IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> მეგობრობა
marine
პოსტი Oct 5 2019, 01:48 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,331
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გინდა იყო მეგობარი ქრისტესი? ათი წლის ბიჭი მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელთან გაგზავნეს აღსარების სათქმელად. ბავშვი მანამდე არ იყო ნამყოფი აღსარებაზე და არ იცოდა, რა ეთქვა. დედამ უკარნახა და მანაც კეთილსინდისიერად ყველაფერი გაიმეორა. მეუფემ მოუსმინა და ჰკითხა:

- მითხარი, შენ თვითონვე გრძნობ თავს დამნაშავედ თუ იმას იმეორებ, რასაც მშობლები გსაყვედურობენ?

- დედამ მითხრა, რომ მე უნდა ვაღიარო ესა და ეს ცოდვა და კიდევ სხვა, ვინაიდან ის ამის გამო ბრაზობს, მე კი ამით ვარღვევ ოჯახის სიმშვიდეს.

- შენ აქ იმისთვის არ მოსულხარ, მომიყვე, რაზე ბრაზობენ შენი მშობლები. მითხარი: ქრისტეზე თუ იცი რაიმე?

- დიახ.

- სახარება წაგიკითხავს?

- დედამ და ბებიამ მიამბეს. რაღაც წამიკითხავს, ეკლესიაში გამიგონია...

- მოგწონს იგი, როგორც კაცი?

- დიახ.

- მასთან მეგობრობას მოისურვებდი?

- დიახ.

- იცი, რას ნიშნავს იყო მეგობარი?

- დიახ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი იყო.

- არა. ეს საკმარისი არ არის. მეგობარი ის კაცია, რომელიც უერთგულებს თავის მეგობარს ყველგან და ყოველთვის, ცდილობს, მას იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს, მასთან დარჩება, თუნდაც სხვებმა ზურგი აქციონ. მეგობარი მეგობარს სიკვდილამდე უერთგულებს.

აბა, წარმოიდგინე: ვთქვათ, სკოლაში ხარ, ქრისტე პატარა ბიჭია და მას მთელი კლასი წინ აღუდგა, შენ რას გააკეთებდი? გეყოფოდა სიმამაცე და ერთგულება, მის გვერდით დამდგარიყავი და გეთქვა: თუ მისი ცემა გინდათ, მეც მცემეთ, რადგან მის გვერდით ვარ? თუ შენ მზად ხარ, ასეთი მეგობარი იყო, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ - და საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვა აღსარებისას. იკითხე სახარება! მისგან შეგიძლია გაიგო, როგორ იცხოვრო, რომ მერე საკუთარ თავზე გული არ გაგიტყდეს, იცხოვრო ისე, რომ გიხაროდეს, თუ რა კაცი გახდი ამ მეგობრობის გულისთვის. მიხვდი, რაც გითხარი?

- დიახ.

- მზად ხარ ამისთვის?

- დიახ."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 20 2019, 04:40 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,331
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოდი, შევიგრძნოთ ქრისტე, როგორც ჩვენი მეგობარი! ის ჩვენი მეგობარია. ამას თავად გვიდასტურებს, როდესაც ამბობს: "თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ". ვუმზიროთ მას და მივუახლოვდეთ, როგორც მეგობარს. დავეცით? შევცოდეთ? სიყვარულით, შინაურულად და ნდობით მივირბინოთ მასთან; არა იმის შიშით, რომ დაგვსჯის, არამედ მხნეობით, რომელსაც მეგობრობის განცდა მოგვცემს. ვუთხრათ უფალს: "უფალო, დავეცი, ესა და ეს ჩავიდინე, მომიტევე, უფალო". მაგრამ ამავდროულად უნდა შევიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, რომ სითბოთი, სიყვარულით შეგვიწყნარებს და მოგვიტევებს. ნუ დავშორდებით ქრისტეს დაცემის გამო"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th November 2019 - 01:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი