IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მოიხსენე და წმინდა ჰყვენ დღე იგი შაბათი..., შაბათის შესახებ , სავალდებულოა თუ არა ამ ცნების დაცვა
damiane80
პოსტი Jun 11 2009, 11:51 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ხალხო

მაინტერესებს თქვენი აზრი "შაბათის დაცვისა და წმინდაყოფის შესახებ" ეს ცნება ძალაშია, თუ სახეცვლილია ჩემთვის. გასაგებია, რომ "შაბათის დაცვა" არ გულისხმობს მასზე დამოკიდებულებას "შაბათი შეიქმნა ადამიანისათვის და არა ადამიანი შაბათისათვის". მაგრამ რამდენად სწორია მისი ფაქტობრივად დაუცველობა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 11 2009, 12:58 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



თუ შაბათი შეიქმნა ადამიანისთVის, მაშინ ადამიანმაუნდა სცეს პატივი ამ დღეს ჩემი აზრი ასეთIა,

ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი დაიცავს ამ დღეს და პატივს სცემს smile.gif

მისი დაუცველობა კი არ იქნება სწორი საქციელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 11 2009, 01:01 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



როგორც წმინდა თორა ბრძანებს, ზკორ იომ ჰა-შაბბათ ლ-კადშო....

rolleyes.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jun 11 2009, 01:11 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



კანონისტი
შენ მაგის გაკეთება მოგიწევს ამ კვირიდან biggrin.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 11 2009, 01:19 PM
პოსტი #5


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



მე როცა უქმეს ვარღვევ მოძღვარს ვეუბნები ამის შესახებ...
ამ მცნებას თითქმის ვერასდროს ვიცავ წესით კი უნდა დავიცვათ ყველამ...


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jun 11 2009, 01:19 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



VisualBB
გაჩნია რას ეძახი დაცვას ის რომ ზაფხულში კონდიციონერის ჩართვა არ შეიძლება ან მაცივრის გამოხება რადგან შუქი ინთება მაგ დროს და ცივ წყალს რომ ვერ დალევ ანდაც არის რელიგური დასახლებიბი სადაც კორპუსებში ლიპთს რთავენ შაბათ იმის გამო რომ შემთხვევით ხელი არ დაგეჩიროს ხანში შესული ადამიანები ფეხუთ უცევს ასვლა ჯერ კიდე სად ხარ აბა შედი ისრაელში რელიგიურ დასახლებაში მანქანით და შაბათს მიმიქარავს არაბები ისეთი ფანატები არიან ცოცხალი ან გამოხვალ ან არა biggrin.gif კიდე სხვა უამრავი მაგალითია შემიდძლია მოგიყვანო.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jun 11 2009, 01:26 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



შოთა
უფჰ biggrin.gif


დაცვა მე მიმაჩნია ასე მაგალითად, აუცილებლად ეკლესიაში, წირვა ლოცვაზე, თავს ცოტა მეტი ძალა დაატანო და ფხიზლად იყო, რომ რაიმე არ შესცოდო, უფრო მშვიდად ხშირად უნდა ლოცულობდე, მოკლედ 1 დღე დაუთმო მეტნაწილად უფალს და ეკლესიას

____

ეხლა რა მიდნა გკითხოთ თქვენ ეკლესიაში დილით შაბათსაც დადიხართ და კვირასაც?

ეხლა რატომ ამაქვ სეს კითხვა, შაბათს ჩემი მოძღუარი არის ხოლმე დილით და კვირას მეორე, ეკლესიის წინამძღUარი, და შაბათს ერთIს მრევლია კვირას მეორესი,

და ორივე დღეს უნდა წავიდე თU არა ვერ გამირკვევია ჯერ, ისე დავდივარ კვირასაც და შაბათსაც,

რამე მნიშვნელობა ხომ არ აააქვს,

ან თქვენს ცხოვრებაში როგორ არის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 11 2009, 01:32 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთა
ციტატა
შენ მაგის გაკეთება მოგიწევს ამ კვირიდან

ვეცდები biggrin.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 11 2009, 02:20 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(VisualBB @ Jun 11 2009, 01:26 PM) *

შოთა
უფჰ biggrin.gif
დაცვა მე მიმაჩნია ასე მაგალითად, აუცილებლად ეკლესიაში, წირვა ლოცვაზე, თავს ცოტა მეტი ძალა დაატანო და ფხიზლად იყო, რომ რაიმე არ შესცოდო, უფრო მშვიდად ხშირად უნდა ლოცულობდე, მოკლედ 1 დღე დაუთმო მეტნაწილად უფალს და ეკლესიას



აქ "შაბათის" როგორც ცნების დაცვაზეა საუბარია და არა ინტერპრეტაციაზე. ცნება გვეუბნება, რომ შაბათი უნდა იყოს უქმე და წმინდა დღე. ანუ საქმის გაკეთება პრინციპში არ შეიძლება(თუმცა არა კონდიციონერის ჩართვა გამორთვის აკღზალვით ან სიკეთის გაუკეთებლობის მნიშვნელობით). მე ამას ვგულისხმობ

საჭიროა თუ არა ამ მცნების დაცვა მისი სწორი ინტერპრეტაციის პირობებში თუ ეს ცნება ახალი აღქმის შემდეგ (როგორც ცნება) აღარ არის სავალდებულო???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 11 2009, 04:00 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



სად არიან ფორუმის კორიფეები: კაიროსი, აფხაზი და სხვ smile.gif

იქნება გვითრან რამე ჭკუისთვის სასარგებლო smile.gif smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 12 2009, 02:35 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ძალიან გთხოვთ გამოეხმაურეთ ამ თემას იუზერებო, საკითხი მგონი საინტერესოა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 12 2009, 05:17 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



damiane80
ციტატა
სად არიან ფორუმის კორიფეები: კაიროსი, აფხაზი და სხვ

კაიროსზე შეიძლება ეს ეპითეტი გამართლებული იყოს მაგრამ მეეეე? biggrin.gif biggrin.gif

ბიბლიის ენციკლოპედიაში ნათქვამია:


შაბათი იყო ისრაელის ყველაზე გამორჩეული დღესასწაული. სხვა ხალხები ზეიმობდნენ დღეებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წლიურ ციკლთან და ახალმტვარეობასთან. მხოლოდ ისრაელს ჰქონდა შაბათი - დღესასწაული, რომელიც წელიწადის დროთა რიტმულ ცვალებადობასთან არ იყო დაკავშირებული.

ყოველი მეშვიდე დღე განკუთვნილი იყო დასვენებისათვის. ეს იყო შაბათი (ებრაულად "შაბათ" დასვენებას ნიშნავს) და იგი ღმერთს ეკუთვნოდა. მეოთხე მცნება ამ დღეს ისრაელიანებს ყოველგვარ მუშაობას უკრძალავდა. ექვსდღიანი სამუშაო დღის დადგენა, რომელსაც მოსდევს დასვენების დღე, დაკავშირებულია შესაქმის ამბავთან, როდესაც ღმერთმა "დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა". შაბათს ადამიანებს უნდა გაეხსენებინათ ღვთის ყოველგვარი საქმიანობა და, უპირველეს ყოვლისა, ისრაელიანთა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნა. აი რას ამბობს ღმერთი ესაიას პირით: "თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმინდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები, მაშინ ინეტარებ უფალში".

ახალი აღთქმის დროისთვის წესები და მითითიებანი შაბათის თაობაზე იმდენად გართულდა, რომ მისი დაცვა ძალზედ ჭირდა, ამიტომ იესო იძულებული გახდა ადამიანებისთვის შეეხსენებინა, რომ "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის"

მართლმადიდებელი ეკლესიის მიდგომა ამ საკითხისადმი კი ასეთია:

http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/96.htm



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 12 2009, 05:42 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ამას გვამცნებს ჩვენ უფლის სულიერი რჯული, რომლის დამცველნიც მოსესეულ რჯულს აღემატნენ, რადგან მოვიდა რა სისრულე, გაუქმდა ის, რაც ნაწილედია და რჯულის საფარველი ანუ ფარდა მაცხოვრის ჯვარცმით განიპო. ასევე, გაუქმდა ნაწერი, რაჟამს ცეცხლოვანი ენებით გამობრწყინდა სულიწმინდა დაცხრა სხეულებრიობა, აღსრულდა მონობის რჯული და მოგვეცა ჩვენ რჯული თავისუფლებისა.

აგაშენა ღმერთმა ანუ შაბათის, როგორც ცნების დაცვა პრინციპში სავალდებულო არ არის. თუ რატომ, არგუმენტები გასაგებია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 12 2009, 10:23 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ დავწერ, ყველა მცნების უკან ჩვენ ვხედავთ შინაარს, ანუ აზრს, იდეას, ანუ პასუხს კითხვაზე რატომ? რატომ უნდა მოხდეს ამათუიმ მცნების დაცვა, და რას ნიშნავს თავად ეს მცნება, რად უნდა მოიხსენოს და წმიდა ყოფს ადამიანმა შაბათი?
ძველ აღთქმაში იყო ორი პასუხი ამაზე
1) ადამიანის შექმნა
2) ებრაელთა განთავისუფლება
მაშ შობა და თავისუფლება, თუკი ამოვალთ ამ ორი იდეისაგან, მაშინ ახალი აღთქმის დღე, დღე იგი ერთ -შაბათისა, რომელსაც ყველა ქრისტიანმა ერმა სხვა, სულიერი სახელით შემოსა, მაგალითად სლავებმა "აღდგომა" (Воскресение) დაარქვეს, ლათინებმა და აქედან ლათინურმა ენების დიდმა ნაწილი დომენიკა ანუ უფალი, უფლის დღე, სხვა ენებში აისახება კვალი წინა წარმართული აზროვნებისა მაგ : სანდეი ანუ კვირა ანუ მზის დღე...
ჩვენ კვირა დავარქვით დღესაც და შვიდეულსაც, რადგან ყველაფერი იწყება უფალში (ბერძნულად კირიოს) და მთავრდება უფალში, არის უფალში და რაც მთავარია, აღდგომილ უფალში, ესაა მნიშვნელოვანი რომ აღდგომის დღე იქცა განახლების დღედ, იქცა ახალ შაბათად, ზეშაბათად.
მაშ ჩვენთვის
1) აღდგომის დღეს არის უფრო აღმატებული შექმნის დღეზე, რადგან დაცემული ადამი ახლიდან შეიქმნა აღდგომით, ვართ დაბადებული ახალ ადამში-ქრისტეში.
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს. ქრისტე შეგვიმოსიეს ვამბობთ ახალ დაბადებისას ანუ ნათლისღებისას.
2) აღდგომის დღე კი არის უფრო აღმატებული ვიდრე რჩეული ერის გამოსვლა ეგვპიტიდან, ესაა დღე კაცობრიობის გამოსვლისა ეშმაკის და ცოდვის ტყვებოდან.
და ჩვენი განსვენებაც, განსვენებაა ქრისტეში, მასთან ზიარებაა და მასში სიხარული.
ანუ როგორც ამბობს იოანე დამასკელი:

და ვდღესასწაულობთ ადამიანური ბუნების სრულ „დასვენებას“ (ვამბობ - აღდგომის დღეს), როდესაც უფალმა იესომ, სიცოცხლის წინამძღვარმა და მაცხოვარმა, შეგვიყვანა ჩვენ იმ სამემკვიდროში, რაც ღვთისადმი სულიერად მსახურთათვის იყო აღთქმული, სადაც შევიდა თვით ჩვენი წინამორბედი, რომელიც აღდგა მკვდრეთით და, განეღო რა მას ცის კარიბჭენი, სხეულებრივად დაჯდა იგი მამის მარჯვნივ. იქვე შევლენ ისინი, რომლებიც იცავენ სულიერ რჯულს


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 12 2009, 10:41 PM
პოსტი #15


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ გავიგე ტქო sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 12 2009, 10:57 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალედ გავიგე ტქო

მიახლოებით ხომ მაინც? biggrin.gif
ახლა რა ხდება, არსებობს ერთი ქრისტიანული, რუსული წარმოშობის სექტა "სუბიტნიკები", მათი ნაწილი ჩვენთანაც იქნა გადმოსახლებულები, ისინი გამოირჩევიან სწორედ შაბათ დღეზე ჩაციკვლით, მათი აზრით, არა კვირა, არამედ შაბათია უმთავრესი, რაც მძიმე შეცდომაა, რადგან სულიერი შობა ქრისტეში მის თანა დაფვლა და აღდგომა ( რაც არის კიდეც ნათლისღება) არის კვირა დღე და ის აღემატება იმ შაბათს, რაზეც იყო საუბარი,როგორც ადამის შექმნის დღე.
რც აისახება კიდეც ქრისტიანულ მსახურებაში კვირის დღისა
აღდგომისა დღე არს განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა, და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად“... (იხ. ზატიკი, აღდგომის განაგების ცისკრის ჟამნის პასექის კანონის I გალობის სძლისპირი);

- „დღეს არესა სულთასა, ოდეს ქრისტე საფლავით, ვითარცა მზე აღმოხდა სამისა დღისა მკუდრეთით და სიბნელე ზამთრისა განსდევნა ჩუენგან, ცოდუათა ჩუენთა, ამას უგალობდეთ დღეს, რამეთუ დიდებულ არს“ (იხ. ზატიკი, თომას კვირის ცისკრის ჟამნის კანონის I გალობის I ტროპარი);

- „პასექი ახალი დღესასწაულისა, პასექი საღმრთო, პასექი საიდუმლო ცხოვრებისა, პასექი უკვდავებისა, რომელი მიგვიყვანებს ცხოვრებად, პასექი ყოვლისა ბოროტისა განმდევნელი, პასექი მადლისა მომნიჭებელი, რომელი მიანიჭებს ყოველთა სიხარულსა...“ (იხ. ზატიკი, აღდგომიდან II შვიდეულის ოთხშაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა მე-3 დასდებელი);

- „განათლდა ყოველივე, აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე კუალად განეღო...“ (იხ. პარაკლიტონი, III ხმა, შაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა მე-2 დასდებელი);

- „მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე, კაცთა ბუნებჲ განხრწნილი ყოვლად ძლიერო. და გზა აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ...“ (იხ. პარაკლიტონი, IV ხმა, შაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა პირველი დასდებელი)

Заповеди Божии

Моральные основы жизни

Епископ Александр (Милеант

***

Четвертая заповедь Закона Божия

“Помни день субботний, чтобы проводить его свято: шесть дней работай и делай в продолжении их все дела твои, а день седьмой — день покоя (суббота) посвящай Господу Богу твоему.”

Этой заповедью Господь Бог велит трудиться в течение шести дней и заниматься нужными делами, к каким кто призван, а седьмой день посвящать на служение Ему и на святые дела. К угодным Ему делам относятся: забота о спасении своей души, молитва в храме Божием и дома, изучение Слова Божия, просвещение ума и сердца полезными религиозными знаниями, благочестивые религиозные беседы, помощь бедным, посещение больных и заключенных в темнице, утешение скорбящих и другие дела милосердия.

В Ветхом Завете праздновалась суббота (“Шаббаш” по-древнееврейски значит “покой,”) как воспоминание о творении Богом мира: “И благословил Бог седьмой день и освятил его, ибо в этот день Бог почил от дел Своих” (Быт. 2:3). После вавилонского пленения иудейские книжники стали объяснять заповедь о субботнем покое слишком формально и ригористично, запрещая в этот день вообще что-либо делать, даже доброе. Как видно из Евангелий, книжники и Спасителя обвиняли в “нарушении субботы,” когда Он в этот день кого-либо исцелял. Господь объяснял им, что “суббота для человека, а не человек для субботы” (Мр. 2:27). Иными словами, субботний покой установлен для физической и духовной пользы человека, а не для порабощения его и лишения доброй деятельности. Еженедельное устранение от обычных занятий дает возможность человеку собрать свои мысли, обновить свои физические и душевные силы, осмыслить цель своих трудов и вообще своего земного существования. Труд необходим, но важнейшим делом является спасение души.

В апостольское время суббота соблюдалась христианами иудейского происхождения. Однако, в первый день после субботы, в воскресенье, иудеи-христиане собирались для молитвы и причащения. Так уже в первое столетие христианской эры возникло празднование воскресного дня. Обращая язычников в христианство, апостолы не требовали от них соблюдения субботы, но собирали их на молитву именно в воскресный день. Постепенно суббота уступила место воскресенью, которое стало повсеместно отмечаться, как день, посвященный Богу, в исполнение четвертой заповеди.

Нарушают четвертую заповедь не только те, кто работают в воскресенье, но и те, которые ленятся трудиться в будничные дни и уклоняются от своих обязанностей, потому что заповедь говорит: “шесть дней трудись.” Нарушают четвертую заповедь и те, которые, хотя не работают в воскресенье, но и Богу не посвящают этого дня, а проводят его в одних забавах, предаются разгулу и всякому излишеству.

Православным христианам следовало бы возобновить в себе духовное горение христиан первых веков и стараться каждое воскресение причащаться святых Тайн Тела и Крови Христовых.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 12 2009, 11:14 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აგერ შაბათის ზეიმს ვუყურებ ადგილზე და მოგიყვეთ?

თან ესენი (ამ კიბუცის მოსახლეობა) შედარებით ნაკლებ რელიგიური ხალხია...


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jun 12 2009, 11:32 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS


გავიგე, როგორჩ ჩანს მე თავად თემა ვერ გავიგე biggrin.gif ანუ თემის ავტორი, შაბათის დაცვაში უქმეს დაცვას გულისმხობს, თუნდაც კვირა დღის მსახურებისთვის შეწირვას თუ კონკრეტულად შაბათს. ეს ვერ გავიგე, ამიტომ შენმა პასუხმა საერთოდ ამრია. biggrin.gif

შEნი პასუხი გასაგებია.

კანონისტი
ციტატა
აგერ შაბათის ზეიმს ვუყურებ ადგილზე და მოგიყვეთ?



მოყევი, არა თქო რომ გიტხრა, მაინც მოყვები tongue.gif

მოგვენატრე კანონისტ




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Jun 13 2009, 11:26 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ანუ თემის ავტორი, შაბათის დაცვაში უქმეს დაცვას გულისმხობს, თუნდაც კვირა დღის მსახურებისთვის შეწირვას თუ კონკრეტულად შაბათს.


თემაში იგულისხმებოდა შაბათის, როგორც ცნების დაცვა, როგორც ეს დაწესებული იყო ძველ რჯულში

კაიროსი, ტყუილად არ შეგარქვი ფორუმის კორიფეsmile.gif. გასაგებია კვირის აღმატებულობა შაბათზე.
მაგრამ ორიკითხვაც, კვირის აღმატებულობა შაბათზე აუქმებს მისი როგორც ცნების დაცვას, თუ ფაქტობრივად მორწმუნეებმა ორივე დღე (კვირა განსაკუთრებით) უნდა დაიცვან.

და მეორე კითხვა:

წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, აუცილებელია თუ არა კვირის (და შაბათის, თუკი ისიც ძალაში რჩება) როგორც უქმე დღის დაცვა ანუ საკუთარი საქმეებისაგან (მაგ: სამსახურის საქმე დასვენება) და ამ მთლიანად უფლისათვის მიძღვნა?/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 13 2009, 12:07 PM
პოსტი #20


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



შოთა
ციტატა
შენ მაგის გაკეთება მოგიწევს ამ კვირიდან biggrin.gif

უკვე მიწევს. მკვდარია ყველაფერი... არც ავტობუსი დადის, არც მაღაზიები მუშაობენ. ერთადერთი მაღაზიაა ღია.

ცეცხლი რომ წამეკიდოს, მგონი კვირამდე არ ჩააქრობენ biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 05:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი