პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პ ა ტ რ ი ო ტ ი ზ მ ი, “სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია” |
marine |
Mar 15 2022, 08:57 PM
პოსტი
#381
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ მოკვდების საქართველოს სული ძლიერი!"
"კვლავ აღზდგა მკვდრეთით საქართველო ჩანავლებული. რა მოსპობდა სამშობლოს უკვდავს?" /ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ნათელმოსილნი", გვ.113/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 18 2022, 03:43 PM
პოსტი
#382
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველო დაგვიბზარა მათმა [მაჰმადიანთა] გავლენამ"
/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "დედოფალი ბიზანტიისა", გვ.229/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 18 2022, 05:15 PM
პოსტი
#383
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამულს შვილი მისთვის უხარის, გაჭირვებაში დაეხმაროს და მტლად დაედოს"
/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "შურისგება", გვ.408/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 18 2022, 07:54 PM
პოსტი
#384
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- მიყვარს სამშობლო! მავალებს ის: მის კაბადონს ნათელი რამ კვალი გავავლო. მხოლოდ მაშინ ღირს ვიქნები, მკერდს მიმისვენოს!"
/ვასილ ბარნოვი, თხზულებანი, ტ.8, "ჩაშლილი ოცნება", გვ.413/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 27 2022, 09:32 PM
პოსტი
#385
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველი ხალხისათვის ყველაზე უპირველესი და ყველაზე უმაღლესი იყო სარწმუნოება. სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვა-შენახვა იყო უმთავრესი საგანი გარეშე მტერთან განუწყვეტელი ბრძოლისა. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ერი მუდამ მზადა ყოფილა გაეწირა თავი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მთლად ქრისტიანობის გულისთვის. წმიდა სარწმუნოებისათვის თავი დადეს და ეწამნენ ყოველი წოდების წარმომადგენელნი: მეფენი და თავადნი, აზნაურნი, სამღვდელონი, მოვაჭრენი და გლეხნი, სარწმუნოების სიყვარულისა და ერთგულების გამო გადაულახავთ ქართველებს მრავალი განუვალი უფსკრულები, გასულან დიდრონსა და საშიშ მდინარეებს, ასულან მაღალ და მიუვალ მწვერვალებზე, დაუპყრიათ და დაურღვევიათ უძლეველნი სიმაგრენი, დაუთმენიათ მრავალი შიმშილი, წყურვილი, სიცივე და ასე თავიანთ სამშობლო ეკლესიისა და საყვარელი მამულისათვის აუცილებიათ განსაცდელი!!!"
/ეპისკოპოსი გაბრიელი "სულიერი მდელო" გვ.58/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 2 2022, 05:33 PM
პოსტი
#386
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტიანული რელიგიის გარეშე თითქოს, სამშობლოს სიყვარულიც კი უფერულდება, რადგან "ღვთისა და მოყვასის ქრისტიანული სიყვარულიდან გამომდინარეობს მთელი სიცხადით სამშობლოს სიყვარული".
/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 24/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2023, 09:08 PM
პოსტი
#387
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სანამ ჯერ კიდევ გვმართავს წადილი,
რომ შევეწიროთ მშობლიურ მიწას, საქართველოსთვის ერთხელ სიკვდილი დაუსრულებელ სიცოცხლეს ნიშნავს" /ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 1 2023, 08:46 PM
პოსტი
#388
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც შენს სამშობლოს უჭირს, შენი სიმდიდრე ნულია, როდესაც შენი სამშობლო კეთილდღეობაშია, მაშინ შენი სიმდიდრეც საგანძურია..."
/მონაზონი ვერონიკა "კარიბჭე" N3, 2023, გვ.34/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 18 2023, 08:48 PM
პოსტი
#389
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"...მათში [წიგნებში] სამშობლოს ტკივილიანი ფურცლებია ჩაკეცილი..."
/"ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2023, 08:46 PM
პოსტი
#390
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს გაბრწყინება ჩვენი გულებიდან იწყება!"
/დეკ. იაკობ უშიკიშვილი "ქაროზი" N80, გვ.2020, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 17 2023, 08:37 PM
პოსტი
#391
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1907 წელს [ეპისკოპოს ალექსი (გერსამიას)] მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა წვრილშვილი. შვილებისთვის დედაც თვითონ იყო და მამაც - სამი შვილი, პარასკევა, დომინიკე და დავითი მარტომ დაზარდა - თავად ბანდა, ახვევდა, აჭმევდა და მოგვიანებით ძალიან კარგი განათლებაც მიაღებინა.
ნათელა გერსამია, ეპისკოპოს ალექსი გერსამიას შვილიშვილი, ჰყვებოდა: - ბაბუამ მართლაც მარტომ დაზარდა შვილები, უმძიმესი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა - სამივემ განათლება პეტერბურგში მიიღო... ჰოდა, ერთ დღესაც ამ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოდან ამანათი მიიღეს, ეგონათ, უფრო ზუსტად, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მამამ სასუსნავი გამოუგზავნა, მაგრამ რომ გახსნეს, სახტად დარჩნენ, - ყუთში ჩვენებური მიწა და მასზე ამობიბინებული იები დახვდათ" /"თვენი", წიგნი 23, გვ.98/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 20 2023, 05:18 PM
პოსტი
#392
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამშობლო ტკბილია, სამშობლოს ჰაერი სულ სხვაა, აქ მზე და მთვარეც სულ სხვაა და ჩვენი ბუნებაც განსაკუთრებულია!"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II "საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2023, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 17 2023, 11:27 AM
პოსტი
#393
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ისტორიულად ქართველი ადამიანის ცხოვრების უმთავრესი აზრი და შინაარსი იყო: ღმერთი და სამშობლო.
თუ სკოლაში მოზარდ თაობას ღვთისა და სამშობლოსადმი, ღვთისა და მოყვასისადმი თავგანწირული, თავდადებული სიყვარულის - ქრისტიანული სიყვარულისა და მათდამი მსახურების სულისკვეთებით არ აღვზრდით, მაშინ რა იქნება მომავალი თაობების ცხოვრების მთავარი აზრი, შინაარსი და მიზანი?! როგორი იქნება მრავალქარტეხილგამოვლილი ჩვენი ქვეყნის მომავალი, თუ მისი შვილები უსამშობლო ცნობიერების მქონე არარელიგიურ, არაეკლესიურ თუ, საერთოდ, ათეისტურად მოაზროვნე, მხოლოდ საკუთარი თავის მოყვარე ეგოისტ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან?" /აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.492/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 29 2023, 09:55 PM
პოსტი
#394
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აგრეთვე ქართველი ერისთვის ცნობილია ისიც, რომ 2023 წელი საქართველოს ეკლესიამ მიუძღვნა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, აღსაყდრებიდან 45-ე და დაბადებიდან 90-ე საიულეო თარიღების საგანგებოდ აღნიშვნას. ჩვენი მხრიდან წმიდა გიორგის ტაძრის სახელით ამ საქმეში საკუთარი წვლილი საკვირაო სკოლის დაარსებით გამოვხატეთ.
შემთხვევითობას ვერ მივაწერთ იმ ფაქტს, როდესაც ვხედავთ ღვთის განგებასა და მის კეთილ ნებას, როცა საკვირაო სკოლის პედაგოგის, ბატონი ლექსო გელაშვილის მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილი, სათაურით "სამშობლოსმცოდნეობა" შედგა გამორჩეულად წმიდა დღეს, როდესაც ეკლესიის კალენდარი იუწყებოდა, კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა 300 არაგველთა, და სასულიერო და საერო პირთა ხსენებას. დიახ, ღვთის განგებამ და მისმა ნებამ დალოცა და აკურთხა საკვირაო სკოლის დაარსების დღე, სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილთა ხსენების ჟამს. ყველასათვის ცნობილია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლისთვის, ვინ არის მასწავლებელი. ბატონი ლექსო გელაშვილი გახლავთ პიროვნება, რომელსაც ჰყავს მსმენელთა ფართო აუდიტორია, როგორც ახალგაზრდებისა, ასევე უფროსი თაობებისა. იგი არის საზოგადოებისთვის ცნობილი დოკუმენტური ფილმების (უმეტესად საეკლესიო თემაზე) სტუდია "გუთნის" დამფუძნებელი და "სამშობლოსმცოდნეობის" პედაგოგი, რომელმაც სწორედ თავისივე ავტორობით შექმნილი ფილმების საფუძველზე შეადგინა სახელმძღვანელო "სამშობლოსმცოდნეობა". /"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2023, გვ.18/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 11 2024, 05:49 PM
პოსტი
#395
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!"
/საქართველოს პრეზიდენტი "საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2023, გვ.11/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 07:16 PM
პოსტი
#396
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესია და სამშობლო განუცალკევებელია! ამიტომაც საქართველოს მომავალს მხოლოდ ეკლესიის წიაღში ვხედავ. ეკლესიის გარეთ მყოფი გენეტიკურად ქართველი ადამიანი ერთგულიც რომ იყოს მეგობრისა, ასევე სამშობლოსი, მაგრამ - არა ღმრთისა, მაშინ ამ ურთიერთობას, თუნდაც მეგობრობას, პერსპექტივა არ ექნება. ზოგიერთისთვის საქართველო და მართლმადიდებლობა ისტორიული გაგებითაც იგივეობრივი მცნებებია. რაც ჩვენს ქვეყანაშია, იმ პრობლემებთანაა გადაჯაჭვული, რაც ჩვენს ეკლესიაში გვხვდება. ასეთი აზრი განსაკუთრებულად იერარქიაში მყოფ ადამიანებს არ სიამოვნებთ ხოლმე.
...და მაინც ვფიქრობ: თუ ეკლესია არ იქნება ჯანსაღი სულიერი გაგებით, ვერც ერში იქნება ჯანსაღი მდგომარეობა. აუცილებელია ეს ესმოდეთ იმ ადამიანებს, ვისაც საქართველოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პრეტენზია აქვთ" /დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.80/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 7 2024, 07:45 PM
პოსტი
#397
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ სოფლად რომ ვცხოვრობთ, ჩვენს გარშემო არსებული რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ: რა მდგომარეობაშია დღეს ზოგადად სამყარო და კონკრეტულად ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ოჯახი, ჩვენი გარემოცვა. უნდა გვიყვარდეს სამშობლო, ოჯახი, ეკლესია, ჩვენი ეკლესია. მათი სიყვარული დედამიწის სიყვარულსაც ნიშნავს"
/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.79/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 8 2024, 10:39 AM
პოსტი
#398
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს ლაზარედ მოიაზრებენ. უფალმა აღადგინა ლაზარე, უფალო, შეგთხოვთ მონანი შენნი აღადგინე და ააღორძინე საქართველო და დაიფარე იგი ყოველივე ბოროტისაგან"
/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, "ბოროტს სიკეთით დავძლევთ", გვ.102/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 3 2024, 05:30 PM
პოსტი
#399
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღეს ხალხებისა და ქვეყნების გეოგრაფიული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეინიშნება. მაგრამ ღმერთი ადამიანისაგან, უპირველეს ყოვლისა, შინაგან თავისუფლებას მოელის - მის გათავისუფლებას ცოდვებისაგან, ვნებებისაგან, ბოროტი საქმეებისაგან, რაც ადამიანს ღვთისაგან აშორებს და მხოლოდ შემდეგ - გეოპოლიტიკურ თავისუფლებას. როდესაც ადამიანი ყოველივე ნეგატიურისაგან გათავისუფლდება, ის დამოუკიდებელი სამშობლოს შექმნასაც შეძლებს. და თუკი ადამიანი ცოდვებისა და ვნებების ტყვეობაშია, მაშინ ის თავის სამშობლოსაც მონად აქცევს და მას თავის მსგავსად გამოუსადეგარს გახდის"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი "მრევლი" N225, 2022, გვ.31/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 16 2024, 01:21 PM
პოსტი
#400
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ დავითიანნი ვართ! "დავითი" ნიშნავს ღვთისაგან შეყვარებულს. ჩვენ ვუყვარვართ უფალს, მიუხედავად მრავალი სისუსტეებისა. მადლის კეთებაც ვიცით, ცოდვაშიც ვვარდებით, მაგრამ მერე ისევ ვდგებით და კვლავ გზას განვაგრძობთ და ისევ სიკეთეს ვაკეთებთ. ამიტომ გამოითქვა მოწოდება ერისადმი: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!" ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ბედნიერება უცხოეთში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ ჩვენივე სამშობლოში. გახსოვდეთ, ჩვენ ბედნიერნი ვიქნებით მხოლოდ საქართველოში! აქ არის ჩვენი ფესვები, აქ არის ჩვენი წინაპრების ძვლები და იმედი მაქვს, რომ უცხოეთში წასული ქართველი ხალხი კვლავ დაბრუნდება"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "საპატრიარქოს უწყებანი" N15, 2024 წ. გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი