IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რეფორმის წახნაგები, განათლების რეფორმა
Akaki
პოსტი Jan 21 2009, 05:43 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



სათანადო ფონტის არარსებობის გამო ვერ აღიქვამს ლიტნუსხურს

ამიტომ გთხოვთ იხილეთ თანდართული ფაილი

გმადლობთ smile.gif


---
რეფორმის წახნაგები

როგორც ცნობილია, უცვლელი მხოლოდ ის ფაქტია, რომ ყველაფერი ცვალებადია და მათ შორის, პირველყოვლისა, განათლების სისტემა, რომელიც არსებული საზოგადოების სარკე და მომავალი საზოგადოების აკვანია.

აქედან გამომდინარე, ყველა თავმოყვარე და შორსმჭვრეტელი ქვეყნის მთავარზე მთავარი საზრუნავი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა განათლების სისტემა, მისი ტრადიციული საკუთხედის თითოეული კომპონენტის – მასწავლებელი, მოსწავლე და სწავლების ორგანიზაცია.

მასწავლებელი, პედაგოგი დღესაც ახალი თაობის მატარებელია, მაგრამ ახლა უკვე, როგორც იტყვიან, “მეცნიერების ვიწრო ბილიკებზე”, რაც მეტად ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა და მაშასადამე, მასწავლებელი ისეთ მატერიალურ და სულიერ კომფორტში უნდა ვაცხოვროთ, რომ იგი მასზე მინდობილი ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულების გარდა, არაფერზე არ უნდა ფიქრობდეს.

პირველყოვლისა, დასადგენია მასწავლებლის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიონალის იდეალური მოდელი, ერთგვარი “ტერმინალები”, საითკენაც განათლების სისტემის “მატარებლები” უნდა მიისწრაფოდნენ.

სავალდებულო კი ყველა პროფესიონალისათვის, ყველა სპეციალისტისათვის მხოლოდ ერთია – თავისი საქმის ცოდნა და სიყვარული, რამეთუ კაცს თუ სამსახურში არ მიუხარია, თვითონაც ცოდვაა და სამსახურიც. მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეთა ჟრიამული და სტუდენტთა აჟიტირებული დისპუტები არ სიამოვნებს და ნერვებს უშლის, თვითონაც დატანჯულია და სასურველ პროდუქციასაც ვერ მოგვცემს.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხო ენის მასწავლებელი, რომელსაც ცოტაც არის, ენციკლოპედიური ხასიათის განათლება უნდა ჰქონდეს, რამეთუ ენა, როგორც ურთიერთობის საშუალება, ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

ასეთი განათლების მისაღებად კი, კითხვასთან ერთად, საჭიროა უცხო ენის მასწავლებელი თავისი არდადეგების მეტ ნაწილს ამ ენის მოლაპარაკე ქვეყანაში ატარებდეს.

მაგრამ რადგანაც დღეს, ჩვენი მასწავლებლობა მოკლებულია ასეთ შესაძლებლობას, განათლების სამინისტრომ ადგილზე უნდა უზრუნველჰყოს უცხო ენის მასწავლებელთა უფასო საზაფხულო საკოლების და შეღავათფასიანი დასასვენებელი ბანაკების ფუნქციონირება უცხოელ მოხალისეთა გამოყენებით.

ეჭვს არ უნდა იწვევდეს რომ აღნიშნული სამკუთხედის ცენტრალური კომპონენტი, ცენტრალური ფიგურა მოსწავლე და სტუდენტია – საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი, რომელთა აღზრდასაც დანარჩენი ორი კომპონენტი ე.ი. მასწავლებელი და სწავლების ორგანიზაცია ემსახურება.

ნიჭი, როგორც ვიცით, არ იბადება, იბადება მხოლოდ ტვინის მზაობა, “განწყობა”, პოტენციალი ამა თუ იმ ნიჭის უპირატესი განვითარებისათვის. ნებისმიერი ნიჭისა და უნარის განვითარება შეიძლება, მაგრამ ხშირად, რაც ერთისათვის ღვთით მომადლებული სტარტია, მეორისათვის იგი ის უმაღლესი ნიშნულია, რომლის იქითაც იგი ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამს.

სტვირი არ კეთდება ნებისმიერი ხისაგან, კომპოზიტორსა და პოეტს მხოლოდ კონსერვატორია და უნივერსიტეტი ვერ გაზრდის. აკი ჩვენი “უგვირგვინო მეფე” აკაკიც ბრძანებს – მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველაო.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საერთოდ, ჰუმანიტარული მიმართულების ბავშვები ბევრად სჭარბობენ “მათემატიკოსებს”.

უთუოდ დადგება დრო, როცა ემბრიონშივე დაპროგრამდება სასურველი ნიჭი, დღეს კი ის მაინც უნდა შევძლოთ რომ სათანადო ტესტების საშუალებით დროზე დავადგინოთ თითოეული ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემები, რათა არ გადავტვირთოთ, არ გავტანჯოთ და არ დავაჩლუნგოთ იგი ზედმეტი საგნებით და თავიდანვე მიზანშეწონილად წარვმართოთ მისი სწავლა-განათლების პროცესი.

ამ მიმართულებით უაღესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ეროვნული გამოცდები, რომელბიც ახდენენ რა ჩვენი მომავალი ინტელექტუალური კორპუსის სელექციას, ამით სკოლებსაც აიძულებენ ძირშივე აღკვეთონ “ჩაწყობა” და “შპარგალკა”.

სწავლების ორგანიზაციაში მოიაზრება სწავლების მიზნები და მასზე დამოკიდებული სწავლების შინაარსი, პრინციპები, მეთოდები, საშუალებები და ორგანიზაციული ფორმები.

სწავლების მიზნებს გვკარნახობს თვითონ ცხოვრება, მთავარია სწორად წავიკითხოთ ეს გამოწვევები.

სწავლების მიზნებიდან გამომდინარე და გლობალიზაცია-ინტეგრაციისათვის ფეხის ასაწყობად აუცილებელია განათლების სისტემის ყოველი საფეხურის სწავლების შინაარსი შეჯერდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და მიესადაგოს ადგილობრივ რეალობას.

მეტი პრინციპულობა გვმართებს რომ ხეჭეჭურის პატრონებმა პანტა არ შემოვისაღოთ. დაუშვებელია სწავლების პროცესიდან შეგნებულობის პრინციპის გაძევება და ამ ნიშის მექანიკური სავარჯიშოებით “ამოქოლვა”. მოსწავლეს და მითუმეტეს სტუდენტს მარტო ის კი არ უნდა ვასწავლოთ, თუ რა როგორაა, არამედ და უმთავრესად ის თუ რატომ არისე ეს ასე და როგორია მისი განვითარების ტენდენცია, რამეთუ “აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.Y

იგივე უნდა ითქვას მეთოდზე. ჩვენთან მოქმედი სწავლების სლავური მეთოდიკა ცუდი რომ ყოფილიყო, რუსეთს და თუნდაც საქართველოს ამხელა დიაპაზონის სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი არ ექნებოდა.

ნაბანი წყალი, რა თქმა უნდა, უნდა გადავაქციოთ, მაგრამ ბუნებრივია უნდა შევინარჩუნოთ ბავშვი და მას ახალი, წმინდა წყალიც გადავავლოთ.

სწავლების მთავარი საშუალება ოდითგანვე სახელმძღვანელოა, რომელშიც სწავლების შინაარსია განთავსებული.

დღეს შესაქმნელია თამაშობებზე დაფუძნებული ინტერაქტიული სწავლების სახელმძღვანელოები უფროსკლასელთათვის და სტუდენტებისათვის კი – “თვითმასწავლებლები”, რომლებიც მოხსნიან ახსნას და ლექციას და მოსწავლესა და სტუდენტს გადაიყვანენ წიგნზე დამოუკიდბელად მუშაობის და ცოდნის თავისით მოპოვების რეჟიმში, რა შემთხვევაშიც მათ ერთი სული ექნებათ როდის მივიდნენ სკოლაში და უნივერსიტეტში და თანატოლებს გაეჯიბრონ, თანაც შეამოწმონ და შეაფასონ თავისი თავი.

უცხო ენის სასკოლო კომპლექტში აუცილებლად უნდა შედიოდეს ენის მატარებელთა მეტყველების ფონოგრამები – საყოფაცხოვრებო ხასიათის დიალოგები, მეზღაპრეთა ზღაპრები, დეკლამირებული ლექსები და სიმღერები და ყველაფერი ეს თავისი გრაფიკული ტექსტების თანხლებით.

უცხო ენის ფაკულტეტის სტუდენტი, პირველ ხანებში წინასწარ ანალიზურად უნდა გადიოდეს იმ მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებსაც იგი შემდეგ რამდენიმეჯერ ნახავს ეკრანზე და ზეპირად დაიმახსოვრებს მისთვის საჭირო და საინტერესო ადგილებს.

ბავშვის აღზრდა მართლაც აკვნიდან იწყება, მაგრამ ოჯახის არასათანადო პირობებისა და განათლებულობის გამო, ზოგჯერ ბავშვის ფსიქიკა, ყოფაქცევა და მეტყველება ისე მახინჯდება რომ ამ “შტამპების” წაშლა-გასწორებას ბაღი და სკოლა ძნელად თუ ახერხებს.

ამიტომ ბავშვის ოჯახური სწავლა-განათლება და აღზრდა უნისონში რომ იყოს ბაღისა და სკოლის სტანდარტებთან, საჭიროა დაიწეროს და ყველა დედას მიეყიდოს ან საჩუქრად გადაეცეს ბავშვის მოვლის, კვების, აღზრდისა და საწყისი სწავლება-განათლების პოპულარული ენციკლოპედია.

თუმცა მარტო წიგნებით, თუნდაც კარგი, ძირითადი და სახალისო დამხმარე სახელმძღვანელოებით შორს ვერ წავალთ თუ მათ სულ უფრო მეტად არ წავაშველეთ თანამედროვე მდიდარი ტექნიკური საშუალებები – მაგნიტოფონი, კომპიუტერი, კინო, სპეციალური სასწავლებო-სააღმზრდელო ტელეარხი და რადიო.

მოკლედ, განათლების სისტემა უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური, მაღალზნეობრივი და მაღალანაზღაურებადი კადრებით და აღიჭურვოს მეცნიერულად და პედაგოგიურად სრულყოფილი სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლებო-სააღმზრდელო საშუალებებით, რათა ბაღის აღსაზრდელს, სკოლის მოსწავლეს და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს მიუხაროდეს თავის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში.

სწავლების ძირითადი ორგანიზაციული ფორმა სკოლაში გაკვეთილია, უმაღლეს სასწავლებელში კი – ლექცია და სემინარი.E

დროა წარსულს ჩაბარდეს მონოლოგური და “გადმოგიყარე-გადმომიყარე” გაკვეთილები. გაკვეთილი უნდა იქცეს მოსწავლეთა ცოდნის სისტემაში მოყვანის და მათი სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვის სასიამოვნო ატმოსფეროს საამქროდ, სადაც მასწავლებელს თანდათან მხოლოდ დირიჟორის და მონიტორ-კორექტორის ფუნქცია დარჩება.

როცა მოსწავლისა და სტუდენტის ტვინი დასაქმებულია და მას ეს საქმე გამოსდის, დისციპლინის პრობლემა მოიხსნება.

დრომოჭმული ანაქრონიზმია ლექცია, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, ცოდნის ათვისების მხოლოდ საწყისი ეტაპია, სტუდენტის დროის ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს კი ნთქავს. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

ჩემი წინადადებაა – უარყოფილ იქნას სალექციო მეცადინეობა, რაც კათედრებისათვის საჭირო ხის მასალასაც დაზოგავს და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წიგნებად და კასეტებად გამოიცეს და ინტერნეტში განთავსდეს განახლებული, ინფორმაციულად გაჯერებული და ლოგიკურად და ენობრივად გამართული სხვადასხვა ავტორთა ლექციების კურსები არსობრივი კითხვარებითურთ, რომელთაც სტუდენტი შინ, მყუდრო ატმოსფეროში გაეცნობა და დაამუშავებს, ცოდნის სისტემაში მოყვანა და ათვისება კი მოხდება სემინარულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მსჯელობა-კამათისა და სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით. გამოსაშვებ გამოცდებს კათედრებთან ერთად უნდა იბარებდნენ დარგის მოწვეული ექსპერტებიც.

რა ახალი სახელიც არ უნდა დავარქვათ კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობას სკოლაში და მათ ბადალ ღონისძიებებს უმაღლეს სასწავლებელში, ისინი აუცილებლად უნდა გამოვაცოცხლოთ და სრულვყოთ რათა “სწავლა ძირშივე გატკბილდეს”.

თუ არა უცხოეთისა და ტრადიციის ზეგავლენა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ დეკანატი, როგორც ასეთი, განათლების სისტემის სრულიად ზედმეტი რგოლია, და მისი ფუნქციები უნდა დაეკისროს მაპროფილებელ კათედრებს, რომლებიც სწორედ პასუხისმგებელი არიან სასწავლო პროცესის შედეგებზე.

და ბოლოს, ჩემი აზრით, აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების სისტემის ინტეგრაცია, როგორც ამ ორივე სფეროს წარმატებული განვითარების საწინდარი.

სამეცნიერო კვლევებში სტუდენტის აქტიური მონაწილეობა მისი მაღაკლკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა და ეს “შეჯვარება” დიდად წაადგება მეცნიერსაც, რომლისთვისაც სტუდენტთა აუდიტორია მისი იდეების სასინჯ ლაბორატორიად და მათი ხორცშესხმის მაორგანიზებელ სტიმულატორად იქცევა.

სახელდობრ, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე უნდა დაარსდეს ენათა კვლევისა და სწავლების ცენტრი, ბოტანიკისა და ზოოლოგიის ინსტიტუტებისა და შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე – ბიოლოგიის კვლევისა და სწავლების ცენტრი, სოფლის მეურნეობის აკადემიისა და აგრარული და სუბტროპიკული (აკადემიისა) უნივერსიტეტების ბაზაზე – სოფლის მეურნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე – მსოფლიომცოდნეობის კვლევისა და სწავლების ცენტრი, ჯერ მხოლოდ დასავლეთმცოდნეობისა და აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებებით

პატივისცემით აკაკი მუმლაძე
პედაგოგი


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია k@the: Jan 22 2009, 03:20 PM


მიმაგრებული ფაილ(ებ)ი
მიმაგრებული ფაილი  reformis_zaxnagebi.doc ( 50კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 641
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Jan 22 2009, 12:23 AM
პოსტი #2


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



Akaki
ვისი დაწერილია ეს ყველაფერი? რა აზრს ავითარებს თემი ავტორი და ა.შ...

იქნებ მოგვახსენო? smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Akaki
პოსტი Jan 22 2009, 12:34 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



ვისი დაწერილია? ჩემიsmile.gif

სტუდენტებთან უთიერთობის წლების სტაჟი მაქვს და აქედან გამომდინარე გაგაცანით ჩემი მოსაზრებები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 22 2009, 04:51 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა
განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხო ენის მასწავლებელი,

უცხო ენების სპეციალისტი ბრძანდებით?

ციტატა
უთუოდ დადგება დრო, როცა ემბრიონშივე დაპროგრამდება სასურველი ნიჭი

ეს ინფორმაცია საიდან?

ციტატა
დრომოჭმული ანაქრონიზმია ლექცია, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, ცოდნის ათვისების მხოლოდ საწყისი ეტაპია, სტუდენტის დროის ბიუჯეტის უმთავრეს ნაწილს კი ნთქავს. მოკლედ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს.

ჩემი წინადადებაა – უარყოფილ იქნას სალექციო მეცადინეობა, რაც კათედრებისათვის საჭირო ხის მასალასაც დაზოგავს და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ წიგნებად და კასეტებად გამოიცეს და ინტერნეტში განთავსდეს განახლებული, ინფორმაციულად გაჯერებული და ლოგიკურად და ენობრივად გამართული სხვადასხვა ავტორთა ლექციების კურსები არსობრივი კითხვარებითურთ, რომელთაც სტუდენტი შინ, მყუდრო ატმოსფეროში გაეცნობა და დაამუშავებს, ცოდნის სისტემაში მოყვანა და ათვისება კი მოხდება სემინარულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე მსჯელობა-კამათისა და სათანადო სავარჯიშოების მეშვეობით. გამოსაშვებ გამოცდებს კათედრებთან ერთად უნდა იბარებდნენ დარგის მოწვეული ექსპერტებიც.


ხის მასალა პრაქტიკულ მეცადინეობებისათვის საჭირო არაა?
ლექციას მეტი დატვირთვა არ აქვს? ანუ რა საჭიროა ამდენი პროფესორი ლექტორი, 1 წიგნი საკმარისია და დანარჩენი მხოლოდ პრაქტიკულის მასწავლებლის საქმეა?

ციტატა
და ბოლოს, ჩემი აზრით, აუცილებელია მეცნიერებისა და განათლების სისტემის ინტეგრაცია, როგორც ამ ორივე სფეროს წარმატებული განვითარების საწინდარი.

რომელ ინტეგრაციაზე საუბრობთ, თუ თქვენი წინადადებით, უნივერსიტეტში ლექციების წამკითხავი ლექტორი არაა საჭირო?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jan 24 2009, 01:22 PM
პოსტი #5


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



უკაცრავად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გერმანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ექსპერიმენტის შესახებ მოისმინეთ. ამ რამოდენიმე დღის წინ უყურე გადაცემას, ექსპერიმენტი შემდეგში მდგომარეობდა: მთელი ლექცია ჩაწერილი იყო დიკტაფონზე ან დისკებზე და აუდიტორიაში შეეძლო სტუდენტს მოესმინა ხმა პროფესორის, რომელიც ლექციას კითხულობდა.ან საერთოდ არ დასწრებოდა ლექცია, შეეძინა დისკი
და სახლში მოესმინა.

მინდა გითხრათ რომ საკმაოდ უარყოფითი შეფასება მიიღო ამ ექსპერიმენტმა , როგორც სტუდენტების უმრავლესობის, ასევე პროფოსორთა უმრავლესობის მხრიდან.

თუმცა არსებობს ე.წ. Fernstudium (დისტანციური სწავლებაც), თუმცა საქართველოს სტუდენტებისთვის საკმაოდ მიუღებელად მიმაჩნია.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Akaki
პოსტი Jan 26 2009, 02:11 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



k@the გმადლობთ გამოხმაურებისათვის

ციტატა
უცხო ენების სპეციალისტი ბრძანდებით?


დიახ, ვარ, უფრო სწორად ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი.

ციტატა
ციტატა
უთუოდ დადგება დრო, როცა ემბრიონშივე დაპროგრამდება სასურველი ნიჭი

ეს ინფორმაცია საიდან?


ეს რა თქმა უნდა ჯერ მხოლოდ ჰოპოთეზაა, მაგამ როდესაც "ხალიჩები" უკვე კოსმოსში დაფინავენ; როცა კილომეტრებზე არა მხოლოდ ვლაპარაკობთ, არამედ კიდევაც ვხედავთ; როცა ადამიანი უკვე "გამოგვყავს" სინჯარაში და ა.შ., არაფერი არ უდგას წინ - თუმცა შორეულ მომავალში - დაპროგრამდეს როგოც სქესი, ისე ნიჭი - უფრო სწორად ტვინის მზაობა ამა თუ იმ ნიჭის უპირატესი განვითარებისათვის.

ციტატა
ხის მასალა პრაქტიკულ მეცადინეობებისათვის საჭირო არაა?
ლექციას მეტი დატვირთვა არ აქვს? ანუ რა საჭიროა ამდენი პროფესორი ლექტორი, 1 წიგნი საკმარისია და დანარჩენი მხოლოდ პრაქტიკულის მასწავლებლის საქმეა?


"ხის მასალაში" იგულისხმება კათედრები, რომლებიც როგორც ჯებირი მასწავლებელსა და აუდიტორიას შორის უნდა მოიშალოს, და მასწავლებელი - რაგინდ რანგის არ უნდა იყოს იგი, აუდიტორიაში უნდა იყოს არა მხოლოდ ზედამხედველი, არამედ აქ მიმდინარე პროცესების ისეთივე თანამონაწილე როგორც მთელი აუდიტორია.
დიაღ, ლექციის დაიშულებაა აუდიტორიისათვის შესასწავლი მასალის გაცნობა და აუდიტორიის მიერ ამ მასალის გააზრება, გაცნობიერება, ხოლო ამ მასალის დამახსოვრებისა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების ფორმიებისათვის აუცილებელია სწოედ სემინარული და პრაქტიკული მეცადინეობა, რომლებსაც სწოედ უნდა ატარებდნენ პროფესოები, აკადემიკოსები და ამა თუ იმ დარგის ექსპერტები. თორემ გამოვა, რომ ლექციების ასე თუ ისე მოსმენის შემდეგ, სტუდენტი მხოლოდ გამოცდის წინ ჩაუჯდება საგნის მომზადებას და, როგორც ბატონი ნოდარ დუმბაძე წერს, დაჩუტული ბურთივით გამოვა გამოცდებიდან.

ციტატა
რომელ ინტეგრაციაზე საუბრობთ, თუ თქვენი წინადადებით, უნივერსიტეტში ლექციების წამკითხავი ლექტორი არაა საჭირო?


აღნიშული ინტეგრაცია სწორედ იმიტომაა შემოთავაზებული, რომ მეცნიერი თავის კვლევით საქმიანობაში სტუდეტებსაც ჩართავდეს, რაც ორივე მხარისათვის იქნება საიტერესო და შედეგიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Akaki
პოსტი Jan 26 2009, 02:37 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



iako ამ ექსპერიმენტზე არაფერი მსმენია. ჩემს მიერ შემოთავაზებული კი ცოტა უფრო მეტს მოიცავს ვიდრე მხოლოდ დისკების მოსმენაა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 26 2009, 02:46 PM
პოსტი #8


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Akaki

არაფრის, ადვილი მისახვედრი იყო, რომ თქვენ სწორედ უცხო ენის სპეციალისტი ბრძანდებით.

თქვენი, სქემის მიხედვით, მაშინ აღარ ყოფილა საჭირო ისტორიის ფაკულტეტი, დაინიშნოს მხოლოდ გამოცდები და სტუდენტებს მიეთითოთ მასალა, საიდანაც ამ გამოცდისათვის უნდა მოემზადონ.

აღარ მივყვები რიგრიგობით ჩამოთვლას.

ასევე მათემატიკის შემთხვევაში, ლექცია და პრაქტიკული მეცადინეობის სინთეზი უმნიშვნელოვანესია და ერთი რგოლის ამოგდება, არ გულისხმობს არანაირად პროცესის ოპტიმიზაციას და შედეგის გაუმჯობესებას.

ლექციის მიზანია, არა მხოლოდ გააცნოს სტუდენტს მასალა, არამედ ასწავლოს მეთოდი, როგორ უნდა მიუდგეს სტუდენტი საკითხს თეორიის სწავლისას. ასწავლოს, თუ როგორ ხდება ამ ასათვისებელი მასალის გაგება და გაანალიზება. გაუღვივოს ინტერესი ამ თეორიული მასალის გაცნობისა და არა მხოლოდ საჭირო ფორმულების სწავლისა, რაც პრაქტიკულ მეცადინეობებისთვის იქნება აუცილებელი. მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობებით ამას ვერ გადაჭრით. ასეთი რამ ტექნიკური სპეციალობებისათვის აბსურდია. მაშინ თქვით, რომ თქვენი მოდელი ვიწრო არეალს მოიცავს, სადაც მისი განხორციელება შესაძლებლად მიგაჩნიათ და ნუ განზოგადდებით იმ სფეროებზე, სადაც ვერ ერკვევით სწავლების საფუძვლებში და სწავლების მეთოდების არსებითობაში.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Akaki
პოსტი Jan 28 2009, 03:01 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



ვთვლი, რომ ჩემი მოდელი არა მხოლოდ ენის სწავლების, არამედ თუნდაც თქვენს მიერ ხსენებული ისტორიისა და მათემატიკის, ისევე როგორც სხვა საგნების სწავლებისათვისაც გამოდგება.

ის, რასაც თქვენ ლექციის პრეროგატივად მიიჩნევთ - მეთოდის, მიდგომის სწავლება სწორედ შემოთავაზებული სახელმძღვანელოებით უნდა მიეწოდოს, რადგან ამაზე დროის ფლანგვა აუდიტორიაში არ ღირს. ხოლო რაც შეეხება, მასალის შემდგომ გაგება-გაანალიზებასა თუ აზრთა ჭიდილსა და განვითარებას - სწორედ ამას უნდა მიეძღვნას პრაქტიკული მეცადინეობები და პროფესორის, ლექტორისა თუ ექსპერტის მთელი ძალისხმევაც ამისკენ უნდა იქნას მიმართული






User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jan 28 2009, 03:19 PM
პოსტი #10


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მე არ ვთვლი, რომ ეს "დროის ფლანგვაა".

მესმის, რომ თქვენ ალბათ გამოსცადეთ ასეთი სახის მეცადინეობები ენის სწავლებისათვის, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, ეს არ გამოდგება მათემატიკისთვის.

პრაქტიკული მეცადინეობა, ვერასოდეს ვერ ჩაენაცვლება ლექციას. პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ვერ მოხდება სრული თეორიული კურსის დაფარვა. არის საკითხები, რაც პრაქტიკულ მეცადინეობაზე ვერ განიხილება. წიგნი, ვერასოდეს შეცვლის ადამიანს. თვითონ ადამიანი (სტუდენტი) ვერ მიიღებს მას, მითუმეტეს როცა წიგნთან მუშაობა ჯერ არ უსწავლია.
აი, ერთხელ უნივერსიტეტდამთავრებულს, რომელმაც იცის, როგორ დაამუშაოს მასალა და როგორ მიუდგეს თეორიას, წიგნს, უკვე შეუძლია საკუთარ სამეცნიერო ინტერესს ( თუ მას ასეთი გაუჩნდა), დამოუკიდებელი გასაქანი მისცეს.

თქვენი მოდელის შემთხვევაში, მათემატიკაში უბრალოდ აღარ გაიზრდებიან თეორეტიკოსები, იქნებიან მხოლოდ პრაქტიკოსები, შეზღუდულად და ფორმულებით მოაზროვნენი. საერთოდაც იკლებს კურსდამთავრებულთა რიცხვი, რადგან ვთვლი რომ ამით სახელწიფო "ხელს იბანს" ბავშვის თეორიული ბაზისის შექმნისაგან და სწავლების მთელი ტვირთი სტუდენტს აწვება. დროის განაწილება იქნება ეს თუ წიგნთან მუშაობის მეთოდები. მე, ასე გასაწირად არ მემეტებიან სტუდენტები, მხოლოდ "ხის მასალის" ოპტიმიზაციის მიზნით.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Akaki
პოსტი Feb 2 2009, 06:46 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 14-June 07
წევრი № 2,188



ქალბატონო k@the, თუ ჩემს ნათქვამს დააკვირდებით, აუცილებლად მოხვალთ იმის გაგებაში, რომ მე არ ვაიგივებ წიგნსა და პროფესორს. წიგნი ენაცვლება არა პროფესორს, არამედ ლექციას, უფრო სწორად, იგი დაბეჭდილი ლექციაა - უფრო ვრცელი და სრულფასოვანი, ვიდრე სტუდენტის მიერ აუდიტორიაში "ნაცოდვილარი" კონსპექტი, რომელიც იწერება ძნელადშეთავსებად, სამსაფეხურიან რეჟიმში: მოსმენა-გაგება-გააზრება-ფიქსაცია.
რაც შეეხება ცოდნის სისტემაში მოყვანას, მის ათვისება-გათავისებას და მისი თეორიასა თუ პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ფორმირებას, ამას ვერავითარი ვერც "ცოცხალი" და ვერც დაბეჭდილი ლექცია ვერ უზრუნველჰყოფს; ამისათვის საჭიროა ასათვისებელი მასალის მრავალჯერადი და მრავალმხრივი გატარება ცნობიერებაში, რაც მხოლოდ სემინარული და პრაქტიკული მეცადინეობის საქმეა.
მაშასადამე, რადგანაც წიგნი მხოლოდ დაბეჭდილი ლექცია და ახსნაა, ცოდნისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისების სიმძიმე კი მხოლოდ აუდიტორიას აკისრია, ამ განზოგადოებიდან არც ტექნიკური საგნები და მითუმეტეს არც ქართული და ისტორია არ "გამოინაკლისება"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:45 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი