თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ თეიმურაზ I-დან ერეკლემდე
პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 9 2007, 10:34 PM
ეს ხომ იცით რომ უმძიმესი იყო პერიოდი საქართველოს ისტორიაში. "დიდი თურქობის" მერე.
რას იტყვით იმდროინდელ მეფეებზე. ჩემში არც ერთი მათგანი, როგორც მეფეები, სიმპატიას ნამდვილად არ იწვევენ. თუმცა რათქმაუნდა თითოეული მათგანის პოლიტიკას გამართლებაც ქონდა
პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 9 2007, 10:49 PM
ციტატა(მამფალი @ May 9 2007, 11:34 PM)
ეს ხომ იცით რომ უმძიმესი იყო პერიოდი საქართველოს ისტორიაში. "დიდი თურქობის" მერე.
რას იტყვით იმდროინდელ მეფეებზე. ჩემში არც ერთი მათგანი, როგორც მეფეები, სიმპატიას ნამდვილად არ იწვევენ. თუმცა რათქმაუნდა თითოეული მათგანის პოლიტიკას გამართლებაც ქონდა
ჩემი აზრით ეს პერიოდი რეგრესით ხასიათდება, რაღაც უსიამოვნო შეგრძნებას აღმიძრავს ამ პერიოდის გახსენაბა...
სრული სტაგნაციის პირობებში შეუძლებელია რომელიმე მეფე მოგწონდეს ანდა არ გაამართლო ან გაამართლო რომელიმეს პოლიტიკა...
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 9 2007, 10:56 PM
მამფალი
დამპალ ჩემო მამპალ გათურქებულები იყვნენ ამგრამ გამონათებებს ახშობდნენ ხოლმე და რას იზამ
პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 9 2007, 11:07 PM
ქავთარაძე
ქავთარ ტბელო,
რას იტყვი მერე განათლებლ ვახტანგ VI-ზე?
პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 14 2007, 07:09 PM
ციტატა
რას იტყვი მერე განათლებლ ვახტანგ VI-ზე?
ვახტანგმა საკმაოდ ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოსთვის, და იმ პერიოდში ეს არ იყო იოლი...
მან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაათარა საკანონმდებლო ორგანოში, ასევე კულტურულ სფეროში... 1709 წელს დააარსა I ქართული სტამბა...
და საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა... რომ არა ისევ რუსეთის ღალატი...
სამწუხაროდ ისიც ჩრდილოეთისკენ იყორებოდა, მაგრამ პრინციპში სხვა გზა არც ქონდა...
რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო მისი საქართველოში ჩამოსვენების თაობაზე... იმედია კიდევ წამოიწევს ეს თემა წინ
კარგი იქნება თუ ეს მოხერხდება
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 15 2007, 12:29 AM
ციტატა(_Matasi_ @ May 14 2007, 08:09 PM)
ვახტანგმა საკმაოდ ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოსთვის, და იმ პერიოდში ეს არ იყო იოლი...
მან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაათარა საკანონმდებლო ორგანოში, ასევე კულტურულ სფეროში... 1709 წელს დააარსა I ქართული სტამბა...
და საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები ჰქონდა... რომ არა ისევ რუსეთის ღალატი...
სამწუხაროდ ისიც ჩრდილოეთისკენ იყორებოდა, მაგრამ პრინციპში სხვა გზა არც ქონდა...
რამდენიმე წლის წინ საუბარი იყო მისი საქართველოში ჩამოსვენების თაობაზე... იმედია კიდევ წამოიწევს ეს თემა წინ
კარგი იქნება თუ ეს მოხერხდება
მე პირადად, ძალიან ვაფასებ ვახტანგ VI-ს, არა მარტო სტამბა, აქვე უნდა აღვნიშნოთ ''სწავლულ კაცთა კომისა'', რომელმაც ძალიან ბევრი იმუსავა ქართლის ცხოვრების სხვადასხვა ხელნაწერებზე, ფაქტობრივად, დაწერეს და ჩამოაყალიბეს იმდროისათვის ''ახალი ქართლის ცხოვრება''. თავად ვახტანგის, როგრც მეცნიერის ღვაწლია განუზომელი, ბევრმა არც კი იცის, რომ სულხან-საბას ლექსიკონის შექმნაში მასაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ასევე მან თარგმნა ''ქილილა და დამანას'' გარკევული ნაწილი. დაბოლოს, ჩემი უსაყვარლესი თემა: ვახტანგი, როგორც ''ვეფხისტყაოსნის'' პრველი მეცნიერ-კომენტატორი. ისეტი საინტერესო და რაც მთავარია, თეოლოგიური მიგნებები აქვს ამ კომენტარებში, ბევრ თანამედროვე მკვლევარსაც რომ შეშურდება. ჰო, კიდევ დაწერილი აქვს ცნობილი ლექსები _ ''რანი და მოვაკანი და'', ''შეგონება'' და ა.შ.
პ.ს. ახლა უცებ გამეცინა, ვახტანგ VI სახელმწიფო გამოცდაზე შემხვდა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2007, 10:32 AM
ვახტანგ VI ძალიან მიყვარს
მისი სამართლის წიგნის გამო მას სრულიად დამსახურებულად უწოდებენ "ქართველ იუსტინიანეს"
ვახტანგის სამართალი იმდენად კარგად იყო მორგებული ქართულ და კავკასიურ მართლშეგნებას, რომ ქართლის სამეფოსთვის დაწერილი წიგნი უმალ გავრცელდა მთელ საქართველოში და საინტერესოა ისიც, რომ მას ისეთი მოქმედება ჰქონდა, რომ თვით რუსეთის იმპერიასაც კი საკმაოდ დიდხანს არ გაუუქმებია მისი გამოყენება ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებში
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 15 2007, 08:58 PM
ციტატა
ჩემში არც ერთი მათგანი, როგორც მეფეები, სიმპატიას ნამდვილად არ იწვევენ. თუმცა რათქმაუნდა თითოეული მათგანის პოლიტიკას გამართლებაც ქონდა
როსტომ ხანი და ვახტანგ VI. თუმცა ამ უკანასკნელს მეტი შეეძლო.
პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 15 2007, 10:34 PM
თეიმურაზ II-ზე რას იტყვით?
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 15 2007, 10:56 PM
თეიმურაზ II ნორმალური მეფე იყო...ვერაფერს დავუწუნებ, რაც შეეძლო კეთილსინდისიერად და პატიოსნად შეასრულა, აბბბაააა სხვარა გითხრა რით გაგახარო....
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 16 2007, 02:32 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
მე და კანონისტმა რომ ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე შეფასებები დავწერეთ, ატყობთ?
პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 24 2007, 08:53 PM
მიკვირს რომ მეფეს სამართლის შექმნისთვის აქებენ, თითქოს ეს მისი უმთავრესი და ერთადერთი მოვალეობა ყოფილიყოს.
ციტატა
მისი სამართლის წიგნის გამო მას სრულიად დამსახურებულად უწოდებენ "ქართველ იუსტინიანეს"
იუსტინიანე წარმატებული მეფე იყო და ამიტომააა ასეთი მისაბაძი.
ვახტანგი კი სუსტი, რომელმაც უკან დახევა და გაგცევა იცოდა მხოლოდ.
ქვეყნის დახსნისა არა მარა რაიადან რუსეთში გადასასვლელი გზა მაგრა იცოდა.
პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 24 2007, 09:42 PM
მამფალი
ციტატა
ქვეყნის დახსნისა არა მარა რაიადან რუსეთში გადასასვლელი გზა მაგრა იცოდა.
მასე ხელაღებით ხაზს ვერ გადაუსვავ... იმ პერიოდის სხვა მეფეების ფონზე საკმაოდ გამორჩეული იყო... და რაგაც მაინც გააკეთა სასიკეთო ქვეყნისთვის...
პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 24 2007, 09:51 PM
_Matasi_
კონკრეტულად?
ვახტანგ დემეტრე თავდადებულის ვაჟობის ნახევარიც არ აღმოაჩნდა და რუსეთში გაიქცა.
პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 24 2007, 10:10 PM
მამფალი
ციტატა
კონკრეტულად?
კონკრეტულად ზემოთ წერია
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 25 2007, 02:16 AM
ციტატა(მამფალი @ May 24 2007, 10:51 PM)
_Matasi_
კონკრეტულად?
ვახტანგ დემეტრე თავდადებულის ვაჟობის ნახევარიც არ აღმოაჩნდა და რუსეთში გაიქცა.
უკაცრავად, მაგრამ ისტორია არ გქცოდნია კარგად, მართალია, წმინდანია, მაგრამ დემტრესაც ჰქონდა ცოდვები და არა ნაკლები, გიორგი ბრწყინვალის დედის ამბავი გაიხსენე თუნდაც...
პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 25 2007, 01:11 PM
_Matasi_
სამართალი?
დიდი ვერაფერი პლიუსია.
თამარი_ცქნაფო
დემეტრეს უკან არ დაუხევია როცა საქმე საქართველოს შეეხო.
სასაცილოა როცა ომის და სისხლის დროს მეფეებიდან ერთი ლექსებს წერს და მეორე იმ კანონებს ქმნის რომელსაც ვერსად და ვერასდროს ვერ აღასრულებენ.
ვახტანგის შემდეგ ისიც იცით ოსმალობა და ყიზილბაშობა რომ იყო. იქნებოდა აბა არ იქნებოდა? როცა ქვეყნის ინტელიგენციასა და თავს უცხოეთში წაიყვან და ქვეყანას უპატრონოდ მიაგდებ. ამას უპასუხისმგებლობა და უუნარობა ქვია.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 28 2007, 03:59 PM
_Matasi_
ციტატა
თეიმურაზ II-ზე რას იტყვით?
თეიმურაზ II ვერ იყო მაინცდამაინც მაგარი, ის და მისი მოაზრეები იყვნენ სისხლი რომ გაუშრეს კათოლიკოს ანტონს I-ს და სამშობლოდან წასვლა აიძულეს.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:15 PM
"პოლონეთის მეფე კაზიმირს ორი დატვირთული ხომალდი გაუგზავნია საჩუქრად დასავლეთ საქართველოში გადასული ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველისათვის"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 216/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)