი ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნებითო. გესმით, რა ხდება, ქალიშვილი დედაზე რა ტონით ლაპარაკობს? ვუთხარი, - შენი პრობლემა ადვილად გადაწყდება. ვილოცებ, რომ რვა წელიწადს ლოგინს მიეჯაჭვო, დედაშენი კი გამოჯანმრთელდეს და შენ გივლიდეს-მეთქი. ოჰ, არა, არაო, - იყვირა ქალმა. უკიდურეს შემთხვევაში, ოთხი წელი პარალიზება მაინც საჭიროა შენთვის, - ვუთხარი, - როგორ არა გრცხვენია, არ სჯობს, ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო, ავადმყოფს უვლიდე და ღვთისგან საზღაურს ელოდე, ვიდრე ფეხის განძრევაც არ შეგეძლოს და სხვას სთხოვდე: "ქოთანი მომიტანე, გეთაყვა, მეორე მხარეს გადამაბრუნე, კედლისკენ მიმწიე"?.. ჩემმა საყვედურმა ქალი ცოტათი შეარცხვინა."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 08:57 PM

"განსაკუთრებით დიდია დედის კურთხევა! ერთი კაცი მეუბნებოდა: დედის ყოველ სიტყვას ჩემთვის ოქროს ფასი აქვსო. ერთი იოჰანესბურგელი ბერძენი მეწვია. იცით, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე? დედა ავად გამიხდა და სანახავად ჩამოვედიო, - მითხრა. არ გასულა სამი თვე და შობას ისევ ჩამოვიდა. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: - გავიგე, რომ დედა ისევ ავადაა. ასაკოვანიც არის და შეიძლება გარდაიცვალოს. ჩამოვედი, რომ ხელზე ვეამბორო. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე დედაჩემის დალოცვააო. 60 წლის კაცი სამხრეთ აფრიკიდან საბერძნეთში ჩამოდის, რათა მშობელ დედას ხელზე ეამბოროს! ღმერთმა ეს კაცი იმდენი სიმდიდრით დააჯილდოვა, რომ მოხუც ღვთისმსახურთათვის თავშესაფარი სახლიც კი ააშენა და ეკლესიას აჩუქა. შეიძლება ითქვას, ეს კაცი დაზვინულია დედის კურთხევით და აღარ იცის, ვის გაუნაწილოს. ასეთი ადამიანი მალამოს მაგონებს, ანდა წყაროს, საჰარის უდაბნოში ხეტიალისას რომ გადააწყდი. ნელ-ნელა ეს ყველაფერი მიდის და იკარგება."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2017, 09:10 PM

"ერთი კაცი მოვიდა ჩემთან, კალივაში, ატირებული: - დედამ დამწყევლა და ოჯახში ყველაფერი ცუდად მიმდის, ერთიანად ავად ვართ, არც სამუშაო გვაქვსო. ეტყობა, საბაბი მიეცი, თორემ ასე ტყუილ-უბრალოდ ხომ არ დაგწყევლიდა-მეთქი. მართალი ხარ, მამაოო, - მიპასუხა. "მაშინ წადი და დედას შენდობა სთხოვე", - ვურჩიე. "მაკურთხე, მამაო და წავალ" - მითხრა. "კურთხევას კი მოგცემ, მაგრამ თავი დედას აუცილებლად უნდა დაალოცვინო და თუ არ გაკურთხებს, მაშინ ჩემგან გადაეცი: დადგება დრო და უფალს სულს შენც ჩააბარებ-თქო.
მივიდა დედასთან ის კაცი. ქალმა კი ასე დალოცა: "ჩემო შვილო, მოვიდეს შენზე კურთხევა აბრაამისა". რამდენიმე ხნის შემდეგ იმ კაცმა ტკბილეული მომართვა. სიხარულით ფეხზე აღარ იდგა - ბავშვები გამოჯანმრთელდნენ და სამუშაოზეც კარგად მიმდის საქმეებიო. თვალცრემლიანი დაუსრულებლად მადლობდა უფალს. ამ კაცის ცხოვრება შეიცვალა, ის მხოლოდ სულიერ საკითხებზე საუბრობდა და რაღა ითქმის იმ ადამიანზე, თავიდანვე პატივს რომ სცემს მშობლებს. განა შეიძლება ასეთი ღმერთმა არ აკურთხოს?"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 10:57 AM

"არ არსებობს ამ ქვეყნად დედა,რომელსაც სხვა დედის ტკივილი არ ეტკინება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 11:09 PM

''დეე''
-----------------
დეე,ერთ შენ ღიმილიდ,
შვილოვ ძახილ მწადის,
წლებიც,ფერ წასულიად,
დროიც ჩქარად წადის,
დეე,შენ რო იცოდიდ,
დრო მქრალიავ შვილოვ,
ბილიკ'აებ,გამელი,
გზა გულგრილიდ წვრილო,
დეე,რა ჩქარად გაგვლევი,
შენ არ ყვანის დღეე,
მიწას ბინა დადებულმ,
ჩვენ მზეს გაგვწირ მხნეებ.
--------------------------------------------
ვუძღვნი დედაჩემის ხსოვნას,დღეს 16 წელი შესრულდა რაც გადაინაცვლა მარადიულ სასუფეველში და იმ ქვეყნიდან გვლოცავს და გვიმშვენებს თავისი დედური სითბოთი ამ სამზეოს,ნათელში იყოს შენი სული დედა.

/თუში პოეტი გიორგი რამაზაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2017, 10:41 AM

იქნებ შენ მითხრა, ტიალო,
დილავ, ყელ-გულ-მკერდ-შვლიანო,
ჩვენი ლამაზი დედები
დღეს ლოგინს ვისთვის შლიანო?
ცრემლების ფარდებს თვალთაგან
დღეს ვისთვის ჩამოშლიანო?!
ღაწვს ვისთვის ჩაიკაწრავენ
და გლოვას არ მოშლიანო?
დედის გაშლილო ლოგინო
გნამავს ცრემლების წვიმაო,
ნეტავ მაგ ცრემლთა სურნელში
უჩუმრად ჩამაწვინაო...
განა არ იცით, რად მტანჯავთ
დარდებო, მაღალმთიანო,
დედის დაგებულ ლოგინში
ანგელოზები კრთიანო?!

/მურად მთვარელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2017, 10:26 PM

"-დედა!..
-რა იყო, შვილო...
-არაფერი, მინდოდა
შენი ხმა გამეგო!.."





დედის ნამზერი

მშობელი ქედების გრძელ ჰორიზონტებზე
მარტოობა რომ ქცეულა დარდებად,
ბავშვობის დღეების შორიდან ცქერისას
კვლავ ამედევნება წარსული ლანდებად...
და დედის ღიმილი გაკრთება სხივივით
(ძველ წუთებს სამყარო მიქარგავს ფერებად),
მისი თბილი მზერა სიმშვიდედ ციმციმებს
და საიდან აღარ მეფერება?! -
დედის მონატრება აჩნევია
ეზოს შემოჩვეულ ფურისულებს,
მდელოდ ამწვანებულ ნაბოსტნარებს,
მარანთან ყორის თავს ვარდებიანს...
კიდევ შეყვითლებულ წიფლის ფოთლებს,
თავადაც რომ წარსულს ბარდებიან...
და თუმც მისეული ხილვის მოლანდება
ჩემი მომავალი სევდის გამზრდელია,
გულზე სათუთ ფიქრად მეფერება
ყველაფერი, რაც დედის ნამზერია...

გივი ჩიღვინაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 10:25 PM

"...[იესოს გოლგოთის აღმართზე] თანდათან ერთმევა ძალა; ვიღაც ჩასჩურჩლებს: "ცოტა გაუძელი, ცოტაც და აქვეა უკვე". - ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ ეს რამხელა ტკივილი და სიმწარე აჩვენა დედას. გრძნობს მის სიახლოვეს, ხორცებდაფლეთილ სხეულზე თითქოს ათრთოლებული ხელებით ეხება მარიამი... უნდა, ბოდიში მოუხადოს დედას, რომელმაც ბევრი რამ არ იცოდა, არ იცოდა, რომ დაბადებიდანვე მის ძეს ასეთი ხვედრი ელოდა, ამ მიზნით იყო გაჩენილი. სულ სამი ათეული წელი იცხოვრა დედასთან და იტყოდა, მიწიერი ცხოვრება გაუტკბა, დედასთან ყოფნა გაუტკბა.წუთისოფელი მარტო იმად ღირს, რომ დედას უყურო ..."

/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 09:26 AM

"ძვირფასი შვილების ძვირფასი დედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2017, 10:20 PM

"შენ [შვილმკვდარი დედა] რჩეული ხარ. მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ის განიცადოს, რაც განიცადა ღვთისმშობელმა. ისე ეტკინოს, როგორც ეტკინა ყოვლადწმინდას. მშვიდად აღიღო ჯვარი თვისი კურთხეულმა და მოთმინებით განვლო სავალი გზა. გზა, რომელიც შენ გაგიკვალა. მიჰყევი მის ნატერფალს".

/მადონა ნატრიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 10:37 AM

"ერთხელ წმინდა ლევ ოპტელთან მედლებით დახუნძლული ვინმე გენერალი მივიდა. წმინდა მამამ ვინაობა ჰკითხა.

- გვარად კულინევი ვარ, - თქვა გენერალმა, - მამის გარდაცვალების დროს მცირეწლოვანი გახლდით. დავამთავრე სასწავლებლები, გავიარე მეცნიერებათა სრული კურსი და მას შემდეგ ვმსახურობ.

- დედათქვენი სად არის?

- არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, თუმცა ჩემთვის სულერთია.

- ეს როგორ? თქვენ ხომ კარგი შვილი ხართ?

- აბა რა ვქნა? არაფერი დამიტოვა, მთელი ქონება გასცა, ამიტომაც დავკარგე.

- ეჰ, გენერალო, გენერალო! რას ამბობ? დედამ ყველაფერი გაფლანგა და არაფერი დამიტოვაო? ამას როგორ ამბობ? იმაზე არ გიფიქრია, რომ მან ძლივს გადაიტანა მამაშენის სიკვდილი და ახლა, როგორც ჩაუქრობელი კანდელი, დგას ღვთის წინაშე, წმინდა მსხვერპლად მიუძღვნა უფალს თავისი ცხოვრება, ათასნაირი განსაცდელის დათმენით, რათა მისი ერთადერთი ვაჟი ნიკოლოზი კარგად ყოფილიყო? უკვე ოცდაათი წელია, რაც ასე თავგანწირულად ცხოვრობს. ნუთუ მისი ლოცვები მემკვიდრეობა არ არის ნიკოლოზისთვის?

წმინდა მამის სიტყვებმა შეძრა გენერალი, შეახსენა შვილის მოვალეობა. შემდეგ კი საკუთარი დედის მისამართი ჰკითხა. წმინდა ლევმა მიასწავლა დედის ადგილსამყოფელი. ისიც მივიდა, დაემხო მშობლის წინაშე და შენდობა მიიღო მისგან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:56 AM

"კარგი შვილი დედას არასოდეს არაფერს დააბრალებს."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 9 2017, 11:14 AM

"დედის მოსიყვარულე შვილს, რომც ვერ ასრულებდეს მშობლის თხოვნას, რჩევასა და დარიგებას, მცდელობა, მონდომება და სინანული მაინც აღეძვრება ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო. უამისოდ არ არსებობს დედაშვილური გრძნობა, სიცრუე და მოჩვენებითია ყოველი სიყვარული და არც შეიძლება იწოდებოდეს ამად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:53 AM

"დედა ბავშვის გაჩენით პირველ რიგში სამყაროს ადამიანს მატებს. ამის შემდეგ იგი მოვალეა, მისი სახით ზეცას ანგელოზი აჩუქოს".

/წმინდა იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 12:38 PM

დედის გული
იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) ბრძანებს: ვაი იმას, ვინც დედის გულს განამწარებს! ასეთმა ხალხმა ბევრი ცრემლი უნდა დაღვაროს, რომ გაათავისუფლოს საკუთარი გული ტკივილისაგან, შელანძღული სინდისისგან (რომელიც არის "მატლი დაუძინებელი"). ყველაფერი აქ იწყება კაცისთვის, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. აქ მხოლოდ სულით მკვდრები ვერ გრძნობენ ვერაფერს, სანამ არ აღსდგებიან საუკუნო სატანჯველისთვის, რომლის რეალობაზეც გვაუწყებენ უკვე აღმდგარნი, რომელთაც იგრძნეს ის სატანჯველი - მაგალითი, აჩრდილი მომავალში ცოდვილთადმი განკუთვნილი სატანჯველისა.
...ვაი მას, ვინც დედის სიყვარულს განამწარებს! დაუსრულებელი ვაება ელის ღვთის სიყვარულის შეურაცხმყოფელს. ჯობდა, სულაც არ გაჩენილიყო! გულში საუკუნო ცეცხლი აუგიზგიზდება და არ დაწვავს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 11:25 AM

"წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრის არქიმანდრიტი ტიხონი (სქემაში - სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონ აგრიკოვი), რომელიც გამოირჩეოდა მაღალსულიერი, მოღვაწე ცხოვრებით, მხურვალე სიყვარულით და ალერსით იგონებდა დედას:
"როგორი ლოცვა იცოდა! მისი ორი ვაჟი ომის ქარცეცხლში ტრიალებდა. ყოველწამიერად სიკვდილს უყურებდნენ თვალებში. შინ კი უვნებელნი დაბრუნდნენ. დედამ გამოილოცა მათი სიცოცხლე. მახსოვს, როცა არდადეგებზე შინ ვბრუნდებოდი და ღამით შემთხვევით გამეღვიძებოდა, მისი ჩურჩული მესმოდა, ლოცულობდა. ის მთელი ღამე ლოცულობდა.
ჰოი, ეს ლოცვა დედისა, წყალში რომ არ იძირება და ცეცხლში არ იწვის. ჰოი, რა ძლიერია დედის ლოცვა! ვფიქრობ, მას არაფერი შეედრება. რა ძლიერ უნდა ლოცულობდნენ დედები შვილებისთვის! მით უმეტეს ახლა, როცა შვილები მშფოთვარე ცხოვრებისეულ ზღვაში არიან ჩავარდნილნი, ულოცველები, გულზე ჯვარშემოხსნილნი...
დღეს კი სხვა სურათს ვხედავთ. ბავშვები ურჩები არიან, უხეშები. განაწყენებული დედა დრტვინავს, ნერვიულობს, ჩხუბობს, იწყევლება. არადა უნდა ილოცოს, გულმოდგინედ და დაჟინებით. მე არა მარტო ხორციელ დედაზე ვამბობ, არამედ სულიერზეც. მანაც სულიერი შვილებისთვის უნდა ილოცოს გულმოდგინეთ, კადნიერად და დაჟინებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:23 AM

"ერთმა პეტერბურგელმა ჭაბუკმა მიამბო: "მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც დიდი სავაჭრო ჰქონდა, გარს უწესო მეგობრები შემომეხვინენ და ცოდვის უფსკრულისკენ გამაქანეს. მათთან ერთად საშინელ მანკიერებაში ჩავეფალი. ვეღარაფერი მაჩერებდა - ვერც დედის ცრემლები, ვეღარც მისი ლოცვები. დაღუპვის პირას მივედი. მამაჩემის ქონება მალევე გავანიავე. ალბათ დავიღუპებოდი, რომ არა ღვთის განსაკუთრებული განგებულება და დედაჩემის მხურვალე ლოცვა.
ერთი მშფოთვარე ღამის შემდეგ, დილის შვიდ საათზე, შინ ვბრუნდებოდი, ჩადენილი საქციელის გამო გულში ღრმა სინანულს ვგრძნობდი. ნევის პროსპექტზე ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ჩავუარე. უეცრად უჩვეულო მოვლენამ გამაშეშა: ტაძრის გუმბათი გაბრწყინდა და შუქი მოეფინა, რბილი და სასიამოვნო. ამ ნათლის სვეტში ცხადად ვიხილე ჰაერში მოლივლივე ყაზანის ღვთისმშობლის ხატი. ჩემი უწესო ცხოვრებით გონდაბინდული ვიყავი, მაგრამ ამ უცნაურმა სახილავმა სულში კრძალვა აღმიძრა. ეტლიდან გადმოვხტი და ტაძარში შევედი. იქ კი ახალი, არანაკლებ განმაცვიფრებელი სახილველი მელოდებოდა - დედაჩემი ზეციური დედოფლის წინაშე დამხობილიყო და ცრემლს ღვრიდა. ცრემლების კვალი აშკარად ეტყობოდა ტაძრის იატაკს. დედის ტირილმა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე აღვლენილმა მხურვალე ლოცვამ გული მისდამი სიბრალულით ისე ამინთო, რომ მის უკან ჩუმად მოვიდრიკე ცოდვილი მუხლი და ავქვითინდი. სინანულის გრძნობამ დამიდნო სული, შევიცანი განვლილი უკეთური გზის საშინელება, დაღუპვისკენ რომ მივყავდი. ღვთისმშობლის შუამდგომლობით და დედაჩემის ლოცვით, ახლად ამიშენდა სული, იმ ღვთისგან კურთხეული დღის შემდეგ თავს ახალშობილივით ვგრძნობ. მამაჩემის საქმე განვაახლე და უფალიც ცხადად შემეწევა ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:56 PM

"ბერი პაისი ათონელი აღნიშნავს: "ჩემთან ზოგჯერ მოდიან და მეუბნებიან: - მამაო, ვერ ვუძლებ ჩემი მშობლების განუწყვეტელ წუწუნს. რა ვქნა? მე მათ ვეუბნები: - აკვანში რომ იწექი, მაშინ ხომ დღე და ღამე სლუკუნებდი. მშობლებს კი ხელში სიყვარულით აჰყავდი, მკერდზე გიკრავდნენ. მოგეწონებოდა, რომ ეფიქრათ შენს ჩაბარებაზე რომელიმე დაწესებულებაში, რათა დაესვენათ და უფრო განცხრომით ეცხოვრათ? უფლის სამართალი ახლა საშუალებას გაძლევს, მშობლების წინაშე ნაწილობრივ გადაიხადო ვალი ისეთივე ქცევით, როგორსაც ოდესღაც ისინი ავლენდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2017, 01:04 PM

***
მაშინ არ იცოდი
ასე რა გიზიდავდა
დედის
ხმასა და გამოხედვაში_
თურმე ღმერთის სითბო ყოფილა.

ვაჟა ხორნაული

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:33 PM

"დედებს ახასიათებთ განცდა, რჩევების მიცემა, მრავალსიტყვაობა, მაგრამ არ იციან ლოცვა. მრავალ რჩევასა და მითითებას ზიანი მოაქვს. შვილებს არ სჭირდებათ ბევრი სიტყვა. სიტყვა ყურს ხვდება, ლოცვა კი გულში აღწევს."

/ღირსი პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 05:52 PM

"დედისთვის შვილის გარდაცვალებაზე საშინელი არაფერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 02:57 PM

დედაჩემო

ვღონდები, ჩემზე დარდით და
ლოდინით დაღლილს გხედავ.
–მე არა მიშავს, ნუ წუხხარ,
შენ,
შენ როგორ ხარ, დედა!
ამბობ,–გაფრინდნენ მერცხლები,
ჭკნება ყვავილი მინდვრის,
რომ შენც ბერდები,
ცხოვრება
მიდის,თავის გზით მიდის,
მაინც გვირილის სუნი გაქვს
(მამას სუნი აქვს მაჭრის)
გეტყვი,
ვიდრემდის სამარეს
ბედი ჩემთვისაც გაჭრის,
რაც მიწერია,
რასაც ვწერ,
კიდევ რაც უნდა ვწერო,
შენი ცრემლები და ჩემი
სისხლია, დედაჩემო!

/ედუარდ უგულავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:27 AM

"შვილო, შუბლი გაქვს ცხელი!.."

ვისაც ახსოვს, იმ სიმღერის ტექსტში, სადაც ეს ფრაზა წერია, ასეთი სტრიქონებიც არის:

ისე არ გავა ღამე,
რომ არ დამხედოს დედამ,
შვილო, შუბლი გაქვს ცხელი,
რა გემართება, ნეტავ!..

არადა, მთელი ცხოვრებაც ასეა: "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა..."

გარდაცვალების შემდეგ კი, ჯერ ღამე არ გასულა, დედას არ დავეხედე!

სიზმარში მოდის, შუბლს მინახავს, თავს გაუფრთილდიო. მეტყვის და, როგორც სიცოცხლეში, მამამ რომ არ უსაყვედუროს ამდენ ხანს სად იყავიო, მალე მიდის!

ერთხელ როგორღაც მეც მოვიფიქრე და ვკითხე: დედა, შენ თვითონ როგორ ხარ-მეთქი!

"ვერ ვარ, შვილო, კარგად, ფეხები მტკივა"-ო.

ამის გაგონება და ჩემი გადარევაც ერთი ყოფილა! საწოლშიც ვეღარავინ მაკავებდა და ხმამაღლა ვყვიროდი:

"ღმერთო, მიშველე! დედა საფლავშიც ავად მყოლია"-მეთქი!

/თამაზ წივწივაძე
"ლიტერატურული საქართველო" N14, 2017, გვ.2/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2017, 11:36 AM

დედის წინასწარმეტყველება ვაჟისადმი

"ბიტოლიდან მომწერეს, პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე დაღუპული 300 რუსი ჯარისკაცის ნეშტი გადაუსვენებიათ. ერთ-ერთ ჩონჩხზე ნახეს თუნუქის კოლოფი, მასში ძლევაშემოსილი წმინდა გიორგის პატარა ხატი ესვენა და სათუთად ჩაეკეცათ წერილი: "ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილო! დღეს საშინელი სიზმარი ვნახე: შენ დაიღუპები. გემუდარები, განუწყვეტლივ ევედრე ღმერთს, წმინდა გიორგისა და სხვა წმინდანებს. შეიძლება უფალმა დაინდოს შენი სიცოცხლე. მანდ ისე ილოცე, როგორც მე აქ ვლოცულობ. შეგახსენებ, ჩემო ძვირფასო ბიჭო, რომ ამგვარი სიზმარი ვნახე ათანასეს სიკვდილის წინა დღესაც". ამ ჯარისკაცმა, ნიკოლოზ ვავილოვმა, წერილი 1916 წლის 16 ოქტომბერს მიიღო."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 08:42 PM

"სახლი სადაც დედა ცხოვრობს,ციხე-სიმაგრეა"

/პოეტი ანტონ გაგუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2017, 11:38 AM

"ქალი, უპირველეს ყოვლისა, დედაა, ევაა, ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისთვის".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 04:24 PM

"დაიცავი დედის კერა, მამის სკამი"

/სქემმონოზონი ანა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:50 AM

დედის სახლივ სამოთხეივ,
დედის სახლივ იმედივ,
ი'იქ,დარჩენილ ბალღობაივ,
ნადენ ნატვრის წვიმებივ.
დედის სახლივ დარდ-ბოროტის
გამფანტვ-გამქრვებელივ,
მთელ ცხოვრების საიმედოდ,
გულით სატარებელივ.
დედის სახლი,საიმედოდ,
ჩ'უმქვრალ'ა,კ'ერაი.
სახეს ღიმილ გადამღვრელი,
ნატვრის მოგვრიზდ ყველ'აი,
ხვალის ყოფის ამტანველი,
ზეგ წასვლისად ლოდინი,
ყველ'ა,დარდის გადამყრელი,
ი'იქ,ბალღობის ჟოყინი,
დედის სახლივ სამოთხეივ,
დედა,ცისიდ მზისიავ,
ტყუილზე არ დ'იფიცოვ,
მოგიკვდებავ იციან.

/გიორგი რამაზაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 08:41 PM

"ადამიანს, რომელსაც გული აქვს, დედის ნაზ თხოვნას უარს ვერ ეტყვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:31 PM

"შვილებისათვის სირცხვილია შეურაცყოფილი დედა" (ზირაქ. 3,11).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:53 AM

"ქართველები დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:45 AM

"ვეფხვისა და მოყმის ბალადას" ქვაკუთხედად უდევს მოყმის დედის დამოკიდებულება ვეფხვის დედის მიმართ. მოყმის დედა ქართველი ქალის განზოგადებული სახეა, მისი ყველა საუკეთესო თვისების კრებითი ხატი. მსოფლიო პოეზიაში მე არ მეგულება მსგავსი პრეცედენტი, სადაც მტერი მტერს უცხადებს თანაგრძნობასა და თანადგომას, თანაც მაშინ, როცა შვილი ჯერ კიდევ დასაკრძალი ჰყავს. ეს უნდა იყოს მრავალი თაობისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითი, ზნეობრიობის სახელმძღვანელო, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოიშალა, დაირღვა ზნეობრიობის კრიტერიუმები, ყველაფერი უარესობისკენ მიდის და მსგავსი მაგალითების მოხმობა და გახსენება ჩვენი წარსულიდან, თუნდაც ხალხური შემოქმედებიდან, ვფიქრობ, ბევრ რამეს სასიკეთოდ შემოაბრუნებდა."

/ამირან არაბული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:18 PM

"ვიცი, მესმის - დედისთვის შვილის დაღუპვაზე უარესი არაფერია. ვთქვათ, მამაკაცი პოეტისთვის ეს იგივეა, ლექსის წერის უნარი რომ დაკარგოს, პოეტობა რომ დაკარგოს".

/სერგი ლომაძე/

"ზრდილობა, წესრიგი, სწავლა!
მკაცრად გაწერილი გეგმა...
რა დროს იძინებდი ნეტავ?
საერთოდ, გეძინა დედა?"

/ლეილა გაფრინდაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:08 PM

"დედა მკაცრი იყო, მაგრამ შვილოო, - რომ გვეტყოდა, ძარღვებში დაგვივლიდა სითბო და იმ სიტყვას გადმოყოლილი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:56 PM

"საკუთარი შვილივით ზრუნავდა მამაჩემზე, მაგრამ ობოლი ობოლია, კარგია ბიძა, კარგია მზრუნველი ხელი, მაგრამ საკუთარ დედას ვერაფერი ცვლის"

/ანზორ ჯაფარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:44 PM

"დედური გული ამოქმედებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 09:54 PM

"წმინდა ნინო - ქართველთა სულიერი დედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:44 AM

"სხვათა შორის, ბევრ ქალს ჩვევად აქვს საკუთარი მეუღლის, შვილების და საერთოდ ადამიანების წყევლა. დედებს ვურჩევთ, ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივილის გამოსახატავად დედებმა ვიცით თქმა: "მოგიკვდეს დედა, შვილო!" აბა, დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარეს?! აღარაფერს ვამბობთ "საფუძვლიან" წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებლად გამზადებული დენთივით არის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 02:51 PM

დედაჩემო

ვღონდები, ჩემზე დარდით და
ლოდინით დაღლილს გხედავ.
–მე არა მიშავს, ნუ წუხხარ,
შენ,
შენ როგორ ხარ, დედა!
ამბობ,–გაფრინდნენ მერცხლები,
ჭკნება ყვავილი მინდვრის,
რომ შენც ბერდები,
ცხოვრება
მიდის,თავის გზით მიდის,
მაინც გვირილის სუნი გაქვს
(მამას სუნი აქვს მაჭრის)
გეტყვი,
ვიდრემდის სამარეს
ბედი ჩემთვისაც გაჭრის,
რაც მიწერია,
რასაც ვწერ,
კიდევ რაც უნდა ვწერო,
შენი ცრემლები და ჩემი
სისხლია, დედაჩემო!

/ედუარდ უგულავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2017, 09:57 AM

"ხშირად დედას თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად სწორედ ავადმყოფი უყვარს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 10:19 AM

-
"გინახავს კი დედა, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზის გარეშე დაეწყოს საკუთარი შვილის მხილება სხვათა წინაშე?"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:06 AM

"ბუნებითი დედობრივი სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:51 PM

"დედაადგილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2017, 01:37 PM

...უბედნიერესი წუთები ჩემ ცხოვრებაში, როცა დილით ვიღვიძებ და მესმის როგორ ფუსფუსებს ხანდაზმული დედა სამზარეულოში და საუზმეს მიმზადებს... wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 05:58 PM

ისევ მონატრებისა

მთვარე დავძენძე ფიქრის ძაფებად,
ფიქრისგან დარდის მოვქარგე ტილო...
კვლავ მენატრება თვალები, დედის
და სიყვარულით ნათქვამი "შვილო".
ფანჯრის გადაღმა, უთოვლო ზამთარს
არ ახსოვს როგორ გაექცა მთვარე...
სულში ავშალე მოგონებები,
ტკბილი და მწარე...ტკბილი და მწარე...
შემოდიოდა თოვლიდან სახლში
და შემოჰქონდა ღიმილი მზედა...
მეძვირფასება ის მზე დღეს უფრო,
დღეს, როცა გავცდი ასაკით, დედას...
ყინვა ქუჩებში დაძრწის ქურდივით,
სცივა ღამის ფრთებს შერჩენილ ქალაქს...
დავდივარ, საბანს ვუსწორებ შვილებს,
სველი თვალებით ორი მზე დამაქვს.

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:34 AM

-
"თუკი დედას შეურაცხყოფ და განარისხებ, დაწყევლილი ხარ უფლისგან"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:37 AM

***
ცის კაბადონებს
როცა ავივლი
და უფლის სახლში
დავიდებ ბინას,
რას აღარ ვნახავს,
ვის არ შევხვდები...
თუმცა, პირველად
ანგელოზები
გამაცნობენ
ჩემს მშობელ დედას!...

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 12:39 PM

თოვლი მოვიდა და არე-მარემ
ამოიკერე თეთრი საბანი,
გათოშილ ტოტზე კვნესის ბეღურა,
"დედა სად არი, დედა სად არი",
თოვს, თოვს და უფლის მადლი იფრქვევა
დედამიწაზე ზეციდან თითქოს
და გაყინული დედის საფლავი
შორიდან ისევ მიგზავნის სითბოს...

მზია წიკლაური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:48 AM

"დედის სითბომ გამანებივრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 10:48 AM

"დედა შვილის შობით, პირველ რიგში, ქვეყანას მოუვლენს ადამიანს, შემდეგ კი, მისი სახით, ზეცას უნდა მისცეს ანგელოზი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2018, 08:00 PM

ჟინვალის გათხრებისას აღმოჩნდა საფლავის ქვა წარწ ერით: „ჩემს მშობლებს თვრამეტი ქალ-ვაჟი ვყავდით, მე ცხრამეტ შვილს ვტოვებ, თქვენ?“ ასინეთ შავერდაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 10:53 AM

დედის წყევლა

"იმ დაუვიწყარ საღამოს მამა იოლემ ერისკაცობის დროინდელი, სიყრმის ამბავი გაიხსენა.

- ჩემი სამშობლოს სიახლოვეს წმინდა ეპიფანეს ტაძარი ძალზე დაძველდა. გადაწყვიტეს, დაეწვათ და მის ადგილას ახალი ტაძარი აეშენებინათ. ტაძრის საძირკველში იპოვეს სრულიად გაუხრწნელი მიცვალებული. ტანსაცმლით და შესახედაობით ჩანდა, ადგილობრივი მეშჩანი იყო და 50-60 წლის წინათ დაეკრძალათ. დაიწყეს გამოკითხვა: ღვთის დიდი წმინდანი იყო თუ ისეთი ცოდვილი, რომ ნეტარმა დედამიწამაც არ მიიღო. ეკვდერში გადაასვენეს. როგორც იქნა, იპოვეს ერთი დედაბერი. ჰკითხეს, - გარდაცვლილს თუ იცნობდიო.

- არ ვიცი და არც მინდა ვიცნობდეო - დედაბერმა.

მიცვალებულის ნახვაც არ მოისურვა, მაგრამ არც ფეხი მოიცვალა. შეამჩნიეს, რაღაცას მალავდა. გამოიკითხეს, ცოტათი შეაშინეს და გათქვა, - თუ მიცვალებულს მიწა არ იღებს, იგი სხვა არავინაა, თუ არა ჩემი შვილიო.

- რას ამბობ, რად ხარ ასეთი უმოწყალო? - ჰკითხეს.

- სწორედ იმიტომ, რომ მე, მშობელ დედას, უმოწყალოდ მცემდა. ჩაძაღლების წინაც ისე მიმბეგვა, რომ ნაწნავი მომაგლიჯა. დავწყევლე და მაშინვე ამოხდა სული. დაკრძალვისას თავქვეშ ის ნაწნავი ამოვუდე, რომ ღვთის საშინელ სამსჯავროზე იმით განიკითხოს და ჩემი წყევა არ მოშორდეს. თუ მიცვალებულს ბალიშის ქვეშ ნაწნავს უპოვით, იცოდეთ, ისაა ჩემი სისხლისმსმელი.

მიცვალებულს თავქვეშ მართლაც უპოვეს ნაწნავი. დედაბერი მღვდელთან წაიყვანეს. დაუწყო მან დარიგება - აპატიე შვილს, მოუხსენი წყევაო, მაგრამ ქალი თავისას ადგა: ანათემა მაგას, სამგზის იყოს წყეულიო!

მოხდა ღვთის სასწაული: დაიყოლია მოძღვარმა დედაბერი, როგორც იქნა, გონს მოიყვანა.

- მაშინ დაე ღმერთმა აპატიოს, მეც შემინდვია, - თქვა ქალმა, მივიდა მიცვალებულთან, შეხედა, ჯვარი გადასახა, ეამბორა და უცებ მიცვალებული ყველას თვალწინ ჩაიშალა, მტვრად იქცა. ქალმა ამის მერე სამი დღე იცოცხლა და სული თვისი უფალს ჩააბარა.

ჰოი, სიყვარულო! ჰოი, ღვთის გულმოწყალებავ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:42 PM

"დედის სიყვარული შვილისადმი აღავსებს მის ცხოვრებას, ამდიდრებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 05:18 PM

"მშობლის სიყვარული ემოციურ სისავსეს ფლობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 05:10 PM

პირველი ლექსი დედას

შენ ჩემო თოვლო, სულში რომ მათოვ,
სულზე რომ მათოვ... მათოვ და მშველი...
მე არასოდეს ვიქნები მარტო,
სანამდე მათოვს ფიფქები შენი...

ვინ თქვა რომ თოვლი... ცივია თოვლი,
სანამდე მცივა ვდუმვარ და ვთხოვ რომ...
ღმერთებს ნიჩბებით, რომლებიც მოვლენ
ჩემი სულიდან არ გადაგთოვლონ...

არ გინდა ცრემლი... შენდობას ვითხოვ...
უკვე მესამედ ჩამოჰკრეს ზარი...
არ გინდა ცრემლი, თოვლს უკვე ვკითხე,
თოვლი საშინლად ვერ იტანს მარილს..

თოვლია ისევ და ზეცის თაღი
კიდია, როგორც ცისფერი ფოტო...
მე კი უეცრად დარაბებს ვაღებ..
და ისევ მჯერა... ყოველდღე მოთოვს..

/გიორგი ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 09:23 PM

"უდედობის ნაღველი... ობლის მარტოსულობა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:45 PM

"ზოგჯერ კი, რაღაც მაშინებს ისე,
თავხედი ფიქრი ამდენს რომ ბედავს,
რატომ ხვდა წილად მარიამს ქრისტე?!
თვითონ ღმერთს სურდა, ყოლოდა დედა!"

/ამირან ჯანჯღავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:38 AM

მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან.
ვამბობ კარგად ვარ... სულ არა მიჭირს.
მე ვერ ვიმეტებ დედას დარდისთვის,
ტკივილებს ვფუთავ მზისფერი ჭინჭით.

მე ხმაში ვიქსოვ მხიარულ ნოტებს,
როდესაც დედას ვუამბობ რამეს...
ტანზე ვიმოსავ აპრილის სუნთქვას
ღიმილს ვაფარებ ნაღვლიან თვალებს.

მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან,
მიმზერს და ვიცი გულში აქვს იჭვი.
დედა მაინც გრძნობს, გუმანით ხვდება,
სიზმრებში მოდის--შვილო რა გიჭირს?

ვიგონებ ათას კისკისა ამბებს...
ვფიქრობ გამომდის... კარგად ვახერხებ,
ის კი ჩურჩულებს - მოგიკვდეს დედა...
და მეფერება დაღლილ სახეზე.

მე ვიტყუები მხოლოდ დედასთან
ბედნიერი ვარ... სულ არა მიჭირს
ის არ ტყუვდება... უტყუარია
ღვთის ნაბოძები დედობის ნიჭით.

/ნანა გოგოლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:11 PM

"ჩემი დაუფასებელი დედა გამახსენდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:35 PM

"დედა, სატრფო და დობილი თანასწორია მზისაო"

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2018, 12:51 PM

"მე არ ვიცი, როგორია სხვა თვეები, მაგრამ იანვარი ყველაზე თბილი მგონია, რადგან პირველად შევხვდი დედას!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:06 PM

აპრილი მოსულა, დედა!

შენ ეს თვე იმიტომ გიყვარდა, შინ და გარეთ ყველაფერი რომ იღვიძებდა!

ქვა რომ ქვაა, თუ ამ დრომდე კვირტი არ გამოისხა, გამხმარად ჩათვალეო, - ბევრჯერ გითქვამს ჩვენთვის!

ახლაც აპრილია და ირგვლივ ყველაფერს კვირტი გამოუსხამს!

წელს ისე მოხდა, რიყეზე ქვებიც ჰყვავიან!

არადა, ეს რა გვიქენი, დედა, ან ეს როგორ დაგემართა, შენ გარდა ყველამ რომ გაიღვიძა!

/თამაზ წივწივაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:14 PM

"დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე - დედაზეა დამოკიდებული. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა".

რას ნიშნავს მხნე დედაკაცი? სოლომონის თქმით, დედაკაცი მხნე სახლს ისე მართავს, რომ გული მისი მეუღლისა სრულად მოსვენებულია. ასეთი ქალისთვის შრომისმოყვარეობა ნუგეშად და სიხარულადაა ქცეული. მხნე დედაკაცი კეთილი და ქველმოქმედიცაა. მისი ქველმოქმედება წინაშე ღმრთისა მით უმეტეს ძვირფასია, რომ იგი გლახაკებს თავის ნაშრომს აძლევს. ამგვარი ქალის ქმარი საზოგადოებაში, მისი მეუღლის გონიერებისა და სიკეთის გამო, ქებული და დიდებულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:38 PM

აღსარება დედის საფლავთან

როგორც ნისლი ვიცრემლები თოვლში,
სულს კი შენთან საუბარი სურდა,
თუ ოდესმე ვთქვი ჯიუტი სიტყვა,
ახლა მინდა დავიბრუნო უკან.
ამ გულიდან კვლავ მოსჩანან მთები,
ქაბარჯინას ნისლნახვევი კალთა,
მეც შენსავით არასოდეს ვჩივი
და მარტო შენ მოგიყვები მართალს.
თურმე, მაშინ ვთავნებობდი კიდეც...
სულ ვჩქარობდი... ცოტა დრო ვიყავით ერთად,
რად მეგონა, არ მოკვდება დედა,
რად მეგონა ცოცხლად წავა ღმერთთან..
თვალმიფარვით, ხან სტიროდი ალბათ,
ფერმკრთალ სახეს ცრემლის კვალი სდევდა,
ეგ ტკივილი მაშინ ვიგრძენ, როცა
შვილმა მითხრა: არ მცალია დედა...
მარტოობის მოფარფატე ფიქრით,
უფრო ხშირად შევღაღადებ ზეცას
და ჩემი ხმა ექოდ მესმის მთიდან
"მაპატიე, მაპატიე... დედა"...

მზია წიკლაური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:16 PM

"მადლობა, უფალო, დედობის მადლის მოცემისთვის"

"მადლობა, უფალო, ჩემთვის შვილების მოცემისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 10:31 AM

"დედის ლოცვა არასოდეს რჩება უპასუხოდ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:24 AM

დ ე დ ა

სად წახვედი, დაძახილზე რომ არ ჩანხარ...
ვიყინები, ამინდებიც იცვლებიან...
რა იქნება, ერთხელაც რომ დამანახა,
სამწუხაროდ გაწელილი ნისლებია...

სად წავიღო, რა ვუშველო ყოჩივარდებს,
გაჩენიდან ეს რა მალე ბერდებიან...
როგორ მინდა გულთან ახლოს მოგივარდე,
უჩემობა თურმე როგორ შეგძლებია...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2018, 03:11 PM

ჩემს მოსვლას კართან ელოდი დედა,
ჯერ კიდევ როცა აღარსად ვჩანდი.
და მიხაროდა ყველაზე მეტად,
იმედის ბილო სხივად რომ მყავდი.

და შენი ხსოვნით ვთბებოდი ქარში,
რამდენ ხანს ასე ვუძლებდი ზამთარს.
წლები კი ჩვენს ქოხს ბოლომდე დაშლის,
დამტოვა ყველამ სიზმრების გარდა...

შენ დარგულ ვენახს ცრემლი აქვს თვალზე,
იების სუნთქვას სიფრთხილით ვუსმენ,
შენს მხრებზე ისევ პეპელას დავსდევ
და სხვანაირად მაწვები გულზე...

ვინ იცის ჩვენი შეხვედრის ჟამი,
როდესაც შენთან ავყვები ფერდობს.
მწყურია შენი ღიმილის ნამი,
დანარჩენი კი შენ უწყი ღმერთო!..

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2018, 10:45 PM

-დედა!..
-რაიყო, შვილო...
-არაფერი, შენი ხმის
გაგონება მომინდა!..

/მამა პეტრე/

არასოდეს, აღარაფერს ვინაღვლებდი,
ოღონდ წუთით დამანახა დედა.

/მარიამ კოზმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2018, 01:00 PM

"ის ვეეღარ მეტყვის,
შეხედეე, როგორ ჰყვავის ალუბალი?!
უბრალოდ ჩემში დედაჩემის სული აყვავდა."

/გივი ალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:36 PM

მამა ვიტალი [სიდორენკო] ჰყვებოდა: "დედაჩემი რწმენაში სქემარქიმანდრიტმა ანდრონიკემ მოიყვანა, შემდეგ მონაზვნად ანდრონიკას სახელით აღიკვეცა. მე მთელი ცხოვრება ვლოცულობდი, რომ უფალს მისთვის სიკვდილის წინ მაინც მიეცა სინანული. უფალმა კი უფრო მეტი მისცა, ვიდრე მე ვთხოვდი: ის ანგელოზის სქემაშემოსილი გარდაიცვალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2018, 05:54 PM

"ერთხელ მამა პაისიმ საოცარი სითბო, ენით აუწერელი ნუგეშისცემა და ძლიერი სიყვარული იგრძნო ღვთისმშობლის მიმართ. გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რატომ ეწვია მას ამხელა ნუგეშის გრძნობა. თარიღი ჩაინიშნა ამ მოვლენისა.

მოგვიანებით შეიტყო, რომ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა დედამისი, რომელიც მას უზომოდ უყვარდა, მაგრამ ქრისტესა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი უფრო დიდი სიყვარულის გამო მიეტოვებინა. ამ ნუგეშისცემით ღვთისმშობელი თითქოს ეუბნებოდა ბერს: "ნუ დამწუხრდები - შენი დედა მე ვარ". ასე ვთქვათ, ღვთისმშობელმა იშვილა იგი მას შემდეგ, რაც პაისი ბერად შედგა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2018, 10:31 PM

"ეს ნამდვილი ამბავი ოლღა დეილამ ჩაიწერა ათენში 1992 წელს ლტოლვილ თეოდორე კონსტანტინიდისისგან.

პონტოს რიზუნტელი ერთი ქალბატონი, რომელსაც ქმარი თურქებმა მოუკლეს, ლტოლვილების უბანში დასახლდა ქალაქ დრამაში. ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. დედა გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო ვაჟებისა არაფერი იცოდა. განვლო დიდმა ხანმა...

ქალს ძალზე უჭირდა, ყველაზე აუცილებელი ნივთებიც კი აკლდა. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, უკან, თავის ძველ სახლში წასულიყო და მოეძებნა ქმრის მიერ ღუმელში დამალული ოქროს ლირებითა და სამკაულებით სავსე ქოთანი.

ერთ მშვენიერ დილას რიზუნტში ჩავიდა, თავისი სახლის წინ წყაროსთან შეჩერდა და თურქ ქალს ჰკითხა, - ვინ არის ამ სახლის მფლობელიო. სახლში თურმე თურქი სარდალი ცხოვრობდა.

ქალს კარი სარდლის ცოლმა გაუღო. ქალმა უთხრა, - ეს სახლი ოდესღაც მამაჩემს ეკუთვნოდაო.

სარდლის ცოლმა სთხოვა სტუმარს, ჩემი ქმრის მოსვლას დაელოდეთო. მოვიდა სარდალი და ბერძენმა ქალმა მას თავისი ამბავი მოუთხრო.

მასპინძელმა შესთავაზა, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩიო. ქალი ერთი კვირა დარჩა. დარწმუნდა, რომ სარდალი კარგი ადამიანი იყო, ამიტომაც თავისი ვაჟების ხვედრის გაგება სთხოვა. შეიტყო, რომ ერთი ვაჟი ომში დაღუპულიყო, მეორისა კი არაფერი იყო ცნობილი. ქალმა გადაწყვიტა, განძის სამალავიც გაემხილა (დამალული ოქრო მისთვის მაინც დაკარგული იყო). ისიც დაუმატა, ქალიშვილი მყავს გასათხოვარი, მზითევისთვის ფული მჭირდება, განძეულს თუ ვიპოვით, შუაზე გაგიყოფთო. ასეც მოიქცნენ. სარდალი საზღვარზე გადატანაშიც დაეხმარა ქალს.

გამგზავრების წინ ქალი ეტლზე დატვირთულმა თორმეტმა სკივრმა გააოცა. თურქმა უთხრა:

- ეს შენი ქალიშვილისთვისაა. ეს შენი სახლია, მე კი შენი მოვალე ვარ.

ქალი დრამაში დაბრუნდა. მეზობლებმა არ დაიჯერეს მისი ნაამბობი. უამრავი ხალხი შეიკრიბა მის სახლში ქალიშვილის მზითევის სანახავად. გახსნეს სკივრები. ერთი მათგანიდან სარდლისა და მისი ცოლის ფოტოსურათი გადმოვარდა. ეს თურქი ხომ არ გაიცანიო, ჰკითხეს. დიახო. ფოტოსურათზე ეწერა: "ძვირფასო დედა, მე შენი ვაჟი ვარ. მე მაშინ გადავრჩი, მაგრამ ამის გამჟღავნება ვერ გავბედე. ყველგან და ყოველთვის დაგეხმარებით შენ და ჩემს დას. თქვენს გვერდით ვარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:37 PM

"დედასავით ვერავინ გაგიგებსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 05:24 PM

"დედის გული ყოველთვის დარდობს შვილების გამო'

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2018, 02:35 PM

წერილი ღარიბ დედაკაცს ძლიერ ლოცვაზე

" თქვენ ქმართან და უმცროს ვაჟთან ერთად დიდ სიღატაკეში ცხოვრობთ. თქვენმა უფროსმა ვაჟმა, მოხელემ, დიდი ხანია მიგატოვათ. წლები გავიდა, რაც წერილი არ მოუწერია და საჩუქრები არ გამოუგზავნია თავისი მზრუნველი და ღარიბი მშობლებისთვის. მამას მისი სახელის გაგონებაც არ უნდა.

თქვენ სცადეთ შვილის დაცვა და თქვენდამი უყურადღებობის გამო მობოდიშება მოინდომეთ. ამაოდ ტიროდით და ევედრებოდით ღმერთს ძე შეცდომილისთვის. ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. თქვენი დედობრივი სული შიშითა და სირცხვილით აივსო: შიშით, რომ მამა დაწყევლიდა ვაჟს და სირცხვილით, რომ იგი საჯაროდ უარყოფდა მას. ამიტომაც უფრო ხშირად და გულმოდგინედ აღუვლენდით ლოცვას იმ ერთადერთს, ვისაც დახმარება შეუძლია.

ლოცულობდით, მარხულობდით, ანთებდით სანთლებს, გასცემდით მოწყალებას და აკეთებდით ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოს მორწმუნე დედამ, ასე იქცეოდით მთელი შვიდი წელი, დაუეჭვებლად.

შვიდი წლის მერე მიიღეთ ის, რასაც ღმერთს სთხოვდით. თქვენი ვაჟის გული მშობლებისკენ მოიქცა. გასულ აღდგომას მონანიების წერილი და გარკვეული თანხა გამოგიგზავნათ. შენდობას გთხოვდათ. არ იცის, ასე დიდხანს და ასეთი სასტიკი რატომ უნდა ყოფილიყო მშობლების მიმართ, თითქოს მკვრივი ნიჟარა ფარავდა მის გულს. დაგპირდით, წერილსა და ფულს ხშირად გამოგიგზავნითო. ყოველ კვირას მისგან წერილი მოგდით, ყოველ თვეში კი ფული. დედის სიხარულს ბოლო არ უჩანს. ღვთისადმი თქვენი მადლიერება ყველა სიტყვას აღემატა და ცრემლებად გადმოიღვარა.

პატივცემულო ქალბატონო, მახარებს თქვენი სიხარული და ვმადლობ ღმერთს. თქვენი მეუფება დაფუძნებული არ არის დიდკაცურ სისხლსა და სულზე. თქვენ სულით აღიწიეთ მეფეთა მეუფემდე და უფალთა უფლამდე. გონებით მასთან ურთიერთობთ და ლოცვით მას ესაუბრებით. ის ჰაერი და სინათლეა თქვენი სულისა და ყოველთვის თქვენი სულიერი თვალთახედვის წინაშე იმყოფება. ვისაც არ უნდა ესაუბროთ, თითქოს მესამეს ესაუბრებით, რადგან უფალი მეორეა თქვენსა და თითოეულ თქვენს მოსაუბრეს შორის, თქვენ ვიდრე იტყვით, ღმერთში ფიქრობთ, თქვენ მონა ხართ ღვთისა და ამიტომაც შვილი ხართ ღვთისა.

აქედან მოდის თქვენი მეუფება და კეთილშობილება, ეს ერთადერთი მეუფებაა, რომელიც არასოდეს განქარდება და ერთადერთი საუკუნო კეთილშობილება. იგი რწმენით შეიძინება და ცრემლითა და ლოცვით შეინახება.

უფალმა იდუმალ უპასუხა თქვენი გულის ლოცვებს, ისე როგორც ქანანელს: დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება შენი, იყავნ ნებისაებრ შენისა. და მოხდა ის, რაც ყველას სურდა. უფალმა ძე შეცთომილი სწორ გზას დაუბრუნა, დაიხსნა იგი მამის წყევლისაგან, რომელსაც საუკუნო წარწყმედისკენ მიჰყავს კაცი, ხოლო მამა - სასოწარკვეთილებისგან. თქვენ კი ზენაარი თქვენი რწმენის გამო იმით დაგაჯილდოებთ, რომ უფრო განგამტკიცებთ სულიერ კეთილშობილებასა და მეუფებაში, ვიდრე არ გადახვალთ მის საუკუნო სასუფეველში, სადაც მეუფებს უფალი იესო ქრისტე. მშვიდობა და კურთხევა ქრისტესი თქვენზედა."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2019, 10:29 PM

მთვარე ისე დაჰყურებდა მიწას,
როგორც დედა დამხედავდა ძილში
ლამფის შუქით-ნეტავ ხომ არ ღვიძავს
იტყოდა და მიქრებოდა შიში....

არაფერი მაშინებდა მაშინ,
სიბნელეშიც სხვა სინათლე კრთოდა...
თითქოს ჩემი წილი მქონდა ცაში,
თითქოს გავდა ეკლესიას ოდა...

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2019, 05:06 PM

"დედა ქალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 04:57 PM

"დედის ნუგეში ლოცვაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:33 PM

"რამდენი ნათესავიც უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისათვის დედაზე ახლობელი არავინაა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:55 PM

------

"თუ გეყვარება და პატივს სცემ საკუთარ დედას, მიეჩვევი ყველა ქალის დაფასებასა და პატივისცემას".

"მშობლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ბედნიერების საზომია".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2019, 09:18 PM

"დე, სწუხდეთ შვილებზე, იმიტომაც ხართ დედა, მაგრამ თქვენს წუხილს ლოცვაც დაურთეთ! ღმერთი ბავშვების ცხოვრებას საუკეთესოდ განაგებს. მოიხსენებდეთ ნეტარი ავგუსტინეს დედას. იგი, ტიროდა, ლოცულობდა! და თავის ლოცვითა და ტირილით მიაღწია იმას, რომ ავგუსტინე გონს მოეგო და წმინდანი გახდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:46 PM

"ღვთისმშობელი დედაჩემს ჰგავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 12:12 PM

"ვინც ჭეშმარიტად ეკლესიურად ცხოვრობს, ელემენტარულად თავის დედას შეურაცხყოფას არ მიაყენებს; იცის, რომ დედა დიდი სიწმინდეა"

/მამა კახაბერ შურღაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 08:51 PM

"ჩემი გულის ეზოში დედის აჩრდილი დადის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 07:58 PM

"კითხვა: ვარ მარტოხელა დედა. შვილი ქორწინების გარეშე გავაჩინე. ამით დიდი ცოდვა ჩავიდინე?

პასუხი: ეკლესია ყოველ ღონეს ხმარობს ქალი მრუშობის ცოდვას აარიდოს, მაგრამ თუკი ღვთის სასწაული მოხდება და ადამიანი ჩაისახება, ეკლესია დიდ თანადგომას უცხადებს მომავალ დედას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2019, 09:38 PM

"დაე, მარადის გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 09:41 PM

"ქალბატონ მარიკას [პოეტ მარიკა ბარათაშვილის] მამა სკოლის დირექტორი იყო, დედა - პედაგოგი. ერთხელ ხანძარი გასჩენია სკოლას, ჭერში ასულა დედამისი და ხალხს საშველად უხმობდა. იმდენად გაცივდა, რომ ჭლექით დაავადდა. მისი კოცნა არ მახსოვსო, - ამბობს გულისტკივილით მარიკა; ეშინოდა, რომ შვილებისთვის არ ევნო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2019, 12:06 PM

"ერთი წელი უშენოდ დედა!..
ყველაფერი შეიცვალა სამყაროში,-
სულ სხვანაირად მაწვიმს და მათოვს,
სულ სხვანაირად მანათებენ
და მათბობენ მზის სხივები,
ამ ყველაფერში შენ ხარ დედა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 06:02 PM

"[ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე] ამბობდა ხოლმე: "როცა ქუთაისში გამომიშვეს ეპისკოპოსად, დედაჩემმა დამაბარა (დედა იმერელი იყო), - არავინ დასაჯოო და ვასრულებ დედის კურთხევასო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2019, 06:51 PM

დედი........ შენს საფლავზე მოვალ ფეხაკრეფით...
რომ არ დავურღვიო შენს სულს ის სიმშვიდე...
ჩუმად დაგიტირებ... ჩუმად მოგიყვები...
როგორ გამიჭირდა... როგორ ვერ ვიდიდე...

როგორ შემიყვარეს... როგორ მიმატოვეს...
როგორ ვიტირე და როგორ გავიღიმე...
როგორ გამიმეტეს... როგორ დამაფიცეს...
მერე სიმარტოვეც როგორ დავიმძიმე...

შენთან რა დავმალო... ზეცას თვალები აქვს...
მე კი მიწად თითქოს... სულ მთლად გავიცვითე...
სადაც გავიქეცი... ყველგან წავიქეცი...
ყველა ოცნებები მართლა გავიმითე...

როგორ მენატრება... ისევ ის ბავშვობა...
როცა გულზე უფლის... ჯვარი დავიკიდე...
მაშინ უდარდელი... დარდი რომ მეგონა...
მერე სხვისი ხელით როგორ გავიყიდე...

დედი............. შორს ვარ შენგან... ახლა უსახლ-კარო...
მადლი და სიკეთე... თუმც არ გავიძვირე...
აღარც ცხოვრება მაქვს... ოღონდ არსებობის...
აზრიც ვერ გავიგე ისე ჩავიძირე...
.............
მოვალ შენს საფლავთან... ანდა მომიტანენ...
ია-ვარდიც ხედავ... ვეღარ დაგიკრიფე...
მაინც მოგიყვები... როგორ მენატრები...
ცრემლებს მოგიტან და....
შენს სულს დაგიფიცებ...

/მზია კაჯილაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:34 PM

"როგორი ძლიერია დედის სიყვარული, მისი თავგანწირვა შვილისადმი, სულსა და გულს დებს შვილში"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 05:25 PM

"ღმერთო, შენ გაანათლე დედაჩემის სული შენითა უხვითა მოწყალებითა, ეს შემისრულე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2019, 12:28 PM

"დედას შეუძლია თვითონ სწყუროდეს და
წყალი მოგიტანოს პეშვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:33 PM

"ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა სიბრძნე მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ ყველა დედამ თავისი ვალი აღასრულოს ღვთისა და სამშობლოს წინაშე"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 11:56 AM

"რას არ გავიღებდი რომ მონატრებული სიტყვა''დედა'' დამეძახა. რომ ისევ გამეგო მისი თბილი, მოსიყვარულე ხმა.გადავხვეოდი და მისი ულამაზესი სახე დამეკოცნა.დაუსრულებელი მონატრება ხარ დედა! ჩემი ცხოვრების აზრი და ძალა იყავი. მაგრამ ბედისწერის წიგნიდან ვაგლახ რომ ვერ შევძელი იმ ფურცლის ამოხევა სადაც შენი წუთის სოფლიდან წასვლა იყო დაწერილი. მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის ვგრძნობ შენს თანადგომას.განსაკუთრებით ხიფათის ან განსაცდელის დროს.ვგრძნობ შენს სიახლოვეს და რაც მთავარია შენი სიყვარული ჩემს გულში დაუსრულებლად გიზგიზებს როგორც დანთებული წმიდა სანთელი. რომელიც არასდროს ჩაქრება. მარად ვლოცულობ შენთვის და გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ დედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:30 PM

"ზაირა (69 წლის): - 94 წლის დედა მყავს, მაგრამ შვილებს ახლაც გვჯობია, ჯანმრთელობითაც, აზროვნებითაც. უგრძნობელი არ იყო, მაგრამ როცა ოჯახში უსიამოვნება იჩენდა თავს ან განსაცდელი დაგვატყდებოდა, ისე მოაგვარებდა ყველაფერს, ისე გამოგვაძვრენდა გაჭირვებიდან, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

მამაჩემი თანამდებობის პირი იყო. პატიოსანი კაცს თავისი პრივილეგია სხვათა საზიანოდ არასდროს გამოუყენებია. არ გვიჭირდა, მაგრამ არც მდიდრები ვიყავით. ერთ დღესაც უცერემონიოდ მოისროლეს და ვერ აიტანა, სმა დაიწყო. სამი ქალიშვილი ვიყავით, უკვე გასათხოვრები და საშინლად გვრცხვენოდა. დედას კი საყვედური არასოდეს დასცდენია, თუმცა ვხედავდით, როგორ იტანჯებოდა.

ერთხელ, საშინელ ყინვაში, მამა მეზობლის ბიჭებმა ძლივს შემოიყვანეს სახლში. დედამ მშვიდად გახადა, სახე და ხელები მობანა, დააწვინა, სათბურები ამოუწყო და თვითონ კომპოტის კეთება დაიწყო. რას აკეთებო, გადაირია ჩემი და, როგორ შეგიძლია ახლა მაგის კეთება, ნერვები არ გაქვსო? ხვალ რომ გაიღვიძებს მამა და ნაბახუსევი იქნება, ესიამოვნებაო, - თითქოს აუღელვებლად თქვა დედამ, თუმცა ნიკაპი აუკანკალდა. ჩვენს თავზე ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა და ბევრჯერ გაგვიჭირდა თავშეკავება, მაგრამ დედას ეს თვისება ჩვენს მომეტებულ ემოციებს გზას უღობავდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 10:45 PM

დედის სიცოცხლე ხარ შენ!..
დედის გახარება შვილი!..
დედის ხვალინდელი დღე!..
დედის სიცოცხლეზე ტკბილი!..
გზები დაგელოცოს დე!..
ჩემი უნაზესი ყლორტი...
სულში ამოსული მზე!...
ციდან წამოსული ტოტი...
შენი დღეგრძელობის ლექსს,
უფლის სადიდებლად ვწერ...
სურნელს ჩავისუნთქავ შენსს
და მთა ღრუბლებს ზევით მწევს!..
ხორცში გამოვლილი-შენ!..
სისხლში გამოვლილი-შენ!..
ლოცვით საფიცარი-შენ!...
რწმენა არ მოგაკლდეს -შენ!..
დედის სინათლე ხარ, დე!..
დედის ულურჯესი ცა!..
ვცოცხლობ-რადგან მყავხარ შენ!..
შენით მე ვისწავლე გზა!..
შენთვის გადავცურე ზღვა!..
შენთვის ვემეგობრე მთას!..
მესმა ღვთისმშობელის ხმა-
მუდამ მიმაგრებდა მხარს!..
შვილო, მე რად მინდა სხვა!..
შენ ხარ გათენება ჩემი!..
შენ ხარ ანგელოზის ფრთა-
ჩემი ამოსუნთქვა დედი!..
გულის მალამო ხარ დე!..
სულის სიამისთვის ქმნილი!..
დედის სიცოცხლე ხარ-შენ!..
დედის თვალვარსკვლავა შვილი!...

/ ია ნანეიშვილი /

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)