თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ საჩივარი სენატს

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Apr 4 2011, 06:16 PM

არ მესმის რატო დახურეთ ეს თემა?ჩვენთვის ძალიან კარგად ვარჩევდით საკითხებს ბიბლიიდან,რა ნახეთ მანდ დასახური?საუბარს ადამიანი მიყავს ჭეშმარიტებამდე და ჩვენც თითოეულ საკითხს საფუძვლიანად გავარჩევდით ბიბლიიდან და რა იცით იქნებ ვინმეს მეტი გაეგო მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შეახებ,ან ვინმეს აზრი შეცვლოდა?PM-ში ბევრი მიხდიდა მადლობას იმის გამო,რო იეჰოვას მოწმეებისგან დაბრკოლებულებმა გაიგეს ჭეშმარიტება...
მასე როგორ შეიძლება?მართლა ძალაუფლებას იყენებთ რა !!!

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Apr 5 2011, 01:56 AM

leluashvili.giorgi

ჯერ სად ხარ...


პ.ს. მერე წუწუნებენ და უკვირთ, რატომ ჩაკვდა ფორუმიო და როგორ გავააქტიუროთო... biggrin.gif


პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 5 2011, 03:32 PM

ძალიან კარგი თემა დაიხურა იმ თვალსაზრისით,რომ ხალხს შეეძლო წაეკითხა განსხვავებული შეხედულებები და თავად გამოეტანა დასკვნა ბერეელების მსგავსად,რომლებიც '"ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო"(საქმეები 17:11).

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Apr 5 2011, 05:14 PM

მეც გული დამწყდა რომ ეს თემა დაიხურა sad.gif

იქნებ მიგვითითოთ რატომ და რა მიზნით დაიხურა ეს თემა?

სენატს ვთხოვ რომ გახსნას ეს თემა და ხალხს მიეცეს თავისი აზრების და შეხედულებების დაპოსტვააააა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 5 2011, 06:16 PM

ვინ გწერდა მადლობის პიემებს?

თემის დახურვის მიზეზი წერია და რა წივილ-კივილი ატეხეთ?

ბოლო გვერდს რომ გადავხედე, მართლა უაზრო საუბარი (და არა კამათი) და სიტყვებზე გამოკიდებებია... :/

ციტატა
საუბარს ადამიანი მიყავს ჭეშმარიტებამდე

ვინ გითხრა? laugh.gif laugh.gif



პს.
დასახური იყო და დაიხურა, დაიშალეთ, მორჩა კინო cool.gif

პოსტის ავტორი: leluashvili.giorgi თარიღი: Apr 5 2011, 07:03 PM

ქევანა

ციტატა
ვინ გწერდა მადლობის პიემებს?

მაგას რა მნიშვნელობა აქვს?ფაქტია,რომ მწერდნენ.
ციტატა
თემის დახურვის მიზეზი წერია და რა წივილ-კივილი ატეხეთ?

რო წერია,მერე მე და ბევრი არ ვეთანხმებით მაგ მიზეზს და არასწორია.მარტო ის ხო არ არის რო ეწეროს?
ციტატა
ბოლო გვერდს რომ გადავხედე, მართლა უაზრო საუბარი (და არა კამათი) და სიტყვებზე გამოკიდებებია... :/

სიტყვებზე გამოკიდებები კი არ იყო,თითოეულ მუხლს ვარჩევდით წმინდა წერილიდან,არანაირად არ ყოფილა უაზრო საუბარი,რადგან ერთი მხარე თავის შეხედულებებს გამოთქვამდა და შესაბამისად ბიბლიიდან წერდა მუხლებს და მეორე მხარე ეცნობოდა ამ ყოველივეს და "უპირისპიებდა" სხვა მუხლებს.("დაპირისპირება"სწორად გაიგეთ)ასეა პოლემიკა აბა როგორ გინდათ?ერთმანეთს თუ არ ვაცადეთ საუბარი და გადავახტით საკითხებს,ეგრე არ გამოვა.
ციტატა
ვინ გითხრა?

თუ პიროვნებას გაგება არ უნდა და ჯიუტად აწვება თავისას ეს სხვა საკითხია,მაგრამ როცა ისმება კითხვა:აი ბიბლიაში ასე წერია და თქვენ რატო ასწავლით ისეო,შენ ვალდებუ;ლი ხარ აუხსნა,წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორი გამოდიხარ,რადგან ისეთ რამეს აკეთებ რაც ბიბლიაში არ წერია.
აბა საუბრის გარეშე და მსჯელობის გარეშე ოგორ უნდა გაიგო რამე?მითუმეტეს ბიბლიიდან.
ციტატა
დასახური იყო და დაიხურა, დაიშალეთ, მორჩა კინო

კინო არა თეატრი!არ იყო დასახური არა!დავუმტკიცებდით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ მოსაზრებებს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 5 2011, 07:17 PM

leluashvili.giorgi

ციტატა
კინო არა თეატრი!არ იყო დასახური არა!დავუმტკიცებდით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ მოსაზრებებს.


ამის უაზრობაში რომ ყველა დამეთანხმებით ფაქტია. თემას გავხსნი, მაგრამ არა მგონია დიდხანს იარსებოს.

დავაკონკრეტებ, რომ კამათი არ იქნება რაღაც ოფიციალური, არამედ კონკრეტული ადმაიანების კამათი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 7 2011, 05:38 PM

თემა კვლავ დაიხურა და აქვე მინდა განვმარტო თუ რატომ. ზოგადად ნებისმიერი დიალოგი განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებთან მხოლოდ ამშინაა შესაძლებელი, თუკი ყოველგვარი ინტრიგნული დამოკიდებულებისგან შორსაა ორივე მხარე. ამ შემთხვევაშიც კი როცა ერთი მხარე გამყარებულია თავის შეხედულებაში, ისე რომ აქეთ გადმოდის შეტევაზე, მასთან საუბარს აზრი არ აქვს, თუ რატომს ახარებიდან ვიცით.

რაც შეეხება ჩვენს ფორუმზე მყოფ იეღოველებს. ერთ-ერთი მათგანი ბოლომდე რჩებოდა ვითომ ნეიტრალური, თითქოს იგი არ ყოფილიყოს იეღოველი, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ უბრალოდ თამშობდა და აქ მხოლოდ პროვოკაციისთვის იყო შემოსული.

ამიტომ მე როგორც ფორუმის სენატის თავჯდომარე მივიღე გადაწყვეტილება მათთან ნებისმიერი სახის კამათისგან თავი შევიკავოთ (ვისაც სურვილი აქვს შეუძლია პირადად ესაუბროს) ღია ფორუმზე, რადგან ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ფორუმზე ქვეშ-ქვეშურად მოქმედებდნენ. შესაძლოა მიწყინოთ, მაგრამ ვფიქრობ ასე ჯობს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)