ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 7 2010, 12:19 AM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა vahe ეს მომეწონა როგორ შემეშალა, მექანიკურია გეფიცებით! ისე მგონია ძალას ატანთ მიყვარხარ-ს რავი უფრო იდეები სჩანს ვიდრე მტკიცებები. მე ამ სფეროში მოყვარული ვარ და მტკიცებებს ვერ ვბედავ. : ) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
KAIROS |
Feb 7 2010, 04:34 AM
პოსტი
#42
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა bateritoria მოდი ახლა ცოტა ხანი შენს ხელმოწერაზე ვისაუბროთ ისმაილ საქმე იმაშია, რომ არცერთი ეგ სიტყვა ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ადვილია მაგის შემოწმება, აიღე ნებისმიერი სიტყვა, შეაგდე ძებნაში და შენი ხელმოწერის გარდა არაფერს მოგცემს, მაგ:"ixvaranjagfote" აქედან ორი დასკვნა: 1. ან ვინმე გაგეხუმრა მოშნად 2. ან ეს სიტყვები არაა ლათინური შრიფტით, არც კირილაცათი (შევამოწმე) , არამედ რომელიმე აზიატურით, ვეჭვობ იაპონურით ან რომელიმე მსგავსი დიალექტით, რადგან რამოდენიმე სიტყვა ემეზობლება იაპონურს, ასევე ჩინურს... შეიძლება არეულია და შეერთებულია სიტყვები (თუმცა ეგეც ნაკლებად შესაძლებელია, ყველაზე მოკლე სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მაგ: ისე მაინც სად ნახე არ გვეტყვი? ხომ იცი ახლა პრობლემას როცა დასვამ, ვერ მოვისვენებთ;მითუმეტეს კარგ საჩუქარს შეგვპირდა კანონა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Ismail |
Feb 7 2010, 02:43 PM
პოსტი
#43
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
KAIROS
მოდი ახლა ცოტა ხანი შენს ხელმოწერაზე ვისაუბროთ ისმაილ საქმე იმაშია, რომ არცერთი ეგ სიტყვა ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ადვილია მაგის შემოწმება, აიღე ნებისმიერი სიტყვა, შეაგდე ძებნაში და შენი ხელმოწერის გარდა არაფერს მოგცემს, მაგ:"ixvaranjagfote" აქედან ორი დასკვნა: 1. ან ვინმე გაგეხუმრა მოშნად 2. ან ეს სიტყვები არაა ლათინური შრიფტით, არც კირილაცათი (შევამოწმე) , არამედ რომელიმე აზიატურით, ვეჭვობ იაპონურით ან რომელიმე მსგავსი დიალექტით, რადგან რამოდენიმე სიტყვა ემეზობლება იაპონურს, ასევე ჩინურს... შეიძლება არეულია და შეერთებულია სიტყვები (თუმცა ეგეც ნაკლებად შესაძლებელია, ყველაზე მოკლე სიტყვებსაც ვერ ვპოულობთ, მაგ: ისე მაინც სად ნახე არ გვეტყვი? ხომ იცი ახლა პრობლემას როცა დასვამ, ვერ მოვისვენებთ;მითუმეტეს კარგ საჩუქარს შეგვპირდა კანონა ეს ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომცა, რომელიც ენებთან საკმაოდ მწყრალადაა და მითხრა, "ა ძმაო, ეს ჩვენი კანონია ალბანურადო". ნუ, კანონი რა, რომ დავაკვირდი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მივხვდი, რომ აშკარად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა და პირველი მუხლია (ეს თემა ნახე, აქ მაქვს განმარტებული.), მაგრამ იმას კანონის და კონსტიტუციის დიდად არაფერი გაეგება და კანონი მითხრა. რომ ვუთხარი საიდნაო, ერთ საიტზე ეგდო ადრეო. გადავაქოთე ყველაფერი და ვერსად ვერაფერი ვნახე. ალბანური ენა, აგრეთვე ალბანეთში ან ალბანეთთან მცხოვრები რომელიმე ერის ენა რომ არაა, ეს იმთავითვე ცხადია, მაგრამ ვერცერთი სიტყვა ვერ ვნახე ვერსად. რამოდენიმე ვერსია მქონდა: 1. ეს არის რომელიმე უმწერლობო ენა; 2. ეს არის რომელიმე არალათინური დამწერლობის მქონე ენა და ადგილი აქვს ტრანსლიტერაციას; 3. ასეთი ენა საერთოდ არ არსებობს (მაგრამ მაშინ საიდან მოიტანა ის ჩემმა ნაცონბმა?). ყოველ შემთხვევაში, სიტყვა Qaardal-იც კი (რაც, ლოგიკურად საქართველოს უნდა ნიშნავდეს), სადაც არ ჩავწერე, მსგავსიც კი არაფერი ამომიგდო. არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, საქართველოს ასე თუ უწოდებს სადმე რომელიმე ერი, ყველაფერი გამიგია, ჟორჟია, გეორგია, ხეორხია, გრუზია, გურჯისტან, აქარტთვლა, გუირძისტონ, კარტველიო და საკარტველოც კი (რომელიღაც ინდიელი ხალხის ენაზე საქართველოს სახელი არ ითარგმნება), მაგრამ ქაარდალ არსად გამიგია. ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ვის მოუვიდა აზრად საქართველოს კონსტიტუციის თარგმნა ამ რაღაც ენაზე, ან ვინ იცოდა საერთოდ ეს ენა და ქართული ერთდროულად... მოკლედ, არაფერი არ ვიცი და ბურუსითაა მოცული ჩემი ხელმოწერის ამბავი... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 8 2010, 04:36 PM
პოსტი
#44
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
რა დროს შენი ხელმოწერაა.... მიყვარხარ-ს რაც შეეხება, ზურას მოსაზრებას ვიზიარებ. პირველი პირის მართებული ფორმა არის ვყვარობ, გყვარობ... და შესაბამისად, ყვარობ, მყვარობ... ყვარობს. ძველქართულში გამოიყენებოდა "მიყვარ შენ" -> "სიმონ იონასო, გიყვარ მეა? ჰე უფალო, მიყვარ შენ" "ხარ" და "ვარ" ემატება ობიექტის დასაზუსტებლად (ანუ ორმაგი ხასიათი აქვს). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Feb 8 2010, 04:45 PM
პოსტი
#45
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
ციტატა პირველი პირის მართებული ფორმა არის ვყვარობ და მაშინ რატომ არ დამკვიდრდა ეს ფორმა? და როგორ შეიძლება იგივე ფორმა ვაწარმოოთ ქონა ზმნის შემთხვევაში? ვქონებ? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანონისტი |
Feb 8 2010, 04:52 PM
პოსტი
#46
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
ციტატა ვქონებ კი. ეგრეა. სახარებაში ერთი ადგილი მახსენდება, უკუეთუმცა სოფლისაგანი იყვნეთ, სოფელიმცა თვისთა ჰყვარობდა... და არა უყვარდა! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ქევანა |
Feb 8 2010, 05:03 PM
პოსტი
#47
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა მიყვარხარ-ს რაც შეეხება აუ იაპონურად ეგ სიტყვა როგორ იქნება? მითხრეს არ აქვს იაპონელებსო და.... მეორემ მითხრა აქვსო, ვეღარ გავიგე -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
კანონისტი |
Feb 8 2010, 05:07 PM
პოსტი
#48
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქევანა
ციტატა აუ იაპონურად ეგ სიტყვა როგორ იქნება? კიმივი აიშიტელუ - 君を愛している -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Feb 8 2010, 05:08 PM
პოსტი
#49
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ქევანა
ციტატა მითხრეს არ აქვს იაპონელებსო -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
კანონისტი |
Feb 8 2010, 05:11 PM
პოსტი
#50
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მოდით, ბრუნვებზე ვისაუბროთ.
თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიღებულია მოსაზრება, რომ მსოფლიოს ხალხთა ენებში სულ არსებობს სამოცდაათამდე (!) ბრუნვა. აქედან ქართულს აქვს 7 ინდოევროპულ ენებს, როგორც წესი 3-4 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Feb 8 2010, 08:08 PM
პოსტი
#51
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა (ეს თემა ნახე, აქ მაქვს განმარტებული.), მკვდარია ლინკი.. ძველ ალბანურზეა ანუ საუბარი? თუ დღევანდელ ალბანელთა ძველი ენა? ეს ალბანურად არის ალბანეთის კონსტიტუციის პირველი მუხლი: PARIME THEMELORE Neni 1 1. Shqipëria është republikë parlamentare. 2. Republika e Shqipërisë është shtet unitar dhe i pandashëm. 3. Qeverisja bazohet në një sistem zgjedhjesh të lira, të barabarta, të përgjithshme e periodike. შევადაროთ ციტატა Skaap 1 1. Qaardal-a naigdăi imelibenge em oradira em imediske, adiveštine-nal-a bivreferendum anertigere Marda 31 - jag 1991 bateritoria rog Qaardalaš, spiima Abxazia RSSA em Osetia Narsivĕi Gaqs Autonome roogodog em bivaqta Marizgešaš Melibenagaš Inaigdae Qaardalaš Aaprila 9 - jag 1991. 2. Foorm isaagade ipolitike naigdaaš Qaardalara-a republika idemokratie. 3. Pasa naigdaaš Qaardalara-a "Qaardal" ([Saqarŧvelo]). არ გავს ნამდვილად ... ციტატა აქედან ქართულს აქვს 7 ინდოევროპულ ენებს, როგორც წესი 3- კანონ, შეიძლება იმის დამაჯერებლად თქმა, რომ სადაც ბევრი ბრუნვაა, ენა მით უფრო ძლიერია? და მაინც რომელ ენას აქვს ყველაზე მეტი ბრუნვა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Feb 8 2010, 10:13 PM
პოსტი
#52
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა კანონ, შეიძლება იმის დამაჯერებლად თქმა, რომ სადაც ბევრი ბრუნვაა, ენა მით უფრო ძლიერია? და მაინც რომელ ენას აქვს ყველაზე მეტი ბრუნვა? ვერა, ვერ ვიტყვით. ზუსტად არ ვიცი, არის ენები, 13–15 ბრუნვა აქვს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნანინა |
Feb 8 2010, 10:15 PM
პოსტი
#53
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
ციტატა თანამედროვე ენათმეცნიერებაში მიღებულია მოსაზრება, რომ მსოფლიოს ხალხთა ენებში სულ არსებობს სამოცდაათამდე (!) ბრუნვა. რომ გაგევრცო და გესაუბრა საინტერესო იქნებოდა მგონი და კიდევ, მგონი საინტერესო იქნება ენის სწავლის მეთოდი მე როგორც ვიცი შენ და ზურა ძალიან ბევრ ენას ფლობთ საშუალოდ ადამიანი დღეს შემოიფარგლება ინგლისურის, რუსულის, ფრანგულის, გერმანულის.. ნუ ყოველ შემთხვევაში ევროპული ენების სწავლით რთულია თუ არა განსხვავებული დამწერლობის მქონე ამდენი ენა იცოდე, თან იმ დროს, როდესაც ისინი ნაკლებად შეილება შეგხვდეს პრაქტიკაში? ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
Feb 8 2010, 11:46 PM
პოსტი
#54
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
KAIROS
მკვდარია ლინკი.. ძველ ალბანურზეა ანუ საუბარი? თუ დღევანდელ ალბანელთა ძველი ენა? ეს ალბანურად არის ალბანეთის კონსტიტუციის პირველი მუხლი: PARIME THEMELORE Neni 1 1. Shqipëria është republikë parlamentare. 2. Republika e Shqipërisë është shtet unitar dhe i pandashëm. 3. Qeverisja bazohet në një sistem zgjedhjesh të lira, të barabarta, të përgjithshme e periodike. შევადაროთ არ გავს ნამდვილად ... ეგ მუხლი წაკითხული მაქვს. არა, ახლანდელი ალბანური (Shqip) რომ არაა, ეგ ცხადია... არც ახლანდელი ალბანელების ძველი ენა (თუ ასეთი არსებობს) უნდა იყოს და არც კავკასიაში რომ ალბანელები ცხოვრობდნენ, იმათი ენა... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Feb 9 2010, 02:05 PM
პოსტი
#55
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა არის ენები, 13–15 ბრუნვა აქვს. უნგრულს რა, ოცდა რაღაცა არ აქვს სულაც? ისე, ბრუნვების სიმრავლე არაა გასაკვირი. მაგალითად, ქართულში სახელზე -ში, -ზე, -დან, -ვით, -თვის -მდე და სხვა სუფიქსების დართვა ბრუნვას არ გულისხმობს და ეს სუფიქსებიც ბრუნვის ნიშნებად არ მიიჩნევა, რადგან ითვლება, რომ ეს სუფიქსები ერთვის უკვე არსებულ რომელიმე ბრუნვას (მაგალითად: -ში ერთვის მიცემით ბრუნვას, -თვის - ნათესაობითს და ა.შ.). თუმცაღა, ზოგიერთ შემთხვევაში (მგალითად -ში) ბრუნვის ნიშანი საერთოდ დაკარგულია და სუფიქსი პირდაპირ სახელს ერთვის. თუ დავუშვებთ, რომ ეს სუფიქსები ბრუნვის გარეშე ერთვოდეს არსებით სახელს, გაცილებით მეტ ბრუნვას მივიღებთ, ვიდრე გვაქვს. ასე ხდება იმ ენებშიც, რომლებშიც ქართულზე მეტი ბრუნვაა. იქ აღნიშნული სუფიქსები (და კიდევ სხვებიც) პირდაპირ ერთვის სახელს და ცალკე ბრუნვას ქმნის. ასეა მაგალითად ინგლისურშიც: ჩამოთვლილი სუფიქსების აღმნიშვნელი პრეფისქები (in, on, from, as, for და ა.შ.) სახელს ბრუნვის ნიშნის არმქონე სახელობით ბრუნვაზე ერთვის (ანუ არც ერთ ბრუნვაზე არ ერთვის), თუმცა იქ ეს ფორმები იმიტომ არ ითვლება ბრუნვებად, რომ ეს პრეფიქსები სიტყვისგან განცალკევებულია. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 9 2010, 02:48 PM
პოსტი
#56
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
მართალია. ავიღოთ თუნდაც მეგრული და სვანური. მეგრულს და სვანურს ქართულისგან განსხვავებით აქვს მიმართულებითი ბრუნვა, რომელიც უპასუხებს კითხვას – საითკენ? შენ ხარ სახლ-ში. ––> სი რექ ყუდე-ს. ––> სი ხარი ქორ–ს. შენ მიდიხარ სახლ-ში. ––> სი მეურქ ყუდე-შა. ––> სი ესღრი ქორ–თე. ეს მეგრულსა და სვანურში ცალკე ბრუნვად ითვლება. ნანინა ციტატა და კიდევ, მგონი საინტერესო იქნება ენის სწავლის მეთოდი გაგიმხელთ ჩემ/ჩვენ საიდუმლოს: 1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდე სიტყვაა! 2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე. 3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან. 4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია. 5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო. 6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ 7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს. 8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს. 9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება. 10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად. თუკი რომელიმე უცხო ენაზე შეგიძლია საშუალო დონეზე საუბარი, იგებ შენი პროფესიის ტექსტებს და თავადაც შეგიძლია შეადგინო რთული წინადადებები, მიღებული პრაქტიკის თანახმად, უკვე ეს ენა იცი. ციტატა რთულია თუ არა განსხვავებული დამწერლობის მქონე ამდენი ენა იცოდე, თან იმ დროს, როდესაც ისინი ნაკლებად შეილება შეგხვდეს პრაქტიკაში? დამწერლობების საქმე კიდევ სხვაა. ზემოთაც დავწერე და გავიმეორებ, რომ არცერთ ენას არ აქვს იდენტური ბგერები. ამიტომ, დამწერლობის სწავლასაც ცალკე მეთოდი უნდა. როგორც უცხოელს ჰგონია, რომ "ც" და "წ" ერთიდაიგივეა და ვერ იგებს, როდის რომელი დაწეროს, ასე არის ჩვენთვის მაგალითად არაბული ح خ ه . ამიტომ ვეცადოთ რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით გავიგოთ, რომელი ბგერა როგორ წარმოითქმის და ეს გაგვიიოლებს სწავლას. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Feb 9 2010, 03:56 PM
პოსტი
#57
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
1. არ უნდა დაიზარო სწავლა. ენა ისწავლება ინტენსივობით. დღეში რომ სულ 10 სიტყვა დაიზეპირო, 3 თვეში 1000-მდე სიტყვაა! 2. ენის სწავლა უნდა დაიწყო გრამატიკის გაცნობით, რომ იცოდე რა ენასთან გაქვს საქმე. 3. ყველა ადამის შვილი ვართ – ამიტომ არ არსებობს მსოფლიოში ორი ენა, რაიმე გრამატიკული საერთო რომ არ ჰქონდეს. ამიტომ ამოირჩიე ის ნაწილი, რაც ქართულს ან შენთვის ნაცნობ ენას ჰგავს და დაიწყე იქიდან. 4. ნუ შეგაშინებს უცხო ენის უცნაურობები. ყველა დაძლევადია. 5. ყველა ენას აქვს სპეციფიური გამოთქმა და ინტონაცია. თვით ისეთი საყოველთაო თანხმოვნებიც კი, როგორებიცაა ტ, პ, კ, ჟ, რ... ყველა ენაზე ოდნავ სახეცვლილად გამოითქმის. ამიტომ უსმინე ამ ენაზე რამე აუდიო ფაილებს, რომ გამოთქმა დახვეწო. 6. ეცადე ლამის იაზროვნო ამ ენაზე – როდესაც რამე შეგხვდება ქუჩაში: წარწერა, ბანერი, წინადადება, ეცადე, რომ თარგმნო ამ ენაზე. არა უშავს, თუ არასწორად ამბობ რამეს, შენ მეტმა ხომ არავინ იცის. დრო მოვა და გამოასწორებ 7. ეცადე, ენასთან ცოცხალი კონტაქტი იქონიო. ინტერნეტი საშუალებას მოგცემს და იკითხე ბევრი იმ ენაზე, თუნდაც არაფერი გესმოდეს. ასე ენას მიაჩვევ თვალს. 8. საკმაო ნასწავლი რომ გექნება, გადადი სიმღერების მოსმენაზე. პარალელურად აუცილებლად უყურე ტექსტს. ეს ენის თავისებურებებს მიგაჩვევს. 9. გადადი შენი პროფესიის ტერმინოლოგიაზე. ადამიანმა მშობლიურ ენაზეც კი ასეულობით სიტყვა არ იცის, რომელიც სხვა პროფესიის ტერმინთა ნაწილია. შენთვის შენი პროფესიის შესახებ ტექსტების გაგებაც საკმარისი იქნება. 10. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურად შექსპირს იგებდე, რუსულად ლერმონტოვს, სპარსულად ფირდოუსს და ესპანურად სერვანტესს. შენ ენა კომუნიკაციისათვის გჭირდება და არა ნობელის პრემიის მისაღებად. ერთს დავამატებ: ენაში უმნიშვნელოვანესი საკითხია ზმნა. იგი ენის ხერხემალია. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, დაჯექით, დახაზეთ დიიდი ცხრილი და დაწერეთ ერთი რომელიმე ზმნის ყველა ფორმა ყველა დროის, პირის და რიცხვის მიხედვით. შემდეგ კი ეს დაიზეპირეთ. მართალია ენას ექნება გამონაკისებიც, მაგრამ მთავარია, რომ ზმნის პრინციპი უკვე იცით. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ნანინა |
Feb 9 2010, 04:01 PM
პოსტი
#58
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
კანონისტი
Ismail -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Ismail |
Feb 9 2010, 04:03 PM
პოსტი
#59
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ისე, ვისაც გაინტერესებთ, აქ არის რამოდენიმე ძირითადი გამონათქვამი მსოფლიოს მრავალ ენაზე:
http://www.files.ge/file/464998/Phrases-rar.html -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 10 2010, 10:48 AM
პოსტი
#60
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
არეულ-დარეული საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, დავიწყოთ სისტემატურად.
მე გთავაზობთ, განვიხილოთ მეტყველების ნაწილები. და დავიწყოთ არტიკლიდან, რომელიც უჩვეულოა ქართული ენისთვის. არტიკლი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და უთითებს მის განსაზღვრულ-განუსაზღვრელობას. არტიკლი შეიძლება იყოს: ა) განსაზღვრული ბ) განუსაზღვრელი პოზიციის მხრივ: ა) ცალკე მდგომი ბ) სიტყვაზე მიბმული გრამატიკული რიცხვის მხრივ: ა) მხოლობითი ბ) მრავლობითი გრამატიკული სქესის მხრივ: ა) მამრობითი ბ) მდედრობითი გ) საშუალო განსაზღვრული არტიკლი – არტიკლი, რომელიც უთითებს იმას, რომ ის არსებითი სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განსაზღვრულია, ანუ კონკრეტულ საგანზეა საუბარი. მაგალითად: ინგლისურად - a house (რომელიღაც სახლი) the house (კონკრეტული სახლი) ფრანგულად - de drapeau (რომელიღაც დროშა) le drapeau (კონკრეტული დროშა) გერმანულად - ein Buch (რომელიღაც წიგნი) das Buch (კონკრეტული წიგნი) განუსაზღვრელი არტიკლი - უთითებს იმის თაობაზე, რომ არს. სახელი, რომელსაც იგი დაერთვის განუსაზღვრელია, ანუ ამ საზოგადო სახელქვეშ ნებისმიერი რამ შეიძლება მოვიაზროთ. ხშირად განუსაზღვრელი არტიკლის ფუნქციას ასრულებს სიტყვა "ერთი" ცალკე მდგომი არტიკლი - უმეტეს ენებში არტიკლი არს. სახელისაგან ცალკე დგას. განსხვავებით ამისა, არსებობენ ენები, მაგ. სომხური და ისლანდიური, სადაც არტიკლი არის სიტყვაზე მიბმული ნაწილაკის სახით. სომხურ ენაში, თუ არს. სახელი მთავრდება ხმოვანზე, არტიკლის ნაწილაკია ბოლოსართი "-ნ", ხოლო თუ თანხმოვანზე - ბოლოსართი "-ე" (შუალედური ბგერა ე-სა და ი-ს შორის). მაგალითად: ვრაცი (რომელიღაც ქართველი) ვრაცინ (კონკრეტული ქართველი) ირავუნქ (რომელიღაც უფლება) ირავუნქე (კონკრეტული უფლება) გავაგრძელებ.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი