თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ წმინდანების მეოხება სნეულების დროს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2022, 07:33 PM

"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:

ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო.

მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია!

მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ.

მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან".

/მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/



"როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის.

ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა:

- წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები.

ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა"



"უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 06:10 PM

"ეს მოხდა 1998 წლის აგვისტოში. ტაძარში შევიდა ახალგაზრდა ქალი ხუთი წლის გოგონათი ხელში - პატარა გამხდარი, უსიცოცხლოდ ჩამოყრილი ხელ-ფეხით. ის ციცქნას გავდა. დედასთან საუბარში გაირკვა, რომ გოგონას არ შეეძლო სიარული. მას დაბადებიდან დაზიანებული ჰქონდა ცენტრალური ნერვიული სისტემა. ექიმები ვერაფრით აიმედებდნენ უბედურ დედას. ასეთი მძიმე სენი მხოლოდ ღვთის განგებას შეიძლება დაემარცხებინა. და ეს მყისიერად მოხდა - ღირსი ალექსანდრე სვირელის წმინდა ნაწილებთან, გაოცებული ადამიანების თვალწინ, რომლებითაც სავსე იყო ტაძარი.

დედა მიუახლოვდა წმ. ნაწილების ლუსკუმას და იქ მდგომი მორჩილის დახმარებით ბავშვი ზედ დააწვინა. ცოტა ხანში ბავშვი ასე იყო დაწვენილი. შემდგომ დედამ ის იატაკზე დასვა, რათა თავადაც თაყვანი ეცა წმიდა ნაწილებისთვის. სანამ ლოცულობდა ვერც კი შენიშნა, რომ ბავშვი გაქრა. აღმოჩნდა, რომ ის მოულოდნელად წამოდგა გამაგრებულ ფეხებზე და წავიდა. ტაძარში სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი გაიწია - გააკეთეს დიდი დერეფანი გოგონასთვის და მისი დედისთვის, რომელიც მისდევდა მას ხელებგაწვდილი, რომ წაბორძიკების შემთხვევაში ბავშვისთვის ხელი შეეშველებინა. ასე მიაღწიეს ტაძრის გასასვლელს. აქ დედამ შვილი ხელში აიყვანა და ყველამ დაინახა, თუ რას გამოხატავდა ცრემლებით დალბობილი მისი სახე - სიხარული, მადლიერება, დაბნეულობა, შიში და ეჭვი: - ვაითუ კიდევ ვერ შესძლოს სიარული?

ერთი წლის შემდგომ მონასტერში გაიგეს, რომ ვეროჩკა არა თუ დადის, არამედ დარბის კიდეც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2022, 05:53 PM

"ერთი ხუცესი უდაბნოში ცხოვრობდა. მას ასტკივდა შინაგანი ორგანოები; ტკივილი აუტანელი იყო. ადამიანებისგან დახმარებას არ ელოდა, მხოლოდ გაძლიერებულად ლოცულობდა ღვთის მიმართ.

და აი, ერთ ღამეს ხედავს: - მოვიდა ორი ანგელოზი მაკრატლებით; ის გაჭრეს, ამოუღეს მტკივანი ადგილები, გაასუფთავეს, გარეცხეს და რაღაც წაუსვეს.

შემდგომ ყველაფერი უკან დააბრუნეს, რაღაც აპკურეს და მორჩა - ყველაფერი შეხორცდა, თითქოს არც ყოფილიყოს ჭრილობა.

როცა ხუცესმა გაიღვიძა, ის სრულებით ჯანმრთელი წამოდგა, ისე, თითქოს არასდროს ყოფილიყოს ავად, განახლებული, თითქოს სრულებით ახალგაზრდა იყო".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2022, 08:12 PM

"1963 წელს, როცა მე ვიყავი 9 წლის, ავად გავხდი ინფექციური მონონუკლეოზით. ეს ძლიერი დაავადებაა ბავშვებისთვის, მით უფრო იმ დროში. ძალიან ცუდად ვიყავი. სიცხე ორმოცამდე, ძლიერი სისუსტე, უმადობა, ისედაც გამხდარი სულ დავსუსტდი. ვიწექი - არაფერი მინდოდა, არაფერი შემეძლო. წიგნსაც ვერ ვკითხულობდი. ექიმებმა გააფრთხილეს ჩემი მშობლები, რომ შეიძლებოდა ვერ გადავრჩენილიყავი.

მამაჩემი რთულ მომენტებში არასდროს კარგავდა თავს, შეეძლო თავის ხელში აყვანა. რადგან ყველა სამედიცინო გზა უკვე ნაცადი იყო უშედეგოდ, მამამ მიმართა ბოლო მცდელობას, რომელიც ერთადერთი იყო, რასაც შეიძლება გადავერჩინე: ნიუ-იორკში სინოდში დარეკა, სადაც მაშინ იმყოფებოდა მეუფე იოანე შანხაელი.

მამა დაელაპარაკა მეუფეს და მოუყვა, როგორ ცუდად ვიყავი. მეუფემ წყნარად მიუგო:

ნუ ნერვიულობთ, ყველაფაერი კარგად იქნება!

მაგრამ მამა შეეპასუხა:

- ექიმები ამბობენ, რომ ის შეიძლება მოკვდეს.

მეუფემ კი იგივე სიტყვები გაიმეორა:

- ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება!

ამით დასრულდა საუბარი.

მეორე დილით სიცხემ დამიწია, პირველად წამოვდექი ლოგინიდან და სისუსტისგან ბარბაცით მიმავალმა საჭმელი მოვითხოვე.

მაჭამეს და მამამ ექიმთან წამიყვანა. მან გამსინჯა და განაცხადა:

- როგორც ჩანს, ბიჭს ყველაფერი კარგად ექნება, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრატ, ეს ჩვენი, ექიმების დამსახურება არაა.

მოგვიანებით ჩვენ გავიგეთ, რომ იმ ღამით ხანგრძლივი ფრენებითა და სხდომებით გადაღლილი მეუფე იოანე გაეშურა ტაძარში, სადაც საჯანმრთელო პარაკლისი გადამიხადა.

მე მწამს, რომ სწორედ მისი წმიდა ლოცვებით გადავრჩი.

უკვე ცხრა წლისა მე ვგრძნობდი, რომ მეუფე იოანე იყო განსაკუთრებული! ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა სიწმინდე, მაგრამ ჩემი პატარა ასაკის შესატყვისად მჯეროდა, რომ მეუფე - განსაკუთრებული იყო".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2022, 09:16 PM

„29 დეკემბერს დილიდანვე გავედი საახალწლო საყიდლებზე. დედაჩემი, ლუსია თოროზოვა, წირვაზე წავიდა, ჩემი 8 წლის ნიკოლოზი კი, თანატოლებთან ერთად, უბნის სტადიონზე თამაშობდა. არ ვიცი, როგორ მოხდა, თავისზე უფრო ბიჭს თავში წყლით სავსე ბოთლი უსვრია და წარბი გაუხეთქავს. ბავშვებს ფეხით წაუყვანიათ ჩვენთან ახლოს, ე.წ. მიხეილის საავადმყოფოში. ექიმებს უთქვამთ, ხელს ვერ მოვკიდებთ, თვალის კლინიკაში წაიყვანეთო. რაკი ბავშებმა არ იცოდნენ, სად იყო თვალის კლინიკა, ისევ უკან წამოუყვანიათ. შინ მისულს მეზობლებმა ეს ამბავი დამახვედრეს და მაშინვე ტაქსით გავვარდი. საავადმყოფოს მიმღებში იუარეს, არაფერი ვიცით შენი შვილის შესახებო. კარისკაცმა ჩუმად მითხრა: ამათ სისხლიც კი არ მოსწმინდეს და ბავშვებმა უკან წაიყვანესო. თავზარდაცემული გამოვიქეცი... ჩემი შვილი, თანატოლებით გარშემოხვეული, საცოდავად იჯდა სტადიონზე და ტიროდა (ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა). მაშინვე „სასწრაფო“ გამოვიძახე. ექიმმა მითხრა: ღრმა ჭრილობაა, ახლავე კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ და იქ გაუკერავენო. ეს რომ ნიკოლოზმა გაიგო, შეშინდა და კატეგორიულად თქვა: მამა გაბრიელი და მიქაელ მთავარანგელოზი განმკურნავენო (რატომ თქვა მიქაელ მთავარანგელოზი და რატომ არ თქვა - სასწაულთმოქმედი ნიკოლოზი, ვისი სახელიც ჰქვია, არ ვიცი). ექიმმა ხელი მომაწერინა - პასუხსიმგებლობა მოიხსნა. მეზობელმა მითხრა, ცოტა ხნის მერე მოვალ და მოტყუებით წავიყვანოთო.

ბავშვი დავაწვინე და ჭრილობაზე პატარა პარკით დავადე მამა გაბრიელის საფლავიდან აღებული მიწა და ყვავილის ფურცლები. დაღლილს მალევე ჩაეძინა. ორი საათის მერე გამოიღვიძა და... თვალებს ვერ დავუჯერეთ: ჭრილობა მთლიანად შეხორცებული იყო. მეზობელი შემოვიდა საავადმყოფოში წასაყვანად და გაოგნებულმა წამოიძახა: მე რომ არ მენახა, ამას როგორ დავიჯერებდიო. ორი დღის მერე, დამნაშავე ბიჭის დედამ ნიკოლოზი რომ დაინახა, საყვედურით მითხრა: აკი, წარბი ჰქონდა გამსკდარი, რა ამბავი ატეხეთო. დიდი მადლობა მამა გაბრიელს ამ საოცარი დამხარებისათვის“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2022, 03:53 PM

„წიგნზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, როცა სვეტიცხოველში, ახლობლის ჯვრისწერაზე, გავიცანი სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ქალბატონი ინგა ძიძიკაშვილი, რომელმაც, მამა გაბრიელის მეოხებით, საკუთარი განკურნების საოცარი შემთხვევა მიამბო. დამაკავშირა ასევე პიროვნებასთან, ვის თავსაც აღსრულებულა კიდევ ერთი უდიდესი სასწაული... ახალგაზრდა ქალმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, აი, რა გვიამბო:

დაბადებიდან ნაკლებად შესამჩნევი სქოლიოზი მქონდა, გარდატეხის ასაკში კი თანდათან კუზი დამეტყო და მთელმა სხეულმა მკვეთრი დეფორმაცია განიცადა - კისერი ჩამივარდა, საერთოდ აღარ მქონდა კისერი, კუზის მხარეს მხარი ამომეწია. როცა ვწვებოდი, სიცარიელეს ვგრძნობდი, რადგან ხერხემალი შევარდნილი იყო და ზურგი მტკიოდა ხოლმე. ამ ჩემი მდგომარეობის გამო ძალიან დავკომპლექსდი - ხალხს ვერიდებოდი, თანატოლებთანაც კი აღარ ვურთიერთობდი. რატომღაც, შინაგანად მწამდა, რომ მამა გაბრიელის მადლი განმკურნავდა. ერთხელ გავიგე, ვიღაც ხეიბარი ბიჭი მიუყვანიათ მის საფლავზე და იქიდან საღსალამათი წაუყვანიათ. მეც წამიყვანეს და დაჩოქილი - მთელი გულით ვევედრებოდი...

მამა გაბრიელის საფლავი რომ გაიხსნა, არ წავედი, ვერ კი არა, არ წავედი, რადგან ხალხში გამოჩენა არ მინდოდა. აღმოყვანების დღეს, რეპორტაჟს რომ გადასცემდნენ, ტელევიზორის წინ დავიჩოქე და ცრემლებით შევთხოვდი განკურნებას, თან ხელს ვადებდი, ეკრანზე რომ ჩნდებოდა მისი წმ. ნაწილები და ვისვამდი ბეჭებზე და მთელ სხეულზე. უეცრად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქმის ყველა ძვალი ერთიანად ამტკივდა (მანამდე არანაირი ტკივილი არ მქონია). ეს ტკივილი რამდენიმე თვე გრძელდებოდა, მე კი გამაყუჩებლის ერთი აბიც არ დამილევია - შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს სასიკეთო ძვრები იყო... მართლაც, ხერხემალი თანდათან გამისწორდა, მხარიც ჩვეულებრივი გახდა, კისერიც ამომეწია, 12 სანტიმეტრი მოვიმატე სიმაღლეში. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა, უკვე სხვაგვარად შევხედე ცხოვრებას... მამა გაბრიელის დახმარებით შესანიშნავი ოჯახი შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ.

ენით გამოუთქმელი მადლობა უფალს, მამა გაბრიელის მეოხებით რომ განმკურნა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2022, 10:20 PM

"ინგა ძამუკაშვილის ნაამბობი:

2018 წლის დეკემბრის ბოლოს, საახალწლო სამზადისში რომ ვიყავით, გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრა ვეღარ მოვახერხე - მარცხენა ხელის ცერა თითი არც ერთ თითს აღარ უკავშირდებოდა, შუა თითი და საჩვენებელიც ერთმანეთისგან განიზიდებოდა - ხელს ვკარგავდი. ეს, ყველასთვის დიდი ტრაგედიაა, ჩემთვის, სამხატვრო აკადემიის კერამიკოსისთვის, ორმაგად სამწუხარო იყო... არ ვმალავ მედიცინასთან ჩემს დამოკიდებულებას - ექიმების მიმართ ნდობა არ მაქვს... დავიწყეთ საუკეთესო სპეციალისტების მოძებნა. ღვთის წყალობით აღმოვაჩინეთ ნინო დუმბაძე და გვანცა გიორგაძე, რომლებმაც უზუსტესი ტექნოლოგიური გამოკვლევებით ერთობ იშვიათი და მძიმე დიაგნოზი დასვეს, ასევე, მარჯვენა მტევანზეც შენიშნეს პატოლოგიური ცვლილებების საწყისი. ქირურგიული ჩარევაა საჭიროო, თუმცა, რამდენად წარმატებული იქნებოდა ოპერაცია, ამის გარანტიას ვერავინ იძლეოდა... მდგომარეობა კი თანდათან რთულდებოდა - ცერა თითის კუნთი გაბრტყელდა, სულ ჩავარდა, საერთოდ აღარ არსებობდა.

ლაპარაკი დაიწყეს თურქეთში წასვლაზე - ჩემი ძმისშვილი უკვე აქტიურად ემზადებოდა... მე კი მამა გაბრიელს ვთხოვდი შეწევნას. იმის კადნიერება არ მქონია, რომ სრულად განვეკურნე, მხოლოდ იმას ვთხოვდი, ოპერაციისგან გადავერჩინე, რათა მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. მცხეთაში არ ჩავსულვარ - ჩვენი ტაძრის მედავითნემ დაბადების დღეზე მამა გაბრიელის პატარა ხატი მაჩუქა და ამ ხატს ვევედრებოდი, ხელს ვადებდი და კანდელის ზეთსაც ვიცხებდი, ოღონდ მომჭირნედ, რადგან ძალიან ცოტაღა მქონდა.

თანდათან უკეთესობა შევნიშნე, მაგრამ ვერ ვამხელდი - ხიბლში არ ჩამითვანლონ-მეთქი. გულმოდგინე ლოცვას ვაგრძელებდი. როცა უკვე თურქეთში წასვლა გადაწყვიტეს ჩემებმა, მაშინღა ვაჩვენე განკურნებული ხელი - ცერა თითის კუნთიც აღდგენილი იყო და მთელი მარცხენა მტევანი სრულად მორჩენილი, მარჯვენზეც არავითარი სიმპტომი აღარ შეინიშნებოდა...

ასე შემეწია მამა გაბრიელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2022, 04:28 PM

"ფარასასა და მეზობელ სოფლებში მამა არსენის [კაბადოკიელი] გარდა, ექიმი არ ჰყავდათ, ის იყო მათი მასწავლებელი და სულისა და ხორცის მკურნალი. რა თქმა უნდა, ავადმყოფებს რეცეპტებს არ უწერდა, ლოცვებს უკითხავდა და ისინი იკურნებოდნენ.

თუ ავადმყოფი მძიმედ იყო ავად, ანდა შორს ცხოვრობდა და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მაამ არსენთან მიეყვანათ, მაშინ ჰაჯი-ეფენდისთან სნეულის რაიმე საგანს, ანდა სამოსს გზავნიდნენ და ის მასზე ლოცვას კითხულობდა. ავადმყოფი რწმენით და კეთილმოკრძალებით ჩაიცვამდა სამოსს და იკურნებოდა. ხშირად ადამიანების სანუგეშოდ იგი ლოცვას წერდა ქაღალდზე და სნეულს უგზავნიდა, ისიც ამ ლოცვას დაკეცილს და ქისაში ჩადებულს კისერზე იკიდებდა.

რადგანაც ადამიანები ბევრი და სხვადასხვა ავადმყოფობით იყვნენ ავად, მამა არსენი ზოგჯერ ვერ ნახულობდა შესაბამის ლოცვას და ამ მიზნით დავითნიდან ფსალმუნს კითხულობდა.

სახარებას ჩვეულებისამებრ მხოლდ ყველაზე სერიოზულ შემთხვევაში უკითხავდა - ბრმებს, მუნჯებს, ანდა ეშმაკეულებს. თუ დაინახავდა, რომ კაცი ხორცით და სულიერად ავად იყო, მაშინვე არ კურნავდა, არამედ სთხოვდა, მასთან რამდენჯერმე მისულიყო და მხოლოდ მაშინ, როცა სულს განუმრთელებდა, ლოცვას წაუკითხავდა და სასწაულებრივად ჰკურნავდა სხეულსაც.

კურნებისთვის მამა არსენი, ბუნებრივია, ფულს არ იღებდა, თითსაც არ აკარებდა და ამბობდა: "ჩვენი რწმენა არ იყიდება".

ერთხელ ერთი ახალგათხოვილი ეშმაკეული თურქი გოგონა მიუყვანეს. იმ დღეს მამა არსენი დაყუდებული იყო (ოთხშაბათ-პარასკევს ლოცვისთვის ჩაიკეტებოდა და არავის იღებდა) და გოგონას ახლობლებმა ეკლესიის მამასახლისს სთხოვეს შუამდგომლობა. ეშმაკეული შეკრული იყო, მაგრამ მისი გაკავება უჭირდათ. მამა არსენმა ისინი მიიღო და ეშმაკეულის გახსნა ბრძანა. როგორც კი გახსნეს, გოგონი მივარდა მამა არსენს და ფეხზე უკბინა. მამა არსენმა ხელთნაჭერი სახარება ქალს თავზე სამჯერ მსუბუქად ჩაუკაკუნა, სნეულისგან ეშმაკი გამოვიდა. ქალი მუხლებზე დაეცა, ატირდა და კრძალვით დაუწყო ამბორი ბერის ნაკბენ ფეხს. მამამისიც მაშინვე მუხლებზე დაემხო და მამა არსენს შეევედრა, მისგან მადლიერების ნიშნად ფულით სავსე ქისა მიეღო:

- აიღე, ეს ყველაფერი შენია, რადგანაც შვილი გადამირჩინე!

მამა არსენმა ის ფეხზე წამოაყენა და მტკიცედ უთხრა:

- შენთვის დაიტოვე, ჩვენი რწმენა არ იყიდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 06:50 PM

"ჩვენთან ტაძარში მოაბრძანეს წმ. ლუკას წმ. ნაწილი, რომელთანაც ლოცვით განვიკურნე ფეხების ტკივილისგან. რამოდენიმე წელი მტანჯავდა "დეზების" დაავადება.

წმ. ნაწილების მოლოცვის მეორე დღეს გავიღვიძე და გავიარე სრულებით უმტკივნეულოდ. დიდხანს ვიარე სახლში და მიკვირს, როგორ მარტივად განვიკურნე - ტკივილი ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილიყოს!

სიმართლე რომ ვთქვა, როცა სიწმიდეს ვემთხვეოდი საკუთარ თავზე მეტად დედაზე ვფიქრობდი, რომელსაც საშინელი ტკივილები ტანჯავდა და არავითარი წამალი არ შველოდა (ნარკოტიკული საშუალებებიც კი). ჩემი დედაც განიკურნა თანდათან.

გმადლობთ შენ, ჩვენო ტკბილო მლოცველო, მღვდელმთავარო ლუკა! დიდებულია ღმერთი თავის წმინდანებში!

* * *

ორი წლის წინ, სექტემბრის თვეში, წმ. მღვდელმთავარ ლუკას დაუჯდომლის კითხვისას მე ვიგრძენი ვარდების ძლიერი სურნელი. ის მხოლოდ ჩემს გარშემო იყო - მოშორებით ის აღარ იგრძნობოდა. თითქოს სურნელმა განმსჭვალა ჩემი სხეული და თითქოს გავიგე წმ. მღვდელმთავრის სიტყვები: "როგორ მეცოდებით". მე შეშინებულმა ვკითხე: - "მეუფე ლუკა, როგორი გებრალებით? თქვენ ხომ თავად გადაიტანეთ უამრავი განსაცდელი?!" მან კი მიპასუხა: - "მე მქონდა განსაცდელები, აი, თქვენ კი..." - და გაჩუმდა"





"2013 წლის ზაფხულში ჩვენთან მოვიდა დედის მეგობარი, რომელმაც ორი თვე ვერაფრით მოირჩინა ხველება. მისი ხველების ხმა მთელ ოთახში გრუხუნებდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ქალი მუსულმანი იყო. ხველების მორიგი შეტევისას ამ ქალმა აიღო ღირსი სერაფიმე საროველის ხატი და მკერდზე მიიკრა. - "გთხოვ, დამეხმარე", - იჩურჩულა მან. რამოდენიმე წამის შემდგომ მან წამოიძახა: - "სითბო! ვგრძნობ სითბოს". მის გაკვირვებას არ ჰქონდა საზღვარი, როცა ნახა - სითბო იმდენად ძლიერი იყო, რომ შეხების შემდგომ კანზე დარჩა წითელი კვალი.
ასე დაეხმარა მამა სერაფიმე გაჭირვებულ ადამიანს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 01:23 PM

"სიცოცხლის ბოლო 2 თვე სნეულმა საავადმყოფოში გაატარა. მეუფეს ფული არ ჰქონდა და ის უმწეოთა პალატაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. როდესაც მიცვალებულს ძველი სამოსი გახადეს და ახალი ჩააცვეს, ძველი სამოსი გვერდით, პარალიზებული ადამიანის საწოლზე მიაფინეს. ავადმყოფი მაშინვე განიკურნა და სიარული დაიწყო. პალატა კი კეთილსურნელებით აივსო. შემდეგ იქ წმიდა ნექტარიოსის სახელობის საექიმო კაბინეტი გახსნეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 09:53 PM

"მამა სერაფიმესთან დივეევოში ვიყავი რამდენჯერმე, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ უშუალოდ გამოჩნდა მამა სერაფიმეს დახმარება.

ეს მოხდა ზამთარში: მე მძიმე ბრონქიტის შემდგომ გავემგზავრე დივეევოში - 20 გრადუსი ყინვა გამეფებულიყო. იქ მოვისმინე საოცარი ისტორია: მომლოცველთა ერთი ჯგუფი წმ. წყაროში ჩავიდა, ზოგი ფოტოებს იღებდა, გარკვეული დროის შემდეგ ერთ-ერთი დაბრუნდა მზა ფოტოთი, რომელზეც ცაში ღირსი სერაფიმეს უზარმაზარი ფიგურა იყო გამოსახული, რომელიც ჯვრით ხელში იყო, რომელმაც ჯვარი წმიდა წყაროში დაფლა.

ეს რომ გავიგე სასწრაფოდ შევიძინე კვართი და სუნთქვაშეძრული გაყინულ წყაროში ჩავედი. თითქოს გავთბი და სიხარულითაც ავივსე! რა მადლიანი მდგომარეობა იყო. ჩემი ავტობუსი ამასობაში წასულყო, თუმცა არ მინერვიულია - რწმენით ვიყავი. მართლაც ავტობუსი მობრუნდა ჩემს გამო და არც არავის უსაყვედურია ჩემთვის, დრო რომ დავაკარგინე. ჩემი ხველება კი უგზოუკვლოდ გაქრა მომენტალურად.

აი, ასე გამაგზავნა მამა სერაფიმემ თავის წყაროზე.

ღირსო მამაო სერაფიმე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2022, 07:03 PM

"ეშმაკეულ და პაარლიზებულ ბავშვებს მამა არსენი [კაბადოკიელი] ლოცვით ჰკურნავდა, და თუ ხედავდა, რომ ბავშვების ავადმყოფობაში მშობლები იყვნენ დამნაშავეები, მათ ეპიტიმიას ადებდა, რათა შემდგომში უფრო ყურადღებით მოქცეულიყვნენ. ერთხელ ჰაჯი-ეფენდისთან დადამბლავებული ბავშვი მოიყვანეს, რომელიც ლოცვით განკურნა. მაგრამ სულიერად განჭვრიტა, რომ ავადმყოფობაში დამნაშავეები მისი მშობლები იყვნენ და ისინი ეპიტიმიით დასაჯა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 08:58 PM

"აგვისტოში ჩემს შვილს დაემართა ჩირქოვანი მენინგიტი. მოვხვდით საავადმყოფოში. ყოველ საღამოს ბავშვს თავთან ვუკითხავდი წმ. იოანე შანხაელი სასწაულთმოქმედის დაუჯდომელს. როცა ბავშვი იძინებდა, წმინდანს ვთხოვდი, მასთან ყოფილიყო ღამის განმავლობაში და დახმარებოდა ავადმყოფობის დაძლევაში.

ერთ მშვენიერ დღეს, დილის 6 საათზე, შვილმა გაიღვიძა, გაიხედა შემოსასვლელი კარისკენ და მკითხა:

დედა, სად მიდის თოვლის ბაბუა?

რომელი თოვლის ბაბუა? - ვკითხე მე.

აი, ის, მთელი ღამე რომ ჩემთან იყო. მერე მითხრა, რომ გადავბრუნებულიყავი, რომ ნემსი გამეკეთეგბინა.

მე მივხვდი, რომ ეს წმ. იოანე შანხაელი იყო.

ის კიდევ მოვა შენთან, - ვუპასუხე შვილს. მაშინ ის 11 წლის იყო.

როცა ბავშვს მეორე ფუნქციას უკეთებდნენ, მე ვთხოვე წმინდანს, შეემსუბუქებინა ეს პროცედურა და ყოფილიყო კარგი შედეგი.

როცა ანალიზი იყო მზად, განყოფილების გამგე შემოვიდა და თქვა: - მთელი პრაქტიკის განმავლობაში არ მინახავს ასეთი შედეგი, რომ ციტოზი 1800 ერთეულიდან 112-მდე დავარდნილიყო. ის ძალიან გაკვირვებული იყო.

მე მას ვუთხარი, რომ ეს მამა იოანეს დახმარებით მოხდა. მას ვევედრებოდი ყოველ საღამოს და ბავშვიც ლოცულობდა".

/ინგა, 2022 წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:52 PM

"1861 წლის ნოემბერში კორფუში დაბადებულ ბერძნულ ოჯახში რვა წლის ბიჭი დაავადდა ტიფური ცხელებით. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა გაუარესდა. ბავშვის დედა დღედაღამ ლოცულობდა და წმინდა სპირიდონს დახმარებას ევედრებოდა. მეჩვიდმეტე დღეს ბიჭი ძალიან ცუდად გახდა. სასოწარკვეთილმა დედამ სასწრაფოდ გააგზავნა დეპეშა კორფუში ნათესავებთან, რათა წმინდა სპირიდონის ტაძარში მისულიყვნენ და წმინდანის უხრწნელი სხეულის ლუსკუმის გახსნა ეთხოვათ.

ახლობლებმა მას თხოვნა შეუსრულეს და უხრწნელ სხეულთან ილოცეს. სწორედ იმ დროს (როგორც მოგვიანებით შეიტყვეს), ექიმების თვალწინ ბავშვს კრუნჩხვა დაემართა, რაც მედიკოსებმა სასიკვდილო აგონიად მიიჩნიეს, მაგრამ დამსწრეთა გასაკვირად, ბავშვმა თვალები გაახილა, პულსი აღუდგა, იმ დღიდან ბიჭუნა თანდათან სრულიად გამოჯანმრთელდა. ყველა დამსწრე ექიმმა აღიარა, რომ ეს ღვთის სასწაული იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 08:41 PM

"[წმინდა არსენ კაბადოკიელი] ჩვეულებისამებრ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატარა საყდარში მსახურობდა, ანდა მედავითნე პროდრომოსთან ერთად წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიაში მარტო წირავდა. როცა გზაში მამა არსენს ავადმყოფი კაცი შეხვდებოდა, თან გაიყოლებდა და როცა ტაძარს მიუახლოვდებოდნენ, განკურნავდა, რათა ღამისთევის ლოცვაზე მასთან ერთად ედიდებინა ღმერთი.

ერთხელ, მამა არსენი, მედავითნესთან ერთად, წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარში მიდიოდა, გზაში ერთი მუნჯი დედაკაცი შეხვდათ. მათ, ის, თავის თანამგზავრებთან ერთად, თან წაიყვანეს. ტაძარში როცა მივიდნენ, მამა არსენმა ქალს სახარება წაუკითხა, მან მაშინვე ხმა ამოიღო და ყველამ ღმერთი ადიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 02:39 PM

"2009 წლის ივნისის ბოლოს 24 წლის ელენეს უკეთებდნენ ოპერაციას, უნდა გამოეცვალათ გულის სარქველი. ექიმმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდგომ ორი დღე ავადმყოფი დარჩებოდა რეანიმაციაში, მაგრამ ამ დროის შემდეგაც გოგონა ნორმაში ვერ მოვიდა - "ვერ იღვიძებდა". ამ მდგომარეობაში მან 27 დღე გაატარა.

ოჯახის მეგობარმა, გაიგო რა ეს ამბავი, გოგონას მშობლებს გაუგზავნა წიგნი - წმ. მღვდელმთავარ ლუკას ცხოვრების შესახებ, რომელშიც წმიდანის პარაკლისიც იყო, ასევე წმ. ზეთი სიმფეროპოლიდან, წმიდანის წმიდა ნაწილებიდან.

მშობლებმა დაიწყეს წმ. ლუკა მკურნალისადმი ლოცვა. ორი დღის შემდგომ გოგონამ თვალები გაახილა და დაიწყო ლაპარაკი. ყველამ სიხარულით განადიდა უფალი და მისი წმინდანი, დახმარებისთვის.

რეანიმაციის ექთნებმა კი ასეთი რამ თქვეს: ოპერაციის დროს მორიგეობისას, გაღვიძებამდე, განყოფილებაში მივიდა ვიღაც უცნაური ექიმი, რომელსაც ძველებური ხალათი ეცვა. მან უხმოდ გაიარა მორიგეების გვერდით და შევიდა ბლოკში, სადაც იმყოფებოდა ავადმყოფი.

უცნაურმა ექიმმა მაგრად ჩარაზა კარი და ჩამოაფარა ფარდები. გარკვეული დროის შედმგომ ის გამოვიდა და დატოვა განყოფილება. ექთნებმა სასწრაფოდ მიაშურეს რეანიმაციას და ნახეს გამოფხიზლებული გოგონა, რომელიც ადეკვატურად რეაგირებდა გარშემომყოფებზე"



"1887 წელს, ქრისტეს შობამდე 4 დღით ადრე, ნიკოლა-ბაბაევსკის მონასტერში მივიდა კოსტრომის გუბერნიის გლეხი, ყოფილი ჯარისკაცი ფილიმონ ოტვაგინი, რომელსაც სხეულის მარჯვენა მხარის სისუსტე ჰქონდა - მას გადაადგილებაში სხვები ეხმარებოდნენ. ვოლოგდის საავადმყოფოში ინახებოდა ჩანაწერი ამ პაციენტის განუკურნებელი დიაგნოზის შესახებ, რაც მას შრომის უუნაროს ხდიდა.

25-26 დეკემბერს ღამეს მას ჰქონდა ხილვა, რომ მის სარცელთან იდგა წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი, მარჯვნივ კი - ზეციური დედოფალი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მეუფემ უთხრა მას: - იშრომე და ილოცე ჩემთან და უფალი კურნებას გაჩუქებს. ზეციურმა დედოფალმაც მას იგივე უთხრა.

როცა ის გამოფხიზლდა, მან დადამბლავებულ სხეულში ძალა იგრძნო - მარჯვენა ხელი თავამდე მიიტანა, რაც ადრე არ შეეძლო, რის გამოც მარცხენა ხელით იწერდა პირჯვარს. იმ დილით ლიტურგიაზე მისულს უკვე თავისუფლად შეეძლო პირჯვრის გამოსახვა. შემდგომ ის სრულებით განიკურნა და დარჩა მონასტერში".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 04:02 PM

"ცხოვრების მძიმე განსაცდელების გამო ძლიერ შემერყა ჯანმრთელობა. მე კუჭის ქრონიკული დაავადება გამიჩნდა. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მე დავკარგე უნარი, 10 წუთზე მეტი ხანი მეკითხა ან მესაუბრა. დამეწყო თავის ძლიერი ტკივილები. ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი მდგომარეობა სერიოზული იყო და მჭირდება ხანგრძლივი მკრუნალობა: სრული სიმშვიდე და სანატორიუმი, მაგრამ არც ერთის და არც მეორის საშუალება არ გამაჩნდა. მაშფოთებდა 30 წლის ასაკში ჩემი არაქმედითუნარიანობა.

იმ დროს მურომში ვცხოვრობდი. ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმშობლის დღესასწაულზე ვიდექი ღამისთევის ლოცვაზე. პირველად ცხოვრებაში მივმართე დედას ღვთისას მხურვალე ლოცვით: - "მე შემიძლია ავიტანო კუჭის გამუდმებული ტკივილი, თუკი უფალს ნებავს, გამომიგზავნოს ეს ჯვარი, მაგრამ შრომის, წმ. წერილისა და სულიერი წიგნების კითხვის, ადამიანებთან ურთიერთობის უნარის გარეშე - მე არ შემიძლია! ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გევედრები, გთხოვ, როგორც პირველად - მომეცი საშუალება ვიმუშაო, ვიკითხო და ვიყო ადამიანებთან!"

როცა მე მივედი მღვდელთან, ვემთხვიე ღვთისმშობლის სადღესასწაულო ხატს, მცხეს ზეთი და მივიღე ნაკურთხი პური, მაშინვე ვიგრძენი - რაღაც განსაკუთრებული რამ მოხდა ჩემში: გონებაში აზრები გამინათდა, თითქოს რაღაც ძალა ჩასახლდა ჩემში. იმ მომენტიდან თავის ტკივილის და ფსიქიატრიული პრობლემების კვალიც არ დარჩა ჩემში. კუჭის ტკივილი დამრჩა, მაგრამ ვითმენ, მახსოვს რა უფლის სიტყვები: - ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების"





"ჩვენს მეგობარ ალას დიდი ბებია ძალიან მორწმუნე ჰყავდა. მას ჰქონდა ბევრი ძალიან ძველი წიგნი და ხატი. მაგრამ მისი ქალიშვილი რევოლუციის შემდგომ პერიოდში გაიზარდა და ურწმუნო იყო.

როდესაც მან ორმოცდაათ წელს გადააბიჯა, მას გაუჩნდა კუჭის წყლული. მდგომარეობა მძიმე იყო, იმდენად, რომ ქალი შეიძლება მომკვდარიყო. მას გაუკეთეს ოპერაცია და მალე სახლშიც გაწერეს. ექიმებმა ის გააფრთხილეს, რომ თუ საკვებს არ მიიღებდა, ის დაიღუპებოდა. ამის მიუხედავად, ქალი არაფერს ჭამდა - არც უნდოდა და არც შეეძლო და თანდათან სუსტდებოდა და სუსტდებოდა.

კუთხეში, სადაც მისი საწოლი იდგა, იყო დაბრძანებული წმ. ნიკოლოზის ხატი.

ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ გადმოვიდა ხატიდან, როგორც კიბეზე, თავად წმ. ნიკოლოზი, ისეთივე დაბალი სიმაღლის, როგორც ნახატზე იყო. წმიდანი ქალს მიუახლოვდა, ნუგეში სცა და დაუწყო დარწმუნება. "ჩემო ძვირფასო, უნდა ჭამო, თორემ შეიძლება მოკვდე". შემდგომ მოხუცი ხატზე დაბრუნდა.

ამის შემდგომ ქალმა საჭმელი მოითხოვა და თანდათან დაიწყო მომჯობინება. მან ოთხმოც წლამდე იცოცხლა და იმქვეყნად ჭეშამარიტ ქრისტიანად წავიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 06:54 PM

"როცა სახარებაში კითხულობ, თუ როგორ განკურნა უფალმა კეთროვნები, დავრდომილები, ბრმები, კოჭლები, ეშმაკეულები - განსაჯე, რომ შენი სულიც, რომელსაც ამჩნევია ცოდვის წყლულები და იმყოფება დემონთა ტყვეობაში, ამ სნეულთა მსგავსია.

სახარებიდან ისწავლე რწმენა იმისა, რომ როგორც ისინი განკურნა უფალმა, გაგკურნავს შენც, თუკი გულმოდგინედ შეევედრები მას საკუთარ განკურნებას"

/წმ. ეპისკიპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2023, 01:24 PM

"5 დეკემბერს მომიწია საავადმყოფოში დაწოლა. თან წავიღე წმ. იოანე მაქსიმოვიჩზე წიგნი, მისი ხატი და წმ. ნაწილებიდან ზეთი, მისი წმიდა გამოსახულებიანი გულსაბნევი კი გამუმდებით მეკიდა.

6 დეკემბერს მე გამიკეთეს ბრონქოსკოპია ბიოფსიასთან ერთად. ექიმის თქმით, ბიოფსიის პასუხისთვის 13 დეკემბრამდე უნდა დაგვეცადა. მთელი ეს დრო უნდა ვწოლილიყავი და მელოდა. მე მოვიწყინე - ვიწექი ტუბერკულიოზის კლინიკაში. მთელი ეს დრო ვლოცულობდი წმ. იოანეს მიმართ - ვკითხულობდი მის დაუჯდომელს ყოველდღე.

მოულოდნელად, 8 დეკემბერს მოვიდა ექიმი და მითხრა, რომ ბიოფსიის პასუხი უკვე მოვიდა და ხვალვე გამწერდნენ. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!

აი, ასე, კეთილი მოძღვრის იოანეს დახმარებით კლინიკაში მხოლოდ 5 დღე დავყავი. ის გვეხმარება".

/მარია, ქალაქი რიბინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 09:13 PM

"ეს მოხდა 1981 წელს. ჩემი 19 წლის ქალიშვილი მოხვდა საავადმყოფოში ნეფრიტის გამწვავებით. რამოდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდა მძიმე სურათი - აღმოჩნდა, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და უკვე იხრწნებოდა. მას დაეწყო მასშტაბური სეფსისი - სისხლის მოწამვლა. მკვდარი ნაყოფის მოცილებას ექიმები ვერ ახერხებდნენ, რადგან ჩემი შვილი ისე მძიმედ იყო, ნარკოზს ვერ გადაიტანდა. ერთადერთი ვარიანტი იყო - დალოდებოდნენ ნაყოფის ბუნებრივ გამოდენას, მაგრამ საამისოდაც ორგანიზმს არ ჰქონდა ძალები. ექიმების თქმით, ჩემი ქალიშვილის სიკვდილი დღის ბოლოს გარდაუვალი იყო. მე გადაჭრით მითხრეს - შემეტყობინებინა ეს სიძისთვის და დავმშვიდობებოდი ჩემს შვილს.

ღრიალით დავეცი მუხლებზე, არ ვიცოდი, რა მექნა... ამ დროს შემოვიდა ასაკოვანი სანიტარი და მითხრა: "ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება, მხოლოდ ილოცე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ".

მე ამოვხრიალე, რომ არანაირი ლოცვა არ ვიცოდი. სანიტარმა თავად წამიკითხა ღვთისმშობლის ერთ-ერთი ტროპარი, მე არაფერი მესმოდა, მაგრამ გაუთავებლად ვიმეორებდი ამ სიტყვებს.

და აი, დღის ბოლოს მკვდარი ნაყოფი თავისთავად გამოვიდა, სისხლის სრულმა მოწამვლამ კი თანდათან უკან დაიხია. გაჩნდა საშუალება, დაეწყოთ მკურნალობა. ექიმები განცვიფრებას ვერ მალავდნენ.

მე აღთქმა დავდე, ქვეყნის მთავარ ტაძარში დამეწნთო ყოვლადწმინდასთან სანთელი. დავიწყე სანიტრის ძებნა, ართა მისთვის მადლობა გადაემხადა, მაგრამ ამაოდ - არც პერსონალი და არც ავადმყოფები ასეთ სანიტარს არ იცნობდნენ.

მე ჩემი აღთქმა შეავსრულე - დავანთე სანთელი იმ ტაძარში, რომელიხ ყველაზე მთავრად მივიჩნიე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2023, 07:35 PM

"თუ ჩემთან მოსული ავადმყოფი გამოჯანმრთელდა, რატომღაც არც კი მაგებინებს ამას, რომ ცოტა მაინც გავიხარო, და მე იგი გამუდმებით მახსოვს და ვწუხვარ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:41 PM

"2012 წელს ვიყავი პეტერბურგში სასწავლებლად 5 დღის მანძილზე.

პირველივე დღეს სწავლის შემდეგ წავედი იოანევსკის მონასტერში, სადაც არასდროს ვიყავი ნამყოფი და ძალიან მინდოდა მენახა მამა იოანე კრონშტადტელის საფლავი.

დედაჩემი მეორე დღეს უნდა წასულიყო გამოკვლევაზე. ყველაზე ცუდზე ჰქონდათ ეჭვი. ჩემი დედამთილი ასევე იწვა საავადმყოფში, ის 76 წლის იყო. მისთვის ფეხის მოჭრას აპირებდნენ, რადგან ფეხი გაუშავდა - განგრენა იყო დაწყებული. მე ძალიან ვნერვიულობდი მასზე. ქმარზეც ვნერვიულობდი - არ ვიცოდი, როგორ გადაიტანდა, დედა რომ გარდაცვლილიყო.

მამა იოანეს საფლავთან დავიჩოქე, ვითხოვდი, ვითხოვდი, ვითხოვდი...

მეორე დღეს გამოკვლევის მერე დამირეკა დედამ და მითხრა, რომ კიბო არ დადასტურდა, მაგრამ მკურნალობა იყო საჭირო.

დაახლოებით ათი დღის შემდეგ, როცა დავბრუნდი, ქმარმა მითხრა, რომ დედამთილი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. ფეხზე სიშავემ გაუარა და განგრენა არ აქვს, თითქოს ექიმები შეცდნენო. დიდება უფალს ყველაფრისთვის!

ახლა უკვე ვიცი, რომ მამა იოანე დამეხმარა. მისი ხატი, რომელიც საფლავზე იყო დაბრძანებული, თვალწინ მიდგას.

წმიდაო მართალო მამაო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

/სვეტლანა ცვირკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:10 PM

"ერთხელ ჰაჯი-ეფენდის სოფელ ტელელიდან ბრმა მუსლიმანი გოგონა მიყვანეს, ფატმა ერქვა. ოთხშაბათი დღე იდგა, როცა მამა არსენი [კაბადოკიელი] დაეყუდებოდა ხოლმე თავის კელიაში. გოგონას გამყოლებმა დიდხანს უკაკუნეს კელიის კარზე, რომ არ გაუღო, გოგონა კარებთან დასვეს და თვითონ კი მესოხორში წავიდნენ. მერე ჰაჯი-ეფენდის კელიასთან ერთი ფარასელი დედაკაცი მოვიდა, ხელი ჰქონდა გაჭრილი. მან მამა არსენის კელიის ზღურბლიდან მიწა აიღო, მტკივან ადგილას წაისვა და განიკურნა (ასე იქცეოდა ყველა ფარასელი, როცა ოთხშაბათ-პარასკევს მამა არსენი დაეყუდებოდა, რათა ის არ შეეწუხებინათ). ბრმა რომ დაინახა, ქალმა ჰკითხა, რას ელოდებიო, მან ყველაფერი აუხსნა. ფარასელმა ქალმა ურჩია:

- დროს ტყუილად რატომ კარგავ? განა არი იცი,რომ ჰაჯი-ეფენდი ოთხშაბათ-პარასკევს კარს არ აღებს? ზღურბლიდან აიღე მიწა, თვალებზე წაისვი და განიკურნები. ჩვენ ყველა ასე ვიქცევით, როცა ოთხშაბათ-პარასკევს ავად ვხდებით.

ამის თქმის შემდეგ ფარასელმა გოგონა დატოვა და თავის საქმეზე წავიდა. გოგონა განაცვიფრა მოსმენილმა, მერე ხელის ცეცებით კელიის ზღურბლი მოძებნა, მიწა აიღო, თვალებზე წაისვა და მხედველობა დაუბრუნდა. ის უკვე მკრთალად არჩევდა გარშემო საგნებს. გახარებულმა ქვა აიღო და გიჟივით კელიის კარებზე დაიწყო ბრახუნი. მამა არსენმა კარები გააღო, დაინახა მუსლიმანი ქალი (ჩვეულებისამებრ ის ამ დღეებში მდუმარებდა) და ჰკითხა, რა გინდაო. მან ყველაფერი მოუყვა. მაშინ მამა არსენმა სახარება აიღო, თავზე დაადო და წაუკითხა. ფატმას მხედველობა მთლიანად დაუბრუნდა. ქალი ფეხებში ჩაუვარდა, მან კი მკაცრად უთხრა:

- მე კი ნუ მცემ თაყვანს, არამედ ქრისტეს ეთაყვანე, რომელმაც განგკურნა.

ქალი წამოდგა და თავის გამყოლებს დაუწყო ძებნა. შემდეგ კი ყველა თავის სოფელში დაბრუნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2023, 01:57 PM

"ესაა მღვდლისა და ექიმის, მამა ალექსეის მონათხრობი მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს ეპიზოდეზე, როცა ის შეხვდა მძიმე ავადმყოფ გოგონას:

"ჩემთან აღსარებაზე მოვიდა 12 წლის სნეული გოგონა, გონებრივად ჩამორჩენილთა ბავშვთა სახლიდან. მას ორი სიტყვის ზედიზედ გადაბმა არ შეეძლო, ბზრიალებდა მგლის ლეკვივით. მისი არანორმალური მზერა, ჟესტები, მთელი შეხედულება მეტყველებდა მის "არასრულფასოვნებაზე".

და აი, მან დაიწყო აღსარება-ზიარება ყოველ კვირას. ერთი წლის შემდეგ მას გაუჩნდა სურვილი, მოენანიებინა ზრახვები. მან დაიწყო ისეთი ყურადღებიანი სულიერი ცხოვრება, რომელიც ბევრ ვითომ ღრმად მორწმუნესაც არ მოსდის აზრად. მან დაიწყო იესოს ლოცვის თქმა, ვნებებთან ბრძოლა, წყენების პატიება, ყველაფრის მოთმენა. რამოდენიმე თვის განმავლობაში მან ისწავლა წერა-კითხვა, სიდებილის ყველა ნიშანმა გაუარა, სახეზე აღებეჭდა სულიერების ბეჭედი.

ყველაფერში, რასაც ის ამბობდა და აკეთებდა, იყო გრძნობა და მსჯელობა. როცა მე მას ვხედავდი ჩემი გული იკუმშებოდა ჩემი საკუთარი ცოდვილობისა და არამართალი ცხოვრებისგან. შემდგომ ის გადაიყვანეს სხვა ბავშვთა სახლში და გარკვეული დროის განმავლობაში ვეღარ ვხვდებოდი.

მაგრამ ერთხელ ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: "მამაო, თქვენ ჩემზე არ ინერვიულოთ, მე გამუდმებით ღმერთთან ვარ. ის ძილშიც კი არ მტოვებს..."

თუკი ამის შემდგომ მთელი მსოფლიოს ბრძენკაცები შეიკრიბებიან და წარმოიდგენენ მტკიცებულებებს, რომ ღმერთი არ არსებობს, მე მათ მხოლოდ მწუხარედ შევხედავ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2023, 08:23 PM

"ერთხელ საშინლად ამტკივდა კბილი. არადა, უნდა მეგალობა. გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, ჩემი შემცვლელი კი არავინ იყო. ვდგავარ კლიროსზე და ისე ცუდად ვარ, რომ ახალმოწამეების [ვასილი, ფერაპონტე, ტროფიმე ოპტინელები] წინაშე უკვე კი არ ვლოცულობ, არამედ მთელი ძალით შევღაღადებ. უცებ ტკივილმა გამიარა. თავიდან ვერც კი დავიჯერე. ველოდებოდი, რომ, ცოტაც და ისევ ამტკივდებოდა. მაგრამ მეტი აღარ ამტკიებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2023, 05:21 PM

"მღვდელ-მონაზონმა ვასილიმ (მოზგოვოიმ) გვიამბო: "ვარლაამი-ხუტინის მონასტერში უფალმა პსკოვის ეპარქიის იეროდიაკონ დიმიტრის შეგვახვედრა, რომელმაც თავის თავზე შემდეგი მოგვითხრო. ის ძლიერ ავად გახდა და ისე უჭირდა სუნთქვა, რომ დაწოლილ მდგომარეობაში ძილი არ შეეძლო, მხოლოდ დამჯდარს თუ ჩაეძინებოდა. მაშინ მათმა მოძღვარმა შემოგვთავაზა, გველოცა ოპტინელი ახალმოწამეების წინაშე და მამა ვასილის, მამა ფერაპონტესა და მამა ტროფიმეს საფლავებზე მათი სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადა. საღამოს პანაშვიდი გადავიხადეთ, დილით კი იეროდიაკონი დიმიტრი გამოჯანმრთელდა.

მრევლში ერთ ქალს სისხლი ჩაექცა და დამბლა დაემართა, მოძღვარმა ისევ ოპტინელი ახალმოწამეების სახელზე გადაიხადა პანაშვიდი, რის შემდეგაც ავადმყოფს უკვე შეეძლო მოძრაობა, მანამდე კი ამის უნარი სრულიად წართმეული ჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 06:23 PM

"მოგვითხრობს მონაზონი გეორგია, იმჟამად გეოლოგი ლიუდმილა ვასილის ასული ტოლსტიკოვა: "1998 წლის 24 ოქტომბერს ოპტინელი ღვთივსულიერ ბერების კრების დღესასწაულზე, წირვის შემდეგ გავედი ახალმოწამეთა [ვასილი, ფერაპონტე და ტროფიმე ოპტინელები] საფლავზე. მოვიდა მომლოცველი, რაღაც უხერხულად და უცნაურად ეჭირა ფურცლები და მთხოვა ამ ფურცლებში ახალმოწამეთა საფლავებიდან მიწა ამეღო. "თქვენ თვითნ არ შეგიძლიათ?" - გამიკვირდა. მაგრამ მის ხელებს რომ შევხედე, შემრცხვა, ხელის მტევნები ცვილივით თეთრი ჰქონდა, მიცვალებულის მსგავსად, და ვერ ფლობდა მათ. მოვუგროვე მიწა და ვუთხარი: "ხელი მაინც შეახეთ საფლავებს".

დაიხარა მამა ვასილის საფლავზე, ხელები მიწას მოუსვა. უცებ გაიცინა და ვარდისფერი თითები მაჩვენა: "შეხედეთ, - მეუბნება, - ხელები გამომიცოცხლდა, ექიმებს კი მათი მოკვეთა უნდოდათ", - ცრემლები წამსკდა. "დაწერეთ, - ვუთხარი, - თქვენი განკურნების შესახებ. ის კი თითებს ამოძრავებდა, უყურებდა, იღიმოდა და ამბობდა: "უმჯობესია, თქვენ დაწეროთ ჩემი მონათხრობი, აი, ჩემი მისამართი: 249 431, კალუგის ოლქი, კიროვის რაიონი, დაბა მალო-პესოჩნოე, აკიმოვი ალექსი ნიკოლოზის ძე".

თავისი განკურნება ალექსეი აკიმოვს რომ დაედასტურებინა, ექიმთან მივიდა და მონასტერში გამოგზავნა წერილი თან დართული სამედიცინო ცნობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 06:08 PM

"სტელა კოგლანიდუ ჰყვებოდა, რომ ერთხელ მათ სახლში ოცდაათი წლის მუნჯი თურქი მიიყვანეს. მამამისმა ის მამა არსენთან [კაბადოკიელი] წაიყვანა, რათა მისთვის ელოცა და განეკურნა. ჰაჯი-ეფენდიმ მას სახარება წაუკითხა. კითხვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ მუნჯი ამეტყელდა. მამა არსენმა ის შინ შეიყვანა და ღამე გაათევინა, მეორე დღეს თურქი ნათესავებმა წაიყვანეს და ეთად დაბრუნდნენ სახლში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2023, 08:09 PM

"ექიმები კატეგორიულნი არიან: " - თქვენს ბავშვს, - უხსნიან მშობლებს, - თანდაყოლილი იშვიათი ავადმყოფობა აქვს, ამასთან მისი ყველაზე უფრო მძიმე ფორმით. იგი ერთობ დასუსტებულია და როგორც არ უნდა მოვამზადოთ ამ ორი აუცილებელი ოპერაციისთვის, მაინც ვერ გადაიტანს. მისი ორგანიზმის განვითარებას უნდა დაველოდოთ". წამყვანი ექიმი დაუვიწყარი პროფესორი ხორემისი იყო.

ავადმყოფის დედას არ სჯერა და ქმარს შეაგონებს, რომ სახლი და მთელი ქონება გაყიდონ და ამ ფულით პარიზის ჯანმრთელობის ინსტიტუტში გაემგზავრონ. მაგრამ უბედური მშობლები აქაც იმავე დიგნოზსა და იგივე რჩევას მოისმენენ.

ერთს ამბობენ ექიმები, მეორეს ამტკიცებს დედა. დედა, რომელიც ღმერთმა თანაშემოქმედად შექმნა, დამხარედ მის საქმეში. დედა, როემლიც იტანჯება და ყველაფერს სწირავს თავისი პირმშოსთვის. იგი მხოლოდ ერთს იმეორებს: " - ჩემი შვილი გადაარჩინეთ".

მოულოდნელად ბიჭუნას სიცხე უწევს და ციებ-ცხელება ეწყება. ძერასავით სტაცებს დედა შვილს ხელს და საავადმყოფოს გასასვლელისკენ გარბის. ამით ყველა იქ მყოფს განაცვიფრებს. პირველივე ტაქსს აჩერებს და მიემგზავრება ბიუსში - ცენტრალური საფრანგეთის ცნობილ კურორტზე. იქ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარია ღვთისმშობლის სახელობის. ამის თაობაზე დედამ საფრანგეთში პირველი ჩასვლისას შეიტყო, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს. ბერძენი შედის ტაძარში და ღვთისმშობლის ხატს მიაშურებს. "- დედოფალო ჩემო, ძალა აღარ მაქვს. თუკი ჩემს შვილს სიკვდილი უწერია, დე შენი ხატის წინაშე დალიოს სული. შენ გევედრები, ყოვლადწმიდაო, შენ ვინც შენი ძვირფასი შვილი იხილე ჯვარზე გაკრული, შენ, რომელმაც ყოველივე დაითმინე, მეც შემეწიე ჩემი მწუხარება დავძლიო".

ამ დროს ტაძარში იმყოფებოდა ვინმე სერგი ივანეს ძე როსისი, რომელსაც ერთანს ათენში ეცხოვრა და რამდენადმე იცოდა ბერძნული. მან თვალი მოჰკრა უძლურ დედას, მიუახლოვდა და უთხრა: თქვენთან საბერძნეთში ერთი ჩვენი თანამემამულის, წმინდა იოანე როსის წმინდა ნაწილებია დასვენებული. მისი ლოცვით სასწაულები აღესრულება. მრავალი წელია თან დავატარებ მის ხატს და ყოველთვის მას მივმართავ. ამ ხატით დავლოცავ თქვენს შვილს და ღვთის მოწყალების იმედი ვიქონიოთ".

როგორც კი ხატი ყრმის შუბლს შეეხო, ბავშვმა ცახცახი იწყო, როგორც ციებ-ცხელებიანმა, მთელი სხეული ცივმა ოფლმა დაფარა. დედა შვილის შუბლს შეეხო. სიცხე დავარდნილიყო!

იქვე ღამისთევიანი ლოცვა აღასრულეს, ხოლო დილით დედამ ბავშვი საავადმყოფოში დააბრუნა და გადაწყვიტა სამკურნალოდ დაეტოვებინა. სამი თვის შემდეგ დაადგინეს, რომ სხეული ოპერაციის გარეშე ნორმალურად ვითარდება და დაგრეხილი ხელ-ფეხი გაუსწორდა.

" - განსაკუთრებული შემთხვევა მეცნიერებაში" - თქვა ფრანგმა ექიმებმა.

"- განსაკუთრებული შემთხვევა სარწმუნოებისა და წმინდანთა შეწევნისა", - ამბობს დედა და ვერ ძღება შვილის ყურებით, რომელიც ძალებით აღსავსე ყოველდღე მიეშურება სკოლისაკენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2023, 07:52 PM

"ცოლ-ქმარმა პაპადიმიტრიუებმა თავიანთი ხმელთაშუაზღვის ანემიით დაავადებული შვილი კომატოზურ მგომარეობაში მიიყვანეს ათენის ბავშვთა საავადმყოფოში "აია სოფიაში".

ამჯერად ეს - ავადმყოფობის გართულება როდია. რენტგენის კაბინეტში ექიმმა დედას ენცეფალოგრამა აჩვენა, რომელზეც თავის ტვინში ტრომბები მოჩანდა. "ეს უეჭველი სიკვდილია", ჩურჩულებს ექიმი, უჩვენებს რა ტრომბებით დაცულ ადგილებს.

უნუგეშო მდგომარეობაში, დედა, წარმოშობით კუნძულ ევბეიდან, გონებაში ლოცვას აღუვლენს წმინდა იოანე როსს: "წმინდაო იოანე, იხსენ ჩემი პატარა ვასული".

სწორედ ამ დროს ექიმი და დედა ხედავენ ენცეფალოგრამაზე, თითქოსდა ვიღაცის უხილავი ხელი შლის ტრომბებს ძარღვებში და ესმით ახლადგამოღვიძებული ბავშვის ხმა: "დედიკო, სად ხარ?" "აქ ვარ", - ძლივს გასაგონად უპასუხა დედამ და მადლიერების მხურვალე ცრემლი წასკდა. რაოდენ დიდ ხარ შენ, უფალო, წმიდათა შორის თვისთა!

განკურნებული ვასული უკვე დედაა და ამჟამად მშვენიერ შვილს ზრდის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2023, 07:58 PM

"ყოველ დედას სურს, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესი იყოს. ერთ ღარიბულ სახლში ვიწრო ქუჩებს შორის რომ დგას, ქალაქ პატრის პანდანასას ეკლესიისკენ რომ მიემართებიან, ტრაგედია დატრიალდა.

ოჯახში მეორე ბავშვი დაიბადა და დედამ ახალშობილი რომ ნახა შეძრწუნდა - ჩვეულებრივ ენასთან შედარებით, ჩვილს 3-4 სანტიმეტრით გრძელი ენა გარეთ ჰქონდა გადმოგდებული. ძუძუთი კვება შეუძლებელი იყო. იმ წუთიდან დაიწყო წამება. დედა ჩვილთან ერთად ვერსად ჩნდებოდა. ათენის საავადმყოფოები მოიარა, ენა კი იზრდებოდა და უკვე ნიკაპს ჩამოსცდა.

"ღმერთო ჩემო, - ევედრებოდა დედა, - მიგვითითე რა მოვიმოქმედოთ!" ექიმები ურჩევენ ოპერაციით ენა მოკვეთონ, მაგრამ ბავშვი ამ ოპერაციით დამუჯდება. მშობლები ფულს სესხულობენ და შვეციაში, სტოკგოლმში მიემგზავრებიან. შვედი ექიმებიც ოპერაციას ურჩევენ.

დამწუხრებული ოჯახი საბერძნეთში ბრუნდება. ნათესავები და ახლობლები, რომელთაც იმედის რაღაც ნაპერწკალი ჰქონდათ, სიტყვებს ვერ პოულობენ როგორ ანუგეშონ მშობლები. და აი, ნათესავთაგან მორწმუნე დედაკაცის ხმა გაისმა: " - მჯერა, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს. შენ როგორც დედამ აღთქმა მიეცი იოანე როსს, წმინდანს, რომელსაც უფალი ხშირად აგზავნის ადამიანებთან შეწევნისთვის. გულსმოდგინედ ევედრე დახმარებისათვის. ახლა კი პანდანასის ტაძარში წავიდეთ.

როგორც მწერალი ალექსის კარელი ამბობს: "- ჩვენს მიერ სხვებისთვის აღვლენილი ლოცვა ყველაზე მეტად ქმედითია და შესმენილი იქნება ღვთის მიერ". მოხუცი მღვდელი წმინდანისადმი პარაკლისს აღავლენს, მცირე ღამისთევის მსახურებაც სრულდება და ნათესავები თავთავიანთი სახლებისკენ მიეშურებიან.

და მოულოდნელად ერთ-ერთი ოთახიდან დედის ყვირილი ისმის: "წმინდა იოანე, როგორ იჩქარე ჩვენს დასახმარებლად. ჩემი მწუხარებისგან ჩამქრალი თვალები რას ხედავენ. ყველა მოწმეა როგორ დასრულდა ბავშვის წამება. ენა თავის ადგილს დაუბრუნდა და ბავშვი ალაპარაკდა".

ადამიანური ლოგიკისთვის აუხსნელი ფაქტია. ფაქტი, რომელიც მრავალთათვის გამოგონილი ზღაპარია. იმ მრავალთათვის, რომელთაც შიშველი ლოგიკა ვერ გადაულახავთ. მორწმუნეებთან კი ყველაფერი ძალზე უბრალოდაა. მორწმუნეებისთვის ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.

რწმენა იმისი დამოწმებაა, რაც ხორციელ თვალებს არ ძაულძთ იხილონ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2023, 07:45 PM

"კუნძულ ევბეის ჩრდილოეთით, ქალაქ ესტიეაში დაიბადა ბავშვი ზურგისკენ შებრუნებული ფეხებით. სამწელიწადნახევარი ებრძოდნენ მშობლები და ექიმები ავადმყოფობას. რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს ექიმებმა შეძლეს რომ ქვედა კიდურებისათვის ნორმალური მდგომარეობა დაებრუნებინათ.

თუმცა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი ვერ ივლიდა, რადგან მამოძრავებელი ნერვები დაზიანებული ჰქონდა.

ერთხელაც მამა სახლში უმზერდა რა თავის პარალიზებულ შვილს, მოაგონდა წმინდა იოანე როსი და მას ლოცვებით ამგვარად მიმართა: "წმინდა იოანე, ვერ შევძლებ მთელი ცხოვრება ამ ბავშვის უბედურებასა და ტკივილს ვუყურო. ამდენი განგიკურნავს, ჩემს საბრალო შვილსაც შეეწიე, განუმტკიცე ფეხები. აღთქმას გაძლევ, რომ შენს ტაძარში ფეხშიშველი ამოვალ. არ მაქვს რაიმე, რის შეწირვასაც შევძლებდი, გარდა ერთი ბატკნისა ბაღში, მას შემოგწირავ შენ".

და აი მშობლები ფეხშიშვლები გაემგზავრნენ ესტიეიდან პროკოპიონში, მიჰყავდათ რა ხელით ბავშვი და ბატკანი. როი დღედაღამე იარეს ჩრდილო ევბეის ტყეებითა და ხეობებით, ფარული იმედით, რომ წმინდანი შეისმენდა მათ ვედრებას. ტაძარში მისულებმა პარაკლისი აღავლინეს წმინდანის უხრწნელ სხეულთან, ეპყრათ რა ხელთ ბავშვი და ბატკანი. იმ წუთას ეკლესიაში დუმილი და ტკივილი სუფევდა.

საღამოთი უბედური ოჯახი უარს ამბობს სასტუმროზე და ეკლესიის კართან ათევს ღამეს. შუაღამისას მამა შვილს აღვიძებს და ეუბნება: "ადექი, შვილო, წმინდანმა აღასრულა შენზე. წადი და წყალი მომიტანე". და ბავშვი პირველად თავის ცხოვრებაში დამოუკიდებლად დგება ფეხზე და პირველ ნაბიჯებს აკეთებს.

და აი შუაღამისას გაისმის სიხარულის შეძახილები. მთელ სოფელსა და მომლოცველებს გაეღვიძათ, რათა საკუთარი თვალით ნახონ წმინდანის მეოხებით ღვთიური ძალის გამოვლინება.

იმ დღიდან ტაძარში ყოველწლიურად ჩამოდის წარმოსადეგი ახალგაზრდა ბატკნით ხელში, ემთხვევა წმინდა ნაწილებს, ლოცულობს, და მშვიდობით ბრუნდება შინ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2023, 12:06 PM

"კონსტანტინე პოლიხრანმა, სახელმწიფოს ერთ-ერთმა უმაღლესმა მოხელემ, წმინდანის [იოანე როსი] ლუსკუმასთან ცრემლიან ლოცვაში ორი საათი დაჰყო. მას პიჟამო ეცვა და ტაძართან ტაქსი ელოდა. როდესაც წმინდანთან ეს საიდუმლო ზიარება დამთავრდა, აუჩქარებლად გაეშურა ტაძრის გასასვლელისკენ. ჩვენ იგი შევაჩერეთ, ვთხოვეთ ეთქვა ჩვენთვის თავისი მწუხარების თაობაზე, რად იყო ასე უცნაურად ჩაცმული და ეკლესიასთან არსებული სასტუმროს ოთახი შევთავაზეთ.

" - არა, მამაო, გმადლობთ. მე დიდი ხნით დამამშვიდა ამ წმინდანმა, დიდმა საკვირველთმოქმედმა-მკურნალმა. ამ დილით საავადმყოფო "ევანგელიზმოსში" ცოლი მოვიდა ჩემს სანახავად. 10 წელი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადების გამო. დავკარგე სამსახურიც. პენსიაზე მყოფი საავადმყოფოში მომათავსეს. პარალიჩსა და მძიმე ფსიქიურ დაავადებას მორალური სიკვდილისკენ მივყავდი. და აი, ამ დილით მეუღლე მოვიდა ჩემთან. მძინარე დავხვდი. გვერდით სავარძელში დაჯდა და თავადაც ჩასთვლიმა. სიზმარში ხედავს, თითქოს მეზობელ პალატაში ექიმების შემოსვლაა, რომელთა შორის ერთი უცნობი ექიმია. მიუახლოვდა მას ჩემი მეუღლე და ეუბნება: " - თქვენ ახალი ექიმი ბრძანდებით? აქ არასდროს მინახიხართ. ძალიან გთხოვთ, გვერდით პალატაში ჩემი მეუღლე წევს, 10 წელია პარალიზებულია. ექიმებმა მითხრეს, რომ მეუღლეს დავკარგავ, ჩემს საყრდენს ამ ცხოვრებაში. იგი მოკვდება.მიეახლეთ მას, ექიმო, გასინჯეთ, თქვენც თქვით თქვენი სიტყვა, გაამხნევეთ იგი".

"- მიბრძანდით ქალბატონო, დამელოდეთ. მოვალ მასთან".

" - თქვენ რა გქვიათ ექიმო?" - დავკითხა ქალი.

" - იოანე როსი", - გაისმა პასუხი.

ამ დროს ცოლს გამოეღვიძა და მხედავს, რომ წამოდგომას ვცდილობ. " - დამეხმარე გეთაყვა, - ვებუნები მე, ვგრძნობ რა, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი მაყენებს. ფეხზე დავდექი. ცოლის ყვირილსა და ტირილზე ექიმები და ექთნები მოცვივდნენ. განყოფილების გამგე, მორწმუნე ადამიანი, მონათხრობმა შეძრა და დასძინა: " - წადით, ტაქსი გააჩერეთ და პროკოპიონში ჩადით, კუნძულ ევბეაზე, სადაც წმინდა იოანეს წმინდა ნაწილები განისვენებს. მადლობა შესწირეთ წმინდანს და დაბრუნდით გასაწერად, რომელსაც ამჯერად ხელს არა ექიმი, არამედ თავად წმინდანი მოაწერს. მე, როგორც ექიმსა და ქრისტიანს, მწამს იმისი,რასაც ვამბობ. ყოველ მეცნიერებაზე მაღლა ყოვლად ძლიერი ღმერთი დგას თავის წმინდანებთან ერთად.

აი რა გვითხრა ექიმმა. ახლა კი, მამაო, დაგვლოცეთ ჩვენ". ასე გავიცანით ეს ღვთისმოსავი ადამიანი, თვალცრემლიანი რომ ჰმალობდა წმინდა იოანე როსს.

მრავალსა და მრავალ დამწუხრებულ ავადმყოფს სწყურია სამადლობელი სიტყვების აღვლენა. იმათ მსგავსად, ძველად ცხვრის საბანელთან რომ ისხდნენ, და ელოდნენ წყლის აღმღვრევას, ზეციდან გარდამოსული უფლის ანგელოსის მიერ, რათა ის სასწაულებრივი განკურნება ეგრძნოთ, რომელსაც ჩვენთვის მიუწვდომელი გზებით ღმერთი გვიგზავნის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2023, 07:32 PM

"თუკი ადამიანი მოხვდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ან მძიმედ დაავადდა, მან უნდა მიმართოს იახრომსკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს.

ეს ხატი დაიბადა XV საუკუნეში.

ერთხელ ბიჭუნა, სახელით კოზმა, თან ახლდა მძიმედ სნეულ მამაკაცს. გზად მდინარე იახრომის გვერდით, არცთუ შორს ვლადიმირიდან, მათ შეისვენეს. სნეულს დაღლილობისგან ჩაეძინა. ბიჭუნა მის გვერდით იჯდა.

უცბად ყამწვილმა დაინახა სინათლის სვეტი და ესმა ხმა. მან უთხრა კოზმას, რომ ესმინა თავისი გულისთვის და ეკეთებინა სიკეთე. მოულოდნელად ხეზე, რომლის ძირშიც ათევდნენ მგზავრები, გამოჩნდა ხატი.

ბიჭმა აიღო ხატი, მივიდა სნეულთან, მიადო სიწმიდე და ის მყისიერად განიკურნა.

გავიდა დრო და კოზმა ბერი გახდა. იმ ადგილას კი, სადაც იპოვა სასწაულთმოქმედი ხატი, მან ააშენა მონასტერი კოზმა-იახრომსკის სვიატოუსპენსკის სახელზე. სწორედ იქ ბრაძანდება დღემდე ეს სიწმიდე"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2023, 06:26 PM

"2009 წლის ბოლოს 24 წლის ელენა კ.-ს უკეთებდნენ გულის სარქველის შეცვლის ოპერაციას. ექიმმა მას უთხრა, რომ ის ორი დღე-ღამე რეანიმაციაში უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ამ დროის გასვლის შემდგომ გოგონა არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში - ის ვერ იღვიძებდა. ასე გავიდა 27 დღე.

ოჯახის ახლობელმა, გაიგო რა მომხდარის შესახებ, გოგონას მშობლებს გაუგზავნა წიგნი - წმ. ლუკა ყირიმელის პარაკლისი და ასევე წმ. ზეთი სიმფეროპოლიდან, წმინდანის წმიდა ნაწილებიდან. მშობლებმა დაიწყეს წმ. ლუკასადმი ლოცვა. ორი დღის შემდგომ გოგონამ როგორც იქნა გაახილა თვალები და დაიწყო ლაპარაკი. ყველამ მადლიერებით და სიხარულით განადიდა უფალი და მისი წმიდანი ლუკა დახმარებისთვის.

რეანიმაციის განყოფილების მედებმა გაიხსენეს შემდეგი: მორიგეობის დროს, ავადმყოფის გამოჯანმრთელების წინა დღეს, განყოფილებაში გამოჩნდა ვიღაც მოხუცი ექიმი, რომელსაც ეცვა ძველი ყაიდის თეთრი გრძელი ხალათი. ექიმმა უსიტყვოდ გაიარა მორიგეებს შორის და შევიდა სნეულთან. უცნაურმა ექიმმა მჭიდროდ დახურა კარი და ფანჯრებზე ჩამოაფარა ჟალუზები. გარკვეული დროის შემდეგ კი კვლავ გამოჩნდა კარებში, ისევ უხმოდ გაიარა ყველას გვერდით და გავიდა განყოფილებიდან.

მედდები სასწრაფოდ შევიდნენ ბლოკში და სნეულთან - გოგონა გამოღვიძებული და სრულიად ადეკვატურ მდგომარეობაში დახვდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2023, 08:47 PM

"მარტყოფის მონასტერში ასვენებდა ხოლმე დამაშვრალ სულს წმინდა კირიონ კათალიკოსი და აქვე წარდგა ღვთის წინაშე. კომუნისტური მმართველობის ხანაში მარტყოფში ორი დიდი ბერი - გერმანე და ხარლამპი - მოღვაწეობდა. მათ სიწმინდეს ახლაც მოწიწებით იხსენებენ მარტყოფელები. დედები თურმე ბავშვების სამოსს გამოიტანდნენ და დაალოცვინებდნენ, რათა შვილები სნეულებათაგან განკურნებულიყვნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2023, 08:07 PM

"ერთხელ მამა გიორგის [ბეთანიელი] ძმისშვილი ტვინის ანთებით იყო ავად და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. მაშინ მამებმა ბავშვი ბეთანიაში წაიყვანეს და ერთი თვის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნეს ოჯახს. ამ ხნის მანძილზე ფუტკრის მოვლაც ასწავლეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:48 PM

"ბეთანიელი მამები სნეულებისგან კურნავდნენ მონასტერში რწმენით მოსულ ადამიანებს. ერთი კაცი სიყრუისგან განკურნეს: ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მისთვის..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2023, 11:13 AM

"მონაზონ ი-ს მწვავე ტკივილები აწუხებდა წელს ქვემოთ და ფეხებში. გაჭირვებით მივიდა მამა ამფილოქეს საფლავთან. ორივე ფეხით დადგა საფლავის ქვაზე და მიეყრდნო ღობეს. მან სთხოვა წმინდანს განკურნება. უცებ თითქოს ელექტრო დენმა გაუარა მთელ სხელში, ტკივილი გაქრა და ფეხებში ძალა დაუბრუნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2023, 11:39 AM

"ჩემს შვილიშვილს იაროსლავს მიკრობული ეგზემა ჰქონდა მკლავზე. ჩვენ ექიმების დანიშნულებით გამოვიყენეთ სხვადასხვა ლოსიონები, მაგრამ ეგზემა უფრო ვრცელდებოდა. ზუსტად ისევე, როგორც ადრე, წმინდა ზეთი ვცხეთ მას, სამი ღამით დავამაგრეთ ქვიშიანი ჩანთა და ეგზემის კვალიც კი არ დარჩა.

ჩემი ვაჟიშვილი, პროფესიით ექიმი, ამას ხედავდა და მას შეუძლია ამის დადასტურება. ეს არის კურნება, რაც ჩვენს ოჯახში მოხდა უფლის წყალობით, სქიმარქიმანდრიტ ამფილოქეს ლოცვით"

/გ. რიაბოკონი, ვინიცა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:30 PM

"ბრესტ-ლიტოვსკელ ვლადიმერ ევლამოპიევს ექვსი წლის ბავშვი უკვდებოდა. შეიტყვეს, რომ წმინდა იოანე [კრონშტადტელი] სადღაც მატარებლით მიემგზავრებოდა და მათ სადგურზე შეჩერდებოდა.

დედამ გადაწყვიტა, სადგურზე მისულიყო და წმინდა იოანესთვის დახმარება ეთხოვა. მაგრამ, მიუხედავად დიდი თხოვნისა, ქმარმა არ გაუშვა, უთხრა, გადაგთელავენო და მამა იოანეს სანახავად თვითონ წავიდა.

მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა. წმინდა იოანე გადმოვიდა მატარებლიდან, მომაკვდავი ბავშვის მამას მიუახლოვდა და უთხრა: - ცოლი რატომ არ წამოიყვანე, ის ხომ ძალზე გეხვეწებოდაო.

მოულოდნელობისგან კაცი დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო. წმინდა იოანემ დატუქსვის მერე გაამხნევა იგი:

- კარგი, არაფერია, წადი შინ, შენი შვილი ჯანმრთელია.

მართლაც, შინ მისულ კაცს შვილი საღ-სალამათი დახვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 07:26 PM

"ერთ მონაზონს ქრონიკული მუცლის შეკრულობა აწუხებდა, რამაც სისხლდენამდე მიიყვანა. მას ღია ჭრილობა ჩამოუყალიბდა და ძალიან ბევრ სისხლს კარგავდა. როდესაც ამის შესახებ ბერი პაისიმ [ათონელი] გაიგო, იგი უდიდესი თანაგრძნობით განიმსჭვალა მის მიმართ. გაახსენდა, ამ ავადმყოფობით თვითონაც როგორ იტანჯებოდა სინას მთაზე.

თავიდან ბერმა მონოზონს რამდენიმე რჩევა მისცა სახალხო მედიცინიდან. ამან მას ცოტათი უშველა, მაგრამ სისხლდენა არ შეწყეტილა. შემდეგ მონოზონმა ექიმების დახმარებას მიმართა; დაიწყო წამლებით მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ. ბერი მუდმივად ინტერესდებოდა მისი მდგომარეობით, თანგარძნობით კითხულობდა მისი ჯანმრთელობის ამბავს. ერთხელ შეხვდა მას სამდღიანი მარხვის შემდეგ დიდმარხვის პირველ შვიდეულში და უთხრა: "სულ იმას ვფიქრობდი, როგორ შეინახავდი მკაცრ სამდღიან მარხვას ასეთ მდგომარეობაში!"

ამის შემდეგ კიდევ შეხვდა ბერი მონოზონს და არც კი მისალმებია, ისე ჩაავლლო მხრებში ხელები და მოუთმენლად ჰკითხა: "როგორ არის საქმეები, განა არ გამოჯანმრთელდი? მითხარი, არ გამოკეთდა შენი მდგომარეობა?" შეცბუნებულმა მონოზონმა მიუგო: "დიახ, გერონდა, დიდება ღმერთს, გამოვჯანმრთელდი". ის მართლაც განკურნებულიყო; შეუწყდა არა მხოლოდ სისხლდენა, არამედ, აგრეთვე, მუცლის შეკრულობაც.

თავიდან ბერს სურდა მონოზონს ადამიანურად დახმარებოდა. მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ადამიანური საშუალება საკმარისი არ აღმოჩნდა, მან უკვე ღმერთს მიმართა ლოცვებით და მიიღო შინაგანი უწყება იმის შესახებ, რომ მისი ლოცვა შესმენილ იქნა, და ამიტომაც ეკითხებოდა მონოზონს, რათა მასაც დაედასტურებინა ლოცვის შედეგი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2024, 07:30 PM

"ერთი ქალი, ქალაქ ვოლოსიდან, სახელად ფილიცა გვიამბობს: "ჩემმა დამ გაიკეთა სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრამა და მას წყლული აღმოაჩნდა. იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და მეც ძნელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვინაიდან ვერც რაიმეთი ვეხმარებოდი და ვერც ნუგეშს ვაძლევდი.

ჩემს ახლო მეგობარს ერთი დიდი საუნჯე აქვს: ნეტარი ბერი პაისის [ათონელი] შარფი. მე მასთან მივედი და მეტანიით ვთხოვე ეს სიწმინდე. აცახცახებული ხელებით მივიკარი შარფი, აჩქარებული გულისცემით მივირბინე ჩემს ავადმყოფ დასთან და შარფი გამოწვდილ ხელებზე დავუდე. ჩემი და წამოდგა, აცრემლებული მივიდა ხატთან და ლოცვა დაიწყო. მე მას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვე და სიწმინდე მეგობარს დავუბრუნე.

ოთხი-ხუთი დღის შემდეგ ჩემს დას ისევ გაუკეთეს მკერდის რენტგენოგრამა. მოხდა სასწაული! არანაირი წყლული რენტგენის სურათზე არ აღმოჩნდა, - ის უკვალოდ გაქრა. უდიდესი მადლითაა მოსილი ბერი პაისი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 07:05 PM

"კორცინოღლუ იოანეს ნაამბობი: "1991 თუ 1992 წელს "პანაგუდაში" ვიყავი ჩემს თანამემაულესთან, პოლიკარპე კიპარისისთან, ერთად. ბევრი მომლოცველი იყო და ჩვენს რიგს ველოდებოდით. შევნიშნე, ერთი მათგანი ძალიან აღლვებული უყურებდა მამა პაისს [ათონელი]. მას ვკითხე: "რამე გემართებათ?"

მან მიამბო, რომ მისი პატარა გოგონა, რომელიც დაბადებიდან მუნჯი იყო, შვიდი წლის ასაკში, მამა პაისის დახმარებით ალაპარაკდა. თურმე მანამდე სად არ ყოფილან სამკურნალოდ, უცხოეთშიც კი, და დაუხარჯავთ უამრავი ფული. მამა პაისმა დაადასტურა მონათხრობი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა შეიწყალაო, - მითხრა. ვნების კვირის პარასკევს, გოგონა მოეხვია მამას და უთხრა: "აღდგომას გილოცავ, მამა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:36 PM

"ერთი წყალში მყვინთავი უკიდურესად უიმედოდ იყო. მისი ერთი ვაჟი მანკით დაიბადა. ექიმები გადარჩენის უმცირეს იმედს აძლევდნენ. ვიღაცამ ურჩია მამა პაისთან [ათონელი] მისულიყო და ლოცვა ეთხოვა. უიმედოდ, მაგრამ მცირე იმედით მაინც მივიდა მამა პაისთან. იგი ავად დახვდა, შიგნიდან დაუძახა: "შენი ნახვა არ შემიძლია, ცუდად ვარ, წადი და შენი შვილი საავადმყოფოდან წამოიყვანე, არაფერი სჭირს".

გაოგნებულმა მადლობის გადახდაც ვერ მოახერხა და ტირილით გაიქცა კარიესისგან. დაურეკა მეუღლეს, რომელმაც ბავშვის სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ აცნობა.

ეს 1993 წელს მოხდა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ, პატარა თანასი ჯანმრთელია. თანასის მამამ მაშინ ვერ გადაუხადა მადლობა მამა პაისს, სამაგიეროდ ხშირად მიდის საფლავტან და წელიწადში ერთხელ "პანაგუდაში". პირველი მისვლისას მამებს სთხოვა, რომ ცოტა ხნით ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად. ცოტა ხნის შემდეგ აღელვებული და მტირალი გამოვიდა: "მამა პაისი აქ არის! იმ დროს როცა მადლობა გადავუხადე, ეკლესიის იატაკი შეიძრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 03:21 PM

"ხდებოდა ისეც, რომ მამა პაისთან [ათონელი] მისული ყველა სნეული ვერ იკურნებოდა, თუმცა ხშირად ლოცვის დასრულებას ვარ ასწრებდა, რომ მაშინვე გამოჯანმრთელდებოდა სნეული. ზოგიერთისთვის უფრო მეტს ლოცულობდა. ზოგჯერ არ შეისმინებოდა მისი ლოცვა. ასეთ შემთხვევაში ადაიმანებს სულიერი ცხოვრების მოწესრიგებას ურჩევდა, და მერე იკურნებოდნენ. ზოგს ეუბნებოდა: "ვერასდროს ვერ გამოჯანმრთელდები". მუდმივი ლოცვების მიუხედავად, უფალი არ კურნავდა სნეულს. მამა პაისი ამბობდა: "ზოგს არ აჯანსაღებს უფალი, რომ მათ არ დაკარგონ თავიანთი წილი, როგორც მამა არ აძლევს შვილებს ქონებას, რათა არ გაფლანგონ. ასეა ღმერთიც".

"როცა ექიმები ვერ გვეხმარებიან, შევთხოვოთ უფალს, რომელსაც შეუძლია "ადამიანთაგან ეუძლებელის" ქმნა. და თუ უფალი არ შეისმენს, უნდა შევიმეცნოთ, რომ სახიერ უფალს ამით ჩვენთვის კარგი სურს. შევთხოვოთ მხოლოდ მოგვცეს მოთმინება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 07:03 PM

"მოსკოველი ექიმის ქალბატონ ლარისა ნიკოლოზის ასულ მასლოვას მოწმობა: "უბედური შემთხვევის შედეგად მარცხენა თვალი სრულიად დამიბრმავდა. "სასწრაფოთი" წამიყვანეს ქალაქ მოსკოვის პირველ საქალაქო საავადმყოფოში. პალატებში ადგილები არ იყო, ამიტომ დერეფანში დამაწვინეს. მთელი ღამე არ მიძინია: ვლოცულობდი და ძლიერ ვღელავდი. უკვე დილისკენ, როცა ძილბურანში ვიყავი, ჩემთან მამა პაისი [ათონელი] მოვიდა. მე ის აშკარად დავინახე ჩემ წინაშე და ვიცანი იგი, რადგან წაკითხული მქონდა წიგნი მისი ცხოვრების შესახებ. ბერმა თავზე რაღაც პირსახოცი გადამაფარა და გაუჩინარდა. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემს ბრმა თვალს მხედველობა დაუბრუნდა. დილით ექიმები მოვიდნენ, მაგრამ მათი დახმარება აღარ დამჭირდა. საავადმყოფოში მე დავყავი 2002 წლის 4 თებრვლიდან 11 თებერვლამდე. ავადმყოფობის ისტორიის ნომერია 31171.

მადლობა ღმერთს ჩემდამი წყალობის გამოჩენისათვის და მამა პაისის ჩემი დახმარებისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2024, 08:09 PM

"პოლიციელი ვასილიოს ცოტაკისი ქ. პელადან მოგვითხრობს: "2001 წელს ჩემს მეუღლე ელენეს ჩვენი ვაჟი მიჰყავდა ექიმთან გასასინჯად. ბავშვს თირკმელების უკმარისობა ჰქონდა. ელენეს თან ჰქონდა მამა პაისის [ათონელი] ერთი წიგნი. წიგნი გადაშალა და საოცარი სურნელი ამოვიდა. ეს ბავშვმაც შეიგრძნო. ჩემს ვაჟს ჩაუტარდა გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ არაფერი არ აწუხებდა და ახლაც კარგად არის. მას შემდეგ ჩემი მეუღლე იმ წიგნს არ იშორებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 12:58 PM

"სალინიკელმა კბილის ექიმმა ე.ა.-მ ასეთი ამბავი მოგვითხრო: "ძალიან დადარდიანებული და წყობიდან გამოსული ვიყავი ჩემი ორი ბავშვის ავადმყოფობის მიზეზით; ასეთ მდგომარეობაში მივედი წმიდა მთაზე მამაოსთან - ბერ პაისთან [ათონელი] - შესახვედრად. კარი გაიღო და იგი ზღურბლზე გამოჩნდა. მან გამოგვიცხადა: "ბიჭებო, მე შემიძლია თითოეულ თქვენგანს დავუთმო ერთი-ორი წუთი, - მეტი არა...".

როდესაც მეოთხე მომსვლელთან საუბარი დაამთავრა, ბერი ჩემკენ მობრუნდა და მითხრა: "აბა, ევანგელოსო, როგორაა შენი საქმეები?"

მანამდე ის არ მიცნობდა, პირველად მივედი მასთან. მივუახლოვდი და ვუთხარი:

"მამაო, მე ორი წუთი არ მეყოფა. მეტი დრო მჭირდება, რადგან საშინელ მდგომარეობაში ვარ. მე მოვედი იმის სათქმელად, რომ მზად ვარ ავაფეთქო სამი საღვთო ტაძარი. უთხარი ღმერთს, რომ თავი დაანებოს ჩემი ბავშვების ტანჯვას. რა დაუშავეს მას ჩემმა შვილებმა?"

ბერმა ყურადღებით მომისმინა და მითხრა: "მომისმინე ევანგელოსო (მან მეორედ მომმართა სახელით, თუმცა მანამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით), შენი შვილები გამოჯანმრთელდებიან".

ამის შემდეგ მაჩუქა ხეზე თავისი ხელით ამოკვეთილი ჯვარი. მასში მოთავსებული იყო წმინდა არსენ კაბადოკიელის წმინდა ნაწილი. ასე შედგა ჩვენი ნაცნობობა ჩემს საყვარელ მოძღვართან.

ჩემი ქალიშვილი ფსორიაზით იყო დაავადებული. ყოველ ორ-სამ დღეში მის სხეულს ზემოდან ქვემოთ ტყავი ძვრებოდა - როგორც გველს ძვრება ხოლმე. ბერის ნახვის შემდეგ თხუთმეტი დღე გავიდა. შევამჩნიე, რომ ამ დროის განმავლობაში მას ავადმყოფობის არავითარი ნიშანი არ გამოვლენია, გარდა ერთი მუწუკისა მუხლზე. მე კვლავ გავემგზავრე წმიდა მთაზე ბერისთვის მადლობის გადასახდელად. თან პირსახოცი წავიღე, რომ მადლიერების ნიშნად მისთვის ფეხები დამებანა, თუმცა მან ამის უფლება არ მომცა. მე მას შევესწარი ბაღში მუშაობისას და ვიდრე რამეს შევეკითხებოდი, თვითონ მომმართა: "აბა, ევანგელოს, რისთვის მოხვედი, რა უნდა მითხრა? ის ხომ არა, რომ შენს ქალიშვილს მუხლზე მუწუკი დარჩა? ღმერთმა ეს იმიტომ დაუტოვა, რომ არ დაივიწყოს გადატანილი ავადმყოფობა".

ჩემი ვაჟიც სერიოზული ქრონიკული ავადმყოფობით იყო დაავადებული. რითი დამთავრდებოდა მისი ავადმყოფობა - არავინ იცოდა. ექიმები პროგნოზს ვერ იძლეოდნენ.

და აი, მესამედ მივედი ბერთან, თან ჩემი ვაჟიშვილი წავმიყვანე. მონასტერში, სადაც გზად შევიარეთ, მონაზვნები მეკითხებოდნენ: "რატომ სძინავს შენს შვილს?" ისეთი გამოხედვა ჰქონდა, მძინარე გეგონებოდათ.

მამა პაისიმ როგორც კი დაგვინახა, ბიჭს უთხრა: "აი, ყოჩაღ, კეთილი იყოს შენი მოსვლა". მის ეზოში ერთი დიდი, მძიმე ქვა იდო. შემდგომში მე დავაპირე ამ ქვის აწევა და ადგილიდან ვერ დავძარი. ბერი ეუბნება ჩემს ვაჟს: "აბა ნახე, შეგიძლია ეს ქვა აწიო?" ბიჭმა მიირბინა ქვასთან და.. ხელში აიღო! შეიძლება ამის დაჯერება? ბერი ჩემი ვაჟის გვერდით მუხლებზე დადგა - მათი თავები თითქმის ერთმანეთს გაუსწორდნენ - და უთხრა: "ამიერიდან არანაირი ავადმყოფობა აღარ გექნება".

როდესაც ბერი ამ სიტყვებს ამბობდა, ბავშვის თვალები უცებ გაიღო. ის უკვე აღარ ჩანდა მძინარე, როგორსაც მას ვხედავდი ხოლოე ორი-სამი წლის განმავლობაში. "იმ ქვასთან ერთად, რომელიც მასნ ხელში აიღო და მერე ძირს დადო, მისი ავადმყოფობაც განვარდა მისგან და დატოვა იგი", - თქვა ბერმა. მართლაც, იმ დღიდან ჩემი ვაჟი, დიდება ღმერთს, თავს მშვენივრად გრძნობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 07:32 PM

"ბატონი თეოდოროს საძიპატერასი ქ. ქსანთიდან იგონებს: "...გავიდა ხანი და მძიმედ გავხდი ავად, ჯანმრთელობა შემერყა და საავადმყოფოში მოვხვდი, წერილი მივწერე მამა პაისს [ათონელი], ვეკითხებოდი დავრჩენილიყავი ექიმების ხელში თუ ქსანთიდან წავსულიყავი. დრო გადიიოდა და სანთელივით ვდნებოდი. მახსოვს, კვირა დღე იყო, უცბად უჩვეულო ძალა ვიგრძენი, თითქოს ავადმყოფობა სადღაც გაუჩინარდა. საავადმყოფოდან გასვლა მინდოდა, რადგან თავს კარგად ვგრძნობდი, ექიმი გააოცა ჩემმა მდგომარეობამ, ვუთხარი: "სასწაული მოხდა, ღმერთმა ქმნა სასწაული". ვგრძნობდი ლოცვამ გადამარჩინა. ჭამის მადა დამიბრუნდა, გემრიელად ვისადილე, თან ცრემლებს ვღვრიდი. ჩემს მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა, მალე სამუშაოს სრულიად გამოჯანმრთელებული დავუბრუნდი.

დეკემბრის დასაწყისში, ერთი მეგობარ პროფესორთან ერთად მოვინახულე მამა პაისი. შეხვედრისთანავე მკითხა: "როგორ ხარ თეოდორე, ახლა კარგად ხარ?" შემდეგ დაამატა: "მიიღე ჩემი წერილი?" დავფიქრდი, რომ მისი წერილი არ მიმიღია. სანამ ვუპასუხებდი, მამა პაისმა დამასწრო: "მე წერილი არ მომიწერია, მაგრამ ჩემებურად გიპასუხე". მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ილოცა. ნეტარმა მამამ ხელახლა გამიმეორა შეკითხვა: "მიიღე ჩემი წერილი?" "დიახ, მამაო, მივიღე" ვუპასუხე, ეკლესიაში შევედი, მოვილოცე ხატები და გარეთ გამოსვლისას ცრემლები ვერ შევიკავე და ავტირდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2024, 08:56 PM

"მოგვითხრო პროფესორმა მ.: "ერთ კვირადღეს, ეკლესიაში ყოფნისას, მკერდში ტკივილი ვიგრძენი. მივაკითხე კარდიოლოგს. კარდიოგრამის გადაღებამ აჩვენა, რომ გულზე პრობლემა მქონდა. დამინიშნეს წამლები, ერთი წლის განმავლობაში ვსვი, მაგრამ შედეგი არ მქონდა. შევშინდი ძალიან. უფალს მივაკითხე ლოცვით და წერილიც გავუგზავნე მამა პაისს [ათონელი]. მან მითხრა, რომ ილოცებდა ჩემთვის და იმ გამოკვლევის ჩასატარებლად წავედი, რისაც ძალიან მეშინოდა, თან ფიქრით და აზრით მამა პაისთან ვიყავი. გამოკვლევამ გასაოცარი შედეგი აჩვენა. ჩემი გული სრულიად ჯანმრთელად მუშაობდა. ექიმი გაოცდა: "ამ ფაქტს ვერ ავხსნით სამედიცინო თვალსაზრისით, თქვენი გული საოცარია". მე აღელვებულმა ვუპასუხე: "ექიმო, ჩემი გული არ არის საოცარი, არამედ ღვთიური სასწაულის შედეგია და წმიდა მთის მამის ლოცვა შემეწია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:36 PM

"ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს.

მამა გაბრიელმა [აღმსარებელი და სალოსი] სნეული თავისთან მიიყვანა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 08:52 PM

"ბავშვობაში ავად გახდა ჩემი ძმა რაღაც გადამდები დაავადებით. გამოძახებულმა ექიმებმა სასწრაფოდ გაუკეთეს დეზინფექცია მთელ ოჯახს, თან შეგვპირდნენ, მეორე დილას ძმას გადაიყვანდნენ ინფექციურ საავადმყოფოში. დედა საშინელ მდგომარეობაში იყო - ის ფიქრობდა, რომ მის გარეშე ჩემი ძმა ვერ გადარჩებოდა, არადა მას თავზე დგომის უფლებას არ აძლევდნენ. დედა ცრემლებით ევედრებოდა თავის საყვარელ წმინდანს, ღირს სერაფიმე საროველს და რა მოხდა? დილით მოსულმა ექიმებმა ჩემს ძმას ანალიზი ჩაუტარეს და ჩემი დედის გულის გასახარად - მას უკვე ვერაფერი აღმოუჩინეს.

იყო ასეთი შემთხვევაც: ავად გახდა ჩემი და - შეუშუპდა ყელი და მთლიანად გადაკეტა საყლაპავი მილი, ისე რომ ის ოდნავ სუნთქავდა და ძლიერ იტანჯებოდა. დედას ჰქონდა იმ ქვის ნატეხი, რომელზეც ლოცულობდა ღირსი სერაფიმ საროველი. ის ლოცვით მოათავსა წყალში, შემდგომ ეს წყალი დას დაალევინა, რის მერეც ყელის შეშუპება დაცხრა და ჩემი და ცოცხალი დარჩა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2024, 05:51 PM

"ჩემი შვილი წლის და ორი თვის ასაკში დაავადდა სტაფილოკოკური ორმხრივი პნევმონიით, სიცხე იწევდა ყოველ ნახევარ საათში, ის მთლიანად იწვოდა. სასწრაფო დახმარებამ ჩვილი გადაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ მე თავზე დადგომის უფლება არ მომცეს. მე ყოველ დღე მივდიოდი იქ, ვევედრებოდი ექიმებს, მეც იქ დავეტოვებინე, მით უმეტეს, ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვი სულ უფრო მძიმდებოდა. სამი დღის მერე მომცეს დარჩენის უფლება, მაგარმ უკვე არავითარი იმედი არ იყო: ის იწვა უმოძრაოდ, არ ჭამდა, იყო მორლურჯო ფერის, თითქმის არ სუნთავდა, არ ახელდა თვალებს, არაფერზე არ რეაგირებდა - ექიმების ყველანაირი ძალისხმევა იყო უშედეგო.

მე ბავშვთან დამაწვინეს საწოლზე და მკაცრად გამაფრთხილეს - არ დაიძინოთ ღამე, ბავშვი წამომჯდარი იყოს, რადგან მწოლიარე მდგომარეობაში ფილტვების შეშუპება დაეწყებაო. მე მივხვდი, რომ საქმე სულ მთლად ცუდად იყო, რომ ვერავინ მიშველიდა, თუკი ექიმები უძლურნი იყვნენ. და აი, გონებაში ამომიტივტივდა ჩემი ბავშვობა: მე ვიყავი 6 წლის, ჯერ კიდევ ვსწავლობდი კითხვას და დედამ მომცა წიგნი ღირს სერაფიმეზე [საროველი]. ის მიყვებოდა წმინდანზე, გადამიშალა წიგნი და მაჩვენა სურათი, თუ როგორ აჭმევდა წმიდა მამა თავის ხელით დათვს, რამაც ძალიან გამაოცა. მომენტალურად მომივიდა აზრი: - ეს კეთილი ხუცესი აუცილებლად მიშველის! და აი, მთელი ძალით ვილოცე მის მიმართ - მამაო სერაფიმე, დამეხმარე!!! ასეთი რამდენი ლოცვა წარომოვთქვი არ ვიცი. მწუხარებით შეძრულს, დაქანცულს მალე ჩამეძინა, მექანიკურად ბავშვის ზურგს ხელიც მოვაშორე, ისე, რომ ბავშვმა მიიღო მწოლიარე მდგომარეობა.

დილით იმისგან გამეღვიძა, რომ პალატაში რამდენიმე ექიმი შემოვიდა, რომლებმაც დაიგრძელეს კისრები და გაკვირვებული სახეებით უყურებდნენ ჩემს პატარას, რომელმაც მოულოდნელად თვალები გაახილა, ჩემკენ გამოიწია, ხელები შემომხვია და დამიძახა: - დედა! ექიმები დაბნეულად წავიდნენ კარისკენ, თვალებს არ უჯერებდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა (ეს მოგვიანებით გავიგე).

ამ დღიდან ჩემმა ბიჭმა დაიწყო გამოკეთება...

ის არათუ გადარჩა, არამედ 25 წლის ასაკში მოხვდა კურსკში, შემდგომ დაამთავრა მოსკოვის სემინარია და აკადემია, მერე კი მთელი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კურსკში - ღირსი სერაფიმეს სამშობლოში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 03:56 PM

"ბეთანიელი მამები [იოანე და გიიორგი] სნეულებებისგანაც კურნავდნენ. ერთმა კაცმა ყურთასმენა დაკარგა. ბერებმა ის ტაძარში შეიყვანეს და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მის განკურნებას და უფალმა ისმინა მათი.

კიდევ ერთი 20 წლის ქალიშვილი მივიდა მონასტერში, რომელსაც თავის ტკივილები აწუხებდა და ურჩიეს ბეთანიის მონასტერში წადი, მონასტრის წყაროს წყალი განკურნავსო. მართლაც მვიიდა მონასტერში და ბერების ლოცვით სრულიად განიკურნა.

მამა გიორგის ძმისშვილს ტვინის ანთება ჰქონდა, ექიმებმა იმედი გადაუწურეს. ბეთანიელმა მამებმა ის ერთი თვის განმავლობაში დატოვეს მონასტერში და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2024, 12:31 PM

"მოწყალების სათნოების გარდა ეფრემ არიზონელი ასევე კურნების ნიჭითაც იყო დაჯილდოებული.

ერთხელ მონასტერში ახალგაზრდა მორჩილი ელექტრო ხერხით მძიმედ დაშავდა და სერიოზული ჭრილობით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმმა განაცხადა, რომ დასახიჩრებული თითების და მკლავის გადარჩენა ვერ მოხერხდება და ამპუტაცია უნდა ჩატარდესო. მამა ეფრემმა მხურვალე ლოცვა დაიწყო; ორსაათიანი ლოცვის შემდეგ, ოპერაიციის ჩასატარებლად მისულმა ექიმმა, გაოცებით აღიარა, რომ ხელის გადასარჩენად ოპერაციაც კი აღარ იყო საჭირო... ამის შემსწრე ადამიანებმა ღმერთი ადიდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:52 PM

"მის [მამა პართენ აფციაური] ლოცვის ძალაზე ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ ახალგაზრდა გოგონა მიუყვანიათ, რომელსაც თვალზე სიმსივნის მსგავსი რაღაც ჰქონია და ექიმებს ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომაც ვერ უშველიათ. მამა პართენს ულოცია და სნეული განუკურნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2024, 07:14 PM

"ჩემს ქალიშვილს, ანას ბავშვობიდან ცერებრალური დამბლა აქვს, მძიმედ, გაჭირვებით დადის. ჩვენ ქალაქში ორი წლის წინ ექიმებმა მას ანესთეზია გაუკეთეს და გოგონას ძლიერ ასტკივდა მუხლები. გადაუღეს სურათი: ოსტეოპოროზი (ანუ ძვლოვანი ქსოვილების დარღვევა) მუხლის კიდურებზე. ერთი წლის შემდეგ კვლავ გადაუღეს სურათი - გაუმჯობესება არ ჩანს - ნათლად გამოხატული ოსტეოპოროზი. ექიმები სანუგეშოს ვერაფერს მეუბნებოდნენ: შესაძლოა, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლები გამაგრდეს და ავადმყოფმა გაიაროს, მაგრამ ამას წლები სჭირდება.

აქ, სანატორიუმში გოგონას მენჯ-ბარძაყის სახსრის სურათი გადაუღეს. რენტგენოლოგმა დაწერა დასკვნა მენჯ-ბარძაყოვანი სახსრების დაზიანება. შოკში ვიყავით: თუ ასეა, მაშინ ანას მოელის არა მარტო კუნთოვანი, არამედ რთული ძვლოვანი ოპერაცია და თაბაშირში ხანგრძლივი ყოფნა. სურათი პარასკევს, 6 აპრილს გადაუღეს, მაგრამ ორშაბათს განმეორებითი გამოკვლევა დანიშნეს, 8 აპრილს კი (ეს ბზობის კვირა იყო) ქ. სომფეროპოლის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში წავედით წმიდა ლუკას [ვოინო-იასენეცკი] ნაწილებთან, რადგან გვესმოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში ჩვენი შველა მხოლოდ მას შეეძლო. გულმხურვალედ ვლოცულობდით მადლმოსილ და მოწყალე ექიმ ლუკას წინაშე, რათა სურათები კარგი ყოფილიყო. მისი პარაკლისი შევუკვეთეთ, მის ნაწილებთან დადგმული კანდელიდან ზეთი ავიღეთ. ორშაბათს ხელახლა გადაღებულმა სურათმა აჩვენა, რომ მენჯ-ბარძაყოვანი სახსრები დაზიანებული არ იყო. უფრო მეტიც, ექიმებმა ყურადღებით შეხედეს მუხლის სურათს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩემს გოგონას არც მუხლის სახსრის ოსტეოპოროზი ჰქონდა.

ურწმუნო ადამიანი, შესაძლოა, ჩემ მონაყოლს სკეპტიკურად მოეკიდოს, თქვას, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არანაირი დამთხვეა და ექიმების არაზუსტობა არ ყოფილა, არამედ ეს იყო ღვთის დიდი მოსაგრის, წმინდა ლუკას შემწეობა.

წმოდაო მამაო ლუკა, ღვთის დიდო და განთქულო მოსაგრევ, შემდგომშიც შეგვეწიე!"

/ანა და ლარისა ფედჩენკოები
ვოლოგდის ოლქი, ქ. ჩერეპოვეცი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2024, 09:21 PM

"ჩემი გოგონასთვის ოპერაციის გაკეთება აუცილებელი იყო. უფალს ცრემლებით ვევედრებოდი, რომ ჩვენ შემწედ წმიდა ლუკა [ვოინო-იასენეცკი] და წმიდა მოწამე პანტელეიმონი გამოეგზავნა. ოპერაციის წინ გოგონამ უარი თქვა, მოეხსნა გულსაკიდი ჯვარი. ოპერაციის დასრულებას საავადმყოფოს ახლოს სკამზე მჯდომი ველოდებოდი. უეცრად თითქოს კედლები გაიხსნა საოპერაციო ოთახი დავინახე. მაგიდის ახლოს წმიდა ლუკა და წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი იდგნენ. ისინი ქირურგს აუცილებელ ინსტრუმენტებს აწვდიდნენ, წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონს კი ხელში სანთელი ეჭირა. იმავე წუთს გავიგე ხმა: "ეს ის ლუკაა, რომლის შესახებაც შენ უფალს სთხოვდი, იგი შენს ბავშვს ოპერაციას უკეთებს".

შემდგომში ქირურგი ეკატერინა გიორგის ასული, ღრმადმორწმუნე ადამიანი, ამ ოპერაციის არაჩვეულებრიობის შესახებ მიყვებოდა. როგორც კი სურდა ასისტენტისთვის ეთქვა, რომ მას საჭირო ისნტრუმენტი მიეწოდებინა, ისინი უკვე ხელში ეჭირა"

/პარასკევა მიხეილის ასული სავენკო,
ქ. პავლოგრადი, დნეპროპეტროვსკის რაიონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 02:47 PM

"ანა კუდრიაშოვას დედას კუჭი ჰქონდა დაზიანებული და ყოველი ჭამის შემდეგ ძლიერი ტკივილები ეწყებოდა, რომელიც იმდენად აუტანელი იყო, რომ იგი ყვიროდა და დიდხანს წოლა უხდებოდა, სანამ ტკივილები არ გაუვლიდა. გულდასმით გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა უთხრეს, რომ აუცილებელი იყო ოპერაცია. მაშინ მათ მეუფეს [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] მიმართეს. მან ავადმყოფი გასინჯა, ილოცა, წამალი მისცა და მოხდა სასწაული - ავადმყოფობა უკვალოდ გაქრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 04:01 PM

"არქიმანდრიტ ნექტარიოს ანტონოპულოსის წიგნი - "მთავარეპისკოპოსი ლუკა [ვოინო-იასენეცკი]" 2002 წლის მაისში ჩამივარდა ხელში - ჩემმა დამ მაჩუქა (პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი ვარ). ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად შეიცვალა.

1999 წლის დეკემბრიდან სერიოზული პრობლემა გამიჩნდა თვალებზე, თავდაპირველად მარცხენაზე (ბადურის დაშრევება), შემდეგ კი მარჯვენაზეც. ლაზერით ოპერაციამ არათუ არ მიშველა, არამედ მხედველობა გამიუარესდა კიდევაც. მკურნალი ექიმი ძალზე შეშფოთებული გახლდათ, რადგან ჩემი მდგომარეობა ძალზე მძიმე იყო. მას ჩემ გამოჯანმრთელებაში ეჭვი ეპარებოდა და დაბრმავებას მიწინასწარმეტყველებდა. ექიმმა შემდგომი მისვლის დრო დამინიშნა, რათა ახალი ოპერაციის დღე დაენიშნა. მაგრამ ამ დროისთვის იგი ავად გახდა.

დადგა აგვისტო და გადავწყვიტე, წამეკითხა ნაჩუქარი წიგნი წმიდა ლუკას შესახებ. მახსოვს, კითხვა ღამით დავიწყე და რადგან წიგნი ძალიან კარგად იყო დაწერილი, სწრაფად ვკითხულობდი. როდესაც 45-ე გვერდზე გადავედი, შევამჩნიე, რომ უკვე სრულიად გარკვევით ვხედავდი (ამ გვერდზე აღწერილია ერთი ბრმის განკურნების შესახებ თვით წმინდანის ქირურგიული ჩარევის მეშვეობით). ამ წუთისთვის ისევე კარგად ვხედავდი, როგორც ავად გახდომამდე. ერთი საათის განმავლობაში 96 გვერდი წავიკითხე, კითხვა სიამოვნებას მანიჭებდა. მეორე დღეს, როდესაც წიგნის კითხვა განვაგრძე, იგივე მოხდა. დავრწმუნდი, რომ რაღაც ხდებოდა, სწრაფად დავამთავრე წიგნის კითხვა და გადავწყვიტე, რომ ეს წმინდანი განმკურნავდა.

წმიდა ლუკას ნაწილების თაყვანისცემის დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა. მაგრამ როგორ უნდა გამეკეთებინა ეს? რუსეთი ხომ ძალზე შორსაა. ამ კითხვაზე პასუხი წიგნის უკანასკნელ გვერდზე ვიპოვე, სადაც ეწერა, რომ წმიდანის პატარა ნაწილი ფივის მახლობლად სამატას მონასტერშიც იყო დაბრძანებული. ამრიგად, ორი დღის შემდეგ უკვე მონასტერში ვიყავი და ღირსი გავხდი, მრავლისდამთმენი წმინდანისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილებისთვის თაყვანი მეცა. ეს იყო უნიკალური წამი, დაუვიწყარი მღელვარება. სიმსუბუქემ და სიხარულმა აღავსო ჩემი სული.

გავიდა რამდენიმე თვე. ჩემს მკურნალ ექიმს შევხვდი. გასინჯვის შემდეგ ვერც მან და ვერც მე თვალებს ვაერ დავუჯერეთ, მხედველობა სრულიად აღდგა, კვალიც აღარ დარჩენილიყო არა მხოლოდ ავადმყოფობის, არამედ ოპერაციისაც კი. ვმადლობ წმინდანს და ვევედრები უფალს, ღირსი გამოხადოს თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებიან ლუსკუმას ყირიმში"

/ბეტი პერისტეროპულუ, ქირურგი-გინეკოლოგი
ქ. ათენი, 2002 წლის სექტემბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 07:12 PM

"1998 წლის 20 მაისს დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლევისას სწორ ნაწლავზე პოლიპი აღმომაჩნდა. ანალიზი ამიღეს და გამოსაკვლევად გამგზავნეს. გიგზავნით ანალიზის შედეგებს. მხურვალედ ვევედრებოდი წმიდა ლუკას [ვოინო-იასენეცკი], როგორც ქირურგს, მოეცილებინა ჩემთვის ეს პოლიპი, მისი კანდელის ზეთს ვსვამდი, ვლოცულობდი. 15 ივნისს სემაშკოს სახელობის საოლქო საავადმყოფოში დავწექი პოლიპის მოსაშორებლად. ნაწლავებში აპარატის შეყვანის პროცედურა ძალზე მტკივნეულია, ჩემი უძლურების გამო კი ამ ტკივილის ატანა არ შემეძლო, ვყვიროდი. ორჯერ თუ სამჯერ ექიმმა გულმოდგინედ გამოიკვლია ჩემი ნაწლავები, მაგრამ პოლიპი ვერ იპოვა. ყველა გაოცებული იყო. ვუპასუხე, რომ იგი თვით წმიდა ლუკამ მომაცილა და ვთხოვე, სასწრაფოდ მოეცილებინათ აპარატი. რასაკვირველია, მაშინვე მადლობა გადავუხადე უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდა ლუკას.

ნურასოდეს მიეცემით სასოწარკვეთილებას, რადგან ღვთის ნების გარეშე ჩვენი თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდება; და თუ მწუხარება ან ავადმყოფობა შეგვემთხვევა, ეს ღვთის უდიდესი წყალობა და სიყვარულია ჩვენ ცოდვილების მიმართ. დიდება შენდა, ყოვლადმოწყალეო უფალო, დიდება შენდა!"

/მონაზონი გალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 12:44 PM

"მე, ნადეჟდა სიმინოს ასული რევიაკინა, დავიბადე სიმფეროპოლში, ცოტა ხნის წინ კი საცხოვრებლად გვარდეისკოეში გადავედი.

1998 წლის 11 ოქტომბერს უკრაინაში ციცაბო მთიდან ვეშვებოდი. პატარა ქვას დავაბიჯე, ფეხი გადამიბრუნდა და უხერხულად გადამეხარა შიდა მხარეს. ტკაცუნის ხმა გავიგე და წვივის ქვედა მხარეს ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ძვალმა კანი გაჭრა და გარეთ გამოვიდა. მაშინვე დავჯექი და ამ ადგილს ხელი დავაფარე.

ამ შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე ნათესავისგან გამოვსლისას ვთქვი: "დამღალა ამ ცხოვრებამ!" და მაშინვე გავიფიქრე: "რას ვამბობ! ეს ხომ ცოდვაა!" მაგრამ, როგორც ჩანს სათანადო სინანულის გარეშე.

სასწრაფო დახმარებამ ლუგოვსკის საავადმყოფოში წამიყვანა. სურათზე ღია მოტეხილობა აღმოჩნდა, თანაც ორმაგი და ხრახნისებრი. ასეთი მოტეხილობა ოპერაციის გარეშე ვერ რჩება, ამიტომ ოპერაცია ისე დამიდგინეს, არც კი შემითანხმდნენ.მაშინვე უარი ვთქვი: "როგორც უფალი ინებებს, ისე მოხდეს". მიპასუხეს, რომ შესაძლოა, ოსტეომიელიტი განვითარდეს. ეს კი ძვლის თითქმის მოურჩენელი დაავადებაა.

ჩემი თხოვნით გამოიხაძეს ჩემი ახლობელი მორწმუნე ადამიანები. მათ მომიტანეს დაუჯდომლები: წმიდა ლუკასი [ვოინო-იასენეცკი], მაცხოვრის, დედა ღვთისმშობლის, მფარველი ანგელოზის. მაშინვე დავიწყე ყოველდღიურად დაუჯდომლის კითხვა. წმიდა ლუკას საფლავის მიწა მომიტანეს, რომელიც მაშინვე ფეხზე შევიზილე და ნაკურთხი ზეთიც ვიცხე.

ექიმები კი მაინც ოპერაციისთვის მამზადებდნენ. ჩემ საზიარებლად ტაძრიდან მამა იოანე მოვიდა. მანამდე ხელწერილი დავწერე, რომ ოპერაციაზე უარს ვამბობდი. ექიმი ცოტა გაბრაზდა და მითხრა:

- ხვალ კიდევ გადავიღებთ სურათს დასარმწუნებლად.

წინა საღამოს რაღაც ფრთხილი მოძრაობა თუ შეხება შევიგრძენი წვივის გვერდით, შემდეგ უფრო მაღლაც, სადაც ძვალი გარეთ გამოვიდა. იგივე განმეორდა დღისითაც. თავი ვერ შევიკავე და ჩემ გვერდით მწოლთ გავუმხილე, რა შეგრძნებაც მქონდა - თითქოს ვიღაც ფეხზე მეხებოდა. ყველამ გაოცებით შემომხედა და მეც გავჩუმდი.

იმ ღამით პირველად მეძინა ღრმად. მანამდე ყოველი ღამე მტანჯველი იყო. "დაიღალე ცხოვრებით? იწექი და დაისვენე", - ეს აზრი თავიდან არ გამომდიოდა. უეცრად იმან გამაღვიძა, რომ ფეხი დამოუკიდებლად მკვეთრად გაინძრა - მტკივნეულად, მაგრამ ასატანად. ცოტა შევშინდი და დაველოდე, მეგონა, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა, მაგრამ შეუმჩნევლად ჩამეძინა.

მეორე დღეს პალატაში რენტგენის აპარატი შემოიტანეს და სურათი გადამიღეს. ერთი დღის შემდეგ შემოვლის დროს ექიმმა ფეხს დახვდა და უხერხულად შემკრთალმა მითხრა:

- სურათმა აჩვენა, რომ ოპერაციის გაკეთება საჭირო არ არის.

ისეთმა სიხარულმა ამიტანა, რომ ღვთის შეწევნა, რომლის იმედიც ასე მქონდა, მოწყალე მკურნალის, ყირიმის მთავარეპისკოპოს ლუკა აღმსარებლის შემწეობით აღსურლდა. ექიმების მიერ დადგენილი ორი თვის ნაცვლად თაბაშირი მხოლოდ ერთი თვე მედო. შემიძლია, სახარებაზე დავამოწმო, რომ ეს ყოველივე ასე აღსრულდა ჩემზე"

/ნადეჟდა სიმონის ასული რევიაკინა, დ. გვარდესიკოე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 02:56 PM

"ერთხელ მასთან [წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი] მიღებაზე მივიდა გამხდარი, ღონემიხდილი ქალი შეხვეული ყელით. ეს იყო ალექსანდრა ვასილის ასული ბორისოვა. 1948 წელს მისი ოფიცერი ქმარი შორეულ აღმოსავლეთში მსახურებისათვის გააგზავნეს. ქალი იქ გაცივდა და ყელი მძიმედ დაუავადდა. სამხედრო ჰოსპიტალში აქტიური მკურნალობის მიუხედავად, ავადმყოფის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. ავადმყოფობა სულ უფრო რთულდებოდა: მაღალი ტემპერატურა, ყელის საშინელი ტკივილი. ყლაპვა შეუძლებელი იყო, დიდი ხნის განმავლობაში იგი მხოლოდ წყალს სვამდა. ექიმთა კონსილიუმმა განაცხადა, რომ დახმარება აღარაფრით შეეძლო და ავადმყოფს სამშობლობში, ყირიმში დაბრუნება ურჩია. წარმოსადგენია სასოწარკვეთილება ახლაგაზრდა ქალისა, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. მისი მშობლები მორწმუნე ადამიანები იყვნენ და იგი მეუფე ლუკასთან მიიყვანეს. მეუფემ კეთილგანწყობით მიიღო სნეული, ყელი გაუსინჯა და თქვა, რომ ავადმყოფი მასთან რომ არ მიეყვანათ, შედეგი სავალალო იქნებოდა. მეუფემ ილოცა, ჯვარი გადასახა ქალს და უთხრა: "ახლა შენ ჯანმრთელი ხარ. მოიხსენი ყელიდან სახვევები, ცოტა ყველანაირი საკვები მიიღე, უფრო მეტად მჟავე და მარილიანი, ჭამის წინ და შემდეგ ყელში ხსნარი გამოივლე - ერთი ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი მარილი და 2-3 წვეთი იოდი." როდესაც ავადმყოფი წმიდა მამისგან გამოვიდა, თავს უკვე მხნედ და მსუბუქად გრძნობდა. მან ყველაფრის ჭამა დაიწყო და მეორე დღეს დაავიწყდა კიდეც, რომ ყელი სტკიოდა. ერთი თვის შემდეგ იგი შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრა ქმართან. იქ ყველა გააოცა მისმა სწრაფმა გამოჯანმრთელებამ. თვითონ ალექსანდრა თვლის, რომ მასზე სასწაული აღსრულდა და წმიდა მამამ განკურნა იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 04:06 PM

"მადლიერებით მინდა გიამბოთ წმიდა მღველმთავარ ლუკას (ვოინო-იასენეცკი) მიერ ჩემი ავადმყოფი ქაალიშვილს ირინას განკურნების შესახებ. ჩემი ქალიშვილი ავადმყოფია - ორი წლის ასაკში ეპილეფსიით დაავადდა, ახლა უკვე 25 წლისაა და ხშირი და რთული შეტევები აქვს. ახლა კიდევ ერთი უბედურება დაგვემატა - შინაგანი ჩირქგროვა კუდუსუნზე. წავედით ქირურგთან, რომელმაც 1996 წლის 20 მარტს ოპერაცია დაგვინიშნა და ამიხსნა, რომ ამ ავადმყოფობისას ყოველ 3-4 თვეში ერთხელ გაწმენდა იქნებოდა საჭირო. მაგრამ, ღვთის წყალობით, 20 მარტს წმიდა ლუკას წმიდა ნაწილების ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანებაზე წავედით. მთელი გზა წმიდა ნაწილების გვერდით მივდიოდით. მსვლელობის დროს წმიდა ლუკას ვევედრებოდით, რომ მას თვითონ გაეკეთებინა ოპერაცია კუდუსუნის ჩირქგროვაზე. როდესაც სახლში, თეოდოსიაში დავბრუნდით, გვიან საღამოს აღმოვაჩინეთ, რომ ჩირქგროვა დახურული იყო, იგი მხოლოდ გასასუფთავებელი გახდა. ეს სრულიად უმტკივნეულოდ მოხდა. შემდეგ დავდიოდით ქირურგთან, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა, რომ ჩირქგროვის ადგილას ვერაფერი აღმოაჩინა - კვალიც კი აღარ იყო დარჩენილი.

მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა და არაფერი განახლებულა. ვმადლობ წმიდა ლუკას ჩემი ავადმყოფი ქალიშვილის, ირინას შეწევნისათვის.

მხოლოდ 4 წელია, ეკლესიაში დავდივარ. მივხვდი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია ჩვენი ხსნა; იმედი გამიჩნდა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდანთა ლოცვით განკურნავს ჩემ ავადმყოფ ირინასაც"

/გალინა კრივორუჩკო, ქ. თეოდოსიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახ. ტაძრის მრევლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 02:53 PM

განკურნება მანტიით შეხებისას

"1993 წელს, როცა სერაფიმე საროველი საზეიმოდ შეირაცხა წმიდანად, მისი საბერო მანტია გადააბრძანეს მოსკოვის უსპენსკის ტაძარში.

ამ დროს მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა ერთი ქალი, ეკატერინა კრაიჟევა. მას ჰქონდა კუჭის რთული ავადმყოფობა და არ შველოდა საავადმყოფობს მრავალწლიანი მკურნალობა. ეს ავადმყოფობა მას გაუჩნდა 1886 წელს, ანუ ქალი იტანჯებოდა 17 წლის განმავლობაში. ქალს მუდმივად შეკრული ჰქონდა მუცელი, დადიოდა მოხრილი და ხშირად კარგავდა გონებას ძლიერი ტკივილებისგან.

გაიგო რა ამბავი წმ. სერაფიმე საროველის მანტიის შესახებ, ის ტაძარში გაეშურა. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ის იყო ტაძართან, მაგრამ რიგში დაახლოებით ორი საათი იდგა, რათა ტაძარში შესულიყო. ხოლო როცა მიუახლოვდა ხატს, დაეცა მუხლებზე, ის რაღაც აღფრთოვანებამ მოიცვა, რომელიც დიდი ხანი არ გადიოდა.

როცა ის გონს მოეგო, ემთხვია მანტიას და წამოდგა. მოულოდნელად იგრძნო მდგომარეობის შემსუბუქება.

სახლში ქალი დაბრუნდა დაახლოებით დილით ხუთ საათზე. ის დაწვა დასასვენებლად, ხოლო როცა ადგა, თავს სრულებით ჯანმრთელად გრძნობდა, იმდენად, რომ თავად ვერ იჯერებდა საკუთარ გამოჯანმრთელებას.

იმ დღეს მან თავი შეიკავა და არ მოუყვა თავის ახლობლებს, თუ რა შეემთხვა. ეშინოდა, არ დაბრუნებულიყო ავადმყოფობა. მაგრამ მეორე დღესაც გაგრძელდა მისი ჯანმრთელი თვითშეგრძნება. მაშინ კი მოუყვა მომხდარის შესახებ ახლობლებს და ყველამ განადიდა ქრისტე ღმერთი და მისი საოცარი წმინდანი - ღირსი სერაფიმე საროველი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 08:43 PM

"ილია მურომელი ითლვება ხელ-ფეხისა და ხერხემლის დაავადებების მკურნალად, მასვე ევედრებიან ფიზიკური და სულიერი უძლურების დროს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2024, 09:47 PM

"იპატი - (XIV ს.) ღირსი იპატი მკურნალი თეოდოსის მღვიმეებში მოღვაწეობდა, ის მთელ დღეს ავადმყოფების მსახურებაში ატრებდა, ღამით კი მხურვალედ ლოცულობდა, ამავდროულად მკაცრი მარხვის ღვაწლსაც აღასრულებდა და პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევდა. ასეთი თავდადებული ღვაწლისთვის უფალმა ის კურნების ნიჭით დააჯილდოვა, ღირსი მამა ხელდასხმით კურნავდა სნეულებს და დღემდე შეეწევა მათ, ვინც სარწმუნოებით სთხოვს განკურნებას. ხსენება 13/04 (31/03)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 12:56 PM

"ეგნატე - (1434) პეჩორის ლავრის არქიმანდრიტი. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წმინდა ცხოვრებისთვის კურნების ნიჭი მიემადლა, იკურნებოდნენ ისინიც, ვისთვისაც ღირსი მამა ლოცვას აღავლენდა, და ისინიც, ვინც მის ნალოც სეფისკვერს მიიღებდა. ღირსი ეგნატეს კანონიზაცია მოხდა XVII ს-ში. მისი ნეშტი დასვენებულია შორეულ მღვიმეებში. ცალკე ხსენება: 2/01 (20/12)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2024, 02:00 PM

"ათანასე დაყუდებული სიკვდილის შემდეგ სასწაულთმოქმედებით განდიდდა. [კიევ-პეჩორის] ლავრის პატერიკი მოგვითხრობს, რომ მონაზონ ბაბილას, როემლიც ფეხების ტკივილით იტანჯებოდა, ღირსმა ათანასემ ხილვაში განკურნება აღუთქვა, დილით ბაბილა მის ნეშტს მოეხვია და განიკურნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2024, 04:28 PM

"ჩემს ქალიშვილს ჰქონდა ძლიერი ალერგია 3 წლის წინ. მე თავადაც ვიტანჯებოდი ალერგიისგან ბავშვობაში, მაგრამ მას რაღაც საშინელება სჭირდა.

წმ. მღვდელმთავარ ლუკაზე მსმენოდა, მაგრამ როცა ყირიმში ჩავედი დასასვენებლად ზაფხულში, რატომღაც ის არ გამხსენებია.

და აი, 10 ივნისს ჩემს შვილს ძლიერი ფხანა დაეწყო. ის სულ გაწითლდა, ალერგია ჰქონდა გართულების პიკურ მდგომარეობაში. შემდგომ დღეს ჩვენ ვაპირებდით ბახჩისარში ექსკურსიაზე წასვლას, მაგრამ ისე ვიყავი განერვიულებული, გადავწყვიტე, სადმე წმიდა წყაროზე წამეყვანა შვილი და იქ გამებანა, ისე ვიყავი შეწუხებული მისი ამ ალერგიით.

როგორც კი გათენდა, თვალები გავახილე თუ არა - პირველი აზრი, რამაც გამიელვა - ლუკა ყირიმელი! როგორ დამავიწყდა ის?! მე და ქმარმა მოვილაპარაკეთ, შეგვეცვალა გეგმები და სიმფეროპოლში გავმგზავრებულიყავით. მივედით და რას ვხედავთ - სავსეა ხალხით! როცა ბოლოჯერ იქ ვიყავით, არავინ იყო, ახლა კი ვერ გაივლიდი.

ტაძარი უკვე იკეტებოდა და ვეღარ შევძლებდით წმ. ნაწილებზე მთხვევას. მაგრამ ტაძარს შემოვუარეთ და დავინახეთ, რომ იქ კარი ღია იყო. ვიკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა შესვლა და ჩვენ გაგვატარეს - ჩვენ ვიყავით ბოლო, ვინც ემთხვია წმ. ნაწილებს, იქვე ავიღეთ წმ. ზეთი და მოვემზადეთ შინ დასაბრუნებლად. მაგრამ რატომღაც მანქანა არ დაიქოქა - მას ნაწილი ჰქონდა გატეხილი. ეს მანქანა სიმფეროპოლში იჯარით ავიღეთ.

ამ მანქანით დაგეგმილ ბახჩისარში რომ გავმგზავრებულიყავით, თან სამი ბავშვით, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით. აქ კი მალევე გამოგვიგზავნეს სხვა მანქანა.

დავბრუნდით სასტუმროში თუ არა, ბავშვს წმ. ზეთი ვცხეთ და დიდება უფალს - რამდენიმე თვეა გასული და არც ერთხელ არ ჰქონია ალერგიის შეტევა, ანუ ის მყისიერად გაქრა. სამი წლის განმავლობაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა - როგორც წესი, ალერგია ბავშვს რამდენიმე დღეში ერთხელ ემართებოდა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ 11 ივნისს წმ. ლუკა მღვდელმთავრის ხსენების დღეა - აი, ასე თავად მოძღვარმა მიგვიწვია თავისთან.

ჩვენ ძალიან გვიყვარს წმ. ლუკა და პატივს მივაგებთ მას."

/მილანა იგოლკინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2024, 10:15 AM

"თუ ვინმეს რომელიმე წმინდანის მიმართ განსაკუთრებული კრძალულება აქვს, ე.ი. წმინდანი მას ამა თუ იმ გზით გულში საიდუმლოდ ესაუბრა. თითოეულ ადამიანს რაღაც მოვლენა აკავშირებს იმ წმინდანთან, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. ეს მოვლენა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, შეიძლება უბრალოც. აი, მაგალითად, როცა კონიცაში ვცხოვრობდი, რადგანაც ბავშვობიდან წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში დავდიოდი, მის მიმართ დიდი კრძალულება მაქვს. წმინდა ბარბარე დამეხმარა სამხედრო სამსახურშიც, როცა კაშირგაბმულობის ნაწილში დამადგინეს მაშინ, როცა განათლება არ მქონდა მიღებული. ასევე დამეხმარა სანატორიუმშიც ფილტვების ოპერაციის მერე. მაშინ ექიმებმა მითხრეს, რომ, როგორც კი ფილტვი გაიწმინდებოდა, მაშინვე მომაშორებდნენ აპარატს, რომელსაც მილების საშუალებით ფილტვიდან წყალი გამოჰქონდა. წესით ხუთ დღეში უნდა დამთავრებულიყო სითხის ამოღება, მაგრამ ოცდახუთი დღე იყო გასული და მილები ისევ შეერთებული მქონდა, რაც ძალიან მტანჯავა. შაბათს, სამ დეკემბერს, ველოდებოდი ექიმებს, რათა ამ მოწამეობისგან გავეთავისუფლებინე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდნენ. კვირა დილით, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ჩემთვის ვთქვი: "წმინდა ბარბარეს დახმარება რომ ნდომებოდა, აქამდე უნდა დამხმარებოდა. ექიმები წასულები არიან, დღეს კვირაა და გამორიცხულია, რომ მოვიდნენ. ახლა ვინ მომაშორებს მილებს?" ამას რამდენიმე უკმაყოფილო სიტყვაც მივაყოლე: "რამდენჯერ ამინთია კანდლები წმინდა ბარბარე ტაძარში, რამდენჯერ ზეთი, კანდლის უღლები მიმიტანია, ვასუფთავებდი და ვაწესრიგებდი ეკლესიას. ახლა ორი მილი ვერ უნდა გამომიღონ?" თუმცა მერე გავიფიქრე: "როგორც ჩანს, წმინდა ბარბარე რაღაცით დავამწუხრე და ამიტომაც არ იზრუნა ჩემზე". ამ დროს მოულოდნელად ხმაური მომესმა: "რა ხდება? ვინმეს რამე შეემთხვა?" - ვქთვი გაკვირვებულმა. მითხრეს ექიმები მოვიდნენო. არ ვიცი, საავადმყოდოს დირექტორს რა მოეჩვენა, დილით ადრიანად ექიმები პალატაში შემოვიდნენ და მითხრეს: "ნაბრძანები გვაქვს, რომ მილები მოგაშოროთ". წმინდა ბარბარეს "არ ესიამოვნა" რომ დავიწუწუნე და უკმაყოფილება გამოვთქვი! ცოტა უნდა დაიწუწუნო კიდეც! თუმცა უკეთესია, არ დაიწუწუნო, რადგან ეს კეთილშობილებას გამოხატავს"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)