IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ტრადიციები უცხოეთში და საქართველოში, რომელებზეც გვეცინება, რომლებიც მიუღებელია ჩვენთვის...
k@the
პოსტი Jun 20 2007, 04:10 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მგონი საინტერესო უნდა იყოს, თუ დავწერთ იმ ხალხის და ქვეყნის ტრადიციებსა თუ ჩვევებს, რაც თვალში მოგხვედრია ჩასვლისას, რასაც საქართველოშიც მივესალმებოდით, ან რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია...
smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 20 2007, 04:55 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



გერმანული პუნქტუალობა
სისუფთავე, ანუ ის, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო
აი ეს გვაქვს სასწავლი პირველ რიგში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 20 2007, 05:23 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ulvashi @ Jun 20 2007, 02:55 PM) *

გერმანული პუნქტუალობა
სისუფთავე, ანუ ის, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყარო
აი ეს გვაქვს სასწავლი პირველ რიგში

laugh.gif გააჩნია სად მიდიან! ყოველთვის პუნქტუალურები ნამდვილად არ არიან.
აი სისუფთავეზე დაგეთანხმები! მეც გული მწყდება მაგაზე. ძირითადად ცდილობენ სისუფთავე შეინარჩუნონ, თუ ვინმე ანაგვიანებს, ეს უცხოელები არიან ან გაუთლელი გერმანელები და ქალაქის დასუფთავების სამსახურებიც მაგრად მუშაობენ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა რომ ეს ყველგან ესე არაა.

კიდევ რასაც გამოვყოფდი, ყვავილები!!!!
დასუფთავებული შესასვლელები სახლებთან და ლამაზად გაკრეჭილი ბუჩქები. მინდორი. ყვავილები ქოთნებში.
იმედი მაქვს ჩვენც დაგვილხინდება იმდენად, რომ ხალხმა თავისი საცხოვრებლის წინ ყვალიების გამრავლებას მიჰყოს ხელი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jun 20 2007, 05:31 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



ჩემს ქალაქში ყველას აქვს ყვავილი სახლის წინ, ეზოში და აპრილ-მაისში ძალიან ლამაზია ყყველაფერი
მაგრამ მაგის მეტი არაფერი გვიჭირს?
მორჩილება წესებისადმი, შუქნიშნებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ
საქართველოში მოძრაობის წესების დაცვა ტეხავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 20 2007, 05:40 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(ulvashi @ Jun 20 2007, 03:31 PM) *

მორჩილება წესებისადმი, შუქნიშნებისადმი დამოკიდებულებას ვგულისხმობ
საქართველოში მოძრაობის წესების დაცვა ტეხავს

მართალი ხარ, აქ წითელზე რომ გადახვიდე გზაზე ყველა გაკიცხვის თვალით შემოგხედავს.
ერთხელ ქუჩა სულ ცარიელი იყო და თანამშრომლები ვიდექით გაჩერებაზე, მეთქი რამოხდა გადავიდეთ გზაზეთქო და არაო, ვერ ხედავ ბავშვიაო გვერძე და იმას რა მაგილითს მივცემთო. რომ გავიხედე მართლაც დედა-შვილი იდგნენ ბავშვი ესე 5-6 წლის. არადა ისე კი გადასულან წითელზეც, მთლად პედანტებიც არ არიან. უბრალოდ იციან წესი და კანონის პატივისცემა და ეგ ძალიან მომწონს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jun 20 2007, 10:23 PM
პოსტი #6


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



რაც ექიმთან ვიზიტი დამჭირდა , განსაკუთრებით დავრწმუნდი მათ პუნქტუალობაში, ეს უკვე ფორმალურად იქცა, დარეკვა და მისვლაზე შეთანხმება. ეს იმას ნიშნავს რომ უბრალოდ იმ დღეს მასთან მოხვდები. მათთან საათობით ლოდინი ეს უკვე თავისათავად ცხადი ხდება.
ბავშვების მაგალითის მიცემა ნამდვილად მისასალმებელია, განსაკუთრებით შუქნიშანთან ლოდინის დროს.ამით შენც წვლილი შეგაქვს მათ უსაფრთხოებაში.
არ ვიცი ვის დავაბრალოდ უკვე დაბინძურებული ქალაქი აქაც, ვითომ მთლად უცხოელებს? მათი ახალგაზრდობაც აღარ ჩამოუვარდება უცხოელებს.
ერთი შეხედვით კანონის ძალიან მკაცრი დამცველები ჩანან, მაგრამ რაც ცოტა ახლოს შევედი კონტაქტში მათთან, მისგან გვერდის ახვევის შემთხვევებიც კარგად გამომჟღავნდა.
მომწონს მათი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 20 2007, 10:24 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გერმანელებს აქვთ - წესიერი დემოკრატია
ფრანგებს - მოსიყვარულე biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Jun 20 2007, 10:43 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.
3. სისუფთავე

პოლონეთში კი:
1. სისუფთავე
2. ყველა ფანჯრის წინ ყვავილები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 20 2007, 11:07 PM
პოსტი #9


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
უკრაინაში ჩასვლისას, თვალში მომხვდა:
1. ჩაცმულობა
2. ქალები სიგარეტით და ლუდით ხელში შუა ქუჩაში.
3. სისუფთავე

miss_kartveli

აუ, მოსკოვში გოგოები, ასე მეშვიდე კლასელები არ იქნებოდნენ და ლუდიო და სიგარეტიო. მეთქი საღოლ თქვეეენ. tongue.gif
ხო კიდე: გაიარე პოსტი? თვალებით ხვდებიან ინსპექტორი და მძღოლიც თუ "რამდენ რუბლიანი დარღვევა" იყო. tongue.gif biggrin.gif
არა რა, ამ ხალხს არასდროს ეშველება.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jun 21 2007, 02:44 AM
პოსტი #10


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



k@the
გაიხარე თემაა 5–ზე.
მართლაც ძალიან საინტერესოა, ამერიკა როგორც მოგეხსენებათ ემიგრანტების ქვეყანაა და უამრავ სხვადსხვა ქვეყნის ტრადიციებს წააწყდები, პირველი რაც აქ მომეწონა ყველაზე მეტად ისაა რომ თვითოეული სახლის წინ ამერიკის დროშა ფრიალებს smile.gif, კიდევ სეზონების და დღსასწაულების მიხედვით ულამაზეს დეკორაციებს აკეთებენ სახლში, ძალიან ძალიან მომწონს ამათი BBQ Party ები... და რათქმაუნდა ულამაზესი Christmas Lights...

კიდევ ბევრი რამ მომწონს და ნელნელა დავწერ...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2007, 11:53 AM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგი თემაა:

1) იტალიელები - უპირველესად უნდა ითქვას, რომ ძალიან "ქართული " ხასიათი აქვთ ცუდშიც და კარგშიც biggrin.gif

კარგი თვისებები- სტუმართმოყვარეობა, სიალალე, მხიარულობა, გახსნილობა, აქვთ ძალიან დახვეწილი ტურიზმი, უსაფრთხოება, ტელევიზია, რეკლამა, გაზეთები, ძალიან საინტერესოა ამათი "ედიკოლა", აქ ნახავთ , რომ გაზეთებს მოყვება ყველაფერი, ანუ მისაღებ ან ძალიან იაფ ფასებში შეიძლება იყიდოთ უველაფერი რაც პატარა ზომისაა, ესაა მთელი ენციკლოპედიები ( გავიყიდე biggrin.gif ) , ათასი ჟანრის ვიდეო-დვდ-აუდიო კასეტები და დისკები, ათასი საკოლექციონერო საგნები, მოდელები, ათასი მცირე ხელსაწყო და რა ვიცი, უამრავი რამე, აქვთ უმაღლესი ხარისხის ჩაცმის კულტურა და უგემრიელესი ნაყინები, შესაბამად გამოირჩევიან ჭამა-სმის ( და "გულავის" biggrin.gif ) დიიიიიდი სიყვარული, ნუ განსაკუთრებით ჭამის, აქ მთელი აკადემიაა ჭამისა ( როგორც ჩვენთან სმის) , მაგალითად კლასიკური დიდი სადილი ასე მიმდინარეობს:

1)უპირველესი სუფრაზე დაჯდომისას აპერიტივო, ოდნავ ალკოჰოლური სასმელი, რომელმაც გემო უნდა გაუხსნას მოსადილეს, ასევე მცირე დოზით ნელნელა ჭამენ მცირე გუნდებით მოცარელას ( იტალიური სულგუნი) , ზეთისხილის კეკლებს და პროშუტოს ( ერთგვარი გამოყვანილი მშრალი ხორცი) თხელ ნაჭრებს, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ გემოს აღსაძვრელად და საჭმლის მომნელებელი ორგანოების "დასაქოქად" smile.gif

2) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პირველი თეფში, ძირითადად ეს პასტა, ჩვენებურად მაკარონი, მაგრამ მაკარონნი აქ განირჩევა სპაგეტისაგან და თავად პასტისაგან, ყველა ამათგანი მზადდება მილიონი სხვადასხვა სტილით, ხორცში, ყველში, თევზში, ათას ბოსტნეულში, პასტა ასხამენ ზეთისხილის ზეთს და აყრიან დაფხვნილ უგემრიელეს პარმეჯანოს ყველს ( მაგრამ როცა პასტა თევზიანია, მაშინ პარმეჯანო არ ეყრება) ... ან შეიძლება პასტა ჩაენაცვლოს ( თუმცა ორივეა და არჩევანს თავად მოსადილე აკეთებს) მინესტრონეთი, ეს არის ერთგვარი წვნიანი, თითქმის მხოლოდ წვენი, რომელსაც ცხლად ხვრიპავენ... ეს ყველაფერი რათქმაუნდა უპუროდ და ღვინის ან რაიმე სხვა სასმელის გარეშე, შეიძლება წყალი.

3) პირველ თეფშის შემდეგ, სანამ გადავლენ მეორე თეფშზე, არის ერთგვარი შესვენება, რომელიც სჭირდება კუჭს, ამიტომ, ამ დროს მოაქვთ ხოლმე ინსალატა, ჩვენებურად სალათის ფოთლები, რომელსაც მოსადილე ხელის მარჯვე მოძრაობით დანა-ჩანგლით აქუცმაცებს და მერე გემოვნებით იქვე შეკაზმავს, მარილი, ძმარი ან ზეითუნის ( თუ ზეთისხილის, ერთიდაიგივეა მგონი ) ზეთი, ეს უკანასკნელი შეიძლება ჩანაცვლდეს "აჩეტო ბალაზამიკოთი", რაც ბალზამურ ძმარს ნიშნავს, ეს არის შავი ძმარი, სპეციფიკური გემოთი და საკმაოდ უხდება სალათს.

4) მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მეორე თეფში, აქ უნდა ვთქვა მართალი, ქართველებს უფრო დიდი მრავალფეროვნება და ფანტაზია გვაქვს ვიდრე იტალიელებს, თუმცა იტალიელებს იმხელა ცერემონია აქვთ მეორე თეფშის წინ და შემდეგ, რომ არაა გასაკვირი მეორე თეფშის შედარებითი "სიღარიბე", ესაა ხორცი, ან თევზი მოხარშული ან შემწვარი, შეიძლება თან ახლდეს რაიმე დანამატი ( მწვანე ლობიო, ან კარტოფილი) და წრუპვით წითელი ან თეთრი ღვინო, არის აზრი რომ წითელი ღვინო ისმევა ხორცზე და თეთრი თევზზე, ძირითადში ეს სწორია, მაგრამ არის ბევრი გამონაკლისიც, თითოეულ ღვინოს ბოთლზე აქვს დაწერილი, რაზე შეიძლება დავაყოლოთ ესათუის ღვინო. სხვა ალკოჰოლურ სასმელიდან იტალიელები იყენებენ "გრაპას" ჩვენებურ ერთნახად არაყს გავს, ან უგემრიელეს "ლიმონჩელოს", რომელიც გემრიელი ლიმნის არაყია...

5) ამის შემდეგ ყველა ღებულობს ხილს ( ვაშლი, ბანანი)

6) თუკი ზაფხულია, მაშინ ნაყინსაც მიირთმევენ, თუა შესაძლებლობა ცოტა ვისკით.

7) ყველაფერი ეს მთავრდება იტალიელებისათვის უსაჭიროესს - ყავათი, ყავის უამრავი სახეობაა, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, თავისი დრო, დოზა , შაქრის რაოდენობა და სმის ფორმაც კი


შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ ძლიერ მარგებელია,რაც ღიპებზეც შესანიშნავად აისახება biggrin.gif



ცუდი თვისებები კი ის არის, რომ ჩვენსავით მოუწესრიგებლები არიან, მუშაობა არ უყვართ ( სულ გაფიცვებია ხოლმე ), ქალაქები ჭუჭყიანია, ძალიან არაპუნქტუალები არიან, როგორც ხალხი ისე ტრანსპორტი ( რაც გადამდებია smile.gif ), შიგდაშიგ წაიფაშისტებენ ხოლმე, ძალიან გარყვნილებია, 83 წლის მიხრწნილი ბებერი შეიძლება 23 წლის გოგოსთან ნახოთ, ცოლი და ქმარი პანტა-პუნტით ღალატობენ ერთმანეთს და 30-34 წლამდე არავინ ქორწინდება, მანამ ასევე პანტა-პუნტით იცვლიან ქალებს და კაცებს sad.gif ... მანქანებს და მოტოებს ( რომლებითაც სავსეა ქალაქი) გიჟებით ატარებენ, არანაირი წესი ამათვის არ არსებობს, უყურადღებოები და უხეშები არიან ოფისებში.

ერთიანობაში კი იტალია ულამაზესია, და ვერცერთი ევროპის ქვეყანა ვერ შეედრება ( საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით smile.gif ) აქ ყველა პატარა ქალაქი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია და ყველა პატარა სოფელი სულ ფოტოაპარატიათაა გადასაღები, რომ არაფერი ვთქვათ ტურინზე, ვენეციაზე, ფლორენციაზე, პერუჯაზე, სიენაზე, არეცოზე, პიზაზე, ნეაპოლზე, ბარზე, პალერმოზე, კალაბრიაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო ... აი რომი კი მართლა რომია, წლები კი არა მგონი სიცოცხლეები არ გეყოფა ეს საოცარი ქალაქი რომ ამოწურო, სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებს მნახველიც და თავად რომაელებიც და ღმერთმა უწყის რამდენს საიდუმლოს ინახავს კიდევ მარადიული ქალაქი!

კარგია იტალია!

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 24 2007, 12:04 PM
პოსტი #12


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



კაიროს ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც შეიძლება ჭამა... ჩვენს ხინკალს რა შეედრება laugh.gif

მაგდენი რომ ვჭამო ხომ გავაღატაკე საქართველო და ჩემი ოჯახი ....laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 24 2007, 02:48 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



KAIROS
ერთმა ჩემმა ნაცნობმა თურქმა გოგომ მითხრა (სტუმრად იყო იტალიაში თავისი მეგობრის ოჯახში) ხოდა სადილის მერეო იტალიელები იქვე გადაწვებიან სავარძელშიო, შუადღისას როცა დიდი სიცხეებია, და იძინებენო laugh.gif laugh.gif

ისე მე სპაგეტი მიყვარს ბოლონეზიური სოუზითsmile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 24 2007, 03:02 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სპაგეტი მიყვარს ბოლონეზიური სოუზით



Spaghetti alla bolognese smile.gif



ციტატა
ყოველგვარი ცერემონიების გარეშეც შეიძლება ჭამა... ჩვენს ხინკალს რა შეედრება


ხო, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ასეთი ჭამა უფრო მარგებელია და უფრო ჯანმრთელობისათვისაა სასარგებლო, ვიდრე ჩვენთან, აბა ისაა საქმე დილის 6 საათზე, იტალიაში მარტო კორნეტოს და კაპუჩინოს რომ ჭამენ, ჩვენთან კი უზარმაზარ მათლაფში ორ კოვზ ნიორჩაყრილ და სქელ ქონიან ხაშს რომ ხვრიპავენ და სამ-სამ არაყს აყოლებენ ზედ? კათხა ლუდებთან ერთად? უბრალოდ, ვფიქრობ, რაღაც ჩვენც უნდა ვისწავლოთ, რაღაც ამათმაც, და ასე ხდება განვითარება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nodar
პოსტი Oct 28 2007, 10:43 PM
პოსტი #15


გვფარავდეს ღმერთი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარ.: სამშობლო
წევრი № 3,072



შოტლანდიაში იუბკიანი კაცები და შარვლიანი ქალები


--------------------
ძალა ერთობაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 31 2007, 03:05 AM
პოსტი #16


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Nodar
თათი87
თემას ნამდვილად არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციებს. ამ თემაში მინდოდა საზღვარგარეთ მყოფ/ნამყოფ ქართველებს მოეყოლათ ნანახი ქვეყნის ტრადიციები, ისინი რომლებზეც მათ გაეცინათ და ისეთებიც რომლებიც მათთვის, როგორც ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა.

შოტლანდიაში იმას 'იუბკა' არ ქვია და ტრადიციული მამაკაცური სამოსია, თუმცა მართალია მეც მეხამუშება ეგრე გამოწყობილი მამაკაცის დანახვა, თუნდაც შონ კონერი იყოს biggrin.gif
ხოლო ქალები შარვლით რა გასაკვირია ვერ გავიგე.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nodar
პოსტი Oct 31 2007, 05:03 AM
პოსტი #17


გვფარავდეს ღმერთი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 28-October 07
მდებარ.: სამშობლო
წევრი № 3,072



ციტატა(k@the @ Oct 30 2007, 11:05 PM) *

Nodar
თათი87
თემას ნამდვილად არ ეხება მხოლოდ ქართულ ტრადიციებს. ამ თემაში მინდოდა საზღვარგარეთ მყოფ/ნამყოფ ქართველებს მოეყოლათ ნანახი ქვეყნის ტრადიციები, ისინი რომლებზეც მათ გაეცინათ და ისეთებიც რომლებიც მათთვის, როგორც ქართველისათვის მიუღებელი იქნებოდა.

შოტლანდიაში იმას 'იუბკა' არ ქვია და ტრადიციული მამაკაცური სამოსია, თუმცა მართალია მეც მეხამუშება ეგრე გამოწყობილი მამაკაცის დანახვა, თუნდაც შონ კონერი იყოს biggrin.gif
ხოლო ქალები შარვლით რა გასაკვირია ვერ გავიგე.


ის ტრადიციები რაზეც შეიძლება გაგეცინოსო, ვიცი რო მაგათი ტრადიციულია კილტი მაგრამ თავიდან მართლა მეცინებოდა. კილტში კაცი და ცოლი შარვალში ერთად იყო ძალიან მიუღებელი ჩემთვის, თორე შარვლები ქალებს ჩვენთანაც აცვიათ smile.gif


--------------------
ძალა ერთობაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 31 2007, 02:11 PM
პოსტი #18


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(Nodar @ Oct 31 2007, 02:03 AM) *

ის ტრადიციები რაზეც შეიძლება გაგეცინოსო, ვიცი რო მაგათი ტრადიციულია კილტი მაგრამ თავიდან მართლა მეცინებოდა. კილტში კაცი და ცოლი შარვალში ერთად იყო ძალიან მიუღებელი ჩემთვის, თორე შარვლები ქალებს ჩვენთანაც აცვიათ smile.gif

კი, ნამდვილად გეთანხმები. კიდევ რას გვეტყვი შოტლანდიელებზე?
რას სვავენ, ლუუდს? რაიმე განსაკუთრებული კერძი ექნებათ მაგათ, რა მოგეწონა smile.gif
რწმენა როგორი აქვთ? დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ წესით smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 31 2007, 02:59 PM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე მაოცებენ ბასკები... biggrin.gif ყველაფრით....


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Oct 31 2007, 09:58 PM
პოსტი #20


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



k@the
მაშ მე რათ მეგონა ქართულ ტრადიციებზე? sad.gif
ციტატა
რწმენა როგორი აქვთ? დიდი პატრიოტები უნდა იყვნენ წესით

ხოოო smile.gif ტრადიციების მოყვარული ხალხია როგორც ინგლისელები. ეხლა საქართველოს შოტლანდიასთან რო ქონდა თამაში (იმედია იცით მოვიგეთ tongue.gif) თბილისის ცენტრალური ქუჩები 2-3 დღით ადრე კილტიანი კაცებით აივსო smile.gif შენ წარმოიდგინე ისეთი ამაყი სახეებით დადიოდნენ smile.gif (ალბათ მატჩის მერე ვეღარ იქნებოდნენ ეგეთი ამაყები tongue.gif)

ketino
ციტატა
მე მაოცებენ ბასკები...

რომელი ბასკები დააკონკრეტე biggrin.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი