IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რაც ყველა ფორუმელმა უნდა იცოდეს..., უფრო სწორად, ყველა ადამიანმა
მარიამი
პოსტი Aug 31 2006, 11:20 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6




ურთიერთობის კულტურის შესახებ


რელიგიური ზნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ურთიერთობის კულტურა, ანუ ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა ესაუბრო მშვიდად მეორე ადამიანს, თუნდაც იგი შენს შეხედულებას არ იზიარებდეს, ან სულაც საპირისპირო აზრს გამოთქვამდეს. ადამიანის სულში დავანებული ღვთის მადლი აღარ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეურაცხვყოთ ან დავამციროთ მოყვასი, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი.

ადამიანთა ეთიკა ურთიერთპატივისცემაში ვლინდება. კულტურის, განსაკუთრებით კი, სულიერი კულტურის, მაღალი დონე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანში შეგეძლოს, დაინახო ღვთის ხატი და მსგავსი პიროვნება, რომელსაც საკუთარი მსოფლმხედველობა, ზნეობრივი კრიტერიუმები, საკუთარი სულიერი სამყარო გააჩნია.

როდესაც ორი ადამიანი რელიგიაზე საუბრობს და მათი მსოფლმხედველობა ერთმანეთს არ ემთხვევა, საუბარმა ჭეშმარიტების ერთობლივი ძიების ფორმა უნდა მიიღოს: თავიდან უნდა გაირკვეს, თუ რაში თანხმდება და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მათი შეხედულებები. შემდეგ უნდა მოიძებნოს ჭეშმარიტების საერთო კრიტერიუმები, მშვიდად განიხილონ ყოველგვარი შეუთანხმებლობა და დაისვას კორექტული შეკითხვები. ასე უნდა გავაგრძელოთ თანმიმდევრობით, პუნქტიდან პუნქტამდე და არაფრის დიდებით არ უნდა გადავუხვიოთ ძირითად საფუძველს. ეს საფუძველი შეიძლება იყოს დედაეკლესიის ყველა სწავლება, ბიბლიის ტექსტი ან თუნდაც, მხოლოდ ახალი აღთქმა.

იმისათვის, რომ თანამოსაუბრეს შესაბამისად ვუპასუხოთ, საჭიროა, სიმშვიდით მოვუსმინოთ და სრულყოფილად გამოვავლინოთ მისი მსოფლმხედველობა. შემდეგ აუცილებელია დავაზუსტოთ, რამდენად სწორად გავიგეთ მისი პოზიცია და შემთხვევით ხომ არ მივაწერეთ ის, რაზეც არც კი უფიქრია. და თუ მისგან მივიღებთ დასტურს, მაშინ თავიდან უნდა აღვნიშნოთ, თუ რა არის მისი პოზიციიდან ჩვენთვის მისაღები.

ალბათ, არც არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე არასწორი დამოკიდებულება ექნება (მაგალითად, ღირსმა მაკარი მეგვიპტელმა შრომისმოყვარეობისთვის კერპის ქურუმიც კი შეაქო, როდესაც დაინახა, რომ მას მხრებით მძიმე მორი მოჰქონდა). ამიტომ მას შემდეგ, რაც თანამოსაუბრესთან გარკვეულ ფსიქოლოგიურ კავშირს დავამყარებთ, იგი აღარ მიგვიჩნევს მოწინააღმდეგედ, მტრად, არამედ, პირიქით, სუბარს მეგობრულად განწყობილ ადამიანთან გააგრძელებს, რომელიც ცდილობას, მას გაუგოს. საჭიროა, ძალიან კორექტულად შევეხოთ აზრთა სხვადასხვაობას და თანამოსაუბრეს პირველწყაროების ერთად განხილვა შევთავაზოთ.

დიდი ეთიკური და ფსიქოლოგიური შეცდომაა დამამტკიცებელი საბუთების განხილვამდე აპრიორის გამოტანა, როდესაც მტკიცებულებებს საკუთარი ავტორიტეტით ვანაცვლებთ, რაც სხვებისთვის სულაც არ არის სავალდებულოდ მისაღები. თავად მოსაუბრემ უნდა გამოიტანოს დასკვნები, და თუ ეს ეძნელება, ძალა აღარ უნდა დავატანოთ: მოგვიანებით იგი თავად დაუბრუნდება ამავე პრობლემებს, უდავო ფაქტების ზემოქმედებით ოპონენტი იძულებულიც რომ გახადოთ, დაგეთანხმოთ, ეს თანხმობა მაინც დროებითი და არამყარი თანხმობა იქნება . იგი აუცილებლად მოისურვებს დამარცხებისათვის რევნშის აღებას და კამათის შემდეგ თქვენი მოსაზრების საწინააღმდეგოდ ახალი დასკვნებისა და ფაქტების მოძიებას შეეცდება. სოკრატეს ძალა მხოლოდ მისი გონიერება კი არ იყო, არამედ კამათის მეთოდიც. ის თანამოსაუბრის მაგივრად კი არ საუბრობდა, არამედ სრულ თავისუფლებას აძლევდა, თავად გამოეტანა მას საკუთარი დასკვნები; შესაბამისი მაგალითები მოჰყავდა და ისეთ კითხვებს უსვამდა, რომელთა პასუხიც მოპაექრეს ლოგიკურად მიიყვანდა ჭეშმარიტებამდე.

ჩვენი მხრივ, თანამოსაუბრის კრიტიკული შენიშვნა სიმშვიდით უნდა მივიღოთ და თუ ის სამართლიანი იქნება, მაშინვე უნდა დავეთანხმოთ კიდეც (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატებს).

საუბარი უაზრო გახდება, თუკი მას კამათში, თავისებურ სიტყვიერ პაექრობაში გადავზრდით, რის შედეგადაც ვერაფერს მოვიგებთ. მაშინ დიალოგი ორი ადამიანის მონოლოგად გადაიქცევა, ანუ როცა თითოეული მხოლოდ თვითონ საუბრობს და არ უსმენს მეორეს, და თუ უსმენს კიდეც, მხოლოდ ერთადერთი მიზნით: რადაც არ უნდა დაუჯდეს უარყოს მისი მოსაზრებები.

ადამიანის სულიერ და ზნეობრივ განუვითარებლობას საუბრის მიმართ მისი არასწორი პოზიცია, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, სასაუბრო „პოზა“ მოწმობს. რამდენიმე სახის საუბრის ფორმა არსებობს, რომლებიც ჭეშმარიტად ეკლესიური ადამიანისათვის სრულიად მიუღებელი უნდა იყოს:

1) „მასწავლებლის“ პოზა, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საკუთარი უპირატესობის შეგრძნებით ესაუბრება. მას ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ თანამოსაუბრეზე მეტი იცის, რომ მასზე ჭკვიანია, რომ უკეთ ესმის ის, თუ რა არის უკეთესი ამა თუ იმ ადამიანისათვის. მას ეჩვენება, რომ თავისი უშუალო მოვალეობაა, ასწავლოს სხვებს. ასეთი ადამიანები მეტად თავდაჯერებულად საუბრობენ და თავადაც კი ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი რიხიანი საუბარი მათგან მოსაუბრის გულს კიდევ უფრო განიზიდავს.

2) „მსაჯულის“ პოზა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უმაღლეს ინსტანციად მიიჩნევს სხვის სამსჯავროზე. ის მუდმივად მიუთითებს თანამოსაუბრის ნაკლოვანებებზე, ცდილობს, გამოიჭიროს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით, ამხელს და გამოაქვს განაჩენი და, ამავე დროს, სრულებით არ აცნობიერებს, რომ ეს მისი მოვალეობა სულაც არ არის. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ სიკეთე მოაქვს მოყვასისათვის, თითქოს თვალს უხელს საკუთარი ნაკლოვანებების დასანახად. სრულიად დარწმუნებულს მიაჩნია, რომ საწყალი ცოდვილი მადლობელი უნდა იყოს მისი, რადგან „ჭკუა დაარიგეს“. სხვათა გამოსწორების სურვილი ხშირად დამღუპველი ხასიათისაა და მისი ძირი, რა თქმა უნდა, საკუთარ ამპარტავნებაში უნდა ვეძიოთ.

3) „ყოვლისმცოდნისა“ და „მრჩეველის“ პოზაა, როცა ადამიანს მზად აქვს რჩევა და „რეცეპტი“ ყოველგვარი ცხოვრებისეული გარემოსათვის. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ზედაპირული (არაშორსმჭვრეტელი) ადამიანები არიან, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, ვინაიდან ცოტა იციან და კიდევ უფრო ნაკლებს ფიქრობენ. ისინი მზად არიან ადვილად ურჩიონ ადამიანს, რადგანაც საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. ასეთი ადამიანები ყოველთვის სხვის საქმეში ერევიან, სრულიად დარწმუნოებულნი, რომ დიდ დახმარებას უწევენ მას, სინამდვილეში ხელს უშლიან მის სულიერ განვითარებას. ამავე დროს, თავად არ ითვალისწინებენ სხვების რჩევა-დარიგებას და როდესაც მათი პირადი საქმეები წარუმატებლად მთავრდება (და, უნდა ითქვას, რომ ასე საკმაოდ ხშირად ხდება), ამაში ყველას ადანაშაულებენ, საკუთარი თავის გარდა.

4) „უფროსის“ პოზა, ანუ როცა ადამიანი ისე საუბრობს, თითქოს თავის ქვეშევრდომს ბრძანებას აძლევს. მას სურს იყოს „მეფე“ თავის ოჯახში, მეგობრებში ან უბრალოდ თანამოსაუბრეთა შორის. ასეთი ადამიანები წინააღმდეგობებს ვერ იტანენ. ისინი აღტაცებულნი არიან საკუთარი პიროვნებით, და პირიქით, უპატივცემულოდ ექცევიან სხვებს. ისინი უსირცხვილოდ, თუმცაღა ზოგჯერ ძალიან შეფარვით, აქებენ საკუთარ თავს, ჰყვებიან საკუთარი სათნოებების შესახებ, ყველაზე ხშირად კი თავიანთ განუხორციელებელ კეთილი საქმეებზე საუბრობენ. ერთსა და იმავე ფრაზას რამდენჯერმე იმეორებენ, რათ თანამოსაუბრის მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდონ ესა თუ ის ფაქტი. სხვებთან მიმართებაში ისინი გულქვაობასა და უმადურობას ავლენენ. ისინი, როგორც ჩანს, გულწრფელად მიიჩნევენ, რომ მათთან ერთად საერთო ჰაერით სუნთქვა ადამიანებისათვის უდიდესი ბედნიერება უნდა იყოს. თანამოსაუბრეს არ უსმენენ და ყოველ წუთას აწყვეტინებენ საუბარს ისეთი შეკითხვებით, რაც საუბრის თემას სრულებით არ ეხება.

ამ რამდენიმე ფსიქოლოგიურ ტიპზე მხოლოდ იმიტომ შევჩერდით, რომ ჩვენ თავადაც ხშირად ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს და განსაკუთრებით რელიგიურ თემებზე საუბრისას სწორედ ასე ვიქცევით. სიამაყამ შეიძლება თანამოსაუბრეთა შორის ყველა ფსიქოლოგიური ხიდი დაარღვიოს და ისინი მტრულ ბანაკებად გაჰყოს.

ადამიანი კორექტული უნდა იყოს სხვათა მიმართ, მითუმეტეს - რელიგიურ თემაზე საუბრისას. ღვთაებრივი დიდებისადმი ჩვენი მოშურნეობა ცხოვრებაში ღვთის ნების აღსრულებით, ანუ მცნებების დაცვით უნდა გამოიხატებოდეს, და არა სხვაგვარად მოაზროვნის, ან სულაც ათეისტის მიმართ უხეში დამოკიდებულებით. უხეშობა ხშირად ფარავს სისუსტეს ან არგუმენტთა არქონას, სიამაყე და ამპარტავნება კი - დაბალ ინტელექტუალურ დონეზე მეტყველებს. არსებობს ერთი ინგლისური ანდაზა, სადაც ნათქვამია, რომ კუს ბაკანში წარმოქმნილ სიცარიელეს სიამაყე ავსებს.

თუკი თანამოსაუბრის მიზეზით საუბარი არაკორექტულ ფორმებს ღებულობს, აუცილებელია, მას მივუთითოთ, რომ სერიოზულ თემებზე სერიოზული და მშვიდი საუბარია საჭირო, და თუ ამ შენიშვნას არ გაითვალისწინებს, უარი უნდა ვთქვათ საუბრის გაგრძელებაზე, ვინაიდან ამგვარ შემთხვევაში არაკორექტულობა ხშირად უხამსობაში გადადის და შეიძლება ურთიერთწყენითა და განხეთქილებით დამთავრდეს.

ბოლო დროს ისე გახშირდა რელიგიურ თემებზე საუბრები, თანაც იმათ შორის, ვინც თავისი ცხოვრების წესით საკმაოდ დაშორებულია ეკლესიას, რომ თავს უფლება მივეცით, რამდენიმე სიტყვით შევხებოდით საუბრის კულტურას, რაც თანამედროვე საზოგადოებას ესოდენ გვაკლია. რა თქმა უნდა, სტატიას არ გააჩნია პრეტენზია, ვინმეს რაიმე ასწავლოს, მაგრამ იმედია, ჩვენი მკითხველი გაითვალისწინებს ჩვენს გულითად რჩევებს, რაც ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიაქროს უწყებანი“, №27 2002 წ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
acxovne ufalo eri sheni
პოსტი Jun 10 2008, 01:57 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 31-May 08
წევრი № 4,953



მარიამი
მარიამი
maZiebeli


acxovne ufalo eri sheni
acxovne ufalo eri sheni
acxovne ufalo eri sheni
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   რაც ყველა ფორუმელმა უნდა იცოდეს...   Aug 31 2006, 11:20 PM
mnate   შესანიშნავი რამაა,...   Aug 31 2006, 11:28 PM
salome   :unsure: :unsure: :unsure:   Aug 31 2006, 11:34 PM
liliana   "ისინი მზად არიან...   Sep 1 2006, 07:39 AM
Georg   ჩემი თხოვნაა ჩუმა...   Sep 30 2006, 04:54 PM
liliana   :unsure: ჩემი თხოვნაა ჩ...   Sep 30 2006, 06:38 PM
Georg   მარიამ დიდი მადლო...   Sep 30 2006, 05:13 PM
Irma   :)გაიხარე მარიამ, ეგ...   Sep 30 2006, 05:23 PM
Georg   "ზოგი საგანია, რ...   Sep 30 2006, 11:08 PM
guja   მარიამი დიდი მადლ...   Oct 1 2006, 04:05 AM
მარი   გამარჯობათ ,თქვენს...   Nov 24 2006, 11:28 PM
Georg   გამარჯობათ ,თქვენ...   Nov 25 2006, 03:06 AM
mogzaura   ეს ყველასთვის მართ...   Nov 25 2006, 04:39 PM
jeni   უფალო, შეგვიყწალენ...   Feb 18 2007, 12:49 AM
Irine   "ურთიერთობის კულ...   Feb 23 2007, 06:27 PM
van111   აუ ძალიან მომეწონა...   Feb 23 2007, 10:12 PM
sapa inca   ვგონებ ეს ლინკი აქ ...   Mar 8 2007, 03:47 AM
მარიამი   კიდევ ერთი სტატია ...   Mar 23 2007, 03:48 PM
მხევალი ნინო   მარიამი დარწმუინ...   Mar 23 2007, 08:22 PM
მარიამი   მარიამი დარწმუინე...   Mar 23 2007, 08:55 PM
მათველა   მარიამი, გმადლობ! ...   Apr 27 2007, 01:51 PM
belika   :ჭიტა: [center][size=3][b]ურთი...   Aug 28 2007, 03:00 PM
abo   სრულიად შემთხვევი...   Sep 15 2007, 12:49 AM
maZiebeli   abo შევშინდით ხალხი, ...   Sep 15 2007, 02:00 AM
neo   ჰოო, ეგ მე ნამდვილა...   Sep 15 2007, 12:01 PM
acxovne ufalo eri sheni   მარიამი მარიამი maZieb...   Jun 10 2008, 01:57 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 04:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი