თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ კითხვევბი

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:06 PM

პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი, თუ მსგავსი თემა უკვე არსებობს და მოდერი მიხედავს.
მაინტერსებს შემდეგი საკითხი
ზოგს შეიძლება გაეცინოს და სისულელედაც ჩათვალოს, მაგრამ როდესაც თავსაფარი წინ ყელთან მაქვს შეკრული, მაშინ სმენადობა მეგუბება და მიწევს წინ შეხსნა.
ერთი-ორჯერ ავღნიშნე ეს ფაქტი და ამიხსნეს - ყურებთან რომ გაფარია მაგის ბრალიაო.
ახლა კი ასეთი რამ ამოვიკითხე:
"დაბოლოს, საჭიროა მივუთითოთ ყურის ერთ, მეტად მნიშვნელოვან, ნაწილზე, კერძოდ, ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

გარეთა ყურის დანიშნულებაა მიიღოს და შიგნით გადასცეს ჰაერის რხევები.

გარეთა სასმენი მილის დანიშნულებაა გადასცეს ეს რხევები დაფის აპკს. რადგან მყარი სხეულები რხევებს უკეთ ატარებენ, მისი პედლები ნაწილობრივ ძვლოვანია. გარდა ამისა, სასმენი მილი აძლიერებს რხევებს თავისი კედლებიდან არეკვლის გზით.

დაფის აპკი შესანიშნავადაა მისადაგებული აკუსტიკის კანონებისადმი. ცნობილია, რომ ჰაერის რხევებს არაფერი ისე არ ასახავს, როგორც დაჭიმული ცოცხალი აპკი. ამიტომაა, რომ დაფის აპკი სრულყოფილად იმეორებს მის მიერ მიღებულ ყველა რხევას. სასმენი ძვლების დანიშნულებაა დაფის აპკიდან რხევების მიღება. ამგვარად, ძვლოვანი ჯაჭვის გავლით რხევებმა მთელი სიწმინდით უნდა მიაღწიონ ლაბირინთს.

მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა დაფის აპკის რხევები: საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ. ასე იქცევიან ჩვეულებრივი დოლის გაკეთებისას - მასში ტოვებენ ნახვრეტს ჰაერის უწყვეტი მოდინებისათვის . "

http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/gabriel/fsiqologia-1-1.htm#4

რამდენად შეიძლება ჩემი შეგრძნება ამასთან კავშირში იყოს?
პ. ს. გიჟად ნუ ჩამთვლით biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:33 PM

tamuna m
რა გჭირს ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:35 PM

.zakaria.
biggrin.gif
მეჩვენება, რომ ხორხზე დაჭერით სმენადობას ვკარგავ.
ხოდა გიჟი ვარ, თუ ფიზიოლოგიურად ბუნებრივია ეს შეგრძნება

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:39 PM

ციტატა(tamuna m @ Nov 30 2010, 05:35 PM) *

.zakaria.
biggrin.gif
მეჩვენება, რომ ხორხზე დაჭერით სმენადობას ვკარგავ.
ხოდა გიჟი ვარ, თუ ფიზიოლოგიურად ბუნებრივია ეს შეგრძნება

ხორხზე არა ტვინზე დაჭერით biggrin.gif
გოგო ხორხზე რას იჭერ ხელს mad.gif ხორხზე დაჭერით სმენას კიარა შეიძლება თავი დაკარგო laugh.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:41 PM

.zakaria.
ხელს კი არ ვიჭერ, თავასაფარს რომ ვიკრავ წინ, მაშინ რაცხა ვყრუვდები.
ნუ იოლი გამოსავალია, რომ მსუბუქად, ან უკან შევიკრა, მაგრამ ახლა ამის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:41 PM

ციტატა(tamuna m @ Nov 30 2010, 05:41 PM) *

.zakaria.
ხელს კი არ ვიჭერ, თავასაფარს რომ ვიკრავ წინ, მაშინ რაცხა ვყრუვდები.
ნუ იოლი გამოსავალია, რომ მსუბუქად, ან უკან შევიკრა, მაგრამ ახლა ამის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი.

რის წაკითხვის მერე ,ვერგავიგე

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:44 PM

.zakaria.
ვახ მე! biggrin.gif

ციტატა
"დაბოლოს, საჭიროა მივუთითოთ ყურის ერთ, მეტად მნიშვნელოვან, ნაწილზე, კერძოდ, ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

გარეთა ყურის დანიშნულებაა მიიღოს და შიგნით გადასცეს ჰაერის რხევები.

გარეთა სასმენი მილის დანიშნულებაა გადასცეს ეს რხევები დაფის აპკს. რადგან მყარი სხეულები რხევებს უკეთ ატარებენ, მისი პედლები ნაწილობრივ ძვლოვანია. გარდა ამისა, სასმენი მილი აძლიერებს რხევებს თავისი კედლებიდან არეკვლის გზით.

დაფის აპკი შესანიშნავადაა მისადაგებული აკუსტიკის კანონებისადმი. ცნობილია, რომ ჰაერის რხევებს არაფერი ისე არ ასახავს, როგორც დაჭიმული ცოცხალი აპკი. ამიტომაა, რომ დაფის აპკი სრულყოფილად იმეორებს მის მიერ მიღებულ ყველა რხევას. სასმენი ძვლების დანიშნულებაა დაფის აპკიდან რხევების მიღება. ამგვარად, ძვლოვანი ჯაჭვის გავლით რხევებმა მთელი სიწმინდით უნდა მიაღწიონ ლაბირინთს.

მაგრამ ამისათვის საკმარისი არაა დაფის აპკის რხევები: საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ. ასე იქცევიან ჩვეულებრივი დოლის გაკეთებისას - მასში ტოვებენ ნახვრეტს ჰაერის უწყვეტი მოდინებისათვის . "
http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/gabriel...logia-1-1.htm#4



პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 05:44 PM

tamuna m

ციტატა
ხელს კი არ ვიჭერ, თავასაფარს რომ ვიკრავ წინ, მაშინ რაცხა ვყრუვდები.

შენც ნუ შეიკრავ მერე, სავალდებულო კი არაა tongue.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 30 2010, 05:45 PM

.zakaria.

მაგას როგორ მოსდის იცი?
გოგო რომ მოდის დაჭყანული და რაღაცებს წიკვინებს.

ჰოდა კითხავენ, რატო იჭყანები და რატო წიკვინებო.
- კიკინები მიჭერსო.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:47 PM

ნაინა
terra
.zakaria.
აუ რააა sad.gif
მართლა გიჟი ვარ?
მოვითხოვ,ვინმე კომპეტენტური შემოვიდეს!
რა სერიოზულად გავხსენი თემა და ამათმა როგორ გამიუფასურეს mad.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:47 PM

tamuna m
დაწყნარდი ნუ პანიკობ)) არაფერი არ გჭირს.ხორხზეც ძაან ნურაფერს წაიჭერ თუ არ გსიამოვნებს

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 05:48 PM

terra

ციტატა
- კიკინები მიჭერსო.

თუ უჭერს რა ჰქნას, აღარც იწიკვინოს?

მეც მიჭერს ეხლა კიკინები მგონი tongue.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:49 PM

ციტატა(terra @ Nov 30 2010, 05:45 PM) *

.zakaria.

მაგას როგორ მოსდის იცი?
გოგო რომ მოდის დაჭყანული და რაღაცებს წიკვინებს.

ჰოდა კითხავენ, რატო იჭყანები და რატო წიკვინებო.
- კიკინები მიჭერსო.

biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 05:49 PM

tamuna m

ციტატა
მოვითხოვ,ვინმე კომპეტენტური შემოვიდეს!
რა სერიოზულად გავხსენი თემა და ამათმა როგორ გამიუფასურეს

აქ რომ არიან ისეთი კომპეტენტურები სადღა უნდა ეძებო სხვაგან

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 30 2010, 05:49 PM

ციტატა(tamuna m @ Nov 30 2010, 05:47 PM) *

ნაინა
terra
.zakaria.
აუ რააა sad.gif
მართლა გიჟი ვარ?
მოვითხოვ,ვინმე კომპეტენტური შემოვიდეს!


მეტი კომპეტენცია რაღა გინდა გოგო, ორი ექიმი აქა ვართ და თან ერთ-ერთ ჩვენგანს, პირდაპირ ეხება შენი პრობლემა, პო პროფილიუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Nov 30 2010, 05:51 PM

ციტატა(terra @ Nov 30 2010, 05:49 PM) *

მეტი კომპეტენცია რაღა გინდა გოგო, ორი ექიმი აქა ვართ და თან ერთ-ერთ ჩვენგანს, პირდაპირ ეხება შენი პრობლემა, პო პროფილიუ biggrin.gif

პირდაპირ საავადმყოფოშია მოხვედრილი და რა უნდა ტო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 05:51 PM


tamuna m

ციტატა
მეტი კომპეტენცია რაღა გინდა გოგო, ორი ექიმი აქა ვართ და თან ერთ-ერთ ჩვენგანს, პირდაპირ ეხება შენი პრობლემა, პო პროფილიუ

დაუჯერე გენც, სიმართლეს ღაღადებენ მისი თითები smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:52 PM

.zakaria.

ციტატა
დაწყნარდი ნუ პანიკობ))

მიდი რა tongue.gif
არა, მართლა გადაიკითხეთ, რაც დავაკოპირე?
ფაქტია, რომ ხოხრით უკავშირდება ყურის ერთი ნაწილი ტვინს და სმენადობას ასე აღიქვამს.
ხოლო ამისთვის საჭიროა საკმარისი ჰაერი იყოს მასშიო.
გამოდის რომ, რაც მე ავღნიშნე სრული ჭეშმარიტებაა! rolleyes.gif
პ. ს. კარგით მთლად მასე რთულადაც არ ვარ laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 05:55 PM

tamuna m

ციტატა
არა, მართლა გადაიკითხეთ, რაც დავაკოპირე?
ფაქტია, რომ ხოხრით უკავშირდება ყურის ერთი ნაწილი ტვინს და სმენადობას ასე აღიქვამს.
ხოლო ამისთვის საჭიროა საკმარისი ჰაერი იყოს მასშიო.

აჰა, ჩემზე ჯიუტიც გვიპოვნია biggrin.gif

ამხელა ექიმი გეუბნება არაფერი გჭირსო.
ქე მაინც დოუჯერე tongue.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 05:58 PM

ნაინა
ჩემზე კი არ მეშინია, ვთვლი, რომ ყველას გვჭირს laugh.gif
ალბათ მართლა არასწორად გავიგე, რაც იქ ეწერა და ჩემ შეგრძნებებს ყურადღებას არ მივაქცევ.
პ. ს. მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ tongue.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Nov 30 2010, 05:59 PM

tamuna m

სერიოზულად ეხლა smile.gif
გასაგებია, რომ გაქვს პრობლემა, რომელსაც პრობლემაც არ ჰქვია.
ისიც ვიცით, რომ გიჟი არ ხარ.
გირჩევ : ძალიან ნუ მოიჭერ თავსაფარს და ყველაფერი კარგად იქნება.

მაგალითისთვის გეტყვი : ჩემ ძმაკაცს ძალიან მწარე წიწაკა ევასება.
ჰოდა რომ ჭამს, ეჩვენება თავზე თითქოს ჭიანჭველები დაურბიან.
თუ არ ჭამს, ჭიანჭველებიც ქრებიან.
მიხვდი?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2010, 06:00 PM

tamuna m

ციტატა
პ. ს. მაგრამ მაინც ეჭვებში ვარ


მოკლედ რა, ეჭვის ბუდე ხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 30 2010, 06:04 PM

ციტატა
ევსტაქის ლულაზე; ეს არის არხი, რომელიც ყურის უკანა ნაწილს აკავშირებს ხორხთან.

ციტატა
საჭიროა, რომ დაფის ღრუში იყოს ჰაერი. ჰაერი კი აქ ხვდება ხორხიდან, ევსტაქის ლულის გავლით. აქ რომ ჰაერის უწკვეტი მოდინება არ იყოს, სასმენი ძვლები თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებდნენ

ამან დამაბნია.
ალბათ ჩემთვის გაუგებარია, ჩემ შეგრძნებებს დავუკავშირე, ჩემებურად ავხსენი და ახლა გავეშვი.
მადლობა!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 5 2012, 01:43 AM

ვინმემ კარგი მუხლის ექიმი არ იცის?
პრობლემები მაქვს და ვერ გაიგეს რისგან.
მკურნალობის მოერე კურსს ვიტარებ და შედეგი არ ჩანს.
დიაგნოზიც ვერ დამისვეს და რაზე მმკურნალობენ ნეტა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2012, 03:12 AM

tamuna m
როგორ კაცო სურათი არ გადაგიღეს?
თუ არ გამოჩნდა?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 5 2012, 07:04 AM

tamuna m
ართროზული შეიძლება იყოს. რენტგენზე გამოჩნდება აუცილებლად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2012, 12:23 PM

მენისკი,მყესი,იოები...
ყველაფერი შეიძლება იყოს...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 5 2012, 12:32 PM

ექოსკოპია გადამიღეს და სურათ(ებ)ი ხერხემალზე.
პატარა პრობლემები იყო, მაგრამ ამას ასეთი ტკივილი არ უნდა გამოეწვია/
თავიდან მარტო დაღმართზე და კიბეზე ჩასვლისას (და არა ასვლისას) მტკიოდა.
ერთხელ სწორ გზაზეც ამტკივდა.
როცა დატვირთვა მაქვს მაშინ მოხრის დროს მტკივა.
გარედან არაფერი ისინჯება.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 5 2012, 05:02 PM

ციტატა(tamuna m @ Sep 5 2012, 01:43 AM) *

ვინმემ კარგი მუხლის ექიმი არ იცის?
პრობლემები მაქვს და ვერ გაიგეს რისგან.
მკურნალობის მოერე კურსს ვიტარებ და შედეგი არ ჩანს.
დიაგნოზიც ვერ დამისვეს და რაზე მმკურნალობენ ნეტა biggrin.gif

მიხეილის საავამდყოფოსთანაა ერთ კლინიკა და კარგი პროფესორი. ერთხელ ვიყავი და ვიცი ჩემ თავზე. ხარისხიანად აკეთებენ სახსრების ექოსკოპიას. თუ მუხლის სახსარი გტკივა მუხლის სახსრის ექოსკოპოპია გექნება გასაკეთებელი ჩემი აზრით და იმ პროფესორთან კონსულტაციის გავლა. ვეცდები დაგიზუსტო მისი კოორდინატები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2012, 06:03 PM

ეს PERITONITI-ც ახლა დაიკარგა, თორე გვეტყოდა წესიერი ექიმის მისამართს...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 5 2012, 09:48 PM

lingvo
აუ, ამ პასუხებით არ მიმიღებენ? biggrin.gif
ახლა კიდე ახლიდან რომ დამიწყონ ამეების გადაღებები გავიყვლიფები.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Sep 6 2012, 11:36 AM

tamuna m
თუ გაკეთებული გაქვს და თანაც კარგად და ინფორმატიულია კვლევის შედეგები რატომ უნდა დაგჭირდეს კიდევ გაკეთება? არ მოგიკლო ტკივილმა?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 9 2012, 12:49 AM

lingvo
თბილისში ჯდომით არ მტკივა.
მთებზე ბოდიალისას ბუწყობ გამოცდას.
2-3 კვირაში მოვრჩები ამ კურსს და იქნებ მოგვიანებით გამოიღოს შედეგი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)