დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დრო—როგორ უნდა მოვიაზროთ ის ღმერთთან მიმართებაში?, დრო და ღმერთი |
esre ars cheshmariteba |
May 22 2013, 12:38 AM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
G_saxva ან აქ ან პმ-ში მომწერე, კონკრეტულად რომელ საეკლესიო შრომაშია მწინდა მამათა მიერ აქ განხილული საკითხი გარჩეული? ანუ რომელი წმინდა მამა განმარტავს ღმერთი დროის მიღმიერიაო და რომელი წმინდა მამა გვთავაზობს მასეთი თვალსაზრისის საფუძვლებს? რავიცი თავზე დავიმხე გიორგი ყველა ლიტერატურა და ინფორმაცია რაც ინტერნეტში დევს , მსგავსი ვერ ვნახე რომ რომელიმე წმინდა მამას ქონდეს ლოგიკურად ახსნილი თუ რატოომ არის ღმერთი დროის მიღმიერი? ლოგიკურად ვერავინ ასაბუთებს. რავიცი თუ მე ვერ ვნახე დამიდეთ და იქნებ თვალები ამეხილოს და მივხვდე რომ მაგრად ვცდები და მაგარ შარში ვარ! |
esre ars cheshmariteba |
May 22 2013, 01:18 AM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba დავით კიდე ერიდები 1 კორინთელთა 15;45 ს ? მე ხომ გითხარი ჩემ პოსტს იგნორი გაუკეთე მეთქი!? თავს ნუ ირცხვენ დაცინვით ან განმარტე აღნიშნული მუხლი ან საერთოდ მომეშვი და დაცინვას შეეშვი. ყველა ხედავს რა უსუსური ხარ მაშინ როცა წმინდა წერილზე მიდგება ხოლმე საქმე! გ ა ნ მ ა რ ტ ე და ყველას დავანახებ აქ ფორუმში რომ აშკარა მარცხი განიცადე!!! |
G_saxva |
May 22 2013, 09:14 AM
პოსტი
#43
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
დავით კიდე ერიდები 1 კორინთელთა 15;45 ს ? მე ხომ გითხარი ჩემ პოსტს იგნორი გაუკეთე მეთქი!? თავს ნუ ირცხვენ დაცინვით ან განმარტე აღნიშნული მუხლი ან საერთოდ მომეშვი და დაცინვას შეეშვი. ყველა ხედავს რა უსუსური ხარ მაშინ როცა წმინდა წერილზე მიდგება ხოლმე საქმე! გ ა ნ მ ა რ ტ ე და ყველას დავანახებ აქ ფორუმში რომ აშკარა მარცხი განიცადე!!! რა მაინტერესებს იცი რამდენჯერ უნდა განმეორდეს ერთი და იგივე? გამოგყვება საუბარში გაგაჩუმებს შენ სხვა მუხლს მიახტები ახლა ეს განმარტეო თუ არა გეშინია დაგამრჩხებო ისევ გამოგყვება საუბარში გაგჩუმებს ახლა კიდე სხვა მუხლს მონახავ თუ გინდა მთლიანი ბიბლია განგიმარტოს თქვი პირდაპირ. შენი საქციელი ამ სურათს მაგონებს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
May 22 2013, 05:38 PM
პოსტი
#44
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
G_saxva
ციტატა რამდენჯერ უნდა განმეორდეს ერთი და იგივე რაც ამ ფორუმზე ვარ ეგენი სულ მასე არიან -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
May 22 2013, 08:57 PM
პოსტი
#45
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ციტატა რავიცი თავზე დავიმხე გიორგი ყველა ლიტერატურა და ინფორმაცია რაც ინტერნეტში დევს , მსგავსი ვერ ვნახე რომ რომელიმე წმინდა მამას ქონდეს ლოგიკურად ახსნილი თუ რატოომ არის ღმერთი დროის მიღმიერი? შეგიძლია ნაშრომები დამიკონკრეტო? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
May 22 2013, 11:13 PM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
■გიორგი■ |
May 23 2013, 12:47 AM
პოსტი
#47
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
თემის ირგვლივ ვერცერთი ვერ წერთ. რატომ?
-------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
esre ars cheshmariteba |
May 23 2013, 01:29 AM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ღმერთი თავის დროზე ყველას დაეხმარება და მოხდება უდიდესი გამოცისკროვნება ჭეშმარიტებისა , მაგრამ ბევრი არ მიიღებს ჭეშმარიტებს და უფალ იესო ქრისტეს გაცვლის სხვაზე გამოგონილ ღმერთზე! სანამ იესო ქრისტეზე იტყვი რომ ის ღმერთი არაა დაფიქრდი!!! რადგან ის ვინც ღმერთმა განადიდა და ინება რომ ყოფილიყო ყოველზე უზენაესი მისი სახელი, ის ღმერთი უნდა იყოს! მოწმეების ყველაზე საშინელი ცდომილება ისაა რომ ქრისტე არ არის ქვემდგომი! ის თანაარსია მამისა , ის არის ერთადერთი ვინც ყველაზე ძლიერად უყვარს მამა ღმერთს და საკუთარ თავზე წინ აყენებს! დაე განდიდდეს მისი წმინდა სახელი , იესო ნამდვილად უფალია!!!!
|
■გიორგი■ |
May 23 2013, 01:57 AM
პოსტი
#49
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
A.V.M
ხომ ნახე წინა გვერდზე რა დაწერა G_saxva-მ, ეკლესიის მამების შრომები წაიკითხეთო. მაგრამ როცა ეს მივწერე, ვერანაირი შრომები ვერ მიგვითითა: ციტატა ან აქ ან პმ-ში მომწერე, კონკრეტულად რომელ საეკლესიო შრომაშია მწინდა მამათა მიერ აქ განხილული საკითხი გარჩეული? ანუ რომელი წმინდა მამა განმარტავს ღმერთი დროის მიღმიერიაო და რომელი წმინდა მამა გვთავაზობს მასეთი თვალსაზრისის საფუძვლებს? სინამდვილეში ასეთი რამ გამოდის: გწამთ, რომ ღმერთი დროის მიღმაა, მაგრამ რატომ ან რის საფუძველზე გწამთ, არ იცით. თუ იცით, ახსენით და გამიზიარეთ მასეთი მრწამსის საფუძვლები, სიამოვნებით გავეცნობოდი. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
afxazi |
May 23 2013, 09:38 AM
პოსტი
#50
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
■გიორგი■
ციტატა თემის ირგვლივ ვერცერთი ვერ წერთ. რატომ? მოდი იცი რას გეტყვი. აქ ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. თქვენგან მუდმივად იმის ძახილი, რომ თურმე ვერაფერს ვწერთ და იმიტომ, რომ აზრზე არ ვართ, პროვოკაციის ელფერს ატარებს და არ გინდა. უკვე მერამდენედ გთხოვ ამას, მაგრამ რას იზავ ასე გასწავლეს, ასე მოიქეცი ამ სიტუაციებშიო. გარდა იმისა, რომ ვერ მოვისმინე რას გულისხმობ ტერმინ დროში (ტერმინ დროზე ვდავობთო, აბა რაზე ვდავობთ შე დალოცვილო, ამ სიტყვას იყენებ და რაზე უნდა ვიდავოთ), უამრავ გაურკვეველ რამეს წერ. შენ თქვი, რომ ბიბლიური სწავლებით დრო არის მარადიული, თუმცა ამის ვერანაიწი მტკიცება ვერ მოიტანე. მოკლედ, ერთხელ და სამუდამოდ ვითხოვ, ახსენი რას გულისხმობ ტერმინ დროში და რის საფუძველზე (არგუმენტად არ გამოდგება "მე ასე ვფიქრობ"). როგორც ვთქვი ამ სიტყვაში სრულიად სხვა შინაარსს დებენ და მას მარადიულობის შინაარსით არ იყენებენ. ამიტომ საწინააღმდეგო არგუმენტებით გაამყარე და საკუთარი ზმანებებით ნუ ცდილობ აქ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ "მაგარი" ხარ. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეწყდება და თემაც დაიხურება. შენ კი დაემშვიდობები აქაურობას პროვოკაციული გამონათქვამებისთვის. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
May 23 2013, 11:25 AM
პოსტი
#51
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ციტატა esre ars cheshmariteba შეგიძლია ნაშრომები დამიკონკრეტო? ეგ რო შემეძლოს მარტლმადიდებელი ვიქნებოდი ეგრე ისინი დააბოლეთ ვისთანაც გამოგდით რა ... კიდევ გავიმეორებ : შენ წერდი : ციტატა რავიცი თავზე დავიმხე გიორგი ყველა ლიტერატურა და ინფორმაცია რაც ინტერნეტში დევს , მსგავსი ვერ ვნახე რომ რომელიმე წმინდა მამას ქონდეს ლოგიკურად ახსნილი თუ რატოომ არის ღმერთი დროის მიღმიერი? მე კი გკითხე თუ რომელი ნაშრომები წაიკითხე . (თავის დამხობაზე არაფერს გეუბნევი) რაზეც მიპასუხე : ციტატა ეგ რო შემეძლოს მარტლმადიდებელი ვიქნებოდი რა რომ შეგეძლოს? რა წაიკითხე ის არ იცი ? რა ,, დაიმხე თავზე'' ის არ იცი? აბა როგორ წაიკითხე ? ხოდა ახლა მომისმინე რა . არაფერიც არ წაგიკითხავს და არაფერიც არ გადაგიხედავს . (იმ სისულელეებს აღარრც დავწერ რაც თქვი) ხოდა ნუ იტყუები და ნუ თვალთმაქცობ... ■გიორგი■ ციტატა ხომ ნახე წინა გვერდზე რა დაწერა G_saxva-მ, ეკლესიის მამების შრომები წაიკითხეთო. მაგრამ როცა ეს მივწერე, ვერანაირი შრომები ვერ მიგვითითა: საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სახვამ რა დაგიწერა . ამაზე თვითონ გითხრას , მაგრამ სენი თანამოაზრე ,, ჭშეშმარიტება'' რომ ტყუილებს ძახის და ,, გვაბოლებს'' რა ვქნათ ? ასეო , ისეო , წავიკითხეო , დავიმხეო და.ა.შ. სინამდვილეში სათაურებიც კი არ იცის თხზულებებისა , რომ ისინი მაინც დაწეროს ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
■გიორგი■ |
May 23 2013, 07:50 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
თურმე ვერაფერს ვწერთ და იმიტომ, რომ აზრზე არ ვართ, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ჩვენ წინაპრებს კარგად აქვთ ნათქვამი. თუ აზრზე ხართ რატომ გგონიათ რომ ღმერთი დროის მიღმაა და დროს საწყისი აქვს, მაშინ რატომ ვერ წერთ მაგ მრწამსის საფუძვლებს? რამდენჯერ გთხოვეთ ან წმინდა მამათა შრომა მიმითითეთ ან თქვენ თვითონ დაწერეთ მეთქი. ვერ დაადგით საშველი. ახლა საკუთარ თავზე გაბრაზებული მე მიქნებ თითებს? სირცხვლია დავით.... ციტატა პროვოკაციის ელფერს ატარებს და არ გინდა. უკვე მერამდენედ გთხოვ ამას, მაგრამ რას იზავ ასე გასწავლეს, ასე მოიქეცი ამ სიტუაციებშიო. ეგ მეთოდიკა რასაც შენ მიმართავ მოძველებული, გაცვეთილი და სამარცხვინოა. თუ არ გსურს ნორმალური საუბარი, არავინ გაძალებს. გინდ დახურე თემა, გინდ გადმოხურე. ქება-დიდებას ვერ დაგიწყებთ რის საფუველზე გგონიათ მასე დაწერეთთქო. გთხოვეთ არაერთხელ, ვერაფერი დაწერეთ. ფაქტია რომ ვერაფერი დაწერეთ. სიბრაზე კარგს არაფერს მოგიტანს. ციტატა გარდა იმისა, რომ ვერ მოვისმინე რას გულისხმობ ტერმინ დროში (ტერმინ დროზე ვდავობთო, აბა რაზე ვდავობთ შე დალოცვილო, ამ სიტყვას იყენებ და რაზე უნდა ვიდავოთ), მშვენივრად იცი რას ნიშნავს დრო. ტერმინოლოგიაზე დავით და კამათით, არაფერი მიიღწევა. თუ გსურს როგორ განიმარტება დრო, არსებობს ლექსიკონები და ნახე. აგერ თუნდაც ეს: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=11291 ციტატა უამრავ გაურკვეველ რამეს წერ. შენ თქვი, რომ ბიბლიური სწავლებით დრო არის მარადიული, თუმცა ამის ვერანაიწი მტკიცება ვერ მოიტანე. სხვა უზერთან საუბრისას ვახსენე და პოსტები არ წაიკითხე ალბათ. არაა პრობლემა დავით, აგერ ბატონო, ერთ ბიბლიურ მუხლს მიგითითებ და ერთად წავიკითხოთ: "საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ." გამოთქმა საუკუნითგან უკუნისამდე დროის უსასრულობაზე მიუთითებს. ციტატა ახსენი რას გულისხმობ ტერმინ დროში ერთი მოვლენიდან მეორე მოვლენამდე არსებულ ხანგრძლივობას, აგრეთვე ფიქრიდან ფიქრს შორის არსებულ ხანგრძლივობას, აზრიდან აზრს შორის ხანგრძლივობას, განზრახვიდან განზრახვას შორის არსებულ ხანგრძლივობას. ციტატა როგორც ვთქვი ამ სიტყვაში სრულიად სხვა შინაარსს დებენ და მას მარადიულობის შინაარსით არ იყენებენ. როგორ არ იყენებენ! ეს გამოთქმა: "უკუნისამდე შენ ხარ", სწორედ დროის დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე მიუთითებს, რომ ღმერთის არსებობას დასასრული არ აქვს, ის დროის უსასრულობიდან დროის უსასრულობამდე არსებობს! ათეისტები როგორ იყენებენ დროს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წმინდა წერილში გამოყენებული დროის უსასრულო ხანგრძლივობასთან და შესაბამისად, თეოლოგიაში მათი თვალსაზრისი ვერანაირად ვერ გამოდგება. ახლა დროა ამ და გასულ პოსტებში დაწერილის საპირისპირო დაწერო და საწინააღმდეგო არგუმენტებით გაამყარო და საკუთარი ზმანებებით არ ეცადო ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ "მაგარი" ხარ. გასულ პოსტებშიც მოგწერე, ბავშვები არ ვართ მაგარი ხარ და სუსტი ხარ-ზე ვიკინკლაოთ. თუ მართლა არაფერი გაქვს სათქმელი, თუნდაც არგუმენტირებული არ იყოს, მაშინ ასე მოიქეცი: ციტატა წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი შეწყდება და თემაც დაიხურება. შენ კი დაემშვიდობები აქაურობას პროვოკაციული გამონათქვამებისთვის. მასეთი დაბოლოება, მხოლოდ იმის მტკიცებულება იქნება, რომ გწამს ის, რასაც წმინდა წერილისეული საფუძვლები არ აქვს! არათუ წმინდა წერილისეული, არამედ წერილის გარეშეც კი ვერ ჩამოაყალიბეთ რატომ გგონიათ მასე. +++++++++++++++++++++++++++ ■გიორგი■ საერთოდ არ მაინტერესებს ახლა სახვამ რა დაგიწერა . ამაზე თვითონ გითხრას , უნდა მითხრას მაგრამ ვერ მეუბნება ხომ ხედავ? დიდის ამბით დაწერა, ამ საკითხებს წმინდა მამათა შრომებში გაეცნობითო და როცა ვთხოვე რომელი წმინდა მამის ნაშრომს გავეცნოთქო, ვეღარაფერი ვერ დაწერა. როგორც გაირკვა, უმრავლესობას სჯერა ისეთი რამის, რაც არ იცის რატომ სჯერა. თუ ეცოდიებოდა, აქამდე დაწერდა. ციტატა მაგრამ სენი თანამოაზრე ,, ჭშეშმარიტება'' რომ ტყუილებს ძახის და ,, გვაბოლებს'' რა ვქნათ ? ეგ ადამაინი ზოგ რამეს სწორს იძახის, ზოგ რამეს ნახევრად სწორს და ზოგსაც არასწორს. მაგრამ რაშიც ფიქრობ რომ გაბოლებს, აუხსენი რომ ცდება. იქნებ გაამართლმადიდებლო? -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
Otherguy |
May 26 2013, 01:24 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი?
დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია. შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ. ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
■გიორგი■ |
May 26 2013, 04:04 PM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 4-March 10 მდებარ.: ქვე-ცა წევრი № 8,302 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. Otherguy აბსოლუტურად სწორი თვალსაზრისი გაქვს. -------------------- იგავები 16:25.
იგავები 21:2. საქმენი 17:10,11. |
აკაკი |
May 26 2013, 06:08 PM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
დრო გადის ყველასთვის. ღმერთისთვისაც. თუ დრო არ გადის ღმერთისთვის, გამოდის ლოგიკაზე მაღლაა და თუ ლოგიკაზე მაღლაა, როგორ შეიძლება მასზე რაიმე სახის ლოგიკური საუბარი? თუ არ შეიძლება მასზე ლოგიკური საუბარი, რა უფლებით საუბრობს ვინმე მასზე და მსჯელობს თუ როგორია იგი? დრო რომ გადის ვინმესთვის, არ ნიშნავს, რომ იგი მოკვდავია. უბრალოდ ნიშნავს, რომ მას აქვს ცვალებადობა აზრებში, ფიქრებში, ქმედებებში. მაგრამ თუ ღმერთისთვის დრო გადის, მაშინ მის მიერ სამყაროს შექმნა მომხდარა აბსოლუტურად ალოგიკურად. უსასრულო დროის მანძილზე ღმერთი მარტო ყურყუტებდა და უცებ ბუმ - თავში აზრად მოუვიდა რომ სამყარო შეექმნა, რაც მარაზმია. შეუძლებელია იმის აღქმა ლოგიკურად, თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ეგ აზრი მთლიანად ალოგიკურია. შეუძლებელია ერთმა მარადიულმა არსებამ დროის რაღაც მონაკვეთში შექმნას რამე. მართლმადიდებლები ამას მხოლოდ ძის შობას აწებებენ, არადა ყველაფერზე შეიძლება მსგავსი ლოგიკა გამოვიყენოთ. ასე რომ, თუ ღმერთი დროის მიღმაა, მაშინ მასზე ვერ ვისაუბრებთ. თუ არაა დროის მიღმა, მაშინ მისი იდეა მთლიანად აბსურდია. დრო არ გადის ღმერთისთვის, დრო გადის ღმერთის წინაშე. ეს არ გამორიცხავს ღმერთზე საუბრის შესაძლებლობას, რადგან ამოსავალი წერტილი მთელი საწინასწარმეტყველო, სამოციქულო, პატრისტიკული და, აქედან გამომდინარე, საღვთო წერილისა, ე.ი. მთელი საეკლესიო ტრადიციისა ის ჭეშმარიტებაა, რომ საქმე გვაქვს გამოცხადებასთან. ღმერთი პირველი ამბობს, პირველად ღმერთმა შეგვიყვარა, არა ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ ვორჭოფობთ, ვმსჯელობთ და დაკვირვებებს ვაწარმოებთ, როგორც ფილოსოფოსები, მაშინ, როცა წერილი აცხადებს სულ სხვა, პიროვნულ, ზედროულ ღმერთს, ვიდრე ფილოსოფოსთა ღმერთია. მოსეს გამოცხადებაც ხომ ესაა. და რამდენგზის იმეორებს ღმერთი, "მე გამოვეცხადე თქვენს მამებს". დროის ორი კონცეფცია უნდა განვიხილოთ, ზეციური და ქვეყნიური (ასე ვუწოდებ მას): 1) დრო, რომელიც იწყება, დასაბამი აქვს და აღარასოდეს სრულდება, ე.ი. დაუსრულებლად გრძელდება, რაც უკავშირდება ზეციურ სამყაროს ანგელოზთა. 2) დრო, რომელსაც დასაწყისთან ერთად აქვს დასასრულიც, იგი იწყება და მთავრდება, რაც უკავშირდება ხილული კოსმოსს, ე.ი. შესაქმეს. მისი დასასრულში (შევნიშნავ, არა კოსმოსის დასარულში, არამედ ამ დროის დასასრულში, წარმავალობის დასარულში) იგულისხმება მისი შეერთება დროის პირველ კონცეფციასთან, ე.ი. იგი სრულდება იმით, რომ უერთდება დაუსრულებელ დროს, რომელსაც ოდესღაც მიეცა დასაწყისი და აღარ სრულდება. უერთდება არა იმ, ზეცურ სამყაროს, არამედ დროის დაუსრულებლობას. ღმერთს არ აქვს არც დასაწყისი, არც დასასრული, შესაბამისად, ორივე მათგანის მიღმაა. იგია ორთავეს შემოქმედი და, ამასთან, იმყოფება მათში (არის ტრანსცენდენტალურიც და იმმანენტურიც) თავისი უქმნელი ენერგიებით. პირველ მათგანში ქმნილების სრულყოფაში მოყვანას არ სჭირდება დროის პერიოდი, მაგ. ანგელოზის შექმნას არ სჭირდება რაღაც პერიოდი დროში. ის იქმნება სრულყოფილი და, რასაკვირველია, ეს სრულყოფა მარად მზრდადია (როგორც ადამიანი, ისე ანგელოზიც მოწოდებულია "იყოს სრული, როგორც ღმერთ"), რასაც მეორე კონცეფციაზე ვერ ვიტყვით. ის რაც გადმოცემულია "დაბადებაში" სწორედ მეორე კონცეფციაა, წერია რა: "ენ არხე...", ან ებრაულად "ბერეშით", რაც ნიშნავს "დასაბამად", "დასაწყისში", ეს კი გულისხმობს იმას, რომ ხილული სამყარო დროსთან ერთად (მე-2 კონცეფცია) შეიქმნა და, ამავდროულად, მასში მიეცა დასაწყისი მის განვითარებას, მოწესრიგებას ("კოსმონ"). ღმერთში, იმყოფება რა იგი ყოველგვარ უდროობასა და სრულ მარადიულობაში (დაუსაბამო, უსაწყისოსა და დაუსრულებელში), სამყაროს შექმნის ზრახვა თანამარადიულია, სამყარო იქმნება და ხორცს ისხამს უდროობიდან, მისი დასაწყისი არის გასაყარო უდროობასა და დროის დასაწყისს შორის, ესაა წერტილი. წერიტლი "არხესი", "ბერეშითის", ე.ი. ხიულული სამყაროს მოწყობის დასაწყისის. ასე მესმის მე... |
A.V.M |
May 26 2013, 07:03 PM
პოსტი
#56
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
■გიორგი■
ციტატა ეგ ადამაინი ზოგ რამეს სწორს იძახის, ზოგ რამეს ნახევრად სწორს და ზოგსაც არასწორს. მაგრამ რაშიც ფიქრობ რომ გაბოლებს, აუხსენი რომ ცდება. იქნებ გაამართლმადიდებლო? მაგასთან კარგი ხანია რაც პოლემიკებს მვრჩი . რომ დარეგისტრირდა პირველი მე ჩავერთე მაგასთან პოლემიკაში (სულის უკვდავების თემაზე) , აი ამ საკითხის შემდეგ ყველანაირად ვცდილობდი აღარ შევსულიყავი დიალოგში და ახლა საერთოდ გავწყვიტე . აზრი არ აქვს და იმიტომ . აც შეეხება იმას - ,,აუხსენი რომ ცდებაო . '' კი ბატონო , მაშინ როდესაც ამბობს , რომ : ციტატა რავიცი თავზე დავიმხე გიორგი ყველა ლიტერატურა და ინფორმაცია რაც ინტერნეტში დევს , მსგავსი ვერ ვნახე რომ რომელიმე წმინდა მამას ქონდეს ლოგიკურად ახსნილი თუ რატოომ არის ღმერთი დროის მიღმიერი? მე ვეკითხები , რომელი ნაშრომები წაიკითხე სადაც ამ საკითხს შესახებაა საუბარი მეთქი , ის კი მწერს : ციტატა ეგ რო შემეძლოს მარტლმადიდებელი ვიქნებოდი ახლა მითხარი , ეს - ტყუილია , მართალი თუ ნახევრად ტყუილი? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
Otherguy |
May 26 2013, 07:07 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აკაკი
თუ ჩემზე მოქმედებს დრო, ესეიგი მასში ვარ ხომ? რადგან იესო განკაცდა, ჩვენ სისტემაში გადმოვიდა, მას სიკვდილი შეეძლო ხომ ასეა? როგორ შეიძლება ღმერთისთვის დრო არ გადიოდეს, მაგრამ დროში იყოს? აბა გამოთქმა - "დროის მიღმა" რას ნიშნავს? მე იმის თქმა მინდა, რომ ღმერთის იდეა ალოგიკურია ლოგიკური აზროვნებით. აბსოლუტურად უაზრობაა იმის თქმა, რომ სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთი მარტო იჯდა და ყურყუტებდა უთვალავი დროის მანძილზე. მერე უცებ მოუნდა და შექმნა სამყარო. მაგრამ თუ ღმერთი არის ლოგიკაზე მაღლა, მაშინ შეუძლებელია მასზე საუბარი საერთოდ. წარმოიდგინე, ჩვენ ვამბობთ - "ღმერთი არის ყოვლისმცოდნე". კი მაგრამ, რა იცოდა ღმერთმა მაშინ როცა მის გარდა არაფერი არ არსებობდა? თუ ადრე არ ყოფილა ღმერთი ყოვლისმცოდნე და მერე გახდა, ესეიგი შეცვლილა. მაგრამ ეს უფრო ლოგიკურია ვიდრე ის, რომ სრულყოფილი ღმერთი უთვალავი დროის მანძილზე იყო სრულიად მარტო და მერე უცებ რაღაც მისტიურ მომენტში მოუვიდა აზრად შეექმნა სამყარო. შეუძლებელია მარადიულმა არსებამ თქვას: "მოდი, შევქმნათ ადამიანი"-ო. ალოგიკურია უბრალოდ. თუ ვამბობთ, რომ ღმერთი ლოგიკაში არ ჯდება, მაშ როგორ ვმსჯელობთ მასზე. -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
Otherguy |
May 26 2013, 07:08 PM
პოსტი
#58
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
///
-------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
აკაკი |
May 26 2013, 07:17 PM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ღმერთი მარტო იჯდა და ყურყუტებდა უთვალავი დროის მანძილზე. მერე უცებ მოუნდა და შექმნა სამყარო. ამის თქმა მინდოდა, რომ ეს "ყურყუტი" თუ რაც არ უნდა დავარქვათ, უკვე დროს მოიაზრებს, "უთვალავი დროის მანძილზე". იქ, იმ ერთადერთ წიაღში, არ არის დრო, საერთოდ ასეთი ცნებაც არაა, როგორც სიბნელე არაა ღმერთთან, იოანე რომ ამბობს. ანუ მცირედიც, გაკარებაც არ არსებობს დროის. სრული უდროობა. ზე-ყოფიერება. სიტყვები "მოდი შევქმნათ", და საერთოდ, ბიბლიის სხვა სიტყვები, როგორც გადმოცემულია იგი ბიბლიის ამ პირველ ფურცლებზე, სიტყვასიტყვით არ გაიგება. ამ მუხლის ძირითადი და უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მნიშვნელობა ისაა, რომ ღმერთს იმთავითვე ჰქონდა სამყაროს მოწყობა განზრახული ადამიანისთვის, განსაკუთრებული არსების შექმნა, რომ მისთვის უძვირფასესია ადამიანი. როგორც წინა პოსტში ვთქვი (რომელიც ჩავასწორე და გავამდიდრე) მასში თანამარადიულადაა სამყაროს შესაქმის ზრახვა, მისივე დროებით და ყოველივეთი, ამდენად ყველაფერი იცის კიდეც. ეს ყოველივე შეუძლებელია გონებამ გაიაზროს და შემდგომ აღწეროს, ამიტომაც წერია ბიბლიაში ის, რის გაგებაც უკვე შეიძლება. ბიბლია ამბობს, ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, შეუძლებელია გაიგო მისი არსი, ყოფიერების რაგვარობა. და ამავდროულად ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეიძლება, შეიძლება იმდენად, რამდენადაც თვითონ უახლოვდება თავის სამყაროს, მოდის მასთან, შედის მასში თავის ენერგიებით. უფლაზე, იესოზე საუბარს ახლა აქ, ცხადია, ვერ დავიწყებთ. ეს არის, როგორც მესმის. |
esre ars cheshmariteba |
May 26 2013, 09:23 PM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
არსიდან არარსში გასვლა და კვლავ არსში შემოსვლა ერთი წამის ფაქტორია! ეს არის უდიდესი კანონზომიერება! თუ არარსი ანუ არარსებობა 1 წამია მაშინ არსებობა ანუ არსი არის _ გაბერილი ერთი წამი! ღმერთს ერთ წამში შეუძლია იარსებოს 1OOO წლით და პირიქით 1000 წელში 1 წამით. აკი გითხარით ღმერთი თავად შობს მეთქი ჟამს თავისი არსებობით! როგორ მოუწევს ღმერთს ყურყუტი თუკი მას შეუძლია თავად დროში მცირეში ან დიდში იმკვიდროს იმდენი ხნით რაც თავად სურს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღმერთი ბადებს დროს დიდსაც და მცირესაც
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი