ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
კანონისტი |
Feb 6 2010, 10:56 PM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
ციტატა მარა ინდოევროპულ ენებს სამპირიანი ზმნები როგორ არ აქვთ? სამპირიანი ზმნის ნაცვლად უნდა თქვან წინდადება. მაგალითად, ჩვენ ვიტყვით ერთ სიტყვას: ვუშენებ. იგულისხმება რომ მე (1) ვიღაცას (2) სახლს (3) ვუშენებ. ინგლისელმა კი რა უნდა თქვას: I build a house for someone. ქართულს შეუძლია სამპირიანი ზმნა გააორპიროს. მე სახლს ვაშენებ (ორპირიანი) მე მას სახლს ვუშენებ (სამპირიანი) მე სახლს ვაშენებ მისთვის (სამპირიანიდან მიღებული ორპირიანი) ციტატა ეს "ქართ" ფუძე მე მეგონა მარტო ჩვენ გვქონდა, რა საინტერესოა ცალკე თემა შეიძლება მიეძღვნას საქართველოსა და ქართველების სახელწოდებას მსოფლიოს ენებზე. მეზობლების ენებზე, რომ იცოდეთ: რუსულად - გრუზია აზერბაიჯანულად - გურჯუსთან სომხურად - ვრასტან თურქულად - გურჯისთან კავკასიელ ხალხთა ენებზე: აფხაზურად - ქირთტვილა ოსურად - გუირძისტონ ჩეჩნურად - გუერჟიჩო ინგუშურად - გუერჟი მოხკ დაღესტნის ენებზე - გურჟისტან, მახევ (!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Feb 6 2010, 11:01 PM
პოსტი
#22
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
გერმანული არ ითვლება ინდოევროპულში? იქ ხო არის დატივი და აკუზატივი? თუ არ ითვლება? ციტატა დაღესტნის ენებზე - გურჟისტან, მახევ (!) -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
Feb 6 2010, 11:03 PM
პოსტი
#23
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა Moom Oradia Trimora Diveret ამხელა ხელმოწერაში პირველი ინგლისურის გარდა, სხვა არაფერი გვესმის, არ გვითარგმნით? ციტატა წევრი: კანონისტი, Ismail აჰა, უპოვიათ ადგილი კარგია ბიჭებო, მასე გააგრძელეთ, სასიამოვნოდ იკითხება. ციტატა მოხკ მახევ შეიძლება გავიგოთ (მოხევეებიდან გავლენა ან რაიმე მსგავსი), ეს მოხკ რაღაა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Feb 6 2010, 11:05 PM
პოსტი
#24
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
როგორ არ ითვლება, ითვლება. მარა რა შუაში იყო?... KAIROS ეგ არის საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და პირველი მუხლი რომელიღაც ენაზე. მე და ზურა აგერ 2 წელია თავს ვიმტვრევთ და ვერ გაგვიგია. მე პირადად კაი საჩუქარს მივცემ, ვინც მაგ ენას დამ(გვ)იდგენს ციტატა კარგია ბიჭებო, მასე გააგრძელეთ, სასიამოვნოდ იკითხება. KAIROS მოხკ არის მხარე. თვითონ ინგუშეთს ინგუშურად ჰქვია ღიალღაი მოხკ - მეციხოვენთა მხარე. ჩვენ - გუერჟი მოხკ - გურჯების მხარე. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 6 2010, 11:07 PM
პოსტი
#25
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ვაა, გააქტიურებულა თემა. : D
-------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
Feb 6 2010, 11:07 PM
პოსტი
#26
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
ვწერ მე მას წერილს გერმანულად როგორ იქნება? არ გამოდის სამპირიანი? თუ არასწორად ვიგებ რამეს? "Ich schreibe dem Bruder den Brief" არ გამოდის სამპირიანი? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
KAIROS |
Feb 6 2010, 11:08 PM
პოსტი
#27
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომელიღაც ენაზე ახ, მახსოვს მეც ვეძებე, თითქოსდა მივაგენი, მაგრამ მერე შევეშვი, ვერ დავაზუსტე და... ისე ვერ მოვისვენებ, დავძებნი ისევ სათაურში რომელი ენებია? მე ასევე ჩინური დამწერლობის ფილოსოფიაც მაინტერესებს და ისიც, რატომ ვერ განავითარა ბასკურმა საკუთარი დამწერლობა? ან რატომ იკლავენ თავს პოლონელები, ხორვატები და სხვა სლავები, და კირილიცას ნაცვლად იყენებენ მათი ენისათვის (სლავური) სრულიად შეუსაბამო ლათინურს? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ismail |
Feb 6 2010, 11:11 PM
პოსტი
#28
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მახევ შეიძლება გავიგოთ (მოხევეებიდან გავლენა ან რაიმე მსგავსი), ეს მოხკ რაღაა? მოხკ ქვეყანას ნისჰნავს ინგუშურად მგონი. მაგალიტად ინგუშეთი ინგუშურად არის ღიალღიაი მოხკ. : ) მახევზე კი მოხევე არაფერ შუაშია მგონი. : ) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 11:13 PM
პოსტი
#29
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
ზმნა როდესაც არის სამპირიანი, ყოველგვარი დამატებითი სიტყვების გარეშე, თვითონ ზმნა უნდა "გეუბნებოდეს" რამდენ პირს ეხება. schreibe - ორპირიანია. სუბიექტი ჩანს (ich), მაგრამ ობიექტი არ ჩანს (რადგან შეიძლება იყოს: შენ, თქვენ, ის, ისინი...) მით უფრო არ ჩანს ირიბი ობიექტი (ანუ Bruder, ამ შემთხვევაში), რადგან თავისუფლად შეიძლება თქვა ეგ წინდადება ასე: ich schreibe den Brief. ხოლო ქართულ "ვუშენებ"-ში ჩანს რომ ამას აკეთებს პირველი პირი (მე) აშენებს რაღაცას (სახლს) და ეს განკუთვნილია მესამე პირისთვის (მას), რადგან რომ ყოფილიყო მეორე პირისთვის, იქნებოდა - გიშენებ. მიმიხვდი? Ismail ციტატა მახევზე კი მოხევე არაფერ შუაშია მგონი. კი, ზურა. ზუსტადაც რომ მოხევე იგულისხმება. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 6 2010, 11:14 PM
პოსტი
#30
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Ismail სემიტურში არის ორპირიანობაო : ) აი ეს მაინტერესებს, ანუ სემიტურის ზმნას ობიექტის ნიშნები აქვს? ციტატა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანიაო, ჩემი და ამბობს რითი დასტურდება, ხომ ვერ მოიყვან მაგალითებს? დადასტურებით არ დასტურდება, თორე რომ, დასტურდებოდეს ამდენი მეცნიერი ერთმანეთს კი არ დაჭამდა იმის გამო, კავკასიელები და ბასკები ერთმანეთს ენათესავებიან თუ არაო... : ) ციტატა აი შუმერული ხომ მკვდარი ენაა, მაგრამ რომელ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება? ვიცი რომ ჯერ ვერცერთ ენასთან ვერ იპოვეს საერთო, მაგრამ ხომ არ არის რამე მოსაზრება, რითაც აიხსნება ეს ფაქტი? ამაზე ვერაფერს გეტყვი, არ ვიცი... : ( -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
Feb 6 2010, 11:15 PM
პოსტი
#31
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
ციტატა მიმიხვდი? გასაგებია გაიხარეთ ხალხო -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
Feb 6 2010, 11:18 PM
პოსტი
#32
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
კანონისტი გასაგებია გაიხარეთ ხალხო რუსულში - ვიჟუ - კი ხედავ მარა ვის ხედავ, მე შენ თავს, მას თუ მათ? ქართულში - გხედავ - ესე იგი შენ გხედავ და არა სხვას. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 11:19 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა მე ასევე ჩინური დამწერლობის ფილოსოფიაც მაინტერესებს და ისიც, რატომ ვერ განავითარა ბასკურმა საკუთარი დამწერლობა? ან რატომ იკლავენ თავს პოლონელები, ხორვატები და სხვა სლავები, და კირილიცას ნაცვლად იყენებენ მათი ენისათვის (სლავური) სრულიად შეუსაბამო ლათინურს? 1. ჩინურზე ჩემი პირადი აზრია, რომ ეს თავად ენის "ბრალია". მას იმდენი გარდამავალი და შუალედური ბგერები აქვს, რომ მის გადმოსაცემად ცალკე ანბანის შექმნა ბევრად უფრო რთული იქნებოდა. მაგალითად, არაბული თანხმოვნური დამწერლობა ზედგამოჭრილია არაბულისთვის, რადგან ამ ენას რიცხვის და ბრუნვის გავლენით ხმოვნები ეცვლება და თუკი ხმოვნებს ცალკე დაწერდნენ, ბევრად უფრო რთული იქნებოდა ამ ენის მართლწერის დასწავლა. წიგნი - ქთბ - ქითაბ წიგნები - ქთბნ - ქოთუბან 2. ბასკები საერთოდ თვითმყოფადობისთვის ბრძოლის საქმეში არც ისე ძლიერნი არიან. ETA კი არის ვითომ, მაგრამ რეალურად ბასკეთს ცალკე სახელმწიფო არასდროს ჰქონია, როცა ეს შეძლეს აპენინებზე მცხოვრებმა მოესპანურო მრავალმა ერმა... 3. კათოლიკური ეკლესიის გავლენა იყო თავიდან, მერე შემორჩა და შემორჩა. ისე ეგ დიდი გასაკვირი არ არის, სლავური ბგერები ლათინურითაც შესანიშნავად გადმოიცემა და აი, აფხაზებისა და კავკასიელიებისა კი მართლა მიკვირს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Feb 6 2010, 11:22 PM
პოსტი
#34
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Ismail
ციტატა ვიჟუ - კი ხედავ მარა ვის ხედავ, მე შენ თავს, მას თუ მათ?ქართულში - გხედავ, ესეიგი შენ გხედავ და არა სხვას. გასაგებია ანუ თავად ზმნაშივე უნდა იყოს მოცემული ობიექტის ნიშანიც. რაც ქართულს აქვს ინდოევროპული ენებისაგან განსხვავებით მოკლედ, რახან ქართულ გრამატიკას ვეხებით, მაშინ იქნება ვისაუბროთ აწმოყოში ინვერსიულ ზმნებზეც?(მგონი ასე ქვია თუ არ ვცდები). მაგალითად გამახსენდა "მიყვარს" ზმნა. წესით პირველი სუბიექტური პირის ნიშანია ვინია ხო? ამ შემთხვევაში კი მანი გამოდის? მ-ი-ყვარ-ს? არა და მანი ხო ობიექტური პირის ნიშანია? აუ ძალიან გავუტიე მე -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
Feb 6 2010, 11:23 PM
პოსტი
#35
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ამხელა ხელმოწერაში პირველი ინგლისურის გარდა, სხვა არაფერი გვესმის, არ გვითარგმნით? კი გითარგმნით: საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება.... და ასე შემდეგ.. მარა რა ენაა, ეგ ჩემთვისაც ბურუსითაა მოცული.. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 11:30 PM
პოსტი
#36
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად დამწერლობა ხდება ხოლმე პოლიტიკური, ნაციონალური ან რელიგიური ვაჭრობისა და სპეკულაციის საგანი.
მაგალითად, სერბები პრინციპულად არ წერენ კათოლიკეების ლათინურზე და ხორვატები - მართლმადიდებლების კირილიცაზე, მაშინ, როდესაც ეს ორივე ენა ლინგვისტურად ერთია - სერბულ-ხორვატული. ბოსნიელი მუსლიმები კი უფრო "შორს" წავიდნენ, გადაწყვიტეს, სერბული ენა ბოსნიაში ეწერათ........ არაბულად..... (!!!?????) მსგავსივე ვითარებაა აფხაზებში. აზერბაიჯანმა, მაგალითად, 1990 წელს სლავური ანბანი შეცვალა არამხოლოდ ლათინურით, არამედ უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ - თურქულით (ანუ, დამატებითი ბგერებისთვის იყენებენ ზუსტად იმავე ასო-ნიშნებს). საინტერესო მოვლენა: ბელარუსში ძეგლი დაუდგეს ასო ў-ს, რადგან იგი არის ერთადერთი სლავური ენა, რომელიც ნახევრად ხმოვან უ-ს იყენებს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 6 2010, 11:50 PM
პოსტი
#37
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მოკლედ, რახან ქართულ გრამატიკას ვეხებით, მაშინ იქნება ვისაუბროთ აწმოყოში ინვერსიულ ზმნებზეც?(მგონი ასე ქვია თუ არ ვცდები). მაგალითად გამახსენდა "მიყვარს" ზმნა. წესით პირველი სუბიექტური პირის ნიშანია ვინია ხო? ამ შემთხვევაში კი მანი გამოდის? მ-ი-ყვარ-ს? არა და მანი ხო ობიექტური პირის ნიშანია? აუ ძალიან გავუტიე მე მოკლედ, ამ შემთხვევაში, მე როგორც მგონია, ენის ღრმა სემანტიკურ გაგებამდე უნდა ჩავიდეთ: ზმნაში მ-ი-ყვარ-ს - სუბიექტად აღქმულია ის, ვინც მიყვარს, მე კი ობიექტი ვარ. ანუ ის მე სიყვარულის ობიექტად მექცევა, ის ახდენს რომ ჩემი სიყვარულის ობიექტი იყოს (და ის გამოდის აქტიურივით). შესაბამისად, ზმნაში გამოდის მესამე სუბიექტური პირის ნიშანი - "-ს" და პირველი ობიექტური პირის ნიშანი - "მ-". კანონ, ასეა ძმა? მემგონი ასეა... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
Feb 6 2010, 11:54 PM
პოსტი
#38
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Ismail
ციტატა კანონ, ასეა ძმა? მემგონი ასეა... კი ლოგიკურია ნამდვილად კანონას მაგივრად გიპასუხებ მაგარმ ნუ აზრობრივად მაინც მე ვარ სუბიექტი და მაგრამ გრამატიკულად _ არა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
Feb 7 2010, 12:03 AM
პოსტი
#39
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ნანინა
Ismail კი ლოგიკურია ნამდვილად კანონას მაგივრად გიპასუხებ მაგარმ ნუ რეალურად მაინც მე ავრ სუბიექტი და მაგრამ გრამატიკულად _ არა აი მაგის აღქმა არის ახლა ჩვენთვის ძნელი, მაგრამ ერთ მაგალითს მოგიყვან: ავიღოთ ზმნა ქონა. ინგლისურში: I have it. - მე მაქვს ის, შესაბამისად, მე სუბიექტი ვარ, ის - ობიექტი. მაგრამ რუსულში - უ მენია იესტ - ის არის ჩემთან, ის არის ჩემი, ის მოქმედებს, რომ ჩემი იყოს. რაღაცით ამ მაგალითთან შეიძლება შენი მაგალითის დაკავშირებაც.. ალბათ ქართულში მიყვარს, მინდა და ა.შ. იგივე გაგებაზეა დაფუძნებული.. თუმცა გეთანხმები, რომ რეალურად "მიყვარს"-შიც და "მინდა"-შიც სუბიექტი მე ვარ, მაგრამ შორეულ წარსულში სავარაუდოა, რომ ნათქვამის აღქმა სხვანაირი იყო, სუბიექტად, აქტიურად ის აღიქმებოდა. შეიცვალა აღქმა და არ შეცვლილა გრამატიკა. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Feb 7 2010, 12:11 AM
პოსტი
#40
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა vahe ეს მომეწონა ისე მგონია ძალას ატანთ მიყვარხარ-ს რავი უფრო იდეები სჩანს ვიდრე მტკიცებები. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 12:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი