IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> საქართველოსთვის მოღვაწე ქართველები, დაუვიწყარი შემოქმედება, გენიდან ამოძახილი!
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 12:10 AM
პოსტი #1


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კაზიმ ქოინჯუ

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი




ქაზიმ ქოიუნჯუ

ქაზიმ ქოინჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) თურქი პოლიტოლოგი და მუსიკოსია, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა და შენარჩუნებაზე.

ბავშვობა
დაიბადა 1972 წელს 7 ნოემბერს ხოფის ილჩეში, სოფელ პანჭოლში (ამჟამინდელი იეშილ ქოი ანუ მწვანე სოფელი). ბავშვობიდან გამოირჩეოდა მუსიკის სიყვარულით, 13 წლის გიტარაზე უკრავდა. სწავლობდა თურქეთის ნაციონალური მუსიკის ცენტრში „იაშარა ტურნანა“. ჩააბარა სტამბოლის უნუვერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე. საინტერესო და გამორჩეული სტუდენტი იყო, მაგრამ მისი აზრები თანატოლებისას არ ემთხვეოდა. 20 წლის ქაზიმი სწავლას წყვეტს და თავს მუსიკას უძღვნის. მას მეგობრები დინას ეძახდნენ, ეს სახელი ახალგაზრდა მომღერალსაც ძალიან უყვარდა.


შემოქმედება
1992 წელს ალი ელვერთან ერთად ქმნის როკ-ჯგუფს „დიმეინ“. მოგვიანებით დიდი ყურადღებას უთმობს ლაზური მუსიკის პოპულარიზაციას, თუმცა აქაც ვერ ღალატობს როკს და მსმენელს ლაზური მუსიკის და როკის სინთეზს თავაზობს. 1993 წელს მამედ ალი ბარიშ ბეშლისთან ერთად აყალიბებს ჯგუფს „ზუღაში ბერეფი“ (ზღვის შვილები). ეს იყო მსოფლიოში პირველი ლაზური როკ-ანსამბლი. ჯგუფმა ლაზურად იმღერა, მაშინ როცა სხვა ენაზე სიმღერა ძალიან რთული იყო. ქაზიმ ქონიუჯუს ყოველთვის ეამაყებოდა მისი ეთნიკური წარმოშობა და მისი დამალვის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა. 1995 წელს ზღვის შვილებმა პირველი ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკმაოდ უცნაური სახელი „ვა მიშქუნან“ (არ ვიცით) დაარქვა, ალბომში 8 ლაზური სიმღერა შევიდა. ალბომი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თურქეთში და განსაკუთრებით თინეიჯერებში. ჯგუფი გაჩერებას არ აპირებდა 1998 წელს გამოვიდა ალბომი სახელწოდებით „იგზას“ (გზაში), იგი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს. 2000 წელს ჯგუფი დაიშალა, მის ისტორიაში 130 კონცერტი და ორი ალბომი დარჩა.


სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ ქაზიმი მარტო აგრძელებს მოღვაწეობას, ხშირად ესწრება ლაზური კულტურული ორგანიზაციების შეკრებებს, მაგრამ აქტიურობა არ ახასიათებს, უფრო კარგი მსმენელია ვიდრე ლიდერი. მომღერალი ქმნის პროექტს სამი სინგლით „სოლკინ სოიუტ“. 2002 წელს პირველი სოლო ალბომი „ვია“ (ზღვის ტალღებზე მონავარდე) გამოდის, ხოლო 2004 წელს მეორე ალბომი „ჰაიდე“. ქაზიმის მოსასმენად თაყვანისმცემლები სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოდიან. იგი სცენაზე თავისუფლად გრძნობს თავს და ამის შემჩნევა არც მსმენელს უჭირს. მომღერალი ფუატ საკასთან, ვოლკან კანაკომთან და ბაიარ შაჰინთან ერთად მონაწილოებას იღებს სატელევიზიო პროექტში „შავი ზღვის მუსიკა“.


საქართველო
2003 წლის აგვისტოში ქაზიმ ქოიონჯუ საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მომღერალს განსაკუთრებულ შეხვედრას უწყობენ, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მომღერლის გულში. ის ხშირად იხსენებს საქართველოში მოგზაურობას და გამართულ კონცერტებს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მისი ემოციები და მიღებული სიამოვნება ყველასთვის ნათელი ხდება. იგი ქართველ ხალხს ძმებს უწოდებს და გაკვირვებულია სტუმართმოყვარეობით და ქართველების მუსიკალურობით.


მომღერალი ბულბულის უკანასკნელი წლები
მას ხშირად უწოდებდნენ მომღერალ „ბულბულს“. მის მიერ ნამღერი „სელემინა“, რომელიც თურქეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კოლხური კულტურის გამოძახილია. 2005 წელს ქაზიმს ექიმები ფილტვის კიბოს დიაგნოზს უსვამენ. 33 წლის ქაზიმი ავადმყოფობას არ ნებდებოდა თმაგაცვენილი მიდიოდა კონცერტებზე და მსმენელს არ ღალატობდა, ავადმყოფობის პერიოდში დაწერა ჰიმნი „ტრაპიზონსპორტისთვის“. 2005 წლის 25 ივნისს მომღერალი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში გადაასვენეს, სადაც 60 ათასი ადამიანი დახვდა. ქაზიმ ქოიუნჯუ მშობლიურ სოფელ პანჭოლაში ერთ-ერთი მთის კალთაზე დაკრძალეს.



ლაზი მომღერალი,რომელიც თავის კონცერტებზე სტადიონებს ავსებდა, თურქეთში სადაც,ძალიან ძნელია მსმენელს შესთავაზო, ქართული,ლაზური სიმღერები, ისეთ მსმენელებს, რომლებიც მუსულმანურ მოტივებზე აგებულ სიმგერებზეა გაზრდილი.

მე ვფიქრობ კაზიმი დიდ საქმეს ემსახურებოდა, მას ხომ არ დასცალდა,რომ უფრო მეტი გაეკეთებინა.

მოდით ხალხნო, ავტვირთოთ ისეთი ინფორმაციები, ფოტოებო და სიმღერები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების მიერაა შესრულებული.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 1 2008, 01:16 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კაზიმ კოიუნჯუს სიმღერები Youtube-ში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 06:13 PM
პოსტი #3


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კაზიმის ფოტოები

IPB-ს სურათი






IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი







IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი









IPB-ს სურათი







IPB-ს სურათი






--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 1 2008, 08:26 PM
პოსტი #4


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Amuza
გამარჯობა, სიმართლე გითხრა პირველად გავიგე ამ პიროვნების შესახებ.
იქნებ რამე დაგვიწერო მასზე?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Feb 1 2008, 09:27 PM
პოსტი #5


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif მეც მაინტერესებს ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 09:53 PM
პოსტი #6


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(k@the @ Feb 1 2008, 08:26 PM) *

Amuza
გამარჯობა, სიმართლე გითხრა პირველად გავიგე ამ პიროვნების შესახებ.
იქნებ რამე დაგვიწერო მასზე?

გაგიმარჯოს!

კაზიმ ქოიუნჯუ დაიბადა ხოფაში, ართვინის პროვინციაში, 1971 წლის 7 ნოემბერს. თურქეთში მცხოვრებ ერთ-ერთ ლაზურ ოჯახში. სტანბულში სწავლისას დაინტერესდა როკ მუსიკით და გადაწყვიტა, დაენებებინა თავი სწავლისთვის და მუსიკოსი გამხდარიყო, მიატოვა ეგზომ პრესტიჟული სტანბულის უნივერსტიტეტი და რამოდენიმე ლაზთან ერთად 1993 წელს ჩამოაყალიბა როკ ჯგუფი "ზღვის შვილები".

როკ ჯგუფმა ეგზომ დიდი პოპულარობა მოიპოვა,როგორც ლაზებში და იქაურ ქართველებში ასევე თურქებში.
ჯგუფმა ორდინალური გადაწყვეტილება მიიღო,დაიწყეს ლაზური სიმგერების შესრულება, ეს იმ დროინდელ თურქეთში,ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო, მოგეხსენებათ,მიუხედავად, თურქეთის ევროკავშირისკენ მისწრაფებისა,მაინც ნაციონალურ ქვეყნად რჩება. ანუ თურქეთში ყველაფერი თურქული უნდა იყოს და ა.შ.
ჯგუფის გადაწკვეტილებამ გაამართლა, მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა თურქეთის მასშტაბით.მათი სიმღერები აიტაცა როგორც ეთნიკურმა გურჯებმა,ასევე თურქებმა. ჯგუფმა ჩაწერა 2 ალბომი,ჟანრი ძირითადად ფოლკ როკი იყო, შემდგომ დადგა მომენტი და კაზიმი გამოეყო ჯგუფს და სოლო კარიერა განაგრძო. 2001 წელს გამოუშვა ალბომი Viya , რომელშიც შესული იყო, მისი ინტერპრეტაციით შესრულებული, ქართული,ლაზური,სომხური და მეგრული სიმღერები. იქედან ბევრი სიმღერა მის მიერ არის მოძიებული სოფელ სოფელ სიარულით. კაზიმი ფოლკლორის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა,იგი სათუთად აკავშირებდა ქართულ და თურქულ მოტივებს, ერთმანეთთან და მე ვფიქრობ,ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. 2004 წელს კაზიმი გამოუშვებს ალბომს Hayde, ამ ალბომში შესულია უფრო სევდიანი ქართული და ლაზური სიმღერები, თითქოს გული უგრძნობდა რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, ყოველ წამს ეშურებოდა, გამოირჩეოდა,ძველი ქარტული,ლაზური სიმღერების მოძიებით, მთელი თურქეთის მასშტაბით, ასევე აქტიურობდა პოლიტიკურ ასპარეზზე, იყო გამოჩენილი, პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე, გამოდიოდა აქციებით, ატომური რეაქტორების გაუქმებაზე,ასევე ილაშქრებდა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ,გულშემატკივრ
ბდა საფეხბურთო კლუბ ტრაბიზონ სფორს.
ერთი სიტყვით ცდილობდა ბევრი სასიკეთო საქმიანობა განეხორციელებინა. კაზიმ ქოიუნჯუ სამაგალითო გახდა და მისაბაძი პიროვნება, თურქეთში მოღვაწე ეტნიკური ქარტველი მუსიკოსებისათვის და მათთაც დაიწყეს აქტიურად მივიწყებული ქართული მოტივების გაცოცხლება. მაგალითისათვის მოვიყვან ასევე დიდ მოღვაწეს ბაიარ შაჰინს.
როგორ აღმოვაჩინე კაზიმ ქოიუნჯუ? 2004 წელს ვიმყოფებოდი, საქართველოს მთიან რეგიონში,უფრო სწორად იქ ვცხოვრობდი. რომ გვეყურებინა ქართული არხებისთვის გვჭირდებოდა სატელიტური ანტენა,მოგეხსენებათ რუსთავი-2 და აწ უკვე გაუქმებული იმედი თურქეტის სატელიტზეა განლაგებული და ასე რომ თურქული არხების ყურებაც გვიწევდა. ძირითადად ბიჭები ვუსმენდით თურქულ მუსიკალურ არხს, ერთ დღესაც თურქულ არხზე გადართვისაც შემოგვესმა დიდოუ ნანას ჰანგები, რაგაც უცხოდ მოგვხვდა ყურში,თვალი ხომ არ გვატყუებსო,კარგად დავაკვირდით,აშკარად თურქული არხი იყო, და აშკარად მეგრულად მღეროდა ვიღაცა,ეს ვიღაც კაზიმ ქოიუნჯუ იყო. ყველას ჟრუანტელმა დაგვიარა. 2 თვის განმავლობაში ეს იყო ივნისი,ივლისი სიმღერას მოწინავე ადგილები არ დაუთმია თურქულ ათეულში, ალბათ 3 კვირა პირველ ადგილზეც კი იმყოფებოდა, ისეთი გრძნობით მღეროდა მომღერალი, რომ გულს უჩუყებდა ბევრს. ძალიან მეწყინა როცა გავიგე, რომ 2005 წლის 25 ივნისს ფილტვის კიბოთი გარდაცვლილა. სხვათაშორის ეს ამბავი შარშან შევიტყვე შემოდგომაზე და ისიც გიორგი კალანდიას მიერ გაკეთებულ ფილმით, რომელიც კაზიმ ქოიუნჯუს მოღვაწეობას ეხებოდა.

ეს არის მოკლედ რაც შემიძლია დავწერო მის შესახებ, გამეხარდება თუ თქვენც დაამატებთ მასზე და ასევე სხვა ასეთ მოღვაწეებზე, ამ თემაში.



და კიდევ შემიძლია ავტვირთო მისი რამოდენიმე სიმღერა,თუ მასწავლით როგორ გავაკეთო ეს. შემოგთავაზებდით მის დიდოუ ნანას, მოხევის ქალო თინაოს და ცირას.

იმედია დაგაინტერესებთ.

მასწავლეთ როგორ ავტვირთო რაგაც ვერ დავამუღამე. ასევე სურათებსაც ავტვირთავ. ეგეც მასწავლეთ smile.gif

და ბოლოს მის დაკრძალვაზე ზღვა ხალხი შეგროვდა,თუ არ ვცდები სტადიონზე იყო დასვენებული,იმდენი ხალხი იყო. დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდა თურქეთის პრემიერი და სხვა თურქეთის პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 1 2008, 10:04 PM
პოსტი #7


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



კადრები მაქვს დაკრძალვის ნანახი..
საოცრად ყვარებიათ თურქებს,გაოცებული ვუყურებდი....ზღვა ხალხის აცილებდა sad.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 1 2008, 10:07 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
თურქეთის პრემიერი

რომელიც აგრეთვე ქართველია wink.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 10:18 PM
პოსტი #9


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მაინც რა ვართ ეს ქართველები smile.gif მაგარი გენი გვაქვს.

საქართველოში არ ვახარებთ ერთმანეთს , თორე სხვაგან მაგრად ვქაჩავთ.

ერთმანეთის შური, რომ არ გვქონდეს უფრო კარგები ვიქნებოდითsad.gif


კიდევ რამოდენიმე სურათი ქაზიმის



IPB-ს სურათი








IPB-ს სურათი






IPB-ს სურათი




IPB-ს სურათი



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 1 2008, 11:52 PM
პოსტი #10


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



აბა ვნახოთ თუ აიტვირთა wink.gif

http://bin.ge/file/133101/05--Didou-Nana.mp3.html

ესეც კაზიმის დიდოუ ნანა მოუსმინეთ და გაეცანით.

იმედია მოგეწონებათ

მაიცათ, ახლა კაზიმ ქოიუნჯოს ცირასაც დავაგდებ. ამასაც ძაან მაგრად მღერის.


http://bin.ge/file/133102/05--Tsira.mp3.html

smile.gif


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 2 2008, 12:00 AM
პოსტი #11


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ძალიან კარგი ადამიანი იყო როგორც ამბობენ...
smile.gif

შატილის ასულო ხომ არ გაქვთ მისი შესრულებით?


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 12:22 AM
პოსტი #12


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(_Matasi_ @ Feb 2 2008, 12:00 AM) *

ძალიან კარგი ადამიანი იყო როგორც ამბობენ...
smile.gif

შატილის ასულო ხომ არ გაქვთ მისი შესრულებით?



შატილის ასულო არა. მაგრამ მოხევის ქალო თინაო მაქვს და ავტვირთავ.

მემგონი შატილის ასულო არ აქვს ნამღერი და თუ ვინმემ იცით დადეთ ეს სიმღერა, მანამდე კი მე მოხევის ქალო თინაოს დავდებ.



http://bin.ge/file/133109/14--Mohevis-Kalo.mp3.html


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 2 2008, 12:44 AM
პოსტი #13


დაურეგისტრირებელი









სურათები არ გაქვთ?


baiarmac mgoni kazimisgan daicko simgera xo tu vcdebi mapatiet
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 12:51 AM
პოსტი #14


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



[quote name='ქავთარაძე' date='Feb 2 2008, 12:44 AM' post='252064']
სურათები არ გაქვთ?
baiarmac mgoni kazimisgan daicko simgera xo tu vcdebi mapatiet
[/quote

არ ცდები, მასეა კაზიმმა განაპირობა ის, რომ ბაიარმაც დაიწყო მივიწყებული სიმღერების გაცოცხლება, თუმცა ბაიარი მანამდეც მღეროდა.

სურათებს აუცილებლად ავტვირთავ ოღონდ ცოტა მოგვიანებით.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Feb 2 2008, 12:55 AM
პოსტი #15


დაურეგისტრირებელი









Amuza
ხო იმედზე იყო მგონი რეპორტაჟი კაზიმზე და მანდ მოვკარი ყური

http://images.google.ge/images?hl=ka&q=kaz...F-8&sa=N&tab=wi აი აქაა ფოტოები
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 2 2008, 01:25 AM
პოსტი #16


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



Amuza
მე მაპატიეთsmile.gif

შემეშალა,smile.gif

მადლობა სიმღერისთვის smile.gif




--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 06:53 PM
პოსტი #17


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(_Matasi_ @ Feb 2 2008, 01:25 AM) *

Amuza
მე მაპატიეთsmile.gif

შემეშალა,smile.gif

მადლობა სიმღერისთვის smile.gif


არაფერს ჩემო კარგო!

ისე მე მაინტერესებს ის ლაზური სიმგერები რომელიც კაზიმმა ჯგუფ "ზღვის შვილები"-თან ერთად ჩაწერა.

ვერსად ვერ მოვიძიე.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 2 2008, 07:34 PM
პოსტი #18


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Amuza
მადლობა, smile.gif წავიკითხე და მოვუსმინე კიდეც აქ დადებული ლინკებიდან.

მართლა საოცარი ადამიანი ყოფილა.

IPB-ს სურათი


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Feb 2 2008, 07:50 PM
პოსტი #19


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ციტატა(k@the @ Feb 2 2008, 07:34 PM) *

Amuza
მადლობა, smile.gif წავიკითხე და მოვუსმინე კიდეც აქ დადებული ლინკებიდან.

მართლა საოცარი ადამიანი ყოფილა.

IPB-ს სურათი



მიუხედავად მძიმე სნეულებისა (კაზიმს ფილტვის კიბო სჭირდა), მაინც აქტიურად განაგრძობდა, როგორც საზოგადო,ასევე სასცენო მოღვაწეობას.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgikiknadze
პოსტი Feb 2 2008, 07:52 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 12-September 07
მდებარ.: İstanbul-Turkey
წევრი № 2,734



dzalian kargi adamian iyo kazimi sad.gifsad.gif chveni megobari iyo sul ertat vikavit magram male cavida sad.gifsad.gifsad.gifsad.gifsad.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი