IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ არიან დემონები?
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 08:54 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს. სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე, ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული.
უამრავ ადამიანს დემონთა რეალობის არ ჯერა და ზღაპრებს ადარებს, მაგრამ ასევე უამრავი შემთხვევაა მათი ფიზიკური გამოჩენისა და მორწმუნეებთან მტრული და ავისმომასწავებელი დამოკიდებულებისა.
ზოგს შესაძლოა ისინი ხილილი სახითაც გამოსცხადებიან, მაგრამ უმეტესად დემონები ადამიანებს (განსაკუთრებით მორწმუნეებს) უფლისა და ანგელოზთა სახითაც ეცხადებიან, რის შესახებაც პავლე მოციქული გვაფრთხილებს.


IPB-ს სურათი

საღვთო წერილის თანახმად ცოდვის საწყისი ეშმაკიდან მოდის. „რომელმან ქმნნეს ცოდვაი, იგი ეშმაკისაგან არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს“ (I ინ. 3,8). სიტყვა „ეშმაკი“ ცილისმწამებელს (ბერძნ. διαβολος - ცილისწამება, მოტყუება) ნიშნავს. წმიდა წერილის მინიშნებათა ურთიერთშედარებით ვხედავთ, რომ ეს არის ბოროტებისკენ მიდრეკილი ერთ-ერთი გონიერი სული, ანგელოზი. მას, როგორც ყველა გონიერ არსებას, გააჩნდა თავისუფლება, რომელიც სიკეთეში სრულყოფისთვის მიეცა, მაგრამ „არ დარჩა ჭეშმარიტებაში“ და განუდგა ღმერთს. მაცხოვარმა მის შესახებ ბრძანა: „რამეთუ იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან და ჭეშმარიტებას არა დაადგრა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. ოდეს იტყჳან ტყუვილსა თჳსისაგან გულისა იტყჳნ, რამეთუ მტყუვარ არს და რამეთუ მამაჲცა მისი მტყუვარი არს“ (ინ. 8,44). მას სხვა ანგელოზთა დაცემა მოჰყვა. იუდა მოციქულისა და პეტრე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ ანგელოზებზე, რომლებმაც „არა დაიმარხნეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევნეს სამკჳდრებელი მათი“ (იუდ. 1,6: შდრ. 2 პეტ. 2,4).

რა მიზეზით მოხდა ცოდვით დაცემა ანგელოზთა სამყაროში? იმავე საღვთო გამოცხადებიდან ვასკვნით, რომ ამის მიზეზი ამპარტავნება იყო. „ცოდვის სათავე მზვაობაა“ - ამბობს ზირაქის ძე (ზირ. 10,13). პავლე მოციქული აფრთხილებს ტიმოთე მოციქულს, არ დაადგინოს ეპისკოპოსად ვინმე ახალმოქცეული და დასძენს: „რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა“ (I ტიმ. 3,6).

ძველი აღთქმის გამოცხადებაში სულ რამდენიმე ადგილას არის ნახსენები ბოროტ სულთა შესახებ. აი, ისინი: შესაქმის მესამე თავში ვკითხულობთ პირველ ადამიანთა შემაცდენლის, „გველის“ თაობაზე; იობის წიგნის პირველ თავში მოთხრობილია სატანას ქმედებებზე მართალის ცხოვრებაში; მეფეთა პირველი წიგნიდან ვიგებთ, რომ საულს „შეუხდა სული უკეთური“, როდესაც „სული უფლისა განეშორა“ (I მეფ. 16,14); ნეშტთა წიგნში წერია, რომ მეფე დავითმა მოისურვა, ჩაეტარებინა ხალხის აღწერა: „აღდგა შემასმენელი ეშმაკი იზრაელსა ზედა და აღძრა დავითი აღრაცხად იზრაელისა“ (I ნეშტ. 21,1): ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ იხილა მან მღვდელმთავარი იესუ, რომელსაც ეშმაკი უპირისპირდებოდა; წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ წერია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოხდა“ (სიბრძნე სოლ. 2,24) და „უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ...“ (2 სჯ. 32,17).

ახალი აღთქმის გამოცხადებაში შეუდარებლად უფრო სრულად არის წარმოდგენილი სატანასა და მისი ანგელოზების ქმედებანი. იქიდან ვიგებთ, რომ სატანა და ბოროტი სულები გამუდმებით ითრევენ ადამიანებს ბოროტ საქმეებში. სატანა გაკადნიერდა და თავად უფალი იესო ქრისტე გამოსცადა უდაბნოში. ბოროტი სულები იჭრებიან ადამიანთა სულებში და სხეულშიც კი, რასაც ადასტურებს სახარებისეული ბევრი მოვლენა და მაცხოვრის სწავლება. ადამიანებში ბოროტ სულთა ჩასახლების შესახებ ვიცით მაცხოვრის მიერ ეშმაკეულთა განკურნების მრავალი მაგალითიდან. უკეთური სულები ერთგვარად ჩასაფრებულნი არიან, რათა დაუდევარნი ბოროტებაში ჩაითრიონ. „ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდა განვიდეს კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის. მაშინ თქუეს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ: და მო-რა-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული. მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდროს მუნ. და იქმნეს უკანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა“ (მთ. 12,43-45). საპყარი დედაკაცის განკურნების თაობაზე მაცხოვარმა სინაგოგას მთავარს უთხრა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა, ესერა ათრვამეტი წელი არს: არა ჯერ-იყოა განხსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?“ (ლკ. 13,16).

წმიდა წერილი ბოროტ სულებს, აგრეთვე, „უწმიდურ სულებს“, „ბოროტების სულებს“, დემონებს, ეშმაკის ანგელოზებს, სატანის ანგელოზებს უწოდებს. ხოლო მათ მთავარს, ეშმაკს იხსენიებს სახელებით: „მაცდური“, „სატანა“, „ბელზებული“, „ბელიარი“, „ავსულთა თავადი“, „მთიები“ და სხვა. შესაქმის წიგნის მესამე თავი მოგვითხრობს, რომ ეშმაკმა მიიღო გველის სახე და პირველ ადამიანთა შეცდენისა და ცოდვით დაცემის მიზეზი შეიქნა. აპოკალიფსისში იგი მოხსენიებულია, როგორც „ვეშაპი... დიდი, გუელი დასაბამისაჲ“ (გამოცხ. 12,9).

სატანასა და მის ანგელოზებს აეკრძალათ ზეციურ ნათელ სავანეებში მკვიდრობა. „ვხედვედ ეშმაკსა, ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“ (ლკ. 10,18) - უთხრა მოწაფეებს მაცხოვარმა. ზეციური სამყაროდან გადმოგდებული ეშმაკი და მისი მსახურნი ცისქვეშეთში და დედამიწაზე ადამიანებს შორის მოქმედებენ და სამფლობელოდ თითქოს ჯოჯოხეთი და ქვესკნელი გაიხადეს. მოციქული მათ „ბნელსა მის ამის საწუთროჲს მთავრობებს, უფლებებსა და სოფლის განმგებლებს“ უწოდებს (ეფ. 6,12); ეშმაკს ჰაერში გამეფებულ თავადს ადარებს (ეფ. 2,2), მის მსახურთ, დაცემულ ანგელოზებს კი, ცისქვეშეთში უკეთურ სულებად იხსენიებს (ეფ. 6,12).


პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი
"დოგმატური ღვთისმეტყველება"


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
toka@
პოსტი Mar 1 2011, 10:24 AM
პოსტი #2


უსაქმური
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,204
რეგისტრ.: 27-October 10
წევრი № 9,723



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 09:54 AM) *

დღეს ბევრი არასწორად უყურებს და უდგება ამ საკითხს.სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევარნი მათ სხვადასხვანაირად აღიქვამენ.ჩვენ უნდა ვიქონიოთ სწორი შეხედულება მათზე,ისეთი როგორიც ბიბლიაშია მოცემული.

და შენ როგორ აღიქვამ??იქნებ შენი აზრი დააფიქსირო და შემდეგ გვკითო ჩვენ smile.gif


--------------------
არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 04:04 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



toka@
დავაფიქსირებ მაგრამ იცოდეთ რომ ეს ჩემი აზრი კი არა,ბიბლიიდან გამომდინარეა.მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს,რომ დემონური რეალობა არსებობს(და არა როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები,რომლებიც ამბობენ ,რომ ეს ილუზიაა)როგორც ბოროტი ძალა,მაგრამ ისევე,როგორც არ ასებობს სიყვარული იმის გარეშე,ვისაც უყვარს,ე.ი.პიროვნების გარეშე,ასევე არ არსებობს სიძულვილი მოძულის გარეშე,ე.ი.იმ პიროვნების გარეშე ვისაც სძულს.დემონების შესახებ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას და მთავარია თემა ავირჩიოთ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Mar 1 2011, 05:48 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 04:04 PM) *

toka@
დავაფიქსირებ მაგრამ იცოდეთ რომ ეს ჩემი აზრი კი არა,ბიბლიიდან გამომდინარეა.მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს,რომ დემონური რეალობა არსებობს(და არა როგორც სხვა რელიგიის წარმომადგენლები,რომლებიც ამბობენ ,რომ ეს ილუზიაა)როგორც ბოროტი ძალა,მაგრამ ისევე,როგორც არ ასებობს სიყვარული იმის გარეშე,ვისაც უყვარს,ე.ი.პიროვნების გარეშე,ასევე არ არსებობს სიძულვილი მოძულის გარეშე,ე.ი.იმ პიროვნების გარეშე ვისაც სძულს.დემონების შესახებ ძალიან ბევი შეიძლება ითქვას და მთავარია თემა ავირჩიოთ.

ხო სულიერი არსებები არიან რა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 06:25 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 07:17 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 06:25 PM) *

რავიცი ჯერ არ გამიცნია და თუ გავიცნობ გეტყვი

შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
FiloTeos
პოსტი Mar 1 2011, 08:02 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-October 10
წევრი № 9,588



ფორუმზე ღვთისმეტყველების განყოფილებაში ბევრი თემაა მათზე


--------------------
სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 08:19 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(FiloTeos @ Mar 1 2011, 08:02 PM) *

ფორუმზე ღვთისმეტყველების განყოფილებაში ბევრი თემაა მათზე

ამ შემთხვევაში მაინტერესებს ვინ როგორ უყურებს და აღიქვამს მათ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
FiloTeos
პოსტი Mar 1 2011, 08:46 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-October 10
წევრი № 9,588



დემონები არიან მტრები


--------------------
სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 09:14 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 07:17 PM) *

შენი აზრით ამ საკითხზე ხუმრობა შეიძლება?

ეს ხუმრობა მამა თეოდორეს ეკუთვნის და მას დაეკითხე smile.gif))))))))))


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+++თამარი+++
პოსტი Mar 1 2011, 09:24 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 28-February 11
წევრი № 10,565



თუ გინდა გაიგო დემონები ვინ არიან ტელევიზორი უნდა ჩართო smile.gif))


--------------------
ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 1 2011, 10:21 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 09:14 PM) *

ეს ხუმრობა მამა თეოდორეს ეკუთვნის და მას დაეკითხე smile.gif))))))))))

მამა თეოდორემ თქვა- დემონებს გავიცნობ და გეტყვით ვინც არიან ისინიო?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 4 2011, 11:22 AM
პოსტი #13


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ეგ მეც მაინტერესებს, არის კიდეცმასალები, მაგრამ ჩემი სიზარმაცის გამო, ჯერ ვერ წავიკითხე :შ

სულ მიკვირს, დემონებს ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება რატომ აქვთ :შ


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
FiloTeos
პოსტი Mar 4 2011, 01:19 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 6-October 10
წევრი № 9,588



ადამიანებს რატომ აქვთ ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება?! დემონებსაც თავისუფალი ნება აქვთ და მაგიტომ...


--------------------
სიყვარული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Mar 4 2011, 03:05 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



http://church.ge/index.php?showtopic=6464&...A%E1%83%90&st=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 4 2011, 03:41 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა(FiloTeos @ Mar 4 2011, 01:19 PM) *

ადამიანებს რატომ აქვთ ადამიანების ფიზიკურად დაზიანების უფლება?! დემონებსაც თავისუფალი ნება აქვთ და მაგიტომ...

ადამიანების მათ მიერ ფიზიკურ დაზიანებას უფალი უშვებს.
გავიხსენოთ წმინდა ანტონი დიდის შემთხვევა, როცა წმინდა ანტონი ეშმაკებმა სულიერად რო ვერ დასცეს, ისე ძლიერ სცემეს, სიკვდილის პირას მიიყვანეს. როცა თავი დაანებეს, შეწუხებულმა და ცოცხალ- მკვდარმა წმინდა ანტონიმ უფალს ჰკითხა:"უფალო სად იყავი, როცა დემონები ასე საშინლად მაცემდნენო?"უფალმა კი უპასუხა: "ანტონი, ამ დროს მე შენთან ყველაზე ახლოს ვიყავი, მაგრამ შენი ვაჟკაცობის ხილვა მსურდა"-ო.

ამით უფალი თავის ერთგულებს ცდის თავის სიყვარულშიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Mar 11 2011, 06:25 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ციტატა(mociquli qristesi @ Mar 1 2011, 10:21 PM) *

მამა თეოდორემ თქვა- დემონებს გავიცნობ და გეტყვით ვინც არიან ისინიო?

მამაო ხშირად მიმართავს იუმორ,ს რათა არ გახდეს ლექციები მოსაწყენი, მშრალი. როგორც ერთი მამა ბრძანებს "იუმორის გრძნობა მრავალ წმიდანსაც ჰქონდა, მაგრამ ეს იყო საუბრის გამახალისებელი, რათა ჭეშმარიტების ქადაგებას არ ქონოდა მოსაწყენი სახე"


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Mar 11 2011, 09:32 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
მამაო ხშირად მიმართავს იუმორ,ს რათა არ გახდეს ლექციები მოსაწყენი, მშრალი. როგორც ერთი მამა ბრძანებს "იუმორის გრძნობა მრავალ წმიდანსაც ჰქონდა, მაგრამ ეს იყო საუბრის გამახალისებელი, რათა ჭეშმარიტების ქადაგებას არ ქონოდა მოსაწყენი სახე"

კი,მარა ადგილი უნდა იცოდე საერთოდ სად უნდა იხუმრო.(ამას იმიტო არ ვამბობ,რო მღვდლებს ხუმრობის ადგილი ეშლებათ.smile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 14 2011, 12:55 AM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



mociquli qristesi
ციტატა
ადამიანების მათ მიერ ფიზიკურ დაზიანებას უფალი უშვებს.გავიხსენოთ წმინდა ანტონი დიდის შემთხვევა:"ერთხელ წმინდა ანტონი ეშმაკებმა სულიერად რო ვერ დასცეს,ისე ძლიერ სცემეს ,სიკვდილის პირას მიიყვანეს.როცა თავი დაანებეს,შეწუხებულმა და ცოცხალ- მკვდარმა წმინდა ანტონიმ უფალს ჰკითხა;"უფალო სად იყავი ,როცა დემონები ასე საშინლად მაცემდნენო?".უფალმა კი უპასუხა:"ანტონი ,ამ დოს მე შენთან ყველაზე ახლოს ვიყავი,მაგრამ შენი ვაჟკაცობის ხილვა მსურდა"-ო.
ამით უფალი თავის ერთგულებს ცდის,თუ როგარ უყვართ მათ ის.

არ მომწონს ესეთი ახსნა


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Mar 14 2011, 03:36 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(+++თამარი+++ @ Mar 1 2011, 09:24 PM) *

თუ გინდა გაიგო დემონები ვინ არიან ტელევიზორი უნდა ჩართო smile.gif))

+1
მართალ


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 08:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი