IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,306
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც smile.gif

აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ.

"...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა.

იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“).

...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“

თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“


P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით?

თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში:

IPB-ს სურათი

ტროპარი, ხმა 4.

წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   თამარს ვაქებდეთ მეფესა...   Dec 3 2007, 11:54 AM
marine   თამარ მეფე "...მაშ...   May 17 2015, 08:01 PM
marine   http://www.newposts.ge/?l=G&id=74711-%E1%8...%83%9...   May 18 2015, 07:19 PM
marine   http://s020.radikal.ru/i703/1505/3d/a173d6f58206.j...   May 25 2015, 08:38 PM
marine   საქართველოს ბედი ქ...   May 26 2015, 12:13 PM
marine   http://s49.radikal.ru/i125/1505/3f/9843d061f681.jp...   May 29 2015, 07:46 PM
marine   თამარ მეფე და ხონთ...   May 29 2015, 10:22 PM
marine   "თამარის დროს აშე...   Jun 3 2015, 07:22 PM
marine   "ცნობილია, რომ მო...   Jun 12 2015, 04:07 PM
marine   http://karibche.ambebi.ge/eklesia/sitsmind...i-did...   Jun 28 2015, 01:15 PM
marine   "ეჰ, წავიდა ყველა...   Jul 18 2015, 11:07 AM
marine   "მეცნიერები ამბო...   Jul 18 2015, 10:48 PM
marine   თოვს თამარის ხსოვ...   Jul 19 2015, 02:41 PM
marine   ტიმოთესუბნის ტაძა...   Aug 13 2015, 08:59 PM
marine   სიზმრად ვიხილე... ს...   Aug 20 2015, 08:25 PM
marine   "ტიმოთესუბნის ღვ...   Sep 4 2015, 10:07 PM
marine   "მზე მზეთა შორის...   Sep 17 2015, 03:13 PM
marine   http://s017.radikal.ru/i431/1509/74/fa844cccf720.j...   Sep 22 2015, 09:26 PM
marine   http://s017.radikal.ru/i406/1509/b8/a8678655daaa.j...   Sep 30 2015, 10:57 PM
marine   "თამარ მეფეზე ფილ...   Oct 1 2015, 07:09 PM
marine   თამარ მეფეს ხშირად...   Oct 23 2015, 03:02 PM
marine   „ყველას გვახსოვს, ...   Oct 24 2015, 02:08 PM
marine   http://s020.radikal.ru/i714/1511/54/d315d29de4ce.j...   Nov 5 2015, 10:49 PM
marine   "რეკავენ ზარები, ...   Nov 19 2015, 01:12 PM
marine   [img]http://s011.radikal.ru/i317/1511/5c/cb1ad4f7b...   Nov 19 2015, 08:11 PM
marine   "უკვდავია ერი ჩემ...   Nov 21 2015, 10:11 PM
marine   "სქემოსანივით ხა...   Nov 23 2015, 01:32 PM
marine   „1990-იან წლებში, ღვთი...   Nov 24 2015, 01:18 PM
marine   "...1894 წელს გაზეთ "...   Dec 2 2015, 06:42 PM
marine   ''ქალი გიჭერს სი...   Dec 15 2015, 02:14 PM
marine   http://s017.radikal.ru/i414/1512/f9/e7e4f23b4783.j...   Dec 27 2015, 01:27 PM
marine   http://s014.radikal.ru/i329/1601/0c/ad4c3a44a333.j...   Jan 2 2016, 09:45 PM
marine   http://www.ozon.ru/context/detail/id/33731057/ К...   Jan 3 2016, 06:08 PM
marine   http://s018.radikal.ru/i511/1601/ab/eeb33be2df78.j...   Jan 3 2016, 06:42 PM
marine   http://i081.radikal.ru/1601/0f/436f94357781.jpg   Jan 10 2016, 11:06 PM
marine   მონატრებული ლაზეთ...   Jan 12 2016, 06:07 PM
marine   "სასწაული ყოფილა ...   Jan 21 2016, 12:33 PM
marine   "გილოცავთ, თამარ ...   Jan 30 2016, 09:38 PM
marine   http://s017.radikal.ru/i412/1601/f8/8b74eb77078a.j...   Jan 31 2016, 02:00 PM
marine   თამარ მეფე რატომ ი...   Jan 31 2016, 11:06 PM
marine   "ბილიკები - "თამ...   Feb 1 2016, 12:54 PM
marine   "ბანას, როგორც ტა...   Feb 4 2016, 09:26 PM
marine   "თამარ ერთ-ერთი ყ...   Feb 4 2016, 09:40 PM
marine   http://s017.radikal.ru/i402/1603/35/e95d589fd510.j...   Mar 22 2016, 08:35 PM
marine   "უბისის სამონასტ...   Apr 8 2016, 03:11 PM
marine   http://s018.radikal.ru/i503/1604/e4/947c1017978b.j...   Apr 11 2016, 11:00 AM
marine   "ხახულის ღვთისმშ...   May 3 2016, 10:13 PM
marine   "თამარ მეფე ბრძან...   May 6 2016, 09:52 PM
marine   "თავისი წერილის დ...   May 8 2016, 02:20 PM
marine   ,,პირველად ღმერთი ვ...   May 14 2016, 01:29 PM
marine   სვანური: „ჰოი, სიხ...   May 15 2016, 03:39 PM
marine   "პირველი, რაც მეფ...   May 26 2016, 10:27 AM
marine   წირვა ქართულ ენაზე...   Jun 1 2016, 12:37 PM
marine   "სოფელი ბალჯილიშ...   Jun 6 2016, 10:20 AM
marine   "საუკუნეების შემ...   Jun 7 2016, 02:15 PM
marine   http://s019.radikal.ru/i616/1606/dd/afc21a0a3f6c.j...   Jun 24 2016, 11:02 PM
marine   "ჩვენამდე მოაღწი...   Jul 26 2016, 05:22 PM
marine   "გადმოცემით ვიცი...   Jul 26 2016, 10:57 PM
marine   "მეორე ხელნაწერი...   Aug 24 2016, 09:29 PM
marine   თამარის ხიდი სოხუ...   Sep 8 2016, 10:36 AM
marine   http://s015.radikal.ru/i330/1609/51/5b3141770676.j...   Sep 9 2016, 03:41 PM
marine   http://s50.radikal.ru/i128/1609/73/e43412a6312e.jp...   Sep 10 2016, 10:31 AM
marine   "ხერთვისის ციხის ...   Sep 22 2016, 12:17 PM
marine   "უწინ ეს [გუფთა] თა...   Oct 12 2016, 01:57 PM
marine   "დიდაჭარის ტოპონ...   Oct 30 2016, 09:05 PM
marine   "ხეობას ამშვენებ...   Nov 1 2016, 11:17 AM
marine   თამარ მეფე { ციკლიდ...   Nov 22 2016, 07:12 PM
marine   "კეხვის ციხიდან ს...   Nov 30 2016, 11:06 AM
marine   "გარდაცვალების შ...   Dec 8 2016, 10:49 AM
marine   "კარქო ქალო, კარქ...   Jan 4 2017, 11:16 AM
marine   "როცა ყინწვისის ა...   Jan 9 2017, 09:22 PM
marine   "XIII ს-ის დასაწყისშ...   Feb 22 2017, 06:48 PM
marine   "ქართველთა ლამაზ...   Apr 1 2017, 08:40 PM
marine   "ასე განსაჯეთ, თა...   Apr 1 2017, 08:57 PM
marine   "სულ ვოცნებობდი, ...   Apr 2 2017, 09:49 PM
marine   "ღვთის იდუმალი გა...   Apr 3 2017, 11:06 AM
marine   "თამარი, მაშასადა...   Apr 12 2017, 02:28 PM
marine   "ამის შემდგომ ან ...   Apr 17 2017, 09:34 PM
marine   "[ბასიანის ბრძოლა...   Apr 18 2017, 04:18 PM
marine   "გრიგოლ ჩხარტიშვ...   May 26 2017, 12:17 PM
marine   "ბრძენი მეფის გამ...   Jun 2 2017, 10:44 AM
marine   ხმა წარსულიდან თა...   Jun 14 2017, 09:53 PM
marine   "დიდი თამარი, ღმრ...   Jun 20 2017, 10:09 PM
marine   "თამარიანში" ვკ...   Jul 14 2017, 10:13 AM
marine   http://s019.radikal.ru/i643/1707/d7/7b4d3488763a.j...   Jul 17 2017, 10:29 PM
marine   "...ვახუშტი გარდაი...   Jul 19 2017, 10:52 AM
marine   "უფალო, შენ გევედ...   Jul 31 2017, 04:25 PM
marine   "მესტიის ცენტრში ...   Aug 1 2017, 11:08 AM
marine   "ორი ხატი, აღსაყდ...   Aug 1 2017, 03:12 PM
marine   "სვანეთში თამარ მ...   Aug 2 2017, 12:11 PM
marine   "სოფელ კარალეთის ...   Aug 2 2017, 11:23 PM
marine   "იკორთის მთავარა...   Aug 4 2017, 12:14 PM
marine   "სოფელი დისევ-კულ...   Aug 5 2017, 10:51 AM
marine   "თამარ მეფის დროს...   Aug 11 2017, 11:54 AM
marine   "მეფეებითგან დაწ...   Aug 14 2017, 09:24 PM
marine   "[მღვდელ გიორგი ბ...   Aug 14 2017, 09:36 PM
marine   http://s018.radikal.ru/i509/1708/9a/5392b0a24b6d.j...   Aug 16 2017, 07:30 PM
marine   "- რომელ ხელისუფა...   Aug 21 2017, 10:42 AM
marine   "გაბრიელ ბერის ცხ...   Aug 23 2017, 11:12 AM
marine   "წინათ იმდენად ძლ...   Sep 4 2017, 10:42 AM
marine   "[პოეტი] ბეჟანი [ხა...   Sep 10 2017, 09:10 PM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 02:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი