IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი   May 7 2007, 12:16 AM
marine   "რაც უფრო მეტად უ...   Jul 18 2015, 08:52 PM
marine   "იძულება მათთვის...   Jul 19 2015, 01:29 PM
marine   "ლოცვას ისე შეეჩვ...   Jul 22 2015, 06:48 PM
marine   "წმინდა დომეტიან...   Jul 24 2015, 11:06 PM
marine   "როგორ ვცხონდე, რ...   Jul 29 2015, 02:37 PM
marine   "დიდი სიმაღლეა ღმ...   Jul 29 2015, 11:04 PM
marine   "მყუდროება თავის...   Aug 1 2015, 10:38 AM
marine   "წმინდა იოანე კიბ...   Aug 1 2015, 09:22 PM
marine   "გულითადი ლოცვის...   Aug 2 2015, 10:04 PM
marine   "დღემ რომ ღვთისნი...   Aug 3 2015, 04:19 PM
marine   "შეიძლება რაღაც დ...   Aug 3 2015, 09:10 PM
marine   "თუ ვლოცულობთ და ...   Aug 3 2015, 09:51 PM
marine   "რელიგია, როგორც ...   Aug 4 2015, 04:39 PM
marine   "სინანულში იშვებ...   Aug 6 2015, 07:23 PM
marine   "ლოცვა სულს ღმერთ...   Aug 6 2015, 08:18 PM
marine   "მლოცველი ადამია...   Aug 8 2015, 09:37 PM
marine   "ძალიან საინტერე...   Aug 17 2015, 05:13 PM
marine   "ლოცვა, გარკვეულწ...   Aug 18 2015, 03:45 PM
marine   „როგორც ღმერთია უს...   Aug 19 2015, 04:17 PM
marine   „ღვთის წინაშე უნდა...   Aug 19 2015, 04:44 PM
marine   Молитва - показатель любви. ...   Aug 25 2015, 07:28 PM
marine   Вы говорите: «Мне некогда м...   Aug 27 2015, 04:36 PM
marine   „ლოცვა არის როცა ა...   Sep 6 2015, 06:57 PM
marine   ძმაო! ხომ გესმის ...   Sep 6 2015, 10:11 PM
marine   "ეშმაკს ყველაზე მ...   Sep 7 2015, 08:34 PM
marine   "განმაცვიფრა იმა...   Sep 7 2015, 09:02 PM
marine   „მამა პაისი [ათონე...   Sep 7 2015, 09:12 PM
marine   "Молитва ограждает и отр...   Sep 9 2015, 06:14 PM
marine   "მამა პაისის [ათო...   Sep 12 2015, 12:15 PM
marine   "როგორც ხორციელა...   Sep 14 2015, 04:08 PM
marine   "როდესაც ძილშიც ვ...   Sep 14 2015, 04:40 PM
marine   “ბერი [ღირსი პაისი ...   Sep 17 2015, 10:03 PM
marine   "გამქცევი და დამწ...   Sep 17 2015, 10:19 PM
marine   "ნუ სთხოვენ მას მ...   Sep 21 2015, 04:18 PM
marine   მამა პაისი [ათონელ...   Sep 21 2015, 05:59 PM
marine   "მოკრძალებულ ლოც...   Sep 25 2015, 08:35 PM
marine   "ქრისტიანი ყოველ...   Sep 28 2015, 02:42 PM
marine   "ღვთივსულიერი კი...   Sep 29 2015, 07:55 PM
marine   "როცა წმინდათა ცხ...   Sep 29 2015, 11:18 PM
marine   "გევედრებოდი: მომ...   Oct 1 2015, 06:12 PM
marine   "ვისაც კარგად ცხო...   Oct 1 2015, 06:28 PM
marine   "უკანასკნელი ლოც...   Oct 2 2015, 08:35 PM
marine   "ყურადღებას ლოცვ...   Oct 4 2015, 09:39 PM
marine   „თუკი ყურადღებას გ...   Oct 4 2015, 11:05 PM
marine   "განუწყვეტელი სა...   Oct 8 2015, 10:18 PM
marine   Молитва за других — особый ...   Oct 9 2015, 01:14 PM
marine   "მთელი სამყაროსთ...   Oct 13 2015, 09:40 PM
marine   "ქრისტიანობისთვ...   Oct 15 2015, 08:16 PM
marine   "გულწრფელად მლოც...   Oct 18 2015, 08:17 PM
marine   "გულწრფელად მლოც...   Oct 18 2015, 08:17 PM
marine   "ცეცხლოვანი ლოცვ...   Oct 20 2015, 10:59 PM
marine   "ლოცვა მადლის ავტ...   Oct 23 2015, 10:52 PM
marine   "წიგნიერი ლოცვა...   Oct 24 2015, 10:03 PM
marine   "როცა ლოცვას განვ...   Oct 25 2015, 07:14 PM
marine   "ჩვენი გონება ზოგ...   Oct 25 2015, 07:40 PM
marine   "გვმეოხებდეს მათ...   Oct 26 2015, 01:40 PM
marine   „ლოცვა - საიდუმლო დ...   Nov 2 2015, 09:48 PM
marine   „ცოცხალი შროშანებ...   Nov 3 2015, 11:45 AM
marine   „ცრემლიანი ლოცვის ...   Nov 3 2015, 11:56 AM
marine   „მამა სოფრომთან ყო...   Nov 4 2015, 10:20 PM
marine   "ზომიერების გამო...   Nov 7 2015, 10:40 PM
marine   "ლოცვა ისეთი მდგო...   Nov 7 2015, 10:53 PM
marine   "გაერთიანდით ლოც...   Nov 14 2015, 10:29 AM
marine   "ამბამ ცხოველი სი...   Nov 18 2015, 07:01 PM
marine   "ყველა ამაო და გა...   Nov 19 2015, 12:11 PM
marine   "როცა ვინმეს სული...   Nov 19 2015, 03:02 PM
marine   "არაფერია ლოცვაზ...   Nov 19 2015, 09:09 PM
marine   "ლოცვა სათნოებათ...   Nov 21 2015, 10:16 PM
marine   "წმინდა იოანეს [კ...   Nov 27 2015, 10:17 PM
marine   "მხოლოდ ლოცვით მო...   Nov 27 2015, 10:34 PM
marine   "ლოცვის სწრაფი კი...   Nov 28 2015, 09:37 PM
marine   "როცა შენი ლოცვა ...   Dec 1 2015, 11:33 AM
marine   "რამდენჯერაც რწმ...   Dec 1 2015, 11:48 AM
marine   "ლოცვები აუჩქარე...   Dec 1 2015, 11:59 AM
marine   „ლოცვისას ნუ იჩქარ...   Dec 1 2015, 12:49 PM
marine   "ლოცვა გულისცემა...   Dec 2 2015, 11:30 AM
marine   "ლოცვისას გონები...   Dec 2 2015, 06:24 PM
marine   "საჭიროა, რომ ლოც...   Dec 2 2015, 06:55 PM
marine   „ლოცვისას ეცადე, ლ...   Dec 2 2015, 07:48 PM
marine   „ზერელე ლოცვით შენ...   Dec 2 2015, 10:43 PM
marine   „როცა მოსე ლოცვისა...   Dec 2 2015, 10:55 PM
marine   „საშინაო ლოცვა“   Dec 2 2015, 11:08 PM
marine   "ღვთისმეტყველი ი...   Dec 4 2015, 09:15 PM
marine   "დიდი ლოცვის ძალა...   Dec 4 2015, 09:37 PM
marine   "გაირკვა, რომ ლოც...   Dec 9 2015, 02:00 PM
marine   "თვით ლოცვაა სული...   Dec 9 2015, 08:41 PM
marine   "მას [უფალს] სურს, ...   Dec 10 2015, 11:32 AM
marine   "თბილი რწმენით აღ...   Dec 22 2015, 12:05 PM
marine   "მწველი ლოცვა"   Dec 22 2015, 05:20 PM
marine   "ვინც ლოცვისას სუ...   Dec 25 2015, 06:05 PM
marine   Молитва - показатель любви. ...   Dec 25 2015, 07:43 PM
marine   "მამა ხარლამპეს ე...   Dec 26 2015, 09:36 PM
marine   „ლოცვა, თუ ის წმინდ...   Dec 26 2015, 09:49 PM
marine   „ბაგეგანუხსნელად, ...   Dec 26 2015, 10:06 PM
marine   "კადნიერად ვლოცუ...   Dec 29 2015, 01:07 PM
marine   "გიხარია - ილოცე ს...   Dec 30 2015, 01:11 PM
marine   "ლოცვა, სკვნილი, მ...   Dec 31 2015, 11:36 AM
marine   "მენატრება მისი [...   Jan 4 2016, 05:15 PM
marine   "ძველად ლოცვის წი...   Jan 20 2016, 05:16 PM
marine   "საუბრის დროსაც, ...   Jan 20 2016, 09:02 PM
16 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 05:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი