IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ ახარა მენელსაცხებლე დედებს, მაცხოვრის აღდგომა?
კანონისტი
პოსტი Jan 4 2009, 06:35 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



წმინდა სახარება ასე აღწერს აღდგომის ამბებს:

მათე და მარკოზი აღწერენ, რომ დედებმა ერთი ანგელოზი იხილეს:
ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის.
და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა.
ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.
ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი.
მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ.
არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი.
ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ.
(მთ. 28;1-7)

და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად.
და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
(მკ. 16; 4-6)

ლუკას კი უწერია ორზე, თუმცა არ ამბობს "ანგელოზებს", არამედ "ორ კაცს":
და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
არა არს აქა, არამედ აღდგა.
მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
(ლკ. 24; 2-8)

ხოლო იოანე კი ამატებს, რომ ორ ანგელოზთან ერთად უფალიც იხილა:
ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა. და ვითარ ტიროდა, შთახედა საფლავსა მას.
და იხილნა ორნი ანგელოზნი, სპეტაკითა მოსილნი, მსხდომარენი ერთი თავით და ერთი ფერჴით, სადა-იგი იდვა გუამი უფლისა იესუჲსი.
და ჰრქუეს მას ანგელოზთა მათ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ხოლო მან ჰრქუა მათ, რამეთუ აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი.
ესე რაჲ თქუა, მიიქცა გარე და იხილა იესუ მდგომარე და არა უწყოდა, რამეთუ იესუ არს.
ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, რაჲსა სტირ? ვის ეძიებ? მას ეგონა, ვითარმედ მემტილე იგი არს,
(ინ. 20; 11-15)


საინტერესო რამ ამოვიკითხე გუშინ საცისკრო საკითხავში, კერძოდ ის, რაზეც სახარება არ საუბრობს, ანუ ანგელოზთაგან ერთ-ერთი იყო თავად გაბრიელ მთავარანგელოზი:

"მაღლით გარდამოჴდა გაბრიელ ლოდსა მას ზედა, სადა იგი მდებარე იყო ლოდი იგი ცხორებისა და სპეტაკითა მოსილი ეტყოდა მგლოვარეთა მათ დედათა: ნუ სტირთ თქვენ, არამედ დასცხერით გლოვისაგან."
რვახმათა, ხმა 4, ცისკარი კვირისა, დასდებ. შემდგომად მე-2 ფსალმუნებისა, საკითხავი 2
(1998 წ. გამოცემა, გვ. 269)

ალბათ, ეს წმინდა გარდამოცემის საფუძველზე იცის ეკლესიამ...... smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   ვინ ახარა მენელსაცხებლე დედებს   Jan 4 2009, 06:35 PM
KAIROS   გადმოცემით ცნობილ...   Jan 4 2009, 07:46 PM
კანონისტი   KAIROS მხოლოდ გარდამოც...   Jan 4 2009, 07:48 PM
მარიამი   გაბრიელ მთავარანგ...   Jan 4 2009, 07:49 PM
KAIROS   ბულგარელი საერთოდ ...   Jan 4 2009, 07:51 PM
egri3   მაგარი თემა. :) ერთ-ე...   Jan 5 2009, 01:59 PM
S a l l y   egri3 ისე რა მაგი იქნე...   Jan 5 2009, 06:05 PM
KAIROS   სული წინააღმდეგობ...   Jan 6 2009, 03:40 AM
მხევალი ნინო   KAIROS ქართულადაც სცა...   Jan 6 2009, 12:47 PM
KAIROS   ესეც და ესეც, მიღე...   Jan 6 2009, 12:49 PM
მხევალი ნინო   KAIROS კარგი, გასაგებ...   Jan 6 2009, 12:57 PM
KAIROS   შემდეგ მენელსაცხე...   Jan 7 2009, 04:25 AM
მოყვასი   შემდეგ მენელსაცხე...   Feb 15 2009, 03:39 AM
KAIROS   ზემოთ ნახე: გადმოც...   Feb 15 2009, 03:57 AM
მოყვასი   ზემოთ ნახე: გადმოც...   Feb 15 2009, 03:59 AM
KAIROS   :D დაიწყო ამან ისევ :...   Feb 15 2009, 04:01 AM
მოყვასი   კაიროს, არ მინდა აგ...   Feb 15 2009, 04:16 AM
KAIROS   არის სპეციალური თ...   Feb 15 2009, 04:59 AM
მოყვასი   არის სპეციალური თ...   Feb 15 2009, 05:29 AM
დათიკო   KAIROS ძალიან გთხოვ დი...   Feb 15 2009, 11:19 PM
KAIROS   ვღებულობ შენიშვნა...   Feb 16 2009, 05:28 AM
დათიკო   KAIROS მიდის მაგაზე სა...   Feb 16 2009, 01:41 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 12:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი