IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> გიორგი გურჯიევი
Atm@n
პოსტი Nov 15 2012, 08:23 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



გიორგი გურჯიევი

IPB-ს სურათი

ცნობილი მისტიკოსის გიორგი გურჯიევის დაბადების ეროვნება, დრო ადგილი ზუსტად არ არის ცნობილი. დაბადების თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს, დაბადების ადგილად ყარსსა (თურქეთი) და ალექსანდოპოლის (იგივე გიუმრი; სასომხეთი), უკანასკნელი გამოკვლებებით რუსულ პრესაში გამოჩნდა ვერსია გურჯიევის ქართველური წარმოშობის შესახებაც, სადაც მისი წარმოშობის ადგილად გურჯაანი სახელდება. მისი წარმოშობა და ეროვნებაც ბურუსით არის მოცული, ზოგი მას სომხურ-ბერძნულ წარმოშობას საუბრობს, ზოგი ასირიელად რაცხავს, ზოგი კი ქართველად. მისი ამერიკელი მოწაფეების ცნობით, იგი ცუდად საუბრობდა რუსულად და ფრანგულად, კარგად იცოდა ქართული, აზერბაიჯანული და სომხური (ამერიკელი მწერალ-ეზოთერიკოსი დ. ა. ჰალსის წერს: "გურჯიევმა ბრწყინვალედ იცოდა არა მარტო ქართული ენა, არამედ ქართული ანბანიც როგორც მეომრებისთვის, ისე მღვდლებისთვის განკუთვნილი (აქ ალბათ საუბარია მხედრულ და ნუსხურ ანბანებზე)".

აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ დამტკიცდა სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღიც, იგი დაბადებულია არა 1879 წლის 21 დეკემბერს, როგორც ცნობილი იყო ფართო მასებისთვის, არამედ 1878 წლის 6 დეკემბერს – ძველი სტილით, ანუ ახალი სტილით 18 დეკემბერს (ეს მტკიცდება სტალინის ნათლობისა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდებში გაკეთებული ჩანაწერებით). სტალინმა დაბადების თარიღი სწორედ გურჯიევის რჩევით შეიცვლა – მან საკუთარ დაბადების თარიღს ერთი წელი და სამი დღე გამოაკლო, რითაც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახდა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.

ერთ-ერთი ვერსიით გურჯიევი XIX საუკუნის ბოლოს სტალინთან ერთად თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა (სტალინი 1899 წელს სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო გარიცხეს). ალბათ სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობები. ძნელია ითქვას, რომ ისინი პარტნიორები ან ერთგული მეგობრები იყვნენ, თუმცა მკვლევარებმა სტალინის მოხსნებებში გურჯიევის ლექციების უდიდესი გავლენა აღმოაჩინეს.

სხვათა შორის XX საუკუნის დასაწყისში თვითონ გურჯიევი განიცდიდა სტალინის გავლენას, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთის პირველი რევოლუციის დროს, 1905 წელს გურჯიევი აქტიურად ჩაება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მონაწილეობა მიიღო ჭიათურის აჯანყებაში, სადაც ის ტყვიით დაჭრეს. სხვათა შორის არსებობს ვერსია, რომ ის ურმით გადაიყვანეს ხევსურეთში, სადაც მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარეს და სხეულიდან ტყვია ამოუღეს, სავარუდოდ გურჯიევს ოპერაცია ცნობილმა "აქიმმა" მგელიკა ლიქოკელმა გაუკეთა. ამის შემდეგ გურჯიევი მიემგზავრება აზიის ქვეყნებში – მონღოლეთში, პაკისტანში, თურქმენეთში, მოგვიანებით ის ეწვევა თურქეთს, ეგვიპტეს, ინდოეთს, შემდეგ ტიბეტს, სადაც მას ტიბეტელი ლამებმა "თეთრი ეშმაკი" შეარქვეს.

მოგვიანებით მას ბედისწერამ კიდევ ერთხელ მოახვედრა თბილისში (ტფილისში), ეს იყო 1919 წელს, როდესაც მან ესენტუკიდან "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" გადმოიტანა, თუმცა თბილისიდან ის 1920 წლის ბოლოს სტამბოლში მიემგზავრება, როდესაც აშკარა გახდა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის გეგმა. აღსანიშნავია, რომ გურჯიევმა თბილისში ჩამოსვლის (დაბრუნების) დროს შეიტყო, რომ მამამისი ივანე გურჯიევი მოეკლათ, ხოლო დედა და ახლო ნათესავები ტიფით გარდაცვლილიყვნენ, ეს კიდევ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ თბილისთან არ მარტო მას ჰქონდა მჭიდრო კავშირი, არამედ მის ოჯახასაც (შესაძლებელია გურჯიევის ოჯახი თბილისშიც ცხოვრობდა). გურჯიევს საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხალიჩების დიდი კოლექცია ჩამოართვეს. მისტიკოსთა რწმენით ამ კოლექციაში ონელი ებრაელის ვინმე მოშე შიმშილაშვილის "მფრინავი ხალიჩაც" იყო (ზოგი მას "დიდი მონგოლის" ცისფერ ხალიჩადაც მიიჩნევს). თუმცა არსებობს ვერსია, რომ საზღვარზე ხალიჩების ჩამორთმევა შირმა იყო და გურჯიევმა ამით "სხვა რაღაც", უფრო მნიშვნელოვანი "გააპარა". გურჯიევი 1922 წელს პარიზში ჩადის და იქვეს ახლოს ფონტებლოში მკვიდრდება. 1930-იან წლების ბოლოსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ის ტიბეტში ჩადის. იმ დროისთვის ეს ქვეყანა თითქმის მთელი მსოფლიოსთვის "დახურული" იყო.

ტიბეტში გურჯიევი რამდენჯერმე ინახულა "მეორე ფაშისტმა" რუდოლფ ჰესმა. ჰესს აინტერესებდა როგორ მიდიოდა ფაშისტების მიერ გაგზავნილი ექსპედიციის მუშაობა. ფაშისტები ტიბეტში მითიურ ქვეყანას – შამბალას ეძებდნენ(?!). ჰესი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი და ამასთან ჰიტლერის გეგმების კრახში დარწმუნებულიც იყო. ამაში გურჯიევთან შეხვედრის დროსაც დარწმუნდა. ბერლინში დაბრუნების დროს, როდესაც ასტროლოგმა ვრონსკიმ მას ფაშისტების მომავალი მარცხის შესახებ აუწყა (ამაზე მიუთითებდა ფაშისტების პირადი ასტროლოგი კარლ ერნესტ კრაფტიც), მან გერმანიის დატოვება გადაწყვიტა. ასტროლოგ ვრონსკის პროგნოზით ჰესსა და სხვა ფაშისტ ლიდერებს (გარდა ჰიტლერისა) სახრჩობელა ელოდათ. ჰესი ვრონსკის რჩევით 1941 წელს ბრიტანელებს ტყვედ ჩაბარდა. 1946 წელს, ნიურბერგის სასამართლო პროცესზე ჰესის გარდა ყველა ჩამოახრჩვეს, ჰესს კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 1980-იან წლებში მან ერთკაციან საკანში თავი ჩამოიხრჩო(?!).

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გურჯიევი ჰიტლერს პირადად იცნობდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ის საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, თუმცა ფაშისტებს ის არ შეუწუხებიათ.

გურჯიევის ცნობილი "ენაგრამები"-ს ინტერპრეტაცია-გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ქართული ანბანის გამოყენებით ხდება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობა, რომ გურჯიევი მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა.

P.შ. სხვათა შორის, ბულგაკოვის ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ რომანში "ოსტატი და მარგარიტა", ვოლანდის პროტოტიპი სწორედ გურჯიევია. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 1917 წელს გურჯიევის ესენტუკში ცხოვრების დროს, ბულგაკოვიც სწორედ იქ ისვენებდა და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ აქ მოხდა მათი შეხვედრა, რამაც მწერალს სერიოზული იმპულსი მისცა მომავალი რომანისთვის.

© geoastrolog (რამაზ გიგაური)

http://zodiaqo.blogspot.com/2009/02/blog-post_25.html


პიროვნული თვისებები

IPB-ს სურათი

მისი თანამედროვეები არცთუ ისე დადებითად ახასიათებდნენ გიორგის. მათი აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახანს დაიწყეს, არადა უკვე 6 საათი იყო გასული. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა. სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.

ფილოსოფია, იდეოლოგია და პრაქტიკა

გურჯიევი ამტკიცებდა, რომ მის მიერ შემუშავებული ინფორმაციის ათვისება ადამიანს ჭეშმარიტების კარს გაუღებდა. ეს ინფორმაცია კი დამყარებული იყო უძველეს რელიგიებზე, სხვადასხვა ხალხების ტრადიციებსა და ზნე-ჩვეულებებზე, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე. მისი მოწაფეები სულიერ ლიდერად მიიჩნევდნენ, ასევე ეზოთერიკოსად და ოკულტისტად.

ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარ “ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. “ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება”. გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები რომ უფრო გააზრებულ მდგომარეობაში იყვნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც მაგალითად ომია. ადამიანები ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო ერთგვარად დაჰიპნოზებულნი არიან და გაუცნობიერებლად ემგვანებიან მექანიკურ სათამაშოებს.

მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.

IPB-ს სურათი

გურჯიევი მოწაფეებთან ლექციისას

ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები. ჰარმონიისთვის საჭიროა სამივე მათგანი განვითარდეს. ამიტომაც გურჯიევმა შეიმუშავა სისტემა “მეოთხე გზა”, რომლის შესრულებაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა იმდროინდელი საშუალო ევროპელისა და ამერიკელისთვის. თუმცა ამ ტერმინს თავად არ ხმარობდა, “მეოთხე გზა” მისმა მოწაფეებმა უწოდეს, სალაპარაკო ენაში კი გავრცელდა უსპენსკის წიგნის “მეოთხე გზის” შემდეგ, რომელიც მისტიკოსის ლექციებზე იყო დაფუძნებული. სწავლებას ასევე უწოდებენ “გურჯიევის ნაშრომს”, “სისტემას”, “საკუთარ თავზე მუშაობას” და ა.შ.

მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხონ ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავიანთ სასარგებლოდ, განავითარონ ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმონ ოცნებებს და იყვნენ მობილიზებულნი. ადამიანი არ იბადება სულით, არამედ თავისი ცხოვრება უნდა წარმართოს ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული, თუ არადა “მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება, მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც “წმინდა ცეკვებს” ეძახდა. მას მოწაფეებთან ერთად ასრულებდა. ამ ცეკვების სისტემას მოგვიანებით “გურჯიევის მოძრაობები” ეწოდა. მათი საწყისები იმალება სხვადასხვა რელიგიებში, ასევე ტრადიციებში, რომლებიც სათავეს იღებენ ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, ტიბეტში, შორეულ აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

ცეკვები შედგებოდა 39 მოძრაობისგან:

1. ავტომატი
2. ლოცვა სამ ნაწილში
3. ოთხი თვალწარმტაცი სანახაობა
4. ლოცვა სწავლებისთვის
5. დერვიშის მითითება
6. მოძრაობა კანონით
7. ეზოთერიკა
8. ტრიადები წყვილებში. სირთულეები სიმარტივეში
9. ‘ოლბოგმეკი’, ანუ ორმაგი გამრავლება
10. ნათელი ცეკვა
11. უფალო შეგვიწყალენ
12. ალილუია
13. მოძრაობის ლოცვა
14. წმინდა წიგნის კითხვა
15. ტიბეტური დღეები
16 – 17. ცხრაკუთხედის გამრავლება
18 – 19. ვარჯიშის შეწყვეტა
20. ექვსი გადააადგილება. დერვიშების ვარჯიში
21. სინდისის ქენჯნა
22. მეზოთერიული სერიები
23 – 24. ჩაძე ვაძე (უფალო, შეგვიწყალენ!)
25. შავი და თეთრი მაგია
26. გამრავლება
27. კანონი
28 – 29 – 30. კოსმიური ცეკვა
31. თხუთმეტი რიტმი
32. ავტომატი
33. ვარჯიში ‘ამერიკაში დაბრუნება’
34. გამრავლება
35 – 36. დერვიშების მოძრაობა
37 – 38. კანონი
39. ფიქრი, შეგრძნება, ემოცია



გურჯიევი ასწავლიდა, რომ სულიერი განვითარება შედგებოდა სამი ნაწილისგან, სამი გზისგან:

ფაკირის გზა

ეს ნაწილი მოიცავდა რთული ფიზიკური ვარჯიშებისა და პოზების შესრულებას, ემსახურებოდა სხეულის განვითარებას. დაფუძნებული იყო ფაკირების, ანუ მუსლიმი სუფისტი ასკეტების პრაქტიკაზე.

ბერის გზა

ბერის, იგივე მონაზვნის ვარჯიშები მიმართული იყო ემოციური წონასწორობის განვითარებისკენ. ყურადღება ექცეოდა ბილწი ვნებების დათრგუნვას და სულიერი, ჭეშმარიტი შეგრძნებების განვითარებას. დაფუძნებული იყო ქრისტიანი და ბუდისტი ბერების პრაქტიკაზე.

იოგის გზა

დაფუძნებული ინდუისტი და სიქჰისტი იოგების პრაქტიკაზე, იოგის ვარჯიშები ემსახურებოდა თვითშემეცნებას, ავითარებდა გონებრივ შესაძლებლობებს და ფარულ ნიჭებს.

ეს სამი ნაწილი მთლიანობაში ადამიანს წარუძღვებოდა ჰარმონიისა და სრულყოფისკენ, რაც იყო კიდეც ნებისმიერი რელიგიის ძირითადი არსი. სამი გზა იკვრებოდა ერთ მთლიანობად, ჭეშმარიტ სწავლებად, რომელსაც სიმბოლურად ‘მეოთხე გზა’ ეწოდა. მაგრამ ეს ცოდნა არ იყო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ის არ წარმოადგენდა დაფარულ საიდუმლოს, მაგრამ ბევრს უბრალოდ არ აინტერესებდა. მხოლოდ მცირედნი, ვინც აღმოაჩენდნენ მასში ხსნის გზას, მიჰყვებოდნენ კიდეც. გურჯიევი ამბობდა, რომ ადამიანების მხოლოდ 20% დაფიქრებულა ერთხელ მაინც მაღალ ღირებულებებზე. მათგან მხოლოდ 20%-ს გადაუწყვეტია რამის გაკეთება ამ მხრივ, და ამ მცირედის 5% აღწევდა რაიმე შედეგს. ანუ საბოლოო ჯამში, 0.002%, იგივე 500-დან ერთი ადამიანი აღებდა კარებს რეალობაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწავლებისა იყო ის, რომ გურჯიევის აზრით, სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში. თუკი ადამიანი ერთი რამის შესწავლას მიჰყოფდა ხელს, ის მისდაუნებურად აითვისებდა სხვა რამესაც და შეიძენდა ახალ უნარ-თვისებებს.


ციტატები ნაშრომებიდან:

შეუძლებელია მიხვდე, რომელია მცდარი გზა, თუკი თავდაპირველად არ შეიცნობ სწორ გზას.

ყოველდღიურობაში ჩვენ ხშირად ზედმეტ, უსარგებლო რამეებზე ვსაუბრობთ. რომ შევამციროთ ჩვენი საუბრის ხანგრძლივობა და მხოლოდ სასარგებლო რამეები ვთქვათ, ძირითადად ჩუმად მოგვიწევს ყოფნა. იგივე ეხება ძილს, ჭამას და სხვა ხორციელ სიამოვნებებს.

ადამიანის ევოლუცია ეს იგივე შემეცნების ევოლუციაა.

შეუძლებელია ადამიანის პიროვნული “მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი “მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ.

საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება საკუთარი თავის მმართველი (ანუ თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება.

შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.

შემეცნების იმედად ყოფნა ძალაა, გძნობების იმედი მონობა, სხეულის იმედი კი ავადმყოფობა.

რწმენას ადამიანს ვერ მისცემ, ის თავისთავად უნდა აღმოცენდეს სწავლისა და შემეცნების ხარჯზე.

ცოდნა და შეცნობა სხვადასხვა რამეა. მხოლოდ შეცნობა გაგიძღვება თავისუფლების არსისკენ, რაშიც ცოდნა მხოლოდ პატარა როლს თამაშობს.

ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია, არადა სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს. მაგრამ საკითხავია, რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ, ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას.
დაეხმარე მხოლოდ მას, ვინც შორსაა სიზარმაცისგან.

პატივი ეცი ყველა რელიგიას.

ნუ განსჯი კაცს სხვისი მონათხრობით.

ასწავლე სხვას და ისწავლი შენც.

აქ (იგულისხმება ლექციაზე) არ არიან არც რუსები და არც ინგლისელები, არც ქრისტიანები და არც იუდაისტები, არამედ მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს ერთი მიზანი – იცხოვროს სწორად.

წყარო:

http://ucnauri.com/125541/george-gurdjieff/



დოკ. ფილმი გურჯიევზე:

http://www.om-kali.com/news/ja_gurdzhiev_j...2010-06-25-1023

და ძალიან კარგი მხატვრული ფილმიც:

http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=224976





რას ფიქრობთ ამ პიროვნებაზე? სხვა თუ არაფერი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი, საინტერესო და ცნობილი პიროვნება იყო...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 16 2012, 10:54 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აჰ, აჰ, ესღა გაკლდა შენ biggrin.gif

ციტატა
ცნობილი მისტიკოსის

მისტიკოსი არა ისა კიდე :/
არ ვცემ მაგ კაცს პატივს, არც მომწონს...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 16 2012, 10:56 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ქევანა
ციტატა
არ ვცემ მაგ კაცს პატივს, არც მომწონს...


რატო? შეგიძლია დაასაბუთო? ბევრს არ მოწონს მაგრამ არც იცნობენ ნორმალურად...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 16 2012, 11:12 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
აჰ, აჰ, ესღა გაკლდა შენ

მაგის დაწერას ვაპირებდი...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Nov 16 2012, 11:42 PM
პოსტი #5


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



ციტატა
5. დერვიშის მითითება

ბავშვობაში ზღაპრებს ვკითხულობდი დევრიშებზე smile.gif) ახლა ამაზე გამახსენდა უცებ


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 17 2012, 08:38 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ბლა ბლა ბლა... ისევ ფრაზები არგუმენტაციის გარეშე და მხოლოდ სხვის სიტყებზე დაყრდნობით...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 17 2012, 10:04 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



სხვა საინტერესო ცნობები გურჯიევზე:

http://illuminati.ge/?p=3140


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 17 2012, 11:45 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



პატარა ეპიზოდს ვთარგმნი გურჯიევის მოგონებაზე (სტალინთან დაკავშირებით):



"მე ვმუშაობდი თბილისში, რკინიგზის სახელოსნოებში, სოსო კი (იოსებ ჯუღაშვილი) იქ მთავარი რევოლუციონერი იყო. გაიგო, რომ მე მაგიით და ჰიპნოზით ვარ დაინტერესებული და დამიახლოვდა. ექსპედიციაში წამოსვლაზეც კი გამოთქვა სურვილი. ყურადღებით მისმენდა ხოლმე. მოდიოდა ხოლმე იმ ბანდიტ კამოსთან ერთად. ვასწავლიდი რაღაცეებს, სანამ მისი ჰოროსკოპი არ ვნახე, ხოლო როცა ვნახე ვუთხარი:

"შენი ჰოროსკოპით ადამიანი ვერ გახდები სოსო! შეცვალე შენი თავი!"

და მან შეცვალა, მაგრამ არა თავის თავი, არამედ დაბადების თარიღი. მაშინ ვუთხარი კიდეც:

"ტყუილად გააკეთე ეს იოსებ, ეშმაკობით ორჯერ დაიბადე, ასევე ორჯერ მოგიწევს სიკვდილი."

მან არაფერი მიპასუხა. მხოლოდ ბოროტად შემომხედა. მე ხომ მივხვდი, რომ ძალაუფლება უნდოდა, ხალხზე ზემოქმედება უნდოდა. ამის მერე ჩემთან აღარ მოსულა."


არადა ასეც მოხდა: სტალინი ორჯერ მოკვდა, თავიდან როგორც ადამიანი, მერე როგორც ბელადი... ასევე ორჯერ დაასაფლავეს: ჯერ მავზოლეუმში, მერე მავზოლეუმიდან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 17 2012, 06:10 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



გამაგიჟებ შენ მე, რა არგუმენტაციაა საჭირო, რომ თქვა ეგ კაცი იყო საკუთარი მანიისა და განდიდების ტყვე.
ეგონა რომ ჭეშმარიტებას მიაგნო, სინამდვილეში მირაჟებს გაეკიდა.
არ ვცემ პატივს, იმიტომ რომ არ მჯერა მისი და მაგის მიმდევრებს ხომ საერთოდ ვერიდები, როგორც ზვიადისტებს.
სხვადასხვა რელიგიების მსოფლმხედველობის ნაჯვარი როგორ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს? როგორ? გგონია ჭეშმარიტება გაბნეულია ამათ შორის? შემცდარხარ, ჭეშმარიტება ეგეთი მარცვლოვანი არ არის...

ციტატა
ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან – სხეული, გონება და ემოციები.

აჰა, მორიგი სისულელე.
სამი არა კვახი. ნებისმიერი ემოცია მოდის ფსიქიკიდან. გურჯიევის გონება სხვა არაფერია თუ არა აზროვნების უნარი. smile.gif

ციტატა
ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას

ადამიანი ასე ადვილად ვერ ჩაწვდება ჭეშმარიტებას, ნურც იმის ილუზიას შეიქმნი, რომ ადრე წვდებოდნენ. ჭეშმარიტების გაგება ისეთი მარტივი არაა, ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გადასვლას ჰგავდეს.

ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, ვისაც სხვების დაბოლების კარგი ნიჭი აქვთ და ადამიანები, რომლებიც ადვილად ბოლდებიან...
მე არც ერთი ვარ და არც მეორე smile.gif
აი შენ კი, სხვების დაბოლების კარგი ნიჭი გაქვს biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 17 2012, 06:27 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ქევანა

ციტატა
გამაგიჟებ შენ მე, რა არგუმენტაციაა საჭირო, რომ თქვა ეგ კაცი იყო საკუთარი მანიისა და განდიდების ტყვე.


აი ზუსტადაც რომ ტყვე არ იყო, უბრალოდ გამოსდიოდა სხვებზე ზემოქმედება და თამაშობდა ამით, მაგრამ ამაზე მიჯაჭვული არ იყო, ყოველ შემთხვევაში სხვებზე მეტად...

ციტატა
ადამიანი ასე ადვილად ვერ ჩაწვდება ჭეშმარიტებას, ნურც იმის ილუზიას შეიქმნი, რომ ადრე წვდებოდნენ. ჭეშმარიტების გაგება ისეთი მარტივი არაა, ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გადასვლას ჰგავდეს.


და ზუსტად ამას ამბობდა გურჯიევი, არადა რელიგიური ან ფილოსოფიური მაძიებლების 90% ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტება ჯიბეში აქვთ და მხოლოდ მათია.. ან მეორე ვარიანტი, სჯერათ, რომ ჭეშმარიტების პოვნა შეუძლებელია და სხვებსაც არწმუნებენ ამაში.

გურჯიევის გაგება მისი წიგნებით ან მითუმეტეს მისი მიმდევრებით თითქმის შეუძLებელია. უშUალოდ მას უნდა იცნობდე.

ციტატა
ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, ვისაც სხვების დაბოლების კარგი ნიჭი აქვთ და ადამიანები, რომლებიც ადვილად ბოლდებიან...მე არც ერთი ვარ და არც მეორე


მართალია, არც ერთი ხარ და არც მეორე, მაგრამ ზღვარი ჭეშმარიტების ძიებაში დაბოლებასა და მორჩილებას შორის ძალიან "ტონკია".

გურჯიევი პრაქტიკოსი იყო და ძალიან მარრტივი, მაგრამ ამავე დროს ურთულესი მეთოდი ჰქონდა. პირადად შენი ყაიდის ადამიანისთვის მისი მეთოდის გაგება შეუძლებელია, იმიტომ რომ შენი გონება ზეაქტიურია და ვერ გაჩერდება განსაკუთრებული შემთხვევებვის გარეშე.

ციტატა
სხვადასხვა რელიგიების მსოფლმხედველობის ნაჯვარი როგორ შეიძლება ჭეშმარიტება იყოს? როგორ? გგონია ჭეშმარიტება გაბნეულია ამათ შორის? შემცდარხარ, ჭეშმარიტება ეგეთი მარცვლოვანი არ არის...


ზუსტადაც რომ ჭეშმარიტებაა გაბნეული სხვადასხვა რელიგიებში, და მას გურჯიევი საკუთარ თავშI ეძებდა და არა რელიგიების მარცვლების შეკრებით. უბრალოდ რელიგიებში და სწავლებებში მერე ხედავდა იმას, რასაც საკუთარი გამოცდილებით იპოვიდა ხოლმე.

ციტატა
აი შენ კი, სხვების დაბოლების კარგი ნიჭი გაქვს


გმადლობ კომპლიმენტისთვის, მაგრამ კარგი ნიჭი არ მაქვს a075.gif


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 17 2012, 09:30 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



... მე მიხაილ ნაიმმა დამაინტერესა... ქართულად არის თარგმნილი "მირდადის წიგნი"? ... ხომ მართLმადიდებლურ სასწავლებლებში აღიზარდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 17 2012, 09:44 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



აკაკი

ეგ ვინ არის? გურჯიევთან რა კავშირშია?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Nov 18 2012, 12:04 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



არა კავშირი არა... ამავე საიტზეა და..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 13 2013, 01:12 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



გურჯიევით დავიწყე ძიება..... ეს იყო დიდი ხნის წინ.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 13 2013, 02:59 PM
პოსტი #15


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



.zakaria.
ციტატა
გურჯიევით დავიწყე ძიება..... ეს იყო დიდი ხნის წინ.

მერე რა მოხდა ეგეც გვითხარი...ნუ დაგვაინტრიგე შე კაცო...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jan 13 2013, 03:31 PM
პოსტი #16


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



Atm@n
ციტატა
გამოსდიოდა სხვებზე ზემოქმედება და თამაშობდა ამით


ამაზე მეტი მიზეზი რდ გინდა ადამიანი რომ არ მოგწონდეს smile.gif

ძალიან საშიში კაცი იყო, აფერისტიც ალბათ... smile.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 13 2013, 09:42 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



syd
ციტატა
ამაზე მეტი მიზეზი რდ გინდა ადამიანი რომ არ მოგწონდეს ძალიან საშიში კაცი იყო, აფერისტიც ალბათ...


საშიში არ იყო იმ თვალსაზრისით რომ სერიოზული ზიანი მიეყენებინა ვინმესთვის. უბრალოდ თამაშობდა, ისე როგორც ჩვენ ყველანი ვთამაშობთ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად.

და აფერისტიც იყო, ოღონდ მოტივები ქონდა ჩვეულებრივი აფერისტებისგან განსხვავებული.

პირველ რიგში კი ექსპერიმენტატორი იყო და ძირითადად თავის თავზე ატარებდა ექსპერიმენტებს.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 13 2013, 11:27 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(A.V.M @ Jan 13 2013, 03:59 PM) *

.zakaria.

მერე რა მოხდა ეგეც გვითხარი...ნუ დაგვაინტრიგე შე კაცო...biggrin.gif

არაფერიც არ მოხდა,ამოვწურე და სხვების ამოწურვას შევუდექი biggrin.gif
ცოდნის გზა ჭეშმარიტი გზა. a075.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Jan 14 2013, 07:41 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



.zakaria.
ციტატა
არაფერიც არ მოხდა,ამოვწურე და სხვების ამოწურვას შევუდექი ცოდნის გზა ჭეშმარიტი გზა.


გურჯიევი ამოწურე ხო? მეტი არაა ჩემი მტერი... biggrin.gif

პროსტო დაიკიდე და შეეშვი...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Jan 14 2013, 10:31 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(Atm@n @ Jan 14 2013, 08:41 AM) *

.zakaria.
გურჯიევი ამოწურე ხო? მეტი არაა ჩემი მტერი... biggrin.gif

პროსტო დაიკიდე და შეეშვი...

მე ამით დავიწყე ადრე, მაშინ წიგნები ჭირდა მაგრად, ინტერნეტიც ჭირდა, მოკლედ მაგარი ჩალიჩი იყო, მარა ხომ იცი რაღაც რომ გაინტერესებს და არ ეშვები, ეგრე ვიყავი, გავეცანი რაც კი შემეძლო იმ დროისთვის, ყველაზე ძალიან ცეკვები მაინტერესებდა მარა ვერ გავერკვიე სამწუხაროდ და მერე დავიკიდე.
საერთოდ დერვიშების ბევრი რამ მიზიდავს,მაინტერესებს და რატომ არ ვიცი.


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი