IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე
კანონისტი
პოსტი Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...

გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში....


ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი:

IPB-ს სურათი

მეფე დავითის კოშკი:

IPB-ს სურათი

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან:

IPB-ს სურათი



შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან:

IPB-ს სურათი

ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა

IPB-ს სურათი

ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში


მონასტრის შესასვლელი:

IPB-ს სურათი

საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში:
IPB-ს სურათი

აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის smile.gif

ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა....

ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში:

IPB-ს სურათი

ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები):

IPB-ს სურათი

ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი:

IPB-ს სურათი

ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე:

IPB-ს სურათი





--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 14 2009, 07:13 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჯვრის მონასტრის ინტერიერი:

IPB-ს სურათი

აქედან მარჯვენა სვეტის აღმოსავლეთ ნაწილზე არის რუსთველის ფრესკა.

ესეც ფრესკასთან:

IPB-ს სურათი

მონასტრის საცავში, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეწირული ხატი ( laugh.gif )

IPB-ს სურათი

ამის შემდეგ გავემართეთ ბეთლემში. იქაურ ფოტოებს მოგვიანებით დავდებ smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 14 2009, 07:28 PM
პოსტი #3


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ყოჩაღ კანონ, ძალიან კარგი სურათებია, აბა კიდევ მეტი და მეტი მოგვაშველე.
kiss1.gif kiss1.gif
წარმომიდგენია რა განცდებში ხარ. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L@SH@KoRi
პოსტი Jun 14 2009, 07:43 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-September 08
წევრი № 5,613



აუ ძალიან მაგარია. მეეეეეეეეეეც მინდაააააააააააა smile.gif rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 14 2009, 07:57 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვაგრძელებ....

გზად ბეთლემისკენ. პალესტინის ავტონომიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი რამალა:
(მოძრაობაშია გადაღებული და ხარისხი ცუდია)

IPB-ს სურათი

გამშვები პუნქტი ისრაელი-პალესტინის საზღვარზე (სადაც წარწერა გვაუწყებს, რომ გადასვლა აკრძალულია ისრაელის მოქალაქეებისთვის). პალესტინის საზღვარი და ბეთლემის შესასვლელი ფაქტიურად ერთია:

IPB-ს სურათი

ბეთლემის ქართულ სახლში. სამწუხარო გაუგებრობის გამო იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოსთან, ეს სახლი ჩვენ თვალწინ გაურკვეველი ვადით დაიკეტა:

IPB-ს სურათი

ქართული სახლის მონაზონ დედა ზოილესთან და ქართული დელეგაციის წარმომადგენელთან ერთად, ქართულ სახლში:

IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 14 2009, 08:10 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



"... და შენ იუდეის ქალაქო ბეთლემო, არ ხარ მცირე, რამეთუ შენგან იშვება კაცთა მაცხოვარი..."

შობის ტაძარი ბეთლემში
IPB-ს სურათი

ტაძრის ინტერიერი (ორი არაბი ჯვარს იწერდა ამ დროს):

IPB-ს სურათი

მოზაიკის ძველი ფენა ტაძრის იატაკის ქვეშ:

IPB-ს სურათი

ბეთლემის სომხური საკურთხეველი, ცენტრალური მართლმადიდებლური საკურთხევლიდან მარცხნივ:

IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jun 14 2009, 08:11 PM
პოსტი #7


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



რა კარგ და მადლიან ადგილებზე ხარ კანონ, სიამოვნებით შემოგიერთდებოდი kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 14 2009, 08:16 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვაააააჰ, უმაგრესიააა, რა, ნეტა ოდესმე მოვხვდე,

ძაან მაგარია "კანონისტ" მალადეც smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 14 2009, 08:26 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მაცხოვრის შობის ადგილი:

IPB-ს სურათი

მდებარეობს ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. როგორც წესი, ჩადიან მარჯვენა კიბით და ამოდიან მარცხნივ. შობის ადგილიდან ოდნავ უკან და მარჯვნივ არის ბაგა, სადაც რამდენიმე წუთის დაბადებული განხორციელებული სიტყვა ღმრთისა მიაწვინა ყოვლადწმინდა დედამ:

IPB-ს სურათი

ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა....

IPB-ს სურათი

ჩასასვლელ კიბესთან დასვენებულია ბეთლემისად წოდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი:

IPB-ს სურათი

გარეთ, ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ ცალკე არის აღმართული ლათინთა ეკლესია. მის თავზე - ვატიკანისა და ფრანცისკანული (იერუსალიმური) დროშები:

IPB-ს სურათი


ეს იყო სულ, რაც საინტერესო მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა. წინ მელოდება გალილეაში, სამარიასა და ჩრდილო ისრაელში გასვლა, ქ. ნაზარეთი, მდ. იორდანე და რაღა თქმა უნდა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია.

მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თქვენ თანა, ძმებო წმინდა მიწიდან. ამინ
ჰაბარუხ ვეჰაშალომ ადონეინუ იეშუა ჰამეშიახ, ლეხემ, ახიმ შელი მაარეც ჰაკადოშ. ამენ
ი ხარის კე ი ირინი ტუ კირიუ იმონ იისუ ხრისტუ, მეტა იმონ, ადელфი მუ აპო ტონ აღიონ ტოპონ. ამინ

kanonisti.gif kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 14 2009, 08:50 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ღმერთო რა მაგარია wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 14 2009, 10:00 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა....

უყურე შენ rolleyes.gif
კარგია, კარგი, ეგრე გააგრძელე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jun 14 2009, 10:05 PM
პოსტი #12


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მშვიდობა მოგცეს უფალმა და სიკეთით დაგაბრუნოს... მიხარია რომ გვიზიარებ, იმედია ოდესმე საკუთარი თვალითაც ვიხილავ... smile.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 14 2009, 11:41 PM
პოსტი #13


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანონისტი
რა კარგი სურათებიაააა rolleyes.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 14 2009, 11:42 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კანონისტი
kiss1.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_18
პოსტი Jun 15 2009, 10:53 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 118
რეგისტრ.: 11-March 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,624



აუ ეს დაუვიწყარი განცდები.. და ემოციები. კიდე მინდა იერუსალიმში. რა ბედნიერი ხარ !


--------------------
"ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 15 2009, 12:53 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
დათო, კიდევ გვაჩვენე სურათები smile.gif ის ლათინების დროშებიო რომ თქვი, ერთი როგორ გავს ჩვენსას smile.gif თუ ჩვენია? unsure.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna_18
პოსტი Jun 15 2009, 01:08 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 118
რეგისტრ.: 11-March 09
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,624



ეგ იერუსალიმის დროშაა


--------------------
"ჩასჭიდე უფალს ხელი და არ მოსწყდე ... "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2009, 09:12 PM
პოსტი #18


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოვჩნდი იერუსალიმში. მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
IPB-ს სურათი

მარცხნიდან:
დავიდ აბბადი, ისრაელის სახელმწიფოს წითელი დავითის ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორი
ამოს ავგარი, მსოფლიო ებრაული თანამშრომლობის ორგანიზაციის (JDC) ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი
ნანა ყეინიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი
და მე smile.gif

ამის შემდეგ ებრაელმა მასპინძლებმა ასევე მოულოდნელად წაგვიყვანეს აღდგომის ტაძარში...

გზად ტაძრისკენ ძველ ქალაქში

IPB-ს სურათი

აღდგომის ტაძრის ხედი

IPB-ს სურათი

შესასვლელშივე არის ქვა, სადაც დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. ქვას ასდის ენითაუწერელი სურნელება

IPB-ს სურათი

იქვე, კედელზე არის გარდამოხსნის ფრესკა. იწყება მარჯვნიდან, რადგან იქითა მხარეს არის გოლგოთა

IPB-ს სურათი



თავად კუვუკლია, ანუ მაცხოვრის საფლავი არის ტაძრის დასავლეთ ნაწილში. მის წინ არის აღდგომის ტაძარში შესასვლელი, საიდანაც აღმოჩნდებით ტაძრის მთავარ - ბერძნულ საკურთხეველთან

აღდგომის ტაძარი:

IPB-ს სურათი

კუვუკლია სამხრეთიდან:

IPB-ს სურათი

კუვუკლიის შესასვლელი (ფოტო აღმოსავლეთიდან):

IPB-ს სურათი


კუვუკლია კი, როგორც იცით, იყოფა ორ ნაწილად: ანგელოზის ეკვდერად და თავად საფლავად

ანგელოზის ეკვდერი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს უთხრა: "რად ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა..."

IPB-ს სურათი

ეკვდერიდან საფლავზე შესასვლელი (ახლოდან). კარის მარცხნივ მოჩანს დედები ნელსაცხებლით, ხოლო მარჯვნივ - მთავარანგელოზი გაბრიელი:

IPB-ს სურათი

უფალო, გვიხსენ და გვილხინე ჩვენ ცოდვილთ......

IPB-ს სურათი

უბედნიერესი წუთები გრძელდება.... ეხლა უფრო დაწყნარებით შეგიძლია ილოცო....

IPB-ს სურათი




გოლგოთისკენ.....

IPB-ს სურათი

გოლგოთა. ამ ადგილას იყო აღმართული მაცხოვრის ჯვარი:

IPB-ს სურათი

გოლგოთის ქვემო ნაწილი, კლდის ნახეთქი, რომელიც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოსულმა სისხლმა გააპო...

IPB-ს სურათი

აღდგომის ტაძრის უძველესი საკურთხეველი:

IPB-ს სურათი

დღეს ეს იყო. იგეგმება ჩვენი გაყვანა იერუსალიმში უკვე ორგანიზატორთა მიერ. შემდეგ კვლავ დავდებ ახალ-ახალ ფოტოებს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 15 2009, 09:17 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ვაიმე რა მაგარია wub.gif ყფალმა შეისმინოს შენი ლოცვა kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 15 2009, 09:27 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ვაახ, კეთილად მშურს, მაგარია კანონისტ მალადეც,

ღმეთმა ყველა მოგვავხვედროს ერთხელ მაინც, smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი