ანტივირუსები, AntiViruses |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტივირუსები, AntiViruses |
აბე |
Jan 9 2009, 12:39 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ანტივირუსებზე უამრავი თემებია გახსნილი ქართულ ფორუმებზე. ერთი პერიოდი მოდაში იყო თემები Kaspersky vs NOD32, Kaspersky vs Avast! და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, NOD32 და Kaspersky მაინც ყველაზე პოპულარულ ანტივირუსებად რჩება. თუმცა დღეს რომელია პოპულარული, ამას გამოკითხვა აჩვენებს.
რატომ გავხსენი ეს თემა? იქნებ ზოგიერთს არ კი აქვს გაგონილი, რომ ვირუსებთან და ხაკერებთან ისევ ხაკერები იბრძვიან ვირუსებით. ალბათ გაგახსენდათ იმ წამლის რეკლამა "მეგობარი ბაქტერიები და მავნე ბაქტერიები" თუ რაღაცა ამდაგვარი რომ იყო... ვინც არ იტყვით გეტყვით, რომ ხაკერები არიან პროგრამირებაში გარკვეული ხალხი, რომლებიც წერენ ვირუსებს და ავრცელებენ ქსელში. არსებობენ მეორე კატეგორიის ხაკერებიც, ე.წ. "თეთრი ხაკერები" რომლებიც "შავ ხაკერებს" ებრძვიან. და როგორ ებრძვიან? როგორც ექიმები ეპიდემიებსა და ვირუსებს ებრძვიან ვაქცინით, ასევე "თეთრი ხაკერები" ამზადებენ "ვაქცინას" და გვიგზავნიან ჩვენ აფდეითის (Update) სახით. როდესაც ჩვენი ანტივირუსი Update-ს იკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებულია ინტერნეტში ვირუსი და მისი საწინააღმდეგო ფაილები ("ვაქცინები") მივიღეთ. როგორც ექიმის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ ვირუსით დაავადებამდე, აქაც, update უნდა მივიღოთ, სანამ ჩვენს კომპიუტერში შემოსულა ვირუსი. -და როგორ მოვახერხოთ ეს? -ჩვენ დიდი არაფერი შეგვიძლია, გამოცდილი "ვაქცინოლოგების" შერჩევის გარდა. თუ იმ ლაბორატორიაში, რომლის პროდუქტიც(ანტივირუსის პროგრამა) გვაქვს, მუშაობენ ძლიერი სპეციალისტები, ისინი შეძლებენ დროულად დაწერონ ვირუსის გამანეიტრალებელი(რომელსაც Update-ს საშუალებით მივიღებთ), რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ შევებრძოლოთ და გავუმკლავდეთ ახალ ვირუსს. თუ ეს სპეციალისტები ამას გააკეთთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე შეგვეყრება ვირუსი, გაძნელდება შედეგის გამოსწორება. აქედან გამომდინარე, ალბათ ხვდებით, რომ თუ თქვენ გიყენიათ ანტივირუსი, რომელიც უვარგისი username-სა და Password-ის გამო update-ს ვერ იღებს, ის ვერ შეძლებს ახალ ვირუსებთან ბრძოლას. აი რამდენს შრომობენ, რომ ჩვენ დროულად მივიღოთ update და ჩვენ მხოლოდ ვირჩევთ, ვირუსებთან მებრძოლ რომელ გუნდს ვენდოთ, რომელია უფრო პროფესიონალებით დაკომპლექტებული და რომელს შესწევს ძალა დროულად აღმოაჩინოს ქსელში ახალი ვირუსები. სულ ეს იყო, რისი დაწერაც მინდოდა ინფორმაციის სახით. ასეა თუ ისე დღეს მაინც გადაუჭრელია პრობლემა "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე თავად ვინდოუსების გადაყენებაზე გამოძახებებზე დავდივარ და სულ მეკითხებიან, "რომელი ანტივირუსია საუკეთესო?". მე კი ვპასუხობ: "ყველა ერთი ნაგავია". ამით თავიდან ვირიდებ სუბიექტურობას და არ ვრისკავ ასეთი გადაუჭრელი საკითხის გადაჭრას. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და თუ შეგიძლიათ დაახასიათეთ ანტივირუსები... აბა ქვენ იცით, წავედი მე -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
kato_Bato |
Jan 9 2009, 12:40 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
NOD32
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
llaasshhaa |
Jan 9 2009, 12:43 PM
პოსტი
#3
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
მაგარი თემაა
კასპერსკის ბოლო ვერსია მაქ მშვენიერია -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
sergi_glaxa |
Jan 9 2009, 12:51 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ახლა მაკიდან ვპოსტავ და სულ არ ჭირდება მაკს ანტივირუსი შეიძინეთ მაკი და დაისვენებთ )
|
ნათია |
Jan 9 2009, 12:54 PM
პოსტი
#5
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ახლა McAfee მაქვს, ნოდი მქონდა და არ მომეწონა....
მოკლედ, კასპერსკი ყველაზე მაგარია, მაგრამ თუ კომპი ძლიერი არ არის ანელებს ნამეტანი ახლა მაკიდან ვპოსტავ და სულ არ ჭირდება მაკს ანტივირუსი შეიძინეთ მაკი და დაისვენებთ ) რეკლამა ფულია გენაცვალე -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
აბე |
Jan 9 2009, 01:19 PM
პოსტი
#6
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ახლა მაკიდან ვპოსტავ და სულ არ ჭირდება მაკს ანტივირუსი შეიძინეთ მაკი და დაისვენებთ ) ჩემი მოსაზრებით მაკს ლინუქსი ჯობია. არც ფული არ დაგეხარჯება კომპის ყიდვაზე. პირდაპირ PC-ზე დააყენებ ლინუქსს და ეგ არის... არც ლინუქსში გვაწუხებს ვირუსები -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
orthodox-georgia |
Jan 9 2009, 01:20 PM
პოსტი
#7
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ციტატა AVG ყოველგვარი პრობლემების გარეშე მუშაობს. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
sergi_glaxa |
Jan 9 2009, 01:25 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
|
k@the |
Jan 9 2009, 01:40 PM
პოსტი
#9
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
Avast!
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
di_onise |
Jan 9 2009, 01:50 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
კასპერა ლიცენზიით
sergi_glaxa ციტატა ია მილიანერ გლახა ხინკალზე გვეპატიჟება |
sergi_glaxa |
Jan 9 2009, 02:12 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
|
აბე |
Jan 9 2009, 02:14 PM
პოსტი
#12
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე არ მაქვს ფულის პრობლემები ია მილიანერ ერთი კარგი Mac მიყიდე რა... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
BOO |
Jan 9 2009, 02:25 PM
პოსტი
#13
|
ბუუუუ ჯგუფი: Members პოსტები: 1,602 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 967 |
რავი მე პანდა მაქ და კმაყოფილი ვარ
|
დათიკო |
Jan 15 2009, 10:57 PM
პოსტი
#14
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
sergi_glaxa
ციტატა ახლა მაკიდან ვპოსტავ და სულ არ ჭირდება მაკს ანტივირუსი შეიძინეთ მაკი და დაისვენებთ ) მომე 2500 დოლარი და ვინც არ იყიდოს რა ისე, მეც მაქვს ვაშლი |
ანანო |
Jan 15 2009, 11:03 PM
პოსტი
#15
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
სექტემბრიდან მოყოლებული არც ერთი არ მაქვს
მე კასპერი მომწონს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ტარზანა |
Jan 15 2009, 11:05 PM
პოსტი
#16
|
ლაბლაბო... ჯგუფი: Members პოსტები: 2,179 რეგისტრ.: 20-October 08 მდებარ.: ჯუნგლი... წევრი № 5,828 |
ციტატა Dr.Web [ 1 ] [4.55%] ჩემს მეტი არავინ ხმარობს -------------------- გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
|
თათარაშვილი |
Jan 15 2009, 11:13 PM
პოსტი
#17
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
Kaspersky Internet Security 2009 ს ვიყენებ სახლში... სამსახურში ეხლა ლიცენზირებულ Kaspersky 6.0 ს ვაყენებთ ვორქსთეიშანს (Fაიარვოლი მოყვება)....
Dr.web მომწონს ძალიან, განსაკუთრებით Cure it დაინსტალირება არც ჭირდება, დაჟე მამენტ კასპერსკივით ვენდობი.... ხოდა ნოდარიკოს რაც შეეხება, ანტივირუსებში გადის ეგეც? |
*ana* |
Jan 15 2009, 11:23 PM
პოსტი
#18
|
Gothic, it's inside ჯგუფი: Members პოსტები: 1,163 რეგისტრ.: 10-October 08 მდებარ.: in your nightmare წევრი № 5,793 |
ციტატა Avast! Antivirus არც ისე კმაყოფილი ვარ -------------------- Metal power
|
subterranean |
Jan 16 2009, 01:29 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
kaspersky 9.0 სუპერ რამეა, ერთი პერიოდი nod32 მქონდა მაგრამ ნაჰ
|
Giorgi- |
Jan 16 2009, 10:19 AM
პოსტი
#20
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ისე kaspersky 2009 (ორიათასმოცხრო) ვერსიას თუ მაშოვნინებთ სადმე, აფდეითის დროს ლიცენზია რომ არ მომთხოვოს, ტროიანები და მაიმუნობები რომ დაიჭიროს და რაც მთავარია მოერიოს ძალიან დამავალებთ
nod-არას რაც შეეხება ეგ არც ანტივირუსია და შესაბამისად არც რესურსები მიაქვს ოპერატიულიდან, თავისთვის აყენია და აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს, ვისაც nod-ი გაქვთ კასპერსკი დააყენეთ და ნახავთ რამდენს დაიჭერს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი