რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
ილია |
Oct 31 2007, 10:28 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 903 რეგისტრ.: 29-March 07 წევრი № 1,525 |
თუ წავალ სამუშაოდ თორე სწავლით აქაც ბევრს ისწავლი..................... თუ ძალიან მაგარი არხარ რათქმაუნდა.
-------------------- უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული
|
თათი87 |
Oct 31 2007, 10:32 PM
პოსტი
#22
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა ხალხი აქედან უამრავ მაქაურს ინახავს, ზოგი სწავლობს ( მეც), ზოგი კი გაქცეულია, აბა რა ქნან მაქ? იცით, როგორ უნდათ ჩამოსვლა? მაგრამ სად? რისთვის? მაშინ მეც ვერ გამიგია ეს სიტყვები სწორად და ეგ არის -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
mii |
Dec 13 2007, 11:30 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
ქართველებო წადით მაგრამ მუდმივი ფიქრით საქართველოზე
გაიხარეთ |
Маиа |
Dec 13 2007, 11:40 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
სწავლის გამო წამოსულები ხშირად რჩებიან კიდეც სამწუხაროდ
-------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
guest |
Dec 14 2007, 08:04 AM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ეს ისეთი თემაა ყოველი სიტყვა მოფრთხილებით უნდა დაწერო რო ვინმეს გული არ ეტკინოს. ამ მომენტში არ ვიცი როგორ დავწერო რბილად ის რაც მინდა. რომ კითხულობთ სადო მე გიპასუხებთ რომ მიდიოდით სასწავლებლად ხომ იცოდით რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ (სწავლის დასრულების შემდეგ) უკან უნდა დაბრუნებულიყავით. ახლა რაღატომ კითხულობთ სადო? რისთვისო? ეგ ინდივიდუალურია ბატონო. ზოგი საქართველოსთვის ბრუნდება, ზოგი მეგობრებისთვის, ზოგი ოჯახისთვის... ზოგი იმისთვის რო რაც ისწავლა აქ გამოიყენოს. თუ დაბრუნება გინდა მიზეზს ადვილად იპოვნი . უბრალოდ ისეთია ადამიანის ბუნება უკეთესს რომ ნახავს უარესში დაბრუნება უჭირს, იქ ვეღარ გავძლებო. და მერე ამის გასამართლებლად არგუმენტების პოვნაც არ უჭირთ. მარტო ქართველები არ ვართ ასე... ვეცადე ისეთი არაფერი დამეწერა რომ ჩვენს ემიგრანტებს გული სტკენოდათ. თუ მაინც უქმად ჩაიარა ამ ჩემმა მცდელობამ დიდსულოვნად მომიტევეთ თათი, მიხარია რომ ადამიანთა ცხოვრებას მხოლოდ კარგი მხარიდან იცნობ, მაგრამ მიეზეზები კი არა პანაცეა რომც გეგულებოდეს, არის შემთხვევები, რომ ვერ დაბრუნდები, იმიტომ კი არა რომ არ გინდა,არამედ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც არც ქმარს,არც ცოლს, არც შვილებს,არც დედმამას მოიცავს ... ასე რომ გისურვებთ მხოლოდ ისე გამყოფოთ, რომ ეს ჩემი ნათქვამი ვერასოდეს გაგეგოთ... პ.ს. არავისთვის არ გიწყენინებია, იმიტომ რომ ცხოვრების და ბედის იმ მხარეებს შენ არ იცნობ საბედნიეროდ, რომ გეფიქრა სხვანაირადაც შეიძლება იყოს. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოს შენც და ყველა .... |
გიორგი |
Dec 14 2007, 01:54 PM
პოსტი
#26
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან? ეს საკმაოდ მძიმე, ძალიან რთული და უაღრესად სათუთი თემაა. გამოკითხვაში არსებული პასუხები ძალიან მწირი და მშრალია, მხოლოდ ზედაპირულად თუ გამოხატავს საქართველოდან წასვლის რეალურ მიზეზებს და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების პრობლემებს და სატკივარს. ციტატა სწავლის გამო ციტატა სამუშაოდ ციტატა სხვა მიზეზების გამო ციტატა წავიდოდი მხოლოდ სასწავლებლად ციტატა წავალ სამუშაოდ ეს ხუთივე პასუხი შესაძლოა იყოს საქართველოდან წასვლის მიზეზი, თუმცა საქმის არსი გაცილებით ღრმაა და მოიცავს უამრავ კონკრეტულ შემთხვევას, კონკრეტულ საჭიროებას ან კონკრეტულ უსიამოვნებას რის გამოც ადამიანებს მოუწიათ საქართველოდან წასვლა. ციტატა არ ვაპირებ წასვლას ცხადია არსებობენ ადამიანები, რომელებსაც კონკრეტული სიტუაციის გამო ურჩევნიათ ან არ საჭიროებენ საზღვარგარეთ წასვლას და ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი არ მაქვს, მაგრამ საზღვარგარეთ არ წასვლა რელიგიური და ნაციონალური მოსაზრებით, რომ თითქოს უკანასკნელი ჟამი იმდენად მოახლოებულია, რომ ქვეყნის აღსასრულს საქართველოში უნდა შევხვდეთ ანდა რომ თითქოს რაიმე საქმის ან პრობლემის გამო საქართველოდან წასვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასია, რბილად რომ ვთქვათ უმართებულო დამოკიდებულებაა, მომდინარეობს რელიგიური ფანატიზმისგან, ფსევდოპატრიოტიზმისგან ანდა შეიძლება კიდევ უფრო უარესი... ადამიანების გარკვეული კატეგორია ვერ მიდის საზღვარგარეთ, ცნობიერად ან ქვეცნობიერად მოქმედებს პრინციპით "მკვახე იყო ის ყურძენიო" და საზღვარგარეთ წასვლას მიუღებლად, ცუდ საქციელად აფასებს საკუთარი უუნარობის დასაფარავად და ამით უნებურად გულს ტკენს უცხოეთში მყოფ საკუთარ თანამემულეებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაც არსებობს. ციტატა წავალ სამუდამოდ ძალიან ცუდია ასეთი დამოკიდებულება. ეს გაბოროტებული ადამიანის ლაპარაკს წააგავს, რაც ქრისტეანულად ვერ არის მოსაწონი. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი წინასწარ გეგმავს, რომ სამუდამოდ წავა საქართველოდან და აღარასოდეს დაბრუნდება უკან. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც... საქართველოდან წასულან და აღარასოდეს დაბრუნებულან უკან, ამას მრავალი ობიექტური მიზეზიც არსებობდა - პოლიტიკური ტრაგედია, საზღვარგარეთ სხვა ცხოვრების პოვნა, დაბრუნების შეუძლებლობა და ა.შ., მაგრამ ყველა მათგანი მუდმივად ფიქრობდა საქართველოში დაბრუნებაზე და სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ეჯერა რომ სამუდამოდ არ იყო წასული. საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
k@the |
Dec 14 2007, 03:56 PM
პოსტი
#27
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
საერთოდ, როდესაც საქართველოდან წასულ ადამიანებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამშობლოსგან შორს ყოფნის უარყოფითი მხარეები მათ ჩვენზე კარგად იციან, რადგან ჩვენსგან განსხვავებით საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი . დიდი ხანია ვკითხულობ სხვადასხვა თემებს თუ მოსაზრებებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებზე და ერთადერთი, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ მათ მიმართ არის მხარდაჭერა, თანადგომა, მიმოწერა, ტელეფონზე დარეკვა, სხვა სახის კონტაქტი, რათა არ იგრძნონ სიმარტოვე, არ დაავიწყდეთ ქართულად ლაპარაკი, გული გადააყოლონ სხვასთან ლაპარაკს და სულიერად მაინც დარჩნენ საქართველოში და ამით მაინც შეუმსუბუქდეთ ის მონატრება, რაც გააჩნიათ თავისი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების და საერთოდ საქართველოს მიმართ. ბევრი მათგანი ხანდახან საშინლად არის ხოლმე გაღიზიანებული და ასეთ დროს ბევრი რაიმე უნდა ვაპატიოთ, უაზროდ არ ვეკამათოთ და არ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, არ უნდა წასულიყავით აქედანო... ან მსგავსი შინაარსის დისკუსიები. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს, არადა საქართველოდან წასვლის მიზეზი მართლაც უამრავია... უნდა ვაღიაროთ რომ საქართველო, ქვეყანა რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს ძალიან დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება, არის ტოტალური უმუშევრობა, ზოგიერთი ადამიანი არსებობისთვისაც კი იბრძვის, გარდა ამისა განათლების არც თუ სასურველი დონე, რსაც ემატება ზოგადქართული დამოკიდებულება ადამიანის დაჩაგვრისა, რომელმაც საქართველოში დაამთავრა უნივერსიტეტი, იმასთან შედარებით ვინც საზღვარგარეთ დაამთავრა. გარდა ამისა საქართველოში ჭირს საკუთარი ნიჭის წარმოჩინება, ერთის მხრივ "ნაცნობობით დაწინაურების" მაღალი მაჩვენებლების გამო, მეორეს მხრივ კი პატარა ქვეყანაში ზოგადად არსებული ნაკლები გასაქანის გამო. ეს ყველაფერი მოტივაციას უკარგავს ადამიანს. ზოგი უსამართლობას გაექცა აქ, უცხოეთში იპოვა სამართალი, აიწყო საქმე და ვეღარ ტოვებს მას. ზოგი თანდათანობით შემორჩა იქაურობას, დაიწყო მცირედით, შემდეგ მეტის საშუალება მიეცა და შუა გზაზე ვერ მიატოვა სწავლა ან საქმე და ამ მიზეზით გაუგრძელდა საზღვარგარეთ ყოფნა იმაზე მეტ ხანს ვიდრე წასვლისას წარმოედგინა და ეგონა. არიან ხალხი, რომელთა ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა უცხო სახელმწიფოში ცხოვრებისას და ნელ-ნელა მიეჯაჭვა მას. არსებობს კიდევ უფრო დეტალური, კონკრეტული სიტუაციიდან და პირადი მდგომარეობიდან მომდინარე მიზეზები თუ რატომ წავიდნენ ქართველები საქართველოდან და ასეთ ადამიანებს გარედან, "ზოგადპატრიოტული" იდეების საფუძველზე გული არ უნდა შევუწუხოთ, მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! გაიხარე გიორგი, რა კარგად დაწერე. დაბრუნებაც ასეთი უნდა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Dec 14 2007, 04:20 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მადლობა გიორგი, კარგად გიწერია და კომენტარს არ საჭიროებს
|
ბოლქვაძე |
Dec 14 2007, 07:44 PM
პოსტი
#29
|
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ჯგუფი: Members პოსტები: 639 რეგისტრ.: 11-March 07 მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი წევრი № 1,340 |
ალბათ სოციალური პირობების გამო მიდიან საქართველოდან თორე ესეთ ლამაზ ქვეყანას ვინ დატოვებს
-------------------- რაც არ იწვის არ ანათებს!
|
თათი87 |
Dec 15 2007, 12:45 AM
პოსტი
#30
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
გიორგი
ციტატა მთავარია მათ ახსოვდეთ ყველგან და ყოველთვის რომ ქართველები არიან, შინარჩუნონ მშობლიური ენა, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, ილოცონ მშობლიურ ენაზე, იცხოვრონ დადებითი ქართული ტრადიციების მიხედვით და სადაც არ უნდა იყვნენ, როგორც შეეძლებათ ისე ცადონ, რომ დადებითად წარმოაჩინონ საქართველო და აკეთონ ქართული საქმე. ღმერთმა დალოცოს ყველა ქართველი ემიგრანტი და ვუსურვოთ ბედნიერ საქართველოში დაბრუნება! გენაცვალე -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
iako |
Dec 16 2007, 06:27 PM
პოსტი
#31
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
კარგად არის ჩამოყალიბებული.
ალბათ ნოსტალგიის შემოტევა არ მქონდა და ამიტომაც არ მიტირია -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
mii |
Dec 27 2007, 12:51 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
რათქმაუნდა ვეთანხმები გიორგის .
|
გიორგი |
Dec 27 2007, 12:53 PM
პოსტი
#33
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
თათი87
iako mii k@the staywhite თქვენც გაიხარეთ... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
mii |
Dec 27 2007, 01:16 PM
პოსტი
#34
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
ერთხელ ერთ ევროპულ ქვეყანაში ერთი ქართველი მანდილოსანი მოვიდა ჩვენს კონცერტზე და კონცერტის მერე რათქმაუნდა ვნახეთ მოვიკითხეთ და როცა ჩვენ ვუთხარით რომ 2 კვირა ვიყავით უკვე გასტროლებზე და ძაან გვენატრებოდა საქართველო ჩვენდა გასაკვირად ლამის დაგვცინა რა საქართველო რა მომანატრებს საქართველოსო......... არ არსებობს მიზეზი რომელიც გაამართლებს ქართველს რბილად რომ ვთქვა აუგად მოიხსენიოს სამშობლო.
მაგრამ მე ვფიქრობ ეგეთ ქართველებს რომლებსაც გული აქვთ გატეხილი სამშობლოზე ისევ ჩვენი სიყვარულით და ქართული მადლით უნდა ვაგრძნობინოთ თუ მაინც რა ტკბილია და მადლიანი საქართველო. |
macaco-fast65 |
Feb 27 2008, 12:49 PM
პოსტი
#35
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 18-January 08 წევრი № 3,676 |
mii
ზოგ ადამიანს აერია ცხოვრება საქართველოში და საზრვარგარეთ ბევრმა მოიწყო ნორმალური და მშვიდი ცხოვრება .ამის გამო შეიძლება რომ საქართველო არც მოენატროს. |
k@the |
Mar 14 2008, 08:25 PM
პოსტი
#36
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გამოკითხვის ტექსტი გადავაქართულე და გამოკითხვის შედეგები განულდა ავტომატურად
ბოდიშს გიხდით! იქნებ ახლიდან დააფიქსიროთ ყველამ საკუთარი აზრი! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
lelio |
Mar 14 2008, 09:45 PM
პოსტი
#37
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 14-March 08 წევრი № 4,184 |
ძირითადად სამუშაოდ მიდიან და თუ ასკი გიწყობს ხელს და ანაზღაურებაც გაკვს დამაკმაყოფილებელი სწავლასაც ახერხებენ
-------------------- დავიღალე ღმერთო......მოდი ჩემთან
|
PUrpLE |
Mar 27 2008, 01:14 PM
პოსტი
#38
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 27-March 08 წევრი № 4,336 |
ძალიან ბევრი მიდის სულ სხვა მიზეზების გამო
|
k@the |
Mar 27 2008, 01:28 PM
პოსტი
#39
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
PUrpLE
მაინც რომლების? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
natani |
Apr 2 2008, 04:58 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 19 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,293 |
მე პირადად უკვე აქ ვარ 1 წელია და ვიცი რომ ჩემმა მშობლებმა აქ მე სასწავლებლად ჩამომიყვანეს,თვითონ კიდე სამუშაოდ ჩამოვიდნენ. მამაჩემი აქ 10წელია და დედა ჩემი უკვე 5.ორივენი იმიტომ წამოვიდნენ რომ ოჯახისთვის რამე ლუკმა პური მაინც გამოეგზავნათ.მეც უფრო სამუშაოდ მგონია იმიტომ რომ საქართველოში რაც არ უნდა ეძებო ნორმალურ სამუშაოს და ნორმალურ ხელფასს ვერსად მონახავ.............
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი