IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> მუხრან მაჭავარიანი სულ(ს) საქართველოს შეუერთდა
marine
პოსტი May 20 2010, 03:57 PM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 44,665
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მუხრან მაჭავარიანს

მურმან ლებანიძე



მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!"
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით
აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი.
სისხლ მოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
- ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!"

მშობლიური ქართული ყოფა, მშობელი ხალხის ჯვარცმული წარსული იპყრობს ჭაბუკის არსებას. მისი აზრით სამშობლო ქვეყნის სიყვარულია გენით, ჯიშით, სისხლით კოდირებული. რასაც მიუძლვნა პირველი წიგნი: „ვახტანგ მეფის ნანადირევი", „მოდის…მოდის…", „მინორული მეცხრამეტე საუკუნისა, ანუ იმერული ქელეხი", „საბა" – თავი და თავი მშვენება ჩვენი უახლესი ქართული პოეზიისა.
დიახ, გრძელი ოცდაათი წელიწადია ჩავლილი „საბას" გამოქვეყნებიდან. მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა." „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…" მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა", დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა.

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ "

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები.

- „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ – ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!" – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა – ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე…

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზა ზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა.
ამ წერილს ოდნავი პრეტენზია არა აქვს, მუხრან მაჭავარიანის პოეზიის სრული სურათი გვიჩვენოს, ამას მეტი შრომა და ქაღალდის მეტი ფართიც დასჭირდებოდა ჩემი წერილი მიდის მოვალეობას ასრულებს წიგნის კარს უღებს მკითხველს, შეუძღვება პოეტის ქვეყანაში და იქვე დატოვებს ძვირფასეულობათა პირისპირ, სადაც ბევრი რამ მკითხველზე და მის უნარზეა დამოკიდებული.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი May 20 2010, 04:28 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



მურმანიც უნდა იყოს მთაწმინდაზე,

მუხრანის გვერდით ... ............................



---------------------------
ილია და აკაკი
მერაბი და ზვიადი

მუხრანი და მურმანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 20 2010, 11:34 PM
პოსტი #43


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



საბა

ორბელიანი
ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და...
მეთხუთმეტე კაცად შევიდა...

ცამეტი ლუდოვიკო
კედლიდან იყურება;
ციცას ეფერება
ლუი მეთოთხმეტე;
ხალხს ხმა დაუკარგა
მეფის სიყრუემა,
მეფეს ხალხზე უფრო
კატა ეცოდება.

ხელმწიფემ
საბას ნაუბარი
მოისმინა რა,
– ოჰ...
ოჰ...
ოჰ...
ოჰო!... –
თქვა და
თითქოს კიდეც ინანა.

მაგრამ ამითი
არაფერი
გამოვიდა რა
(საბას ხმა
როდი წააგავდა
კნავილს კატისას);
რაც შეიტანა,
ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან
ელჩმან ქართლისამ.

– წვიმა არ არი!
საბას კაბა
დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არი!
საბას თავი
გაუთეთრა რამ?!
– ყინვა არ არი!
სულხან-საბას
აკანკალებს რა?!

– რამ დაასველა?!
რამ დათეთრა?!
რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!..

...მზე ეთხოვება
ალბათ ახლა
ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა,
სულხან-საბავ,
თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები
ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,
ალვის ჩეროში
სტირის დედა
შვილს მოტაცებულს,
სტამბოლში
შვილი დედას სტირის, -
ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ
წმიდა ნინოს –
მუხლზე დაცემულს).

– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!



..........
ციტატა
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!



--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 12:32 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თერალ ი
ციტატა
მურმანიც უნდა იყოს მთაწმინდაზე,

მუხრანის გვერდით ... ............................

ეგ არ ვიცი, მაგრამ სტალინის დედა ჩამოაგდეთ იმ წმინდა მთიდან, სანამ მე ამომითხრია !!!!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketilo
პოსტი May 21 2010, 01:00 PM
პოსტი #45


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 16-April 10
წევრი № 8,634



საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე
მამულზე ფიქრი,
ხანდახან
გულში
ღიმილით
ვიტყვი: -

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს! - -
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე,
ვითარცა სეტყვა,
ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ, -
იხუვლებს ხოლმე,
იხუვლებს ერთხმად -
ღალატიაო
ამგგვარი
ფიქრი!

piqri.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 21 2010, 01:00 PM
პოსტი #46


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა
ეგ არ ვიცი, მაგრამ სტალინის დედა ჩამოაგდეთ იმ წმინდა მთიდან, სანამ მე ამომითხრია !!!!
არამგონია ეს კეთილი საქმე იყოს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 01:02 PM
პოსტი #47


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lingvo
მაშინ იქნებ ფილიპე მახარაძეც დავაბრუნოთ, ჰა?

ხანდახან ისეთს იტყვი ხოლმე, გამაზრიალებს laugh.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 21 2010, 01:13 PM
პოსტი #48


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



კანონისტი
რათ უნდა მაგას გაზრიალება, დაკრძალულია ადამიანი და განისვენოს მშვიდობით. მერა რა რომ სტალინის დედაა?


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი May 21 2010, 01:20 PM
პოსტი #49


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



lingvo
იმიტომ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. მთაწმინდა სასაფლაო არაა, ის არის პანთეონი, დავით გარეჯელის მოღვაწეობის ადგილი და სამი წმინდანი განისვენებს იქ! და კეკე არის ამოწოლილი მაგათ გვერდით...

ქუჩაში გადააგდონ-მეთქი არ მითქვამს. წაისვენონ გორში და დამარხონ სტალინის მუზეუმში.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი May 21 2010, 02:15 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



დღეს, შუადღისას ვიყვაი პანაშვიდზე

სკოლის მოსწავლეები შემომყვნენ კვალდაკვლ, 10-11 კლასელები , დიდი დიღმის რომლიღაც სკოლა მითხრეს ....


სანამ მუხრანის ლექსებს (და არა მარტო მას) წაიკითხავენ (და ეყვარებათ) ახლგაზრდები ,
მანამ ქართულ მოდგმას გადაშენება არ გვიწერია ...

სიყვარული ჩვენი იარაღია ...
---------------------------------------------------------------------------------
ნუ გაიკვირვებ!
მუხრან მაჭავარიანი

”ულხინს თუ უმძიმს, _
სულ ერთია! _
ყველა რწმუნდება! _
ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _
და, _ ვინც მიგანა, _
ისევ ჩემთან
მოძუნძულდება!

და ისევ:
არვინ ეყოლება
მას ჩემი ფასი!
და ისევ:
შესვამს სადღეგრძელოს
ის ჩემსას თასით!..
კი, მარა! _
ბნელა?! _
მეც კაცი და
ეს კაციც _
კაცი?!

მე ვინც დამწიხლა! _
მე ვინც მირქინა! _
სულზე ქართულზე, _
დღეს ვინც ქირქილებს!..
ნუ გაიკვირვებ! _
ხვალ ჩემთან ძმობა
მოიწადინოს
კაცმა
იგივემ!

ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც

შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _
ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _
მამულმა შენებრ შემიწირა მე.”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ketilo
პოსტი May 21 2010, 02:33 PM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 22
რეგისტრ.: 16-April 10
წევრი № 8,634




ციტატა
lingvo
იმიტომ, რომ მისი ადგილი იქ არ არის. მთაწმინდა სასაფლაო არაა, ის არის პანთეონი, დავით გარეჯელის მოღვაწეობის ადგილი და სამი წმინდანი განისვენებს იქ! და კეკე არის ამოწოლილი მაგათ გვერდით...

+1
თანაც ლებანიძე მართლა მადარდებს მთაწმინდაზე რომ არ არის..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 21 2010, 02:34 PM
პოსტი #52


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
სანამ მე ამომითხრია !!!!



ამოთხრაე შენც კიდევ, სხვა თუ არაფერი მაგ სახელით შეხვიდოდი ისტორიაში. კეკეს ამომთხრელი biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თერალ ი
პოსტი May 21 2010, 02:55 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



ცხება მირონთა
მუხრან მაჭავარიანი

თხოთით მოიქცა მეფე მიროტა;
მცხეთას გაჩაღდა ცხება მირონთა.
ნაყოფთ უწვდიდნენ მეფეს-პილოტანს
რტონი მაყვალთა და ბაბილოთა...

თვალნათქორალი იდგა ნინო და
ჟღერდა გალობა მუნ ალილოთა.

დღევანდელი დღის პასუხი

”- ნუ იპარავ, ნუ იმრუშებ! –
როგორც ბრძენმა ბრძანა მოსემ;
მართლა ასე რომ მოიქცე, -
მუცელს რითი ამოივსებ?!

ამ კითხვაზე (ნურვის უკვირს, -
ნურცა კეთილს, ნურცა ბოროტს)
დღევანდელი დღის პასუხი
რომ ღიმილი არის მხოლოდ.”
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი May 22 2010, 09:16 PM
პოსტი #54


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თუ სიკვდილია...

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი,
ვით ალავერდი, —
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, —
დედა რომ არა
ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს.
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, —
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! —
აი, წოლა მესმის შამქორში.
1972


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 22 2010, 09:20 PM
პოსტი #55


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,451
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ქუჩაში გადააგდონ-მეთქი არ მითქვამს. წაისვენონ გორში და დამარხონ სტალინის მუზეუმში.

+1 : )

გადაასვენონ სხვაგან : )

მარა ისე რა უცნაურია ეს სიკვდილი, თავის დროზე მთაწმინდაზე ილიას პირდაპირ ფილიპე მახარაძე ესვენა laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი May 24 2010, 03:32 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ციტატა(kinoteli @ May 20 2010, 11:34 PM) *


– რამდენს აფასებ მაგ პატარას? –
ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და
მოუთმენლად ელოდა პასუხს.
– უი, ქართველი მეგონა და
სპარსი ყოფილა, -
წარმოსთქვა ბალღმა,
ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

– არა, პატარავ,
ქართველი ვარ,
ქართველი,
გესმის?
– უი, დედასთან წამიყვანე,
წამიყვან, ძია?.. –
საბას ცრემლები მოეძალა,
ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა,
თავის ტანძია.

ვით ეს ყმაწვილი –
საქართველოც
ასე მცირეა,
საქართველოსაც,
ვით ამ ყმაწვილს,
ასე ჰყიდიან;

საფრანგეთს ვთხოვოთ:
გვიშველისო,
– სასაცილოა!
შენი ვხტანგი
ლუდოვიკოს
ფეხზე ჰკიდია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა
ხელჯოხიანი;
მხარდამხარ საბას
ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
– მოგწყინდა განა უნაყოფოდ,
ელჩო, ყიალი?!
– გულს ნუ გაიტეხ!
– მუხა კვლავაც შეიმოსება!
..........

რამდენი წავიკითხავდი ამ ლექსს გამოთქმით ვტიროდი ბავშვობაში : უსერ:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd October 2021 - 04:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი