IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

190 გვერდი V « < 188 189 190  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი გუშინ, 12:49 PM
პოსტი #3781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,711
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ამგვარად, თუკი შენ, მონაზონო, რომელმაც დატოვე წუთისოფელი, მიწიერი საგნები და ანგელოზებრივი სახე შეიმოსე, გსურს, რომ შენი სული ღირსი გახდეს მადლისა და საღვთო ნუგეშისა, გულმოდგინედ ეცადე, გონისმიერი ლოცვით შეიძინო სწავლება შენს გულში და იზრუნე, რამდენადაც შეგიძლია, რომ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელი, მადლით სავსე და მანუგეშებელი, დაიწეროს და აღიბეჭდოს შენს გულზე. მაშინ წმინდა ანგელოზები შენ სიყვარულით და მოწიწებით მოგეპყრობიან, რადგან ისინი, ვინც თაყვანს სცემს იესო ქრისტეს სახელს, პატივს მიაგებენ და ეთაყვანებიან იმ ადგილსაც, რომელზეც დაწერილია ქრისტეს სახელი“.

„გსურს, მონაზონო, გაიგო, როგორია აღქმადი მკვიდრობა უფლის წმინდანებისა და როგორ ნაყრდებიან უფლით? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი დღეს, 12:05 PM
პოსტი #3782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 53,711
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მე ღმერთის არ მწამდა. როცა ჯარში გამიწვიეს, დედაჩემმა, რომელიც ხშირად დადიოდა ტაძარში და ლოცულობდა ჩემთვის, მომცა ფურცელი ზედ დაწერილი ლოცვით და მითხრა: - „შვილო, დაე, ეს ყოველთვის შენთან იყოს“. შემდგომში გავიგე, რომ ეს იყო 90-ე ფსალმუნი.

მე მომიწია მსახურება სადესანტო დანაყოფში. ჯარში აკრძალული იყო ჯიბეებში რაიმე ზედმეტის შენახვა. ამიტომ ეს ლოცვა ჩემი ფორმის მარცხენა მხარესთან ჩავაკერე.

და აი, მომიწია პარაშუტით პირველი გადახტომა. არასდროს დამავიწყდება ის განცდა, როცა ჰაერის უფსკრულში ჩაძირულმა გამოვკარი პარაშუტის რგოლს ხელი და... ის არ გაიხსნა. უმალ გამოვკარი სათადარიგო პარაშუტის რგოლს და არც ის გაიხსნა. მიწა გამალებით მიახლოვდებოდა. ამ წამების განმავლობაში მე, რასაკვირველია, ვერ ამოვიღებდი ფორმაში ჩაკერებულ ლოცვას და ვერ წავიკითხავდი, ამიტომ მხოლოდ დავირტყი ხელი მხარზე იმ ადგილზე, სადაც ლოცვა იყო ჩასმული და დავიყვირე: „უფალო, გადამარჩინე!“

ჩემი ხელის დატყაპუნების საპასუხოდ გავიგე პარაშუტის დატყაპუნების ხმა - ის გაიხსნა!

ამას მოჰყვა მეთაურთა და მეგობართა გამოკითხვები, დედის სიხარული და ცრემლები, მაგრამ მანამ, სანამ მიწაზე დავეშვებოდი, უკვე მიცემული მქონდა პირობა, რომ სემინარიაში ჩავაბარებდი.

შემდგომში მე დავამთავრე სემინარია და წავედი მონასტერში. ეხლა ვარ მღვდელ-მონაზონი“.



„გსურს, მონაზონო, რომ შენი ლოცვით ჯოჯოხეთს გამოჰგლიჯო ტანჯული სული? გონისმიერად და გამუდმებით ევედრე ქრისტეს საკუთარი გულის სიღრმიდან ტკივილამდე“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

190 გვერდი V « < 188 189 190
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st March 2023 - 12:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი