IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მამაო, გთხოვთ თუ შეძლებთ აუცილებლად დამეხმაროთ, მამაო, გთხოვთ თუ შეძლებთ აუცილებლად დამეხმაროთ
Tatoo
პოსტი Jan 28 2013, 11:00 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 3-July 12
წევრი № 12,471



მშვიდობა მამაო.
რამდენიმე ხნის წინ (არც ისე დიდი დროის წინ) ფიქრებს ავყევი. ჩემი სკოლის წინ ცუდი სიტუაცია წარმოვიდგინე და ისიც წარმოვიდგინე როგორ ვდებდი აღთქმას და ასე ვამბობდი უფალო იესო ქრისტე დღეს გადამარჩინე და ეკლესიაში შევალთქო თუ რაღაც ამდაგვარს ვფიქრობდი და წარმოვიდგინე სკოლიდან გამოსვლის შემდეგ როგორ გავემართე ეკლესიაში ისიც წარმოვიდგინე როგორ ვასრულებდი ამ აღთქმას ანუ როგორ გადავურჩი განასცდელს და როგორ გავემართე ეკლესიისკენ (მსგავს რაღაცას ვფიქრობდი ზუსტად არ მახსოვს), ამ დროს მგონი ეს სიტყვები რეალობაშიც გადმოვიტანე (ანუ ისედაც ვიმეორებდი თითქოს აღთქმას ვდებდი), გარეგნულად ამ ფიქრებს ვიშორებდი ასე ვიძახდი განვედითქო თუ რაღაც ასეთს მაგრამ შინაგანად ისე ვიყავი თითქოს არ მაწუხებდა წარმოვიდგინე აღთქმას ვდებდი და არც დიდი წუხილი მქონია შინაგანად, პირიქით მგონი განლაღებულიც ვიყავი და არ მადარდებდა აღთქმა. უკვე სინამდვილეში (რეალობაში) როცა სკოლა დამთავრდა და სკოლიდან გამოვედი შევედი ეკლესიაში (ვფიქრობდი აღთქმა მქონდა და იმიტომ) მერე მათემატიკის მასწავლებელთან რომ ვიყავი წამოსვლისას უკანა გზაზე ისევ შევედი ისევ იგივე ეკლესიაში (რომელიც წარმოსახვაში მქონდა ანუ როცა იმ ზევით დაწერილ ფიქრებს ვფიქრობდი ის ეკლესია წარმოვიდგინე), მერე ინგლისურის მასწავლებელთან ვიყავი და უკანა გზაზე სხვა ეკლესიაში შევედი და იმ ეკლესიაში რომელიც წარმოდგენილი მქონდა იქ ვერ შევედი ეკლესია დაკეტილი იყო მაგრამ ეკლესიის ეზოში შევედი). და მე მაინტერესებს ასეთი ფიქრი როცა ასეთ სიტყვებს იმეორებ (არ მახსოვს ზუსტად ფიქრში ვიმეორებდი თუ რეალობაშიც გადმოვიტანე როგორც მახსოვს რეალობაშიც გადმოვიტანე და გავიმეორე ასეთი სიტყვები) გარეგნულად თითქოს ებრძვი ხოლო შინაგანად თითქოს ეთანხმები და გიხარია და გგონია აღთქმას დებ და არც გაქვს საწინააღმდეგო დამოკიდებულება შეიძლება რომ ასეთი ფიქრი აღთქმაში ჩამეთვალოს და თუ ჩამეთვალა ზევით რაც დავწერე იმის მიხედვით აღთქმის დარღვევაში ჩამეთვლება?
ჩემმა მოძღვარმა მითხრა რომ როცა გგონია რომ აღთქმა გაქვს დადებული სინამდვილეში კი არ გახსოვს ეს როდის და როგორ გააკეთეო ასეთ ფიქრებს ყურადღება არ მიაქციოო. (დაახლოებით ასეთი რაღაც მითხრა) ხოდა თუ ეს აღთქმა არაა მაშინ მოძღვრის კურთხევა დავარღვიე?

წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mama archili
პოსტი Feb 2 2013, 02:45 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 253
რეგისტრ.: 15-February 12
წევრი № 12,059



Tatoo
მშვიდობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა!
საერთოდ ტერმინი-აღთქმის დადება , იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანია , რომ უკეთესი იქნება თუ ძალიან იშვიათად მოიხსენიებთ ხოლმე მას. ასე თუ მოიქცევით ნამდვილად აღარ ჩავარდებით იმ სიტუაციაში როგორშიც ახლა ბრძანდებით თან არანაირი საჭიროება არ იყო ასე ვფიქრობ ამ მომენტში ამისა.
თუ შეგიძლიათ ტაძარში მისვლა , აღთქმის გარეშეც უნდა მიხვიდეთ და თუ ,,არ შეგიძლიათ'' ძალადობა არაა მათლმადიდებლობაში.

და მეორე საკითხი.
მართლმადიდებლობა არაა მათემატიკა რომ ყველა განსაზღვრულ კითხვაზე , წინასწარ განსაზღვრული პასუხი მივიღოთ.
მაგ: თუკი ფორუმზე არის კითხვა -შესაძლებელია თუ არა ნათლიების შეუღლება , ამაზე შეგვიძლია საეკლესიო სამართლის მიხედვით ვიმსჯელოთ. მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები , რომელზე სასაუბროდაც აუცილებელია მოძღვართან ცოცხალი ურთიერთობა და არა ვირტუალური ქსელიდან.
მოძღცარი გყლიათ და უფრო კარგი იქნება თუ სერიოზულ საკითხებს ცოცხალ ურთიერთობაში განიხილავთ მასთან და არა უცნობ პიროვნებასთან ვირტუალურ სივრცეში , ხოლო თუ მოძღვართან ბოლომდე გახსნილი არ ხართ , მაშინ ან სხვა სასულიერო პირი უნდა მოძებნოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი