საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საღვთო დღესასწაულების მიზანი, :) |
marine |
Jul 29 2022, 08:43 PM
პოსტი
#201
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერისცვალება
"იესომ თან მხოლოდ სამი წაიყვანა: პეტრე, როგორც მოყვარული, იოანე, როგორც საყვარელი და იაკობი, როგორც მისდამი მოშურნეობით ანთებული, ანდა როგორც შემძლებელნი დაემალათ ეს მოვლენა, შეენარჩუნებინათ დუმილი და არავისთვის ეთქვათ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2022, 01:06 PM
პოსტი
#202
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერისცვალება
"თუკი უფალი მარტო იუდას დატოვებდა ქვემოთ, დანარჩენებს კი წაიყვანდა, მაშინ ზოგიერთებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამან შეურაცხყო იუდა, რომ ამიტომაც გასცა მან თავისი უფალი, მაგრამ უფალმა ქვევით დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები გაეხადა ნეტარნი გაგონილის რწმენით, როგორც თავადვე ამბობს: "ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს". /ნეტარი თეოფილაქტე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 30 2022, 01:30 PM
პოსტი
#203
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერისცვალება
" - "ავიდა მთაზე". - რატომ ადის იესო თაბორის მთაზე? - "პალესტინის მთებს შორის არაფერი მოიპოვება უფრო ლამაზი, ვიდრე თაბორის მთა. მარტო დგას იგი. ეზრდილონის ველზე, ნაზარეთიდან შვიდი ვერსის მოშორებით, უდაბნოში, იგი მთლიანად არის დაფარული სხვადასხვა ხეებითა და კეთილსურნელოვანი ყვავილებით, როგორც საკვირველი დასაგები ფეხქვეშ, დიდებით ფერშეცვლილი უფლისათვის". "უფალმა აიყვანა მოციქულები მაღალ მთაზე, რათა ეჩვენებინა, რომ ის, ვინც არ ამაღლდება მიწიერზე, არ გახდება ასეთი ღვთაებრივი ჭვრეტის ღირსი, - მარტო აიყვანა იმიტომ, რომ ჩვევად ჰქონდა, დიდებული სასწაულები მოეხდინა საიდუმლოდ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 31 2022, 08:09 PM
პოსტი
#204
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფერისცვალება
" - რანაირად იცნეს მოწაფეებმა, რომ ქრისტესტან იყვნენ მოსე და ელია? - "როგორც ჩანს, იცნეს მათი საუბრიდან. მოსე, შესაძლოა ამბობდა, - შენ ის ხარ, ვისი წამებაც მე წინასწარ გამოვსახე ტარიგის დაკვლით და პასექის შესრულებით, ხოლო ელია: შენ ხარ ის, რომლის აღდგომაც მე წინასწარ გამოვხატე ქვრივის შვილის აღდგომაში, და ამის მსგავსი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 31 2022, 08:27 PM
პოსტი
#205
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამაღლება
"თავისი ამაღლებით უფალმა კურთხეული ზეციური ნეტარი სამყოფლისკენ გზა ყველა იმ ადამიანს გაუხსნა, ვინც უფალი იწამა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 19 2022, 06:47 PM
პოსტი
#206
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სულთმოფენობა
"სწორედ ამას გვაუწყებს "მოციქულების საქმეთა" წიგნი: იყვნენ რა ისინი ზედაქორედში, ის, წმინდა და უნივთო ცეცხლი, მათი რიცხვისამებრ დაიყო ენათა სახეებად. მოციქულები გაეზრახნენ პართელებს, მიდიელებს, ელამიტელებს და დანარჩენ ხალხებს, ნებისამებრ შეუწყვეს რა საკუთარი ხმა ყველა სხვა ხალხის მეტყველებას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 19 2023, 08:25 PM
პოსტი
#207
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რაგვარი სული იყო მონასტრებში წინათ! მახსოვს, როდესაც ერის ადამიანები პატიოსანი ჯვრის ამაღლების ახალი სტილით დღესასწაულობდნენ და წმ. მთაზე ყურძენი მოჰქონდათ, სწორედ იმ დროს, როდესაც მათი ბარკასები ათონის ნაპირებს მოუახლოვდებოდნენ ხოლმე, ხშირად ჩვენ მაშინ ძველი სტილით აღვასრულებდით ჯვართამაღლებას. თუ ეს ასე ხდებოდა, ბერები არ მიდიოდნენ ყურძნის გადმოსატვირთად, ან უკან აბრუნებდნენ ყურძენს, ან დატვირთულ ბარკასებს ნავსადგურში აჩერებდნენ. თუ რომელიმე სადღესასწაულო დღეს ზეთი ან ხე-ტყე მოჰქონდათ, იგივე ხდებოდა. არადა, მონასტრები ხომ ღარიბი იყო. მაგრამ წმიდა მთაზე ფიქრობდნენ: " - რას იტყვიან ერის ადამიანები, როცა ნახავენ, რომ ბერები დღესასწაულებზე მუშაობენ?" ბერები ამჯობინებდნენ, რომ დატვირთული ბარკასი ღამით ქარიშხალს დაემტვრია, ხე-ტყეც და ყურძენიც დაღუპულიყო, ვიდრე დღესასწაულებზე გადმოეტვირთათ ისინი, დღესასწაულსაც მოკლებოდნენ და ადამიანთა სულებიც ეცდუნებინათ"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 01:17 PM
პოსტი
#208
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ასე რომ, უფალი არ შეიწირავს მხოლოდ დღესასწაულის გარეგნულ აღსრულებას, თუ იგი პატიოსან და წმინდა ცხოვრებასთან არ არის შეერთებული. ჩვენც, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ხშირად უნდა შევახსენოთ თავს, რა არის დღესასწაული და როგორ უნდა გავატაროთ იგი, რათა ებრაელების მსგავსად ღვთისგან საყვედური არ დავიმსახუროთ"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 01:36 PM
პოსტი
#209
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღესასწაულებზე ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდანები ხარობენ და სხვებსაც (სულიერად) უმასპინძლდებიან. ისინი ლოცავენ ადამიანებს, უძღვნიან სულიერ საჩუქრებს"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2023, 01:57 PM
პოსტი
#210
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბზობა
"იესო ქრისტე მოყვარულებსა და ერთგულებს ჩვენ შორის დღესაც ეძიებს. იგი ჩვენგან არა ნელთბილ დამოკიდებულებას, არამედ იმგვარ სიყვარულს მოელის, როგორითაც იგი ლაზარესა და მის დას უყვარდათ. ჩვენც შეგვიძლია განვუცხადოთ მაცხოვარს ჩვენი პატივისცემა და სიყვარული, ნელსაცხებლის ნაცვლად ფარული ცრემლებით დავბანოთ ფერხნი მისნი და გულში ვუღაღადოთ: ოსანა, კურთხეულ არს მომავალი მეუფე ჩვენი!" /წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2023, 06:25 PM
პოსტი
#211
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საკვირაო და დიდ დღესასწაულებზე ქრისტე უმეტეს მადლს წარმოგვიგზავნის"
/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 30 2023, 06:24 PM
პოსტი
#212
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სულთმოფენობა
"როდესაც წმინდა გულიდან სიმდაბლითა და ყურადღებით აღმოვთქვამთ სიტყვებს: "უფალო იესო ქრისტე", - ჩვენში სულთმოფენობა დგება" /არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 29 2023, 11:21 AM
პოსტი
#213
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მრავალმა ჩვენგანმა თვით "საუფლო დღესასწაულები" საერო დღესასწაულთა მსგავსად ვაქციეთ "კუჭის დღესასწაულებად" და არა "დღესასწაულებად სულისა", რადგან საუფლო დღესასწაულებს მრავალნი უმარხველად, ულოცველად, მოუნანიებლად, ცოდვათაგან განუწმენდელად ვეგებებით"
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 30 2023, 06:38 PM
პოსტი
#214
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამრიგად, ვინც ლოცვითა და მარხვით, წმინდა საეკლესიო საიდუმლოებებითა და წირვა-ლოცვებში მონაწილეობით, ხშირი აღსარება-ზიარებებით, სულიერ თუ ხორციელ მოწყალებით კეთილ საქმეთა აღსრულებით, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ღვთისმოსაური, უფლის მცნებათამიერი წარწმუნოებრივი ცხოვრებით არ გაინიწმენდენ სულსა და სხეულს, შებღალულ სინდისს, ვინც წმ. ეკლესიური ცხოვრებით არ გარდაქმნიან საკუთარ სულსა და სხეულს სული წმიდის ცოცხალ ტაძრად, მათთვის თვით საუფლო ქრისტიანული დღესასწაულებიც კი დარჩება დღესასწაულებად კუჭისა და არა დღესასწაულებად სულისა"
/აკაკი მინდიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 3 2023, 07:50 PM
პოსტი
#215
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დღესასწაულში სულით უნდა გაიხარო, შენ ხორციელ სიხარულს ეძიებ"
/წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 29 2024, 06:21 PM
პოსტი
#216
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს დღესასწაული [მირქმა] არის შეხვედრის დღესასწაული: სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ძველი ათქმის შეხვედრისა ახალ აღთქმასთან, ადამიანისა - ღმერთთან და ასევე, ჩვენი შეხვედრისა - უფალ იესო ქრისტესთან!
სწორედ ამისთვის მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს!" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 5 2024, 07:46 PM
პოსტი
#217
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დიდი საეკლესიიო დღესასწაულები ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი გამოხსნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან. და ამიტომაც, როგორც წესი, ამ დღესასწაულებს არ აქვთ მხოლოდ გახსენებითი მნიშვნელობა, არამედ აღსრულებითი მნიშვნელობაც აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ამ დროშიც ხდება რაღაც - ხდება ის, რაც მაშინ მოხდა!"
/მეუფე შიო მუჯირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2024, 06:28 PM
პოსტი
#218
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უკიდურესი აუცილებლობის გარეშე სადღესასწაულო დღეებში მუშაობა არ შეიძლება. დღესასწაულს უნდა აფასებდე და პატივს მიაგებდე. ეს დღე ღმერთს უნდა მიუძღვნა: იყო ტაძარში, სახლში ილოცო და იკითხო წმიდა წერილი და წმინდა მამათა თხზულებანი, აკეთო კეთილი საქმეები"
/ღირსი ნიკონი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 6 2024, 09:12 PM
პოსტი
#219
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირქმა
"მირქმისას უფალს გარს არტყიან - ერთი მხრივ: სვიმეონი - სიმართლე, რომელიც ხსნას მოელის, მაგრამ - არა თავისით; ანა - ცხოვრება, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში ცოცხალი რწმენით გატარებული და მეორე მხრივ: ღვთისმშობელი ქალწული - სიწმინდე, არსობრივი, ყოვლისმომცველი და შეურყეველი; იოსები - ერთგულება, ღვთის ნებისადმი თავმდაბალი და მორჩილი. გადაიტანე ყველა ეს სულიერი განწყობა შენს გულში და შეხვდები უფალს არა შემოთავაზებულს, არამედ თავად მომავალს შენკენ, ჩაიკრავ მას გულში და აღავლენ გალობას, რომელიც ზეცას მისწვდება და ყველა ანგელოზს და წმინდანს გაამხიარულებს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2024, 02:00 PM
პოსტი
#220
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეკლესიის ცხოვრებაში დღესასწაულებს ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს. წმინდანთა გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იმ მოვლენებს, რომლებიც მიწიერ ეკლესიაში ხდება, უშუალო და ორგანული კავშირი აქვს ღვთის ზეციურ ეკლესიასთან, ანგელოზთა და წმინდანთა ეკლესიასთან. ამ განსაკუთრებულ დღეებში ჩვენ მოწოდებული ვართ, ვეზიაროთ მადლს და გავხდეთ იმ მოვლენების თანამონაწილენი, რაც ჩვენ წინაშე ხდება"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი