ტიმოთეს უბანი, მამათა მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტიმოთეს უბანი, მამათა მონასტერი |
NaNN |
May 28 2008, 04:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 23-October 07 წევრი № 3,032 |
თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა
-------------------- "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
|
marine |
May 28 2008, 05:02 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა მხოლოდ ეს მცირედი ვნახე ამ საიტზე: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/monastrebi.htm იმედია სხვები უკეთესად დაგეხმარებიან აი, კიდევ, ვნახე: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%...83%9A%E1%83%98) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nuca_ge |
May 28 2008, 05:49 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
თუ შეიძლება რა მასალაც მოგეპოვებათ ამ მონასტერზე მის ისტორიაზე მომაწოდოთ ამ თემაში, იგულისხმება ფოტომასალაც. წინასწარ დიდიმადლობა უი რამე თუ ვნახე აუცილებლად მოგაწვდი!!!! ისე წელს ვიყავი და ძალიან ლამაზია! -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
მარიამი |
May 28 2008, 05:53 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი მონასტერი დაარებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა თორელის მიერ. „თორის წყლის აღმოსავლით არს კიმოთისმანს მონასტერი გუნბათიანი, კეთილშენი, შვენიერს ადგილს“ - წერს ვახუშტი. მონასტრის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (20 x 13,8 მ), იგი ნაგებია ვარდისფერი აგურით. 12 სარკმლიანი გუმბათის ყელი შემკულია ცისფერი მოჭიქული ლარნაკებით. ტაძრის მოხატულობა შუა საუკუეების ქართული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და 1205-1215 წლებით თარიღდება. ტაძარი შიგნით მთლიანად მოხატული იყო. უღმერთობის ხანაში ტაძარში სცენა იყო მოწყობილი. აქ იმართებოდა „ტიმოთესუბნობა“ - სოფლის დღეობა. 1994-1996 წლებში ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა იღუმენი საბა (გიგიბერია, 1996 წლიდან - ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსი). 1998 წლიდან ეპისკოპოს სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით ტიმოთესუბანში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის წინამძღვრად განაწესეს იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რომლის ხელმძღვანელობით დაიწყო მონასტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა: მცენარეებისაგან გაიწმინდა და შეკეთდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავი; გამაგრდა ტენიანობის გამო ჩამორღვეული ჩრდილო-დასავლეთის მხარის კედელი; გუმბათზე აღიმართა ჯვარი; აიგო ბერთა საცხოვრებელი სახლი, სადაც ბერების სენაკების გარდა მოთავსდა ბიბლიოთეკა, სამლოცველო და სატრაპეზო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარდა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს წმ. ბარბარეს ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის მცირე ეკლესია, რომლის დასავლეთ სარკმელზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთერისთავი“. ტაძარი ძლიერ დაზიანებული იყო. 2001-2002 წლებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად მიწის საფარველისაგან გაიწმინდა ტაძრის ჩრდილოეთი მხარე, ტაძარი გადაიხურა, დაიგო იატაკი. ხის მოჩუქურთმებული კანკელის ავტორია ვლადიმერ ვეფხვაძე. კანკელის ხატები და მთლიანად ტაძრის მოხატვა შესრულებულია ხატმწერ ლაშა კინწურაშვილის მიერ. მოხატვის ხარჯები გაიღო მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია II ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის - სტეფანე გაბრიელიძის წვლილი. გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს რესტავრატორთა მცირე ჯგუფი, კარლო ბაკურაძისა და გურამ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ფრესკების შენარჩუნებაზე. რესტავრაცია 1970-იან წლებშიც ჩატარებულა (ხელმძღვ. ეკა პრივალოვა). ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის უნიკალური ფრესკები სინესტის, სოკოვანი დაავადების, ტაძარში დაბინავებულ ღამურათა გუნდის და მრავალი სხვა უარყოფითი ფაქტორის გამო ბოლო წლებში კვლავ განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 2001-2004 წლებში საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის დაცვის ფონდის მიერ შემუშავდა „ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის“ ორეტაპიანი პროექტი (ხელმძღვ. მაკა დვალიშვილი), რომლის მთავარი მიზანი ფრესკების დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა იყო. პროექტის მიხედვით გაიწმინდა ტაძრის გუმბათი და სახურავი, გაკეთდა სამხრეთის მინაშენებისა და საძირკვლის რეაბილიტაცია, აღდგა სადრენაჟო სისტემა და სხვ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებით, ტიმოთესუბნის კედლის მხატვრობა მსოფლიოს მონუმენტური ძეგლების მეთვალყურეობის ფონდის 2004 წლის გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებელი 100 ძეგლის ნუსხაში შევიდა. ამავე ცენტრის შემწეობით ტიმოთესუბნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“ თბილისი, 2005 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
marine |
May 29 2008, 11:12 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,374 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ისე წელს ვიყავი და ძალიან ლამაზია! მეც ერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მომეწონა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
NaNN |
May 29 2008, 11:13 AM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 21 რეგისტრ.: 23-October 07 წევრი № 3,032 |
იხარეთ
-------------------- "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღვთისად იწოდნენ“
|
tatiusi |
Jul 26 2008, 09:19 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 237 რეგისტრ.: 26-July 08 მდებარ.: BaTuMiIiIiI წევრი № 5,403 |
-------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალეე მე...
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეშეგვიწყალენ ჩვენ... |
likka |
Jul 28 2008, 12:34 PM
პოსტი
#8
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ძალიან ლამაზი ადგილია, პირველად იტალიელი ტურისტი მყავდა და ის კი არა მეც პირდაღებული დავრჩი, მეორედ ზაფხულზე ვიყავი, მაგრამ ულამაზესია შემოდგომაზე
-------------------- ეჰ...
|
უჩა |
Feb 18 2009, 11:19 PM
პოსტი
#9
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
მართლა ულამაზესი ადგილია.
ძალიან მიყვარს ეს მონასტერი. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ekaterine555 |
Sep 29 2009, 11:00 PM
პოსტი
#10
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 26-September 09 წევრი № 7,546 |
ძალიან ლამაზი ადგილია უძლიერესი მონასტრიტტ,ყველას გფარავდეთ მისი ძალა და მადლი,ამ მონასტერსჰი მოგვაწეობს მამა იოანე,რომელიც ძალიან კეთილშობილი ბერია,ყველას გისურვებთ რომ მოილოცოტ ეს წმინდაადგილი და ტქვენზეც გადმოვიდეს ეს მადლი
|
ქევანა |
Sep 30 2009, 01:03 AM
პოსტი
#11
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
მე არ მაქვს ნანახი.. აქედანაც ჩანს რა ლამაზია.. ხოდა ფრესკები მაინტერესებს უფრო... ვინმეს აქვს ილუსტრაციები?
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
mariami-k |
Sep 30 2009, 01:11 PM
პოსტი
#12
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ekaterine555
ციტატა ძალიან ლამაზი ადგილია უძლიერესი მონასტრიტტ,ყველას გფარავდეთ მისი ძალა და მადლი,ამ მონასტერსჰი მოგვაწეობს მამა იოანე,რომელიც ძალიან კეთილშობილი ბერია,ყველას გისურვებთ რომ მოილოცოტ ეს წმინდაადგილი და ტქვენზეც გადმოვიდეს ეს მადლი მამა იოანეს მეც ვიცნობ. გაზაფხულზე წაგვიყვანა აწ გარდაცვლილმა მამა ნიკოლოზმა მე და დედა მარინე ტიმოთეს უბნის მოსალოცად. ძალიან ლამაზი ადგილია. არაჩვეულებრივი ტაძარია, შალვა ახალციხელის აშენებული. ძველი ფრესკებია. ახალი გაკეთებული ულამაზესი კანკელით, ხეზე ნაკვეთი კარებებით და კიოტებით არის დამშვენებული ტაძარი. ასევე არის წმ. ბარბარეს პატარა ტაძარიც. მანდ ასევე შენდება საკმაოდ დიდი სამონასტრო კომპლექსი. მამა იოანე ძალიან თავმდაბალია. მარად მწვანე ბერი ვარო ასე ამბობდა. გვთხოვდა ლოცვებში მომიხსენიეთო. მან მოგვალოცინა მონასტერი და გამოგვაცილა. კარგად მახსოვს მამაო. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
geronteli |
Nov 7 2012, 10:55 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 7-November 12 წევრი № 12,726 |
ტიმოთეს უბნის მამათა მონასტერი მდებარეობს ბორჯომიდან 25კილომეტრში წაღვერიდან 4კილომეტრში სოფელ კიმოთეს უბანში
|
A.V.M |
Nov 8 2012, 01:58 AM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ტიმოთეს უბნის მამათა მონასტერი მდებარეობს ბორჯომიდან 25კილომეტრში წაღვერიდან 4კილომეტრში სოფელ კიმოთეს უბანში ნამდვილად! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
სიდონია |
Nov 8 2012, 01:34 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 12-June 12 წევრი № 12,422 |
როგორ მიყვააარს,
ბავშვობაში წაღვერში ვისვენებდი და მოვილოცეთ ეს ტაძარი უნიკალური მხატვრობა აქვს, პატარა შესასვლელია ძააალიან ძველი და ლამაზი. დიდი მადლის მქონეა და ულამაზეს ტყეშია აღმართული. სანამ ძაან ახლოს არ მიხვალ არც ჩანს, ისეთ უცნაურ ადგილას არის. -------------------- http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th June 2024 - 04:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი