IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერი ბრძოლა, ავხსნათ თუ რაში გამოიხატება,გავუზიაროთ გამოცდილება
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 08:43 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



უპრველესად ,მთავარია არჩევანი და ბრძოლა შემდექ იქნება.


ყოველი ცუთი ეს არის ბძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის!
მთავარია სად დგახარ შენ და რას აკეთებ?
დანებდი?...
რით ებრძოლები?
რისი იმედი გაქვს?
რა მიზანი გაქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 30 2007, 08:50 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დამლოცეთ მამაო.

სულიერი ბრძოლისას ნიშანდობლივია რამდენიმე მომენტი, აბსოლუტური უნდობლობა საკუთარი თავისადმი და სრული სასოება.. როცა ადამიანი ცოდვებთან ბრძოლაში დაღლილი აცნობიერებს რომ საკუტარი ძალით არაფერი შეუძლია და ასე ვთქვათ ბრძოლისთვის მოიწვევს მას - ვისაც ეს ნამდვილად შეუძლია - ღმერთს.

მაგრამ უნდობლობა და სასოება ვერაფრით წაადგება ჩვენს სულს თუ ის ზურგგამაგრებული არ იქნა განუწყვეტელი დიალოგით ქრისტეს პიროვნებასთან და ზეციურ ეკლესიასთან, თუ ის მუდმივ კავშირში არ იქნა - განმაცხოველებელ მადლთან და მზრდელ საწყისებთან...

გვინდა ვიყოთ ბედნიერები? - ჯერ თავშეკავება ვისწავლოთ smile.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 30 2007, 08:57 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მნათე,

კარგად გიწერია, მაგრამ მე მგონი ყველასთან არ მუშაობს საკუთარი თავის უნდობლობის "კრიტერიუმი", უკუშედეგს იძლევა და პირიქით, უსასოობაში აგდებს. ეს იმ შემთხვევაში, თუ შენ ის იგულისხმე რაც მე smile.gif ანუ, როცა მე არ ვენდობი თავს რომ შევძლებ დავდგე უფლის გზაზე, უფრო მეტი დრო და ძალისხმევა მჭირდება ამ მიზნის მიღწევისათვის.

მოგვიანებით მაგალითს დავწერ საკუთარი გამოცდილებიდან.

ღმერთმა გაგახაროთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 09:05 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



რისი დათმენა შეიძლება და რისი არა?
და საერთოდ უნდა დაითმინოს თუ........

ალბათ ზოგს ბრძოლა სართოდ არ აქვს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 30 2007, 09:05 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რისი დათმენა შეიძლება და რისი არა?
და საერთოდ უნდა დაითმინოს თუ........


უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ დათმენაში?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 30 2007, 09:08 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მამაო დაგვლოცეთ,

მე კარგად არ ვიცი საეკლესიო ტერმინოლოგია ქართულად და თუ რამე შეცდომით ვთქვი მომიტევეთ.

ჩემი აზრით უნდა დავითმინოთ შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ. მაგრამ როცა ვმარხულობთ მე მგონი ეს დათმენა არ უნდა იყოს,ამას შეგნებულად ვაკეთებთ, მაგრამ "გიყვარდეს მტერი შენი" ამის შესასრულებლად მე პირადად დათმენა მიხდება sad.gif

ამასწინათ რუკუმიის მონასტერში ვიყავი ბოლოს,და იქ სანთლები ავანთე,ვილოცე, ბოლოს გადავედი "მაჭირვებელთა ჩემთაზე", და ვამბობ გულში ამყოფე კარგად, მიუტევე ჩემს ერთად და: "მიეცი საცხოვრებელი თხოვაი მათი"<- აი ამაზე კი გავიჭედე, სიტყვით კი არა გულის , გონების სიტყვითაც გამიჭირდა , ენა დამება გულისაც კი, რამეთუ მათი საცხოვრებელი თხოვნა ჩემი უბედურებაა...ბოლოს კი შევთხოვე უფალს პატიება და რარაცნაირად ამ მეთოდით: უფალო, უკეთ იცი დავასრულე და გამოვედი ცრემლიანი. ჩემი აზრით ეს დათმენაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 09:09 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



შეიზლება ისეც რომ ზოგჯერ არასაკამათო თემაზე პასუხის(რომელიც რატომღაც საკამათო ხდება) არ მიცემა და დათმენა გამოსავალია,ეს ისე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 30 2007, 09:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნიკოდიმოს მთწამინდელი, მტავარ ასპექტებს ფერებით გამოვყოფ:

არასოდეს დაუჯერო და მიენდო საკუთარ თავს


საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ. ღრმად ჩაიბეჭდე ეს გულსა და გონებაში.

წინაპართა ცოდვით დაცემის დღიდან, მიუხედავად ჩვენი სულიერ-ზნეობრივი ძალების დასუსტებისა, საკუთარ თავზე მაინც დიდი წარმოდგენისანი ვართ. ყოველდღიური გამოცდილება ძალზე შთამბეჭდავად გვარწმუნებს ამ აზრის სიცრუეში. ჩვენ კი, ხიბლში მყოფნი, ვერ ვგრძნობთ ამას და მაინც მუდმივად გვჯერა, რომ რაიმეს, და თანაც მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენთ. ეს სულიერი უძლურება, ძალზე ძნელად შესამჩნევი და შესაცნობი, ყველაზე მეტად საძულველია ღვთისათვის, როგორც ჩვენი თავნებობისა და თავისმოყვარების უპირველესი გამოვლინება და ყველა ჩვენი ვნების, დაცემისა და უკეთურების წყარო, საფუძველი და მიზეზი. ის ახშობს გონებისა და სულის იმ ერთადერთ კარს, საიდანაც ჩვეულებრივ შემოდის ჩვენში ღვთის მადლი და არ აძლევს მას შიგნით შეღწევისა და დამკვიდრების საშუალებას. და მადლიც უკან იხევს. განა შეუძლია მადლს, დასახმარებლად და განსანათლებლად ეწვიოს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენს, ყოვლისმცოდნეა და სხვის დახმარებას სრულებით არ საჭიროებს? - ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი დემონური სენისა და ვნებისაგან! საკუთარ თავზე მსგავსი წარმოდგენისა და თვითშეფასების მქონეთ უფალი წინასწარმეტყველის პირით ასე კიცხავს: ვაი ბრძენკაცებს თავიანთ თვალში და გონერთ თავიანთი ჭკუით! (ეს.5,20) მოციქულიც ამიტომ შეგვაგონებს: ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი (რომ, 12,16).

სძულს რა ეს ბოროტი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამავე დროს, ღმერთს ისე არაფერი უყვარს ჩვენში, როგორც გულწრფელი შეცნობა საკუთარი არარაობისა; სრული რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ რაც კეთილია ჩვენს ბუნებასა და ცხოვრებაში, მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს, როგორც ყველივე სახიერის წყაროდან; რომ ჩვენგან არ შეიძლება წარმოიშვას რაიმე ჭეშმარიტად კეთილი გულისსტიყვა ან საქმე. ამიტომ ღმერთი თავად ზრუნავს, რომ თავის საყვარელ მეგობართა გულებში ჩათესოს ეს ზეციური თესლი. აღაგზნებს, განაღვიძებს მათში თვითუარყოფას და საკუთარი თავის უნდობლობას განუმტკიცებს. ეს ზოგჯერ მადლმოსილი ზემოქმედებითა თუ შინაგანი გასხივოსნებით ხდება, ზოგჯერ გარეგანი დარტყმებითა და ჭირთათმენით, ზოგჯერ მოულოდნელი და თითქმის გადაულახავი განსაცდელებით, ზოგჯერ კი სხვაგვარად, რაც ჩვენთვის ხანდახან მიუწვდომელია.

მართალია, ჩვენში ღვთისგანაა ჩადებული, არ მივენდოთ საკუთარ თავს და არ ველოდოთ მისგან რაიმე სიკეთეს, მაგრამ ჩვენი მხრივ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამგვარი მდგომარეობის მოსაპოვებლად, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ძალგვიძს და რაც ჩვენს ხელთაა. და აქ, ძმაო, მოგცემ ოთხ რჩევას, რომლის საშუალებით და ღვთის შეწევნით შეძლებ საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა მოიპოვო, ანუ მიაღწიო იმას, რომ არასოდეს გქონდეს თავის იმედი.

ა) შეიცანი საკუთარი არარაობა და მუდამჟამს გახსოვდეს, რომ თავად არ ძალგიძს კეთება რაიმე სიკეთისა, რის გამოც ცათა სასუფევლის ღირსი იქნებოდი, უსმინე, რას ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მამები: პეტრე დამასკელი გვარწმუნებს: არაფერია საკუთარი უძლურებისა და უმეცრების შეცნობაზე უკეთესი და არაფერია უარესი, ვიდრე ამის არშეცნობა (ფილოკალია; გვ.611). წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სათნოების საფუძველს ადამიანური უძლურების შეცნობა წარმოადგენს (ფილოკალია; გვ.403). წმიდა იოანე ოქროპირი ირწმუნება, რომ მხოლოდ მან იცის საკუთარი თავი ყველაზე უკეთ, ვინც ფიქრობს, რომ არარაა.

ბ) ამგვარი ნიჭი ღვთისგანაა, ამიტომ მდაბლად და სითბოთი ილოცე და ყველაფერში მას შესთხოვე შემწეიბა. და თუ გსურს მისი მიღება, თავდაპირველად თავი დაირწმუნე, რომ არათუ გაქვს საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენა, შენ თავად მისი მოხვეჭაც არ ძალგიძს. შემდეგ კი ღვთის დიდებულების წინაშე გაბედულად მდგომი ოდნავადაც არ შეეჭვდე, რომ ნამდვილად გახდები მისი მფლობელი. გჯეროდეს, უსაზღვროდ სახიერი უფალი, როდესაც მოისრვებს, აუცილებლად დაგაჯილდოვებს ამგვარი შემეცნებით.

გ) შეეჩვიე, ყოველთვის გეშინოდეს და უფრთხოდე იმ მრავალრიცხოვან მტერს, რომელსაც მცირე ხნითაც ვერ გაუმკლავდები. გეშინოდეს მისი გამოცდილებისა, რომელიც ჩვენთან ხაგრძლივი ბრძოლით შეიძინა, მისი მზაკვრობისა და ხაფანგისა, ნათლის ანგელოზად გარდასახვისა, იმ ურიცხვი მახისა და მანქანებისა, სათნოებების მოხვეჭის გზაზე უჩუმრად რომ გვიგებს.

დ) თუ ცოდვით დაეცემი, შეეცადე, რაც შეიძლება სწრაფად დაინახო და შეიმეცნო საკუთარი უძლურება. ღმერთმა ამიტომაც მოუშვა შენზე განსაცდელი, რომ შენი მცირეოდენი სისუსტეების გამო არა მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილს შეეჩვიო, სხვათაგანაც აბუჩად აგდება ისურვო. იცოდე, ამგვარი სურვილის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავისადმი იმ სათნომყოფელი უნდობლობის, საკუთარი თავის არად ჩაგდების აღმოცენება და შესისხლხორცება, რაშიც ჭეშმარიტი მორჩილების საფუძველი და საწყისი ძევს და რაც თავადვე წარმოადგენს საკუთარი თავის უძლურებისა და არსაიმედოობის შეცნობის საწყისს.


ახლა ყველა მიხვდება, რაოდენ აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა მისთვის, ვისაც ზეციურ ნათელთან ზიარება სწადია. ამაყები და თავდაჯერებულები ღვთის მადლს, ჩვეულებრივ, დაცემის გზით მიჰყავს ამგვარ შემეცნებამდე. სამართლიანად უშვებს მათზე იმ ცოდვას, რომლისგან დაცვაც, მათი აზრით, თავადაც კარგად შეუძლიათ. ხოლო როდესაც თავიანთ უძლურებას შეიცნობენ, უკვე ვეღარასოდეს ბედავენ საკუთარი თავის ნდობას.

მართალია, ეს საშუალება ძალზე ქმედითია, მაგრამ მთლად უსაფრთხო არ გახლავთ. უფალი მხოლოდ მაშინ სარგებლობს მისით, როდესაც სხვა დანარჩენ, უფრო მსუბუქ და იოლ საშუალებებს, რომლებიც ვახსენეთ, ადამიანი თვითშემეცნებამდე ვერ მიჰყავს. მაშინ კი, პიროვნების სიამაყის, თავის თავზე დიდი წარმოდგენისა და თავდაჯერებულობის მიხედვით, საბოლოოდ დაუშვებს ხოლმე დიდ თუ მცირე შეცოდებას. ასე რომ, სადაც არ არის თავდაჯერებულობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, იქ არც ჭკუისსასწავლი დაცემაა. ამიტომ, როდესაც შესცოდავ, შენი გულისსიტყვები მაშინვე სიმდაბლით მიმართე თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის დამამდებლებელი აზრისა და გრძნობისაკენ; დაუცადებელი ლოცვით შესთხოვე უფალს, ჭეშმარიტი ნათელი მოგმადლოს საკუთარი არარაობის შესაცნობად და გულში საკუთარი თავისადმი უიმედობის განსამტკიცებლად, რათა კვლავ იგივე ან უფრო მძიმე და საშინელ ცოდვაში არ ჩავარდე.

ერთსაც დავუმატებ, როდესაც ვინმე არა მარტო შესცოდავს, არამედ რაიმე უბედურება და გასაჭირი, მძიმე და ხანგრძლივი ხორციელი ავადმყოფობა ეწვევა, უნდა შეიგნოს, რომ საკუთარი უძლურების შესაცნობად და დასამდაბლებლად იტანჯება. საბოლოოდ სწორედ ამ მიზნით დაიშვება ღვთისგან ჩვენზე ნებისმიერი განსაცდელი - სატანის, ადამიანებისა თუ ჩვენივე დაცემული ბუნების მეშვეობით. წმიდა მოციქული პავლეც ამ მიზანს ხედავდა იმ განსაცდელებში, რომლებიც ასიაში შეხვდა და ამიტომ ამბობდა: მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ მხოლოდ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს (2 კორ.1,9)

ამასაც დავძენ: ვისაც სურს, საკუთარი უძლურება რეალური ყოფა-ცხოვრებიდან შეიცნოს, შეეცადოს, თუნდაც ერთი დღით თვალყური ადევნოს საკუთარ გულისსიტყვებს, სიტყვებსა და საქმეებს - რაზე ფიქრობდა, რას ამბობდა, რას აკეთებდა. აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მისი ფიქრების, სიტყვებისა და საქმების დიდი ნაწილი ცოდვილი, არასწორი, უკეთური და უგუნური იყო. ასეთი გამოცდილება მიახვედრებს, თუ რამდენად მერყევი და უძლურია. ამგვარი შეგნება კი, თუ გულწრფელად სურს თავისთვის სიკეთე, იმ შეგრძნებამდე მიიყვანს, თუ რამხელა უგუნურებაა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ელოდო რაიმე სიკეთეს და მისი იმედი გქონდეს.

ციტატა
შეიზლება ისეც რომ ზოგჯერ არასაკამათო თემაზე პასუხის(რომელიც რატომღაც საკამათო ხდება) არ მიცემა და დათმენა გამოსავალია,ეს ისე


მშვიდობა დიდი რამ არის, როცა ის ჭეშმარიტებასთან თანაარსებობს მამა ირაკლი, კიდევ ერთხელ კრძალვით ვითხოვ დალოცვას smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 09:14 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



დილიდან ბრძოლა სად იწყება ხოლმე?
შინაურებისაგან უფრო გიჭირთ დათმენა თუ უცხოთაგან?
წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის ეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alilo
პოსტი Oct 30 2007, 09:16 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 303
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,393



დამლოცეთ მამაო

ნება მომეცით თქვენს მიერ გახსნილ თემასი ჩემი აზრიც გამოვთქვა.საერთოდ ქრისტიანულ ცხოვრებაში როდესაც ცოდვა ებრძვის ადამიანს,პირადი მცირედი გამოცდილებიდან იგი ხვდება რო ცუდია და არ ემორჩილება თავის თავზე მოვლენილ ცოდვას და მოუხმობს უფლას, რათა უფალი შეეწიოს მას და განაშაროსო იმ მოვლენილ ცოდვას, მაგრამ როგოც წმიდა მამები ბრძანებენ რომ ყოვლეი ცოდვა ტკბილად მოგაჩვენებს თავს, ასე რომ ზოგჯერ ადამიანს მოევლინება განსაცდელი და ის განსაცდელი ეჩვენება ტკბილად, მას ავიწყდება უფალი და ვარდება ცოდვაში,ამის შემდეგ იგი ხვდება რომ შესცოდა და აღსარებაში ინანიებს.მე პირადად როდესაც მომევლინება განსაცდელი იესოს ლოცვით და აღსარებით ვეწინამღდეგები.ცხორებაში უფლის იმედი მაქ რომ, თვით უფალი დაგვეხმარება რომ ცუდისაგან თავი დავიცვათ,ჩემი პირადი მიზანი ის არის ორმ ვცოხნდე და ვიტო უფალთან,რა თქმა უნდა ეს მთელი ქრისტიანობის მიზანია და ამას ვცდილობ მივაღწიო,ფიზიკური და სულიერი შრომით,სწავლით,მორჩილებით და რაც მთავრია წმიდა საიდუმლოებებში მონაწილეობით.გთხოვთ მომიტევოთ თუ რამეში შეცდოამ დაუშვი ან რაემ ზედმეტად გამოვთქვი დიდი მმადლობა.


--------------------
კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 30 2007, 09:17 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დილიდან ბრძოლა სად იწყება ხოლმე?


დილას უპირველესად ბრძოლა მცონარეობით იწყება, შემდეგ ჭოჭმანით - 'გავაკეთო თუ არა', შემდეგ ლოცვის წაკითხვა მეზარება, შემდგე ლოცვისას ათას სისულელეზე ვფიქრობ და შეეემდეგ და შეეეეეემდეგ sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 30 2007, 09:20 PM
პოსტი #12


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მამა ირაკლი

ძალიან ძნელია დათმენა, მითუმეტეს ჩვენს ფორუმზე, როცა კარგად არ ვიცი, ჩემსას ვითმენ თუ სხვისას..

ძირითადად, როცა კონფლიქტი მოგვდის, რამე ისეთი იწერება რაც ჩვენს ფორუმს და იმ მრწამსს არ ემსახურებაც რაც მას აქვს, ასეთ იუზერებს ვსჯით ხოლმე დიდი ან ცოტა ხნით ფორუმზე "ვეღარ შემოსვლით".

მერე ხშირად ისმის ხოლმე, "როგორც მიუტევებ ისე მოგეტევებაო".

და ვფიქრობ, როგორ უნდა მივუტევო მე, რაც ჩემთვის პირადად არ დაუშავებია (ცალსახად რომ ვთქვათ ) უბრალოდ ფორუმს არ შეეფერება, ან მართლმადიდებლობას და ეკლესიას ადგება ამითი ჩრდილი.
როგორ უნდამოვიქცე ამ დროს, რა დავითმინო? და როგორ?

რა ჩამეთვლება ამ დროს სწორ საქციელში?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 09:35 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



არსებობს ორგვარი მტერი,პირადი და ღვთის!
პირველს მივუტევებთ როგორც ცოდვილს, ხოლო მეორეს ვერასოდეს!
ჩვენ სწორედ მეორე გვღუპავს ხოლმე.

სისუსტე სწორედ იმაშია რომ ჩვენ პასუხებს უცებ ვიძლევით,ჯერ უნდა დავფიქრდე მე მეკუთვნის პასუხის მიცემა თუ ჩემზე უპირატესი,უფრო კომპეტენტური გააკეთებეს ამას.მერე უნდა დავფიქრდე ღირს თუ არა საერთოდ პასუხის გაცემა ანუ დიალოგში შესვლა,ზოგჯერ უპასუხოდ დატოვება უფრო მეტი პასუხია.თუ მივცემ პასუხს ,ხომ არ დავძაბავ მდგომარეობას ამით და საერთოდ სჯობს ჯერ დავფიქრდე შეიცვლება თუ არა ამით რამე უკეთესობისაკენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 30 2007, 09:36 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



იმედია, მამაოს მაინც დაუჯერებენ


ციტატა
არსებობს ორგვარი მტერი,პირადი და ღვთის!
პირველს მივუტევებთ როგორც ცოდვილს, ხოლო მეორეს ვერასოდეს!




მადლობა მამაო ჩვენთან რომ ხართ!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Oct 30 2007, 09:49 PM
პოსტი #15


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მამა ირაკლი
ციტატა
სისუსტე სწორედ იმაშია რომ ჩვენ პასუხებს უცებ ვიძლევით,ჯერ უნდა დავფიქრდე მე მეკუთვნის პასუხის მიცემა თუ ჩემზე უპირატესი,უფრო კომპეტენტური გააკეთებეს ამას.მერე უნდა დავფიქრდე ღირს თუ არა საერთოდ პასუხის გაცემა ანუ დიალოგში შესვლა,ზოგჯერ უპასუხოდ დატოვება უფრო მეტი პასუხია.თუ მივცემ პასუხს ,ხომ არ დავძაბავ მდგომარეობას ამით და საერთოდ სჯობს ჯერ დავფიქრდე შეიცვლება თუ არა ამით რამე უკეთესობისაკენ.


ჰო, მაგრამ თუ ეს დიდ ხანს გრძელდება და სიტუაცია უარესდება და უარესდება, საზღვრებს გადადის.

იწვევს ხოლმე ყველას აღელვებას, აი როგორც იმ თემაში იყო დღეს რომ შემორძანდით და ამბავი დაგხვდათ.

არის ხოლმე ერთი ამბავი, ზოგი ძრახავს, ზოგი ერთობა...
და ეს იღებს უსასრულო სახეს.
თუ ერთს არ მისცემ შენიშვნას, მეორე ნახევარ წუთშივე წამოგაძახებს, იმას შერჩა და მე რატომ არაო...
ხშირად მიფიქრია, არ გავცემ მეთქი პასუხს, მობეზრდებათ და თემას დავხურავ თქო, მაგრამ წამის სისწაფით იზრდება ხოლმე ასეთი თემები,
ყველა იქ წერს, ზოგი ჩხუბობს ზოგი კამათობს, საღი აზრი არსად..ფორუმის ინტერესები არსად, არც უფალია სადმე...

მე ძალიან მიჭირს ხოლმე, ელემენტარულ რაღაცაზე ლაპარაკი, ვთქვათ როგორ არ უნდა მოიქცეს ადამიანი საზოგადოებაში, რა არ უნდა დაუძახოს სხვას...
არადა, ასე თუ არ დაველაპარაკე, ვერ იგებს, რატომ არ უნდა გახსნას ასეთი სალანძღავი თემები და რატომ არ უნდა წეროს ჩვენს ფორუმზე ასე...


არის ხოლმე ისეც, რომ როცა კონფლიქტური სიტუაციაა, ხშირად ვარ მარტო, არავინ ერევა, რადგან ჩემს განყოფილებაშია, ან არავინაა ფორუმზე...

ძალიანაც მინდა ხოლმე ჩემზე ჭკვიანმა და სულიერად ძლიერმა გასცეს პასუხი, მე ჩემი სისუსტეებიც მეყოფა წამში რომ მომაწყენს ხოლმე, მაგრამ არავინაა...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Oct 30 2007, 09:50 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ბილწსიტყვაობა-ბრძოლა საკუთარ თავთან?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 30 2007, 10:04 PM
პოსტი #17


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 30 2007, 10:50 PM) *

ბილწსიტყვაობა-ბრძოლა საკუთარ თავთან?

ძალიან მიჩირს მარა მგონი ვერევი მაგ სენს, იშვიათად ტუ რამეს ვითყვი ისიც ვინმემ უნდა ამშალოს ნერვებზე, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 30 2007, 10:53 PM
პოსტი #18


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



დამლოცეთ მამაო

მაინტერესებს შეილება თუ არა აპატიო ან ებრძოლო (ან როგორ შეილება ჩვეულებრივმა ადამიანმა ებრძოლოს) ისეთ ადამიანს რომელიც ეკლესიის წინააღნდეგ წავა მაგალითად ეკლესიის დანგრევა, ფრესკების დაზიანება, ეკლესიის გაქურდვა და კიდევ ახალგაზდობის გადაგვარებას რომ ცდილობენ, ან რა შეილება ქართველმა კაცმა ასეთ დროს გააკეთოს? ეს ძირითადად იმიტო მაინტერესებს რომ დღეს ვინც ხმამაღლა ცდილობს დაცვას ეკლესიის და ახალგაზდების ხან რას ვუწოდებთ ხან რას.



--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Oct 31 2007, 02:51 AM
პოსტი #19


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მამა ირაკლი
დამლოცეთ, მამაო.
თქვენი ნებრთავით ამ თემას ღვთისმეტყველების ძირიტად განყოფილებაში გადავიტან.
ძალიან კარგი თემაა და მეტად აქტუალური. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Oct 31 2007, 03:24 AM
პოსტი #20


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



სულიერი ბრძოლა ასე ქვია თუ არ ვცდები მამა პაისი მთაწმიდელის ერთ-ერთ წიგნს, ბევრ რამეს ძალიან საინტერესოდ განმარტავს, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ....

დამლოცეთ მამა ირაკლი...

ასეთი შეკითხვა მაქვს რა უნდა მოიმოქმედოს და რისი გაკეთEბის უფლება აქვს მართმადიდებელ ქრისტიანს როცა მის თანდასწრებით აგინებენ და შეურაცხყოფენ სამღვდელოებას და ღვთის წმიდანებს?

არის თუ არა ასეთ შემთხვევაში ასეთ ადამიანის მიმართ მრისხანების გამოვლენა და საკადრისი პასუხის გაცემა ცოდვა?

შემინდეთ თუ რამე გაუგებრად დავწერე...


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:30 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი