ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 4 2010, 12:57 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო.. ადამ, შენი პოსტები უკვე გამომწვევიაა ასე არ შეიძლება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Adam |
Feb 4 2010, 01:08 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 |
KAIROS
ციტატა შენი პოსტები უკვე გამომწვევიაა აჰმ ცოტათი მართალს ღაღადებ :mo: მაგრამ ისეთი პოსტი იყო, თავი ვერ შევიკავე -------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
ბარბარე |
Feb 5 2010, 08:09 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით!
ცოტა სხვა სახე მიიღო თემამ... მე მინდა დასაწყისში ნათქვამი განვაგრძო... მართალია ეს ადამიანი..გადავჯიშდით ქართველები...უცხოეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა... თუნდაც დავიწყებ იქიდან,რომ,რამდენჯერ ვიკითხე,რატომ საბერძნეთის ემიგრანტები არ ჩანან ფორუმზე?...არ აინტერესებთ საქართველო და იმირომ...მარტო ამ ქალაში უამრავი ქართველია...რომ ჩამოდიან ,პირველ რიგში კომპიუტერს ყიდულობენ.ნუთუ არავინ იცის ეს საიტი?ან რომელიმე,სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ეკონტაქტებიან... ცუდ დღეში ვართ,დამიჯერეთ...ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..." ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა...როგორც მესმის,თვით საქართველოშია ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ...უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?.... პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! მხოლოდ მანდ მცხოვრებ ქართველებს მინდა ძალიან შეგეხვეწოთ:გაუფრთხილდით ჩვენს საქართვლოს!!!მანდ უფრო ჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება.მარტო ჭიქის მირტყმით კი არა,რაც- აქაც მშვენივრად იციან,არამედ საქმით!!!!!!!!!თორე,"ჰერო ბიჭებოზე" და "ფესვებზე"-მანდაც ყოველთვის ვტიროდი...შეინარჩუნეთ ქართული ღირსებები.ნუ შეავსებთ ჩვენს ადგილებს უცხოელებით... ჩვენც დავბრუნდებით!აუცილებლად დავრუნდებით !და ერთად ვაშენოთ ლამაზი მომავალი!!!!! |
KAIROS |
Feb 6 2010, 12:06 AM
პოსტი
#24
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..." ეგ სამწუხარო რეალობაა, სუფრაზე ტირილია იქ მინდაო, და მერე (ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ) იწყება საუბარი, ქალო (კაცო) საბუთი როგორ გავაგრძელო (ავიღოო)? ანუ ეს ნიშნავს, კიდევ მეტი (ან საერთოდ) როგორ დავრჩეო... გეუბნებით, ამდენი წელია წამოსული ვარ და საბოლოოდ დაბრუნებული ათიც კი არ მინახავს, ჩამოსული კი ათი მარტო კვირაში (ბოროტი ენების ამბობენ ჭურში ხარ, თორემ დღეშიცო) ჩამოდის... ციტატა ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! ნუ ამაზე კამათი შეიძლება, პირველი ის რომ ყველა ნამდვილად არ დაბრუნდება, საქართველო ვერ მისცემს სამუშაო გარანტიებს თავის მოქალაქეებს ისე რომ ადგილები ჩამოსულებისათვისაც დარჩეს, ეგ მინიმუმ 20 წელი, შესაბამისად ერთი თაობა ჩარჩა უკვე იქ, შესაბამისად დაბრუნება თუ იქნება ძალიან ნელი და შეუმჩნეველი, მეორე ის რომ უცხოეთში ყოფნის ცუდ მხარეებზე ჩვენ ვსაუბრობთ აქვე მდებარე სხვა თემაში (უცხო უცხოეთი), აქ კი ჩვენი ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, და ისიც უნდა ვთქვათმ რომ უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება მხოლოდ ცუდს არ ნიშნავს, პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი აქ მეტი რომ არ შეიძლება, ის გრუზინული აზროვნება რომელიც საბჭოთა სისტემა დაგვიტოვა უცხოეთში იშლება და ინგრევა, ამიტომ არც ასე არ შეგვიძლია ვთქვათ ცალხმრივად. და კიდევ, ჩვენ ის უნდა ვწეროთ, როგორ შევუსაბამოთ ჩვენი მეობა და დადებითი რასაც უცხეოთი გვაძლევს ციტატა უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?.... ეს შეცდომაა, რადგან მასე რომ იფიქროს იმ ხალხმა, რომელიც ჩვენ გვსტუმრობს და საკვების საშუალებს გვაძლევს, უკან გაყრილები უნდა ვიყოთ, საქართველო არასოდეს ყოფილა რასისტული და არც არასოდეს იქნება, არაა ეგ ჩვენს ჯიშში და აზრონებაში მადლობა ღმერთს, არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი, საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდა სხვადასვა ერის ხალხი მშვიდაობიანად და კეთილდღეობით, ჩინელები კი ქართული კი არა მსოფლიო პრობლემაა და ის რომ ჩვენთან ეს პრობლემა ნელნელა უფრო მეტად დგება, ეს ჩინელების კი არა ჩვენი მთავრობის ბრალია, ასე რომ პათოსს ვერ შევუერთდები, ნამდვილად არ უშლის ახალ ჩინელები ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნებაში ხელს ციტატა მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! საოცრება, რაც დავწერე იმის საწინააღმდეგო უნდა დავწერო ახლა ხალხო, თვითიზოლაცია დამღუპველია და ადრე თუ გვიან უნაყოფო იქნება და არაფრის მომტანი, ეს იმის ნიშნანია, რომ ჩვენ არ ვიცით ემიგრაცია, რომ ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, არ შეიძლება ასე, უნდა იცოდეს თქვენმა შვილმა ბერძნული ენაც, კულტურაც, კონსტიტუციაც (განა იგივეს არ თხოვთ ჩინელებს ჩვენთან ან სხვა ერს?), მაგრამ ამავე დროს ოჯახში კალი მერას ნაცვლად დღე მშვიდობისა უნდა ისმოდეს, კალას მაგივრად კეთილი... ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს, მეტი როგორც კარგი ქართველი, უნდა იცნობდეს სხვის კულტურას ისე, რომ საკუთარი კულტურის გაცნობა შეეძლოს. ასე რომ იდეა კარგია, მაგრამ ყველაფერი არაა რეალური და სწორი გზა, ყოველთვის შუა, სამეუფო გზით მიდის. იხარე; კაიროსი! პ.ს. არც მე ვარ საქართველოში. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Feb 6 2010, 12:48 PM
პოსტი
#25
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! ეს მართლაც დიდი სამამულიშვილო საქმეა და მიხარია რომ ვიღაც მაინც ფიქრობს ასე და აკეთებს ასე KAIROS ციტატა გეუბნებით, ამდენი წელია წამოსული ვარ და საბოლოოდ დაბრუნებული ათიც კი არ მინახავს, ჩამოსული კი ათი მარტო კვირაში (ბოროტი ენების ამბობენ ჭურში ხარ, თორემ დღეშიცო) ჩამოდის... ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო ციტატა ხალხო, თვითიზოლაცია დამღუპველია და ადრე თუ გვიან უნაყოფო იქნება და არაფრის მომტანი, ეს იმის ნიშნანია, რომ ჩვენ არ ვიცით ემიგრაცია, რომ ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩ კაიროს დაანებე თავი, არ არის ეს თვითიზოლაცია. ბავშვი რა ენაზეც ისწავლის "დედა"ს დაძახებას და რა ენით დაიწყებს აზროვნებას ესაა მთავარი, თორემ რომ გაიზრდება მერე ისწავლის ბერძნულს. ვაჰ აბა რა გინდა, 3 და 4 წლის ბავშვმა ორი ენა ისწავლოს ერთდროულად? და რა გამოვა? ორენოვანი მოქალაქე... იუმორინაში კვირიკაშვილის ერთერთ სკეტჩში იყო "ბებია ბებია, მოჟნა მოი გოსწ ქამ ინ"-ო პ.ს. მაპატიე თუ გემწარა, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნონა |
Feb 6 2010, 02:29 PM
პოსტი
#26
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! ბარბარე ამაში ვერ დაგეთანხმებით საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... თუნდაც მედია თუ ჩვენ უკან მობრუნებულ არაქართული ცნობიერების ქართველებს შეუცვლელ ქართველობას შევაგებებთ უკუ პროცესის წარმართვაც თითქმის იგივე ინტენსივობით მოხდება... ჩემი აზრით ეს არასწორად დანახული პრობლემაა კაიროსის არ იყოს არც მე მომხვდა თვალში კარგად ის სიტყვები რომ თქვენმა შვილმა ბერძნული საერთოდ არ იცის, არა იმის გამო რომ 4 წლის ასაკში ორ ენაზე ვერ მეტყველებს, არამედ იმ პათოსის გამო რომელიც იგრძნობოდა თქვენს ნაწერში, რომ ასეთი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ენის და ერის მიმართ სადაც თავს ირჩენთ სწორად მიგაჩნიათ მაპატიეთ თუ არასწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ცხადია კომენტარს იმაზე ვაკეთებ როგორადაც გავიგე. მე ძალიან მაღიზიანებს უცხოელი მოქალაქეები რომლებიც წლების განმავლობაში, ზოგჯერ თაობებიც ცხოვრობენ საქართველოში და ქართული არ იციან. მე მათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს შინაგანად ვერ ვღებულობ, მიუხედავად იმისა რომ არანაირი კონფლიქტი ეროვნულობასთან არ მაქვს... თუმცა ისიც მაკვირვებს რომ ზოგიერთებმა შესაძლოა მშობლიური ენაც არ იცოდნენ, თუმცა ეს სიმართლე გითხრათ არც მწყინს... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
სოფი |
Feb 6 2010, 05:01 PM
პოსტი
#27
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო +1 Adam ციტატა თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო.. ის ადგილი სადაც გავიზარდე , თავისთავად გამახსენდებოდა, მაგრამ 1 , 2 წლის შემდეგ მაგასაც დავივიწყებდი.. ჯერ წადი,იცხოვრე უცხოეთში და მერე ილაპარაკე,მოგენატრებოდა ან გაგახსენდებოდა თუ არა სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი,ძნელია რამის თქმა. -------------------- "Happiness only real when shared."
|
KAIROS |
Feb 7 2010, 05:33 AM
პოსტი
#28
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ქევან,
არ გეკამათები, მაგრამ რატომღაც მე ბარბარეს შემართებაში სწორედ იზოლაცია დავინახე და არა ასე ვთქვათ, ენის პრობლემატიკა. ეს იზოლაციის მცდელობები ყველგან და ხშირად შეიმჩნევა, მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, ამათი ყველაფერი ცუდია, ჩვენი მხოლოდ დ ა.შ. ეს ცუდი დამოკიდებულებაა, მცდარი და მავნე. ასე რომ ისევ შუა გზაა საჭირო. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Feb 7 2010, 08:39 PM
პოსტი
#29
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
KAIROS
ეგ მესმის. ციტატა მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, 12 წლის კიარა, უფრო დიდი ასაკის ადამიანიც მინახავს "სექტანტური" აზროვნებით ზოგადად ასეა, რომ ურთიერთობისას ერთი ადამიანი ახდენს მეორეზე გავლენას, და თუ საქმეში ემოცია ერთვება, ხო საერთოდ... ალბათ, ძირითადად მნიშვნელოვანი არის რა მასშტაბებშია. ცხადია, პატარაზე უფრო იოლია ზემოქმედება. ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს. თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება? 1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი? 2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს... ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული... ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა? ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ბარბარე |
Feb 8 2010, 08:49 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
[quote]პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი [/quote]
იცით,შეიძლება ცოტა ცხარედ მომდის,მაგრამ ეს ჩემებური ხედვაა:მე იმას ვხედავ,რომ აქაური ქალები მხოლოდ სიგარეტის მოწევას სწავლობებ,ხოლო ბიჭები-"პრიჩოსკების" და ტატუების გაკეთებას... აქვე ავGნიშნავ,რომ,რათქმაუნდა,უმეტ სობ.ძალიან კარგი ადამიანიც ბევრია...უბრალოდ ასეთებიც იმდენია,რომ ჩანს!!ეს ხალხი მართლაც თავის სარჩენად მაინც არის ჩამოსული.საკონსულოში რა ხდება...იმათ იმათ მხოლოდ ფრაპეს დალევა ისწავლეს...(ეს საკონსულოები -კიდევ ერთი საკითხია!) [quote]არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი,[/quote] ნაცისტი არ ვარ ნამდვილად.დალიან კარგი მეგობრები მყავს ქურთები და ოსები...ისე მთავრობა ვიგულისხმე ზუსტად.უცხოელებს ხომ უწყობს ხელს შემოსვლაში და ჩასახლებაში...თავისი გასული ხალხისთვისაც გააკეთოს რამე...ეს კიდე ცალკე დიდი თემაა ჩემთვის...და ძალიან მტკივნეული,რადგან პირადად ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წამოსვლა,მაგრამ მეუღლე არ მომყვება...ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ გაატარა და ვერ რისკავს... [quote]ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს[/quote] ის რომ ცოტა მართლაც გამოკეტილები ვართ,ეს მართლეც პრობლემაა,მაგრამ ყველა ადამიანს თავის ფსიქიკა აქვს და მე ვერ ავიტანე,რომ ლაწირაკი ბავშვები ჩემ შვილს არ ეთამაშებიან მხოლოდ იმიტომ,რომ,მამას ნაცვლად დედას მეძახდა... ისე ბერძნები მართლაც ძალიან ნაცისტები არიან,და მათ ენააუდგმელ შვილებშიც ყვირის გენი...ბავშვმა,რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის,იმდენს ასხვავებს,რომ თავის ტოლი ბაბშვი ბერძნულად არ მეძახის , მიტრიალდება და აღარ ეთამაშება...ხოდა ,რა ვქნა ,ვერ ავიტანე!!!აქ ერთი გოგონა ცხოვრობს,აქ გაიზარდა,ახლა 15 წლისაა და იმის შემხედვარე,წინასწარ რამის გავგიჟდე.არც ერთი მეგობარი არ ყავს,იმიტომ რომ ბერძნებისგან სულ გარიყულია"სკოლაშიც და გარეთაც... სწავლას რაც შეეხება:გაისად ბაღში მივა და რა თქმა უნდა ისწავლის ენას[მეც არ ვიცი წესიერად,მას რა ვასწავლო...]ჯერ ქართული უნდა ისწავლოს კარგად,რომ მიხვდეს რომელია მშობლიური ენა,ბერძნულს მოასწრებს,თუ ღმერთმა ნუ ქნას და ,აქ მოგვიწია დიდხან ყოფნა... ის რომ უკვე ანბანი და ლექსები იცის,იმიტომ სულაც არა,რომ საქართველოში არ ვართ,უბრალოდ მე ესე მესმის ბავშვის აღზრდა,თანაც ნიჭი აქვს და იმახსოვრებს.-რატომაც არა... [quote]ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო[/quote] +1 მეც ზუსტად ამას ვგულისხმობ!!!!! [quote]ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, [/quote] ზუსტად ასეა ჩემო კარგო,მეც ზუსტად ამას ვჩივი!!!ვინც ვიკეტებით,იმიტომ რომ არ გავბერძენდეთ...ვინც მუშაობს-ერთმანეთს ჭამენ სამსახურების გულისთვის...ერთიანობაზე,საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია!!!!!!!!ძალიან ,ძალიან სამწუხაროა!!!!!!!!! [quote]თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..[/quote] "ნოსტალგია"თუ სისხლში არა გაქვს,ვერ ისწავლი 1000 წელი რომ იცხოვრო!!!!ოღონდ-მე ჯერ არ მინახავს სხვა ერი,ეს თვისება ქონდეს.ერთი გერმანელი ნაცნობი მყავს,ეკლესიაში გავიცანი.მართლმადიდებლობის მისაღებად დატოვა გემანია."უფალს ვეძებდი და აქ ვიპოვეო"-ძალიან ღრმადმორწმუნეა,მაგრამ ნოსტალგია რა არის -არ იცის...აფსოლუტურად არავინ და არაფერი მენატრებაო...[quote]ბარბარეს შემართებაში სწორედ იზოლაცია დავინახე და არა ასე ვთქვათ, ენის პრობლემატიკა. ეს იზოლაციის მცდელობები ყველგან და ხშირად შეიმჩნევა, მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, ამათი ყველაფერი ცუდია, ჩვენი მხოლოდ დ ა.შ. ეს ცუდი დამოკიდებულებაა, მცდარი და მავნე. ასე რომ ისევ შუა გზაა საჭირო.[/quote] მხოლოდ იმაში გეთანხმები,რომ "ოქროს შუალედი"ყველგან და ყველაფერში!მაგრამ,არავითარი ძალადობა!!!!!!!!!!!!!ის რომ ვერ ავიტან ჩემი შვილის დაჩაგვრას,ძალად იზოლაციას არ ნიშნავს!!!პირველივე შემთხვევის შემდეგ წამოვიყვან ჩემ შვილებს აქედან...ასე მწარედ იმიტომ ვსაუბრობ,რომ არ მინდა ჩემი შვილები აქ გაიზარდონ,გაბერძენდნენ-ან დაიჩაგრონ,ისე შეეჩვიონ აქაობას,რომ წამოსვლა აღარ უნდოდეთ...პირდად ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ...ისედაც უამრავი პრობლემა და სადარდებელია ამ ქვეყანაზე,და კიდევ ზედმეტი ტანჯვა და დამცირება ,მხოლოდ იმიტომ,რომ "ქსენია"?ანუ უცხო!!!!!!!! [quote]ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს. თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება? 1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი? 2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს... ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული... ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა? ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში.[/quote] ყველაფერში ხუთიანი!!!!!! [quote]საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ.[/quote] [quote]იუმორინაში კვირიკაშვილის ერთერთ სკეტჩში იყო "ბებია ბებია, მოჟნა მოი გოსწ ქამ ინ"-ო [/quote] ალბათ ყველა ქვეყანაში ასეა,მე რომ ამათი ქართული საუბარი მოვისმინე თავიდან,გავგიჯდი!!ზოგიერთის ლაპარაკს დღემდე ვერ ვიგებ...კიდე-სამი ქართველი "მოზრდილი" რომ ზის და ბერძნულად ლაპარაკობს....--ეს იდენტურობის შენარჩუნებას არ ეხება?? [quote]საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... [/quote] ეს ცოტა ორაზროვნად დავწერე,პირდაპირ მომერიდა და იმიტომ...მე კულტურა კი არა,ზნეობა და პატიოსნება ვიგულისხმე... ps:და საერთოდ:არც ერთ ქვყანას არ ვაყნებ შეურაცხყოფას.ყველგან არის დასაფასებელიც და ცუდიც.მე ჩემი პირადი სულიერი გასაჭირი გაგიზიარეთ... უფალმა გაგვაძლიეროს ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში!!!!!!!! |
iako |
Feb 8 2010, 08:55 PM
პოსტი
#31
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ბავშობიდან არის რა თქმა უნდა საჭირო ეზიარო შენ ენას,კულტურას, ისტორიას და საკითხიც აქ დგას.
საფუძვლის ჩაყრა ხომ ოჯახიდან უნდა ხდებოდეს. მითუმეტეს უცხო გარემოში მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება ოჯახს. დღეში თუნდაც ნახევარი საათი რომ გამოყოს მშობელმა (ტელეფონზე საუბრის და კომპიუტერთან ჯდომის ხარჯზე) ან ქართულის სწავლებისთვის ან პირიქით იმ ენის სწავლებისთვის რომელ ქვეყანაშიც იმყოფება, ამდენის საშუალება ყველას აქვს. მთავარია სურვილი და ნება. ორ ენას კი ბავშვი 4 წლის ასაკიდან გაცილებით იოლად სწავლობს ვიდრე მოზარდი. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
salome zhvania |
Feb 15 2010, 11:28 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 15-February 10 მდებარ.: USA წევრი № 8,188 |
ჩემო ადამ, შენ ეტყობა მართლა არ იცი და არ გამოგიცდია ის ტკივილი რასაც ქართველი უცხოთში გრძნობს... იცი როგორ გაკლია ხოლმე ადამიანების სითბო და სიყვარული, მარტო ოჯახი არ არის საკმარისი... ადამიანზეა, მაგრამ ის ვისაც კარგად აქვს შესისხლხორცებული საქარტველო ამას უბრალოდ ვერ იტყვის, გადახედე საკართვლოს კულტურულ ფასეულობებს, კარგად შეისწავლე შენი სამშობლო და მიხვდები რომ მარტო მატერიალური ცხოვრება უბრალოდ არაფერი არ არის... საერთოდ არაფერი სულიერ ფასეულობებტან შედარებით...
|
KAIROS |
Feb 16 2010, 03:45 AM
პოსტი
#33
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა პოსტები: 1 რეგისტრ.: გუშინ, 07:54 PM მდებარ.: USA ველქამე ჟვანიას ქალო (უამრავი მეგობრები მყავს )... აი, ამერიკაა ეროვნებების შემწოვი, ყველაზე დიდი "საშიშროება" ეროვნულობის დაკარგვის ამერიკაშია, რადგან ამერიკაა, ნარევი ეროვნებების მიერ შექმნილი და ამერიკანიზაციას ყველა განიცდის, თუმცა მაინც ჩინელების, იაპონელების და იტალიელების /თუმცა თავად ვნახე მეორე თაობა იტალიელი ლაპარაკობდა მხოლოდ იტალიური, მესამე თაობა აღარ/ მაგალითზე, მაქაც შეიძლება შენარჩუნება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
Feb 18 2010, 08:41 PM
პოსტი
#34
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
აი რატომ არის ქართველი გამორჩეული და განუმეორებელი.
http://www.facebook.com/video/video.php?v=...82116525&ref=nf ეს ხომ მაინც არ ზის ქართულ გენში რეგბივით? მოკლეთ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ (ზოგიერთების საყურადღებოდ) აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
Feb 19 2010, 10:23 AM
პოსტი
#35
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. ეს პრობლემა ერთი თაობისაა...მეორე თაობის სამშობლო უკვე ის უცხოეთი იქნება თანაც, რამდენი ეთნიკურობის დამცველი მინახავს უცხოეთში, ოღონდ უკვე ძირფესვიანად, რამდენიმე თაობით იქაური, მაგალითად სერბი ან ბერძენი - ყველა სერიოზულად ჭედავს მათ ისევ ასიმილირებული ბერძნები მირჩევნია მხოლოდ ერთს ვიცნობ ნორმალურს, ვინც ერთი მხრივ ეთნიკურობას ინარჩუნებს და მეორეს მხრივ მარგინალად არ გამოიყურება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ბადრი |
Feb 19 2010, 09:03 PM
პოსტი
#36
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
abo
ციტატა აი რატომ არის ქართველი გამორჩეული და განუმეორებელი. http://www.facebook.com/video/video.php?v=...82116525&ref=nf გაიხარე ძმაო! არის და -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
KAIROS |
Feb 19 2010, 11:10 PM
პოსტი
#37
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეორე თაობის სამშობლო უკვე ის უცხოეთი იქნება მაინც ვფიქრობ მასე არაა, მიუხედავად იმისა იზოლაცია მთლიანად შეუძლებელია და მაგრამ არც მასეა, რომ სრულიად მოწყდებიან ფესვებს, უამრავი მაგალითი საპირისპიროს გვეუბნება, იგივე ფერედიანის ქართული მაგალითი, უდიდესი ემიგრაციული გამოცდილება : ჩინელების, კორეელების, იაპონელების, იტალიელების, სომხების, ებრაელების, რუსების და სხვა ბევრის... ისინი მიუხედავად იმისა, რომ ხდებიან ამერიკელები ან გერმანელები , მაინც იციან რომ მოდიან იქიდან და არიან წარმოშობით, არ მალავენ თავიანთ წარმოშობას და სწავლობენ თაობებში მათი სამშობლოს ენას, კულტურას და თუ შესაძლებელია ინარჩუნებენ რელიგიასაც, აი ამაზე ვამბობ მე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
abo |
Feb 19 2010, 11:26 PM
პოსტი
#38
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ციტატა მათ ისევ ასიმილირებული ბერძნები მირჩევნია კოსმოპოლიტიზმის სუნი დადგა, აქეთ უფრო ჯობია. აბო -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კანუდოსელი |
Feb 22 2010, 12:03 AM
პოსტი
#39
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
salome zhvania |
Feb 22 2010, 12:18 AM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 15-February 10 მდებარ.: USA წევრი № 8,188 |
...სანამ საქართველოში ვართ ამერიკა და ევროპა გვენატრება, როცა ამერიკაში ან ევროპაში ვართ კარგად ვხვდებით რომ სწორედ ისინი გვანადგურებენ... ყოველ შემთხვევაში მე ამას მივხვდი.... ვისაც ნამდვილად უნდა, ის ყველაფრის მიუხედავად შეინარჩუნებს ქართველობას, მაგრამ საქმე ის არის რომ რატომღაც არ ვცდილობთ ამას ისე როგორც საჭიროა... ისე, როგორც ილია მეორემ ბრძანა მართლმადიდებლობაა ხერხემალი ჩვენი ეროვნული სულისა... ამასაც ძალიან კარგად მივხვდი აქ.... სარწმუნოებას რამოდენა მნიშვნელობა და ძალა ქონია....
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი