IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გრძელი თმები
realoba
პოსტი Dec 15 2011, 03:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 47
რეგისტრ.: 15-December 11
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 11,856



შეიძლება თუ არა მამაკაცმა ატაროს გრძელი თმა? რატომ ატარებენ მღვდლები გრძელ თმას? ? ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Dec 20 2011, 08:30 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ტურინის სუდარა?


არა, ტურინის სუდარაზე გარდაცვლილი მაცხოვარია გამოსახული. მე ვგულისხმობ სხვა გადმოცემას.

ციტატა
არამგონია მაცხოვარს იმიტომ ქონოდა გრძელი თმები, რომ მეუდაბნოეთა ღვაწლზე მიენიშნებინა...ეს რატომღაც თითიდან გამოწოვილი მგონია.


მეც არ ვამტკიცებ. მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ. მაცხოვარი იყო ქალწული, თვითონ მისცა მომავალ ქრისტეან მოღვაწეებს ქალწულობის მაგალითი; ის უპოვარიც იყო, რითაც უპოვარების ღვაწლის თავწყაროდაც შეგვიძლია ჩავთვალოთ; აწამეს ჯვარზე და პირველი სისხლიც მან დაღვარა კაცობრიობის გამოსასყიდად. მომავალი მოწამეები უკვე ქრისტეს ჭეშმარიტებისა და მისი განგებულებისადმი რწმენის გამო ეწამნენ... ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში, რითაც მეუდაბნოვეობა აკურთხა... და ა. შ. ყოველივე ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი გრძელთმიანობით მეუდაბნოეობის სახე ხომ არ წარმოაჩინა მეთქი. თუმცა არ დავიჩემებ... ანალოგიების გამო მთლად ალოგიკურად არ მეჩვენება...


ციტატა
მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია უფალი გრძლ თმას ატარებდა, ნაზარეთული წისის მიხედვით.


რას ნიშნავს "ნაზარეთული წესი"? იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ქრისტე "ნაზორეველი" (ანუ, ნაზორეველური აღთქმის დამდები) იყო? საიდან ჩანს ეს? არსებობს შეხედულება, რომ ქრისტეს "ნაზორეველობა" ან არასწორი თარმგნის შედეგია ან სწორი თარმგნის არასწორი გაგება... ქრისტე დაიბადა ბეთლემში, მაგრამ გაიზარდა ნაზარეთში. ამ თვალსაზრისით წერია წერილში რომ ის ნაზარეველი (ანუ, ქალაქ ნაზარეთიდან) იყო. აქ არ იგულისხმება მისი "ნაზორეველობა", რაც ჩანს კიდევ იქიდან, რომ ნაზორეველებს (აღთქმას ვგულისხმობ) გრძელი თმების მოშვების გარდა, უამრავი სხვა აღთქმებიც ჰქონდათ (მაგ.: არ ეკარებოდნენ მიცვალებულს და სხვა). სახარებებიდან და ახალი აღთქმის წმიდა წერილიდან არაფერი ვიცით ქრისტეს მიერ სხვა ნაზორეველური წესების დაცვის შესახებ. ის იცავდა ძველ სჯულს, რათა აღესრულებინა იგი, მაგრამ არა ნაზორეველურ წესებს.

ციტატა
ეს კი დავიჯერო პავლემ არ იცოდა?


რა უნდა ცოდნოდა პავლეს? ის, რომ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა?

დავუშვათ ჰქონდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოციქულებსა და მომავალ სამღვდელოებას გრძელი თმები უნდა ეტარებინათ? მაშ, რატომ კრძალავენ მას მოციქულები და მომდევნო საუკუნეების წმიდა მამები? დავიჯეროთ, რომ მათ ეს არ იცოდნენ?

თმების მოშვების ტრადიცია ქრისტეანობამდელ, წარმართულ გარემოში იღებს სათავეს. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით: "ელინთა უგუნური ნაშიერნი, მისდევდნენ რა თავიანთ ბუნების საწინააღმდეგო ჩვეულებებს და პირუტყვებივით ატარებდნენ ცხოვრებას, თავიანთი ღვთაებების გულის მოსაგებად თმებს იზრდიდნენ" (Творения святителя Кирилла Александрийского. СПб, 1906.ч.3,стр.170).

წმ. ეპიფანე კვიპრელი (Творения, ч. 5, гл. 7, стр. 302, изд. 1880 г.) არც სამღვდელოებას და არც ერისკაცთ უფლებას არ აძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა: "რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს: წვერი, მამაკაცობრივი სიმბოლო, შეიკვეცო, თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკცვეცოს, მაგრამ არც თმა უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად, და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამპარტავნებას".

ზუსტად ასევე, ღირ. თევდორე სტოდიელის წერილებში არის მითითება იმაზედ, რომ მის დროს სასულიერო პირთა შორის თავი იჩინა გრძელი თმების ტარების ადგილობრივმა ჩვეულებამ და ღირ. თევდორემაც, რომელიც სამღვდელოების მიერ გრძელი თმების ტარების წინააღმდეგ გამოდიოდა, განმარტა, რომ ეს ჩვეულება არის ეკლესიის ტრადიციის საწინააღმდეგო.

როგორ დავიჯეროთ, რომ მათ არაფერი იცოდნენ ქრისტეს გრძელთმიანობის შესახებ? ან იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა მიებაძათ მაცხოვრის გრძელთმიანობისთვის?

აშკარაა, რომ მთელი ქრისტეანული ტრადიცია, მოყოლებული პირველი საუკუნეებიდანვე, მამაკაცთა მიერ (მ. შ. სასულიერო პირთა მიერაც) გრძელი თმების ტარების წინააღმდეგია.

ძველ ეკლესიაში გრძელი თების მოშვება კატეგორიულად იგმობოდა წმ. მამათა მიერ. ადრინდელ პერიოდში წმ. მამები მამაკაცისგან თმის მოკლედ შეჭრას ითხოვდნენ. საჭიროა გავიხსენოთ, რომ მამაკაცის მიერ თმების შეჭრას და დედაკაცის გრძელთმიანობას ითხოვდა თვით მოციქული პავლე: "განა თვით ბუნება არ გასწავლით, რომ თუ კაცი გრძლად უშვებს თმას, ეს საძრახისია მისთვის?" (ძვ. ქართ.: "არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა" (1კორინთ. 11:14).

II ს.-ში რომის წმ. პაპმა ანიკიტემ, რომელიც წარმოშობით სირიის ემესიდან იყო და რომის საყდარი 155-166 წლებში ეპყრა, ევსები კესარიელის მიხედვით, ნორმატიულად დააწესა და კანონად მიიღო მოციქულ პავლეს მცნება და სასულიერო დასს გრძელი თმების ტარება აუკრძალა.

მოციქულთა დადგენილებები კატეგორიულად ითხოვენ (IV, 28), რათა მამაკაცთაგან გრძელი თმები არავინ ატაროს.

დასავლეთში, ტოლედოს III კრების (VI ს.) დადგენილებების მიხედვით თმების შეკვეცა სავალდებულოა მთელი სამღვდელოებისთვის.

ტრულის მსოფლიო კრებამ (VI მსოფლ. კრება) VII საუკუნეში საკუთარი ნებით მონანულ მღვდელმსახურებს უფლება მისცა "იკრეჭდეს თმას ისე, როგორც სამღვდელონი იკვეცენ" (VI:21).

აი, როგორ აღწერს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტი (IX ს.) მისი თანამედროვე ეკლესიის პრაქტიკას:

"ჩვენთან ბერები თავიანთ სამოსს კლერიკოსის სამოსზე არ ცვლიან, სხვები კი, როცა ვინმეს ბერობიდან ეპისკოპოსად ხელდასხმა სურთ, უვლიან მას გარეგნობას და მრგვლად აჭრიან თმებს კინკრიხოზე".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი დროიდან გმობდა გრძელი თმების ტარებას კლერიკოსთა მხრიდან და უცილობლივ ითხოვდა მათ შეჭრას.

მეტიც, ეკლესია არა თუ არ იწონებდა სასულიერო პირთა გრძელთმიანობას, არამედ გრძელ თმებს მწვალებლობაშიც კი უთვლიდა მათ, გულისხმობდა რა ევქიტელთა უღვთო სწავლებას, მითუმეტეს, თუკი კლერიკოსს, რომელმაც კარგად უწყოდა საეკლესიო განწესებები, არ დაემორჩილებოდა მათ და თმების მოშვებას გააგრძელებდა. ღირ. ნიკონ ჩერნოგორელი ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მამხილებელ თხზულებაში დიდი ეპიფანე ევქიტელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემიან, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშვებული თმებით და არღვეევენო მოციქულის მცნებას, რომლის თანახმადაც, მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღმრთისა... ჩვენ ასეთი ჩვეულება არ გვაქვს და არც ეკლესიას ღმრთისა ("Во еже о ересях, великий Епифание о евхитстей ереси глаголет, яко и во другом негде предъята быша та честная наша братия. Иже междоречию в монастырех суще, рекше во градех зовомых, власы женскими радующися... И богообразно внешних ради ходити, и не хотети от зрящих прияти мзду или благодать, тужде есть соборныя Церкви вретище непроявленно и власы неотрезаеми, по проповеди апостольстей, муж бо рече не должен растити власы, образ и слава Божия сый... Мы таковаго обычая не имамы, ниже Церкви Божия". Слово 37, л. 284).

ნეტ. იერონიმე ამბობს, რომ გრძელი თმები ბარბაროსებისთვის არისო დამახასიათებელი, მაშინ როდესაც "მღვდლის გარეგნობა კეთილსახოვანი უნდა იყოს"... ქრისტეანი მღვდელმსახურები თმებს არ უნდა იპარსავდნენ ისიდას და სერაპისის მსახურებივით და არ უნდა იზრდიდნენ "გალანტურ" კაცთა, ბარბაროსთა და მოჭიდავეთა მსგავსად; გარდა ამისა მათ თმისგან გვირგვინებიც არ უნდა დაიწნან და არც ისე შეიჭრან, რომ გაპარსულებს დაემსგავსონ, არამედ ისე შეიკვეცონ თმები, რომ შესძლონ თავის თავისუფალი მოძრაობა (Migne, s. I, t. 25, соl. 427-448. იხ. აგრეთვე. Блаж. Иероним. Толко¬ание на пророка Иезеккииля. Москва, 1889. Ч. 1. Гл. 44. С. 273).

წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი საეკლესიო კანონთა დამრღვევ, ამგვარ სასულიერო პირებზე გარკვევით და მკაფიოდ წერს: "თავი მოაქვთ გრძელი თმებით, ამგვარი ყალბი კეთილსახოვნებით თავს იწონებენ და ამის შემდეგ, საკუთარ თავს ცხოვნებულთა რიგშიც კი აყენებენ... მაშ, მიპასუხე, როგორ არ იქნება ეს მწვალებლობა სხვა მწვალებლობაზე უარესი?" (Творения преп. Симеона Нового Богослова Ч. 1, слово 47. С. 431).

კიდევ რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით?

წმიდა მამათა სწავლებით გრძელი თმების ტარება არის არა ქრისტეანული, არამედ ანტიქრისტეანული, წარმართული და დემონთთაყვანისმცემლური ტრადიცია.

მამაკაცთა გრძელთმიანობას მამები უწოდებენ: ელინურ წესს, ღმრთის შეურაცხყოფას, ღმრთისა და ბუნების წინააღმდეგობას, მამაკაცის თავის, ქრისტეს შეურაცხყოფას, ძაღლურ ჩვევას და სხვ. ასეთი ადამიანები უნდა განიკვეთონ.

ასეთია, ბ-ნო გიორგი ეკლესიის წმიდა მამათა დამოკიდებულება სასულიერო პირთა და ერისკაცთა გრძელთმიანობასთან. აწ თავად განსაჯეთ, იცოდნენ მათ ქრისტეს შესახებ თუ არა. ფაქტია, რომ მათი დამოკიდებულება (იმ შემთხვევაშიაც კი თუ ქრისტეს გრძელი თმები ჰქონდა) ამ ფაქტს არ ითვალისწინებს.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
realoba   გრძელი თმები   Dec 15 2011, 03:07 PM
A.V.M   არ მაგვიანდებოდეს...   Dec 15 2011, 04:45 PM
dr.house...   გრძელი წვერებიტა დ...   Dec 15 2011, 05:33 PM
realoba   გრძელი წვერებიტა ...   Dec 15 2011, 06:24 PM
dr.house...   მადლობა განმარტებ...   Dec 15 2011, 07:32 PM
ikanosi   შეიძლება რა თქმა უ...   Dec 15 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ცდები:) realoba თუ რა...   Dec 15 2011, 07:26 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:33 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI გრძელი თმი...   Dec 15 2011, 07:38 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI მაგალითად IV...   Dec 15 2011, 07:50 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI მომწონს მე ...   Dec 15 2011, 07:58 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ეგ ჩემი ახირება ...   Dec 15 2011, 08:06 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:07 PM
GIORGI LELUASHVILI   GIORGI LELUASHVILI ციტატა დამ...   Dec 15 2011, 08:13 PM
ქევანა   რათ გინდათ კაცებს ...   Dec 15 2011, 08:11 PM
ikanosi   ეს არ ნიშნავს იმას ...   Dec 15 2011, 08:15 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI პავლე კორი...   Dec 15 2011, 08:28 PM
afxazi   GIORGI LELUASHVILI ასევე VI მს. კ...   Dec 15 2011, 08:49 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi ჰოდა "გარედან...   Dec 15 2011, 10:20 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI :P   Dec 15 2011, 10:55 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi ეს ჭეშმარიტება...   Dec 20 2011, 06:50 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli სხვათაშორ...   Dec 20 2011, 06:55 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI ჩემთვის ცნ...   Dec 20 2011, 07:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ტურინის სუდარა? არ...   Dec 20 2011, 07:26 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არა, ტურინი...   Dec 20 2011, 08:30 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ჰო გასაგე...   Dec 20 2011, 10:26 PM
dzvelmartlmadidebeli   სანამ პოლემიკას გა...   Dec 21 2011, 01:34 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli ასე ზუსტა...   Dec 22 2011, 07:11 PM
dzvelmartlmadidebeli   GIORGI LELUASHVILI არ ვიცი ვის...   Dec 22 2011, 11:02 PM
Hercules   მაინტერესებს როგო...   Dec 23 2011, 02:31 PM
dzvelmartlmadidebeli   Hercules ტონზურები სხვ...   Dec 24 2011, 11:46 AM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli აქ უკვე ყვ...   Dec 24 2011, 11:46 PM
A.V.M   ჰო ტა!ტა!ტა! ამ ...   Dec 27 2011, 02:52 PM
Zukazuka314   Da morcha es tema? Bolomde ar wamikitxavs...dameza...   May 14 2015, 01:11 AM
Zukazuka314   ??????   May 19 2015, 10:30 PM
G_saxva   Zukazuka314 აბა ქართულად ...   May 20 2015, 09:46 AM
Zukazuka314   [b]Zukazuka314 აბა ქართულა...   May 24 2015, 02:30 AM
Zukazuka314   ანუ რას იძახი, მარ...   May 25 2015, 03:57 AM
G_saxva   Zukazuka314 შენი დადებული ...   May 25 2015, 09:54 AM
Zukazuka314   ზევითიმ ვიღაც ძვე...   May 25 2015, 02:05 PM
G_saxva   Zukazuka314 ეგ ქრისტესი ა...   May 25 2015, 02:13 PM
A.V.M   ეჰ...   May 30 2015, 11:31 AM
sanfol   Zukazuka314 ალბათ გინდოდა...   May 30 2015, 12:02 PM
Zukazuka314   Zukazuka314 ალბათ გინდოდ...   Jun 4 2015, 12:26 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი