თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ წმინდა და ყოვლადქებული ქრისტეს პირველმქადაგებელი

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Dec 13 2010, 01:34 PM

დღეს რადგან ამ ორი წმინდანის ხსენების დღეა, მინდა მოკლედ საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან რამდენიმე საინტერესო საკითხს შევეხო. მოციქულები ქრისტეს ამაღლემამდე და სული წმინდის მოფენამდე მხურვალე მონაწილეობას არ იღებდნენ ახალი სჯულის გავრცელებაში, არამედ სულ მუდამ გარს ეხვივნენ თვით ღმერთ-მოძღვარს და მისგან განიმტკიცებოდნენ სჯულის სწავლაში.მეათე დღეს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მათ მოეფინათ სული წმინდა ,,და აღისნეს ყოველნი სულითა წმინდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენითა,ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვასა. ამნაირი სასწაულის შემდეგ მოციქულებმა სხვადა-სხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. ამ დროს იეროსალიმში მოხდა სული წმინდის მოფენა. ეს იყო პირველი გამარჯვება მოციქულებისა. ამ დღიდან ისინი განშორდნენ ერთმანეთს და გაემგზავრნენ იმ ქვეყნებისაკენ, რომელთ განათლებაც წილად ხვდათ სული წმიდის მოფენის დღეს.-საქართველოში შემოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ამათიქადაგეს ქრისტეს სჯული იმერეთში (კოლხიდაში) და ზემო ქართლში სამცხემდე. ხოლო მოციქულმა ბართლომემ მოიარა საქართველოს აღმოსავლეთის მხარე რომელსაც მაშინ ერქვა ,,ალბანია'' და იქ დასთესა თესლი პოხიერი და მაცხოვნებელი (იხ. მოთხრობა სოფრონისა გვ.397). მკითხველს თავი, რომ არ მოვაბეზრო თხრობას შევწყვიტავ ვფიქრობ ყველაზე საინტერესო ადგილას და შემდეგ გავაგრძელებ თუ იქნება თქვენი დაინტერესება რათქმაუნდა. მე, ადრე დავწერე, რომ პროფესიით ისტორიკოსი არა ვარ მაგრამ იმდენად შეყვარებული ვარ და ძალიან მაინტერესებს საქართველოს ეკლესიის ისტორია და ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია პირადად ჩემი ძალებითა და ხარჯებით მოვიკვლიე არა ერთი საინტერესო მასალები როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთაც, რატომღაც გამიჩნდა სურვილი (ვხედავ, რომ ამ საიტს სერიოზული მკითხველიც და საქართველოზე შეყვარებული ხალხია ფორუმის წევრები). ჩემი ნაშრომი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია რაზედაც ბოდიშს ვიხდი მალე წიგნად გამოვა (სახსრებზეა დამოკიდებული), მანამდე გადავწყვიტე ამონარიდებს შემოგთავაზებთ. ,,უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამინ''. kitxva.gif

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Dec 13 2010, 03:03 PM

kent5
იცოცხლე და გაიხარე კეთილო ადამიანო....... სულმოუთქმელად ველით ამ სტატიის გაგრძელებას........

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:25 PM

"საქართველოს სამოციქულო საყდარია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ანდრია მოციქულმა იქადაგა".

/"კარიბჭე" N25, 2017, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 09:24 PM

"ო, სახიერო ჯვარო, დიდხანს სანატრელო, მხურვალედ საყვარელო, თავდაუზოგავად ნაძებნო და მხოლოდ ახლაღა გამზადებულო სურვილით აღსავსე სულისათვის! მე მოვდივარ შენთან მშვიდი და ბედნიერი; და შენ საზეიმოდ მიმიღე მე!" - ასე ხმობს წმიდა ანდრია პირველწოდებული, და ჯვარზე სიკვდილის საშინელებაში თავის ნეტარებას ხედავს".

/"სულიერი მდელო" გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2022, 09:57 PM

"წმ. ანდრია პირველწოდებული სამჯერ შემოსულა საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად. მეორედ და მესამედ მასთან ერთად დასაველთ საქართველოში შემოვიდნენ წმ. სვიმონ კანანელი და წმ. მატათა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის ცნობით, საქართველოში სხვა მოციქულებიც შემოსულან, თვით წმ. პეტრე მოციქულიც კი.

აღმოსავლეთ საქართველო ბართლომეს გაუქრისტიანებია; იგი შემდეგ ალბანეთსა და სომხეთშიც გადასულა, სადაც დიდი წამების შემდეგ ცოცხლად გაუძვრიათ ტყავი (ზოგიერთი ცნობით - ალბანეთში გაუძვრიათ ტყავი).

როგორც მეუფე ანანია (ჯაფარიძე) სლავურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თომა მოციქულის საყდარიც იბერია ყოფილა. იქნება სწორედ ამიტომაცაა თბილისის სიონის ტაძარში წმ. თომა მოციქულის თავის ქალა?!

არსებობს ისტორიკოსთა ცნობები, რომ საქართველოში უქადაგია წმ. მოციქულ თადეოზს (იუდა იაკობისას). მღვდელი პ. კარბელაშვილი კი წერს, რომ ანჩის საეპისკოპოსო თვით წმ. ანდრია პირველწოდებულმა და წმ. პეტრე მოციქულმა დაარსაო".

/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია" გვ. 152/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:44 PM

"ანდრია მოციქულმა მრავალი სასწაული აღასრულა. კუნძულ კვიპროსზე მან კლდიდან წყალი გადმოადინა და მწყურვალ ადამიანებს ასვა. მანვე განკურნა გემის დაბრმავებული კაპიტანი (თვალებზე მოუსვა წყალი და კაპიტანს მხედველობა დაუბრუნდა). განკურნებულმა კაპიტანმა იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა, ეკლესია ააშენა.

ამის შემდეგ ანდრია პირველწოდებული საქართველოში გამოემგზავრა, ქრისტიანობა იქადაგა დასავლეთ საქართველოში და შემდეგ რუსეთში წავიდა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს, საქართველოს ეკლესიას სამოციქულო ეწოდება"

/"სულიერი ყვავილნარი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2022, 09:45 PM

"თეიმურაზ ბატონიშვილის "ისტორია ივერიისას" მიხედვით, მთაზე, სადაც ახალ გერგეტის სამება დგას, თავდაპირველად ჯვარი მდგარა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს აღუმართავს"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N2, 2022, IV-VI, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2024, 11:35 AM

"როდესაც ანდრია პირველწოდებული წარმართებმა ჯვართან მიიყვანეს, რათა გაეკრათ, მოციქულმა შესძახა აღელვებით და სიხარულით: "ჰოი, ტკბილო ჯვარო, რამდენ ხანს გელოდი შენ და ვოცნებობდი ასეთ ხვედრზე"

/წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), "სჯული უფლისა", გვ.116/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)