მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
NaNuKa |
Nov 26 2007, 08:15 PM
პოსტი
#141
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 17-November 06 წევრი № 489 |
ძალიან მიყვარს მამა გაბრიელი . წაკითხული მაქვს თითქმის ყველაფერი რაც მასზე დაუწერიათ. მის საფლავზე უამრავჯერ ვყოფილვარ.. მაგრამ მის მიიერ აგებულ ეკლესიაში არა. ძალიან მინდა იქ წასვლა მაგრამ რატომღAც ვერ მივდივარ
|
TuTashxia |
Dec 4 2007, 09:31 PM
პოსტი
#142
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 564 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,420 |
მე ვყოფილვარ მის ეკლესიაში.სახლშია...თან ზუსტად არც კი მახოსვს რამდენჯერ... საკმაოდ პატარაა. იმ სახლში სადაც ის ცხოვრობდა,ახლა მისი და და დისშვილიშვილი ცხოვრობს. ბავშვობაში ხშირად მივდიოდი ხოლმე...
-------------------- დიდგორი the best
|
shengela |
Dec 18 2007, 01:34 PM
პოსტი
#143
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 13-December 07 წევრი № 3,411 |
მოვყვები ჩემი სულიერი მამის, დეკანოზი დიმიტრის მიერ მოყოლილ სასწაულს მამა გაბრიელზე. მამა გაბრიელი დად ჩემი მოძღვრის მამა მეგობრობდნენ, ამოტომ მამა გაბრიელი ხშირად მიდიოდა მათთან სახლში სტმრად. ერთ-ერთიასეთი სტუმრობისას უეცრად დაწყებულა ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი, მამა დიმიტრის დედას გახცსენებია რომ სარეცხი ქონდა გაფენილი და შეწუხებული გაქცეულა აივნისკენ. მამა გაბრიელს შეუჩერებია იგი, გადაუსახია ცაზე დიდი ჯვარი, წვიმა მოულოდნელად შეწყვეტილა,როცა ჩამოუხსინია მამაოს დედას სარეცხი ისევ გადაუსახია ჯვარი და წვიმა გაგრძელებულა. ეს ამბავი ჩემი ყურით მოვისმინე ჩემი მოძღვრისაგან. უდიდესი მამა რომ აა, ამას რათ უნდა ბერი ლაპარაკი, მისი წმინდანობა დროის ამბავია!
|
shengela |
Dec 18 2007, 01:49 PM
პოსტი
#144
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 13-December 07 წევრი № 3,411 |
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია! არქიმანდრიტი გაბრიელი
ვინ საით გარბის შენი საქმე არ არის, შენ დადექი და შენს ცოდვებზე იტირე! მამა გაბრიელი |
მნათე |
Dec 18 2007, 01:51 PM
პოსტი
#145
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვინ საით გარბის შენი საქმე არ არის "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი"... მაშ როგორღა შევძლო ეს, თუ ჩემი საქმე არ არის ვინ საით გარბის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Dec 18 2007, 02:37 PM
პოსტი
#146
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი"... მაშ როგორღა შევძლო ეს, თუ ჩემი საქმე არ არის ვინ საით გარბის? ალბათ აქ განკითხვაზეა საუბარი. და მე მგონი არც არასწორს, არ ახალს და არც რაიმე საკრიტიკოს არაფერს ამბობდა ეს ბერი ამ სიტყვებით. რომ მოგვესმინა მისი სიტყვების ეს უშველეელი თემა, რომელიც სხვისი სიწმინდის დამდგენ აპარატს უფრო ჰგავს არ იქნებოდა, ყველა თავის სულში ჩაიხედავდა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თათარაშვილი |
Dec 18 2007, 03:39 PM
პოსტი
#147
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ალბათ აქ განკითხვაზეა საუბარი. და მე მგონი არც არასწორს, არ ახალს და არც რაიმე საკრიტიკოს არაფერს ამბობდა ეს ბერი ამ სიტყვებით. რომ მოგვესმინა მისი სიტყვების ეს უშველეელი თემა, რომელიც სხვისი სიწმინდის დამდგენ აპარატს უფრო ჰგავს არ იქნებოდა, ყველა თავის სულში ჩაიხედავდა. +1 ციტატა "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი"... მაშ როგორღა შევძლო ეს, თუ ჩემი საქმე არ არის ვინ საით გარბის? ლევან საუბარია განკითხვაზე ჩემი აზრით. |
besik |
Feb 9 2008, 05:08 PM
პოსტი
#148
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 196 რეგისტრ.: 27-January 08 წევრი № 3,769 |
მოგესალმებით ყველას ჩემო კარგებო შორეული ერაყიდან აქ მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცის სახელით.ყველას უნდა გვახსოვდეს მამა გაბრიელის დარიგებანი,უნდა ვეცადოთ ვიცხოვროთ ქრისტიანულად და ამით ვიყოთ სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი.გფარავდეთ გმერთი.
-------------------- გულგრილობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი მტერია.გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
უფლის მოყვარული სულმაღალი ადამიანი მტერსაც კი დაიმოყვრებს სიკეტით და მოწყალე გულით.სულ და გულგაციებული კი მოყვარესაც მტრად მოიკიდებს როგორც არუნდა თვლიდეს თავის თავს უფლის მოყვარულათ. skype=besobesiki1 |
guest |
Feb 9 2008, 07:46 PM
პოსტი
#149
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
სარეცხის დასველებაც ამხელა კატასტროფული ამბავი როდის მერე გახდა, რომ დიასახლისმა სტუმრები დააფეთოს მაგის გამო თორემ მამა გაბრიელის სულიერ სიდიდეზე და სიმდიდრეზე ეჭვი არც მეპარება, თუმცა ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია სარეცხის გამო ამდენი ამბების დატრიალება.
|
nino_ni |
Mar 23 2008, 12:40 AM
პოსტი
#150
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
''ჯერ ჩემამდე მამა გიორგი(მხეიძე) უნდა შერაცხონ წმინდანად,ის უდიდესი წმინდანია და მერე მე''-ეს ბერი გაბრიელის სიტყვებია და მისი ეს წინასწარმეტყველება ასრულდა.დიდი ბეთანიელი მამა გიორგი(მხეიძე) 2003წელს წმინდანად შერაცხეს ანუ.........
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
makiki |
Mar 26 2008, 06:44 PM
პოსტი
#151
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს,სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვსრული ღმერთს განახვებს.გიყვარდეთ ერთმანეთი საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს.
ანტიქრისტეს მომხრეები ქუჩაში გახდილები ივლიან.ქრისტიანები წესიერად ჩაცმულები იქნებიან და ამით განასხვავებთ ერთმანეთისგან. ქალი მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული,შეჩვენებული იყოსო,-სწერია სჯულის კანპნში.ადამიანის ჩაცმულობა მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრილია და რაც საქართველოში ხდება,ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა.არ მიატოვოთ საქართველო,არ განარისხოთ ღვთისმშობელი.ადამიანი სადაც დაიბადება,იქ გადმოდის მასზე კურთხევა. მორწმუნე ღვთის იმედატ იქნება.ბოლო ჟამს კი უფალი ისეთ სასწაულს გაუკეთებს თავის ხალხს,ერთი ფოთოლი ერთ თვეს ეყოფათ საკვებად.მიწაც ხომ არ დაილია,გარდასახავ ჯვარს მას და პურად გექნებათ. მამა გაბრიელი სიზმრის შესახებ კი ასე ამბობს- სიზმარი სამი ძირითადი მიზეზით წარმოიშობა: ღვთისგან,ბოროტისაგან და საკუთარი განცდისაგან. პ.ს. მამა გაბრიელი მეც ძალიან მიყვარს,მისი მადლი გვიფარავდეს მუდამ! -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
*ნინო* |
Apr 2 2008, 02:46 PM
პოსტი
#152
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 836 რეგისტრ.: 16-November 07 წევრი № 3,193 |
ბერი გაბრიელი (ურგებაძე)
განსაცდელზე ოქრომჭედელი ქურაში ადნობს და დიდი ტემპერატურით ამუშავებს ოქროს. სანამ არ გაათავისუფლებს ზედმეტი მინარევებისაგან და არ მიიღებს ბაჯაღლოს, ანუ სუფთა ოქროს. გამოცდილი ექიმი, მიუხედავად ავადმყოფის ტკივილისა და ყვირილისა, კურნავს მას სხვადასხვა მწარე წამლის მეშვეობით. საჭიროების დროს სპირტითა და ამოშანთვით. ხშირად ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე, ჩვენივე კურნების მიზნით, უფალი ასევე მოგვივლენს სხვადასხვა განსაცდელებს. მაგალითად: მოულოდნელ ავადმყოფობას, ტკივილებს, მწუხარებას, პატიმრობას, დამდაბლებას, სირცხვილის შიშს, ცილისწამების სიმძიმეს, საზოგადო კრიტიკას და სხვა ტანჯვა-წამებას. განსაცდელებით უფალს სურს: 1. ადამიანს შესძინოს გამოცდილება. 2. გამოსწორდეს ე.ი. იფიქროს რა მიზეზით მოევლინა ეს განსაცდელი. 3. განიწმინდოს ე.ი. აღიაროს და ეცადოს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ცოდვები. ამდენად გასაგებია, რომ ყოველი განსაცდელი ჩვენივე სულის ცხონებისთვისაა მოვლენილი. ამიტომ ყოველ განსაცდელში უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს. ავადმყოფი რომელიც ექიმს არ ანებებს მკურნალობას, განწირულია დასაღუპად. ასევე განწირულია ის ადამიანი, რომელიც უფალს არ ანებებს მის განკურნებას, ანუ მადლიერებით და ბოლომდე დათმენით არ ღებულობს ყოველ განსაცდელს. ხშირად განსაცდელის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიზეზით ადამიანი მადლიერების ნაცვლად ვარდება უმადურობაში, კარგავს იმედს, ავიწყდება, რომ უფალი ყოველ განსაცდელში დაჰყურებს და არ არის მიტოვებული. ნაცვლად ბოლომდე დათმენისა კარგავს ღვთის შემწეობის სასოებას, რის გამოც განსაცდელი გაცილებით მძიმე ხდება. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ ადამიანს მისი ამტანობის მიხედვით მოევლინება განსაცდელის სიმძიმე. უფალი არ დაუშვებს იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის ატანაც ადამიანს არ შეეძლოს. მთავარია ჩვენ მოვითმინოთ და ყოველივეში ღვთის განგება დავინახოთ. |
კავკასიელი |
May 1 2008, 02:48 PM
პოსტი
#153
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
მამა გაბრიელის სურათი პირველად რომ დავინახე, ლოცვა მონინდა.
ხშირად მითხოვია და დამხმარებია -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
nino_ni |
May 1 2008, 07:11 PM
პოსტი
#154
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
მისი თვალები განსაკუთრებით მომწონს ძალიან თბილი თვალები აქვს
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
d.p |
May 30 2008, 01:41 AM
პოსტი
#155
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,115 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 763 |
წინა 2 ღამეს უძილობისგან შემთხვევით წავიკითხე წიგნი "მოგონებები მამა გაბრიელზე" დაახლოებით ეგეთი შინაარსით არ ვიცი მე კანონიზაცია არაკანონიზაცია ეგეთ ამბებში ვერ ვერკვევი, მარა ამ კაცის გენიალურობა იმაში მაინც გამოიხატება რომ არაბუნებრივად თავმდაბალი იყო აბსოლიტურად ნულოვანი პატივმოყვარეობით - საერთოდ არ აინტერესებდა რას ფიქრობდა მასზე საზოგადოება და საშინლად ვერ იტანდა როცა აქებდნენ მოკლედ 100% იდეა რომელსაც მე ვეძებდი - პროგრესი გინდა სულიერი გინდა პროფესიონალური მთლიანად შედეგია შენს მიერ იმის გააზრებისა რომ არაფერს არ წარმოადგენ (შესაბამისად სულიერად ან პროფესიონალურად ), ხოლო საკუთარი თავის სერიოზულად აღქმა, მუშაობა ავტორიტეტზე და იმაზე რომ ირგვლივ მყოფმა საზოგადოებამ "ღირსეულად" ჩაგთვალოს და "პატივი გცეს" არის დასასრულის დასაწყისი. მემგონი ამით აიხსნება ზუსტად მამა გაბრიელის (როგორც ხალხი ამბობს) "მავნე ჩვევები" ლანძღვა გინება და ა.შ - უბრალოდ ცდილობდა საკუთარი თავი რაც შეიძლება მწარე განკითხვის ქვეშ ჩაეგდო მოკლედ ყელას გისურვებთ საკუთარ თავზე წარმოდგენის დაკარგვას : )))))))))))))))
|
likka |
May 30 2008, 02:04 PM
პოსტი
#156
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
d.p
ციტატა მოკლედ ყელას გისურვებთ საკუთარ თავზე წარმოდგენის დაკარგვას : ))))))))))))))) ხანდახან რა კაი ყოფილა ეს უძილობა და შემთხვევით წაკითხული წიგნები -------------------- ეჰ...
|
leluka |
May 30 2008, 02:07 PM
პოსტი
#157
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ციტატა მისი წმინდანობა დროის ამბავია! დროს ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა თორემ... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
makiki |
Jun 7 2008, 10:49 PM
პოსტი
#158
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
ვინ საით გარბის შენი საქმე არ არის, შენ დადექი და შენს ცოდვებზე იტირე!
ბერი გაბრიელი -------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
marine |
Jun 16 2008, 04:33 PM
პოსტი
#159
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გუშინ ვიყავი საგარეჯოში, დედა მარიამის ოჯახში, სადაც დედაო დროებით არის ავადმყოფობის გამო მონასტრიდან წამოსული. ის დაახლოებული იყო მამა გაბრიელთან, რომელიც ამ ოჯახის ხშირი სტუმარი ყოფილა.
დედაოს უძველესი ხატები ეკიდა თავის ოთახში და გვითხრა, რომ ეს ხატები სანაგვეზე აქვს ნაპოვნი მამა გაბრიელთან ერთად. მამა გაბრიელზე სულ ცრემლებით და უდიდესი სიყვარულით ყვებოდა და ისიც დაძინა რომ ბოლომდე ვერ შევიცანიო და ამაზე წყდება ყველაზე მეტად გული. მამა გაბრიელი უდიდესი სალოსი იყო და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ბოლომდე მის პიროვნებას მასთან დაახლოებული ადამიანებიც ვერ წვდებოდნენ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
MIZANDASAXULI |
Jun 16 2008, 04:53 PM
პოსტი
#160
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,098 |
...ეძიებდე და ჰპოვებდე...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი