თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ გონება ადამიანისა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 07:09 PM

"გონებით ამაღლებული ყველას აღემატება".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 06:11 PM

"ცოდვები, რომლებიც გონებას აზრებით უკაკუნებენ"

„როგორც გემი ვერ გაცურავს წლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის სხენების გარეშე“.

/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:35 PM

"გამუდმებით იმეორეთ: "უფალო იესო ქრისტე, განანათლე ჩემი გონება", რათა დაინახოთ, რა უნდა თქვათ და რა იფიქროთ".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:54 AM

"გონება-წრფელო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:39 AM

"საკუთარი თავის მორჩილებისთვის მიმძღვნელი გონება ნათელხილული ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:39 AM

"ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი მტრულ აზრს შენიშნავ, მაშინვე წინ აღუდექი მას და ამასთან ერთად, მსწრაფლ მოუხმე იესო ქრისტეს სახელს დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს მოწოდებაზე გიპასუხებს: "აი, მე შენთან ვარ, რათა მოგეშველო".

/ფილოთეოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 08:58 PM

"მაწამებს ფიქრის აბლაბუდები"

/გულნაზ ხარაიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 10:14 AM

"აზრმშვენიერი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 10:09 AM

"აზროვნება დიქტატურის მტერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:32 AM

"კეთილგონიერება ნიჭთა ნიჭია, ნეტარებათა მშობელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:15 PM

"გონის საცდური გონებითი ამპარტავნებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2017, 10:45 AM

"რანი ვიყავით და რანი დავრჩით? ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერად. ნუ ვიქნებით იმ კაცივით, ღმერთი რომ მადლს აძლევს, ის კი მიწაში ფლავს. ღმერთმა მოგვცა ღვთიური ინტელექტი და ამას ნუ მოვკლავთ, პირიქით, გამოვიყენოთ ღვთის ნიჭი და არ დავამიწოთ ჩვენი გონება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:25 PM

"ისიქია არის საკუთარ არსში გონების ჩამოზიდვა და მოკრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 09:46 PM

"გონების სურვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:06 AM

"ბევრი ქურდი გამოჩნდა ჩვენთან. ისინი კი არა, ჯიბეში რომ ძვრებიან ან სახლებს ძარცვავენ, არა, ეს ქურდები უფრო ბოროტები და საშიშები არიან. ისინი პიჯაკებით მოდიან ჩვენთან, მაღალფარდოვან ფრაზებს ამბობენ და ბოლოს ყველაზე მთავარს გვპარავენ - რწმენას.

როცა კაცს რწმენას მოპარავენ, ის თავის მასწავლებელს ეკითხება: "ეხლა როგორ ვიცხოვრო?" ისინი პასუხობენ: "იცხოვრეთ გონებით". ხოლო გონება კი, როგორც ცნობილია, რწმენის გარეშე ყოველთვის კარგი მრჩეველი არ არის, და კაცი იწყებს თავისი ხორცის სურვილების მიყოლას და უფრო და უფრო ქვემოთ ეცემა".

/წმ. ბარსანოფი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:49 PM

"იმიტომაც გაძნელდა ცხოვრება, რომ ადამიანებმა ის თავიანთი ჭკვიანობებით დახლართეს, რომ დასახმარებლად ღვთის ნაცვლად საკუთარ ჭკუას მიმართავენ და მხოლოდ მას ეყრდნობიან".

/წმ. ანატოლი ოპტელი (პოტაპოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:05 PM

"გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ადამიანი რამდენიმე წუთსაც კი ვერ ძლებს, რომ გონებით არ სცოდოს, რაიც ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 09:55 AM

"გონების თვალებზე გადაკრული ბინდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 11:12 AM

"ზესთაგონიერი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:45 PM

"ეკლესიის წიაღში ადამიანის გონება ფერისცვალებას განიცდის - ქრისტესმიერი ცხოვრება უწინარეს ყოვლისა "გონების განახლებას", მის განწმენდას და ხელახლა შობას გულისხმობს".

"გონი გამინათდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 10:33 PM

"ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იწყება. არ არსებობს ისეთ ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი. მაშასადამე, გადარჩენის წმინდა მიზანი ამ გონიერი საწყისის კეთილად დაცვით მიიღწევა".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:58 PM

"როდესაც გონება ღვთის მადლის ტყვეობაშია, სასწაულს სასწაული მოსდევს და ღვთისშეცნობის თვალისმომჭრელი ნათლის წინ გაოგნებული დგახარ".

/არქიმანდრიტი ეფრე მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:27 PM

"ჩემო ერთგულო მფარველო ანგელოზო, გაამდიდრე ჩემი გონება წმინდა ფიქრების მრავალფეროვნებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 11:01 AM

"ვერავინ შეიძენს სუფთა გონებას მღვიძარების, თავშეკავებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 01:23 PM

"ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ არა ცოდნისკენ, არამედ უცოდინრობისკენ. ცოდნა ტვინს უხანგრძლივებს სიცოცხლეს. შევხედოთ ჩვენს თავს, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჩვენი ტვინი რამდენ საათს მუშაობს? 95% ნევრიულობაზე მუშაობს ჩვენი ტვინი, მხოლოდ შოვნაზე მუშაობს. ეს კლავს ტვინს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 07:45 PM

"სახიერი ღმერთი ადამიანის გონებას განუწყვეტლივ აწვდის კეთილ სურვილებს, ხან გონებას უნათებს, ხან ნუგეშს უგზავნის სხვების მეშვეობით, ხან კი რაიმე ნიშანს აძლევს.

მისი სახიერება ყოველი საშუალებით ცდილობს, დაეხმაროს ადამიანს, მივიდეს მასთან და იხსნას იგი...

ზოგჯერ რომელიმე მოძღვარს მოუვლენს, რომელსაც რჩევა-დარიგების ნიჭი აქვს. ხან რომელიმე ანგელოზის მეშვეობით განანათლებს, ხან კეთილ ზრახვას შთააგონებს ან ღვთიური სასოებით გამსჭვალავს".

/წმ. ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:19 AM

"ჩვენ ხშირად გონებით უფრო ვცოდავთ, ვიდრე საქმით. დამბადებელმა იცოდა, რომ უმეტესნი ცოდვანი გონებით აღესრულებიან, ამიტომ პირველად გონების განწმენდისაკენ მოგვიწოდა."

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:10 PM

"ყველა პატიოსანმა ადამიანმა უნდა თქვას: "მწამს ღმერთი, ესე იგი ვარსებობ", რადგან ღმერთის გარეშე არც ჩვენ ვიქნებოდით, არც ჩვენი აზროვნების ობიექტი და არც ჩვენი აზროვნების აპარატი (ტვინი)"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 07:57 PM

"გონება უმშვიდდებოდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 06:47 PM

"თვითონ ადამიანის გონი წმინდა სამების ხატია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 06:45 PM

"მშვენიერია ცრემლები და სულთქმანი; გონება, რომელიც საზრდოობს საღმრთო იმედებით"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 11:48 AM

"რაც თვალია სხეულისთვის, იგივეა გონება სულისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:42 PM

"ადამიანის გონება, გულისყური მუდამ ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული, მიენდოს უფალს, სჯეროდეს მისი, რათა მასში აყვავდეს ყოველივე, რაც სათნოეყოფა უფალს და მის სულს."

/მამა დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2018, 08:47 PM

"გონება ისეთი რამეა, რომელიც განუწყვეტლივ უნდა აკონტროლო. დიდი მონდომება და ღვაწლია საჭირო, რომ ადამიანმა გონება გარედან შემოსული, ანუ ეშმაკისგან მოწოდებული აზრებისგან დაიცვას".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2018, 11:41 AM

"ნეტარია ის, ვისი გონებაც უფალშია დავანებული... ნეტარია ის და ბედნიერი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:22 PM

"გონება ჯოჯოხეთში ამყოფე და სასო არ წარიკვეთო".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2018, 04:06 PM

"შენი გონება იესო ქრისტეს ხსოვნას მიაჯაჭვე და ის შენთვის გახდება ყველაფერი: სიხარული და მშვიდობა, მწუხარება და ცხოველსმყოფელი ცრემლები, რომლებიც შენს სულს თოვლზე უფრო თეთრსა და ღრუბელზე უფრო მსუბუქს გახდის".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:00 PM

"ჩვევად მქონდა, რომ თავისუფლად არ მიმეშვა ყურადღება და ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს, კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სისუფთავე მქონოდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:32 PM

"თუმცა მე შრომის დროსაც არ ვტოვებდი გონებას უქმად, სულ ვწვრთნიდი. უფრო სწორად, კი არ ვწვრთნიდი, ეს იყო ჩემი ტრფიალება. როგორ აგიხსნათ... ისე ვიყავი, როგორც შეყვარებული გოგონა, რომელსაც ავადმყოფობისას სულ სატრფოს ფიქრი უტრიალებს გონებაში. მეც ასეთივე ტრფიალება და თავდადება მქონდა ჩემი სატრფოს, ქრისტეს მიმართ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 09:26 PM

"გონება მუდამ ღვთისკენ გქონდეთ მიმართული. შეიყვარეთ ლოცვა - უფალთან საუბარი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:38 PM

"გონებასა და გულში მუდამ ქრისტე გყავდეს, თუნდაც სხვა რამეს აკეთებდე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 04:19 PM

"ჰეგელი ამბობს, ადამიანს გონება იმიტომ მიეცა, რომ გაარღვიოს ადამიანი და შეწვდეს იმას, რასაც ჩვეულებრივი გონება ვერ მიწვდება"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2020, 09:33 PM

"გონება გატაცებული გვაქვს ქვეყნიურ, ამსოფლიურ ანგარიშებით"

/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2020, 06:57 PM

"ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს"

/ჰილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2020, 09:46 PM

"გონების უპირველესი საქმე - გულისხმიერი ლოცვაა. ლოცვა არის გონების უფალთან ამაღლება"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2020, 08:55 PM

"[პიროვნება] რაც უფრო განწმენდილი და მაღალი სულიერების არის, მით მეტად უჩნდება ღვთიური იდეები და აზრები. ასეთ დროს სულიწმინდის მადლი წმენდს ადამიანის გონებას და აჯანსაღებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 04:05 PM

"იცოდეთ, სხეულის შებოჭვა ცოდვას თოკავს და გონებას ათავისუფლებს, რომელიც ღვთიურ სამყოფელში აიჭრება და ანგელოზების გვერდით ხარობს"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 06:11 PM

"სულის ყველაზე ძლიერი ენერგია, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს, არის გონება. გონება სულის სარკმელია. მისი დახმარებით ადამიანი წარმოსახვით ყველგან მოგზაურობს. როგორც თვალებით ხედავს ირგვლივ ყველაფერს, ასევე გონებით ჭვრეტს წარმოსახვით სამყაროს"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 04:15 PM

"ოცნება - ეს გონების საცდურია"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:43 PM

"გონება ხედავს ყველაფერს, იმასაც კი, რაც ზეცაშია; და არაფერი ბინდავს მას, თუ არა ცოდვა. მისთვის კი, ვინც წმინდაა, არაფერია გონებით მიწვდომელი"

/ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 10:01 PM

"ფსიქოლოგიაში არსებობს რენოს კანონი, რომლის თანახმად ადამიანის მეხსიერება ბოლოდან თავისუფლდება: მას შეიძლება არ ახსოვდეს სამი დღის წინანდელი ამბავი, მაგრამ თავის ახალგაზრდობას ძალიან კარგად იხსენებდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 02:40 PM

"არ არსებობს უფრო დიდი საქმე, ვიდრე ადამიანთა გონების განათლება და მათთვის სწორი სულიერი ხელმძღვანელობის გაწევაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:31 PM

"ხანდახან გულით ნაგრძნობს უფორ ენდე, ვიდრე გონებით განსჯილს!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:18 PM

"წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი გვასწავლის, გონება დიდი საჩუქარია ადამიანისათვის, მაგრამ იგი ხშირად ხდება მიზეზი მისი ყველაზე დიდი დაცემისაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2020, 09:53 PM

"სულში არსებული ვნებებისგან წარმოქმნილი აზრები ებრძვიან გონებას და ცოდვისკენ მიდიან. გონება რომ დამარცხდება ამ ბრძოლაში, ბოროტი აზრი ცოდვის ჩადენას გაააზრებინებს და შემდეგ უკვე ჩაადენინებს. ამის შემდეგ სული დაცარიელდება ბოროტი აზრებით და ეშმაკი სცილდება მას, მაგრამ მასში ცოდვის კერპი რჩება. ამ კერპს კი თუ არ დაანგრევს მუდმივი წრფელი სინანული, მაშინ ადამიანის სულიერი ორგანიზმი მძიმედ სნეულდება."

/წმ.მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 10:20 PM

"სრულყოფილი მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც მისი გონება მთლიანად უფლისკენ არის მიმართული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 02:59 PM

"ჩვენ ორი მეხსიერება გვაქვს - გონებისა და გულისა. გონების მეხსიერება ვერ მოიცავს მთელ იმ ინფორმაციას, შინაგანსა და გარეგანს, რომელსაც ადამიანი იღებს. ამიტომ გონების მეხსიერებას აქვს პასიური უნარი - დავიწყება. დავიწყების უნარი რომ არა, ადამიანი ვერ იარსებებდა, ინფორმაციის ნაკადი გასრესდა. მაგრამ ადამიანს სხვა მეხსიერებაც აქვს - გულის მეხსიერება, სადაც დაშიფრული, კოდირებული სახით მთელი მისი ცხოვრება ინახება, გარეგნულიცა და შინაგანიც. ყველაფერი აღიბეჭდება იქ - ნებისმიერი სახე, განცდა, სურვილი, ზრახვა, საქციელი... ყოველივე ეს ადამიანის გულის სიღრმეშია დამარხული. ამიტომაც უწოდებენ წმინდა მამები გულს სინდისის წიგნს"

/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 09:23 PM

ფსალმუნი 138

14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად -

უფალმა კიდევაც რომ ინებოს, ადამიანს მიუწვდომელი განუცხადოს, ადამიანის გონება შეძრწუნდება ასეთი ცოდნის გამო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 08:30 PM

"აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 05:02 PM

"გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 07:08 PM

"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული."

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 06:57 PM

"არცოდნა გარეგნულისა და წარმავალისა - იმისა, რაც მარადისობაში არ გადაიზრდება, სულიერი სამყაროსაკენ მიმავალი გზისა და ჭეშმარიტების შემეცნების დასაბამი ხდება, ხოლო არცოდნა იმისა, რაც ცხონებისათვის საჭირო არ არის, ის ნიადაგია, რომელზეც სულიერი სიბრძნის ყვავილები ხარობენ. მარყუჟს თავსდაღწეული ფრინველი თავისუფლად ფრენს ზეცისაკენ, ხოლო გონება, რომელიც მრავლისმცოდნეობისაგან ბავშვურ უბრალოებას დაუბრუნდა, იმ შინაგან სენაკში აღწევს, სადაც ღმერთს ესაუბრება.

რა უნდა ვქნათ საიმისოდ, რომ იმ ინფორმაციის დინება შევამციროთ, გამუდმებით რომ გვამძიმებს? თავდაპირველად, უარი უნდა ვთქვათ აშკარად საზიანოსა და ცოდვიანზე, შემდეგ - არასაჭირო ინფორმაციაზე, შემდეგ კი საჭირო ინფორმაციაც მინიმუმამდე და ყველაზე აუცილებლამდე დავიყვანოთ. ამით ადამიანის შრომის ხარისხი არ გაუარესდება, რამდენადაც მექანიკური მეხსიერების სანაცვლოდ ჩვენში იღვიძებს შემოქმედებითი მეხსიერება და მცირედის მეშვეობით ბევრის შეძენის უნარს ვივითარებთ."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2020, 07:52 PM

"წმინდა მემყუდროვეთა" ტრაქტატში პალამა მოგვიწოდებს სხეულიდან ცოდვები განვდევნოთ, იქ გონება, როგორც ზედამხედველი, დავამკვიდროთ და მისი მეშვეობით ყოველი მშვინვიერი ძალისა და სხეულის ყოველი ნაწილისათვის სამშვინველის კანონების მოქმედების შესაბამისი წესები დავამკვიდროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:49 PM

"ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა ჩვენს სულიერ ხედვაზე - გონიერებაზეა დამოკიდებული"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2020, 08:00 PM

"გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის, მომავალს ენატრება, შემეცნებულს კი ჯერდება და უცნაურ მისზე მყოფს ტრფიალობს, რომლითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვნეებელ კმაყოფილებას"

/წმ. ალექსი ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2020, 08:39 PM

"გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმინდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2020, 08:37 PM

"როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე".

/ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2020, 04:57 PM

"გონებაში უეცარი გაელვების შედეგად პრობლემების გადაჭრაზე უფრო დიდი სიამოვნება არ არსებობს"

/დენიელ კიზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:03 PM

"მამა იოსები [ისიქასტი] მაშინ 28 წლის იყო, ხოლო გონიერება მოხუცი კაცისა ჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:17 PM

"როდესაც გონება თავის ადგილზეა, იცით როგორ ოსტატურად მართავს ყველაფერს?! სულით გიხარია".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 07:58 PM

"კაცი თვითონ რას წარმოადგენს, თუ ღმერთმა არ გაანათლა?"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2020, 09:15 PM

"წმინდა მამებიც გვასწავლიან, რომ, როდესაც ადამიანის გონება განიწმინდება და ვნებებისგან გათავისუფლდება, მაშინ, საღმრთო მადლის მოქმედების გარეშეც კი (რომელიც მას სრულად განაღმრთობს) აქვს საკუთარი განათლება და შეუძლია დემონებზე შორს დაინახოს. რას ნიშნავს ეს? გრძნობს, თუ როდის უახლოვდებიან ეშმაკები და რა განზრახვა აქვთ - განზრახვა ბოროტებისა და სიავისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 07:00 PM

"მლოცველი ნათელს ეზიარება, ვინც არ ლოცულობს - გონება ებინდება"

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 09:12 PM

"თუ ნამდვილად გსურს, ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც ჩვენი გულისსიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს"

/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:35 PM

"გონება ჩვენი არსების, ჩვენი არსებობის, ჩვენი უკვდავების, ჩვენი მარადიულობის, ჩვენი მარადმყოფობის თავია. გონებაა ის, რაც აზრებს იღებს ან არ იღებს; ის, რაც გარე სამყაროს, საკუთარ თავს, თავის მიზანსა და მიმართულებას ზედამხედველობს. ამ ყველაფერს გონება აკეთებს. თუ ჩვენი საწყალობელი მდგომარეობის მიზეზს გამოვიძიებთ, მას სწორედ გონებაში მივაგნებთ".

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2020, 08:24 PM

"როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, მაშინ გონება უსუფთავდება და მას გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. ის მზად არის მიწის შუაგულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2021, 08:49 PM

"კაცის გონებას შეუძლია შეიცნოს მიწიერი, მაგრამ ღმერთი და ყოველივე ზეციერი სული წმიდის მიერ შეიცნობა. მხოლოდ გონებით ამის მიღწევა შეუძლებელია"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2021, 09:31 PM

"ვინც თავს გონიერად თვლის და ეყრდნობა საკუთარ გონებას, იგი უკვე აღარ ევედრება ღმერთს. ხოლო ვინც არ ევედრება ღმერთს, ღმერთიც არ ეხმარება ასეთს და არც უხსნის დაფარულ საიდუმლოს".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2021, 08:13 PM

"ვინც ეშმაკებს ესაუბრება, ის გონებას იბილწავს, ხოლო ვინც ლოცვაშია ჩაფლული, იმის გონებას უფალი განანათლებს"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2021, 04:44 PM

"წმინდანთა გონებანი შენ შეგემსჭვალნენ, უფალო, და მოისწრაფვიან შენკენ - ნათლისა ჩვენისა და სიხარულისკენ"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 08:31 PM

"როგორც ტყვე არის თოკებით შეკრული და თავისუფლად ვერ მოძრაობს, ისევეა დაცემული ადამიანის გონება ცრუ, უკეთური აზრებით შებორკილი, გული კი - უწმინდურ და მრუშ ვნებებსაა დამონებული"

/მღვდელმონაზონი ვასილი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:12 PM

"დიახ, უფალმა გვიბოძა გონება და ის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გონება ვნებებითაა სავსე! ვნებების ზემოქმედებით ვაზროვნებთ და შეცდომებს ვუშვებთ"

/სქემიღუმენი იოანე (ალექსეევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:34 PM

"ბრმა და ბნელია ჩვენი გონება და იმის მიერ განათლებას საჭიროებს, ვინც სიბნელეს დაუღამებელ დღედ აქცევს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:25 PM

"როგორც კაკანათში გაბმული ჩიტისთვის ფრთები უსარგებლოა, ისე უსარგებლოა შენთვის გონება, როდესაც ბოროტი ვნების ტყვეობაში იმყოფები"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:32 PM

"გონება - ეს არის ჭეშმარიტი ცოდნა ღვთის, მისი საქმეებისა და მათთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ"

/წმ. ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2021, 08:19 PM

"გონება რწმენის გარეშე სუსტი ლერწამია, რომელიც განუწყვეტელ მერყეობს ეჭვების ქარისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2021, 06:48 PM

"გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებასთან. პლატონი, სოკრატე, რომლებიც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:19 PM

"როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გაფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას!"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 09:57 PM

"რწმენის დაცვა ნიშნავს გონების დაცვასაც; გონების დაცვა ნიშნავს რწმენის დაცვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 04:56 PM

"ღვთისმოყვარე გონება სინათლეა, რომელიც სულს ისე ანათებს, როგორც მზე - სხეულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2021, 09:30 PM

"გონიერების გარეშე ღვთისთვის ისიც კი არ არის სათნო, რაც სიკეთედ გვეჩვენება!"

/წმ. პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2021, 08:53 PM

"უფროსი ისაა, ვინც უფროსობს საკუთარ თავზე და ვისი სულიც და ხორციც დაემორჩილება გონებას"

/ამბა თალასი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2021, 04:10 PM

"ვისაც მორჩილებაში საკუთარი თავი ჰყავს, ისე, რომ მისი მგრძნობელობა ემორჩილება გონებას, ხოლო გონება ემორჩილება უფალს ყველაფერში, - იგი საკუთარი თავის ჭეშმარიტი მძლეველია და სამყაროზე მბრძანებლობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 07:25 PM

"რაც მეტი საკითხი გვაქვს გადაწყვეტილი, მით მეტია გარკვეული აზრები, ცნებები საგნების შესახებ, მით ფართოა ჩვენი ცოდნის თვალსაწიერი"

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2021, 03:12 PM

"ბერმა იოსებმა [ვატოპედელი] იცოდა, თუ რამდენად ძნელია შეუკავებელი გონების გაუფანტავად შეკავება, რადგან გონება, როგორც უფაქიზესი ელემენტი, მარადმოძრავია, გონება ბუნებით ცნობისმოყვარეა, თანაც, უწინდელი უდები ცხოვრებიდან გაბნეულობასაა მიჩვეული და არ სურს, ლოცვის სიტყვებში იყოს "გამოკეტილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2022, 09:51 PM

"გონების საყდარი არის მადლი, ხოლო მადლის საყდარი, განსასვენებელი, არის გონება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2022, 06:45 PM

"ამპარტავანმა და მცირედმორწმუნე ადამიანებმა ცხოვრების გემიდან გადააგდეს კომპასი - უფლის ზნეობრივი კანონი და ყველამ დაიწყო ამ გემის მართვა თავისი ჭკუით, ისე როგორც მათ ვნებიანი გული ისურვებს. პატარა ჭკუა სუსტი ნაპერწკალივით აღანთებს სურვილების ხანძარს, ხოლო ვნებითი სურვილები, თავის მხრივ, გონების ხმას ახშობენ და სრულიად აქრობენ ადამიანურ პატარა გონებას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:40 PM

"რაც თვა­ლია სხე­უ­ლი­სათ­ვის, ისაა გო­ნე­ბა სუ­ლი­სათ­ვის. გო­ნე­ბი­სა­გან მომ­დი­ნა­რე­ობს აზ­როვ­ნე­ბი­სა და გან­სჯის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გულ­ში კი მგრძნო­ბე­ლო­ბი­თო­ბა ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­საც ადა­მი­ა­ნი გრძნობს გუ­ლით, იგი გო­ნე­ბა­საც მო­ი­ცავს.

და ამ დროს უნდა მოხ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ: გო­ნე­ბი­სა და გუ­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, „გო­ნე­ბის ჩას­ვლა გულ­ში" და გო­ნე­ბის მიერ მისი წარ­მარ­თვა. ასე­თი გული არის გული გო­ნი­ე­რი. იგი სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს უკე­თურ ფიქ­რებს შე­მო­იჭ­რან და ცოდ­ვად იქ­ცნენ; არა­მედ ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უკუ­აგ­დებს მათ და არ შე­ი­წყნა­რებს. ამ­გვა­რი გული და გო­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლია უფ­ლი­სა­კენ და ჩვე­ნი სწო­რი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრი ხდე­ბა. წმ. მა­მე­ბი წე­რენ: ძი­რი­თა­დად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველ­მოქ­მე­დე­ბა, ურის­ხვე­ლო­ბა, ჭირ­თა დათ­მე­ნა, წყე­ნის და­ვი­წყე­ბა.

ძი­რი­თა­დად, ასე­ვე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყ­ვა­სის სი­ძულ­ვი­ლი, შური, გან­კი­თხვა, მკვლე­ლო­ბა. სა­ერ­თოდ, გო­ნე­ბა ად­ვი­ლად იმღვრე­ვა, მაგ­რამ მა­ლე­ვე იწ­მინ­დე­ბა ლოც­ვით, წმინ­და წე­რი­ლის, წმინ­და­თა ცხოვ­რე­ბი­სა და მათი და­რი­გე­ბე­ბის კი­თხვით."

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 07:51 PM

"დიდი ჭკუა და მაღალი ნიჭი ყოვლად გამოუსადეგარია, თუ ადამიანი კეთილად არ ხმარობს"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:07 PM

"კარგი ის არის, როცა ჭკუა და ცოდნა ორივე ერთად შეკავშირდებიან"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:18 PM

"როცა სურვილი გახელმწიფდება,
გონებაც გრძნობას დაემონება"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 10:33 PM

"არაფერი არაა იმ გონებაზე ღატაკი, რომელიც უფლის გარეშე მის შესახებ "ბრძნად მეტყველებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 04:15 PM

"ყველა სათნოებაზე აღმატებული გონიერებაა"

/ძველი პატერიკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 10:13 PM

"მახვილი გონება სიყვარულით აღვსილი გულის გარეშე იგივეა, რაც - მკვლელის ხელში ხანჯალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2022, 09:48 PM

"გონიერება ადამიანისთვის წყალობაა ღვთისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 09:46 PM

"ისიც კი, რისი ცოდნაც მოგეცა, შენს გონებაზე მაღლაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 07:47 PM

"ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს თავს, იგი უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - გონებითაც!"

/წმ. მარკოზ მოსაგრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 02:39 PM

"ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება: ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო წვრილმანებს და ჭეშმარიტი ნათლით დაბრმავებულნი ვერაფერს ხედავენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2022, 07:19 PM

"რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შესაცნობად"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 07:58 PM

"ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იგი იწყებს ოცნებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის მჭერმეტყველებასა და შორსმჭვრეტელობაზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:44 PM

"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე, სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული!"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2022, 08:20 PM

"გონება არის ფიქრის მიზეზი, ადგილი და ძალა. ის სულისთვის თვალს წარმოადგენს. აზრი კი გონების მიერაა მოფიქრებული და წარმოსახული. გონების დაცვა ისაა, როცა ადამიანი საერთოდ არ იღებს არანაირ უკეთურ ფიქრს; აზრების დაცვა კი გონებაში მოსულ აზრთა უკუგდებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:32 PM

"როგორც ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნიდან საკუთარ სახლში დაბრუნდა, რომელსაც თავის თავი არ ახსოვს სიხარულისაგან, ცოლისა და ბავშვების შემყურეს, ასევეა გონებაც: როდესაც იგი გულს შეუერთდება, გამოუთქმელი სიხარულით აღივსება"

/ნიკიფორე მონაზონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 05:11 PM

"წმინდა მაქსიმეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "გონება, რომელიც ღმერთს შორდება, ან ვნებამორეული ცხოველი, ან ადამიანებთან მებრძოლი უხეში არსება ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2022, 08:39 PM

"გონების მტრები იესოს სახელით დაამარცხე. მის გარდა სხვა იარაღს ვერ იპოვი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 03:42 PM

"ცოდვილი აზრებით სავსე გონება კარგი მრჩეველი ვერ იქნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2023, 03:16 PM

"ადამიანის გონება სულის სამკაულია, ხოლო აზრი - მისი ბრწყინვალება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2023, 09:21 PM

"გონება უნდა იქნეს დაბრუნებული გულში, რათა იქიდან აღიწიოს მამაღმერთისადმი.

გონება ღმერთთან შესახვედრად ზეაღიწევა ლოცვის გზით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 03:16 PM

"ეგვიპტელი ბერები მთელი დღე მუშაობდნენ, მაგრამ მათი გონება ღმერთს არ განეშორებოდა"

/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2023, 09:27 PM

"წაკითხული სახარების ნაწყვეტი თუ მამათა ცხოვრება (აქ მრავალი პატარა, მაგრამ ძლიერი თავია) გონებას სულიერ სფეროში გადაიყვანს და ის იქიდან აღარსად წავა. გონება ხომ ეს დაუბერებელი ბაშვია, რომელსაც ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია - დარბის ხან აქ და ხან - იქ, მაგრამ თუ მას ტკბილ კარამელს მისცემ, არსაც არ წავა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 07:01 PM

"გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან. ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 03:45 PM

"წმინდა მღვიძარე მამები ამბობენ, რომ გონება, რომელიც განშორებულია ღვთის ჭვრეტას, პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება. ამის საპირისპიროდ, ლოცვის, სწორედ გონისმიერი ლოცვის მეშვეობით ადამიანის გონება განიღმრთობა და საღვთო ელვარებით ბრწყინავს"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 04:07 PM

"და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და ჭვრეტისკენ მისი წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2023, 06:03 PM

"შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით გონებას - მმართველს, "უსირცხვილო ფრინველს", - როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. "გული გიწყრებოდეს და ნუ სცოდავთ"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2023, 07:30 PM

"გონებას, შვილო, ერთ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერება არ შეუძლია, განსაკუთრებით სულიერად სუსტ ადამიანებში. ასეთ ადამიანს ხან კითხვა სჭირდება, ხან - ფსალმუნება, ხან - მდუმარება. როდესაც ის დუმს, გონება მარჯვე შემთხვევას პოულობს წმიდნა წერილის უკვე შესწავლილ ადგილებში ჩასაღრმავებლად. ამრიგად, როცა შენ გონებას რაიმე კარგს, მისთვის მოსაწონს აძლევ, მას ძალები ემატება ისევე, როგორც ჯანსაღი საკვების მიღებით ძალას იკრებს სხეული. მაშინ კი, როდესაც შენთვის ხელმისაწვდომს სთავაზობ, განსწავლის ნაცვლად ის იბინდება; ასევე, როცა გონება იღლება, მას დასვენება სჭირდება. ასე სწავლობს გონება სიკეთის გარჩევას ბოროტებისგან"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 05:29 PM

"...შეამწყვდევ რა გონებას გულში..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 07:53 PM

"როდესაც ზეამოქმედდება ლოცვა, მაშინ მისი მოქმედება სრულიად ჩააწერტებს გონებას თავის თავში, დაატკბობს მას და ყოველგვარი დატყვევებისაგან გაათავისუფლებს", ამბობს წმიდნა გრიგოლ სინელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:00 PM

"ადამიანის გონებას უამრავ რამეზე შეუძლია ფიქრი და ძნელია მისი ერთ საფიქრალზე გაჩერება, თუმცა, თუ ადამიანი მოიწადინებს და უფლისკენ გაიწვდის ხელს, მას თავად უფალი შეეწევა გონების დამორჩილებასა და ღვთისკენ მიმართვაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2023, 06:34 PM

"წმ. ეფრემ ასური გვირჩევს, რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ღმერთთან და რაც შეიძლება ცოტა ვილაპარაკოთ ადამიანებითან, ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი და მაშინ ჩვენი გონება თანდათანობით ზეცად გარდაიქმნება!"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:00 PM

"გონება უნდა დაიტვირთო წმინდა სახარებისა და წმინდა მამათა შემოქმედების კითხვით. ერთი სიტყვით, ტვინი რომ არ მოადუნო"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2023, 08:00 PM

"გონება უნდა დაიტვირთო წმინდა სახარებისა და წმინდა მამათა შემოქმედების კითხვით. ერთი სიტყვით, ტვინი რომ არ მოადუნო"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 08:26 PM

"როცა მამა არსენი [კაბადოკიელი] მეხუთედ წავიდა წმინდა მიწაზე, ვინმე ქალი სახელად სოფიო, ფანჯრიდან შეძვრა მის კელიაში, არა რაიმეს მოსაპარად, არამედ რათა შური ეძია ჰაჯი-ეფენდიზე იმის გამო, რომ იგი მკაცრად ამხილებდა მას ზოგიერთი უკეთური საქციელისთვის. ვიდრე ქმარი გარეთ ელოდებოდა, სოფიომ თავდაყირა დააყენა მთელი კელია, იატაკზე დაყარა ჯვრები და სახარება. ამბობენ, ის ცხვრის ტყავიც კი შებილწა, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა ხოლმე ხატების წინო. წმინდა მიწიდან დაბრუნებულმა მაამ არსენმა ეს ყველაფერი რომ იხილა, ძალზე შეებრალა სოფიო. რამდენჯერმე მოიხმო, მაგრამ ქალი მაინც არ მოვიდა. ბოლოს, სოფლის მამასახლისმა სოფიო ჰაჯი-ეფენდისთან მოიყვანა, მან ქალს უთხრა:

- ეს როგორ გააკეთე? უწმინდური თურქიც იატაკზე არ დაყრიდა ჯვრებსა და სახარებას.

მაგრამ, სამწუხაროდ, შენანებისა და შენდობის თხოვნის ნაცვლად სოფიომ მამა არსენის ლანძღვა და ცილისწამება დაიწყო. მაშინ ჰაჯი-ეფენდიმ უთხრა:

- შვილო, სჯობს, საერთოდ არ გქონდეს გონება, ვიდრე ამგვარი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდოს. შევევედრები ქრისტეს, რომ გონება წაგართვას, რათა უკიდეურეს შემთხვევაში, როგორც უგუნური, ისე განიკითხო. ასე სული მაინც გადარჩება.

მართლაც, იმ წამიდან სოფიოს გონება წაერთვა და მხეციდან მუდამ უმანკო ბალღვიIთ მოღიმარ უწყინარ დედაკაცად გადაიქცა. მან საკმაოდ დიდხანს იცოცხლა როგორც ფარასაში, ისე აქ, საბერძნეთში.

ეს ამბავი ყველა ფარასელმა იცის, ოღონდ ზოგიერთმა არასწორად განმარტა მამა არსენის საქციელი, ჩათვალეს, რომ ჰაჯიმ სოფიო დაწყევლა. თუმცა, მე ვფიქრობ, და ამასვე ამბობდნენ სოფლის მამასახლისი და სხვები, მამა არსენმა ის კი არ დაწყევლა, არამედ პირიქით, სიკეთე მოუტანა და სამოთხის კარი გაუღო, სადაც მხოლოდ ცხვრები შედიან და არა გარეული თხები. იმავეს ფიქრობდა ყველა გონიერი ფარასელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჰაჯი-ეფენდიმ ამგვარად მოქცევით სოფიო აცხოვნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2023, 06:14 PM

"ერთი დიდი აკადემიკოსი, გენიოსი პიროვნება ამბობს, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება: - მცირე და დიდ. მცირე არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი - ჩვენი გული"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:53 PM

"ვასრულებდი რა მორჩილებას და მივდიოდი წმ. ნიფონტის გამოქვაბულისკენ მიწის მოსატანად, ჩვევად მქონდა, რომ თავისუფლად არ მიმეშვა ყურადღება და ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს, კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სისუფთავე მქონოდა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 06:59 PM

"თუმცა მე შრომის დროსაც არ ვტოვებდი გონებას უქმად, სულ ვწვრთნიდი. უფრო სწორად, კი არ ვწვრთნიდი, ეს იყო ჩემი ტრფიალება. როგორ აგიხსნათ... ისე ვიყავი, როგორც შეყვარებული გოგონა, რომელსაც ავადმყოფობისას სულ სატრფოზე ფიქრი უტრიალებს გონებაში. მეც ასეთივე ტრფიალება და თავდადება მქონდა ჩემი სატრფოს, ქრისტეს მიმართ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:28 PM

"გამუდმებით ღვთის ხსოვნა გქონდეთ. ამგვარად თქვენი გონება შეიძენს მოქნილობას. გონების მოქნილობა სიფხიზლიდან წარმოიშობა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:30 PM

"გონების პირველი ცოდვა საკუთარი თავის მოტყუებაა, მეორე - ამპარტავნება. არარსებულზე გრძნობებით მიჯაჭვული გონება არარსებულს არსებითად იღებს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 07:58 PM

"როდესაც ბაგე დუმს, გონება უფლისკენ მიემართება"

/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:56 PM

"ყველაზე უკეთესი მაინც ის იქნება, რომ საერთოდ დავკეტოთ გული, რათა მისგან არ გამოდიოდეს და მასში არ შედიოდეს რამე, - გონების განსჯის გარეშე. რათა ყოველივეში მონაწილეობდეს გონება, რათა ის ყოველთვის წინ უსწრებდეს გულის ნებისმიერ მოძრაობას. მაგრამ გონება ამგვარი მხოლოდ მაშინაა, როცა ის არის ქრისტესმიერი. თუკი შენი გულისა და გონების შერწყმა ქრისტეში მოხდება, მაშინ შენს შინაგან სამყაროში ყველაფერი სწორად წარიმართება"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:20 PM

"ადამიანის გონება, რომელსაც არ ასაზრდოებს სულიწმიდა და არ არის განათებული რწმენით, ღმერთის აღიარებას და შემეცნებას ვერ შეძლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 03:44 PM

"კიდევ ერთი ჩვენი თანამედროვე ბერდიდი, მამა ეფრემ კატუნაკელი, ყოველ შეხვედრაზე გვეუბნებოდა: "ფხიზლად იყავით, ნუ დატოვებთ სიცარიელეს თქვენს გონებასა და ღმერთს შორის". მრავალი წელი ვერ შევძელი ამ სიტყვების გაგება, თუ რას ნიშნავდა. ისინი გულისხმობენ: ჩვენი გონება ისე უნდა იყოს შეერთებული ღმერთთან, მის ხსოვნასთან, რომ მასთან ურთიერთობაში არ უნდა არსებობდეს მცირე ბზარიც კი, რომლითაც ფიქრები, სურვილები, ვნებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შევიდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაც გვყოფს, გვაშორებს უფალს"

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:51 PM

"ძმამ ჰკითხა: რაში მდგომარეობს გონისმიერი ღვაწლი?

ბერ-მოძღვარმა მიუგო: ეს არის გონების დაძაბვა იმისათვის, რომ მუდამ გახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, ზღვევინება ცოდვების წილ, მაგრამ უმთავრესად ეს არის მოუკლებლად ღმერთზე ფიქრი".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)