IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა
gujittoskripka
პოსტი Sep 14 2010, 10:39 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-September 10
წევრი № 9,461



წყარო: დღევანდელი 8 საათის ქრონიკა

წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს

წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლმუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ისინი საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს.

სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება.

ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი.

კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ.
http://ghn.ge/news-22251.html

----------------------------------------



გუჯა: სადაც ილია, იქ აკაკი, თუ როგორ იქნება საქმე? user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 14 2010, 11:11 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს.


განიხილავს არ ნიშნავს რომ უკვე დადებითი პასუხია.



და ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ? user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 15 2010, 12:01 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




და რაფიელ ერისთავმა რაღა დააშავა?
ან გრიგოლ აბაშიძემ.

კაააარგით რა, რა აკაკი რი აკაკი.
ან მეტი საქმე არ აქვთ? ან ვის დაებადა საერთოდ ეს აზრი?!



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Sep 15 2010, 12:02 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



და რატომ უნდა შეირაცხოს?


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 15 2010, 12:14 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(.zakaria. @ Sep 15 2010, 12:02 AM) *

და რატომ უნდა შეირაცხოს?


ციტატა
პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს.

ამიტომ, ზახარ.



ისე, პაპაჩემის კანონიზირების საკითხიც ხომ არ წამომეყენებინა ნეტა, რა უშავს ვითომ? biggrin.gif

გადაირევი რა.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Sep 15 2010, 12:16 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(terra @ Sep 15 2010, 12:14 AM) *

ამიტომ, ზახარ.
ისე, პაპაჩემის კანონიზირების საკითხიც ხომ არ წამომეყენებინა ნეტა, რა უშავს ვითომ? biggrin.gif



biggrin.gif წამოვაყენოთ ძმა smile.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Sep 15 2010, 12:17 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



smile.gif



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 15 2010, 12:55 AM
პოსტი #8


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



აკაკის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი,
რომ მსგავსი ფაქტი არაა გამართლებული.
ჩამოჰყვნენ მაშინ და ვინც რა დაწერა და თავის ნაწარმოებში უფალი
კეთილად მოიხსენია ყველანი შერაცხონ წმინდანად.

მე ვინ მკითხავს, მაგრამ.....


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2010, 01:32 AM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



არადა, ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ, მაგრამ მოვიდ გუჯა და წავიდა ნაფტალინიანი თემების პარადი biggrin.gif არადა, რა ლამაზი ბაია ჰყავს. . .


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 15 2010, 01:43 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



რაღაც მიზეზი არის ეტყობა, რაც ჩვენ არ ვიცით...

ინფორმაციებს კიდევ უფრო მეტს იძიებენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gujittoskripka
პოსტი Sep 15 2010, 02:24 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-September 10
წევრი № 9,461



მხევალი ნინო
ციტატა
არადა, ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ, მაგრამ მოვიდ გუჯა და წავიდა ნაფტალინიანი თემების პარადი


მე დღEს მოვედი, ეს ერთი. მეორეც კიდე, დღეს გახდა ეს თემა აქტუალურიც და დღეს გახმაურდა, თქვენ როდის მოასწარით ამ საკითხზე მსჯელობა?


ნაინა
ციტატა
აკაკის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი,
რომ მსგავსი ფაქტი არაა გამართლებული.


და რატომ? მიზეზი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 15 2010, 04:52 AM
პოსტი #12


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



gujittoskripka
ციტატა
და რატომ? მიზეზი?

გუჯა გამასწარი აქედან ეხლა tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Sep 15 2010, 08:57 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



მორიგი დაბრკოლება მცირედმორწმუნეთათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2010, 09:16 AM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sandro40
ციტატა
მორიგი დაბრკოლება მცირედმორწმუნეთათვის



რა ვიცი, ნუთუ ეს ინფორმაცია დასაბრკოლებელია საერთოდ? განიხილავენ და განიხილონ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 15 2010, 10:30 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ალბათ ვიღაც მატრაკვეცა ტიპმა წაიმატრაკვეცა და საპატრიარკოს გადაუგზავნა იდეა და ეხლა საპატრიარქომაც ერთი ხელის მოსმით ვერ უთხრა უარი და დააწყნარა ალბათ, განვიხილავთო. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gujittoskripka
პოსტი Sep 15 2010, 10:48 AM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 14-September 10
წევრი № 9,461



მხევალი ნინო
ციტატა
რა ვიცი, ნუთუ ეს ინფორმაცია დასაბრკოლებელია საერთოდ?


რა თქმა უნდა, ისევე როგორც წმ. გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხყაზე დაბრკოლდა და დღემდე ასეა მმკ. fiqri.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2010, 11:05 AM
პოსტი #17


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



gujittoskripka
ციტატა
დაბრკოლდა და დღემდე ასეა მმკ.



და მე მგონი არა მხოლოდ მმკ დაბრკოლდა...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Sep 15 2010, 11:37 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



რუსეთში რასპუტინის და ივანე მრისხანეს წმინდანად შერაცხვა სურდათ...
კურაევის მტკიცებით, ეს მოთხოვნა ანტიმართლმადიებლური ძალების მიერ იყო შემოგდებული,
რაც უფრო მეტი შეცდომა იქნება, მით უფრო გავახარებთ იმ ძალებს რომლებსაც ეკლესიის დისკრედიტირება სურთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 15 2010, 12:13 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sandro40
ციტატა
რაც უფრო მეტი შეცდომა იქნება, მით უფრო გავახარებთ იმ ძალებს რომლებსაც ეკლესიის დისკრედიტირება სურთ



მე კი მიმაჩნია რომ ტრაგედიად არაფერი არ უნდა აღიქვა. ჯერ განიხილონ, შეისწავლონ, მოისმინონ და ამის შემდეგ წმინდა სინოდის კეთილგონიერების იმედი მაქვს. პრინციპში, აკაი წერეთლის ცხოვრება ჩვენ დეტალურადარც კი ვიცით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Sep 15 2010, 02:15 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(მხევალი ნინო @ Sep 15 2010, 12:13 PM) *

sandro40
მე კი მიმაჩნია რომ ტრაგედიად არაფერი არ უნდა აღიქვა. ჯერ განიხილონ, შეისწავლონ, მოისმინონ და ამის შემდეგ წმინდა სინოდის კეთილგონიერების იმედი მაქვს. პრინციპში, აკაი წერეთლის ცხოვრება ჩვენ დეტალურადარც კი ვიცით.

მექალთანე და ბანქოს მოთამაშე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 09:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი